ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

11 წლიანი ტანჯვის ისტორია

calendar იანვარი 17, 2018

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

პატარა ანზორი ვერ ხედავს, მას არ ესმის და არც ლაპარაკი შეუძლია. ბავშვი ვერ დადის, მხოლოდ ხანდახან გამოსცემს გაურკვეველ ბგერებს

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ნებისმიერმა დედამ იცის, რომ ბედნიერების უმაღლეს საფეხურს შვილის ჯანმრთელობაა და შესაბამისად, ძალიან მძიმეა იმის აღქმა, რომ შენი შვილი ისეთი არაა, როგორც ყველა. დედა იტანჯება, ძალებისაგან იცლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერც ტკივილს და ვერც დაღლილობას ამ დროს ვერ გრძნობს. ის საკუთარ თავს შრომას აიძულებს, რამეთუ სნეულ შვილზე ზრუნვა ამიერიდან მისი უპირველესი მოვალეობაა. 
მაია ბარათაშვილი უკვე თითქმის 11 წელია, რაც მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობს. მის მთავარ ტრაგედიას წარმოადგენს 10 წლის შვილი – ანზორ დავითური, სიმპათიური ხუჭუჭა ბიჭუნა, რომელიც დაავადებულია ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით. 
ბავშვი ახალგორის რაიონში დაიბადა, სადაც დროულად ვერ მოხერხდა თანდაყოლილი დაავადებების გამოვლენა. კრუნჩხვები პირველად  პატარა ანზორს  ორი თვის ასაკში დაეწყო, მაგრამ აგვისტოს ომმა და საკუთარი სახლიდან განდევნამ ხელი შეუშალა ბავშვისთვის სრულფასოვანი გამოკვლევის ჩატარებას. დევნილობის უმძიმესმა პირველმა პერიოდმა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაართულა და დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა. 
„ბავშვის გამოკვლევის მიზნით, წამოვედით დევნილთა ჩასახლებიდან და ზაჰესში, ნათესავის სახლში დავიდეთ ბინა. კლინიკაში გვითხრეს, რომ ანზორი ეპილეფსიის უმძიმესი ფორმით არის დაავადებული, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ექიმებმა ვერ დასვეს. წავედით სხვა კლინიკაში. იქ იგივე განმეორდა. გავაგზავნეთ ანალიზები უცხოეთში, საიდანაც შემოგვითვალეს, რომ წამლები არასწორად არის დანიშნული, ხოლო ბავშვის სრულფასოვანი გამოკვლევისთვის მისი ადგილზე ჩაყვანაა საჭირო. ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხას უკავშირდება, რომელიც ჩემს დევნილ ოჯახს  არ გააჩნია“, – ამბობს მაია ბარათაშვილი.   
ეს ფართოდ  გახელილი თვალები, სინამდვილეში „დახუჭულია“. პატარა ანზორი ვერ ხედავს, მას არ ესმის და არც ლაპარაკი შეუძლია. ბავშვი ვერ დადის, მხოლოდ ხანდახან გამოსცემს გაურკვეველ ბგერებს, ვერავის სცნობს, ვერ გამოდის კონტაქტზე და ერთ ადგილზე გაჩერება  უჭირს. ბავშვი ვერ გრძნობს სამყაროს, იგი მხოლოდ არსებობს. 
ძლიერი კრუნჩხვები მას ხშირად ემართება. არის შემთხვევები, როდესაც გამოეღვიძება ღამით, წამოხტება საწოლიდან და იატაკს ეხეთქება თავით ან კბილებით. მთელი ოჯახი, მათ შორის  ანზორის ძმა -7 წლის ლექსო, მთელი ძალებით აკავებს ბავშვს, რომელსაც მაშინათვე თუ არ უშველე, დაიღუპება. შეტევებს შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჰქონდეს ადგილი, ამიტომ დედა, ბებო და პაპა თვალს არ აშორებენ საყვარელ შვილიშვილს… და, ასე გრძელდება ყოველდღე! 
მაია ვერ გადის სამსახურში, რადგან სნეულ შვილს მთელი დღე ვერავის უტოვებს მოსავლელად. 59 წლის პაპა გიორგი ტუბერკულოზით არის დაავადებული, ხოლო 58 წლის ბებო ალექსანდრა – ონკოლოგიური დაავადებით. ეს ოჯახი ძალიან შეკრულია, მაიას მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეუმსუბუქონ მას ბავშვის მოვლა. გული დამძიმდება, რომ შეხედოთ ამ სრულიად დაუცველ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეს სიღარიბესა და ავადმყოფობაში ატარებენ.   
ბავშვის პენსია და მიზერული სოციალური შემწეობა მხოლოდ პურზე და ელემენტარულ წამლებზე თუ ჰყოფნით. მათ საკუთარი კერა არ გააჩნიათ. ცხოვრობენ საშინელ სივიწროვეში. დამტვრეული ავეჯი, დამსკდარი იატაკი, დაჟანგული ჭურჭელი, ძველი ტანსაცმელი – სამწუხაროდ, ეს მათი მთელი „ავლა-დიდებაა“ …და, ამ ყველაფერს „სევდისა და სასოწარკვეთის  სუნი“ ასდის.  ეს ადამიანები ხანგრძლივ კრიზის განიცდიან, მარტივად რომ ვთქვათ – სიკვდილის ზღვარზე იმყოფებიან. 
მეგობრებო, გაუწოდეთ ამ ოჯახს დახმარების ხელი, გამოხატეთ მხარდაჭერა რითიც შეგიძლიათ, აქციეთ მათი არსებობა ცხოვრებად!   მათ ესაჭიროებათ ყველაფერი  – მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები. ისინი უსაზღვროდ მადლიერი იქნებიან თუ აჩუქებთ კარადას ან საწოლს, სკამებს  ან კომოდს… ყველაზე მეტად დახმარება კი პატარა ანზორს ესაჭიროება! მის ოჯახს არ გააჩნია ბავშვის მკურნალობისთვის აუცილებელი თანხები, ხოლო ეპილეფსიის გართულებულმა ფორმამ სავსებით შესაძლებელია, რომ  გამოიწვიოს გულის დაავადებები, ჰაერის უკმარისობა და…სიკვდილიც კი. 
თქვენ გეძლევათ შანსი გადაარჩინოთ ეს ბავშვი! დახმარება არ გადადოთ ხვალისთვის, ხვალ  – შეიძლება უკვე გვიანი იყოს! სწორედ ახლა არის ის წუთი და წამი, როდესაც თქვენს მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება! 
ანზორი – ალერსიანი ბავშვია. თუ თავზე მოეფერები, ვერ გიცნობთ, მაგრამ აუცილებლად „გიპასუხებთ“ –  თქვენს ხელს ჩაეხუტება და დახუჭავს მის „ფართოდ გახელილი თვალებს“. და, კიდევ… 21 იანვარს მას 11 წელი შეუსრულდება!
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ მძიმე სენით დაავადებულ ამ ბავშვს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანზორ დავითური) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან    https://chernovetskyifund.ge/ge/projects/276-davituri/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სამი რამ არასდროს უკან არ ბრუნდება – დრო, ნათქვამი სიტყვა და შესაძლებლობა. ნუ დაკარგავ დროს, აირჩიე სწორი სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან ადამიანის გადარჩენის კიდევ ერთი შანსი! 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2018 აპრ 03
საწოლი
520.00₾
2018 აპრ 03
მედიკამენტები
234.81₾
2018 აპრ 03
სკამი
84.00₾
2018 აპრ 03
პროდუქტები სასადილოსთვის
234.80₾
2018 მაი 02
ბლენდერი
95.00₾

სულ ხარჯები:

1168.61₾

დარჩა:

0.39₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2018 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2018 14:35:11
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2018 21:18:06
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2018 12:56:32
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2018 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2018 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2018 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2018 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.02.2018 05:34:53
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.02.2018 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2018 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.02.2018 12:34:53
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.02.2018 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.02.2018 19:26:42
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2018 19:45:09
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2018 13:17:59
₾250.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.02.2018 21:28:28
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.02.2018 12:18:12
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2018 19:29:49
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2018 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾1,169.00

83 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,169.00

83 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება