ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როცა ყოველ წამს სიკვდილს თვალებში უყურებ!

calendar მარტი 4, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

“კიბო – მსოფლიოში ყველაზე საშინელი სიტყვაა. უამრავი ადამიანი ვიტანჯებით, იმის გამო, რომ არ გვაქვს მკურნალობის საშუალება!”

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
“კიბო – მსოფლიოში ყველაზე საშინელი სიტყვაა. უამრავი ადამიანი ვიტანჯებით, იმის გამო, რომ არ გვაქვს მკურნალობის საშუალება! ჩვენ ვიბრძვით, ზოგი მალევე ნებდება! მაგრამ ჩვენ უფალი გვაძლიერებს! ადამიანებმა უნდა იცოცხლონ, დატკბნენ ყოველი წამით და  ღმერთს! მე იმათ რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც გააჩნია ბრძოლის უნარი და რწმენა! მე მჯერა საოცარი გადარჩენის… და ვლოცულობ მათზე, ვინც ჩემსავით საშინელ მდგომარეობაშია. ყველას დახმარება გვჭირდება, და თუ გყავთ ასეთი ნაცნობი ან მეზობელი, დაეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ, ან თბილი სიტყვით მაინც ანუგეშეთ!..  ჩვენ ხომ პატარა ერი ვართ, ერთი დიდი ოჯახივით უნდა ვიყოთ!” – ამბობს ნინო. 
ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დღითიდღე უარესდება. ღამით არ სძინავს, მკერდის არეში საშინელი ტკივილები აქვს, ცალი ხელი თითქმის პარალიზებულია. გაუსაძლისია მისი მდგომარეობა, როცა  წამალი აღარ აქვს და არც  ფული, რომ იყიდოს. საბრალო ქალის კვნესა მეზობლებსაც კი აღვიძებს!
ჩვენ გავესაუბრეთ ნინო ბესელიას.
– ნინო, მოგვიყევით, როდის აღმოაჩინეთ, რომ ავად ხართ?
ნინო: სანამ დიაგნოზს გავიგებდი, აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. დაუღალავად ვშრომობდი, დილაობით ვკერავდი, საღამოობით ვალაგებდი, რამდენიმე წლის წინ, მკერდის არეში ტკივილები დამეწყო. ყურადღებას არ ვაქცევდი, ვითმენდი მაშინაც, როცა ტკივილი გაუსაძლისი გახდა. ბევრჯერ გადავდე ექიმთან ვიზიტი, ვამბობდი, ხვალ, წავალ, ხვალ წავალ…  მაგრამ ეს ხვალინდელი დღე აღარ დადგა. ერთხელაც მკერდში რაღაც გამისკდა და სისხლი წამოვიდა, მაშინ იძულებული გავხდი ექიმთან მივსულიყავი, აღმოჩნდა, რომ სიმსივნე მაქვს.
– დახმარებისთვის ვის მიმართეთ?
ნინო: მერიას, ქალაქის ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურს, მაგრამ ისინი წამლებს სრულად არ აფინანსებენ… საიდან მექნება ამდენი ფული ავადმყოფ და უმწეო ქალს?! ჩემს მდგომარეობაში, მკურნალობისთვის ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა წარმოუდგენელია.
– ნინო, მსგავს მდგომარეობაში, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანია?
ნინო: კი, ათასობით! კიბოთი დაავადებულებს ნელი და მტანჯველი სიკვდილი გვაქვს მისჯილი! დასაკარგი არაფერი გვაქვს და მზად ვართ ცოცხლად დავიწვათ თავი! იქნებ ვინმემ წაიკითხოს ეს და სამომავლოდ გაითვალისწინოს…
– რა არის თქვენი საარსებო წყარო?
ნინო: სოციალურ დახმარებას ვიღებ – 100 ლარს. ესაა ჩემი ერთადერთი შემოსავალი… ოთახის ქირა რამდენიმე თვე ვერ გადავიხადე და იძულებული გავხდი, ნაცნობის ფარეხში გადამენაცვლა.
– თქვენს ოჯახზე მოგვიყევით, თუ შეიძლება.
ნინო: არ მიყვარს ამაზე საუბარი. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვარ.
– გეხმარებათ ვინმე? წარმოუდგენელია 100 ლარით არსებობა, მით უმეტეს ავადმყოფისთვის.
ნინო: ძალიან კარგი მეზობლები მყავს. ზოგს საჭმელი მოაქვს ჩემთვის, ზოგი დალაგებაში მეხმარება. ჩემი სახელით ინსტანციებს მიმართავენ, მე ხომ ვეღარ დავდივარ. ღამით საშინელი ტკივილები მაქვს და მარტოს არ მტოვებენ. შემოდიან, მამშვიდებენ, თანამიგრძნობენ. თავადაც ძალიან უჭირთ, ამიტომ ფინანსურად ვერ მეხმარებიან. ყოველდღე უფალს მადლობას ვწირავ, ეს ადამიანები რომ გამომიგზავნა. თორემ აქამდე ვერც ვიცოცხლებდი! სწორედ მათ მიმართეს თქვენს ფონდს, ჩემთვის კი არაფერი უთქვამთ. თვალებს არ დავუჯერე, რომ დაგინახეთ. მიჩვეული ვარ, რომ არავის ვჭირდები, ყველა თვალს მარიდებს, თქვენ კი მოხვედით…
– იმედს ნუ დაკარგავთ. ადამიანს უფლის გულწრფელად თუ სწამს, ის აუცილებლად დაეხმარება ყველაფრის დაძლევაში.
ნინო: მუდამ ვლოცულობ. მჯერა, უფალი შვებას მომცემს. უბრალოდ ძალიან მინდა სიცოცხლე, ესაა ჩემი ერთადერთი ოცნება.
– კიდევ რაზე ოცნებობთ? სანუკვარი ოცნება თუ გაქვთ?
ნინო: ვოცნებობ იმაზე, რომ ტკივილი დაცხრეს, ისევ სრულფასოვანი ადამიანი გავხდე… ძალიან მენატრება ზღვა. ალბათ, ესაა ჩემი სანუკვარი ოცნება.
– ნინო, ალბათ ცხოვრებაზე ძალიან ბევრს ფიქრობთ.
ნინო: ავადმყოფობიდან გამომდინარე,  ძალიან ბევრი დრო მაქვს, რომ ვიფიქრო… ადრე წვრილმანებს ყურადღებას არ ვაქცევდი, ადამიანურ ურთერთობებს არ ვაფასებდი… შესაძლოა, ამიტომ დამსაჯა უფალმა. ყველაფერს  ჩვეულებრივად ვუყურებდი. ახლა კი, ერთი სიტყვაც კი, ერთი ზარიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს! ვხვდები, რომ ჯერ კიდევ საჭირო ვარ, რომ ფუჭი არაა ჩემი სიცოცხლე და კიბოსთან ბრძოლა.
– გჯერათ, რომ განიკურნებით?
ნინო: რა თქმა უნდა, ზოგჯერ სასოწარკვეთილებაში ვვარდები, მერე კი ღვთის წყალობით განვაგდებ ამ ფიქრებს. 
-ბევრი მეგობარი გყავთ?
ნინო: იცით, ალბათ უცნაურია, მაგრამ უამრავი! ტყუილია, რომ  გაჭირვებულ ადამიანებს ყველა ზურგს აქცევს. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. როცა ავად გავხდი, მაშინ შევიძინე მეგობრები! სრულიად უცხო ადამიანები, ჩემი ოჯახის წევრებად იქცნენ. 
– ყველაზე მეტად რას აფასებთ ადამიანებში?
ნინო: თანაგრძნობას! უნარს სხვის ტკივილი და ტანჯვა გაიზიაროს, ყურადღებას! ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები.
– ახალი მეგობრების შეძენას ისურვებდით?
ნინო: რა თქმა უნდა! რაც უფრო მეტი ადამიანი გითანაგრძნობს და იზიარებს შენს ტკივილს, მით უფრო იოლია მისი მოთმენა!
– ნინო, როგორ მიმდინარეობდა მკურნალობა, რა ღირდა თითოეული ეტაპი, რას დაგპირდნენ ექიმები და პირობა რატომ ვერ შეასრულეს?
ნინო: როცა ძვირადღირებული მკურნალობა დამჭირდა, მხოლოდ თქვენ გამიმართეთ ხელი. თქვენი ფონდის დახმარებით შეგროვდა 3300 ლარი! სამი წლის წინ, სწორედ ამან გადამარჩინა! დიაგნოზი დამისვეს და დავიწყე მკურნალობა. ახლაც, როცა ისევ დახმარება  დამჭირდა, თქვენი შეწუხება გავბედე. ზუსტად ვიცი, რომ გასაჭირში არავის მიატოვებთ! მჯერა, რომ ახლაც დამეხმარებით.
– თუ თანხა შეგროვდა, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება?
ნინო: თქვენ მაჩუქებთ სიცოცხლეს და გამოჯანმრთელების იმედს! ჩემი სანუკვარი ოცნებაც ახდება, ისევ ჯანმრთელი ვიქნები და ვნახავ ზღვას!
საბრალო ქალის უყურადღებოდ მიტოვება დიდი დანაშაული იქნება, პირველ რიგში, საკუთარი სინდისის წინაშე! როდესაც ჩვენ ვეხმარებით გაჭირვებულებს, სამყარო იცვლება უკეთესობისკენ. იმის ცოდნა, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები, ძალიან მნიშვნელოვანია. ცხოვრება საშინლად აღარ გეჩვენება და სასწაულის იმედი ჩნდება! 
დავეხმაროთ ნინო ბესელიას, მივცეთ გადარჩენის შანსი და დავუბრუნოთ სიცოცხლის ხალისი. მას სჭირდება მედიკამენტები, სარეცხი მანქანა და პროდუქტი. და კიდევ, დაურეკეთ, ან მოინახულეთ ნინო, საკუთარი თვალით ნახავთ, თუ რა მძიმეა და უიმედო მისი მდგომარეობა. მისი ტელეფონის ნომერია: 568 88 71 39 მისამართი: თბილისი, ახმეტელი, 3 მ/რ, 4 კორპუსი, ფარეხი.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ მის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშებზე: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ნინო ბესელია) 
საიტიდან: 
ტერმინალებიდან: nova technology, tbcpay და expresspay 
მოძებნეთ ჩერნოვეცკის ფონდი განყოფილებაში – „ქველმოქმედება“. 
ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 აპრ 02
მედიკამენტები
127.51₾
2020 აპრ 09
პროდუქტები
199.96₾
2020 აპრ 09
მედიკამენტები
400.00₾
2020 აპრ 20
მედიკამენტები
400.00₾
2020 აპრ 22
პროდუქტები
247.58₾
2020 მაი 01
გამოკვლევა
107.50₾
2020 ივნ 01
ფონდის ზედნადები ხარჯები
300.00₾
2020 ივნ 24
მედიკამენტები
203.07₾

სულ ხარჯები:

1985.62₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.04.2020 10:41:41
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2020 20:00:00
₾90.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.04.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.04.2020 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.04.2020 14:21:05
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2020 20:00:00
₾15.00

შემოწირულია:

₾1,985.00

101 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,985.00

101 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება