რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
აგეტირებათ, რომ ნახოთ, რა საშინელ პირობებში ცხოვრობს ოჯახი. ქალი, რომელსაც ხერხემლის დაავადება აქვს, ხის ტახტზე წევს. მეგობრებო, მათ სჭირდებათ საწოლები, მატრასები და თბილი ტანსაცმელი! ჭერიდან წყალი ჩამოსდით და წვიმის დროს სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ფანჯრები ძველია, იშლება. ნაპრალებიდან ქარი უბერავს, ოთახში საშინლად ცივა, რადგან საბრალოებს არც შეშა აქვთ და არც საკუთარი ღუმელი. ნაცნობს შეეცოდა და დროებით ათხოვა თავისი. მაგრამ 10 დღის შემდეგ წაიღებს და საბრალო ქალები ისევ იკანკალებენ სიცივისგან. ღმერთმა არ ქნას, რომ გაცივდნენ! თორემ სიცხის დამწევის საყიდელი ფულიც კი არ ექნებათ. მალე ზამთარი დადგება, ამინდი ფუჭდება, ხშირად წვიმს და სახლიდან სულ უფრო იშვიათად უწევს ადამიანს გასვლა. ნონას და ნინოს კი თბილი ქურთუკებიც არა აქვთ! ჩვენი მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება ამ ორ სუსტ ქალს, როგორც არასდროს! ისინი ელოდებიან დახმარებას ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან! დავეხმაროთ გამოზამთრებაში! ვაჩუქოთ მათ სიცოცხლე!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„დაგვეხმარეთ! უფალმა დაგლოცოთ!“ – მოწყალების თხოვნის ძალა აღარ გვაქვს! გვრცხვენია და ჯანმრთელობაც აღარ შეგვრჩა! ჩვენც ხომ ისეთივე ადამიანები ვართ… როგორიც შენ, შვილო“, – მომმართა ნონამ, რომელიც იძულებულია, მოწყალება ითხოვოს, რომ შიმშილით არ მოკვდეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
„დაგვეხმარეთ! უფალმა დაგლოცოთ!“ – თვალცრემლიანი ევედრება გამვლელებს ქალი, რომელიც ორივე ფეხით კოჭლობს. ნონა იძულებულია, მოწყალება ითხოვოს, რომ შიმშილით არ დაიხოცონ ის და მისი ერთადერთი მძიმედ დაავადებული ქალიშვილი, რომელსაც ნერვული აშლილობა აქვს.
ნონა (56 წლის): „კეთილი ადამიანები რომ არა, მე და ჩემი შვილი დიდი ხნის წინ დავიხოცებოდით შიმშილით. თითქმის მთელი ჩვენი ფული მკურნალობისთვის აღებული კრედიტის დასაფარად მიდის! გაჭირვებამ გვაიძულა, მოწყალება გვეთხოვა. მხოლოდ უფლისა და ჩვენი თანამემამულეების გამოხმაურების იმედიღა გვაქვს“.
ნინო 35 წლისაა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეუძლია მუშაობა. როცა ცოტა უკეთ გრძნობს თავს, დედასთან ერთად დგას ქუჩაში ხელგაწვდილი…
ნინო: „მე და დედა ინვალიდები ვართ, წამლები გვჭირდება, მაგრამ ფული არ გვაქვს, რომ ვიყიდოთ. პროდუქტებიც არ გვაქვს. მშივრები ვართ! ვთხოვთ ყველა გულკეთილ ადამიანს, ნუ აუვლიან გვერდს ჩვენს უბედურებას! დაგვეხმარეთ, გთხოვთ“.
დედა–შვილს ინვალიდობის პენსია კატასტროფულად არ ჰყოფნით არსებობისთვის. მათ კი ყოველდღე სჭირდებათ ძვირადღირებული წამლები. მეგობრებო, ჩვენ გარდა, არავინ ჰყავთ დამხმარე! ნონას ნათესავები, მშობლები და და–ძმები, დიდი ხანია ცოცხლები აღარ არიან.
ნონას დაბადებიდან მენჯის ძვლის ამოვარდნილობა აქვს. ის ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დადიოდა ჯოხის დახმარებით, ახლა კი ორი ჯოხი სჭირდება!
ქალს დიდხანს არც დგომა შეუძლია და არც ჯდომა, რადგან ფეხები უსივდება და სტკივა. მაქსიმუმ ერთი საათის შემდეგ უკვე ეკვეთება ფეხები. დღეს საბრალომ 13 ლარი შეაგროვა და პროდუქტები იყიდა ამ ფულით. ნონა უფლის მადლიერია თითოეული ლარისთვის და იმისთვის, რომ მან კიდევ ერთი დღის სიცოცხლე აჩუქა მას და მის ქალიშვილს!
ნონას მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც კიბიდან ჩამოვარდა. ტანსაცმლის შიგნით გამუდმებით უწევს კორსეტის ტარება; და კიდევ, პამპერსის ჩაცმა. საიდან უნდა მოიტანოს მკურნალობის ფული?
ნონა: „ყველაზე ცუდი ისაა, რომ ნორმალურად დაბანის საშუალებაც კი არ გვაქვს. სააბაზანოს კარი არ აქვს, ჭერიდან წყალი ჩამოდის, იატაკი კი ჩავარდნილია. რეცხვაც ხელით გვიწევს გაყინულ წყალში, რადგან სარეცხი მანქანა არ გვაქვს“.
აგეტირებათ, რომ ნახოთ, რა საშინელ პირობებში ცხოვრობს ოჯახი. ქალი, რომელსაც ხერხემლის დაავადება აქვს, ხის ტახტზე წევს. მეგობრებო, მათ სჭირდებათ საწოლები, მატრასები და თბილი ტანსაცმელი!
ჭერიდან წყალი ჩამოსდით და წვიმის დროს სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ფანჯრები ძველია, იშლება. ნაპრალებიდან ქარი უბერავს, ოთახში საშინლად ცივა, რადგან საბრალოებს არც შეშა აქვთ და არც საკუთარი ღუმელი. ნაცნობს შეეცოდა და დროებით ათხოვა თავისი. მაგრამ 10 დღის შემდეგ წაიღებს და საბრალო ქალები ისევ იკანკალებენ სიცივისგან. ღმერთმა არ ქნას, რომ გაცივდნენ! თორემ სიცხის დამწევის საყიდელი ფულიც კი არ ექნებათ.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მალე ზამთარი დადგება, ამინდი ფუჭდება, ხშირად წვიმს და სახლიდან სულ უფრო იშვიათად უწევს ადამიანს გასვლა. ნონას და ნინოს კი თბილი ქურთუკებიც არა აქვთ! ჩვენი მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება ამ ორ სუსტ ქალს, როგორც არასდროს! ისინი ელოდებიან დახმარებას ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან! დავეხმაროთ გამოზამთრებაში! ვაჩუქოთ მათ სიცოცხლე!
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და პირადად გაუწიოთ დახმარება, მათი მისამართია: ქ. ქუთაისი, რაზმაძის ქ., სახლი 4.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ტურაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
1300.39₾დარჩა:
5009.83₾