რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ყველაზე საშინელი გრძნობა

calendar აპრილი 30, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

როცა ჩემმა თემურიმ პირველად დაკარგა გონება და ჩემს თვალწინ დაეცა მიწაზე მეგონა, რომ ჩემი ორი წლის ბიჭი, სამუდამოდ დავკარგე.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

  – როცა ჩემმა
თემურიმ პირველად დაკარგა გონება და ჩემს თვალწინ დაეცა მიწაზე. მეგონა, რომ ჩემი ორი
წლის ბიჭი, სამუდამოდ დავკარგე, ღმერთმა საკუთარ თავზე, ასეთი რამ ნურავის გამოაცდევინოს!

  „ნუ გეშინია
დედიკო, უბრალოდ ჩაეძინა!“ – მეუბნებოდა პატარა სალომე. – „კი, ზუსტად ასე იყო“ – აჰყვა
ბავშვიც, თან პატარა ძმას თმაზე ნაზად ეფერებოდა…

  „უბრალოდ ჩემი
ძმა მალე იღლება“ – განაგრძო გოგონამ, – 
„და უცებ ეძინება. დედიკოს კიდე არ ესმის და რატომღაც ეშინია! ჩემი დედიკო ამქვეყნად  ყველაზე კარგია. მეც მეშინია ხოლმე. მაგრამ მე ხომ
უკვე დიდი ვარ. მთელი სამი წლის.“ – მაჩვენებს პატარა თითებით. – „გეხვეწებით, დაამშვიდეთ
ჩემი დედიკო“

  „გევედრებით,
შვილი გადამირჩინეთ, ჩემი უძლურობა მკლავს!“ – ტირის თემურის დედა, მაია.

  მეგობრებო,
სამწუხაროდ, არავინ იცის ბავშვის გონების დაკარგვის მიზეზი. მაია კი, დღე და ღამე ლოცულობს
და უფალს შველას სთხოვს.

  გვინდა გაგაცნოთ
მშვენიერი ქართველი ოჯახი: დედა – მაია და მისი სამი მშვენიერი შვილი: საბა – 12 წლის,
სალომე – 3 წლის და თემური – 2 წლის. სანამ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნებოდა,
მაია როგორღაც ახერხებდა სირთულეებთან გამკლავებას. მაგრამ ახლა…

  –
მაია, გვიამბეთ თქვენს ოჯახზე. პირველ რიგში კი, თქვენს უმცროს შვილზე, თემურიზე.

  მაია: პატარა
თემურის შეტევები ხშირად აქვს და გონებას კარგავს. ვერაფრით წავიყვანეთ გამოკვლევაზე,
მიზეზი რომ გაგვერკვია, ძალიან გვიჭირს.  ერთი
წლისაც არ იყო, ასე პირველად რომ დაემართა. იცით რა საშინელებაა, როცა ხედავ, შენი
შვილი უმოძრაოდ როგორ წევს? ექიმს რომ მივმართოთ, არანაირი სახსრები არ გაგვაჩნია.
აუცილებელია მისი თბილისში წაყვანა და სრული გამოკვლევის ჩატარება. ეს კი ჩვენთვის
წარმოუდგენელად ძვირია.

  – რა არის ყველაზე რთული მისაღზრდაში?

  მაია: იცით,
მუდმივი შიშის ქვეშ ვცხოვრობ. მოსვენება ერთი წამითაც არ მაქვს. ბავშვს საკუთარ მშობლებსაც
კი ვერ ვუტოვებ, უცებ შეტევა რომ დაეწყოს, შეიძლება უჩემოდ ვერ გაუმკლავდნენ და გამოუსწორებელი
მოხდეს.

  – არ იტიროთ,
მაია, ფონდი ახლავე გადარიცხავს კლინიკაში გამოკვლევის საფასურს. უფრო დაწვრილებით
უამბეთ ჩვენს მკითხველებს თქვენს ოჯახზე. მათ შორის, უამრავი კეთილი ადამიანია ! რას
ურჩევით დედებს, რომლებიც თქვენსავით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა?

   მაია: იმედი არასდროს დაკარგოთ. ბოლო ამოსუნთქვამდე
იბრძოლეთ თქვენი შვილების ბედნიერებისთვის!

  – რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

  მაია: მარტოს ძალიან მიჭირს ფინანსურ სირთულეებთან
გამკლავება. მშობლებთან ვცხოვრობ და უზომოდ გვიჭირს. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის
გაცნობიერება, რომ ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მე კი ვერაფრით ვშველი.

  – გვიამბეთ,
როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე და რატომ დაინგრა თქვენი ოჯახი, თუ საიდუმლო არ არის,
რა თქმა უნდა.

  მაია: ჩემი პირველი ქორწინება უიღბლო იყო, პირველი
ქმრისგან, შვილი მყავს – საბა. სწორედ მისი მომავლის უზრუნველსაყოფად წავედი თურქეთში,
დაუღალავად ვშრომობდი, იმის იმედით, რომ მალე ვნახავდი ჩემს ბიჭს. მაშინ პატარა იყო,
3 წლის.

  სწორედ იქ გავიცანი
ჩემი მომავალი მეუღლე, ნოდარი. ისიც ჩემსავით სამუშაოდ ჩამოსული იყო საქართველოდან.
მეორედ გათხოვება აზრადაც არ მქონია, მაგრამ ნოდარი დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ
და საბოლოოდ დავთანხმდი. მის ოჯახში იცოდნენ, რომ უკვე მყავდა შვილი. არც მიფიქრია
ამის დამალვა. მისმა მშობლებმა თანხმობა მოგვცეს და დავქორწინდით. ჩვენი საერთო შვილებიც  – სალომე და თემური, იქ დაიბადნენ. ძალიან ბედნიერი
ვიყავი. მაგრამ ის აზრი, რომ ჩემი უფროსი ბიჭი, უჩემოდ იზრდებოდა მოსვენებას არ მაძლევდა.
ამიტომაც სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტეთ. მიუხედავად იმისა, რომ საბას შესახებ
ყველამ იცოდა, ნოდარის მშობლებმა სხვისი შვილი არ მიიღეს და ქირით გადასვლა მოგვიწია.
ნოდარისთან ურთიერთობა დღითიდღე ფუჭდებოდა, მიზეზი კი დღემდე არ ვიცი…

  ერთხელაც, როცა თემური ერთი თვის იყო, ჩემი მეუღლე
სამსახურიდან გვიან, ნასვამი და გაბრაზებული მოვიდა. ჩემმა შეკითხვებმა მწყობრიდან
საბოლოოდ გამოიყვანა, შეურაცხყოფა მომაყენა და სასტიკად მცემა. ვეცადე მის დამშვიდებას,
მაგრამ მან, ბინიდან გამაგდო და კარები ცხვირწინ მომიჯახუნა. ვკიოდი და შველას ვითხოვდი,
იქ ხომ ჩემი შვილები დარჩნენ, პირისპირ, მთვრალ და აგრესიულ მამაკაცთან. მეზობლებმა
პოლიცია გამოიძახეს, ნოდარი დაიჭირეს და 1,5 პატიმრობა მიუსაჯეს. მას შემდეგ საერთოდ
არ გვინახავს.

– ვინმე გეხმარებათ? ალბათ მარტო ვერ გაუმკლავდებოდით
ამდენ სირთულეს?

  მაია: პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც ყველა
ერთმანეთს იცნობს. ბევრმა იცის ჩემი ისტორია და მეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. ჩემი
მშობლები კი, ჩვენი კეთილდღეობისთვის ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ და აკეთებენ კიდეც.
მამაჩემი ხშირად აგროვებს ჯართს და აბარებს, მცირედით მაინც რომ დაგვეხმაროს.

  – დახმარებისთვის განსაკუთრებულ მადლობას
ვის გადაუხდიდით?

   მაია: ჩემს მშობლებს, რომლებიც მუდამ ზრუნავენ
ჩვენზე.

   –  როცა
ოჯახი შექმენით, თქვენი მომავალი ცხოვრება როგორ წარმოგედგინათ?

  მაია: ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ მამაკაცის
მხარდაჭერას ვიგრძნობდი გვერდში ამომიდგებოდა და ცივ ნიავს არ მოგვაკარებდა. მეგონა,
ერთად, უფრო მარტივი იქნებოდა ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება… მაგრამ სამწუხაროდ
ყველაფერი სხვაგვარად მოხდა…

  – სახელმწიფო
გეხმარებათ? ადგილობრივი მმართველობისთვის თუ მიგიმართავთ?

   მაია: ძალიან გვეხმარება ქალაქ წყალტუბოს მერია.
თემურისთვის გამოკვლევის ჩატარებაში დახმარებას შემპირდნენ  და ასევე, როგორც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი,
რიგში ჩამაყენეს ბინის მიღებაზე. გულთან ახლოს მიაქვთ ჩემი ტკივილი და მათი ძალიან
მადლობელი ვარ.

  – მორწმუნე ხართ? ხსნას რაში ხედავთ?

   მაია: მხოლოდ უფლისა და კეთილი ადამიანების
იმედი მაქვს. იმედსა და ძალებს მხოლოდ რწმენა მაძლევს. ჩემი სულიერი მამა, თევდორე,
ძალიან მეხმარება. სულ მეუბნება, რომ დედა ვარ, 
ვალდებული ვარ ძლიერი ვიყო და აუცილებლად ყველაფერი  კარგად იქნება! მე მისი მჯერა!

  – ბავშვებზე გვიამბეთ, დადიან სკოლაში, ან
ბაღში?

  მაია: ჩემი
უფროსი შვილი, საბა სკოლაში დადის. კარგად სწავლობს, ძალიან ნიჭიერი ბიჭია და მასწავლებლები
აქებენ. განსაკუთრებით უყვარს ინგლისური და ლიტერატურა. სალომე ჯერ პატარაა და  ბაღში მომავალ წელს მივიყვან. აი თემურის კი, არც
კი ვიცი რა მოვუხერხო. ბაღში ვერ მივიყვან, საერთოდ ვერსად ვერ ვტოვებ მარტოს.

  – როგორია ბავშვების ყოველდღიური რაციონი?

  მაია: თავადაც იცით, რომ მოზარდისთვის სრულფასოვანი
კვება აუცილებელია. მაგრამ როგორ? ჩვენი შემოსავალი არაფერზე არ გვყოფნის. ამას ძალიან
განვიცდი… იძულებული ვარ ბურღულეული, მაკარონი და წყალწყალა წვნიანები ვაჭამო…

  – ზღაპრებს
უყვებით ბავშვებს?

  მაია: სალომეს და თემურის ზღაპრები ძალიან
უყვართ. მე და ბებია ვუყვებით ქართულ ხალხურ ზრაპრებს და ასევე ჯადოქრებზე. პატარა
სალომეს(3 წლის) ძალიან უყვარს ზღაპარი ლამაზ პრინცესა რაპუცელზე, გრძელი ოქროსფერი
თმით, რომელიც ძალიან მაღალ კოშკში ცხოვრობს და მის გადასარჩენად უფლისწული რომ მოდის,
თმას გადაუგდებს ამოსასვლელად. საქართველოში ქერა თმა იშვიათობაა და სალომეს ძალიან
მოსწონს უჩვეულო გარეგნობის პრინცესა, ამბობს, რომ თვითონავ უნდა ასეთი გრძელი,
ოქროსფერი თმა.

  თემურის
კი(2 წლის), მოსწონს ლეგენდა წმინდა გიორგიზე. მინდა ბავშვები იცნობდნენ ქართველ წმინდანებს.
ასეთი ზღაპარი არ არსებობს, მაგრამ ბავშვი ხატს უყურებს და ჰგონია, რომ გიორგის ამბავი
ზღაპარია. მეუბნება, რომ გიორგი უყვარს, გმირია, გველეშაპს მოკლავს და ყველას გადაარჩენს.
მეც გმირი ვიქნებიო, და კიდევ ძალიან მოსწონს მისი ლამაზი ცხენი.

  – თუ შეიზლება, ბავშვებს გავესაუბრები.
როგორ ხართ ბავშვებო? რა თამშები გიყვართ? დედიკოს ეხმარებით? საბა, კარგად სწავლობ?

  საბა(12
წლის): მე კარგად ვარ, თქვენ? ძალიან მიყვარს ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში. კარგად
ვსწავლობ, და დედიკოს ძალიან უხარია. ინგლისური ენა და ლიტერატურა მიყვარს და ძალიან
მინდა კომპიუტერი მქონდეს, სკოლაში ინტერნეტიდან დავალებებს გვაძლევენ, მე კი ვერ ვაკეთებ.
და კიდევ, იქ ნებისმიერი წიგნის პოვნა შეიძლება, მე კი კითხვა ძალიან მიყვარს. ბებიას,
ბაბუას და დედიკოს სულ ვეხმარები. პატარებს ვუვლი. ძალიან მინდა მალე დავამთავრო სკოლა,
მუშაობა დავიწყო და ჩემს ოჯახს დავეხმარო.

  – და რა
პროფესიას აირჩევ?

  საბა(12
წლის): ჯერ არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს კომპიუტერები. შეიძლება პროგრამისტი გავხდე.
გამიგია, რომ მათ, ყოველთვის ბევრი სამუშაო და კარგი შემოსავალი აქვთ.

   –
შენი დაიკო და ძამიკო გიყვარს?

  საბა(12
წლის): თითქმის ისევე მიყვარს, როგორც დედა. ყოველთვის დავიცავ, განსაკუთრებით – დას.

  – დაგიძინებია
პატარები როდესმე?

  საბა(12 წლის):
კი, რა თქმა უნდა, დედას ხომ უნდა მივეხმარო, ყურადღება მივაქციო, რომ დაიძინონ და
არ იცელქონ. ძალიან საყვარლები არიან.

  – რას უსურვებდი
მთელი საქართველოს ბავშვებს?

  საბა(12
წლის): ვუსურვებ, რომ ოჯახში ყველა ჯანმრთელად ჰყავდეთ… და არავინ ტიროდეს… როცა
ვინმე ავადაა, ყველა ტირის.

  – სალომე,
ძილის წინ ზღაპრებს ვინ გიყვება? ვინაა შენი საყვარელი ზღაპრის გმირი?

  სალომე(3
წლის): დედიკო დ ბებო მიყვება ხოლმე, სულ ვთხოვ ზრაპარს პრინცესაზე, ოქროსფერი თმით.
ნამდვილი გოგონა ოქროსფერი თმით არასოდეს მინახავს.

  – რა გჭირდება,
ბედნიერი რომ იყო?

  სალომე(3
წლის): დიდი სამზარეულო მინდა, როგორც ემილის, „ემილი-ტვ“-დან.

  – ამხელა
სამზარეულოში რად გინდა?

  სალომე(3
წლის): თოჯინებს უნდა მოვუმზადო საჭმელი, როგორც ემილი. ნახეთ, ეს ჩემი საყვარელი თოჯინაა,
ემილი ჰქვია. იცით როგორ მიყვარს? ჩემთან ერთად სძინავს.

   – რა გესიზმრება ხოლმე?

  სალომე(3
წლის): მესიზმრება, რომ პრინცესა ვარ და ვარდისფერი ოთახი მაქვს, დიდი სამზარეულო,
როგორც ემილის და უამრავი თოჯინა!

  თემური(2
წლის): მე კი დიდი მანქანა მინდა, რომელშიც ჩავჯდები და გავატარებ. და კიდევ მინდა,
გმირი ვიყო, როგორც გიორგი, ზღაპრიდან. მან გველეშაპი დაამარცხა, ცხენზე ამხედრებულმა…
ოღონდ ეხლა სადღაა გველეშაპები…

  – მაია, რა შემოსავალი გაქვთ, რაზე გყოფნით?

  მაია: სოციალურ
დახმარებას ვიღებთ, ჩემი მშობლები – პენსიას. სულ ესაა ჩვენი შემოსავალი. ხანდახან,
ყველაზე აუცილებელი რამეებსაც კი ვერ ვყიდულობ. ჩემი ბიჭი ავად არის, მე კი არ ვიცი
რა სჭირს და ექმითანაც კი ვერ მიმყავს.

  – რა არის
თქვენი სანუკვარი ოცნება?

  მაია: ჩემი
თემური რომ გამოჯანმრთელდეს. გავიგო რა სჭირს ჩემს ბიჭს, გონებას რატომ კარგავს. მას
სასწრაფოდ სჭირდება შველა, მე კი უძლური ვარ.(ტირის)

– როგორ გაიგეთ ჩვენი ფონდის შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ
ჩვენთვის მოგემართათ?

მაია: სტატია წავიკითხე 
ხუთი შვილის დედაზე, თინათინზე, ვოცნებობდი, საშუალება მქონდეს მეც დავეხმარო.
ასე გავიგე თქვენი ფონდის შესახებ, და კიდევ ის, რომ ნამდვილად ეხმარებით გაჭირვებულ
ოჯახებს. დიდხანს ვერ ვბედავდი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ მომეწერა. მერწმუნეთ,
მხოლოდ ჩემი შვილის გამო. რამე რომ დაემართოს, ვერ გადავიტან. ყველა დედა გამიგებს,
ვიცი.

რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩემს შვილს სამედიცინო
დახმარება სჭირდება. ისე კი, არც  ვიცი, ალბათ
სარეცხი მანქანა, სამი შვილი მყავს და ძალიან ბევრის სარეცხია.  პროდუქტი და პამპერსი ძალიან გვჭირდება… ჩემმა
შვილებმა არც კი იციან, კარად ჭამა რას ნიშნავს.

– გსურთ, რომ გაიცნოთ ფონდის მეგობრები? ახალი მეგობრები,
რომ შეიძინოთ?

მაია: რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის დახმარება ჩვენთვის
ხსნა არის, მოხარული ვიქნები გავიცნო ყველა, ვინც ჩემს მდგომარეობაში შევა და ხელს
გამიმართავს.

———-   

  მეგობრებო,
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება არ დავეხმაროთ ამ საბრალო
ოჯახს! ყველამ ერთად ვევედროთ უფალს, რომ თემური ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს!

  გადარჩენისთვის
პატარას სასწარაფო გამოკვლევა და მკურნალობა სჭირდება. ჯიბლაძეების ოჯახს ძალიან უჭირს.
ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი! დაეხმარეთ მათ, „ჩაწერეთ“ ისინი
თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება, 
უფალი დაგლოცავთ.

  გამოვიჩინოთ
გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ
და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება.
მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ მაიას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ
და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 
მათი მისამართია: ქ. წყალტუბო, დედაენის ქ. 17 ბინა 3 ტელ: 551540175

მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას
 ჯიბლაძეების ოჯახის დასახმარებლად. როგორც
იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს
მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი
ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება, 
უფალი დაგლოცავთ.

  აუცილებლად
გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ!
ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი
გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ.
ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი
უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ
კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო,
კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ 
თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება
და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ჯიბლაძეების  ოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 მაი 21
ველოსიპედი
319.00₾
2020 ივნ 15
გამოკვლევა
60.00₾
2020 ივნ 15
გამოკვლევა
560.00₾
2020 ივნ 15
გამოკვლევა
110.00₾
2020 ივნ 24
მედიკამენტები
110.78₾
2020 ივლ 02
სარეცხი მანქანა
599.00₾
2020 ივლ 08
ფონდის ზედნადები ხარჯები
510.00₾
2020 ივლ 14
მედიკამენტები
307.81₾
2020 აგვ 21
მედიკამენტები
69.85₾
2021 თებ 17
მედიკამენტები
93.70₾

სულ ხარჯები:

2740.14₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გამგებელი ქეთევან
15.02.2021 20:00:00
₾4.00
ვაწაძე სალომე
15.02.2021 20:00:00
₾10.00
ფატი ძოწენიძე
15.02.2021 20:00:00
₾10.00
თამარ გელაშვილი
15.02.2021 20:00:00
₾10.00
სალომე კოჭლამაზაშვილი
15.02.2021 20:00:00
₾10.00
ილია ზექალაშვილი
15.02.2021 20:00:00
₾10.00
ლუკა ადამია
04.01.2021 20:00:00
₾10.00
მარინე მამულია
24.08.2020 20:00:00
₾10.00
მანუკიანი ერნესტ
30.07.2020 20:00:00
₾10.00
ქებურია კახაბერ
29.07.2020 20:00:00
₾7.00
ოთარ ჯორჯიაშვილი
29.07.2020 20:00:00
₾10.00
კოჩაძე კესო
29.07.2020 20:00:00
₾10.00
სააკაშვილი დიმიტრი
28.07.2020 20:00:00
₾15.00
ჯოჯუა ცირა
26.07.2020 20:00:00
₾10.00
ლაშა მარკოზაშვილი
26.07.2020 20:00:00
₾5.00
ანა ჟვანია
26.07.2020 20:00:00
₾2.00
ხათუნა გაგელიძე
26.07.2020 20:00:00
₾20.00
სამხარაშვილი დავით
22.07.2020 20:00:00
₾5.00
ამირანი მაკარაძე
17.07.2020 20:00:00
₾3.00
ნინო ქევხიშვილი
07.07.2020 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾2,740.00

170 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,740.00

170 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება