ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ამ გოგონას ბედნიერება ჩვენს ხელთაა, უფალმა ასე ინება!..

calendar მარტი 4, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დროულად გაკეთებული ძვირადღირებული ოპერაცია მარიტას მხედველობას შეუნარჩუნებს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
გოგონასათვის, ბიჭისგან განსხვავებით,  გარეგნული სილამაზე ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას ამაზეა დამოკიდებული მისი ბედნიერი მომავლი, სიყვარულით დაქორწინების, ბევრი შვილისა და სარკეში ჩახედვისას სიხარულის… მარტა 4 წლისაა, მაგრამ თავისი ბავშვური ცხოვრების განმავლობაში ბევრი განსაცდელი გამოიარა. 7 თვის იყო, როცა მშობლებმა შეამჩნიეს, რომ თვალზე პრობლემა ჰქონდა. ექიმების თქმით, ბავშვს ზედა ქუთუთო დაწეული  აქვს  და დროული ოპერაციული ჩარევა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მხედველობის პრობლემები შეექმნას, ხოლო დროულად გაკეთებული ძვირადღირებული ოპერაცია მარიტას მხედველობას შეუნარჩუნებს. 
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, დროული დახმარებაა, მაგრამ ოპერაციის თანხის მოძიება ოჯახისთვის წარმოუდგენელია. 
– ნინო, მოგვიყევით მარიტაზე.
ნინო: მარიტა განსაკუთრებული გოგონაა. ნიჭიერი, ჭკვიანი და ხალისიანი ბავშვია.უზომოდ მოსიყვარულეა, სულ ბავშვებთან უნდა თამაში, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს. ღმერთმა დაიფაროს, თვალი ოდნავ მაინც თუ დაუზიანდა, მხედველობას უნდა გამოვემშვიდობოთ. ბაღში წასვლაც ძალიან უნდა, მაგრამ ვერ მიმყავს. მხოლოდ თავის თოჯინებთან შეუძლია თამაში. მაგიდასთან დასვავს ხოლმე  და წერა-კითხვას ასწავლის, ესაუბრება. სიმართლე, რომ გითხრათ, ფინანსურად ძალიან გვიჭირს. მარიტას ქუთუთოზე ოპერაცია სჭირდება. თვალს ვერ ახელს და ხანდახან წებოვანი ლენტითაც ვუმაგრებთ… ეს მძიმე სანახავია… 
– ნინო, მარიტა განიცდის? აცნობიერებს თავისი მდგომარეობის სირთულეს?
ნინო: ჩემი გოგონა ისეთი ტკბილია! უკვე შეკითხვებს მისვამს და ცრემლებს ვერ ვიკავებ. მეკითხება, ხალხი ასე რატომ უყურებს უცნაურად. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, მშვიდად რომ შეძლოს სკოლაში სწავლა და არ შერცხვეს საკუთარი გარეგნობის. არ მინდა დასაცინი გახდეს, ხომ იცით, ბავშვები ერთმანეთს არასდროს ინდობენ.
– ნინო, რა არის თქვენი საარსებო წყარო? გეხმარებათ ვინმე?
ნინო: ჩემი მეუღლე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მსახურობს. არაა მარტივი მისი სამსახური, მაგრამ შვილისთვის ყველაფერს აკეთებს.
– ნინო, გვითხარით, სანამ მარიტა ოპერაციას ელოდება, რით შეგვიძლია, რომ გავახაროთ?
ნინო: ძალიან უყვარს თოჯინების და ყვავილების ხატვა. ძალიან გაუხარდებოდა ფუმფულა სათამაშოები, ლამაზი კაბები.
– შეიძლება მარიტას გავესაუბროთ?
ნინო: კი, რა თქმა უნდა, ოღონდ ოპერაციაზე არაფერი უთხრათ, ჯერ არაფერი იცის. თანხას თუ ვერ შევაგროვებთ და ვერ გავუკეთებთ, გული ეტკინება.
– მარიტა, საყვარელო, მოგვიყევი შენს მეგობრებზე, ამ თოჯინას ხელს რომ არ უშვებ, ძალიან გიყვარს, ხო?
მარიტა(4 წლის): ის ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს. მამიკომ მაჩუქა, ასე თქვა, ქუჩაში შემხვდაო, მარტო იჯდა და ტიროდა, მამიკომ უთხრა რომ სახლში ულამაზესი გოგონა, მარიტა ელოდება, მასთან წაგიყვან და შენი დედიკო გახდებაო.
– მარიტა, რაზე ოცნებობ?
მარიტა(4 წლის):  ვოცნებობ ვისეირნო, ბაღში ვიარო, სკოლაში და ბავშვების დაბადების დღეებზე. დედა მეუბნება, რომ ჯერ არ შეიძლება. დედა მულტფილმებსაც არ მაყურებინებს, მაგაზეც ამბობს, ჯერ არაო.
– ნინო, თქვენი მეუღლე სად გაიცანით? როგორი ადამიანია?
ნინო:  უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ ოჯახი შევქმენით. დავითი კარგი მამა და მეუღლეა, მისთვის ოჯახი წმინდათა წმინდაა!
– ნინო, გვითხარით, რა გჭირდებათ?
ნინო: უპირველეს ყოვლისა, მათ, ვინც წაიკითხავს ამ სტატიას, ვუსურვებ შვილები მუდამ ჯანმრთელი ყავდეთ. რამის თხოვნა ძალიან მიჭირს! მხოლოდ შვილის ავადმყოფობის გამო მოგმართეთ! თავადაც ყველაფერს ხედავთ.  მე და ჩემს მეუღლეს, მარიტას სევდიანი თვალების ცქერა ძალიან გვიჭირს, როცა სხვებთან ერთად  ეზოში სირბილი და მხიარულება უნდა. 
————-
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას მარიტა აფციაურის დასახმარებლად, მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.
დაურეკეთ ნინოს, გაამხნევეთ და უთხარით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ასევე შეგიძლიათ ეს პატარა პრინცესა პირადად გაიცნოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ. ტელეფონის ნომერი: 595 07 48 42 მისამართი: ასპინძა, სოფელი იდუმალა. 
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე; office-fsp@fsp.ge.
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ანგარიშებზე: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: მარიტა აფციაური) 
ვებგვერდიდან:
სწრაფი გადახდის აპარატებიდან: nova technology, tbcpay и expresspay 
(ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus) 
მეგობრებო, გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ და ვაჩუქოთ იმედი პატარა მარიტას, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ბედნიერი იყოს  და იცხოვროს ისე, როგორც ნამდვილ, პატარა, ქართველ პრინცესას შეეფერება!

სარკევ, სარკევ, უთხარი მარიტას, რომ ის არის ყველაზე ლამაზი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        „დედიკო, ნახე… ეს სარკე მართლაც ჯადოსნურია! შეხედე, რა ლამაზი ვჩანვარ… სინამდვილეში ხომ, სულაც არ ვარ ასეთი ლამაზი?“ – გახარებული უხმობს შვიდი წლის მარიტა  თავის დედიკოს. „შენ ძალიან ლამაზი ხარ, ჩემო სიცოცხლე. ნამდვილი პრინცესა ხარ!“ – პასუხობს ნინო და ბედნიერია, რომ მარიტას ჩამოშვებულ, მუდამ მოწყენილ, ანგელოზისფერ თვალებში სიხარულის სხივებს ხედავს. 

„ეს სარკე არ ლაპარაკობს, მაგრამ მაინც ჯადოსნურია!“

         დიახ, დღეს მარიტას უამრავი საჩუქარი მოუტანა სიკეთის ქარმა, რომელიც ჩვენი ფონდიდან ამოქროლდა და თქვენი შემწეობით, კიდევ ერთხელ გაყარა შავი ღრუბლები, ჩვენო კეთილო მეგობრებო! მადლობა. რომ არსებობთ, მადლობა, რომ მუდამ ჩვენთან ხართ და უანგაროდ ცდილობთ კიდევ და კიდევ მრავალი ოჯახი დაიხსნათ გაჭირვებისა და  უბედურებისგან! უფალი იყოს თქვენი მფარველი!
       მარიტა აფციაური შვიდი წლისაა.  მას მისი ასაკის ბავშვებში უიშვიათესი დაავადება – ქუთუთოების ფტოზი აღმოაჩნდა.  სწორედ ამ დროს ოჯახი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მათი სახლი ჩამოინგრა. თითქმის ქუჩაში დარჩნენ.  ეკონომიურად ძალიან გაუჭირდათ. არ ჰქონდათ ცხოვრებისთვის ნორმალური პირობები და იმის საშუალება, რომ ექიმისთვის მიემართათ. მარიტას შესახებ პოსტის სანახავად გადადით  შემდეგ ბმულზე:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/558-marita/

აქ, მარიტამ თავისი პატარა სამყარო მოიწყო. ამბობს, რომ საწოლი ორსართულიანი სახლივითაა…

       ნინო, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენი გასაჭირის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა?
ნინო(დედა):  შეხედეთ ჩემს გაბრწყინებულ გოგონას, მისი ბედნიერი ღიმილი განა არ იძლევა ამ კითხვაზე პასუხს?  ჩვენი ცხოვრება  ეს პატარა გოგონაა, ის კი ძალიან შეიცვალა. თქვენ მას სურვილები აუხდინეთ. უზომოდ მადლობლები ვართ იმ  ძვირფასი საჩუქრებისთვის, რაც მივიღეთ. ყველაფერი ძალიან გვჭირდებოდა. სახლი დაგვენგრა და თითქმის აღარაფერი გაგვაჩნდა. მარიტას დიაგნოზმა საერთოდ გაგვანადგურა. უიმედოდ დარჩენილებმა თქვენს ფონდს მივმართეთ.  პოსტის გამოქვეყნების შემდეგ თვალყურს ვადევნებდით თუ რამხელა გამოხმაურება ჰქონდა მარიტას ამბავს. თურმე რამდენი კეთილი ადამიანი ცხოვრობს ამ ერთიმუჭა საქართველოში… ვერასდროს დავიჯერებდი, რომ  სრულიად უცხო, ამდენი ადამიანის ასეთ თანადგომას მივიღებდით. თქვენი ფონდის მეგობრები – თქვენი მკითხველები ჩვენი მფარველი ანგელოზები არიან… და არა მარტო ჩვენი,  გასაჭირში მყოფი ყველა ოჯახის! მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ,  ვინც მუდამ ფიქრობს და ზრუნავს სხვაზე. დიდი ნიჭია გააკეთო სიკეთე და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდე. ეს მართლაც ის გზაა, რომელიც უფალთან გვაახლოებს! მეგობრებო, რაც ჩვენთვის გააკეთეთ,  ასმაგად დაგბრუნებოდეთ მომავალში.
 მარიტამ დღეს შესანიშნავი საჩუქრები მიიღო, მაინც რა საჩუქრებია? მეც მაჩვენებ, მარიტა?
მარიტა (7 წლის):  ყველაფერს გაჩვენებ, მაგრამ ჯერ ამ სარკეში ჩაიხედე, ნეტა, შენც უფრო ლამაზი გამოჩნდები?
        – როგორც ვხედავ, ყველაზე მეტად ეს „ჯადოსნური“ სარკე მოგეწონა?
        მარიტა: ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვოცნებობდი ასეთ სარკეზე, კარადასა და საწოლზე. როდესაც ჩემი ოთახი არ მქონდა, სულ ვოცნებობდი… მინდოდა ლამაზ საწოლში დამეძინა და არა ისეთში, როგორც მაშინ… სახლი რომ ჩამოგვენგრა… მინდოდა დილით ლამაზ სარკეში ჩამეხედა, ლამაზი კაბები ჩამეცვა, რომლებსაც ძილის წინ ლამაზ კარადაში შევინახავდი…მაგრამ, არ მქონდა… არც სათამაშოები მქონდა… მხოლოდ ერთი, მამიკომ რომ მომიტანა…
        – ახლა, ხომ გაქვს ლამაზი თოჯინა?
       მარიტა: კი, ჩემი თოჯინა ძალიან ლამაზია, დედამ მითხრა, ფონდის მეგობრებმა გამოგიგზავნესო. მე არ ვიცი, რა არის „ფონდი“, მაგრამ მგონია, რომ იქ ბევრი კეთილი ადამიანი  ცხოვრობს და ისინი ყველა ბავშვს ოცნებებს უსრულებენ!
ნინო, მარიტას ესაჭიროებოდა ოპერაცია, რათა შეჩერებულიყო ქუთუთოს დაშვება და თავიდან აგვეცილებინა მხედველობის გაუარესება. რა მდგომარეობაა ახლა?
ნინო: მარიტა თურქ სპეციალისტებს ვაჩვენეთ. მათ გადაწყვიტეს ოპერაცია დროებით გადაგვედო. ჯერ საჭიროა მისი დაკვირვება, ექიმის მეთვალყურეობა, მკაცრი კონტროლი.  შემოწმებას ყოველთვიურად გავდივართ.

,,ახლა უკვე სხვა ბედნიერ ბავშვებს დავემსგავსები…“

        მარიტა: მოდი, მოდი ყველაზე მთავარი გაჩვენო…აი, კიდევ ერთი ყველაზე, ყველაზე მაგარი საჩუქარი… ნახე, როგორი  პლანშეტი მაქვს! მისი დანახვისას ისეთი ვიყვირე-ე-ე-ე… სიხარული ვერ დავმალე! მე ხომ ამდენ ხანს ვოცნებობდი პლანშეტზე?! დედა ვერ მყიდულობდა. ახლა უკვე მაქვს!  დავჯდები და მოვუსმენ ჩემს საყვარელ ,,არლეკონოს“ და ვუყურებ ,,მაშა და დათვს“.

,,ახლა უკვე ორი მარიტა ვართ – ერთი მე და ერთიც სარკეში.  რაც მთავარია, ორივე ბედნიერია!“

       – სიმღერა გიყვარს? იცი, ვინ არის არლეკინი?
      მარიტა: ვიცი, ჯამბაზია მხიარული გამომეტყველებით და ხანდახან, მოწყენილი გულით. ძალიან მიყვარს სიმღერა და ვოცნებობ, მეც ვიმღერო არლეკინოზე, როგორც ბავშვები მღერიან ლამაზ სცენაზე.
        – კიდევ რაზე ოცნებობ, მარიტა?
       მარიტა: კიდევ, სულ კარგად ვხედავდე. თვალები არ მეტკინოს და მალე გავიზარდო. მინდა, გავხდე სიკეთის მასწავლებელი.
       – ეგ როგორ?
      მარიტა: ეს პროფესია მე გამოვიგონე (იცინის). ეს იგივეა, რაც კეთილი ჯადოქარი. სინამდვილეში, მინდა ყველას ვასწავლო, რომ ვინმეს რამეს თუ აჩუქებენ, ის რაც ძალიან სჭირდება და გაახარებენ ადამიანებს, ყველა ბედნიერი იქნება. თქვენ ხომ გინდათ, რომ ყველა ბედნიერი იყოს? მე ძალიან მინდა…
***
          ჩვენც გვინდა, საოცარო გოგონა მარიტა, რომ ყველა ბედნიერი იყოს საქართველოში. განსაკუთრებით, შენნაირი პატარა ანგელოზები! გვინდა, არ სტკიოდეთ, არ შიოდეთ, არ სციოდეთ და ჰქონდეთ ბევრი სათამაშოები! მაგრამ ეს ძალიან რთული საქმეა. იმდენად რთული, რომ დიდ ადამიანებს უჭირთ ამის მოგვარება. ალბათ, სიკეთის ბევრზე ბევრი მასწავლებელია საჭირო, ყველაფერი რომ შეიცვალოს.
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: აფციაურების ოჯახი).
      თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე 
https://goo.gl/GY2Gus
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე:  https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივნ 01
ფონდის ზედნადები ხარჯები
1030.00₾
2021 აგვ 31
მკურნალობის ღირებულება
90.00₾
2022 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
90.00₾
2022 ივნ 10
კარადა
1400.00₾
2022 ივნ 13
საწოლი
1400.00₾
2022 ივლ 01
პლანშეტი
550.00₾
2022 აგვ 12
თოჯინა
99.00₾
2023 იან 18
მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა სოგომონოვი
1109.16₾

სულ ხარჯები:

5768.16₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2022 20:00:00
₾7.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2022 10:18:02
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.04.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.04.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.04.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2022 15:17:45
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2022 17:45:02
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2021 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.12.2021 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾5,768.01

363 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,768.01

363 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება