რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270რა უარესია: მომაკვდინებელი კიბო თუ მთლიანად დამწვარი სახლი? დიდი ოჯახი ორი პატარა ბავშვით (ერთი თვისაა, მეორე კი – ორი წლის) დახმარებას ითხოვს! მაგრამ მათი დამხმარე არავინაა… ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი 6 ათასი ლარი – მათი უზარმაზარი მწუხარების დაცინვაა… მათი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თინათინი (59 წლის): „როგორ წარმოვიდგენდი სახლიდან გასვლისას, რომ დიდი უბედურება მოხდებოდა და ჩვენი სახლი ფერფლად იქცეოდა?! რომ დავბრუნდი, თვალებს არ ვუჯერებდი! შეხედეთ, სახლიდან მხოლოდ კედლები შემორჩა. ხანძარი მეზობლებთან გაჩნდა, რომლებმაც ხუთი ბავშვი უპატრონოდ დატოვეს. გაზის გამათბობელს წაეკიდა ცეცხლი. მადლობა ღმერთს, რომ ბავშვები გადარჩნენ! მაგრამ ცეცხლი ჩვენს სახლზე გადმოვიდა და ყველაფერი დაგვეწვა“.
როგორც იტყვიან, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გაიელვა და კურტანიძეების ოჯახი ქუჩაში აღმოჩნდა ორი პატარა შვილიშვილით: ერთ გოგონას ერთი თვე შეუსრულდა, მეორეს კი – ორი წელი. მადლობა მეზობლებს, რომლებმაც შეიფარეს ოჯახი, ჩააცვეს, გაათბეს და არ დატოვეს ყინვაში.
თინათინს კიბო აქვს. ის მაშინაც არ გატყდა, როცა მკერდი მოჰკვეთეს. ახლა მისი მთავარი ამოცანაა – გადარჩეს და გამოჯანმრთელდეს. ონკოლოგიის მკურნალობას დიდი თანხები სჭირდება, მაგრამ ოჯახის რესურსი უკვე იწურება. ამიტომ გთხოვთ, კეთილო ადამიანებო, რომ დაეხმაროთ ამ ქალბატონს! ის ძალა, რომელიც მის დაავადებაზე გამარჯვებას სჭირდება, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, მივცეთ.
თინათინს სჭირდება წამლები და სისხლის გადასხმა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის!
კიბო არ კითხულობს, რა გააკეთე ცხოვრებაში კარგი ან ცუდი. ის უბრალოდ ემართება ადამიანს და არჩევანის წინაშე აყენებს: იბრძოლოს თუ დანებდეს? თინათინმა გადაწყვიტა, იბრძოლოს.
მოსიყვარულე ცოლ–ქმარმა – თინათინმა და რევაზმა, რომლებიც მთელი ცხოვრება მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, ერთი ხელის მოსმით დაკარგეს ყველაფერი. ყველაფერი, რაც 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე იყო შეძენილი, ფერფლად იქცა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: ადამიანები ხელცარიელები დარჩნენ. არც ავეჯი, არც ჭურჭელი, არც საოჯახო ტექნიკა, არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი – არაფერი არ გადარჩა!
გორის მერია შეჰპირდა მათ, რომ 6000 ლარს გამოუყოფს, მაგრამ ზარალი ბევრად მეტია და ეს ნამდვილად არ ეყოფა, რომ სახლი აღადგინონ. მეგობრებო, თქვენი დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდებიან! მათ ხომ აბსოლუტურად ყველაფერი სჭირდებათ! ეს ის შემთხვევაა, როცა ოჯახი ნულიდან იწყებს ყველაფერს.
თინათინი: „სულ ეს გადარჩა სახლიდან, ჩვენი მყუდრო ოჯახური კერიდან. შეხედვაც კი მზარავს…“.
უყურადღებო მეზობლების სახლში ხანძარი პირველად არ მოხდა. წინა შემთხვევების დროს თინათინის ქმარმა რევაზმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა მათი სიცოცხლე. აი, ისიც, ჩვენი დროის გმირი. ის მეხანძრეებზე წინ შერბოდა ცეცხლმოკიდებულ სახლში და გამოჰყავდა ადამიანები. ამ ხანძრის დროსაც რომ ის სახლში ყოფილიყო, ამხელა დანაკარგს თავიდან აირიდებდნენ. დადგა დრო, რომ სიკეთე უკან დაუბრუნდეს მას! ახლა მთელი იმედი მხოლოდ მხარდაჭერისთვის მზადმყოფ ქართველებზეა!
„ნებისმიერი დახმარება გაგვიხარდება. ღმერთმა დაგლოცოთ გულუხვობისთვის“
თინათინი: „მეგობრებო, თუკი გაქვთ დახმარების სულ მცირე შესაძლებლობა მაინც, უზომოდ მადლობლები დაგრჩებით! სიტყვებით შეუძლებელია იმის გადმოცემა, რის გადატანაც მოგვიწია. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმეს შეემთხვეს ასეთი საშინელი უბედურება. მაგრამ გულწრფელად გვჯერა და უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ არსებობენ გულკეთილი ადამიანები, ვისთვისაც სხვისი გასაჭირი სულერთი არ არის. ფარ–ხმალს არ ვყრით და ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დახმარებით აუცილებლად გავუმკლავდებით ამ უბედურებას და თავზე ახალი ჭერი გვექნება“.
***
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქ. გორი, ანდრია რაზმაძის ქუჩა, სახლი 10.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
(დანიშნულება: კურტანიძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901 200 270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: