ზოგიერთი ჩვენგანი არც დაფიქრებულა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა აკეთოს სიკეთე. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, რომ მათ მიერ გაწეულმა დახმარებამ შესაძლოა დიდი შვება და სარგებელი მოუტანოს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს.
გელა ჩინჩალაძე ჭიათურის ძირძველი მკვიდრია. როგორც კი სრულწლოვანი გახდა, მაღაროში დაიწყო მუშაობა, პატიოსანი და მძიმე შრომით არჩენდა ოჯახს, ეხმარებოდა ახლობლებსაც…
მაგრამ 2004 წელს მაღარო დაიხურა და მან სამსახური დაკარგა. ახლის ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო, გელას დეპრესია დაეწყო და ნერვიულობის ნიადგაზე განუვითარდა გულის და სისხლძარღვების დაავადება.
ერთ საბედისწერო დღეს, მან დაკარგა გონება და მეოთხე სართულის აივნიდან გადავარდა. ღმერთის წყალობით გადარჩა! თუმცა, უკვე 13 წელია, რაც საწოლს არის მიჯაჭვული და მეუღლის თქმით, საშინელი ტკივილებისგან იტანჯება, ცოცხლად ლპება. თავად განსაჯეთ: ფეხები პარალიზებული აქვს, სხეულზე უამრავი წყლული გაუჩნდა, სისხლიანი ნაწოლები “ჭამს” ახალგაზრდა კაცის ისედაც ძალაგამოცლილ ორგანიზმს.
ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ოჯახის რჩენა თავის თავზე აიღო უფროსმა ვაჟმა, იგი დღედაღამ მუშაობდა, რათა გამომუშავებული თანხით მამისთვის წამლები ეყიდა, ოჯახისთვის მიეხედა. მაგრამ განგებამ კიდევ ერთი უბედურება არგუნა ჩინჩალაძეების ოჯახს: ერთადერთი მარჩენალი ავარიაში მოხვდა, გადარჩა, თუმცა შრომისუუნარო გახდა.
გელა ჩინჩალაძე პატარა ბინაში ცხოვრობს მეუღლესთან, შვილთან, რძალსა და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. ოჯახის შემოსავალი მიზერული სოციალური დახმარება და პენსიაა, რაც მხოლოდ ელემენტარულ საკვებზე თუ ჰყოფნით.
გყავდეს ოჯახში საწოლს მიჭაჭვული ადამიანი, ძალიან მძიმეა. მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტკივილია, როდესაც ვერ შველი მას და იგი შენს თვალწინ ნელ–ნელა იღუპება.
გელა ჩინჩალაძის ფეხზე დაყენება უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ჩვენ შეგვძილია! შეგძილია, თუ გამოვავლენთ მის მიმართ თანადგომასა და მხარდაჭერას.
ჩვენ გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ გელა ჩინჩალაძის მდგომარეობა და გაიღოთ ამ უმწეო ადამიანისთვის დახმარება მედიკამენტების, საკვები პროდუქტების, თეთრეულის, ჰიგიენური საშუალებების, ნაწოლების საწინააღმდეგო მატრასის სახით.
თუ თქვენ გაქვთ ფინანსური საშუალება, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ჩენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გელა ჩინძლაძე) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/.
დაეხმარეთ უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანს, იხსენით მისი სიცოცხლე, ამით თქვენ უფალს მიუახლოვდებით!