65 წელი – ეს არ არის ისეთი ასაკი, რომ მამაკაცი მოხუცად ჩაითვალოს, თუმცა მწარე ბედმა არ დაინდო ეს მშრომელი კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობდა და ოჯახს არჩენდა.
ზურაბი ხარატი გახლდათ და წლების განმავლობაში რკინიგზის ლიანდაგებს არემონტებდა. შესაძლოა, სწორედ ამ მძიმე სამუშაომ იქონია გავლენა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 2015 წელს იგი საავადმყოფოში დააწვინეს ათეროსკლეროზის დიაგნოზით. სამწუხაროდ, ქვედა კიდურების განგრენა უკვე დაწყებული იყო და ლეტალური შედეგის თავიდან აცილების მიზნით ჯერ ერთი, ხოლო მოგვიანებით მეორე ფეხიც მოკვეთეს.
აი, ასეთ ვითარებაში იმყოფება დღეს ზურაბ ქარსაულიძე, რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული სხვა ადამიანის დახმარებაზე. მადლობა ღმერთს, რომ მის გვერდით არიან მზრუნველი ოჯახის წევრები, თუმცა მწირი მატერიალური შესაძლებლობის გამო, ისინი ვერ უზრუნველყოფენ მას აუცილებელი ამბულატორული მკურნალობით.
საქმე ის არის, რომ ზურაბის მეუღლე – მარიამი, უვლის არამარტო მას, არამედ 32 წლის ქალიშვილსაც, რომელიც დაბადებიდან არის ყრუ-მუნჯი და ხშირად ავადმყოფობს. იგი ერთი წუთითაც ვერ ტოვებს მარტო ქმარ-შვილს. ასეთ დაძაბულ ვითარებაში ცხოვრებამ ნეგატიური გავლენა იქონია 60 წლის ქალის ჯანმრთელობაზე.
„ალბათ ჩემი უფეხო სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება. ყოველდღე შევთხოვ უფალს, რომ შეუმსუბუქოს ჩემს ცოლს მძიმე ხვედრი – ორი ავადმყოფის მოვლა ძალიან რთულია. უფალს შევთხოვ, რომ ჩემი საყვარელი ქალიშვილი კარგად იყოს…უბედური კაცი ვარ, რომ მის მდგომარეობას ვუყურებ და გული მეწვება…“, – ამბობს ცრემლნარევი თვალებით ზურაბ ქარსაულიძე.
მის ოჯახს პენსიის და მწირი სოციალური შემწეობის გარდა არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. შესაბამისად, მათ არ აქვთ სრულყოფილი კვების და მედიკამენტების შეძენის საშუალება.
ძალიან რთულია ადამიანის მდგომარეობა, რომელიც თავს უმწეოდ გრძნობს და მწარედ განიცდის ამ ფაქტს. მეგობრებო, მოდით არ დავტოვოთ ჩვენი ყურადღების მიღმა ეს კეთილი ადამიანი და გავუწოდოთ მას დახმარების ხელი. ამჟამად ზურაბს ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები, წამლები, საკვები პროდუქტები!
წარმოიდგინეთ, როგორი სიხარულით აივსება მისი გული, როდესაც თქვენს თანადგომას იგრძნობს, ეს ხომ მას ცხოვრების გაგრძელების დიდ იმედს მისცემს!
თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ზურაბ ქარსაულიძეს, თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ზურაბ ქარსაულიძე), ან ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).