რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გგონიათ ეს აფრიკაში ხდება? არა ეს საქართველოს ბავშვები არიან!

calendar ნოემბერი 5, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დიახ, ეს 21–ე საუკუნის საქართველოს რეალური სურათია. ბავშვობა წართმეული ბავშვები!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ღმერთო
გთხოვ, არ გაწვიმდეს, კიდევ ერთ წვიმას ჩვენი სახურავი ვერ გადაიტანს.

გთხოვ,
ქარი არ ამოვარდეს, ფანჯრებიდან შეკოწიწებული შუშები ჩამოცვივდება და გავიყინებით…

მოგვეც
პური ჩვენი არსობისა, და კიდევ რამე გემრიელი…

ღმერთო,
მოახდინე სასწაული და გვიხსენი ამ გაჭირვებისგან!“

ესაა
21–ე საუკუნის ლოცვა, რომელიც არავის ესმის და ალბათ ვერავინ გაიგებს… ბავშვები,
რომლენბიც ამ სიტყვებს ამბობენ ხომ არ ჩანან. მათი არსებობის შესახებაც არავინ იცის.
შეიძლება იციან კიდევაც, მაგრამ რომ იცოდნენ, მაინც სულ ერთი იქნება მათთვის, ვისთვისაც
სულ ერთი არ უნდა იყოს.

თბილისს
რომ გასცდებით, გზიდან მოშორებით არის ნაგავსაყრელი, და ეს ნაგავსაყრელი, ბევრი ოჯახის
გადარჩენის ერთადერთი წყაროა.

ციალა:
მე 27 წლის ვარ, ჩემი მეუღლე 30 წლისაა. სამი შვილი გვყავს. დახმარების გარეშე ჩვენ
უბრალოდ სული ამოგვხდება ამ ჯოჯოხეთში და ვერავინ გაიგებს. შეიძლება ეს უკეთესიცაა…
ნაკლები მშიერი იქნება ქვეყანაში.

– აქ
როგორ აღმოჩნდით, ამ ნანგრევებში?

ციალა:
სანამ ჩემი მეუღლე ჯანმრთელად იყო და მუშაობა შეეძლო, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით.
ბავშვებსაც ყოველთვის ჰქონდათ საჭმელი. მაღალანაზღაურებად სამსახურზე არასდროს გვიოცნებია,
მაგრამ რაც გვქონდა გვყოფნიდა. გიორგი დღეს და რამეს ასწორებდა რომ ბავშვებისთვის არაფერი
მოეკლო. სიმძიმეების თრევა უწევდა და ზუსტად ამან გამოიწვია მისი ჯანმრთელობის შერყევა.
კუჭზე და საყლაპავზე თიაქარი გაუჩნდა. ძლივს გადავარჩინეთ. ამის გამო მუშაობა ვეღარ
შეძლო.  ქირა ვერ გადავიხადეთ და ღია ცის ქვეშ
აღმოვჩნდით.

–და
აქ რატომ დასახლდით? აქ ხომ ერთი მთელი კედელიც არაა.

ციალა:
როცა მეუღლე ცუდად გახდა და მუშაობა ვერ შეძლო, აქ ნაგავსაყრელზე დავდიოდით და ჯართს
ვაგროვებდით. აქვე აღმოვაჩინეთ ეს ნაგებობა და წასასვლელი რომ არსად გვქონდა აქ „დავსახლდით“.

– გზიდან
ძალიან შორსაა, ბავშვები როგორ დადიან სკოლაში?

ციალა:
რა სკოლა, ბავშვებს ტანსაცმელი არ აქვთ, ფეხსაცმელი არ აქვთ… უფროსები დადიან სკოლაში
ფეხით, მაგრამ პატარას ვერ ვატარებ. მისი სკოლა შორსაა და ტრანსპორტით სარგებლობის
ფუფუნება არ გვაქვს. ფული გზაში რომ დავხარჯო მერე ბავშვებს რა ვაჭამო?

– როგორ
უძლებთ ამ ყველაფერს?

ციალა:
მხოლოდ ღმერთის იმედად ვართ. მჯერა რომ ხვალ  უკეთესი იქნება ვიდრე გუშინ იყო. ბავშვებსაც ასე
ვზრდი.

– ასეთი
წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება?

ციალა:
ოცნებების კოშკებს არასდროს ვაგებდი. პატარა ოთხზე ვოცნებობდი, რომ ბავშვებისთვის მცირე
კომფორტი შემექმნა. მაგრამ ეხლა აი აქ ვართ.

– მოგვიყევით
ბავშვები რაზე ოცნებობენ. მათ ერიდებათ ჩვენთან საუბარი.

ციალა:
კი ისინი ძალიან მორიდებულები არიან. რიანა 10 წლისაა, გიორგი 9 წლის. მათი ყველაზე
დიდი ოცნებაა ჰყავდეთ ველოსიპედი. პატარა ვიკას ძალიან უნდა რომ ჰქონდეს სათამაშო სახლი
და ჭურჭელი. ამბობს, „ვიცი მე სახლი არასდროს მექნება და ასე მაინც ვითამაშებო. წარმოვიდგენ
რომ თოჯინებთან ერთად ვცხოვრობო.“

– რა
მოლოდინი გაქვთ, თქვენი ამბის გამოქვეყნების შემდეგ რამე შეიცვლება?

ციალა:
მგონია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ამაზე ცუდად რაღა უნდა იყოს… ბავშვებს
საჭმელი არ აქვთ, ტანსაცმელი სჭირდებათ… ფიცრებიდან შეკოწიწებულ საწოლებზე წვანან.
ლეიბების ძველია, ერთერთი  საავადმყოფოდან გადაყარეს
და ჩვენ წამოვიღეთ. ალბათ რამდენი მომაკვდავი იწვა მათზე და ახლა ჩემი შვილები წვანან…
მაგრამ, ბეტონის ცივ იატაკზე წოლას ასე ჯობია.

მეგობრებო
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი თუმანიშვილების  ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს.
არ ვაპირებთ ერთჯერად დახმარებაზე გაჩერებას. ამ მშვენიერმა ბავშვებმა უნდა იცოცხლონ.
ისინი ხომ ჩვენი შვილებიც არიან!

გადარჩენისთვის
ამ ოჯახს საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო
ტექნიკა და ტანსაცმელი ესაჭიროებათ! ეს ქართველი ბავშვები ჩვენი შვილები უნდა გახდნენ.
უცხოელებმა, ხომ არ უნდა იზრუნონ ქართულ ოჯახებზე? ჩვენ თვითონ!

დაეხმარეთ
გადარჩენაში, დავეხაროთ რომ ბავშვებმა სკოლაში იარონ. ყოველთვის გახსოვდეთ ისინი!

უკეთესი
იქნება, თუ თამარს დაურეკავთ და მათ საჭიროებებს პირადა იკითხავთ! თქვენ უშუალოდ შეგიძლიათ
მათთვის დახმარების აღმოჩენა. და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი. იმისთვის, რომ
ამ ოჯახის უბედურების შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს!

კიდევ
ერთი სათხოვარი გვექნება ჩვენს მკითხველთან, თუ თქვენს სიახლოვეს არიან ადამიანები,
რომლებსაც დახმარება ესაჭიროება, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე:
office-fsp@fsp.ge

ოჯახის ტელეფონის ნომერია: 574 00 89 63 (ციალა) მისამართი: რუსთავის ავტობანი

თანხა
შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003,
GE64BG0000000470458000 ან GE42LB0115113036665000 (დანიშნულება: თუმანიშვილების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც:

თქვენ,
ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან
NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი
ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 მარ 06
საწოლი
480.00₾
2020 მარ 06
პროდუქტები
174.08₾
2020 მარ 06
პროდუქტები
124.70₾
2020 მარ 06
საწოლი
600.00₾
2020 მარ 06
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1620.00₾
2020 მარ 06
ფონდის ზედნადები ხარჯები
750.00₾

სულ ხარჯები:

3748.78₾

დარჩა:

0.62₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
18.02.2020 05:28:45
₾5.00
მარიამ გაბუნია
31.12.2019 20:00:00
₾18.70
ნინო ჭირაქაძე
27.12.2019 20:00:00
₾50.00
ნიკა ჯორბენაძე
27.12.2019 20:00:00
₾100.00
ლევან კომახიძე
26.12.2019 20:00:00
₾2.00
კობაიძე ლევან
26.12.2019 20:00:00
₾10.00
ფატი ძოწენიძე
25.12.2019 20:00:00
₾10.00
ანა მურველაშვილი
25.12.2019 20:00:00
₾10.00
სალომე გოჩიტაშვილი,
25.12.2019 20:00:00
₾20.00
მანუკიანი ერნესტ
25.12.2019 20:00:00
₾25.00
გოგოლიძე გიორგი
24.12.2019 20:00:00
₾15.00
კვეტენაძე დავით
24.12.2019 20:00:00
₾10.00
სალომე შამუგია
24.12.2019 20:00:00
₾20.00
ფიქრია დოხნაძე
24.12.2019 20:00:00
₾10.00
თეიმურაზ სამადაშვილი
24.12.2019 20:00:00
₾50.00
დავით ბერიშვილი
24.12.2019 20:00:00
₾50.00
თამარ ტუღუში
24.12.2019 20:00:00
₾20.00
თამარ ჯოჯუა
24.12.2019 20:00:00
₾10.00
წიკლაური თამარ
24.12.2019 20:00:00
₾20.00
შპს 'ბიოკონი'
23.12.2019 20:00:00
₾100.00

შემოწირულია:

₾3,749.40

186 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,749.40

186 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება