ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სახლი, სადაც სიღატაკემ დაიდო ბინა!

calendar თებერვალი 26, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ჩახედეთ თვალებში ამ ბავშვებს, შეძლებენ ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას? ნორმალური განვითარების შანსი თუ აქვთ?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ჩახედეთ თვალებში ამ  ბავშვებს, შეძლებენ ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას? ნორმალური განვითარების შანსი თუ აქვთ? მომავალშიც თუ ასეთ პირობებში დარჩნენ, პასუხი უდავოდ უარყოფითი იქნება. სამწუხაროდ მათი პრობლემები არავის ადარდებს, არც სოფლის ადმინისტრაციას, არც მუნიციპალიტეტის დეპუტატს და არც რეგიონის მაცხოვრებლებს.
ღმერთის წყალობით, ჯანმრთელები არიან, მაგრამ რამე რომ დასჭირდეთ მშობლებს არანაირი შესაძლებლობა არ ექნებათ. ოჯახის უფროსი ყოფილი სამხედროა, მძიმე შრომას არ თაკილობს. დედა – გურანდა, სასოწარკვეთილი ტირის:  „ალბათ მალე მათხოვრობა მოგვიწევს, ბავშვები მშივრები რომ არ დარჩნენ“. ყველაზე მეტად კი, ეს უსაყვარლესი და უდანაშაულო ბავშვები იტანჯებიან!
ქობულეთის რაიონ, სოფელ ოჩხამურში მცხოვრები ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის დედას, გურანდა ბარამიძეს გავესაუბრეთ.
– გურანდა, რაში მდგომარეობს თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
გურანდა: ჩემმა მეუღლემ მუდმივი სამსახური ვერ ნახა. სამხედროა პროფესიით. საქართველოს პატიოსნად ემსახურებოდა, ახლა კი, აღარავის სჭირდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხომ არავის სჭირდება პროფესია „სამშობლოს დამცველი“  ყველგან სადაც სცადა მუშაობის დაწყება ერთნაირი პასუხი მიიღო – თავისუფალი ადგილები არ გვაქვსო. ძალიან წვალობს, ხან მიწას ხნავს, ხან კი მძიმე ტვირთს ეზიდება. ასე ანგრევს საკუთარ ჯანმრთელობას. ძალიან გვიჭირს, ბავშვები ნახევრად მშივრები არიან, ტანსაცმელიც არ აქვთ.
– მაგალითად, რას აჭმევთ ბავშვებს? როგორია მათი ყოველდღიური რაციონი?
გურანდა: კარტოფილი, ფქვილი, ჩაი… ზეთიც კი არ მაქვს , რომ კარტოფილი შევუწვა… ერთი თვის წინ ჩვენი ულამაზესი თინიკო დაიბადა. ხელოვნურ კვებაზეა და ყველაზე მეტად იმაზე ვდარდობ, რომ მისთვის საჭმელი არ მექნება. ასეთ პატარას, მაკარონით ან პურით ხომ ვერ გამოვკვებავ… ოჯახის ახალი წევრის გაჩენასთან ერთად, სოციალური დახმარებაც დროებით შეგვიჩერეს. 4 თვის განმავლობაში კეთილი ხალხის იმედად უნდა ვიყოთ… ასეთი უაზრო კანონია! ბავშვის გაჩენა რამეს შეცვლიდა ჩემს ცხოვრებაში? ფულსა და ოქროს მოიტანდა ოჯახში? დაცინვაა უბრალოდ! სოციალური დახმარება მიზერულია, მაგრამ პურსა და კომუნალურ გადასახადებზე მაინც გვყოფნს. ახლა კი, არც კი ვიცი რა გვეშველება..
        – სახლი, რომელშიც ცხოვრობთ, თქვენი საკუთრებაა?
გურანდა: თუ შეიძლება, სახლი დავარქვათ, კი. ლამისაა თავზე დაგვენგრეს, ისეთი ძველია. ოთახები მოუწყობელია, საცხოვრებლად საერთოდ არ ვარგა. კედლები დალპა და იატაკიც ჩავარდა ზოგან. ავეჯიც ძველია, არც გაზქურა გვაქვს, არც ტელევიზორი. ბავშვებს მულტფილმების ყურება უნდათ, მთხოვენ, მე კი წიგნებს ვუკითხავ ამის მაგივრად.
– ვინმე გეხმარებათ? გამგეობისთვის  ან თქვენი რაიონის დეპუტატისთვის თუ მიგიმართავთ?
გურანდა: ჩვენს გარშემო, ყველას უჭირს. ძალიან ღარიბია ჩვენი სოფელი, ადმინისტრაციას არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი, რომ ყველას დაეხმაროს. ხალხი გარბის სოფლიდან.  ჩვენ კი წასასვლეც არსად გვაქვს, ოთხი შვილით სად წავიდე? რა გავაკეთო?
– უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ და თუ გნებავთ, ნუ მიპასუხებთ. არიან  ადამიანები, ვინც თვლის, რომ „ბავშვი მხოლოდ მაშინ უნდა გააჩინო, როცა მისი შენახვის საშუალება გაქვს“. ასეთ გამონათქვამზე რა აზრის ხართ? 
გურანდა: ჩემი აზრით, თითოეული მართლმადიდებელი ადამიანი, ვალდებულია უფლის წინაშე, ანგელოზები მოავლინოს დედამიწაზე! ცოდვაა სხვანაირად ფიქრი. ცხოვრებაში აბორტს არ გავიკეთებ. ოჯახი, ერთმანეთის სიყვარულია, დახმარება და მხარდაჭერა. გამოგიტყდებით, ძალიან განვიცდიდი, როდესაც გავიგე, რომ მეოთხე ბავშვს ველოდებოდი. ჩემი ბიჭი, ალეკო, ჩემზე ბევრად  მორწმუნე აღმოჩნდა, შეამჩნია, რომ ვნერვიულობ და მხარში ამომიდგა, მომხვია თავის პატარა ხელები, თვალებში ჩამხედა და მითხრა: „სამაგიეროდ დიდი და ბედნიერი ოჯახი გვექნება“  ღმერთის წყალობით, ყველა ჯანმრთელია და გულში ხალხის სიყვარულით იზრდებიან.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?
გურანდა: მე და ჩემი მეუღლე დიდ ოჯახზე ვოცნებობდით, გვსურდა, ბევრი შვილი გვყოლოდა, ბედნიერები გაზრდილიყვნენ. სრულიად შემთხვევით, ქუჩაში შევხვდით და ერთი დანახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. უერთმანეთოდ ცხოვრება ვეღარ წარმოგვედგინა. როდესაც მამუკა ჩემი ხელის სათხოვნელად მოვიდა ჩემს მშობლებთან, წინააღმდეგი იყვნენ, არ აუნდოდათ უბრალო, სოფლელ ბიჭს გავყოლოდი ცოლად. მამაჩემმა გამაფრთხილა, რომ ხმას არ გამცემდა თუ გავთხოვდებოდი. მე გავაკეთე ჩემი არჩევანი! მას შემდეგ 12 წელი გავიდა, მამუკასთვის და მშვენიერი შვილებისთვის ღმერთს მადლობას ვწირავ! ამ ეტაპზე კი მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს – როგორმე გადავლახოთ ეს მძიმე პერიოდი, სანამ სოციალური დახმარების ჩარიცხვა აღდგება. მჯერა, უფალი არ მიგვატოვებს!
– ახლა ბავშვებს გავესაუბრები. ანანო, რომელ კლასში სწავლობ, რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად და რა პროფესიას აირჩევ, რომ გაიზრდები?
ანანო (11 წლის): მეხუთე კლასში ვსწავლობ. ძალიან მიყვარს სპორტი. სიმართლეს გეტყვით, არ მიყვარს მათემატიკა! ვოცნებობ, გავხდე სტილისტი, დარწმუნებული ვარ, კარგად გამომივა. ძალიან ლამაზ ვარცხნილობებს ვიკეთებ, ჩემს დას კი არ უნდა, რომ დავვარცხნო და გამირბის. იმედია, თინიკო რომ გაიზრდება, ლამაზი კულულები ექნება და მას გავუკეთებ ვარცხნილობებს!
– დედიკოს თუ ეხმარები?
ანანო: რა თქმა უნდა! ჩემს დას ვუვლი, ოთახს ვალაგებ, კარტოფილს ვთლი…
– ანეტა, შენ რომელ კლასში ხარ და რაზე ოცნებობ?
ანეტა(10 წლის): მესამე კლასში ვსწავლობ და ბალერინა მინდა გამოვიდე, ან მოცეკვავე. ძალიან მომწონს, მაგრამ ფული არ გვაქვს, რომ ცეკვაზე ვიარო…
– ალეკო, შენ რაზე ოცნებობ? 
ალეკო(7 წლის): პოლიციელი მინდა გავხდე! მხოლოდ მაგაზე ვფიქრობ. რა მაგარი იქნება! ყოველთვის დაგიცავთ ყველას!
მეგობრებო, როგორც ხედავთ, ბერიძეების მრავალშვილიან ოჯახს, ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება. მათ სჭირდებათ საკვები პროდუქტი, მედიკამენტები, საოჯახო ინვენტარი და ბავშვების ტანსაცმელი.
ველოდოთ სანამ ვინმე სხვა აღმოუჩენს დახმარებას? თუ ერთად ვიმოქმედოთ? საერთო ძალისხმევით დავეხმაროთ და დავანახოთ, რომ უამრავი კეთილი ადამიანი არსებობს,  ვისთვისაც არაა სულერთი მათი ბედი.
გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ!
მეგობრებო, ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს მორალური უფლება, არ დავეხმაროთ ამ ოჯახს! უფალს ყველამ ერთად ვევედროთ, რომ ამ პატარების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს! 
ეს ოჯახი ცხოვრობს სოფელ ოჩხამურში, შეგიძლიათ თავად ეწვიოთ და დაეხმაროთ. მათი მისამართია: ქობულეთის რაიონი, სოფელი ოჩხამური.  ტელეფონის ნომერი: 568 86 53 14
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  ბერიძეების ოჯახის დასახმარებლად. ქართველებმა უნდა იცხოვრონ ისე, როგორც ეს ყველაზე ამაყ ერს შეეფერება!
გადარჩენისთვის ამ ოჯახს ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, მაცივარი და საწოლები. დაეხმარეთ გადარჩენაში, ჩათვალეთ, რომ თქვენი ნათესავები არიან.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის  შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება.
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge 
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბერიძეების ოჯახი)  ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია nova technology, tbcpay и expresspay ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus) 
ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 აპრ 18
ბავშვთა კვება
193.65₾
2020 მაი 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
190.00₾
2020 მაი 08
ბავშვთა კვება
149.75₾
2020 ივნ 15
მედიკამენტები
207.77₾
2020 ივლ 14
მედიკამენტები
238.30₾

სულ ხარჯები:

979.47₾

დარჩა:

0.53₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.05.2020 03:38:50
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2020 00:02:39
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.03.2020 14:50:28
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.03.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.03.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.03.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.03.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.03.2020 21:07:22
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.03.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.03.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.03.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.03.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.03.2020 13:45:55
₾10.00

შემოწირულია:

₾980.00

69 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾980.00

69 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება