ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ნამდვილი მამაკაცის მწარე ცრემლები!

calendar დეკემბერი 31, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ახალი წლის საღამოს, როდესაც ჩვენ, მეგობრებო, შევავსებთ ჩვენს ჭიქებს სასმლით, ვიცინით და გვიხარია, ისინი სიცივეში არიან და საჭმელიც კი არ აქვთ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ჩვენი დღევანდელი პოსტის გმირია გალაკტიონი! როდესაც ფონდში მისი ისტორიის შესახებ შევიტყეთ, მივხვდით, რომ სწორედ ასეთი მეუღლეები გვსურს ჩვენი ქალიშვილებისთვის: რომელიც იქნება მამაცი, სიმპატიური და რაც მთავარია „ნამდვილი ქართველი მამაკაცი“, რომელიც, მიუხედავად მრავალი უბედურებისა, დარჩება ერთგული თავისი ორი უმნიშვნელოვანესი ქალის: საყვარელი დედისა და ცოლის! სწორედ ასეთ ქმრებს უნდა ეძებდნენ ქართველი ქალები და არა “სიმპათიურ, მაგარ ბიჭებს“, რომლებიც ღალატობენ თავიანთ ცოლებს და ქუჩაში აგდებენ იმათ, მიუხედავად იმისა, რომ უფლის წინაშე მათი მოვლისა და მფარველობის პირობა აქვთ დადებული. 
„წმინდა სამების“ ფოტოზე თავიდან ვერც გავარკვევთ ვინ რამდენი წლის არის. ძვირფასი ქალები- დედა და ცოლი, მრავალი წელია ავადმყოფობენ. ახალი წლის საღამოს, როდესაც ჩვენ, მეგობრებო, შევავსებთ ჩვენს ჭიქებს სასმლით, ვიცინით და გვიხარია, ისინი სიცივეში არიან და საჭმელიც კი არ აქვთ. მათ საბანიც ვეღარ იცავს ნესტიანი ოთახის სიცივისგან და ამ დროს მოხუცები ეკვრიან, ეხუტებიან ერთმანეთს, რათა გათბენ და გადაურჩნენ ამ „დაწყევლილ ზამთარს“.
ფოტოზე გალაკტიონი, ოდესღაც სიმპათიური მამაკაცი, დაბერებულია, ის ხომ წლებია უვლის თავის ცოლსა და დედას. გალაკტიონი ამზადებს საჭმელს, რეცხავს სარეცხს, უცვლის პამპერსს ცოლსა და დედას, აბანავებს და აჭმევს მათ და ამ ყველაფერს აკეთებს სიყვარულით, ისე, რომ არ უჩივის თავის ბედს ღმერთთან. მრავალ ქალსაც არ შეუძლია ამდენის მოთმენა…
ის ხშირად ტირის დარდის, გამოუვალი მდგომარების გამო, მაგრამ ქალებს არასოდეს უჩვენებს თავის ცრემლებს, მხოლოდ ლამაზ ღიმილს! გალაკტიონი ახერხებს ასეთ ვითარებაშიც კი გააცინოს და გაახალისოს თავისი „გოგოები“. ჩვენი წუთისოფელი ლამაზია და სწორედ ასეთი ადამიანები ამშვენებენ და ალამაზებენ მას.
-გალაკტიონ, თქვენი ბავშვობის შესახებ მოგვიყევით.
გალაკტიონი: მე პედაგოგების ოჯახში გავიზარდე, ამიტომ სწავლა ჩემთვის პირველ ადგილზე იყო. სკოლის დამთავრებისთანავე ჯარში ჩავირიცხე, ხოლო შემდგომ კი ინსტიტუტში ვეუფლებოდი ეკონომიკას. ვმუშაობდი საქართველოს პირველ და მეორე მოწვევის პარლამენტში ბუღალტერად, მაგრამ შემდგომ არ დავთანხმდი ერთ-ერთ თაღლითობაზე და ამიტომ გამათავისუფლეს და ეს გააკეთეს ისე, რომ დამაკარგინეს შესაძლებლობა კარგ სამსახურში მუშაობის. ვიმუშავე სკოლაში დარაჯად, ბავშვებს მათემატიკასა და ფიზიკას ვასწავლიდი, მაგრამ ფინანსურად ფეხზე ადგომა ვეღარ მოვახერხე. ამას დაემატა ისიც, რომ თაღლითობით დიდი სახლი წაგვართვეს. ყველაფერი დამემსხვრა! ამ ცხოვრებაში პატიოსან ადამიანს ძალიან უჭირს ცხოვრება და მან უნდა იცოდეს, რომ შესაძლოა პატიოსნებამ შეიწიროს მისი ოჯახიც.
-მოგვიყევით, თქვენს ცოლს რა დაემართა და როგორია ორი ავადმყოფი ადამიანის მოვლა?
გალაკტიონი: 6 წლის წინ დალის ინსულტი დაემართა. ჩვენ ვისხედით და ვუყურებდით ფილმს, როდესაც ის უეცრად სკამიდან ჩამოვარდა. სწორედ იმ დღიდან ვუვლი მას ბავშვივით. მეორე ინსულტის შემდეგ მან საუბარიც შეწყვიტა და სწორედ ეს მაწუხებს და მკლავს ყველაზე მეტად. მე ის ძალიან მიყვარს და მისი ამ მდგომარეობაში ხილვა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია.
-როგორ გაიცანით ერთანეთი?
გალაკტიონი: მეგობარს ვურეკავდი და ნომერი შემეშალა. მხოლოდ ერთი ციფრი! ერთი 2-იანი! ჩვენ საუბარი დავიწყეთ, მე კი მისი გაგონებისთანავე  შემიყვარდა მისი ხმა და სიცილი, შემდგომ კიდევ დავურეკე და ამჯერად უკვე რამდენიმე საათი ვისაუბრეთ, ბოლოს კი გადავწყვიტე მისი პაემანზე დაპატიჟება. არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო პირველი ნახვით შეყვარება, რადგანაც მე ის უკვე მიყვარდა. ჩემთვის უკვე საყვარელი და სანატრელი იყო მისი ხმა, რომელსაც საათების განმავლობაში ვუგდები ყურს ტელეფონში. ხომ წარმოგიდგენიათ თუ რაოდენ მიჭირს მისი ამ ავადმყოფობის გადატანა? მანამდე რომ გაგეცნოთ, მოგესმინათ მისთვის და გენახათ მისი სილამაზე, თქვენც მიხვდებოდით თუ რაოდენ ძნელია ეს. ჩემი საყვარელი დალი…
-უფალმა გააძლიეროს დედათქვენი, თავისი ასაკისთვის ის საკმაოდ კარგად უძლებს ამ ყველაფერს.
გალაკტიონი: მის სანათესაოში ყველა დიდ ხანს ცხოვრობდა. მამამისმა 100 წლამდე იცოცხლა, ხოლო დედამისი კი 97 წლამდე ასწავლიდა! ჰქონდა ნათელი გონება და მეხსიერება! დედაჩემიც ძლიერი ადამიანია, ისიც უვლიდა დალის, მაგრამ ბოლო 3 წელია აღარ შეუძლია სიარული და სმენა დაუქვეითდა… მაგრამ ის მაინც ყოჩაღია, ძალა რომ ჰქონდეს ახლაც კი გაშლიდა დიდ სუფრას გემრიელი საჭმელებით, არა დედა?
-და რისი გაკეთება უყვარდა?
გალაკტიონი: მას ძალიან კარგი ხელი აქვს! მაშინ, როდესაც ჯერ ჰქონდა ძალა, სადღესასწაულო სუფრისთვის ყველა სთხოვდა მას გაეკეთებინა ნიგვზის ტოლმა. ეს ფანტასტიკა იყო! ეჰჰ, როდის მივირთვით ის ბოლოს არც კი მახსოვს… მაკარონი, წიწიბურა, პური, ჩაი… აი ეს არის ჩვენი კერძები. მე ხანდახან არათუ ნიგვზის, შაქრის ყიდვასაც ვერ ვახერხებ და ის ჩვენთვის ფუფუნებად იქცევა ხოლმე.
-შეიძლება ცოტა უხერხული კითხვა დაგისვათ? სად არიან თქვენი ბავშვები? რატომ არ გივლიან?
გალაკტიონი: მე ერთი ძალიან კარგი ბიჭი მყავს. ის მრავალშილიანი ოჯახის მამაა და ასევე ერთგული თავისი ოჯახის. ისიც სოციალურად დაუცველია. დილიდან ღამემდე შრომობს, რათა ბავშვებს საკვები ჰქონდეთ. ჩემმა პატიოსნებამ არამხოლოდ მე დამღუპა, ჩემი შვილიც ჩემნაირია… ამ დროს ის ატირდა, მაგრამ ცდილობდა ეს არ შეემჩნიათ მის საყვარელ ადამიანებს და არ განაწყენებულიყვნენ ამის გამო.
-გალაკტიონ, ამჟამად რა გესაჭიროებათ პირველ რიგში?
გალაკტიონი: ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც არ უნდა მრცხვენოდეს ამის თქმის, არის პამპერსების ნაკლებობა დედაჩემისთვის და ჩემი ცოლისთვის და პროდუქტები… მეტი არაფერი. ოჰჰ, და კიდევ ვინმე თუ შეძლებს 1 კილოგრამი ნიგვზის და ნახევარი კილოგრამი თაფლის მოტანას მე შევძლებ ჩემი გოგოებისთვის გოზინაყის გაკეთებას, ჩვენ ალბათ უკვე 5 წელია არ გაგვიკეთებია ის. ეს ჩემი ოცნებების ზღვარია.
-თქვენ შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს მიმართოთ, იქნებ რამე სურვილი გაგაჩნიათ?
გალაკტიონი: დიახ, მაქვს ერთი სურვილი და მინდა ვუსურვო ყველას დიდი სიყვარული, ურთიერთგაგება და ოჯახური იდილია! მინდა ვისურვო, რომ ყველამ იპოვოთ თქვენთვის მეორე ნახევარი… მინდა, რომ თქვენი მშობლები რაც შეიძლება დიდ ხანს გახარებდნენ. არ გაფლანგოთ დრო კამათებსა და უაზრო სიტყვებში! უთხარით ერთმანეთს მეტი საალერსო სიტყვა, ჩაეხუტეთ ერთმანეთს, ხშირად გაიღიმეთ და არ დაკარგოთ თქვენივე თავში ადამიანი! ცხოვრება იმაზე ხანმოკლეა, ვიდრე ის თქვენ გგონიათ, მაგრამ ის მშვენიერია!

მეგობრებო, ჩერნოვეცკისფონდიიწყებსაქციასჩხაიძეებისოჯახისდასახმარებლად. როგორცმოგეხსენებათ, ფონდიარკმაყოფილდებაერთჯერადიდახმარებით.თქვენშეგიძლიათ, გაიცნოთესოჯახიპირადადდაგაუწიოთსაჭიროდახმარება! ესტუმრეთმათთქვენსშვილებთანერთან, ამისათვისუფალიდაგლოცავთდაასმაგადგადაგიხდითსიკეთეს! ესმათისაკონტაქტონომერია: 551 54 84 54 მისამართი: თბილისი, გლდანის 3 მ/რ, 85 კორპუსი, 7 სადარბაზო, 9 სართული, ბინა 135.

დააუცილებლადგააზიარეთესპოსტი! დაე, თქვენმამეგობრებმაცშეიტყონამოჯახისუბედურებისშესახებ! ესძალიანმნიშვნელოვანია!უფალიგვაძლევსშესაძლებლობას, დავეხმაროთადამიანებს, რომლებსაცთავადარაქვთშესაძლებლობა. გვერდიარაუაროთსხვისუბედურებას! უბედურიადამიანებიუფლისგანარიანგამოგზავნილნი, რათაჩვენ, არამხოლოდსიტყვებით, არამედსაქმითაცშევძლოთდავამტკიცოთუფლისადმირწმენა.მეგობრებო, ჩვენგვაქვსკიდევერთისათხოვარი: თუთქვენიცით, რომმეზობელი, ანნაცნობიგასაჭირშია, გააკეთეთკეთილისაქმედამოგვწერეთშემდეგელექტრონულმისამართზე: office-fsp@fsp.geჩვენიფონდისანგარიშისნომერია: GE15TB7194336080100003,
GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 – (დანიშნულება -ჩხაიძეების ოჯახი)
თანხისგადარიცხვა, ასევე, შესაძლებელიაჩვენისაიტიდან თანხისგადარიცხვაშესაძლებელიასწრაფიგადახდისტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. ქველმოქმედებისგანყოფილებაშიმოძებნეთჩვენიფონდი.
(ფონდისდამატებითიუფლებებისადამოვალეობებისინფორმაციისსანახავად, ეწვიეთბმულს: https://goo.gl/GY2Gus).დაბოლოს, მეგობრებო, აუცილებლადგამონახეთდროდამიულოცეთკეთილისიტყვებით, ანბარათებითგაჭირვებულქართველებსახალიწელი, შემგდომკი – შობა, ბავშვებსაჩუქეთსათამაშოებიდატკბილეული. ჩვენკი, მათღიმილს „გამოგიგზავნით“. ჩვენხომერთიოჯახივართ. ჩვენცოტანივართ, მაგარამჩვენხომქართველებივართ!

ადამიანებმა ისინი დაივიწყეს! მაგრამ
უფალი დიდია!

გახსოვთ ჩვენი პოსტი ამ სამყაროში დაკარგულ
მოხუცებზე?(https://chernovetskyifund.ge/ru/projects/541-chkhaidze
) 68 წლის გალაკტიონის სევდიანმა ნაამბობმა, ბევრი ადამიანის გული აავსო თანაგრძნობით  და დააფიქრა მოყვასის ხვედრსა და საკუთარ სულზე…

აი, ჩვენ ისევ ვეწვიეთ ამ ადამიანებისგან
მივიწყებულ, მაგრამ სიყვარულით გაბრწყინებულ ჩხაიძეების ოჯახს. გალაკტიონს, მის 95
წლის დედას და მეუღლეს, დალის  ჩვენს დანახვაზე
სახეები ღიმილით გაუბრწყინდათ და აფუსფუსდენენ… ოჯახის უფროსმა მოხერხებულად დასვა
თავის „გოგოები“ და ამაყად შეგვიძღვა სამზარეულოში, რომელსაც ჩერნოვეცკის ფონდის მიერ
საჩუქრად მორთმეული გაზქურა ამშვენებს.

– იცით, ეს გაზქურა ყველაზე მეტად ვის
გაუხარდა? მე! ამ სახლში მზარეული მე გახლავართ, – სიცილით გვითხრა გალაკტიონმა, მაგრამ
თვალები მაინც ცრემლით აემღვრა, – ჩემს გოგოებს ფეხზე ადგომა რომ შეეძლოთ, ისეთი გემრიელობებით
გაგიმასპინძლდებოდნენ… შემიძლია ჩაი შემოგთავაზოთ, შაქრით – თქვენი დამსახურებით,
ახლა ჩაიც გვაქვს და შაქარიც…

მასპინძელს არ ვაწყენინე და ჩვენი საუბარი
გაგრძელდა არომატული, ცხელი ჩაის  თანხლებით,
რომელიც გალაკტიონმა საკუთარი ხელით მომიმზადა. პირველივე კითხვაზე, თუ რა შეიცვალა
მათ ცხოვრებაში ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გალაკტიონი ბავშვივით ატირდა:

გალაკტიონი: იცით, თავს იმდენი უბედურება
დამატყდა, რომ ეჭვიანი გავხდი და აღარავის ვენდობოდი, მეჩვენებოდა, რომ დედამიწაზე
აღარ დარჩა, კეთილი და გულსხმიერი ადამიანები, მაგრამ იმ სიკეთემ, რომელსაც ფონდი ქვეყანაზე
აფრქვევს, ჩემს გულშიც შემოაღწია… თქვენ დამანახეთ, რომ მართალი არ ვიყავი. თქვენ
მე რწმენა და იმედი დამიბრუნეთ…

– ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ
იმ ადამიანებიდან, ვინც თქვენთან მოვიდა, ან დაგირეკათ?

გალაკტიონი:  ყველა მახსოვს და თითოეული მათგანის მადლობელი ვარ,
მთელი გულით! ჩვენთვის, მოხუცებისთვის, მატერიალური დახმარების გარდა, ყოველი თბილი
სიტყვაც ხომ ძალიან ძვირფასია! ძალიან მოკლებულები ვართ ამას… უფალმა ყველა დალოცოს
და მრავალი ბედნიერი წელიწადი მისცეს!

გიამბობთ პირველ ადამიანზე, რომელიც
გვეწვია თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ. ახალგაზრდა ბიჭი, კასპიდან, გიორგი,
გვარი არაფრით არ მითხრა. მოვიდა პროდუქტით დატვირთული და 50 ლარიც გვაჩუქა.შემოვიპატიჟე
და მის ცხოვრებაზე გამოვკითხე. მიამბო, რომ სამხატვრო აკადემიის ფასიან განყოფილებაზე
სწავლობდა, თბილისში, სწავლის საფასური ვეღარ გადაიხადა და დაანება თავი. წარმოგიდგენიათ,
რანაირები ვართ ეს ქართველები, თავისი სწავლის, ნათელ  მომავლში ბილეთის საფასური ვერ გადაიხადა, ჩვენთან
კი მოვიდა და თითქმის 200 ლარის პროდუქტი მოგვიტანა! თურმე ქვაზე მუშაობა დაუწყია და
ახლა ორნამენტებს ჭრის ეკლესიებისთვის…

ამის შემდეგ ადამიანების სიკეთის როგორ
არ უნდა მჯეროდეს?

კიდევ განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო
ერთი მშვენიერი გოგონა, მაია, ექთანი, რომელმაც დედაჩემს დაბადების დღე მიულოცა –
19 თებერვალს მას 95 წელი შეუსრულდა. არ ვიცი, მაიამ ამის შესახებ საიდან შეიტყო, მაგრამ
მოვიდა და დედას დიდი ტორტი და ყვავილები მიართვა! დედაჩემს, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული,
ყვავილების დანახვაზე სახე ახალგაზრდა გოგოსავით გაუბრწყინდა… ცხოვრება ხომ სწორედ
ასეთი მშვენიერი წამებისგან შედგება! 

 სამწუხაროდ, ალბათ ვერ გეტყვით ყველა იმ ადამიანის
სახელს, ვინც ჩვენთან მოვიდა, ან დაგვირეკა. ბევრმა თანხა გადმოგვცა, ზოგმა უბრალოდ
დარეკა და სიტყვიერად გაგვამხნევა… გასაოცარია, მაგრამ 10-მა ან 12-მა ახალგაზრდა
ბიჭმა და გოგომ დამირეკა, და ფიზიკური დახმარება შემომთავაზა… ეს კი იმას ნიშნავს,
რომ საქართველოს აქვს მომავალი, რადგან ახალგაზრდებს ახსოვთ მოხუცები და მზად არიან,
დაეხმარონ საკუთარი ხელით…

 – თქვენი ემოცები გაგვიზიარეთ გალაკტიონ.

გალაკტიონი:  უდიდესმა სიხარულმა შემიპყრო. იმის შეგრძნებამ, რომ
ჩემი ოჯახის გარდა, კიდევ ვიღაცას ვჭირდები, სიცოცხლის ხალისი და ძალები შემმატა…

 ფონდის საჩუქრები, – გაზქურა და ტელევიზორი,  – სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ჩემს გოგოებს
ძალიან გაუხარდათ ტელევიზორი! ეს ხომ მათი ერთადერთი გასართობი და სარკმელია, გარე
სამყაროში… რა თქმა უნდა, ჩემი ყბედობის გარდა(იცინის)…

გაზქურა კი პერსონალური საჩუქარია ჩემთვის!
დედას და მეუღლეს, საჭმლის მომზადება კი არა, გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ, ასე რომ,
სამზარეულოში უფროსი მე ვარ! ახლა კი თქვენი ფონდის დამსახურებით, თავს ბევრად კომფორტულად
ვიგრძნობ.

 – პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და
მხარდაჭერა?

გალაკტიონი: მთელი გულითა და სულით,
უდიდეს მადლობას ვუხდი თქვენს ფონდს, ყურადღებისთვის და თანაგრძნობისთვის… და კიდევ
იმის თქმა მინდა, რომ თქვენ შემახსენეთ და დამანახეთ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან
ნამდვილი ადამიანები, ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც უბრალოდ კარგად კი არა, ძალიან შეძლებულად
ცხოვრობს, მაგრამ არ გააჩნიათ ისეთი სითბო და მოყვასისადმი თანაგრძნობა, როგორიც ჩერნოვეცკის
ფონდმა  გამოიჩინა… თქვენ ხედავთ ადამიანების
გასაჭირს და ნამდვილად ეხმარებით მათ. ღმერთმა ყველაფერი საუკეთესო მოგცეთ, ძალა და
შესაძლებლობები ასეთი ღვთისნიერი საქმისთვის!

– ადგილობრივი მთავრობა თუ გამოეხმაურა
ჩვენს პოსტს?

გალაკტიონი:  არა, რას ამბობთ… ყურიც არ შეიბერტყა არავინ…

– კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემები, რომლის
გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?

გალაკტიონი: ისედაც ამდენით დაგვეხმარენ,
მერიდება კიდევ რაიმის თხოვნა, მაგრამ თუ ნებას მომცემთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან
მცხვენია, გავბედავ და ვიტყვი: დედაჩემისთვის და ჩემი მეუღლისთვის პამპერსი ძალიან
გვჭირდება. მათ არ შეუძლიათ  საპირფარეშომდე
დამოუკიდებლად მისვლა, მე კი, ძალიან მიჭირს მათი ხელით ტარება – ხუთი გულის ოპერაცია
მაქვს გადატანილი… მაპატიეთ, რომ ამ თემაზე თქვენთან საუბარი მიწევს, მაგრამ ეს სინამდვილეა…
სწორედ ეს გვჭირდება ყველაზე მეტად…

ტანწერეწეტა გოგოები მყავს, ამიტომ,
თუ ვინმე ისევ გადაწყვიტავს, რომ  დაგვეხმაროს,
შეუძლიათ პამპერსის ყიდვა, 70 კილოზე, ან ცოტა მეტზე…

მესმის, რომ ახლა ყველას ძალიან უჭირს,
და ვერც ვბედავ მეორედ რაიმის თხოვნას… მაგრამ იქნებ?..

და თუ კი გიმძიმთ
საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ
ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უბრალოდ  დაურეკეთ
ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან
შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.

  ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი,
ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის,
რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ
გაჭირვებულებს.

  სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი
სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე.
ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი.
თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!

  თქვენი სიკეთე –  შანსია თქვენც ყოველთვის
და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

  კიდევ ერთხელ, დიდი მალობა თითოეულ თქვენთაგანს!

 
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ჩხაიძეების ოჯახი)

 ვებ-გვერდიდან:  https://chernovetskyifund.ge/ru/projects/541-chkhaidze

  სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:
 OPPA, TBCpay დაExpressPay.

  ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს
შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

0901 200 270 – ერთი ზარი სიცოცხლეს
გადაარჩენს.

  ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით
და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 მაი 13
ფონდის ზედნადები ხარჯები
210.00₾
2020 მაი 13
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
955.00₾
2020 მაი 13
პროდუქტები
200.00₾
2020 მაი 28
პამპერსები
232.00₾

სულ ხარჯები:

1597.00₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.05.2020 07:24:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.05.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.04.2020 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2020 20:00:00
₾11.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.03.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.03.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.03.2020 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,596.43

110 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,596.43

110 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება