საახალწლო საჩუქრებისა და მხიარული სიმღერების ნაცვლად… ცხარე ცრემლები და ხუთი ქართველი ბავშვის ტანჯვა! დიდია უფალი, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, ძველით ახალ წლამდე თოვლის ბაბუა დავუბრუნოთ ამ საბრალო პატარებს! მეგობრებო, მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270საახალწლო საჩუქრებისა და მხიარული სიმღერების ნაცვლად… ცხარე ცრემლები და ხუთი ქართველი ბავშვის ტანჯვა! დიდია უფალი, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, ძველით ახალ წლამდე თოვლის ბაბუა დავუბრუნოთ ამ საბრალო პატარებს! მეგობრებო, მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, გვაპატიეთ, რომ კიდევ ერთი უბედურების შესახებ უნდა გიამბოთ, რომელიც ჩვენს ქართულ მიწაზე ხდება. ფონდში კი სიბრალულით გვევსება გული! თქვენ წინაშეა ახალი 2025 წლისთვის ამქვეყნად ყველაზე შეჭირვებული ოჯახი.
ეს არის ამბავი ყველაზე უბედური მშობლებისა, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ დაკრძალეს ერთი შვილი, დანარჩენი ხუთი კი, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მაგრამ შიათ, სცივათ და თავზე ჭერი არ აქვთ.
შეხედეთ ამ საბრალო ადამიანებს და თქვენს გულებში სევდა დაისადგურებს! ასეთი პირობები, როგორშიც ეს საბრალო ბავშვები და მათი მშობლები ცხოვრობენ, ნამდვილად სამარცხვინოა საქართველოსთვის… ეს მრავალშვილიანი ქართული ოჯახი არავის სჭირდება ჩვენ გარდა, ჩვენ კი შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ 2025 წელი საუკეთესო გახდეს მათ ცხოვრებაში.
მეგობრებო, თქვენ უკვე ათობით, ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ და კიდევ ბევრს გადაარჩენთ. ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია, ისინი ცხოვრობენ საშინელ პირობებში! უმცროსი, ლუკა, წლინახევრისაა. მრავალშვილიანი ოჯახი გაჭირვებით ახერხებს თავის გატანას და შვილების გამოკვებას. უფასო სასადილო შველის.
საბა (12 წლის): „რა კარგია, რომ არსებობს ასეთი სასადილო, სადაც შეჭირვებულებს, ვისაც ფული არ აქვს, შეუძლიათ საკვები უფასოდ აიღონ. მთავარია, სახლში პური გვქონდეს. ჭირვეულები არ ვართ, რასაც გვაძლევენ, ყველაფერს ვჭამთ – წვნიანებსაც და ფაფებსაც.
ბავშვები პატარა ოთახში არიან შეყუჟული, სადაც გათბობა არ არის. გამათბობელი დამწვარია, ხან მუშაობს, ხან არა. საწოლები არ ჰყოფნის ყველას. უფროს ბიჭებს ჭუჭყიან იატაკზე, თხელ ლეიბზე სძინავთ. სცივათ და მთელი ღამე კანკალებენ.
ბიჭებს ეზოში მეგობრებთან ერთად უდარდელად თამაში შეუძლიათ, ისინი კი მშობლებს ეხმარებიან გაკვეთილების შემდეგ. მამასთან ერთად შეშას აგროვებენ, რომ არ გაიყინონ.
ოჯახი ყოფილი კერამიკული საამქროს ნაგებობაში ცხოვრობს, რომლის სახურავი დაზიანებულია. წვიმის დროს ჭერიდან ისე ჩამოდის წყალი, ტაშტების დაცლას ძლივს ასწრებენ. რემონტის გაკეთების საშუალება არ აქვთ, არადა ძალიან საჭიროა, სახლში დაძველებულია ყველაფერი.
საბა: სახურავზე ცელოფანი დავაფინეთ მე და მამაჩემმა, წყალი რომ არ ჩამოვიდეს. მაგრამ არ შველის. წვიმის დროს ჩვენი საწოლები და ავეჯი სველდება, კედლები კი ლპება და იშლება.
ფარდა კარების ნაცვლად არის ჩამოკიდებული
სამზარეულო გარეთ არის, თუ შეიძლება, რომ ამ ადგილს ასე ვუწოდოთ. ზამთარ–ზაფხულ დედა აქ ელექტროღუმელზე ამზადებს საჭმელს.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ადამიანურად დაბანაც კი არ შეუძლიათ ბავშვებს. შეხედეთ სველ წერტილს, რომელიც ასევე გარეთ არის. ჯვარი სწერიათ, ძლიერი ქარის დროს შეიძლება პირდაპირ თავზე დაემხოთ სახურავი! ასეთ სურათს მხოლოდ კოშმარულ სიზმარში თუ ნახავთ! დედა გვემუდარება, მის უმშვენიერეს შვილებს გადარჩენის იმედი ვაჩუქოთ! მას სჯერა და სწამს, რომ თქვენი დახმარებით, ამ საშინელების დაძლევას შეძლებს.
– ფულს აგროვებ?
საბა: „სამწუხაროდ, არ გამომდის, რომ შევაგროვო. დედაჩემს ფული სჭირდება ხოლმე, ამიტომ იძულებული ვხდები, ყულაბიდან ამოვიღო ხურდები, რასაც კი ვაგროვებ.
– რისთვის?
საბა: „პამპერსი ან ბავშვის კვება რომ ვუყიდო ჩემს პატარა ძმას. ერთხელ ყულაბის გატეხვა იმისთვის მომიწია, რომ ხველების სიროფი გვეყიდა. გაციებულები ვიყავით, დედას კი წამლის საყიდელი ფული არ ჰქონდა“.
მამუკა და საბა ფეხბურთზე დადიან, ერთ გუნდში თამაშობენ. ძმებს სპორტული ფორმა და წვივის დამცავები სჭირდებათ ფეხბურთისთვის. ბიჭები წარმატებას აღწევენ და, ალბათ, ახლა ცოტათი რომ დავეხმაროთ, მათაც წინ ელით ცნობილი ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი.
ჩვენ, ფონდში, მთელი გულით გვჯერა, რომ ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობის გაღება, უპირველეს ყოვლისა, თავად ქველმოქმედისთვის არის მნიშვნელოვანი! მას შეუძლია, უკეთესობისკენ შეცვალოს მისი ცხოვრება და შეცვლის კიდეც! ბედნიერებას გისურვებთ! ეცადეთ, სიკეთე აკეთოთ და მალე შეამჩნევთ, რომ ბედნიერება თავად დაგყვებათ ფეხდაფეხ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
***
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, კორპუსი 53.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
(დანიშნულება: სონიშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901 200 270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სულ ხარჯები:
დარჩა:
შემოწირულია:
დასრულებული!
ფონდი
მიიღე მონაწილეობა