ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„ეგი“ – ნიშნავს „დედიკო მიყვარხარ!“

calendar აპრილი 17, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ეგი, ეგი… ეგი“ ყველაფერს ასე ეძახის, დედასაც, მეც, როცა შია, მაშინაც ამას ამბობს და მე ყოველთვის ვხვდები, რა უნდა!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

 „ეგი, ეგი… ეგი“
ყველაფერს ასე ეძახის, დედასაც, მეც, როცა შია, მაშინაც ამას ამბობს. – აგვიხსნა,
საბამ, ჯაბას ძმამ, რომელიც ასაკთან შედარებით, ძალიან სერიოზულია, – „იცით, მე ყოველთვის
ვხვდები, რა უნდა!“

სიღატაკე, შიმშილი, არანაირი საცხოვრებელი
პირობა… გადარჩება თუ არა, ეს ოჯახი მთელი კაცობრიობისთვის ასეთ მძიმე პერიოდში,
მხოლოდ ჩვენს სიკეთეზეა დამოკიდებული,  და უფლის
წყალობაზე!

 „ჯანმრთელ ბიჭს ველოდებოდით,
ვერც წარმოვიდგენდი, ასე რომ მოხდებოდა.“ – გვიამბობს ნანა. ჯაბა 11 წლისაა, ვერ დადის,
ვერ ლაპარაკობს. დამოუკიდებლად, მხოლოდ ჯდომა შეუძლია. საწოლიდან რომ ჩამოდის და ბეტონის
იატაკზე ხოხვას იწყებს, გული მეწვება… სუსტი ნერვები თუ გაქვთ, ეს სანახაობა თქვენთვის
არაა!

ოჯახშიხუთნი არიან: დედა – ნანა, მამა – მიხეილი,
და მათი სამი არაჩვეულებრივი შვილი: ჯაბა – 11 წლის, საბა – 7  წლის, და გიორგი – 3,5 წლის. ყველაფრის მიუხედავად,
ოჯახში სითბო და სიყვარული სუფევს, ყველანი ზრუნავენ ერთმანეთზე.

– ნანა, თუ შეიძლება, თქვენს უფროს შვილზე, ჯაბაზე გვიამბეთ.

ნანა: ჯაბა დაბადებიდან ავად არის. მძიმემშობიარობა მქონდა. თავიდან არ ჰქონდა ავადმყოფობის
ნიშნები და ექიმებმა გვითხრეს, რომ თავში კისტა აქვს და მაგაზე
ვმკურნალობდით. მიხაროდა, უფალს მადლობას ვწირავდი, რომ გადავრჩით. 3 თვის ასაკში ცერებრალური
დამბლა დაუდგინეს, ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა. რამდენი ტანჯვა გამოვიარეთ, რამდენ ექიმთან
ვიყავით! ჩემი ბიჭი არასდროს არ ლაპარაკობდა და არც დადიოდა, მხოლოდ ხოხვა შეუძლია.
ყველაფერზე ერთადერთ სიტყვას ამბობს: „ეგი“ , მე მეძახის, ნებისმიერ საგანს, შიმშილსა
თუ წყურვილს გამოხატავს. ძალიან იშვიათად ამობობს „დედას“. საქართველოში ვერაფრით დაგვეხმარნენ,
ძალიან კარგმა ექიმმა, გია ნატროშვილმა, გვირჩია მისი თურქეთში წაყვანა. იქაური მკურნალობის
შემდეგ, ჯაბა ფეხზე გაივლის.

– ჯაბას მოვლაში, რა არის ყველაზე რთული?

ნანა: ყველაფერი რთულია, ჯაბა სრულიად უმწეოა. კოვზით ვაჭმევ
და პამპერსებს ვუცვლი. ძნელია შეეგუო იმას, რომ შენი შვილი ვერასდროს გაივლის. ვისწავლე მისი ენის გაგება, ყველაზე
მტკივნეული კი ისაა, რომ ვერაფერს ვშველი.

– რა რჩევას მისცემდით ასეთივე რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ
დედებს?

ნანა: მოთმინება, მოთმინება, და კიდევ ერთხელ, მოთმინება!
მთელი გულით ვუსურვებ ყველა დედას, ჯანმრთელი შვილები ჰყავდეთ, ეს ცხოვრებაში ყველაზე
დიდი ბედნიერებაა!

– ნანა, თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა რაში მდგომარეობს?

ნანა: თავადაც ხედავთ, ჩემი შვილი რა მდგომარეობაშია. ასეთი
ავადმყოფის მოსავლელად, საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო. სრულფასოვანი კვება, ჰიგიენური
საშუალებები, ჩვენ კი ხანდახან, სახლში მხოლოდ წყალი და პური გვაქვს და ბეტონზე ვცხოვრობთ.
ვოცნებობ, ჯაბას თურქეთში წაყვანა შევძლო, შემპირდნენ, რომ იქ მკურნალობა აუცილებლად
შედეგიანი იქნება.

  – გვიამბეთ,
თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით, როგორ შექმენით ოჯახი?

ნანა: ფილმი „ხანუმა“ გასხოვთ? მაჭანკალზე. მოკლედ, ჩემმა
ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ უკვე ვაგვიანებდი გათხოვებას, მიუხედავად იმისა, რომ
ჯერ 24 წლისაც არ ვიყავი. მეზობელი სოფლებიდან ვართ მე და მიხეილი, ის თელეთადან, მე
კი სალომინაოდან. ერთმანეთი მეზობელმა გაგვაცნო. ალბათ ბედი იყო, მაშინვე დაქორწინება
გადავწყვიტეთ. ერთი ნახვის შეყვარების გჯერათ? სწორედ ასე მოხდა.

– ვინმე გეხმარებათ? ალბათ მხარდაჭერის გარეშე ვერ გაუმკლავდებოდით
ამდენ სირთულეს?

ნანა: იცით, სულ მარტო ვართ… ჩემი დედამთილი, მაია, შორს
ცხოვრობს და თავადაც დახმარება სჭირდება. ჩემებსაცძალიან უჭირთ, მიუხედავად ამისა, დედაჩემი
მაინც ახერხებს, რომ ხანდახან ყველი ან კიდევ რაიმე სოფლის ნობათი გამომიგზავნოს. ჩვენი
დედები, უკვე მოხუცდნენ და პირიქით, ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ. მამა დიდი ხნის წინ დავკარგე,
მამთილი კი შემოდგომაზე გარდაიცვალა.

– ოჯახი როცა შექმენით, რაზე ოცნებობდით? როდესმეწარმოგედგინათ, რომ
ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით?

ნანა: როგორც ყველა, ჩვენც დიდ და ბედნიერ ოჯახზე ვოცნებობდით. ახალგაზრდები
ვიყავით და გული იმედებით გვქონდა სავსე. უცხო ქვეყნების ნახვა გვინდოდა, დიდი და ლამაზი
სახლის აშენება. მაგრამ, ბედისწერამ სხვაგვარად ინება. იცით, როდესაც ჩემს პირველ შვილს,
ჯაბას, მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ მეუღლემ მითხრა, რომ
ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, ჩვენი შვილისთვის. გადავწყვიტეთ, რომ ჯაბა მარტო არ უნდა
იზრდებოდეს, და ორი უმცროსი ძმა გავუჩინე. გაიზდებიან და მასზე იზრუნებენ.

– სახელმწიფო გეხმარებათ? ადგილობრივი მმართველობისთვის
თუ მიგიმართავთ?

ნანა: ჩვენი სოფელი ძალიან ღარიბია. სამსახურის შოვნა ძნელია.
ადგილობრივი მმართველობა გვეხმარება, რითაც შეუძლია. შარშან, სახლში წყალი ჩამოდიოდა
და სახურავი შეგვიკეთეს. მათი ძალიან მადლობელი ვარ.

– ხსნას რაში ხედავთ? მორწმუნე ხართ?

ნანა: ძალიან მორწმუნე ოჯახი ვართ. მარხვას ვიცავთ, წირვა-ლოცვასაც
ვესწრებით. გუშინ კი, ტაძარში ვერაფრით ვერ მოვხვდი. კორონავირუსის გამო, ხალხს შეზღუდული
რაოდენობით უშვებდნენ.

-უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

ნანა: რა თქმა უნდა. მეზობლები ყოველთვის ცდილობენ  პროდუქტით მაინც დაგვეხმარონ. განასკუთრებული მადლობა
მინდა გადავუხადო საოცარ ქალბატონს, ქეთი კოდიაშვილს.  ძალიან დაგვეხმარა. მაცივარი, სარეცხი მანქანა,
წყლის გამათბობელი მოგვიტანა. ის რომ არა, არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა. თავადაც ხედავთ,
რა პირობებში ვცხოვრობთ. თქვენც, ფონდში, მან მოგწერათ. არაჩვეულებრივი ქალია!

– ეს თქვენი სახლია?

ნანა: თუ შეიძლება რომ სახლი დავარქვათ, კი. საცხოვრებლად
სამი ოთახია გამოსადეგი. გამოსადეგი როგორ, ფანჯრები ჩასასმელია, ყველა ღრიჭოდან ქარი
უბერავს, ბეტონის იატაკი. თავადაც ხედავთ, არაფერი გვაქვს, კარადაც კი, ძველისძველ
რკინის საწოლებზე გვძინავს.

– ბავშვებზე გვიამბეთ, სკოლაში დადიან?

ნანა: საბა პირველ კლასშია. არ გეგონოთ, ჩემი შვილი როა,
ასე იმიტომ ვამბობ, ის ყოველმხრივ ნიჭიერი ბავშვია. კარგად ხატავს, ცეკვავს, მღერის,
სკოლისა და ბაღის კონცერტებში ყოველთვის სიხარულით იღებს მონაწილეობას. პატარა გიო
კი ისეთი მეგობრული და სასაცილოა, ალბათ მისგან კარგი მსახიობი დადგება(იცინის). გიოს
უზომოდ უყვარს უფროსი ძმა. მე სიმართლეს ვეუბნები, ვფიქრობ, ყველაფერი ესმის. დაბადებიდან
ვასწავლი, რომ ჯაბაზე, ისე უნდა იზრუნოს, როგორც საკუთარ თავზე. ასეც იქცევა, თუ ვინმე
კამფეტს მისცემს, ყოველთვის ძმისთვის მოაქვს.

– ახლა ბავშვებს გავესაუბრები, თუ შეიძლება. ბავშვებო, როგორ
ხართ? რა თამაშები გიყვართ? დედიკოს და მამიკოს როგორ ეხმარებით?

საბა(7 წლის): მე კარგად ვარ. პირველ კლასში ვსწავლობ, ოღონდ
ეხლა არდადეგებია და სახლში მომწყინდა. გიორგისთან ბურთის თამაში მიყვარს. ჯაბა ჩვენთან
ერთად ვერ თამაშობს. მე ვეფერები და ვცდილობ ვეთამაშო, მაგრამ ის ტირის, ხშირად. ორბორბლიან
ველოსიპედზე ვოცნებობ. მეზობლის ბიჭმა მათხოვა, იცით რა

გიორგი(3,5 წლის): დეიდა, მე თოფი მინდა, დიდი!

– დედიკო ზღაპრებს გიკითხავს?

გიორგი(3,5 წლის): კიიი, დევზე, სოფელს წყალს რომ არ აძლევს.
მაგ ზღაპარში გოლიათია, რომელსაც გიორგი ჰქვია, ის  მთელ სოფელს გადაარჩენს!

– რა მაგარი ბიჭები ხართ! ნანა, გავნაგრძოთ ჩვენი საუბარი.
რა შემოსავალი გაქვთ? რაზე გყოფნით?

ნანა: სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 310 ლარს, ბავშვის ინვალიდობის
პენსიას – 220 ლარს და კიდევ ჯაბასთვის 90 ლარის პროდუქტს გვაძლევენ. მე ბავშვს, მარტოს
ვერ დავტოვებ, ჩემი მეუღლე კი ნებისმიერ დროებით სამსახურზეა თანახმა, სოფლის მეურნეობაში.
ჩვენს სოფელში შეუძლებელია მუდმივი სამსახურის ნახვა, ახლა მითუმეტეს.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ნანა: ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, ვნახო ჩემი ჯაბა ფეხზე
როგორ გაივლის. რამდენიმე ნაბიჯს მაინც გადადგავდეს. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება
იქნება. დამეხმარეთ, მთელი დარჩენილი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები. მუდამ ვილოცებ
თქვენზე, უფალი დაგლოცავთ ჩემი ბიჭის დახმარებისთვის და მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნებით.
– ორივეს თვალზე ცრემლი მოგვადგა.

ჩვენ არაფერი გვაქვს, თავადაც ხედავთ რა მდგომარეობაშია ჩვენი
საცხოვრებელი. არც ავეჯი გვაქვს, არანაირი ინვენტარი, იატაკიც კი! პროდუქტს და წამალსაც
კი ვერ ვყიდულობთ.

– ჩვენი ფონდი როგორ იპოვეთ? რატომ გადაწყვიტეთ ჩვენთვის
მოგემართათ?

ნანა: გამოუვალი მდგომარეობა მაქვს. მერწმუნეთ, რომ არა უკიდურესი
გაჭირვება, არასდროს არავის შევაწუხებდი. თქვენ კი იმდენ ოჯახს დაეხმარეთ, ადამიანებს
მომავლის იმედს აძლევთ.

– გინდათ ფონდის მეგობრები გაიცნოთ? ახალი მეგობრები რომ
შეიძინოთ?

ნანა: მთელი გულით გაგვიხარდება, ეს ჩვენთვის გადარჩენის
ტოლფასია.

———–

  მეგობრებო,
როგორც ხედავთ, თავაძეების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი,  პამპერსი, საოჯახო ტექნიკა და საწოლები!

  გამოვიჩინოთ
გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ, დავეხმაროთ ჯაბას, დამოუკიდებლად, რამდენიმე ნაბიჯი
მაინც გადადგას  და მივცეთ მის ძმებს შესაძლებლობა,
ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ
ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ ნანას,
ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან
მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია:
ვანის რაიონი, სოფელი ფერეთა. ტელეფონის ნომერი:  557710356

  მეგობრებო,
ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  თავაძეების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი
ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი!

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა
თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს
შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად
კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები,
რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო,
კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ 
თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება
და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: თავაძეების ოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ
გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

ჩვენ ახლა უბედნიერესი ადამიანები ვართ და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა!

„ბედნიერება თქვენთან ერთად გვეწვია სახლში! მადლობა თქვენ, მადლობა თითოეულ თქვენთაგანს! რა დიადი სული აქვთ ქართველებს, რომ გასაჭირში მარტო არ დაგვტოვეს…“ ამ სიტყვებით შეგვეგება ნანა, სამი შვილის დედა, რომელთა შორის ერთ-ერთი – 11 წლის ჯაბა, მძიმე ავადმყოფია.

„მე მხოლოდ ერთი მოკრძალებული თხოვნა მქონდა – საფენები ჩემი ბიჭისთვის, რადგან ხომ გესმით, ისინი მას ყოველდღე სჭირდება… ძალიან რთული იყო… თქვენ კი ისე გაგვახარეთ, იმდენი რამე მოგვიტანეთ… მადლობა ფონდის ყველა მეგობარს! შეხედეთ ბავშვებს – ამდენი სიკეთე მათ ცხოვრებაში არ უნახავთ. 
 უფალო, ნუთუ მართლა აღარ მომიწევს ამ სიცხეში ძველი ღუმელის დანთება და ჩემი ბავშვებიც აღარ დაიხრჩობიან ჭვარტლისაგან?.. უფალმა დაგლოცოთ! იცით, მე ყოველდღე ვლოცულობ თქვენთვის, თითოეული თქვენგანისთვის!“

„თქვენ იმდენი რამით დაეხმარეთ ჩვენს ოჯახს, მეტს ვეღარაფერს ვითხოვ, მაგრამ ჩემი ავადმყოფი შვილის გულისათვის გავკადნიერდები და გავბედავ – მას ძალიან სჭირდება საწოლი – სულ ერთია, როგორი… და იცით, მას სიარული არ შეუძლია, ბეტონის იატაკზე დახოხავს და თუ გაქვთ რაიმე სახის იატაკის საფარი, ნებისმიერი… ღვთის წყალობით, მე თქვენს გულებში სიკეთეს ვხედავ!

ბავშვის ავადმყოფობა, საშინელი სიღარიბე, ყოველგვარი პირობების ნაკლებობა და შიმშილი – ეს ყველაფერი მაშინვე მოგხვდებათ თვალში, როგორც კი მათი სახლის ზღურბლს გადააბიჯებთ. გადარჩებიან თუ არა, თანაც კაცობრიობის ისტორიის ასეთ რთულ პერიოდში, ეს მხოლოდ უფალსა და ჩვენს სიკეთეზეა დამოკიდებული, მეგობრებო!

 სახლის კედლები თვითნაკეთი შეშის ღუმელის კვამლისგან არის გაშავებული, სახლში კი სამი მშიერი ბავშვია! მათგან ერთ-ერთს ცერებრალური დამბლა აქვს, სიარული არ შეუძლია და ბეტონის იატაკზე დახოხავს; დამტვრეული საწოლები, გარშემო საზიზღარი ნესტი – აი, ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა, როდესაც პირველად ვესტუმრეთ თავაძეების ოჯახს. დიახ, სანახაობა ნამდვილად არაა სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის!

ოჯახში ხუთი ადამიანია: დედა – ნანა, მამა – მიხეილი და მათი სამი, არაჩვეულებრივი ვაჟი: ჯაბა – 11 წლის, საბა – 7 წლის და გიორგი – 4 წლის.

ჯაბა სრულიად უძლურია, მას ცერებრალური დამბლა აქვს და მთლიანად დედამისზეა დამოკიდებული! 

დაყოვნების გარეშე გამოვაცხადეთ საქველმოქმედო აქცია და შევეცადეთ, ეს ხალხი ღრმა სიღარიბიდან გამოგვეყვანა. მადლობა უფალს, ჩვენი მკითხველები გვერდით დაგვიდგნენ და შემოწირულმა თანხამ 2000 ლარს გადააჭარბა. 

ამ ფულით ოჯახს ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ჯაბასთვის – საფენები ვუყიდეთ. 

– ოჰ, როგორ სინათლე და სითბო მოეფინა ჩემს სულს… უფლის შეწევნით, თქვენი გულები დავინახე, ჩემო ძვირფასებო! – ემოციებს ვერ თოკავდა ნანა;ბავშვები კი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ როგორც იქნა, მათ ვიღაცამ საჩუქრები მოუტანა. ისინი სწრაფად გამოიქცნენ ეზოში და ავტომობილის გადმოტვირთვაში „დაგვეხმარნენ“.

გიორგი (4 წლის):ეს რა არის? 

 – ეს უთოა… 

გიორგი (4 წლის):უთო?! და ეგ რისთვისაა? მანქანას ჰგავს!

საბა (წლის)რამდენი საინტერესო რაღაც მოგიტანიათ! უთო მეც მომწონს! – უხაროდათ ბავშვებს, გიორგი კი უთოს ხელიდან არ უშვებდა! 

 –ნანა, კმაყოფილი ხართ?

ნანა: სიხარულისგან მეტირება. ადამიანებად თავი არასდროს გვიგრძვნია! პირველყოფილებივით ვცხოვრობდით! ხედავთ? ბავშვებმა ისიც კი არ იციან, უთო რა არის! ახლა კი იმდენი რამე გვაქვს! შეგვიძლია, ცხოვრება დავიწყოთ! ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს! 

 –ეს სიზმარი არ არის, რეალობაა! ყველაზე მეტად რა მოგეწონათ? 

ნანაგაზქურაზე ვოცნებობდი!უბრალოდ წარმოიდგინეთ, ამ სიცხეში ღუმელის ანთება მიწევდა, ჩაიდნით წყალი რომ ამედუღებინა, იმიტომ რომ ჩვენი ძველი, ჯერ კიდევ ბებიაჩემის დროინდელი გაზქურა მწყობრიდან არის გამოსული!

– ხომ არ გსურთ, ჩვენს მკითხველებს რამე გადასცეთ? 

ნანა:მე სასწაულის ვირწმუნე! ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვინც ჩვენ დახმარების ხელი გამოგვიწოდა. გისურვებთ, რომ თქვენი შვილები ჯანმრთელები ყოფილიყვნენ. დაე, თქვენი კეთილი გულები მუდამ სავსე იყოს სიხარულით დაარასდროს მოიცვას დარდმა და ნაღველმა! 

– ნანა, იქნებ ის ხალხი გაიხსენოთ, თუნდაც სახელების გარეშე, ვინც დაგეხმარათ. გვინდა, ჩვენი ფონდის სახელითაც გადავუხადოთ მათ მადლობა! 

ნანა: მეუხერხულება, მათი სახელები რომ არ მახსოვს… ახალგაზრდა წყვილმა ჩემს ჯაბას საფენები მოუტანა. ასევე, ახალგაზრდა გოგონებმა – ნინამ და ნანამ, სურსათი მოგვიტანეს. ამიტომაც არ დავიღუპეთ… ასე გადავრჩით! ახლა კი თქვენ გამოჩნდით! ამის წარმოდგენა ოცნებებშიც კი არ შემეძლო! 

მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც თქვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ დაგვეხმარა და მათაც, ვინც ვერ შეძლო ამის გაკეთება, მაგრამ სიკეთე გვისურვა! 

მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა! მაგრამ ამ პატარების პრობლემები ამით არ მთავრდება, ერთჯერადი აქციით მათ ცხოვრებას ვერ გამოვასწორებთ, მათ ძველებურად შიათ და უჭირთ! ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მათ დახმარებას! 

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო – ცოტა ხნით ყურადღება გადაიტანეთ ჩვენს ფეისბუქ-პოსტებზე. ან უმჯობესია, ჩვენი ნებისმიერი ბენეფიციარის ნომერი აკრიფოთ. დაუკეთეთ მათ და დაივიწყეთ საკუთარი პრობლემები, იმიტომ რომ ისინი „არაფერია“ მათთან შედარებით, ვისაც თქვენი კეთილი გულები გადაუშალეთ და დაეხმარეთ მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.

ჩვენი პრობლემები არაფერია ამასთან შედარებით! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ – საპასუხოდ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!

ჩვენი ფონდის ანგარიშის ნომრები: 

GE15TB7194336080100003,

GE42LB0115113036665000

GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: თავაძეების ოჯახი). 

ასევე, თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/571-tavadze/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივნ 19
საწოლი
600.00₾
2020 ივნ 19
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
885.00₾
2020 ივნ 24
ავეჯი
200.00₾
2020 ივნ 24
პამპერსები
135.00₾
2020 ივლ 08
ფონდის ზედნადები ხარჯები
500.00₾
2020 ივლ 20
პამპერსები
153.21₾
2020 სექ 16
პამპერსები
75.00₾

სულ ხარჯები:

2548.21₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.08.2020 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.08.2020 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.08.2020 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.08.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.08.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.08.2020 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.08.2020 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.08.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.08.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.06.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.06.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.06.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.06.2020 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾2,547.71

200 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,547.71

200 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება