თუ ყოველდღე შეძლებისდაგვარად გააკეთებ სიკეთეს, სიკეთის შესაძლებლობები უსაზღვრო იქნება.როდესაც ჩვენ ვეხმარებით გაჭირვებულ და უძლურ ადამიანს, ამით ვასრულებთ უფლის მცნებას მოყვასის სიყვარულის შესახებ.
ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარი 70 წლის როზა გოგოლაშვილი პროფესიით სამედიცინო მუშაკია, თუმცა ვერ ზრუნავს ვერც საკუთარ თავზე და ვერც ლოგინად ჩავარდნილ შვილზე. მას ოთახის დალაგებაც არ შეუძლია, რადგან გულის სერიოზული პრობლემები არ აძლევს ამის საშუალებას.
ქალაქის ერთ–ერთ გარეუბანში განლაგებული ბარაკის ტიპის სახლი, სადაც გოგოლაშვილების ოჯახი ცხოვრობს, იმდენად ძველი და ამორტიზირებულია, რომ რთულად თუ აღიქმება საცხოვრებლად.
შენობაში არ არის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, ხოლო მისი კედლები ობითაა დაფარული. განსაკუთრებით გაუსაძლისი მდგომარეობაა ზამთარში. გამათბობელი სახლში არ არის, რაც გულით ავადმყოფი ადამიანისთვის ორმაგად რთულია. წვიმის დროს საცხოვრებელში ყოფნა საშიშია, რადგან წყალი თქეშივით მოედინება და ბეტონის იატაკზე სიარული შეუძლებელია.
ორი მორყეული საწოლი, ნახევრად დაშლილი მაგიდა და კიდევ ორი ფეხმოტეხილი სკამი – აი, ეს არის გოგოლაშვილების ოჯახის მთელი საკუთრება და “სიმდიდრე”.
დედისთვის ნამდვილი დარტყმა იყო, როდესაც ექიმებმა მის შვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, თანაც ახალგაზრდა კაცს ფეხები წაერთვა.
როზა ხშირად ვარდება სასოწარკვეთაში, ტირის გამოუვალი მდგომარეობისგან…თუმცა იცის, რომ ამით საქმეს არ ეშველება, რადგან მის მაგივრად შვილს ვერავინ მიხედავს, მას ჭიქა წყლის მიმწოდებელიც არ ეყოლება.
როზას ყველა ფიქრი ახლა მის შვილს უკავშირდება, რადგან დედისთვის, დაგვეთანხმებით ალბათ, სნეული შვილი ძალიან დიდი მწუხარებაა, ხოლო ის, რომ ვერ ეხმარები მას, კიდევ უფრო ამძაფრებს მის სულიერ ტკივილს. .
ჩვენ მოგმართავთ თხოვნით დაეხმაროთ როზა გოგოლაშვილის ოჯახს, გაიღოთ დახმარების ნებისმიერი ფორმა, ვის რა შეუძლია, იქნება ეს ავეჯი, განსაკუთრებით საწოლი, მაცივარი, ღუმელი, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები თუ პრიდუქტები.
თუ თქვენ გაქვთ ფინანსური შესაძლებლობები, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: როზა გოგოლაშვილი) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან
https://chernovetskyifund.ge/ge/projects
გახსოვდეთ, თანაგრძნობა და სიყვარული არასდროს არის გვიან, ქველმოქმედება – ეს არის ფორმა, რომელშიც უფლის სიყვარული აისახება, ხოლო სიყვარულის გარეშე ადამიანი კარგავს ცხოვრების არსს და კავშირს ღმერთთან!