სულ მალე, 24 ივლისს, ჩვენი აღსაზრდელი – მარი თურქიაშვილი 15 წლის გახდება!
რაც მშვენიერი მიზეზია იმისთვის, რომ მოგიყვეთ ამ არაჩვეულებრივ გოგონაზე, რომელიც განუმეორებელი ღიმილითა და სიცოცხლით სავსე, ცისფერი თვალებით ყველას უდიდეს ბედნიერებას გვანიჭებს!
მარი ქობულეთის მცირე საოჯახო სახლში რამდენიმე წლის წინ დასთან და ორ ძმასთან ერთად მოვიდა. მარი, როგორც უფროსი და ზრუნავს და იცავს თავის უმცროს დედმამიშვილებს, სწავლობს, ცხოვრობს მრავალფეროვანი ცხოვრებით და ოცნებობს გახდეს შეფმზარეული. ჩვენ მარიამ პატარა ინტერვიუ ჩამოვართვით:
-მარი, სკოლაში რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად?
მარი: ყველა მიყვარს, ვგიჟდები კლასიკურ მუსიკაზე, ქართული-ხალხური მრავალხმიანი სიმღერაზე და სულ ვცდილობ მივიღო მონაწილეობა ყველანაირ შემოქმედებით ღონისძიებებში.
-უკრავ რამე ინსტრუმენტზე?
მარი: უკვე ერთი წელია, რაც ქობულეთის კულტურის სასახლის ბავშვთა ანსამბლის – „ჩანგი“ სოლისტი ვარ. ერთხელაც სახლში, აღსაზრდელებთან ჩავილაპარაკე, რომ ძალიან მაინტერესებს ფანდურზე დაკვრა. მათ ეს დაიმახსოვრეს და მიმიყვანეს ამ ანსამბლში.
-თქვენი ანსამბლი მონაწილეობს ოლიმპიადებში?
მარი: კი, რა თქმა უნდა! ცოტა ხნის წინ აჭარის ხელოვანთა შემოქმედებით ოლიმპიადაზე სიგელი მოვიპოვეთ! ეს ძალიან დიდი წარმატებაა!
-ვინ გინდა გამოხვიდე?
მარი: მინდა კულინარულ კოლეჯში ჩავაბარო და პროფესიონალი შეფ მზარეული გავხდე. მინდა ფრანგული საჭმელების გაკეთება ვისწავლო! ასე რომ, მუსიკა – სულისთვის, კულინარია – ბიზნესისთვის!
– რაზე ოცნებობ?
მარი: რომ გავიზრდები, ვოცნებობ ქობულეთში ევროპული სამზარეულოს პატარა რესტორანი გავხსნა და გავაბედნიერო სტუმრები განუმეორებელი კერძებით!
– მალე დაბადების დღე გაქვს. რა გინდა, რომ გაჩუქონ?
მარი: პირველ რიგში, ძალიან მინდა ფანდური. ეს ინსტრუმენტი თუ მექნება, კონცერტებს მოვაწყობ ხოლმე ჩვენთან, სახლში. ძალიან მინდა შევაყვარო სხვა ბავშვებსაც ქართული, ეროვნული მუსიკა. ძალიან მინდა კულინარიული წიგნიც, რეცეპტებიც რომ ვისწავლო.
მეგობრებო, 24 ივლისს, ჩვენი არაჩვეულებრივი მარი 15 წლის ხდება! ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ მის დაბადების დღეს. გვექნება მხიარული, პატარა წვეულება, შევუკვეთავთ დიდ ტორტს, ვიყიდით საჩუქრებს, მოვამზადებთ მუსიკალურ ნომრებს!
გილოცავთ ჩვენო პრინცესა! გისურვებთ, რომ შენი ცხოვრება იყოს ზღაპრული, სიხარულითა და ბედნიერებით სავსე და წარმატებული!
მეგობრებო, თქვენ გაქვთ შანსი შემოუერთდეთ ჩვენს მილოცვას. თქვენ შეგიძლიათ მარის წერილი მიწეროთ, დაურეკოთ მას, ან თავად მიულოცოთ! მის სიხარულს არ ექნება საზღვარი! არ გამოტოვოთ შანსი, ბედნიერება აჩუქოთ ბავშვებს. ქობულეთის ბავშვთა სახლის მისამართია: ქობულეთი, რუსთაველის 325 (ტელ.: 577446162).
თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარი თურქიაშვილის საჩუქარი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)