ელენიკო და მისი ძმა ბექა ჩვენთან რამდენიმე წლის წინ მოიყვანეს. ბავშვები სიტყვას არ იღებდნენ და გაოცებული თვალებით ერთმანეთს შესცქეროდნენ, ვერ ხვდებოდნენ თუ რა „ხდებოდა“ მათ თავს…
ღმერთის წყალობით, ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდა. ელენიკო დღეს არის სიცოცხლით აღსავსე, ჯანმრთელი და ლამაზი გოგონა, რომელიც კარგად სწავლობს და ბევრს ცეკვავს.
დიახ, მას ძალიან უყვარს ცეკვა, ოცნებობს დიდ სცენაზე გამოსვლას და მაყურებლის გულების გახარებას.
აი, რას გვიამბობს იგი: „ძილის წინ წარმოვიდგენ, რომ მე ვარ მოცეკვავე, მაცვია ლამაზი კაბა, გამოვდივარ სცენაზე, დარბაზში ბევრი ხალხია და მიყურებენ, შემდეგ კი ტაშს მიკრავენ. ირგვლივ არიან ჩემი მეგობრები, მასწავლებლები…ყველა ბედნიერია“…
მეგობრებო, თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენ ხშირად ვაქვეყნებთ ინფორმაციას მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელთა დაბადების დღეების შესახებ. დიახ, ეს უკვე ტრადიციად იქცა და არ არის გასაკვირი, რომ ელენიკოც მის „პირად დღესასწაულს“ გულის ფანცქალით მოელის. გოგონა დარწმუნებულია, რომ ამჯერადაც იქნება საჩუქრები, სიურპრიზები, სიმღერები, ცეკვები და სადღესასწაულო ტორტი.
იცით რაზე ოცნებობს ელენიკო? მას ძალიან უნდა „ ბლოკნოტი, რომელსაც აქვს პატარა ოქროსფერი ბოქლომი“. რა თქმა უნდა, ჩვენ მას ავუხდენთ მის სურვილს, გავშლით სუფრას, მოვაწყობთ კონცერტს.
თუ თქვენ გაქვთ სურვილი, რომ პირადად მიულოცოთ ელენიკოს დაბადების დღე, გელით მოუთმენლად! თქვენ ასევე შეგიძლიათ მას მისწეროთ წერილი და დაუმეგობრდეთ!
ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლის მისამართია: თბილისი, მეუნარგიას ქ. 42.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გაიღოთ შემოწირულობა მისთვის საჩუქრის შესაძენად. ჩვენი ანგარიში: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საჩუქარი ელენიკო ქელეხსაშვილისთვის). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).