რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
გიომ კლინიკური სიკვდილი ზედიზედ ოთხჯერ გადაიტანა! უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა განიცადა დედამ, როდესაც უყურებდა, ხელებში როგორ უკვდებოდა შვილი — ამას მტერსაც არ ვუსურვებთ! ამ სულისშემძვრელი სანახაობის შემდეგ საბრალო ქალს დიაბეტიდაემართა. გიო ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ ცხოვრება უკუღმართად დატრიალდა. ორი წლის ასაკში ბიჭუნას დაუსვეს ეპილეფსიის დიაგნოზი, რომელთან გამკლავებაც შეუძლებელია. მოგვიანებით კიდევ რამდენიმე საშინელი დიაგნოზი დაუდგინდა: ცერებრული დამბლა, აუტიზმი. მისი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა. დღეში 10-ჯერ კრუნჩხვები ემართება, რასაც ვერცერთი წამალი ვერ შველის. ბავშვს აუცილებლად სჭირდება გამოკვლევა და მკურნალობის ახალი გეგმის შედგენა, მაგრამ ექიმთან წასასვლელი ფული არ აქვთ. ოჯახი გიოს ინვალიდობის პენსიით და სოციალური შემწეობით არსებობს. საკვებზეც კი არ ჰყოფნით ეს თანხა. ამიტომ მძიმედ დაავადებული გიო, მისი და და დედიკო იძულებული არიან, იშიმშილონ. უფლის წყალობით, საჭმელი სოციალური სასადილოდან მაინც მოაქვთ, თორემ…
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
090120027012 წლის გიოსთვის ყოველი დღე ჯოჯოხეთია. ბავშვს საშინელი ეპილეფსია აქვს, შეტევებს კი ვერცერთი წამალი ვერ შველის. დაეხმარეთ, რომ ტანჯვას თავი დააღწიოს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
გიომ კლინიკური სიკვდილი ზედიზედ ოთხჯერ გადაიტანა! უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა განიცადა დედამ, როდესაც უყურებდა, ხელებში როგორ უკვდებოდა შვილი — ამას მტერსაც არ ვუსურვებთ! ამ სულისშემძვრელი სანახაობის შემდეგ საბრალო ქალს დიაბეტიდაემართა.
მეგი, გიოს დედა (46 წლის): „ეს ჩემი ჯვარია და უნდა ვზიდო“.
გიო ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ ცხოვრება უკუღმართად დატრიალდა. ორი წლის ასაკში ბიჭუნას დაუსვეს ეპილეფსიის დიაგნოზი, რომელთან გამკლავებაც შეუძლებელია. მოგვიანებით კიდევ რამდენიმე საშინელი დიაგნოზი დაუდგინდა: ცერებრული დამბლა, აუტიზმი. მისი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა. დღეში 10-ჯერ კრუნჩხვები ემართება, რასაც ვერცერთი წამალი ვერ შველის. ბავშვს აუცილებლად სჭირდება გამოკვლევა და მკურნალობის ახალი გეგმის შედგენა, მაგრამ ექიმთან წასასვლელი ფული არ აქვთ. ოჯახი გიოს ინვალიდობის პენსიით და სოციალური შემწეობით არსებობს. საკვებზეც კი არ ჰყოფნით ეს თანხა. ამიტომ მძიმედ დაავადებული გიო, მისი და და დედიკო იძულებული არიან, იშიმშილონ. უფლის წყალობით, საჭმელი სოციალური სასადილოდან მაინც მოაქვთ, თორემ…
მეგი, გიოს დედა (46 წლის): „კეთილო ადამიანებო, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამიგებთ, თუ თავადაც მშობლები ხართ! დედას ხომ შვილის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება! გთხოვთ, დამეხმაროთ ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენაში! ღმერთმა დაგლოცოთ!
გარეგნულად გიო თავისი თანატოლებისგან დიდად არ განსხვავდება. ის ისეთივე პოზიტიური, ცნობისმოყვარე და მომღიმარია მუდამ. მაგრამ ამ ღიმილის მიღმა სიცოცხლისთვის ბრძოლის რთული ისტორია იმალება. ამ ბიჭუნას წილად ხვდა განსაცდელი, რომელიც ადამიანური ცნობიერებისთვის მიუწვდომელია.
ახლა გიო 12 წლისაა და მისი განვითარება ასაკობრივი ნორმებისგან შორს არის. ის ვერ ლაპარაკობს, მუდმივად სჭირდება დახმარება და, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან მეგობრობა ძალიან უნდა, ისინი ხშირად თავს არიდებენ. ბიჭი სპეცსკოლაში სწავლობს, მაგრამ დედა ვერ ატარებს გაკვეთილებზე იმის შიშით, რომ შეიძლება კრუნჩხვები საკლასო ოთახში დაემართოს. მეგის არ სურს ბავშვების ფსიქიკის ტრავმირება. როგორია იმის დანახვა, პატარა გიო იატაკზე მოულოდნელად როგორ ეცემა უგონოდ, იკრუნჩხება და პირიდან ქაფი მოსდის. სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის არ არის ეს სანახაობა!
„ამინ!“ – ერთადერთი სიტყვაა, რომელსაც გიო გამუდმებით იმეორებს.
„შეტევის დროს გიო ისე მიყურებს, თითქოს მეუბნება: „დედა, მიშველე…“ მე კი, სასწრაფოს გამოძახების გარდა, ვერაფერს ვაკეთებ“, – გულისტკივილით ამბობს მეგი. მკურნალობის გარეშე ეპილეფსია უფრო და უფრო საშიში ხდება და ყოველი მორიგი შეტევა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს მისთვის.
ყოველთვიურად გიოს 500 ლარის მედიკამენტები და პამპერსი სჭირდება.
გთხოვთ, მიეცით გიოს საშუალება, ტკივილის, შიშის, შეტევების მუდმივი საფრთხის გარეშე იცხოვროს!
მეგი: „სახლში გაზის გამათბობელი ჟონავს. ეს ძალიან საშიშია! ჩვენ კი არ გვაქვს ახლის შეძენის საშუალება“.
მეგი: „ელემენტარულად, მაგიდა არ გვაქვს. აი, ეს მაგიდა მე თვითონ ავაწყვე იმით, რაც ხელში მომხვდა! სახლში სარეცხი მანქანაც არ გვაქვს და ხელით ვრეცხავთ ცივ წყალში“.
გიოს დას, 20 წლის ნინოს, მენჯ–ბარძაყის სახსარი განუვითარებელი აქვს. სიარულისას საშინელ ტკივილს აყენებს და კოჭლობს. გოგონას მკურნალობა ესაჭიროება, მაგრამ ფული მთლიანად ძმის წამლებზე იხარჯება. ოპერაციამ შეიძლება უშველოს ნინოს, მაგრამ მისი გაკეთება 25 წლამდე არ შეიძლება.
მეგი ქვრივია, შვილებს მარტო ზრდის და ცდილობს, მათი მომავლისთვის ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ თქვენი დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდება. თქვენ შეგიძლიათ ახლავე გაიღოთ გიოს მკურნალობისთვის ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობა. წარმოიდგინეთ, დედის ყოველდღიური განცდები. მაგრამ არ ნებდება, შვილი უყვარს და ბრძოლას აგრძელებს. თქვენ შეგიძლიათ, მათ დაეხმაროთ!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ვაზისუბანი, 4 მ/რ, კორპუსი 10, ბინა 2.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მთივლიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: