ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ძალიან კეთილი და მზრუნველი დედის, მაკას სევდიანი ისტორია!

calendar მარტი 20, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მთელ სამყაროში სრულიად მარტო დარჩა, უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდნენ მოსიყვარულე დედა და მისი ოთხი შვილი!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მთელ სამყაროში სრულიად მარტო დარჩა, უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდნენ  მოსიყვარულე დედა და მისი ოთხი შვილი!

უფროსი, ვლადიმერი, უკვე სტუდენტია. დამოუკიდებლად მიაღწია ყველაფერს. 14 წლის ქეთევანი და 12 წლის გიორგი კი, დედას როგორც შეუძლიათ, ისე ეხმარებიან.

ყველაზე მეტად მარტოხელა დედას, მისი უმცროსი შვილის, 10 წლის პეტრეს  ავადმყოფობა უკლავს გულს. მას დაუნის სინდრომი აქვს.

– მაკა, გვითხარით, ყველაზე მეტად რა გაწუხებთ?

მაკა: რა მოითვლის ჩემს პრობლემებს. მე რა მიჭირს.. ბავშვიბია მთავარი!კი არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ!საშინელი მდგომარეობაა… გარშემო მიმოიხედეთ. ნანგრევებში ვცხოვრობთ!ღია ცის ქვეშ ცხოვრების ტოლფასია. შიშველი ბეტონის კედლებში, ზამთარში საშინელად ცივა, ზაფხულში კი ცხელა. წვიმის დროს წყალი ჩამოდის. 43 წლის ვარ, პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგი, საბავშვო ბაღშიც შემიძლია მუშაობა. მაგრამ სად წავიდე, როცა პეტრეს ერთი წამითაც ვერ ვტოვებ. საშინელება ისაა, რომ საჭმელიც კი არ გვაქვს.

– სახელმწიფო როგორ გეხმარებათ?

მაკა: ამჟამად ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყაროა სოციალური დახმარება, 100 ლარი ორ არასრულწლოვანზე, 14 წლის ქეთევანსა და 12 წლის გიორგიზე. 3-4 თვის წინ, მერიას ვთხოვე დახმარება. გვითხრეს, რომ მეტის საშუალება არ აქვთ.

– თქვენს შვილებზე გვიამბეთ.

მაკა: ოთხი შვილი მყავს. ძალიან მეამაყება ჩემი უფროსი ბიჭი, ლადო. უკვე სტუდენტია. სახელმწიფოს სრული დაფინანსებით სწავლობს, საკვების წარმოების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. 14 წლის ქეთევანი და 12 წლის გიორგი კი, სკოლის მოსწავლეები არიან.

ჩემი უმცროსი ბიჭი, 10 წლის პეტრე ჩემი გულის ტკივილია, მძიმედ არის ავად. დაუნის სინდრომით დაიბადა, მგლის ხახით, ჰიდროცეფალიითა და კიდევ ბევრი მძიმე დიაგნოზით. გაუსაძლისი თავის ტკივილები აქვს, სითხე, რომელიც თავის ქალაში ჰიდროცეფალიის გამო გროვდება, ყურიდან გამონადენის სახით გამოდის, ჩირქდება… ახლა მარცხენა ყურში აღარ ესმის და სმენის აპარატი სჭირდება… ასევე სჭირდება სპეციალური ფეხსაცმელი – ავადმყოფობის გამო, ფეხზე რამდენიმე თითი მოკვეთეს… მუდმივი მოვლა და მკურნალობა სჭირდება. ღმერთო, შენ მიშველე! – მწარედ ატირდა მაკა.

როდესაც ჩემი ბიჭი გაჩნდა და აღმოჩნდა, რომ ისეთი არ არის, როგორც ყველა, ექიმებმა მირჩიეს სამშობიაროში დამეტოვებინა. „მაინც ვერ გადარჩება, თქვენ კი კიდევ სამი გყავთ გასაზრდელიო.“  არც მომისმენია – ხმას აუწია აღშფოთებულმა მაკამ, – როგორ შეიძლება, საკუთარ სისხლსა და ხორცზე უარი რომ თქვა?!

ხედავთ? გადარჩა! – გულში ჩაიკრა და აკოცა პეტრეს, – სიარული, ლაპარაკი, სიმღერა და ხატვაც კი ისწავლა!ნეტავ იცოდეთ, რა საყვარელია!

– თქვენი აზრით, ამჟამად ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

მაკა: პეტრეს სმენის აპარატი სჭირდება, მარცხენა ყურში თითქმის აღარაფერი ესმის. ამჟამად ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. მიჭირს რაიმე კონკრეტულის თხოვნა, ნებისმიერი, მცირედი დახმარებისთვისაც ძალიან მადლობელი ვიქნები… ბავშვებს საჭმელსაც კი ვერ ვუმზადებ, არც გაზი გვაქვს, არც გაზქურა და არც მაცივარი… გაზის გადასახადის დავალიანება გვაქვს. როცა არჩევანის გაკეთება  მიწევს პეტრეს წამალსა და კომუნალურ გადასახდებს შორის, რა თქმა უნდა წამალს ვირჩევ… საჭმელი კი ჩვენთვის ლადოს მოაქვს, სოციალური სასადილოდან…

– რამდენად მორწმუნე ადამიანი ხართ?

მაკა: ყველაფერში უფლის იმედი მაქვს!ბევრს ვლოცულობ!პეტრეს შეხედეთ, ნუთუ ეს უფლის სასწაული არაა?

– ნაცნობები, ან მეზობლები თუ გეხმარებიან?

მაკა: ნათესავებიც და მეზობლებიც, რითაც შეუძლიათ, მაგრამ მათ თავადაც ძალიან უჭირთ. ყველაზე მეტად კი ჩემი შვილები მეხმარებიან. უფროსი ბიჭი, ლადო, ძალიან მეამაყება. საჭმლის მომზადება ძალიან მოსწონს და საკვების წარმოების ტექნოლოგიას სწავლობს. მას შემდეგ, რაც მისმა მამამ მიგვატოვა, ის გახდა ოჯახის უფროსი და ყველაფერზე პასუხისმგებელი…  რა ქნას? დღისით სწავლობს, ლექციების შემდეგ კი, მე მეხმარება. მის გარეშე, თავს ვერ გავართმევდი. ალბათ, თავს მოვიკლავდი…

– უმცროსი შვილები, ქეთევანი და გიორგი?

მაკა: პეტრეზე იცით როგორ ზრუნავენ? მეხმარებიან მის დაბანაში, ეთამაშებიან… მაგრამ ისინიც ხომ ჯერ ბავშვები არიან და დედის მზრუნველობა სჭირდებათ. მე კი  მათთვის რის გაკეთება შემიძლია?

– მეუღლემ რატომ მიგატოვათ? გიყვარდათ ერთმანეთი?

მაკა: ჩემს მეუღლეზე არ მსურს ცუდის ან კარგის ლაპარაკი. უბრალოდ არ მესმის, როგორ უნდა იგრძნოს თავი მამამ, როდესაც იცის, რომ მისი შვილები შიმშილობენ და იტანჯებიან. ის მე კი არა, ცხოვრების სირთულეებს გაექცა. უფალი ხედავს ყველაფერს. მიატოვა ოთხი შვილი, რომელიც ყოველ საღამოს, გულში იმედით ელოდება, ცივ და ნესტიან სახლში…

– რამდენიმე კითხვა მაქვს ბავშვებთან – მოგვიყევი, როგორ ხარ? რაზე ოცნებობ?

პეტრე: მე მათემატიკა მიყვარს და ქართული ენა. კიდევ სიმღერა და ხატვა მიყვარს, ხატვის მასწავლებელი მინდა გავხდე, – გაგვიზიარა თავის გეგმები ბიჭმა. – დედა, შეიძლება დეიდას პლანშეტის ყიდვა ვთხოვო?

– რა თქმა უნდა გიყიდით, შვილო!

ქეთევანი: მე ვოცნებობ, რომ პეტრე გამოჯანმრთელდეს, დედიკომ აღარ იტიროს და კიდევ, პატარა ოთახი მინდა მქონდეს. მინდა, რომ ჩემს ოთახში მესტუმრონ ხოლმე მეგობრები და ჩემი დანგრეული სახლის აღარ შემრცხვეს…

გიორგი: ვოცნებობ, რომ პეტრეს აღარაფერი სტკიოდეს… მამიკო რომ დაბრუნდეს და ფეხბურთი ვითამაშოთ ერთად…

– გიყვარს ფეხბურთის თამაში?

გიორგი: რა თქმა უნდა!მაგრამ მე არ მაქვს არც ფორმა და არც ბურთი, მაგის გარეშე სკოლის გუნდში არ მიმიღებენ. ჩვენ კი მაგის საყიდლად ფული არ გვაქვს.

– უცხო ხალხის სიკეთის თუ გჯერათ?

მაკა: ყველანი უფლის შვილები ვართ და ყველაფერი მისი ნებაა!მე და ჩემს შვილებს გვჯერა!მეგობრებო, როგორცხედავთ, ხახიაშვილების მრავალშვილიანოჯახსძალიანუჭირს. ძალაინსჭირდებათპროდუქტი, მედიკამენტები, ტანსაცმელი, საოჯახო ტექნიკა, ინვენტარი, ავეჯი!გამოვიჩინოთგულისხმიერება, ხელიგავუმართოთმათდამივცეთბავშვებსშესაძლებლობანორმალურადგანვითარდნენდაბედნიერიბავშვობაჰქონდეთ. შეგიძლიათთავადეწვიოთამოჯახსდაგაუწიოთდახმარება. მერწმუნეთ,ბავშვებსძალიანგაახარებთ! დაურეკეთმაკას, ჰკითხეთრასჭირდება, გაამხნევეთდაუთხარით, რომგასაჭირშიარმივატოვებთ! ესძალიანმნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: თბილისი, ზემო ვეძისი №101 ტელეფონის ნომერი:  599 01 77 95მეგობრებო, ჩერნოვეცკისფონდიიწყებსსაქველმოქმედოაქციას ოჯახისდასახმარებლად. როგორციცით,ჩვენიფონდისდახმარებაერთჯერადი როდია. ბავშვებისგარეშე,ქვეყანასარაქვსმომავალი! გავუფრთხილდეთმომავალთაობას! დაეხმარეთგადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინითქვენინათესავებისსიაშიდაეჭვიცარგვეპარება,  უფალიდაგლოცავთ.

აუცილებლადგააზიარეთესინფორმაცია, რათათქვენმამეგობრებმაცშეიტყონამოჯახისუბედურების შესახებ! ესმნიშვნელოვანია!

უფალიგვაძლევსსაშუალებასვიზრუნოთიმადამიანებზე, ვისაცამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირადკეთილივერიქნება. გვერდსნუაუვლით გაჭირვებულს,თითოეულიმათგანიუფლისგანაანაბოძები, რათაშევძლოთღმერთსჩვენირწმენაარამხოლოდსიტყვიერად, არამედკეთილი საქმითდავუმტკიცოთ!

მეგობრებო, კიდევერთითხოვნაგვაქვს, თუკიშეიტყობთ, რომ  თქვენსნაცნობსანმეზობლსდახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთგულისხმიერებადამოგვწერეთ ამის შესახებელექტრონულმისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენიფონდისსაბანკოანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: ხახიაშვილების ოჯახი) ასევეშეგიძლიათჩარიცხოთთანხაჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

თანხისჩარიცხვაშესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელებისმეშვეობით, მოძებნეთჩვენიფონდისსახელიგანყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდისდამატებითივალდებულებებსადაუფლებებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

ჩვენი ანგელოზები ხართ, ზეცით მოსული!

მეგობრებო, ეს სიტყვები სწორედ თქვენი მისამართით არის ნათქვამი! გისურვებთ ბედნიერებას!

შიმშილით ვიხოცებოდით… – დაიწყო მოთქმა მაკამ, როგორც კი დაგვინახა. –  თქვენ კი მოხვედით და შვილები გადამირჩინეთ, თავი ზღაპარში მეგონა!

მეგობრებო, შეხედეთ სურათებს. იცანით, ჭეშმარიტი ქართველი,  მარტოხელა, ოთხი შვილის გმირი დედა, მაკა?  თქვენც ატყობთ, რომ  მისი ავადმყოფი ბიჭუნა პეტრე, ბევრად უკეთეს ხასიათზეა?
ოჯახი, რომელიც სამი თვის წინ, დაგვხვდა ამ ნანგრევებში, გამხნევებულია და მომავალს იმედის თვალით უყურებს! ბავშვები მშივრები აღარ არიან და იღიმიან! ეს ყველაფერი, თქვენი სიკეთისა და გულისხმიერების დამსახურება გახლავთ! უკეთილშობილესი ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც, თანამემაულეებს გასაჭირში არასდროს არ ტოვებს!
თქვენ რომ არა… – სიხარულის ცრემლებს ღვრის მაკა… – ოჰ, რომ არა თქვენ და თქვენი უზომო სიკეთე… დიდი ხანია სამათხოვროდ ხელგამოწვდილი ვივლიდი! ზუსტად ვიცი, ასე იქნებოდა! თანაც ავადმყოფ ბავშვთან ერთად, რომელსაც ვერავის ვერ დავუტოვებდი! დიდება ყოვლისშემძლე უფალს იმისთვის, რომ ჩვენთან ასე დროულად მოგიყვანათ! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, თქვენ სასწაული მოახდინეთ! – საბრალო მარტოხელა დედა, ხელებს ზეცისკენ აღაპყრობს თვალცრემლიანი.
თქვენი დახმარება ძალიან დროული იყო, რომ არა თქვენ და ფონდის მეგობრების დიდსულოვნება, წარმოდგენა არ მაქვს, რა გვეშველებოდა. სოციალური დახმარება და პეტრეს ინვალიდობის პენსია, ერთი თვე ნამდვილად არ გვყოფნის. ჩემმა უფროსმა შვილმა კი, ლადომ, პანდემიის გამო დაკარგა თავის მიზერული შემოსავალიც. ის ხომ სწავლობს და სახლში მე მეხმარება კიდეც! მას შემდეგ, რაც მეუღლემ მიგვატოვა, მთელ ოჯახზე პასუხისმგებლობის უმძიმესი ტვირთი ლადოს დააწვა მხრებზე, ის კი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა!
ახლა ნამდვილად ვიცი, რომ არ ვართ მარტონი! თქვენ და ჩვენმა გულკეთილმა თანამემამულეებმა, დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ და გადაგვარჩინეთ შიმშილით სიკვდილს! თითოეულ თქვენთაგანს, ლოცვებში მოვიხსენიებ მთელი ცხოვრების მანძილზე!
 – გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

მაკა: ჩვენი ცხოვრება კი არ შეიცვალა, არამედ შემოტრიალდა 180 გრადუსით! მრავალი წლის მანძილზე, ჩემს შვილებს პირველად ეღირსათ ადამიანურად ჭამა! თქვენ სწორედ მაშინ მოხვედით, როდესაც მე საბოლოოდ დამღალა არსებობისთვის ბრძოლამ და მზად ვიყავი ბედს შევგუებოდი. სწორედ მაშინ, როდესაც კარანტინი გამოცხადდა  და საკმაოდ შეძლებული ოჯახებსაც კი, ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ! მზად არიან მოყვასის გადასარჩენად, უკანასკნელი სამოსი, პურის უკანასკნელი ლუკმაც კი გაიღონ და თავად მშივრები დარჩნენ!
სანამ სტატიას გამოაქვეყნებდით, ჩვენი გასაჭირის შესახებ არავინ იცოდა. თქვენი წყალობით, ადამიანებმა შეიტყვეს რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვიყავით და, ვინ იცის, შესაძლოა, ჩვენთვის უკანასკნელი კაპიკი გაიღეს. საკუთარი შვილების უკანასკნელი ლუკმა უწილადეს ჩემს პატარებს! 
ვერ წარმოიდგენთ, რამდენად მადლობელი ვარ ყველას! დღედაღამ ვილოცებ თითოეულ ადამიანზე, რომელიც მხარში ამომიდგა, ამ პერიოდში, რომელიც უმძიმესი იყო საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის!
– მაკა, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ გაიხსენოთ იმ ადამიანთა სახელები, ვინც დაგეხმარათ?

მაკა: გამიგია, რომ თქვენი ფონდი ხალხს მართლა ეხმარება… მაგრამ ასე? თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ხალხი მირეკავდა თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ გავემხნევებინე. ბოდიშს მიხდიდნენ, რომ არ შეეძლოთ მოსვლა და დახმარება მატერიალურად… წარმოგიდგენიათ? ბოდიშს მიხდიდნენ!
სამწუხაროდ სახელები ვერ დავიმახსოვრე… საშინლად დავიბენი… მინდა ყველამ მაპატიოს, და იცოდნენ, რომ მათთვის ყოველდღე ვლოცულობ!
 „კორსტანდარტ ბანკიც“ ძალიან დაგვეხმარა, მათ მოგვიტანეს ზღვა პროდუქტი და კიდევ, გაზისა და დენის დავალიანება დაფარეს… რომ არა ისინი, სიბნელეში და სიცივეში მოუწევდათ ჩემს შვილებს ყოფნა… მინდა, ყურადღებისთვის და მზრუნველობისთვის, უდიდესი მადლობა ვუთხრა. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ…
ერთი ოჯახი იყო მოსული, პროდუქტი მოგვიტანეს, ერთი ახალგაზრდა ბიჭიც… ძალიან ვწუხვარ, სახელები რომ ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ამიერიდან, ისინი ყოველთვის იქნებიან ჩემს გულში!
ცოტა ხნის წინ, ერთმა ქალბატონმა დამირეკა და ჩაგვირიცხა 80 ლარი, მერე კიდევ ერთმა ახალგაზრდა გოგონამ – 70.
მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა თქვენს თანამშრომელს, ნინოს. გვერდში ასე, ალბათ საკუთარი დაც არ დამიდგებოდა… მოგვიტანა იმდენი პროდუქტი, იმდენი სითბო და ყურადღება გამოიჩინა ჩვენს მიმართ, ნამდვილი სასწაულია! ღმერთმა არ მოაკლოს ჯანმრთელობა და სიკეთე მას და მის ოჯახს! ვერასდროს დავივიწყებ მის სიკეთეს!
– ადგილობრივი ხელისუფლება? რაიმე რეაქცია ჰქონდათ ჩვენს პოსტზე? რამით თუ დაგეხმარნენ?

მაკა: სამწუხაროდ არა, კარანტინის პერიოდშიც კი, ადგილობრივი მმართველობიდან არავის, საერთოდ არავის არ გავხსენებივართ… 
– მაკა, გვიამბეთ თქვენს ემოციებზე თუ შეიძლება.

მაკა: სიმართლე გითხრათ, როდესაც თქვენი თანამშრომლები მოვიდნენ და დახმარებას დაგვპირდნენ, არ დავიჯერე… მაგრამ თურმე, სასწაულები ხდება! ამდენი იმედგაცრუებისა და ტანჯვის შემდეგ, ისევ ვირწმუნე, რომ დედამიწის ზურგზე სიკეთე არსებობს და უამრავი კეთილი ადამიანია, ვინც ყოველთვის მზადაა მოყვასს ხელი რომ გაუწოდოს. ამის რწმენა, სწორედ თქვენ დამიბრუნეთ!
რა დამავიწყებს ჩემი შვილების თვალებს, როდესაც აუარებელი პროდუქტი მოგვიტანეთ. და არა მხოლოდ თქვენ, არამედ სრულიად უცნობმა ადამიანებმაც! მათ თვლებში ყველაფერი იკითხებოდა: გაოცება, სიხარული, აღტაცება… უსაზღვრო ბედნიერება… ბედნიერები იყვნენ, რომ მათზე კიდევ ვიღაცამ იზრუნა, გარდა მშობელი დედისა… ამდენი პროდუქტი თვალად არასდროს უნახავთ… მხოლოდ მაღაზიაში. ბავშვები უბრალოდ ვერ იჯერებდნენ რომ ჩვენთვის არის ეს ყველაფერი!
ტელევიზორი რომ მოგვიტანეს?! გვინდოდა გულში ჩაგვეკრა თქვენი თანამშრომლები! ეს ხომ ჩემი შვილების ოცნება იყო… თუნდაც პატარა, ძველი ტელევიზორი… ისინი გარე სამყაროს მოწყვეტილები იყვნენ… და უცებ ამხელა ეკრანი! ბავშვებს შეხებაც ეშინოდათ, თითქოს მირაჟივით აორთქლდებოდა… 
სარეცხი მანქანა, ბლენდერი… ოცნებად მქონდა ქცეული!!! იცით როგორია ხუთი ადამიანის სარეცხის ხელით რეცხვა ზამთარში, გაყინულ წყალში! ხელები ლურჯდება, წითლდება, სკდება… მერე კი, უბრალოდ ვეღარ გრძნობ… ახლა, ამ საქმეს სარეცხი მანქანა მიკეთებს, მე კი, უბრალოდ ბედნიერი ვარ!
 
– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

მაკა: თქვენ მდგომარეობა, საგრძნობლად შეგვიმსუბუქეთ.  შვილის ავადმყოფობის მიუხედავად, ამდენი წლის მანძილზე, თავისუფლად პირველად ამოვისუნთქე და ვიგრძენი, რომ ჩემი შვილები ჩემს გარდა, სხვებსაც სჭირდებათ! მივხვდი, რომ ჩვენი მდგომარეობა უიმედო არ არის. როდესაც გვერდით, ჩვენი დიდსულოვანი და კეთილშობილი თანამემამულეები, ქართველები გვყავს! 
– პეტრე, გთხოვ, გვითხარი, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

პეტრე(10 წლის): ტელევიზორი… ჩემი… ჩვენი ყველას ოცნება იყო! ჩემიც და ჩემი და-ძმისაც! ახლა შეგვიძლია, მულტფილმებს ვუყუროთ, და კიდევ საინტერესო გადაცემებს, ბუნებასა და ცხოველებზე! ტელევიზორი დიდია და ისე ჩანს, როგორც ნამდვილი! 
ქეთევანი(14 წლის): რამდენი საჭმელი მოგვიტანეს! 
გიორგი(12 წლის): კი, კი! უამრავი ტკბილეული! უთვალავი! ამდენი არასდროს არ გვიჭამია! ისეთიც, არასდროს რომ არ გაგვისინჯავს! 
ქეთევანი(14 წლის): უზომოდ მიხარია, დედიკოს სარეცხი მანქანა რომ აჩუქეთ… სულ ხელით რეცხავდა და მე არ მიშვებდა, რომ დავხმარებოდი, თვითონ კი, სისხლი მოსდიოდა, ხელები ისეთი დამსკდარი ჰქონდა! 
– ბავშვებო, კიდევ რა გჭირდებათ, თავი ბედნიერად რომ იგრძნოთ?

გიორგი(12 წლის): ქეთი, შენ უთხარი…
ქეთევანი(14 წლის): ჩვენ გვინდა, პეტრე ჯანმრთელი იყოს! სიგიჟემდე გვიყვარს! მინდა, რომ ისეთი იყოს როგორც ყველა და არაფერი აღარ სტკიოდეს! 
გიორგი(12 წლის): კი, გვინდა, ჩვენი ძმა ჯანმრთელი რომ იყოს… და კიდევ… კიდევ ბევრი, ბევრი კამფეტი! (იცინის)
– მაკა, გვითხარით, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ…

მაკა: თქვენ გადაგვარჩინეთ, კიდევ რაიმე როგორ უნდა გთხოვოთ? ჯერ კიდევ შემომრჩა ცოტა პროდუქტი, იქიდან რაც მოგვიტანა კეთილმა ხალხმა…
ერთს გთხოვთ, არ დაგვივიწყოთ… ბავშვის ავადმყოფობის გამო, ვერ ვიმუშავებ, მას მუდმივად სჭირდება ყურადღება და მოვლა. ჩემი უფროსი ვაჟი კი, თავად ჯერ ბავშვია და ასეთ მძიმე ტვირთს მარტო ვერ უმკლავდება… ჩემს გულში ისევ არის შიში იმისა, რომ დღეს თუ არა ხვალ, ჩემი შვილები შეიძლება ისევ მშივრები დარჩნენ… ადრე თუ გვიან, პროდუქტი გამოგველევა, თქვენ  ხართ ჩემი ერთადერთი იმედი!
უფალს მადლობას ვწირავ! თითოეული თქვენთაგანის, უზომოდ მადლობელი ვარ! დავრწმუნდი, რომ უამრავი კეთილი ადამიანია ქვეყანაზე. მადლობას გიხდით, რომ ერთობლივი ძალისხმევით, გადაგვარჩინეთ დაღუპვას! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
—-
         და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 
        ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
      სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
         თქვენი სიკეთე –  იმის შანსია, თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
         კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
   თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხახიაშვილების ოჯახი)
 ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/563-petre/
       სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.
       ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
1 ზარს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა – 0901 200 270 

          ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 აპრ 02
პროდუქტები
177.00₾
2020 აპრ 02
პროდუქტები
42.25₾
2020 აპრ 10
პროდუქტები
400.00₾
2020 მაი 21
პროდუქტები
399.16₾
2020 მაი 21
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1020.00₾
2020 ივნ 01
ფონდის ზედნადები ხარჯები
620.00₾
2020 ივლ 15
პროდუქტები
144.75₾
2020 ივლ 15
პროდუქტები
110.81₾
2020 ივლ 28
პროდუქტები
299.13₾

სულ ხარჯები:

3213.10₾

დარჩა:

0.90₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2020 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2020 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.07.2020 20:00:00
₾61.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.05.2020 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.05.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.05.2020 18:12:04
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.05.2020 22:15:59
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2020 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.05.2020 15:02:38
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.05.2020 11:10:31
₾10.00

შემოწირულია:

₾3,214.00

253 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,214.00

253 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება