ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„ნიშნობა“ სიკვდილთან!

calendar აგვისტო 19, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

თითქმის სამი წელი გავიდა ავტოავარიის შემდეგ, მაგრამ ბადრიმ ვერ დასძლია შიში, ეჩვენება, რომ ყოველ წუთს რაღაც საშინელება უნდა მოხდეს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
         მეგობრებო, ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ ბადრი კობიაშვილს. იგი 45 წლისაა, თუმცა ხნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას სტოვებს. მისი ცხოვრება მეტად რთულად წარიმართა. ერთმა უბედურმა შემთხვევამ  თავდაყირა დააყენა  ახალგაზრდა კაცის მომავალი და სიცოცხლით აღსავსე ადამიანი ერთ დღეში საწოლს მიაჯაჭვა. ამჟამად ბადრი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება, ერთი ფეხი მეორეზე 10 სანტიმეტრით ნაკლებია, ვერადავერ  გადალახა შინაგანი ბარიერი, რომ დასძლიოს შიში და თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას ყავარჯნის მეშვეობით. სიტუაციას უფრო მეტად ამწვავებს ეკონომიკური სიდუხჭირე, რომელიც არ იძლევა ავადმყოფის სათანადო მკურნალობის საშუალებას. 
           2017 წლის 23 თებერვალს ბადრი  კობიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა. საცოლესთან 2 დღის წინ დანიშნულმა, გადაწყვიტა მისი ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი მოვლენა რესტორანში აღენიშნა. მეგობრებმა ცოტა დალიეს, იმხიარულეს, ადღეგრძელეს სასიძო, უსურვეს მას ბევრი შვილი… გავა სულ მცირე 2 საათი და ბადრი საშინელ ავტოავარიაში მოყვება. 
        „საკმაოდ გვიანი იყო, გავედი ტრასაზე ტაქსის გასაჩერებლად, ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებული იყო, – იხსენებს ბადრი. უცებ გამაოგნებელი დარტყმა ვიგრძენი.  დარტყმის ტალღამ თავით ასფალტს დამანარცხა.  ამ დროს, ისევ ვიგრძენი უკიდეგანო ტკივილი, ტრასაზე მთელი სიჩქარით მიმავალმა ავტომანქანამ გადამიარა, თითქოს რაღაცა მომწყდა, დავიწყე კვნესა და როდესაც ჩემს თავთან  საკუთარი ფეხის ტერფი დავინახე, გონება დავკარგე“. 
        დროს რაღაც პერიოდი ბადრი სისხლის გუბეში ეგდო, მისი სხეული პრაქტიკულად არ სუნთქავდა. შემთხვევით გამავალი ავტომანქანის მძღოლმა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ექიმებმა დაზარალებულს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, ფაქტიურად სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან. 
       თქვენ, ალბათ, იკითხავთ – სად არიან დამნაშავეები? დაისაჯნენ ისინი თუ არა? 
     „როდესაც შემატყობინეს ჩემი შვილის ავტოავარიაში მოყოლის  ამბავი, გაოგნებულმა დავიწყე ტირილი, ღმერთს ვევედრებოდი, რომ ბადრი გადარჩენილიყო. მაშინ არ ვფიქრობდი დამნაშავეებზე, ამის თავი არ მქონდა, მხოლოდ ვლოცულობდი, – იხსენებს  ბადრის დედა მარგო კობიაშვილი. რამდენიმე დღის შემდეგ, პოლიციამ მითხრა, რომ ტრასაზე არ იყო დაყენებული კამერები და შეუძლებელია დამნაშავეების ვინაობის დადგენაო. ეს ცოდვა მათ სინდისზე იყოს. მე, ქრისტიანი ქალი ვარ და ვაპატიე მათ ეს დანაშაული, მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შვილი გადარჩა და ცოცხალია“. 
        -როგორია ბადრის მდგომარეობა სადღეისოდ?
   მარგო კობიაშვილი: თითქმის სამი წელი გავიდა ავტოავარიის შემდეგ, მაგრამ ბადრიმ ვერ დასძლია შიში, ეჩვენება, რომ ყოველ წუთს რაღაც საშინელება უნდა მოხდეს. ძილში საუბრობს, ყვირის, ოხრავს. გავაღვიძებ, ჩემს ხელს გულთან ახლოს მიიტანს და მერე მშვიდად ჩაეძინება.  დიახ, ბადრი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება. აი, მაგალითად, გვაჩუქეს ყავარჯნები, მაგრამ ისტერიული შიში აქვს, ეშინია, რომ ვერ დადგება ფეხზე და იატაკზე დაეცემა. ფსიქოლოგი სჭირდება, მაგრამ საიდან მოვიტანო ფული?   მე და ჩემი მეუღლე პენსიონერები ვართ და თავი ძლივს გაგვაქვს…
      -ვინმე გეხმარებათ, ვთქვათ ხელისუფლება? 
       მარგო კობიაშვილი: მოდით, ნახეთ ჩვენი ბინა და მიხვდებით, გვეხმარებიან თუ არა…ბინაში რემონტი 20 წლის წინ არის გაკეთებული, არც სარეცხი მანქანა გვაქვს და არც გაზქურა, არც მაცივარი და არც ნორმალური თეთრეული. რაც გვქონდა ყველაფერი გავყიდეთ, რომ ბადრისთვის მემკურნალა. ძალიან გვიჭირს, ხანდახან პურის ფულიც არ გვყოფნის. 
     -ალბათ ძალიან რთული ბადრის მოვლა, არა? 
    მარგო კობიაშვილი: მე ვარ 62 წლის, ჯერ კიდევ ცოტა ძალა მაქვს, მაგრამ ჩემი 75 წლის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ბოლო დროს საკმაოდ შეირყა. იცით, მე ყოველდღე ვლოცულობ, ვევედრები უფალს, რომ გადმოგვხედოს,  ვევედრები, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები,  რომლებიც დახმარების ხელს გამოგვიწვდიან.  აი, სწორედ ამიტომ მივმართეთ თქვენს ფონდს და დახმარების დიდი იმედი გვაქვს! 
       – სად მუშაობდით ავარიამდე? 
       ბადრი: მუშად ვმუშაობდი სასადილოში. დალხენილი ცხოვრება არ მქონდა, მაგრამ არ ვშიმშილობდით, მშობლებსაც ვეხმარებოდი შეძლებისდაგვარად. 
      -სად გაიცანით თქვენი საცოლე?
     ბადრი: მე არ ვიცნობდი მას. ეს იყო გარიგება. მე მისი ფოტო მიჩვენეს, მას კი – ჩემი. მაშინ 43 წლის ვიყავი, ხოლო იგი – 38. ორივეს გვინდოდა დაქორწინება და ოჯახის შექმნა, თან ასაკის გამო დრო არ ითმენდა და ვჩქარობდით…
     ახლა სად არის იგი?
    ბადრი: კახეთში ცხოვრობს, არ გათხოვილა. ვოცნებობ, რომ ფეხზე წამოვდგე და გავიარო, შევხვდე მას და ვიქორწინოთ! მე იმედი მაქვს, რომ კეთილი ადამიანები დამეხმარებიან სირთულეების დაძლევაში, გაითავისებენ ჩემს სულიერ ტკივილს. მერ თქვენი მჯერა! 
     მეგობრებო, ბადრი კობიაშვილი გაუსაძლის პირობებში იმყოფება. ის და მისი ხანდაზმული მშობლები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. მათ გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ! კონკრეტულად ისინი  საჭიროებენ: საკვებ პროდუქტებს. მედიკამენტებს, მაცივარს, სარეცხ მანქანას, თეთრეულს, გაზქურას…
     დაურეკეთ ბადრის და ის თავად მოგიყვებათ მისი პრობლემების შესახებ, შეგიძლიათ პირადად აღმოუჩინოთ მას დახმარება. კარგი იქნება ამ პოსტის გაზიარებაც, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანის წაიკითხავს მას, მით უფრო იზრდება ბადრის დახმარების შანსი. მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ვაზიანი, 3 კორპუსი, სახლი 6, ტელ.: 
 557 599299. 
    ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბადრი კობიაშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        სიკეთე და თანაგრძნობა – ეს უდიდესი ძალაა ცხოვრებაში!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 სექ 25
მედიკამენტები
184.19₾
2019 ოქტ 08
ეტლი
430.00₾
2019 ნოე 08
ფონდის ზედნადები ხარჯები
160.00₾
2019 დეკ 03
ფონდის ზედნადები ხარჯები
160.00₾

სულ ხარჯები:

934.19₾

დარჩა:

0.77₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.11.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.11.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.11.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.11.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.11.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.11.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.11.2019 08:26:25
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2019 18:29:42
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2019 18:09:44
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2019 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾934.96

97 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾934.96

97 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება