რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
რაული მხოლოდ 20 დღის იყო, როდესაც მაღალი სიცხის გამო, ძლიერი კრუნჩხვები დაემართა. სოფელში ექიმი არ იყო და სანამ ბავშვი რაიონულ ცენტრში გადაიყვანეს, დამბლა დაეცა. საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – ცერებრული დამბლა. მშობლები შოკში იყვნენ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, საშინელი ტრაგედია გადაიტანეს – მათი პირველი შვილი, გოგონა, 1 წლის და 8 თვის ასაკში დიფტერიით გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, შვილის ავადმყოფობასთან შეგუება როგორ გაუჭირდათ! რაული 26 წელია ტკივილებს უძლებს. მარცხენა ფეხი ისე აქვს გამრუდებული, რომ საერთოდ ვერ შლის. რაულის ხერხემალი ისეა გამრუდებული, რომ დეფორმირებულია ყველა შინაგანი ორგანო. სუნთქვაც კი მტკივნეულია. ტკივილგამაყუჩებლებისა და დამამშვიდებლების გარეშე, არ შეუძლია ცხოვრება! ბიჭი ბავშვობიდან ეტლს არის მიჯაჭვული. ეტლი უწევს ფეხების მაგივრობას, რადგან რამდენიმე ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმაც კი არ შეუძლია.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270რაულს სასიცოცხლოდ სჭირდება წამლები და ეტლი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
რაული მხოლოდ 20 დღის იყო, როდესაც მაღალი სიცხის გამო, ძლიერი კრუნჩხვები დაემართა. სოფელში ექიმი არ იყო და სანამ ბავშვი რაიონულ ცენტრში გადაიყვანეს, დამბლა დაეცა. საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – ცერებრული დამბლა. მშობლები შოკში იყვნენ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, საშინელი ტრაგედია გადაიტანეს – მათი პირველი შვილი, გოგონა, 1 წლის და 8 თვის ასაკში დიფტერიით გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, შვილის ავადმყოფობასთან შეგუება როგორ გაუჭირდათ!
რაული 26 წელია ტკივილებს უძლებს. მარცხენა ფეხი ისე აქვს გამრუდებული, რომ საერთოდ ვერ შლის
რაულის ხერხემალი ისეა გამრუდებული, რომ დეფორმირებულია ყველა შინაგანი ორგანო. სუნთქვაც კი მტკივნეულია. ტკივილგამაყუჩებლებისა და დამამშვიდებლების გარეშე, არ შეუძლია ცხოვრება!
ბიჭი ბავშვობიდან ეტლს არის მიჯაჭვული. ეტლი უწევს ფეხების მაგივრობას, რადგან რამდენიმე ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმაც კი არ შეუძლია.
რაული (26 წლის): „მეგობრებო, ელექტრო ეტლი მჭირდება. ძველმა, წამებად მიქცია ცხოვრება. მექანიკური ეტლით სხვის დახმარების გარეშე, ვერსად მივდივარ, ფაქტობრივად, ჩაკეტილი ვარ ოთხ კედელ შუა. ძალიან ვდარდობ. ცოტა ხნის წინ, სოფელში დააგეს ასფალტის გზა, ამიტომ თავისუფლად შევძლებდი ყველგან წასვლას! ეტლის ერთი ხელით მართვას ნამდვილად შევძლებ!“
რაულის გარდა ოჯახში კიდევ სამი შვილია. მშობლები გაჭირვებულად ცხოვრობენ და ვერ შეაგროვებენ საჭირო თანხას. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ მამაც და ძლიერ ბიჭს და მის არაჩვეულებრივ, მოსიყვარულე ოჯახს. მოდით, ერთად გავაკეთოთ ეს!
რაულის მამამ თავისი ხელით ააწყო ეს ეტლი, სამი ძველისგან. შეადუღა ნაწილები, რომელიც აკლდა. ალბათ, დამეთანხმებით კიდეც, რომ ამით შორს წასვლა შეუძლებელია!
ფოტოზე პატარა რაული ბაბუას უზის კალთაში, ნათესავების გარემოცვაში. ოჯახში, ბიჭუნა ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდა ყველას. მომღიმარი, პოზიტიური, კეთილი და მოსიყვარულე ბავშვი.
არის კიდევ ერთი პრობლემა. სახლში, აბაზანა ეტლით მოსარგებლე ადამიანზე არ არის მორგებული. შესასვლელი ძალიან ვიწროა. რაული სააბაზანოში შესვლას ვერ ახერხებს, ამიტომ მშობლებს, ხელით უწევთ მისი იქ შეყვანა.
გთხოვთ, დაეხმაროთ ბიჭს, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძვის დაავადებას. მან ჯოჯოხეთის ყველა წრე გაიარა, გადარჩა, მაგრამ ახლა, ჩვენი დახმარება სჭირდება!
მოდით თავისუფლება ვაჩუქოთ ამ ახალგაზრდას, შესაძლებლობა იმისა, რომ შეძლოს დამოუკიდებლად გადაადგილება: სასეირნოდ ან მაღაზიაში წასვლა, მეგობრების მონხულება. ეს ხომ, პატარა სიხარულია, მაგრამ ახლა, რაული ამასაც კი მოკლებულია. ჩვენ კი ნამდვილად გვინდა, რომ უხაროდეს!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი მირაშხანი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ქამაშიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: