როდესაც ქალბატონმა ლალიმ ფონდში წერილი გამოგზავნა, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მის ოჯახში მდგომარეობა ამდენად მძიმე იქნებოდა!
რა აჭამოს ბავშვებს, რა ჩააცვას, როგორ წაიყვანოს ბაღში, როგორ უყიდოს წამლები – ამ კითხებს ყოველ დღე უსვამს თავის თავს დედა, და პასუხი კი არ აქვს მათზე.
დედა ბავშვებთან ერთად დიდ ლილოში ცხოვრობენ, მიუხედავად ყველა პრობლემისა, ბავშვები ძალიან გულკეთილები და თავაზიანები არიან.
მარიამი 6 წლისაა და უკვე დიდი ადამიანივით მსჯელობს, მან იცის, რომ კარგად უნდა ისწავლოს, იცის, რომ ეს ერთადერთი გზაა ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
5 წლის გიორგი და 3 წლის ომარი ცდილობენ დედა არ გააბრაზონ და ყველაფერში დაეხმარონ მას.
2 წლის ტყუპი ნინო და ცირა ყველაზე მეტად ლამაზ თოჯინებზე ოცნებობენ! ასევე ძალიან უყვართ კანფეტები, თუმცა ბავშვების ტკბილეულით განებივრება დედას არ შეუძლია. ზოგჯერ ბავშებს ელემენტარული საკვები არ აქვთ.
ბავშვებს ბევრი გაჭირვება აქვთ ნანახი, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან გულკეთილები და ზრდილობიანები არიან.
გვესმის, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება და მხოლოდ ერთი ფონდი და მიუხედავად ერთი ადამიანი ვერ შეძლებს დაეხმაროს ყველას. მაგრამ თუ გავერთიანდებით და ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით დავეხმარებით საქართველოში ყველას თუ არა, ვინმე უაღრესად გაჭირვებული ადამიანის ან ოჯახის ცხოვრებას ოდნავ მაინც შევცვლით უკეთესობისკენ.
ბავშვებს ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტანისამოსი, ფეხსაცმელი, თეთრეული… მაგრამ ყველაზე მეტად მათ თანადგომა სჭირდებათ!
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ პატარებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აფციაურების ოჯახი) ან ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/356-aptsiauri/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).