ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„დედა, ეს შენ ხარ?“

calendar სექტემბერი 2, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

როდესაც ბავშვი კომაში 60 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ყველას ხელი უკვე ჩაქნეული ჰქონდა, მაგრამ მოხდა სასწაული. მარადმა თვალი გაახილა…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
     როდესაც ბავშვი კომაში 60 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ყველას ხელი უკვე ჩაქნეული ჰქონდა, მაგრამ მოხდა სასწაული. მარადმა თვალი გაახილა და წარმოთქვა  –  „დედა, ეს შენ ხარ?“ 
     14 წლის მარად შავაძე I ჯგუფის ინვალიდია, მისი სხეული  პრაქტიკულად პარალიზებულია, ჩატარებული აქვს თავის ქალის ტრეპანაცია, ხშირად ემართება ეპილეფსიური შეტევები, არ შეუძლია საუბარი, მხოლოდ  ცალკეულ ბგერებს გამოსცემს. ერთადერთი სიტყვა, რომელსაც იგი გარკვევით წარმოთქვამს არის – „დედა“.   
    უკვე 10 წელია, რაც იამზე კახაძე შვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის, არ იშურებს ძალღონეს, თუმცა  მატერიალური სიდუხჭირის გამო არ აქვს საშუალება, რომ მას სათანადო პირობები შეუქმნას. იამზე ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მის ბედნიერ ოჯახში დიდი ტრაგედია მოხდებოდა და მეუღლე და შვილი I ჯგუფის ინვალიდები გახდებოდნენ. 
         „ჩემი მეუღლე და  4 წლის ბავშვი ურმით სახლში ბრუნდებოდნენ. გზაზე სამგზავრო ავტობუსი გამოჩნდა,- იხსენებს იგი. რატომღაც ცხენი დაფრთხა და დაიწყო გზის გადაჭრა. მძღოლმა დაამუხრუჭა, თუმცა უკვე გვიანი იყო – ავტობუსი  ურემს დაეჯახა. დარტყმის შედეგად მამა-შვილი მიწას დაენარცხა. მადლობა უფალს, ავტობუსის მგზავრებმა მათ პირველი დახმარება აღმოუჩინეს, ხოლო მძღოლმა სასწრაფოდ გადაიყვანა ისინი ბათუმის საავადმყოფოში.  თამაზი, ჩემი მეუღლე, 2 კვირა იყო კომაში, ხოლო მარადი – 60 დღე“. 
      მამა მალე გამოვიდა მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ შვილის გადასარჩენად ექიმებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. მარადს 4 ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა, მისი მდგიმარეობა 2 თვის განმავლობაში სრულიად სავალალო იყო, მაგრამ უფლის წყალობით ბავშვი გადარჩა. 
     -იამზე, რა დიაგნოზი დაუსვეს მარადს? 
      იამზე: თავის ქალის დაზიანება, გაუკეთდა ტრეპანაცია, სხეული პარალიზებული აქვს, აღენიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა. 
   -როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, თქვენ არ იყავით სოციალურად დაუცველი. როგორ გადაიხადეთ მკურნალობის ფული, დაზღვევა გქონდათ? 
    იამზე: არა, დაზღვევა არ მქონდა. სახლი გავყიდე და მკურნალობის ღირებულების ნაწილი გადავიხადე. აბა სხვა რა უნდა მექნა? მეუღლის მკურნალობა მიჯდებოდა 8800 ლარი, ხოლო შვილის – 24 000.  დავწერე წერილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში და გამოვთქვი სურვილი მონაწილეობა მიმეღო გადაცემაში „ ვის უნდა 20 ათასი“. 
     -მოვიდა დადებითი პასუხი?
    იამზე: დიახ, ნამდვილი სასწაული მოხდა და მიმიწვიეს გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ 10 კლასის განათლება მაქვს, წიგნების კითხვა ყოველთვის მიყვარდა. ეს ცოდნა გამომადგა ძალიან და მოვიგე  20 000 ლარი. მადლობა უფალს! ეს თანხა  დავუმატე გაყიდული სახლის თანხას და სრულიად დავფარე  შვილის და მეუღლის მკურნალობის საფასური. 
   -ძალიან რთულია ალბათ 2 ავადმყოფი ადამიანის მოვლა, არა? 
  იამზე: რთულია, მაგრამ ეს ჩემი მოვალეობაა, როგორც დედის და მეუღლის. თამაზი შრომისუუნაროა, არ შეუძლია დიდხანს ფეხზე დგომა, სუსტად არის, თუმცა მარადის მოვლაში შეძლებისდაგვარად მეხმარება, ხან ფაფას გაუკეთებს, ხან წამალს დაალევინებს…
       -რა წარმოადგენს სადღეისოდ მარადის მთავარ პრობლემას? 
     იამზე: მისი თავის ქალა არის „ღია“, სანახევროდ ძვალი არ აქვს. საჭიროებს ოპერაციას უცხოეთში, მაგრამ ამის საშუალება არ არის. ოპერაციის გარდა სარეაბილიტაციო და მასაჟის კურსის ჩატარებას  საჭიროებს. ახლა კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს ჩემს შვილს – პნევმონია დაუდგინდა. მთელი შემოსავალი, პენსია და სოციალური შემწეობა, სწორედ რომ წამლებზე მეხარჯება. 
    -ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ? 
    იამზე: მერია წელიწადში ორჯერ გამოყოფს თანხას წამლების შესაძენად, დაახლოებით 150 ლარს, იხდის ქირის ფულს – ასევე 150 ლარს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს მარადს საგზურით რომელიმე კურორტზე. 
   -ახლობლები თუი გეხმარებიან? 
    იამზე: შეძლებისდაგვარად. კარგი მეზობლები მყავს. მაჩუქეს სარეცხი მანქანა და მაცივარი. უაღრესად მადლობელი ვარ მათი!  აი, ტელევიზორი კი არ გვაქვს. 
    -როგორ, 21-ე საუკუნეში ტელევიზორი არ გაქვთ? 
   იამზე: ბევრი რამე არ გვაქვს ჩვენ. ძველი ავეჯი მწყობრიდან არის გამოსული, არც ნორმალური თეთრეული გვაქვს და  არც ჭურჭელი…
    – სად გაიცანით  მეუღლე?
    იამზე: ჩემი მეუღლე არის ხელოსანი და მეზობლის სახლში რემონტს აკეთებდა. სწორედ იქ ვნახე პირველად, შეგვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით, 5 წელი ბედნიერად ვიცხოვრეთ, თუმცა შემდეგ ბედნიერებას  წერტილი დაესვა…
      -იამზე , რაზე ოცნებობთ?
     იამზე: რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვოცნებობ ჩემი შვილის გამოჯანმრთელებაზე. გამუდმებით შევთხოვ უფალს, რომ  გაუხანგრძლივოს მას სიცოცხლე. ვოცნებობ, რომ პატარა ავტომანქანა მყავდეს. იცით რისთვის მინდა იგი? მარადს ვატარებ ბათუმში ექიმთან, გამოკვლევაზე, სარეაბილიტაციო ბანაკში წავიყვან, რომ თავი ეულად არ იგრძნოს, რომ ქონდეს თანატოლებთან ურთიერთობა, მაგრამ მესმის, რომ ეს არარეალურია, ეჰ…
       მეგობრებო, მარად შავაძე არის არაჩვეულებრივი ბიჭი! მას ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. მისი დედა ნამდვილად რომ გმირი ქალია, რადგან ორ ავადმყოფს უვლის და ყველაფერს აკეთებს , რომ ისინი ფეხზე დადგნენ, თუმცა წყეული სიდუხჭირე არ იძლევა ამის საშუალებას. 
     თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ეს ოჯახი და გაუწიოთ დახმარება. შეგიძლიათ, ასევე,  დაურეკოთ და გაამხნევოთ ისინი. მისამართი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნიგვზიანი, ტელ.:  595912693. კარგი იქნება თუ გააზიარებთ ამ პოსტს, რადგან რაც უფრო მეტი თქვენი მეგობარი წაიკითხავს მას, მით უფრო გაიზრდება დახმარების შანსი. 
    მარად შავაძის ოჯახი საჭიროებს: მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, ტელევიზორს, ჭურჭელს, თეთრეულს, საკვებ პროდუქტებს… 
      ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარად შავაძე). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. 
    თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი
გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 
სიკეთე და თანაგრძნობა – ეს უდიდესი ძალაა ცხოვრებაში!

„დედა, ეს შენ ხარ?“

ასე ერქვა ჩვენს სტატიას პატარა მარადის შესახებ. 10 წლის წინ ბავშვს სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა, პატარამ თავი ქვას დაარტყა და იმ დღიდან – პარალიზებულია. ამ შემთხვევამ ოჯახს მთელი ცხოვრება გაუმწარა!
დედას დარდს ვერ შევუმსუბუქებთ, ვერც პატარა მარადს დავუბრუნებთ თავდაპირველ ჯანმრთელობას.
შეუცნობელია გზანი უფლისანი და ვინ იცის, თუ ჩვენ მარადისთვის ვილოცებთ – ერთ მშვენიერ დღესაც შესაძლოა იგი ადგეს და დამოუკიდებლად გაიაროს. მის დედას, როგორც ყველა მშობელს აქვს სასწაულის იმედი, ხოლო ჩვენ – ფონდში არაერთი ასეთი სასწაულის მომსწრენი ვართ!
-იამზე, თქვენ გვთხოვეთ შეგროვილი თანხით შეგვეძინა მედიკამენტები, მაგრამ ჩვენ ასევე მოგიტანეთ ტელევიზორი. იმედია ბავშვს გაუხარდება.
იამზე: წამლები ძალიან გვჭირდება, მაგრამ ეს საჩუქარიც ძალიან გაახარებს ჩემს ბიჭს. მაშინ, როდესაც არჩევნის წინაშე ვარ, ვიყიდო პროდუქტები თუ წამლები, ყოველთვის წამლებს ვირჩევ. მათ გარეშე მარადი ერთ დღესაც ვერ გაძლებს, ახლა კი ამაზე აღარ ვინერვიულებ.
-მიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
იამზე: სიმართლე რომ გითხრათ, ყოველი დღე უფრო მიმძიმს ცხოვრება ჩემი შვილის ტანჯვას რომ ვუყურებ. მაგრამ ადამიანები ძალას მმატებენ!
მეგობრებო, ადამიანთა თანაგრძნობას საზღვარი არ აქვს! სტატიის გამოქვეყნების შემდგომ ფონდში დაგვირეკა ქალბატონმა და თავის ტრაგედიაზე გვესაუბრა. მას ავტოკატასტროფაში 2 შვილი დაეღუპა. ის ტიროდა და გვთხოვა გვეთქვა მარადის დედიკოსთვის, რომ ბედნიერი ქალია, რადგან ყოველ დღე შეუძლია თავისი შვილის მოფერება!
ეს სიტყვები ალბათ ბევრს დააფიქრებს!
– უფალს ვევედრები, რომ არ დავკარგო იმის საშუალება, რომ ჩავეხუტო ჩემს ბარტყს.
————
მეგობრებო, მთელი ფონდის სახელით ჩვენ დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რასაც ჩვენი ბენეფიციარებისთვის აკეთებთ. თქვენ ასწავლით საზოგადოებას სიკეთის გაცემას. თქვენ უბრუნებთ რწმენას იმ ადამიანებს, რომლებიც კარგავენ თვითდაჯერებულობას და მხარს უჭერთ მათ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. ჩვენთვის და საქართველოსთვის ხომ არ არსებობენ სხვისი შვილები!
იმ შემთხვევაში, თუ თავს ცუდად გრძნობთ, წაიკითხეთ ჩვენი პოსტები. დაურეკეთ იამზეს და ის გაიმბობთ ნამდვილ დარდსა და მწუხარებაზე. ჩვენი ყოველდღიური პრობლემები ვერ შეედრება ამ ადამიანების დარდსა და პრობლემებს. ჩვენ დაგვრჩენია მადლობა გადავუხადოთ უფალს იმისათვის, რაც გაგვაჩნია. თქვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ ამქვეყნად! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
ამ ოჯახის პრობლემები ამით არ შემოიფარგლება. გააგრძელეთ ამ ოჯახის დახმარება! დაურეკეთ იამზეს, ილოცეთ მისი შვილის გამოჯანმრთელებისათვის.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
დანიშნულება (შავაძეს ოჯახი).
ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა ჩვენი საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/504-shavadze/
და სხვადასხვა ტერმინალთა მეშვეობით: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. სექციაში-ქველმოქედება იპოვით ჩვენს ფონდს. ( ფონდის დამატებითი უფლებებისა და მოვალეობების ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/GY2Gus).

ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

პ.ს.
იამზემ გვთხოვა მადლობა გადაგვეხადა ადამიანებისთვის, ვინც მას დაეხმარა. მადლობა ადამიანებო! სწორედ თქვენ ხართ ადამიანობის უდიდესი მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 იან 15
ტელევიზორი
700.00₾
2020 იან 15
მედიკამენტები
372.31₾
2020 იან 15
ფონდის ზედნადები ხარჯები
355.00₾
2020 თებ 11
მედიკამენტები
339.46₾

სულ ხარჯები:

1766.77₾

დარჩა:

0.90₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2020 17:03:20
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.01.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.01.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.01.2020 20:07:49
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.01.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.01.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.11.2019 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.11.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.10.2019 09:29:14
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.10.2019 09:20:02
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.10.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.10.2019 07:38:44
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.10.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.10.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.10.2019 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,767.67

105 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,767.67

105 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება