რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბავშვების ოცნებაა გემრიელად ისადილონ!

calendar თებერვალი 19, 2017

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

როდესაც ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით 6 მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედა დარეჯან იორდანიძე დაგვიკავშირდა…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

როდესაც ჩერნოვეცკის საქველმოქმედო
ფონდში დახმარების თხოვნით 6 მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედა დარეჯან იორდანიძე
დაგვიკავშირდა, ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ რა მძიმე პირობებში უხდება მას ცხოვრება!

რა აჭამოს ბავშვებს, რა
ჩააცვას, როგორ გაუშვას სკოლაში და ბაღში, როგორ შეიძინოს წამლები თუ ავად გახდებიან…
ეს დარეჯანის ყოველდღიური საზრუნავია, რომელსაც საარსებოდ არანაირი რესურსი არ გააჩნია.

დარეჯანმა მძიმე ბავშვობა
გაატარა, იმედი ჰქონდა, რომ ოჯახს შექმნიდა და ბედნიერად იცხოვრებდა, მაგრამ აქაც არ
გაუმართლა… ბევრი ტანჯვა და დამცირება გადაიტანა. შემდეგ საკუთარ თავში ძალა იპოვა
და ახლა 6 პატარა ბავშვთან ერთად სრულიად მარტო ცხოვრობს! თბილისის გარეუბანში პატარა
ოთახს ქირაობენ. საცხოვრებელში საპირფარეშო არ აქვთ. ბავშვები რომ დაბანოს, დარეჯანი
შეშის ღუმელზე აცხელებს წყალს და შვილებს ოთახშივე, პატარა ტაშტში აბანავებს!

სადილი დღეში ერთხელ სოციალური
სასადილოდან მოაქვთ. ბავშვებს ყველაზე მეტად ბოსტნეულის წვნიანი და სოსისი უყვართ.
 ამბობენ, რომ ამაზე გემრიელი საჭმელი არასოდეს
გაუსინჯავთ. მაგრამ სამწუხაროდ ასარჩევად საქმე არ აქვთ.

სიდუხჭირისა და მძიმე სოციალური
პრობლემების მიუხედავად, ბავშვები ძალიან ზრდილობიანები და საყვარლები არიან.

10 წლის ნინო დიდი ადამიანივით
მსჯელობს. მან იცის, რომ კარგად უნდა ისწავლოს და კარგი სამსახური იშოვნოს, რადგან
ეს ერთადერთი გზაა, თავისი ოჯახის და დედიკოს ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

9 წლის ნია და 7 წლის ნიკა
დამჯერი ბავშვები არიან და დედიკოს საოჯახო საქმეების კეთებაში ეხმარებიან.

5 წლის ნუკა და 4 წლის ილია
თბილ და მყუდრო სახლზე ოცნებობენ, სადაც ბევრი სათამაშო და კანფეტები ექნებათ.

ყველაზე პატარა ანანო მალე
1 წლის გახდება. დარეჯანი ამ დღის მოახლოებას შიშით ელის. სოციალურად დაუცველ ოჯახებს,
სახელმწიფო ჩვილი ბავშვის საკვებით მხოლოდ წლამდე ეხმარება – „თითქოს ერთი წლის ბავშვს
ჭამა აღარ უნდა“ – სიმწრით იღიმის დარეჯანი და ცრემლებს ძლივს იკავებს, შვილების თანდასწრებით
რომ არ იტიროს.

„მათ ბევრჯერ აქვთ ნანახი
როგორ ტირის დედა…  ახლა ვცდილობ ძლიერი ვიყო,
მათ დასანახად მაინც. ეს კი ძალიან რთულია. ჩემს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ფარისებრი
ჯირკვალი მაქვს ამოჭრილი, მაგრამ ვერც ვმკურნალობ და წამლებსაც ვერ ვსვამ. 60 ლარიც
კი არ მაქვს, რომ ექიმთან კონსულტაცია გავიარო. სულ სუსტად ვარ, ხშირად ვკარგავ გონებას.
უფროსმა გოგონამ იცის როგორ უნდა მომიაროს სასწრაფოს მოსვლამდე.“

ამის მოსმენა ძალიან მძიმეა.
მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი ამ ოჯახის არაადამიანური ტანჯვის შემსუბუქება!  მათ ყველაზე მეტად პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები
და წამლები სჭირდებათ. მაგრამ დარეჯანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მარტო
არ არის, რომ კეთილი ადამიანები გვერდში დაუდგებიან მას და მის 6 პატარას!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური
დახმარება აღმოუჩინოთ დარეჯანს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დარეჯან იორდანიძე) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/178/

თუ არ შეგიძლიათ მატერიალურად
დაეხმაროთ მათ, ამ ამბის გაზიარებითაც ძალიან შეეშველებით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2017 აპრ 05
ჭურჭელი
523.90₾
2017 აპრ 05
პამპერსი
52.00₾
2017 აპრ 05
ტანსაცმელი
274.00₾
2017 აპრ 05
ფეხსაცმელი
249.95₾
2017 მაი 23
პროდუქტები
40.01₾
2017 ივნ 02
პროდუქტები1
49.99₾

სულ ხარჯები:

1189.85₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ნინო კვარაცხელია
07.05.2017 20:00:00
₾50.00
კეთილი გული
20.04.2017 08:59:09
₾10.00
კეთილი გული
13.04.2017 10:13:46
₾10.00
კეთილი გული
11.04.2017 07:27:02
₾10.00
მაია მადუაშვილი
25.03.2017 16:52:08
₾10.00
დავით კანკავა
15.03.2017 12:14:00
₾30.00
მარიამ ჩიჩუა
10.03.2017 12:13:00
₾20.00
მაგდანა ღამბაშიძე
09.03.2017 06:43:00
₾50.00
ლანა სომხიაშვილი
01.03.2017 06:48:00
₾10.00
ნინო ლომიძე
01.03.2017 06:46:00
₾2.00
ნოვა ტექნოლოჯის აპარატებიდან
01.03.2017 06:45:00
₾83.41
ალექსანდრე ხასაია
01.03.2017 06:32:00
₾10.00
კახი ვარაზაშვილი
28.02.2017 07:39:30
₾4.00
ლაშა ტალახაძე
28.02.2017 06:48:00
₾10.00
შპს სასწავლო ცენტრი აიელსი
28.02.2017 06:46:00
₾10.00
ირაკლი ჯანჯღავა
28.02.2017 06:46:00
₾10.00
პაატა ბურდული
28.02.2017 06:32:00
₾50.00
ლევან ბერაძე
28.02.2017 06:31:00
₾10.00
მარინე ჭყრუნიშვილი
27.02.2017 10:53:42
₾1.00
ვახტანგ გამხვეტელაშვილი
27.02.2017 06:48:00
₾30.00

შემოწირულია:

₾1,189.41

46 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,189.41

46 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება