რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მალე დადგება ახალი წელი. საახალწლოდ ყველა ბავშვი ოცნებობს, ის საჩუქრები მიიღოს, რომელზეც მთელი წელი ოცნებობდა.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მალე დადგება ახალი წელი. საახალწლოდ ყველა ბავშვი ოცნებობს,
ის საჩუქრები მიიღოს, რომელზეც მთელი წელი ოცნებობდა.
მაგრამ, სამწუხაროდ ყველა პატარა ვერ მიიღებს საახალწლო
სიურპრიზს… მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებში, მშობლებს მხოლოდ ერთი საზრუნავი
აქვთ, რა აჭამონ და როგორ გაათბონ პატარები, საჩუქრების ყიდვაზე საუბარიც კი ზედმეტია.
ამიტომ ახალი წელი, მათი შვილებისთვის ისეთივე ნაცრისფერი და არაფრით გამორჩეული დღეა,
როგორც წელიწადის სხვა დანარჩენი დღეები. საჩუქრებს, სადღესასწაულო სუფრებს და ტკბილეულს,
მხოლოდ მეზობლებთან ან მეგობრებთან ნახავენ…
საქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ თქვენი
დახმარებით უამრავ, გაჭირვების ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პატარას სანუკვარი ოცნება აუსრულა!
წელსაც არ დავარღვიეთ ტრადიცია, ჩვენი ფონდის მზრუნველობის
ქვეშ მყოფმა ბავშვევბმა საახალწლოდ თოვლის
ბაბუას თავიანთი სურველები დაუხატეს. ზოგი სათამაშო მანქანაზე ოცნებობს, ზოგს ფუმფულა
სათამაშო უნდა, ზოგი კი ლამაზ თოჯინას ნატრობს!
ვაჩუქოთ ბავშვებს მომავლის იმედი და დავარწმუნოთ ისინი,
რომ სასწაულები შეიძლება მათ ცხოვრებაშიც მოხდეს!
თუ სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ საქველმოქმედო
პროექტში „გახდი თოვლის ბაბუა“ შეგიძლიათ სათამაშოები მოიტანოთ ჩვენს ოფისში (თბილისი,
ვაზისუბნის ქ. 36) ან გადმორიცხოთ თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საახალწლო საჩუქრები) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან: https://fsp.ge/ge/donate/164/
საჩუქრების გადაცემის ამსახველ დაწვრილებით ფოტომასალას
და ანგარიშს გამოვაქვეყნებთ ჩვენი ფონდის ვებ–გვერდზე და ფეისბუქზე.
ერთად ვაკეთოთ სიკეთე წელიწადის ყველაზე არაჩვეულებრივ
დროს!
სულ ხარჯები:
1035.98₾დარჩა:
0₾