ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემს გოგონასთან გატარებული ყოველი დღე, უფლის საჩუქარია.

calendar აპრილი 5, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

14 წელია მადონა შვილის სასთუმალს არ შორდება. ექიმები ეუბნებოდნენ, დიდხანს ვერ იცოცხლებსო.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

14
წელია მადონა  შვილის სასთუმალს არ შორდება.
ექიმები ეუბნებოდნენ, დიდხანს ვერ იცოცხლებსო. მაგრამ უფალი მოწყალეა
– უხანგრძლივებს დედას შვილთან ერთად ყოფნის წუთებს.

მეგობრებო,
გვინდა გაგაცნოთ ბოლქვაძეების
ოჯახი.

მადონა: ოჯახში რვანი ვართ. მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი სამი შვილი: 14 წლისმარიამი, 8 წლის
გიორგი და 7 წლისნიკოლოზი. ბებია, მარეხი და ბაბუა, გია. ასევე ჩემი მული – ქეთი.

– არაჩვეულებრივი ოჯახი გყავთ. თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ მარიამის
შესახებ.

მადონა: მარიამს ცერებრალური დამბლა აქვს. 14 წელია არ ვშორდები მის სასთუმალს,
ვემზადები საშინელი დასასრულისთვის, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები იმას, ის აღარ მეყოლება!

მძიმე
მშობიარობა მქონდა. ექიმები არჩევანის წინაშე დადგნენ: ან დედა, ან ბავშვი. მარიამი
რომ დაიბადა, ძალიან სუსტი იყო. ტირილიც კი არ შეეძლო. ახლაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.
ერთი სიტყვაც კი
არ უთქვამს,დამოუკიდებლად მოძრაობა
არ შეეძლო… მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. მისი სხეული დეფორმირებულია, ცალი
ფილტვი ნეკნებით გაიჭყლიტა და სუნთქვა უჭირს. ჟანგბადს კარგავს და მუდმივად სჭირდება
სპეციალური აპარატი.

– რა ოპერაციები გადაიტანა მარიამმა და რას გეუბნებიან ექიმები?

მადონა: როდესაც მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და სუნთქვა შეწყვიტა, კუჭსა
და ყელში პლასტმასის სტომები ჩაუდგეს. წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ამიხნეს, რომ მისი
გადარჩენისთვის ეს აუცილებელი იყო. ექიმებს უკვირთ, რომ დღემდე სუნთქავს.

ასეთი
ბავშვის მოვლა ძალიან რთულია. ამის შესახებ, თავიდანვე გამაფრთხილეს, მაგრამ ფარ-ხმალი
არ დამიყრია! სამი დღე გავატარე რეანიმაციაში ჩემს შვილთან ერთად და ზედმიწევნით შემასწავლეს
მისი მოვლა. მარიამს მარტო დატოვება არცერთი წამით არ შეიძლება.  პროცედურები რთულია, აუცილებელია სტერილურობის დაცვა
და ყოველი კვების შემდეგ, მილების კარგად ჩარეცხვა.ბათუმში მალე გაიხსნება
ასეთი ბავშვების მოვლისთვის სპეციალურად განკუთვნილი  ცენტრი. მესმის, რომ შესაძლოა სამედიცინო თვალსაზრისით,
მარიამისთვის იქ ყოფნა უკეთესიც იყოს, მაგრამ შვილთან განშორება უბრალოდ ვერ წამომიდგენია.
ყველა დედას ვუსურვებ,  ჯანმრთელი შვილები ყავდეთ.
ეს უდიდესი ბედნიერებაა!

– რა რჩევას მისცემდით თქვენსავით უკიდურესად რთულ მდგომარეობაში მყოფ დედებს?

მადონა: სამწუხაროდ, მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი… საკმაოდ ბევრი
დედაა ასეთ მგომარეობაში. არასოდეს დანებდეთ! ბოლომდე იბრძოლეთ თქვენი შვილის სიცოცხლისთვის!
ვინ შეძლებს ამას ჩვენს გარდა? და კიდევ… არავის მინდა თავს მოვახვიო ჩემი აზრი,
მაგრამ თუ არ ხართ დაკავებული სამსახურით, ნუ აიყვანთ უცხო ადამიანებს ასეთი ბავშვების
მოსავლელად. ყოველი წუთი გამოიყენეთ, აჩუქეთ მათ თქვენი სითბო და სიყვარული. მერწმუნეთ,
ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

– მადონა, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

მადონა: თავადაც ხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია მარიამი. ძალიან სჭირდება
ჰიგიენური საშუალებები, პამპერსი, ყველაფერი სტერილური უნდა იყოს. ამას მისთვის სასიცოცხლო
მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა სჭირდება სრულფასოვანი კვება, ხორცისა და რძის პროდუქტი,
ორგანიზმში კალციუმისა და კალიუმის მუდმივი ნაკლებობა აქვს.

 – გვიამბეთ, როგორ გაიცანით თქვენი
მეუღლე, როგორ გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა?

მადონა: მე და ქეთევანი, (მეუღლის და) რუსთავის კოლეჯში ერთად ვსწავლობდით.
საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ხშირად ვსტუმრობდი მის ოჯახს სოფელში, იქ გავიცანი მისი
ძმა, რომანი. ერთმანეთი ერთი დანახვით შეგვიყვარდა და „გავიპარეთ“, მაშინ ეს მოდაში
იყო. ჩემი საუკეთესო მეგობარი კი, ჩემი მული გახდა. დასავით მიყვარს. მისი თანადგომა
რომ არა, ალბათ ვერ გავუმკლავდებოდი ამდენ სირთულეს!

– კიდევ ვინ გეხმარებათ?

მადონა: ოჯახის წევრების დახმარების გარეშე, ბევრად უფრო გამიჭირდებოდა. ექვსი
წელი, ჩემს მშობლებთან ვიცხოვრეთ, რუსთავში, რადგანაც იქიდან უფრო მარტივი იყო მარიამის
თბილისში, ექიმთან ტარება. ყოველთვის გვეხმარებოდნენ. ასევე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი
ძმის, ვაჟასი. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც უჭირს, ყოველთვის ცდილობს დაგვეხმაროს
საყოფაცხოვრებო საკითხებში. ჩემი გოგონასთვის ყიდულობს და აგზავნის ფილტრებსა და მილებს,
ყველანაირად ცდილობს, რომ დაგვეხმაროს.

ჩემი
მული, ქეთი, ძალიან მეხმარება მარიამის მოვლაში. მისი მარტო დატოვება ხომ ერთი წამითაც
არ შეიძლება!

– სახელმწიფო თუ გეხმარებათ? ადგილობრივი მმართველობისთვის მიგიმართავთ დახმარებისთვის?

მადონა: ადგილობრივი მმართველობა მარიამისთვის წამლებით გვეხმარება. ძალიან
ბევრი გაჭირვებული ოჯახია ჩვენს რაიონში, დახმარება ბევრს სჭირდება და მე ეს კარგად
მესმის.

– ხსნას რაში ხედავთ?

მადონა: ჩვენი ოჯახი ძალიან მორწმუნეა. მე ხშირად  ვერ ვახერხებ, მაგრამ სამაგიეროდ ბავშვები სულ დადიან
ეკლესიაში და ეზიარებიან. უფალი კეთილ ადამიანებს ყოველთვის გვიგზავნის. ვიცი, თქვენი
მოსვლაც უფლის ნება იყო!

– უცხო ადამიანების სიკეთის გჯერთ?

მადონა: იცით, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რთულ პერიოდში, როდესაც ყველას
ასე ძალიან უჭირს, ხალხი ასეთ სიკეთესა და გულისხმიერებას გამოიჩენდა. ადგილობრივები
ძალიან გვეხმარებიან, მოაქვთ, რაც შეუძლიათ, წამლები, პამპერსი, ჰიგიენური საშუალებები.

– ბიჭებზე გვიამბეთ, სკოლაში სწავლობენ?

მადონა: გიორგი და ნიკა ძალიან კეთილი და მზრუნველი ბავშვები არიან. გიორგი
მესამე კლაშია, ნიკო კი პირველში. დიდად არ უხარიათ, სკოლაში სიარული რომ აღარ უწევთ,
სახლში მოიწყინეს. ორივეს უნდა, რომ ცნობილი ფეხბურთელები გახდნენ. უფრო სწორედ გიორგის
უნდა, ნიკო კი უფროს ძმას არაფერში ჩამორჩება. გიორგის ასევე ძალიან უყვარს ხატვა.
მულტფილმის გმირებს ხატავს და საკმაოდ კარგად გამოსდის.

თავიანთ
დაზე სიმართლეს ვეუბნები. იციან, რომ დაბადებიდან ავად არის. არასდროს არ ლაპარაკობდა,
არ დადიოდა და ბოლომდე ასეთი იქნება.

– ახლა ბავშვებს გავესაუბრები. ბავშვებო, შეიძლება დაგელაპარაკოთ? როგორ ხართ?
რა თამაშები გიყვართ? დედას და მამას როგორ ეხმარებით? რაზე ოცნებობთ?

გიორგი(8 წლის): მე კარგად ვარ, თქვენ? ყველაზე მეტად, ჩემს ძმასთან ერთად
ფეხბურთის თამაში მიყვარს. ცნობილი ფეხბურთელი გავხდები! რონალდუსავით, ხომ გაგიგიათ?
დედიკოს ვეხმარები ჩემი დაიკოს მოვლაში და სკოლაში დავდივარ.  კარგ ბურთზე ვოცნებობთ მე და ნიკო, თორემ ეს უკვე
ძალიან ძველია.

ნიკოლოზი(7 წლის): მეც მინდა დეიდას დაველაპარაკო! მეც ფეხბურთის თამაში მიყვარს.
აი ნახავთ, მე და ჩემი ძმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები ვიქნებით! მეც ვეხმარები
დედიკოს მარის მოვლაში, ვუმღერი და ვართობ. გინდათ თქვენც გიმღეროთ? ჩაიწერთ?

– არაჩვეულებრივი ბიჭები ხართ! ყოჩაღ! მადონა, რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?
რაზე გყოფნით?

მადონა: მარიამის ინვალიდობის პენსია 220 ლარი და სოციალური დახმარება 340
ლარი. სოფელში სამსახური ისედაც არ იშოვებოდა, ახლა კი, ამ ვირუსის გამო, მითუმეტეს.
თავადაც ხედავთ, მარიამის სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელია საკმაოდ დიდი თანხები,
შემოსავალი არ გვყოფნის, სრულფასოვან კვებაზე კი საუბარიც ზედმეტია.

-შესაძლოა ეს კითხვა ზედმეტად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველა ჩვენს
ბენეფიციარს ვუსვამთ, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

მადონა: შეიძლება ბევრმა ვერ გამიგოს, მაგრამ ძალიან მინდა, რომ სანამ ჩემი
მარიამი ცოცხალია, ღირსეული საარსებო პირობები ჰქონდეს.მისი მოვლისთვის აუცილებელია
პამპერსი, ნაზოგასტრალური მილები, ბლენდერი, რომელიც მუდმივად ფუჭდება. საჭიროა მის
ოთახში იატაკისა და შპალერის შეცვლა, რათა უფრო მარტივი იყოს ჰიგიენისა და სისუფთავის
დაცვა. გაზქურა გაგვიფუჭდა და მაცივარიც ძალიან ძველია, 15 წლის წინ ჩემმა მშობლებმა
ქორწილში გვაჩუქეს.

– ჩვენი ფონდის შესახებ როგორ შეიტყვეთ? რატომ გადაწყვიტეთ ჩვენთვის მოგემართათ?

მადონა: არა ერთხელ გამიგია, რომ ეხმარებით გაჭირვებულ ოჯახებს, ისეთი ბავშვების
დედებს, როგორც მარიამია. მინახავს, როგორ გიხდიდნენ მადლობას და გადავწყვიტე თქვენთვის
მომეწერა.

– როდესაც სტატიას გამოვაქვეყნებთ, თქვენი ოჯახის შესახებ თითქმის მთელი საქართველო
შეიტყობს. გინდათ ფონდის მეგობრების გაცნობა?

მადონა: დიახ, კეთილი ადამიანების გაცნობა ძალიან გაგვიხარდებოდა.

———

მეგობრებო, ამ ამბის წაკითხვის მერე, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს მორალური უფლება,
გასაჭირში მივატოვოათ ეს საბრალო ოჯახი! ყველამ ვევედროთ უფალს, რომ მარიამის სიცოცხლე
არ შეწყდეს!

მეგობრებო,
როგორც ხედავთ, გადარჩენისთვის მარიამს სჭირდება პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები და
საოჯახო ტექნიკა! დავეხმაროთ ამ ოჯახს, ჩათვალეთ, რომ თქვენი ნათესავები არიან!

გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ დედა-შვილს კიდევ
ცოტა ხანს ერთად ყოფნის შესაძლებლობა. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ
დახმარება. მერწმუნეთ, ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ მადონას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ
და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! 
ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: ჩოხატაურის რაიონი, სოფელი
ჯვარცხმა. ტელ: 599 15 49 36

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ
ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება,
გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მარიამ ბოლქვაძე) 

საიტიდან:

ტერმინალებიდან: OPPA,
TBCpay დაExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი.

ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა
და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

ახლა ეს ბავშვები ბედნიერები  არიან და ეს თქვენი დამსახურებაა!

შეხედეთ ამ სურათს – ეს ჩვენი მარი ბოლქვაძეა! მისი სულის შემძვრელი ამბავი ოთხი თვის წინ გიამბეთ პოსტში „ჩემს ავადმყოფ გოგონასთან გატარებული ყოველი დღე, უფლის საჩუქარია!“
მაშინ, ბოლქვაძეების ოჯახში შემაძრწუნებელი უიმედობა სუფევდა. 14 წლის მარისა და მისი ორი ძმის გიორგის (8 წლის) და ნიკოლოზის (7 წლის) მოსიყვარულე მშობლები ცერებრალური დამბლით დაავადებული გოგონას სიცოცხლისთვის ფაქტობრივად მარტო ებრძოდნენ და უფალს დახმარებას ევედრებოდნენ… ღმერთმა ისმინა მათი ლოცვა! დახმარება, ჩვენი კეთილი და დიდსულოვანი თანამემამულეების სახით გამოუგზავნა! თქვენ მოახდინეთ სასწაული, ოჯახს რწმენა და იმედი დაუბრუნეთ! 
თქვენი დამსახურებით, ეს ბავშვები ახლა ბედნიერები არიან! მარიც კი, თითქოს ცდილობს რომ ღიმილი გაჩუქოთ…
მრავალშვილიან დედაზე, მადონაზე აღარაფერი რომ ვთვათ…ის ვერც წარმოიდგენდა, რამდენად გულუხვი მეგობრები ჰყავს ჩვენს ფონდს. მათ ხომ უმწეო დედას, საკუთარი მძიმე ცხოვრების დავიწყების შესაძლებლობა მისცეს…
– მადონა, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, მას შემდეგ რაც თქვენს შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

მადონა: ჩემი ცხოვრება? იცით, უკურნებელი სენით დაავადებული ჩემი  გოგონას საშინელი ხვედრი წამიერად დამავიწყდა კიდეც. საკუთარ თავს ისეთი ფუფუნების ნება მივეცი, როგორიცაა დარდის დავიწყება და ბედნიერების შეგრძნება. თუნდაც ცოტა ხნით… როდესაც ჩავრთეთ ტელევიზორი, რომელიც ფონდმა გვაჩუქა, მარის სახეზე რაღაც ღიმილის მსგავსიც კი დავინახე… წამიერად მომეჩვენა, თითქოს შეიძლება წამოხტეს და ბედნიერებისგან ხტუნვა დაიწყოს… დარწმუნებული ვარ, განძრევა რომ შეეძლოს, სწორედ ასე იქნებოდა… 
გული საგულედან კინაღამ ამომიხტა, ჩემი ბიჭების ბედნიერი სახეები რომ დავინახე. თვალები გაუბრწყინდათ და სახე ღიმილით გაებადრათ.
         უფალს მადლობას ვწირავ, თქვენთან რომ გამომგზავნა. ხალხმა ჩვენს შესახებ სწორედ თქვენი პოსტის წყალობით შეიტყო! იმდენი რამ გვაჩუქეს: ბლენდერი, გაზქურა, პლანშეტი! ნახეთ, მარიამს რამდენი პამპერსი მოუტანეს? და რამდენი პროდუქტი? ბავშვებს როგორც იქნა გაახსენდათ, რას ნიშნავს კარგად ჭამა!
-საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

მადონა: ყველაფერი მომეწონა! როგორ გამოვარჩიო? მაგრამ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ბლენდერისთვის. ჩემი გოგონასთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! მარიამს ღეჭვის რეფლექსი განვითარებული არ აქვს ამიტომაც, მისთვის მხოლოდ რბილ საჭმელს ვამზადებ.
          ადრე იძულებული ვიყავი მთელი საჭმელი გამეხეხა, ან ჩანგლით დამეჭყლიტა. მაგრამ მაინც, როგორც საჭიროა ისე არ გამომდიოდა. ახლა კი, ყველაფერი ბევრად მარტივია.
– განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ ვინმე?

მადონა: არავის გამოყოფა არ მინდა. ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული. საკვები პროდუქტი და პამპერსი პირადად მოგვიტანეს. ახლა, თითოეულ მათგანთან ვმეგობრობ და მთელი გულით მიყვარს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა იცი, რომ შეგიძლია ვიღაცის იმედი გქონდეს! დიახ, მყავს მეუღლე, მული, შვილები, რომლებიც მუდამ  მიდგანან გვერდში. მაგრამ როდესაც სრულიად უცხო ადამიანი  ხელს გაგიმართავს – ორმაგად სასიხარულოა, ეს გამხნევებს და შემართებას გმატებს.
          – მადონა, ძალიან გვიხარია, რომ თავს ბედნიერად გრძნობთ, ცოტათი მაინც. ეს თვალებშიც კი ჩანს. ადგილობრივი ხელისუფლება გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? დაინტერესდნენ თქვენი მდგომარეობით? რამით თუ დაგეხმარნენ?

         მადონა: დიახ, დაინტერესდნენ! გვინახულეს კიდეც! ადგილობრივმა გამგეობამ საკვები პროდუქტი გადმოგვცა: ბურღულეული, ფქვილი, ზეთი, პური, შაქარი და კიდევ სხვა. ძალიან გვეხმარებიან! და მათი უზომოდ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ ჩვენთვის!
– გვიამბეთ თქვენს ემოციებზე.

მადონა: სიტყვები არ მყოფნის, ჩემი ემოციები რომ აგიღწეროთ! ასე არასდროს არავინ დაგვხმარებია!  ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი რამ ცხადში ხდება! თავიდან ეჭვი მეპარებოდა კიდეც, რომ დაგვეხმარებოდით! მაგრამ თქვენ დამიმტკიცეთ საპირისპირო! ახლა, მე მჯერა სასწაულების…
იცით, როდესაც ამდენი საჩუქარი მოგვიტანეს, ბავშვებმა სიხარულისგან კიოდნენ და მთელ სახლში დახტოდნენ! ჩვენს ცხოვრებაში არაფერი მსგავსი არასდროს არ მომხდარა! ბავშვებს დავდევდი და ვამშვიდებდი, მარი თვალებს აცეცებდა და ვერ ხვდებოდა, ირგვლივ რა აურზაური იყო. ზოგადად, ჩვენს სახლში სიჩუმეა ხოლმე (იცინის)
– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

მადონა: ძალიან ბევრს… ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ დაუნდობელ სამყაროში, ამდენი კეთილი ადამიანი არსებობს. როდესაც ფონდმა საქველმოქმედო აქცია დაიწყო, უამრავმა ადამიანმა დამირეკა, ყველანი მამხნევებდნენ… მაშინ  ვიგრძენი თავი ძლიერად… 
          ავადმყოფი ბავშვის დედობა მართლა ძალიან რთულია. ხან ეკითხები უფალს, რისთვის? ხან სასოწარკვეთილებაშიც ვარდები… მაგრამ როდესაც მხარდაჭერას გრძნობ და მორალური საყრდენი გაქვს – ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი ხდება. აცნობიერებ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი უფლის ნებაა. შენი მთავარი მისიაა – აიტანო, გაუძლო ამ ტკივილს, და არაფერი მოაკლო ავადმყოფ შვილს… მისთვის შეუძლებელიც კი უნდა შეძლო…
– ბავშვებს რა მოეწონათ ყველაზე მეტად?

მადონა:  ვაიმე, ყველაფრით აღფრთოვანებულები იყვნენ! მთელი ქვეყანა შეყარეს! ლამის ფერხული ჩააბეს ამ ყუთების გარშემო(იცინის)
მაგრამ ალბათ, ყველაზე მეტად პლანშეტი მოეწონათ. ახლა სკოლებში სწავლა არ არის, ამიტომაც მთელი დღე თამაშობენ და მხიარულობენ. რომ ვუყურებ, ძალიან მიხარია. მე ხომ შესაძლებლობა არ მაქვს, ასეთი სიხარული რომ ვაჩუქო… ბიჭები ხშირად მირბიან დაიკოსთან, ეძახიან: „მარი, მარი, ნუ გძინავს, შეხედე!“ და რაღაც მულტფილმებს აჩვენებენ.
           – თუ შეიძლება, მინდა ბავშვებსაც რომ გავესაუბრო. აბა მითხარით, ფეხბურთელებო, როგორ მოგეწონათ საჩუქრები?

          გიორგი(8 წლის): უმაგრესია! მაგრამ ყველაზე მაგარი საჩუქარი არის ტელევიზორი! უუუუზარმაზარია! როცა მოგვიტანეს, მე და ჩემს ძმას ახლოს მისვლა და შეხებაც კი გვეშინოდა, რომ არ გაგვეფუჭებინა. ისეთი ლამაზია! და თან რამხელა ხმა აქვს!  მუსიკას რომ ჩავრთავთ, ყველა მეზობელს ესმის, მაგრამ კარგები არიან და არ ჩივიან. რომ ჩაგვივლიან ხოლმე, ყოველთვის ეღიმებათ!
ნიკოლოზი(7 წლის): არა, დეიდა, ამას არ მოუსმინოთ! ყველაზე მაგარი საჩუქარი პლანშეტია! აი ეგ მართლა ძალიან მაგარია! იმდენი საინტერესო რამეა შიგნით! მულტფილმებსაც ვუყურებთ, შემეცნებით გადაცემებსაც, ვთამაშობთ კიდეც. გადაცემებს უფრო გიო უყურებს ხოლმე. მე თამაში მირჩევნია! 
          – თქვენს დაიკოზე რას იტყვით?

ნიკოლოზი(7 წლის): ოო! ჩემი აზრით, მარის, ტელევიზორი მოეწონა ყველაზე მეტად. როცა ჩავრთავთ, იღიმის ხოლმე. განსაკუთრებით მუსიკას რომ გაიგონებს! სამწუხაროა, ლოგინიდან რომ ვერ დგება. მარი უსათუოდ ცეკვას დაიწყებდა! და კიდევ, ჩემს დას ლაპარაკი რომ შეეძლოს, აუცილებლად გეტყოდათ „მადლობას!“ მაგრამ მე და გიო გიხდით მადლობას, მის მაგივრადაც!
        – რა კარგი ბიჭები ხართ! გვიხარია, ყველაფერი რომ მოგეწონათ! ახლა დედიკოს უნდა ვკითხო: მადონა, იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ...
          მადონა: უდიდეს მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დაგვეხმარა! უბრალოდ უფლება არ მაქვს, კიდევ რამე რომ გთხოვოთ… მაგრამ მარიამს პამპერსი მუდმივად სჭირდება, მუდმივად… თვეში თითქმის 3 შეკვრა იხარჯება… ჩვენ კი შეძენის საშუალება არ გვაქვს… ჩემთვის მთავარია მოვუარო ჩემს გოგონას და მის ჯანმრთელობაზე ვიზრუნო. სხვას, ყველაფერს გავუმკლავდებით! ეს კი თქვენი დამსახურებაა, ჩვენთვის ამდენი რომ გააკეთეთ.
—-
         და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 
        ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
      სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
         თქვენი სიკეთე –  იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
         კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
   თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბოლქვაძეების ოჯახი)
 ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/567-bolkvadzemari/
       სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.
       ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus )
1 ზარს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა – 0901 200 270 

          ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივნ 24
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1472.00₾
2020 ივნ 24
მედიკამენტები
620.00₾
2020 ივნ 24
პროდუქტები
135.00₾
2020 ივლ 08
ფონდის ზედნადები ხარჯები
510.00₾
2020 სექ 01
თეთრეული
190.00₾

სულ ხარჯები:

2927.00₾

დარჩა:

0.18₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2021 10:29:07
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.08.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.08.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.08.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2020 19:59:55
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.06.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.05.2020 09:32:53
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.05.2020 14:23:20
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.05.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.05.2020 17:58:25
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2020 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2020 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾2,927.18

207 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,927.18

207 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება