რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

4 წლის ბიჭუნა ტყეში ცხოვრობს, ფერმის ტერიტორიაზე. ბავშვი მოწყვეტილია გარესამყაროს, ადამიანებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეჩერდება, საბრალო ბიჭუნა თანდათან, „მაუგლის“ დაემსგავსება. უფალო, ნუთუ, ღარიბი ადამიანების შვილებმა ველურებივით უნდა იცხოვრონ ტყეებში და ცხოველებზე ინადირონ?!

calendar თებერვალი 17, 2025

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ეს 4 წლის დუდაა. აი, ამ ფრინველებთან ერთად ცხოვრობს ბავშვი სოფელ ვანთასთან გაშენებული ფერმერული მეურნეობის ტერიტორიაზე, ტრიალ მინდორზე, რომლის გარშემოც ტყეა. დიახ, არ მოგესმათ, ბავშვი სწორედ ისეთ ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომელიც ფაქტობრივად, მოწყვეტილია გარესამყაროს, ადამიანების ნაცვლად კი, მხოლოდ ფერმის ფრინველები არიან. უფრო საშინელება კი ის არის, რომ საბრალო ბიჭუნას სიცოცხლეს აქ საფრთხე ემუქრება, რადგან შესაძლოა, გარეული ცხოველები გამოჩნდნენ ტყიდან… დანარჩენს, ალბათ, თავადაც ხვდებით… ამ მიყრუებულ და საშინელ ტერიტორიაზე, ბიჭუნა, მეორე ჯგუფის უნარშეზღუდულ დედასთან ერთად ცხოვრობს. 39 წლის ნინო მარტოხელაა. ის მხოლოდ 16 წლის იყო, საშინელ ავარიაში რომ მოყვა და მას შემდეგ, ქალი ხეიბრად იქცა. ყავარჯნის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. ფეხებიც დეფორმირებული აქვს და ყავარჯნითაც კი უჭირს ნაბიჯის გადადგმა. ჯანმრთელობის ასეთი რთული მდგომარეობის მქონე ქალი, ბავშვის ერთადერთი პატრონია.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

4 წლის ბიჭუნა ტყეში ცხოვრობს, ფერმის ტერიტორიაზე. ბავშვი მოწყვეტილია გარესამყაროს, ადამიანებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეჩერდება, საბრალო ბიჭუნა თანდათან, მაუგლისდაემსგავსება. უფალო, ნუთუ, ღარიბი ადამიანების შვილებმა ველურებივით უნდა იცხოვრონ ტყეებში და ცხოველებზე ინადირონ?!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

საბრალო ბავშვი ფერმის ტერიტორიაზე ცხოვრობს

ეს 4 წლის დუდაა. აი, ამ ფრინველებთან ერთად ცხოვრობს ბავშვი სოფელ ვანთასთან გაშენებული ფერმერული მეურნეობის ტერიტორიაზე, ტრიალ მინდორზე, რომლის გარშემოც ტყეა. დიახ, არ მოგესმათ, ბავშვი სწორედ ისეთ ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომელიც ფაქტობრივად, მოწყვეტილია გარესამყაროს, ადამიანების ნაცვლად კი, მხოლოდ ფერმის ფრინველები არიან. უფრო საშინელება კი ის არის, რომ საბრალო ბიჭუნას სიცოცხლეს აქ საფრთხე ემუქრება, რადგან შესაძლოა, გარეული ცხოველები გამოჩნდნენ ტყიდან… დანარჩენს, ალბათ, თავადაც ხვდებით…

ტყის გარეული ცხოველებისგან 4 წლის დუდას ეს ერთგული ძაღლი იცავს, რომელიც ბიჭუნას არ შორდება გვერდიდან. დიახ, ძაღლიც კი ხვდება, რომ საფრთხის შემცველია აქ ბავშვის ყოფნა. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება, ამას ალბათ, ვერ იგებს. მეგობრებო, არ გეგონოთ, რომ ნიშნის მოგებით ვწერთ ამ სიტყვებს. პირიქით, ეს ფრაზა გულისტკივილით არის დაწერილი.

ამ მიყრუებულ და საშინელ ტერიტორიაზე, ბიჭუნა, მეორე ჯგუფის უნარშეზღუდულ დედასთან ერთად ცხოვრობს. 39 წლის ნინო მარტოხელაა. ის მხოლოდ 16 წლის იყო, საშინელ ავარიაში რომ მოყვა და მას შემდეგ, ქალი ხეიბრად იქცა. ყავარჯნის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. ფეხებიც დეფორმირებული აქვს და ყავარჯნითაც კი უჭირს ნაბიჯის გადადგმა. ჯანმრთელობის ასეთი რთული მდგომარეობის მქონე ქალი, ბავშვის ერთადერთი პატრონია.

ფერმის ტერიტორიაზე, ამ ავარიულ ქოხში ცხოვრობენ საბრალო დედა-შვილი. დღისით ისინი ადამიანებს ვერ ხედავენ. მხოლოდ ქათმების კაკანი ესმით, ღამით კი – მგლების ყმუილი. აი, ესაა მათი „ცხოვრება“. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია!

უსახლკარო საბრალო დედა-შვილისთვის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქირის გადასახდელად 120 ლარი გაიმეტა. ამ თანხის საფასურად კი, ვინ მიაქირავებდა თუნდაც, ერთ ოთახს? ამიტომ, მარტოხელა დედა იძულებული გახდა, ფერმის ტერიტორიაზე, თავის ბიჭუნასთან ერთად ასეთ საშინელ ქოხში რომ ეცხოვრა.

ბავშვის ერთადერთი „მეგობრები“ ეს მამალი, ქათამი და ძაღლი არიან. ტყეში მცხოვრები ბავშვი საბავშვო ბაღშიც კი ვერ დადის. ისე თენდება და ღამდება, რომ ბიჭუნა ადამიანებსაც ვერ ხედავს. ღმერთმა არ ქნას, ბავშვს რამე დაემართოს, სასწრაფო დახმარების მანქანა როდის მოვა ამ ტყეში?

რამხელა დრამაა ამ ერთ უბრალოკადრში.

საბრალო ბიჭუნა შეშინებული და გაკვირვებული უყურებს ფონდის კორესპონდენტს. რატომ? იმიტომ, რომ ბავშვმა ბოლოს როდის ნახა „უცხო ადამიანი“, არც ახსოვს. ასე თუ გაგრძელდა, ეს საყვარელი ბიჭუნა მალე „მაუგლის“ დაემსგავსება. ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ ბავშვის განვითარება სულ უფრო მეტად ფერხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი მომავალი საფრთხის ქვეშ დადგება.

სანამ დაგვიანებული არ არის, საჭიროა, რომ ბავშვმა, რაც შეიძლება მალე „ადამიანების სივრცეში“ გადაინაცვლოს. მაგრამ, თქვენი დახმარების გარეშე, ეს შეუძლებელია, ღვთისნიერო ადამიანებო. იმის მიუხედავად, რომ სოფელში, ძველი და პატარა სახლი იაფი ღირს, საბრალო დედამ ფონდის კორესპონდენტს უთხრა, რომ უცხო ადამიანებისთვის დახმარების თხოვნა ერიდება.

მეორე ჯგუფის შშმ პირი, მარტოხელა დედა

ნინო (39 წლის): „მე და ჩემი შვილი ამ სახელმწიფოს მსხვერპლნი ვართ. ტურების კივილი… და ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვი. რამდენი წლის განმავლობაში შეძლებს ადამიანი, ტყეში რომ იცხოვროს? უკვე ორ წელზე მეტია აქ ვართ.“

ფონდის ერთგულო მეგობრებო, ალბათ, თავადაც ხვდებით, ამ საბრალო ბიჭუნასთვის ტყეში ცხოვრება რაოდენ საშიშია. ის ამას არ იმსახურებს. ასეთ არაადამიანურ პირობებში ცხოვრებას არცერთი ბავშვი არ იმსახურებს.

ბიჭუნას ერთადერთი „გასართობი“ ეს ჟანგიანი წვრილი მავთულია, რომელიც ხელში უჭირავს, ხან „საქანელად“ იყენებს, ხან „ვარჯიშისთვის“.

ფერმისგან მოშორებით ქათამს კვერცხი დაუდია. ბავშვმა კი დედას მიუტანა და იცით, რა სიტყვები უთხრა? „დედიკო, ეს კვერცხი იმ ადამიანს შეუნახე. მისი ქათმის არის.“ ბავშვმა იმ ადამიანშიფერმის მეპატრონე იგულისხმა.

ამ ფერმის მეპატრონე კეთილი ადამიანია და რითაც შეუძლია, მაქსიმალურად ეხმარება საბრალო დედა-შვილს, მაგრამ, ბავშვმა არ სთხოვა დედას ნაპოვნი კვერცხის შეწვა, იმის მიუხედავად, რომ შიოდა. ჩვენს სამშობლოს ასეთი მაგარი ბიჭი ეზრდება. ბიჭუნა გაიზრდება და ჩვენს პატარა საქართველოს დაიცვას მტრებისგან. აი, სწორედ მაშინ, ჩვენს ქვეყანას შერცხვება ალბათ, რომ თავად ვერ დაიცვა ბავშვი მაშინ, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

აი, ეს ხმელი მაკარონი უნდა ჭამონ ვახშმად საბრალო დედაშვილმა

ანგელოზის თვალებზე მომდგარი სიმწრის ცრემლები! ეს ხომ, დიდი უსამართლობაა.

გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას ისიც ემატება, რომ ბიჭუნას აკლია მამის სითბო. დიახ, სამწუხაროდ, ბავშვის ბიოლოგიურ მამას მისი ბედი არ აინტერესებს.

გაუსაძლის პირობებში მცხოვრები პატარა ანგელოზის გული სიკეთით და სითბოთი არის სავსე. გაყინულ ბავშვს, „ფერმის ოთახში“ თავისნაირი შემცივნული კატები და ძაღლები შეჰყავს ხოლმე. აი, ასეთი დიდი გული აქვს ამ პატარა ბიჭს.

დღის ბოლოს, როდესაც ფონდის თანამშრომლები ბავშვის სამყოფელს ტოვებდნენ, დუდა მათ ასე დაემშვიდობა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ყველასგან მიტოვებული ბავშვის თვალებში გაჩნდა იმედის ნაპერწკალი. ალბათ, ბავშვის გულმა იგრძნო, რომ მალე, სრულიად საქართველო შეიტყობს მის ამბავს. კეთილო ადამიანებო, ამ პატარა ანგელოზს იმედს ნუ გავუცრუებთ. ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი და პროდუქტი ჰაერივით სჭირდება მას. თუკი, უფრო მეტ გულისხმიერებას გამოვიჩენთ, მთელი საქართველო თუ გაერთიანდება, იქნებ, სოფელში პატარა სახლის საყიდელი თანხაც შევაგროვოთ და ტყიდან „დავიხსნათ“ ბავშვი. უფალი არასდროს დაივიწყებს ამ სიკეთეს.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: კახეთი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვანთა.

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ზაალიშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
20.03.2025
პროდუქტები
300.00₾

სულ ხარჯები:

300.00₾

დარჩა:

2604.91₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.03.2025 09:49:34
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.03.2025 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.03.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.03.2025 10:51:41
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.03.2025 09:45:11
₾29.59
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.03.2025 10:01:26
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2025 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.03.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.03.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.03.2025 10:39:18
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2025 12:20:35
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.03.2025 10:29:24
₾0.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2025 21:27:58
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2025 21:25:07
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2025 10:05:34
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2025 00:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2025 00:00:00
₾400.00

შემოწირულია:

₾2,904.91

211 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,904.91

211 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება