რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ანანო 9 წლის გოგონაა, რომელსაც დაბადებიდან არ გაუმართლა, მან პატარაობიდან გამოსცადა უდიდესი ტკივილი და ეს მისი ყოველდღიური მდგომარეობაა.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ძვირადღირებული ეტლი აჩუქა მან, ვისაც თქვენ ეხმარებოდით, მეგობრებო, – ფულით ღარიბმა, მაგრამ უფლის რწმენით ძალიან მდიდარმა – ნინო ვარდიაშვილმა (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/547-1/)
წარმოგიდგენიათ მეგობრებო? თავად საშინელ სიღატაკეში მცხოვრებმა, როგორც კი შეიტყო ავადმყოფი გოგონას შესახებ, მაშინვე დაუკავშირდა ფონდს და საჩუქრად გადასცა უცხოური წარმოების, სუპერმოსახერხებელი, ინვალიდის ეტლი! მან თქვა, რომ მის შვილსაც ცერებრალური დამბლა აქვს, რომ ის უკვე გაიზარდა და უფრო დიდი ეტლი სჭირდება. მას ხომ შეეძლო ეტლი გაეყიდა! ასეთები ძალიან ძვირი ღირს!
„არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის… სრულიად უცნობი ბავშვისთვის ასეთ საჩუქარს რომ აკეთებს ადამიანი ეს ფასდაუდებელი საჩუქარია ჩვენთვის! – გვითხრა მაიამ, ანანოს ბებიამ.
თქვენ ალბათ გახსოვთ ის სევდიანი ამბავი, როდესაც პატარა ანანოს ახალგაზრდა მშობლებმა, შვილი დატოვეს. ვერ შეძლეს ძალა ეპოვათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პატარისთვის მოევლოთ. მათ ახალი ოჯახები შექმნეს… ბებია მაია არავის განიკითხავს! იგი ამბობს, რომ თქვენ, მეგობრებო, სასწაული მოახდინეთ, რადგანაც სრულიად უცნობ ბავშვს ამდენი საჭირო ნივთი აჩუქეთ. უკურნებელი სენით დაავადებული, პატარა ანანო, – რომელსაც მშობლებმა ზურგი აქციეს, საქართველოს საერთო შვილი გახდა! დიახ, დიახ… ახლა ის ჩვენია! მას არასდროს მიუღია ამდენი ყურადღება და სიყვარული!
როდესაც ჩვენ საქველმოქმედო აქცია გამოვაცხადეთ, მაიამ გვითხრა: „ვის რაში ვჭირდებით? ვინ დაგვეხმარება?“ მას არ სჯეროდა რომ საქართველოში,სემზურგზე ყველაზე კეთილი ხალხი ცხოვრობს! სანამ ჩვენ პოსტს გამოვაქვეყნებდით, მას არასდროს არავინ სტუმრობდა.
ახლა კი ასობით კეთილმა ადამიანმა, პატარა ანანოსთვის შეიძლება უკანასკნელი თეთრებიც კი გაიღო! ამ თანხით გოგონას პამპერსები და წამლები მოვუმარაგეთ. ფონდის მხრიდან კი მაია ბებიას გაზქურა, ბლენდერი, ხორცსაკეპი მანქანა და კიდევ უამრავი სხვა სამზარეულოს ტექნიკა ვაჩუქეთ, რათა გაუადვილდეს მძიმედ დაავადებული შვილიშვილის მოვლა!
– მაია, რას ეტყოდით ჩვენს ქველმოქმედებს?
მაია: არ ვიცი რა ვთქვა, გაგიჟებული ვარ სიხარულისგან! ყველას უღრმესი მადლობა და დიდება უფალს! მაგრამ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავცე ნინო ვარდიაშვილს! მან ხომ, როგორც სახარებაშია ნათქვამი, სიმდიდრით კი არა, არამედ სიღატაკით გასცა! ასეთს უფალი არ მიატოვებს! ყველა გამომწერს ვთხოვ დაეხმაროს მას. ის ხომ ჩემზე უარეს გასაჭირშია!
– გვითხარით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
მაია: პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გვირეკავდნენ, გვამხნევებდნენ, რამდენიმეჯერ გვესტუმრნენ და სურსათი მოგვიტანეს. ერთი გოგონა, მანანა, ხშირად რეკავს, მთხოვს ტელეფონი ყურთან მივუტანო ანანოს და რაღაცას ელაპარაკება მას, ანანოს კი უხარია და იცინის… უფალმა გააძლიეროს!
– თუ კი ეს კეთილი ადამიანი ჩვენს პოსტს კითხულობს, გვინდა იცოდეს, რომ ჩვენ ნამდვილ სასწაულად ვთვლით იმას, რასაც ის აკეთებს, ეს ჭეშმარიტი უფლის რწმენის გამოვლინებაა!
– თქვენ შეგიძლიათ პირადად მიმართოთ თითოეულ შემომწირველს!
მაია: ჩემი შვილიშვილის მიმართ ასეთი ყურადღება და მზრუნველობა უზომოდ მიხარია. უფლის მადლი და მფარველობა არ მოკლებოდეს ყველა კეთილ ადამიანს! განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩერნოვეცკის ფონდს. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ერთადერთი ორგანიზაცია ხართ რომელიც ჩემს ტკივილს გამოეხმაურა. უდიდეს მადლობას გიხდით ჩემი შვილიშვილის სახელით, რომელსაც ახლა სამწუხაროდ არ ესმის, თუ რა ხდება მის გარშემო. მაგრამ მე მწამს რომ მისი მფარველი ანგელოზი აუცილებლად შეატყობინებს ყველაფერს!
– დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის! ანანოს ვუსურვებთ გამომჯობინებას. ჩვენი მხრიდან კი გპირდებით, რომ ფონდი შემდგომშიც აუცილებლად დაგეხმარებათ.
მეგობრებო, მთელი ჩვენი ფონდის სახელით გულითად მადლობას გიხდით ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ ჩვენი ბენეფიციარებისთვის. თქვენ სიკეთის დანახვას ასწავლით ჩვენს საზოგადოებას. თქვენ სწორედ მაშინ ჩუქნით რწმენას ადამიანებს, როცა საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ, და როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ! ჩვენთვის და საქართველოსთვის ხომ არ არსებობს სხვისი შვილები და სხვისი დედები.
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას! ამ ოჯახის პრობლემები ჯერ არ დამთავრებულა, მხოლოდ ახლა იწყება. გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმარეთ ამ ოჯახს! თქვენი სიკეთე – შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: ანანო ქანდარია) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ვებგვერდზე: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/455-kadaria/
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay и ExpressPay ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus).
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
772.97₾დარჩა:
0.47₾