რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

რა საშინელებაა, როცა უცოდველ ანგელოზებს შიმშილსა და სიცივეში უწევთ ყოფნა…

calendar მაისი 11, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

გაიცანით – მრავალშვილიანი მზრუნველი დედა – ლალი ციცქიშვილი(31 წლის) მისი მძიმედ დაავადებული მეუღლე და ბავშვების მამა, იოსები(31 წლის) – ძალიან, ძალიან გაჭირვებული, მაგრამ რწმენითა და შვილებით მდიდარი ქართველი ოჯახი! ისინი გახლავთ ხუთი არაჩვეულებრივად ლამაზი ბავშვების მშობლები, 9 წლის მარიამის, 8 წლის ტარიელის, 6 წლის დავითის, 4 წლის გაბრიელისა და 2 წლის ფატიმას. ასევე ჰყავთ „მეექვსე შვილიც“ – დალი ბებია(61 წლის), რომელიც ავად არის.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

გაიცანით
– მრავალშვილიანი მზრუნველი დედა – ლალი ციცქიშვილი(31 წლის) მისი მძიმედ დაავადებული
მეუღლე და ბავშვების მამა, იოსები(31 წლის) – ძალიან, ძალიან გაჭირვებული, მაგრამ რწმენითა
და შვილებით მდიდარი ქართველი ოჯახი! ისინი გახლავთ ხუთი არაჩვეულებრივად ლამაზი ბავშვების
მშობლები, 9 წლის მარიამის, 8 წლის ტარიელის, 6 წლის დავითის, 4 წლის გაბრიელისა და
2 წლის ფატიმას. ასევე ჰყავთ „მეექვსე შვილიც“ – დალი ბებია(61 წლის), რომელიც ავად
არის.

 ყველანი სოციალურად დაუცველები არიან!

– ლალი,
გვიამბეთ, ჩვენთან რა გასაჭირმა მოგიყვანათ?

ლალი:
გაუსაძლისმა გაჭირვებამ. მხოლოდ ასე შემიძლია დავარქვა ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას.
ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთვის ეს მდგომარეობა უჩვეულოა, ყოველთვის გვიჭირდა და ძლივს გაგვქონდა
თავი. მაგრამ ბოლო თვეებში ცხოვრება კოშმარად გვექცა. ჩვენი შვილები შიმშილობენ. არ
გვაქვს არც საჭმლის და არც ჩემი მეუღლისთვისა და დედამთლისთვის წამლების ფული. დანარჩენზე
კი საუბარიც ზედმეტია…

განსაკუთრებით
ახლა გაგვიჭირდა, ჩემი მეუღლის, სოსოს ოპერაციის შემდეგ – თებერვალში სასწრაფოდ ამოაჭრეს
ნაღვლის ბუშტი. თუ ადრე შეეძლო, რომ მშენებლობაზე შავ მუშად მაინც ემუშავა, ოპერაციის
გამო, დავრჩით ამ მიზერული დამატებითი შემოსავლი გარეშეც.

 ამას დაემატა მსოფლიოში შექმნილი ვითარებაც – კორონავირუსის
პანდემია და სამსახური საერთოდ აღარ იშოვება. ეს ყველაფერი სავალალოდ აისახა ჩვენს
ოჯახზე.

თქვენი
ფონდი – ჩვენი უკანასკნელი იმედია.

ჩახედეთ
თვალებში ამ ანგელოზებს! დაიმახსოვრეთ! ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ლურჯი თვალებია.
საქართველო! ღმერთო, დაიფარე შენი ანგელოზები!

– სად
მუშაობდა თქვენი მეუღლე და დაახლოებით რა თანხა შემოჰქონდა ოჯახის ბიუჯეტში?

ლალი:
სოსოს არ აქვს მუდმივი სამსახური. შავი მუშა იყო მშენებლობაზე. ალბათ თავადაც იცით,
ეს რა სამუშაოა და რა შემოსავალიც ექნებოდა. ახლა კი ავად არის, საბრალო, როგორ იტანჯება!

– ლალი,
საერთოდ რა არის თქვენი მრავალშვილიანი ოჯახის შემოსავლის წყარო?

ლალი:
ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი, სოციალური დახმარებაა 730 ლარია 8 სულზე და ბებიას პენსია
120 ლარი. სულ ესაა.

– კი
მაგრამ, რაზე გყოფნით?

ლალი:
მხოლოდ ყველაზე აუცილებელ პროდუქტზე, წამლებსა და კომუნალურ გადასახადებზე. სხვა არაფრისთვის
არ გვრჩება ფული, არც ტანსაცმელზე, არც სათამაშოებზე, ბავშვები სასკოლო რვეულებზეც
კი არ გვყოფნის ხანდახან… ჩემს უფროს გოგოს, მარიამს, ბევრჯერ დავალების გარეშე მოუწია
სკოლაში წასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ რვეული არ ჰქონდა, დავალება რომ დაეწერა… ხან
მაღაზიაში ვალად ვიღებდი რვეულებს, ხან მეგობარს ართმევდა მარიამი… სარეცხი მანქანა
მაქვს, რომელიც ორი წლის წინ კეთილმა ხალხმა გვაჩუქა, მაგრამ ხშირად ვერ ვიყენებ იმიტომ,
რომ არ მაქვს სარეცხი ფვნილის ფული და რვა ადამაინის სარეცხის რეცხვა ხელით მიწევს,
სარეცხი საპნით…

– ეს
რა სახლია, ლალი?

ლალი:
ჩვენ ვცხოვრობთ სოფელ ფხვენისში, გორის რაიონში კერძო ორსართულიანი სახლის ორ ოთახში.
ეს სახლი ჩემს გარდაცვლილ მამამთილსა და მის ძმას ეკუთვნის. ნაწილი ჩვენს ოჯახს არ
ეკუთვნის და  დაკეტილია. თვითონ სახლი კი, მძიმე
ავარიულ მდგომარეობაშია, წყალი ჩამოდის და ორივე სართული საცხოვრემლად გამოუსადეგარ
მდგომარეობაშია.

ჩვენს
ორ ოთახში შიშველი კედლებია, ცემენტის იატაკი კი ლინოლიუმითაა დაფარული, ისიც მხოლოდ
ერთ ოთახში.

ერთ-ერთ
ოთახში ჭერიდან წყალი ჩამოდის და კედლები თითქმის ყოველთვის სველია. სამზარეულო არ
გვაქვს და საჭმელს იმ ოთახში ვამზადებ, სადაც ვცხოვრობთ. ზამთარში შეშის ღუმელს ვიყენებთ
საჭმლის მოსამზადებლად. გაზქურა კი გვაქვს, მაგრამ ასე გაზის ეკონომიას ვაკეთებთ. წყალსაც
ამ ღუმელზე  ვაცხელებთ, ბავშვების დასაბანად.

რა
თქმა უნდა, შეშაც ძვირი ღირს და ხშირად არჩევანის გაკეთება გვიწევს, შეშა ვიყიდოთ,
თუ ბავშვებს ვაჭამოთ საჭმელი.

– ნათესავებიდან
თუ გეხმარებათ ვინმე?

ლალი:
იმის მიუხედავად, რომ მეც და ჩემი მეუღლეც მრავალშვილიანი ოჯახებიდან ვართ, დამხმარე
არავინ გვყავს. მეც და სოსომაც ადრე დავკარგეთ მამები. ჩვენი დედები მარტო გვზრდიდნენ,
მეუღლის ყოველგვარი დახმარების გარეშე. ჩვენს დედმამიშვილებს, თითქმის ისევე უჭირთ,
როგორც ჩვენ. რა თქმა უნდა, ვცდილობთ ყველანი, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, მაგრამ მუდმივად
დახმარება არავის არ შეუძლია. მათაც შვილები ჰყავთ და თავიანთი საფიქრალი აქვთ.

თუ
შეიძლება, მადლობა მინდა გადავუხადო გორის საკრებულოს დეპუტატს, ზურაბ კაჯრიშვილს
– პერიოდულად გვეხმარება პროდუქტითა და შეშით. მინდა ხალხმა იცოდეს, რომ ის კეთილი
ადამიანია!

 – ლალი, გვიამბეთ თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია.

ლალი:
ჩემი მომავალი მეუღლე 2008 წელს გავიცანი. მაშინ ჩემს დასთან ვცხოვრობდი, გორში და
იქვე ტექნიკუმში ვსწავლობდი. სოსოს და კი, ჩემს დასთან მეგობრობდა. ერთმანეთი მან გაგვაცნო.
სოსო თითქმის ერთი წელი ცდილობდა ჩემთვის თავის შეყვარებას. როგორც ხედავთ, ეს გამოუვიდა
და დავქორწინდით.

დიდი
გაჭირვების მიუხედავად, ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ჩვენი შვილებიც სიყვარულში გაჩნდენენ.
სოსო ძალიან ცდილობს გაჭირვებას თავი დააღწიოს, არანაირ სამუშაოს არ თაკილობს, სახლშიც
ძალიან მეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ სახლი საცხოვრებლად თითქმის არ ვარგა, მაინც
ცდილობს პირობები გააუმჯობესოს. ხან თაროს მიაჭედებს, ხან ფულს გამონახავს, რომ ახალი
ლინოლიუმი დააგოს. წინა წელს, როგორც იქნა, მოახერხა, რომ ერთ ოთახში მიწის იატაკზე
ბეტონი დაგვესხა, მაგრამ ლინოლიუმის დაგება ჯერ ვერ მოვახერხეთ და ბეტონზე გვიწევს
სიარული.

ალბათ
უკონფლიქტოდ არც ერთი ოჯახი არ ცხოვრობს, მითუმეტეს გაჭირვებული…  როდესაც ყველაფრის ნაკლებობას განიცდი, შვილები
კი მშიერი გყავს, რა თქმა უნდა, იქ კამათიც და კონფლიკტიც ჩნდება, მაგრამ ჩვენი სიყვარული
ძალებს გვმატებს, რომ გადავლახოთ ეს სირთულეები და მხოლოდ წინ ვიაროთ, ჩვენი შვილებისთვის…

– გაგვაცანით
თქვენი მშვენიერი შვილები.

ლალი:
ხუთი შილი გვყავს. უფროსი, მარიამი, 9 წლისაა. მეოთხე კლასში სწავლობს. ძალიან ბეჯითია
და მხოლოდ ათიანებს იღებს. უყვარს ქართული და ცეკვა. ძალიან სერიოზულია ასაკთან შედარებით
და ჩვენი ცხოვრების სიმძიმეს ყველაზე მეტად ის გრძნობს.

ტარიელი
8 წლისაა. მას და მის ძმას, 6 წლის დავითს ძალიან უყვართ ფეხბურთის თამაში. ტარიელიც
ძალაინ კარგად სწავლობს, დავითი კი, ჯერ მხოლოდ ემზდება სკოლაში წასასვლელად. ის და
4 წლის გაბრიელი საბავშვო ბაღში დადიან. ჩვენი უმცროსი გოგო კი, ფატიმა, ჯერ მხოლოდ
2 წლისაა.

ძალიან
კარგი ბავშვები არიან, ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ და არასდროს არ ჩხუბობენ.
სახლშიც მეხმარებიან და ერთმანეთსაც კარგად უვლიან.

ღმერთის
წყალობით, ხუთივე შვილი ჯანმრთელი მყავს. ყველანი მხიარული და სიცოცხლით სავსე ბავშვები
არიან. მათაც უყვართ, როგორც ყველა ბავშვს ცელქობა, თამაში და სახლის თავდაყირა დაყენება.
კარგია, რომ ეზო გვაქვს, სადაც შეუძლიათ სირბილით იჯერონ გული… მაგრამ ამის გარდა,
სხვა ვერაფრით გავანებივრებთ. არ გვაქვს, არა მხოლოდ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სათამაშოების
და სასკოლო ინვენტარის, არამედ სრულფასოვანი საკვების ყიდვის საშუალებაც კი.

– განიცდიან,
რომ ასეთ სიღარიბეში უწევთ ცხოვრება?

ლალი:
რა თქმა უნდა. მათ ხომ არასდროს არ აქვთ ახალი ტანსაცმელი, სათამაშოები, აკლიათ საჭმელი,
კამფეტი რა არის, საერთოდ არ იციან… ტარიელი დღემდე იხსენებს, ერთხელ სნიკერსი რომ
ვუყიდე, და ახლა ოცნებად აქვს ქცეული, რომ ეს შოკოლადი კიდევ ერთხელ მაინც ჭამოს!

მარიამი
უკვე დიდი გოგოა და ახალი კაბები უნდა. როდესაც კლასში ვინმე ახალი კაბით ან ჯინსით
მოდის, მეც მთხოვს ისეთივე ვუყიდო… კერვა მეც ვიცი და თვითონაც შევუკერავდი ისეთს,
მაგრამ ნაჭრის საყიდელი ფულიც კი არ მაქვს…

 – თქვენი შვილების მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

ლალი:
ვოცნებობ, რომ კარგი განათლება მიიღონ და ცხოვრებაში თავიანთი გზა მონახონ… არ გაიზიარონ
ჩვენი ბედი და ჩვენსავით კაპიკების თვლა არ მოუწიოთ მათ და მათ შვილებს…

– პირადად
თქვენთვის რაზე ოცნებობთ?

ლალი:
ძალიან მინდა მუშაობა. ჭრა-კერვა მეხერხება, ასევე მიყვარს თმასთან მუშაობა და კარგად
გამომდის სხვადასხვა ვარცხნილობების გაკეთება. მინდა მეუღლეს დავეხმარო ოჯახის შენახვაში…
ჩვენს სახლს რემონტი სჭირდება. დანგრეულია ყველაფერი, კედლები და იატაკი კი – ცივი.
სულ ბეტონია და ძნელია გათბობა, მაშინაც კი, როცა შეშა გვაქვს და ღუმელი ანთია. ფული
გვჭირდება, რომ  საჭმელი და შეშა ვიყიდოთ…
მაპატიეთ, ისევ ამ საკითხს დავუბრუნდი…

– გჯერათ
რომ, როდესაც უცხო ადამიანები შეიტყობენ თქვენი პრობლემის შესახებ, დაგეხმარებიან?

ლალი:
რა თქმა უნდა მჯერა! ძლიან მჯერა! ეს ხომ საქართველოა! სასწაული უკვე ერთხელ მოხდა!
ერთი წლის წინ, ჩვენს სოფელში ერთერთი ტელეარხიდან გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა, სიუჟეტი
უნდა გადაეღოთ ერთ მოხუც ქალზე. ხალხმა კი უთხრა, რომ არის ესეთი მინდიაშვილების ოჯახი,
რომელსაც ძალიან უჭირს და ჩვენთან სახლში მოსვლა შესთავაზეს. მართლაც, გადაიღეს სიუჟეტი
ჩვენს შესახებ და ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ხალხმა შეიტყო ჩვენს შესახებ და
ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. მაშინ სრულიად უცხო ადამიანები ჩამოვიდნენ თბილისიდან,
გვაჩუქეს ტელევიზორი და სარეცხი მანქანა, ბავშვებსაც საჩუქრები ჩამოუტანეს: სათამაშოები,
ტანსაცმელი, პროდუქტი. ამის მერე, ადამიანების სიკეთის როგორ არ უნდა მჯეროდეს?

მაგრამ
ასევე უნდა ავღნიშნო რომ ბევრი ნეგატივიც იყო, ბევრი წერდა ცუდ კომენტარებს, შეუნდოთ
უფალმა, არ ესმით…

– რა
გაძლევთ ძალას, რომ გადალახოთ ასეთი ნეგატიური მომენტები და თქვენი გაჭირვება?

ლალი:
უფალი და ჩემი ოჯახი! მწამს, რომ უფალი არ მიატოვებს ჩემს შვილებს. უფლის წინაშე, თანასწორი
ვართ ყველა – ღარიბიც და მდიდარიც. მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი. სიყვარული და რწმენა
ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა!

– ლალი,
ახლა ბავშვებს გავესაუბრები, თუ ნებას მომცემთ. საღამო მშვიდობის, მარიამ. ყველაზე
უფროსი ხარ და-ძმებს შორის და შენ გვიამბე თქვენი ოჯახის ცხოვრებაზე.

მარიამი(9
წლის): დედიკო და მამიკო ძალიან ნერვიულობენ ჩვენზე და განიცდიან, რომ საჭმელი არ გვაქვს.
დედიკო ხშირად ტირის, როდესაც არ შეუძლია, რომ ცხელი სადილი მოგვიმზადოს. ზამთარში,
როცა შეშა არ გვაქვს, ძალიან გვცივა. გაზის გამათბობელი რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდა.

– რას
ისურვებდი შენთვის?

მარიამი(9
წლის): მინდა საკუთარი ოთახი და საკუთარი საწოლი რომ მქონდეს. მე და ჩემს ძმებს ბებიასთან
ერთ საწოლში გვძინავს, ჩვენ კი უკვე დიდიები ვართ… გოგოს ხომ მარტოს უნდა ეძინოს…

ლამაზი
თეთრეული მინდა პრინცესბი, რაპუნცელი, ელზა და ანა რომ ეხატოს. ჩემი საყვარელი პრინცესები
არიან. მინდა რაპუნცელივით გრძელი თმა მქონდეს.

 – კითხვა გიყვარს?

მარიამი(9
წლის): კი, ძალიან. ბიბლიოთეკიდან სახლში ხშირად მომაქვს წიგნები წასკითხად.

– კითხვა
თუ გიყვარს, ალბათ სწავლაც უნდა გიყვარდეს…

მარიამი(9
წლის): დიახ, მხოლოდ ათიანებზე ვსწავლობ. ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა
მიყვარს. კიდევ ძალიან მიყვარს ცეკვა. ჩვენთან სკოლაში 4 თვე ცეკვაზე დავდიოდი. მაგრამ
მერე, დედიკომ საფასური ვეღარ გადაიხადა და თავის დანებება მომიწია. გული ძალიან დამწყდა.
ვცდილობდი სახლში მეცეკვა, მაგრამ მერე ილეთები დამავიწყდა და ახლა რაღაცეებს ჩემით
ვიგონებ.

– ხატავ?

მარიამი(9
წლის): დიახ, ხანდახან. მიყვარს ხეების და ყვავილების ხატვა და კიდევ გოგონების, ლამაზი
კაბებით.

– შენ
გაქვს ლამაზი კაბა?

მარიამი(9
წლის): არა, არ მაქვს. ჩემს თანაკლასელებს იცით როგორი აქვთ? მეც მინდა… ფუშფუშა
კაბები მიყვარს, რომელიც ლამაზად ფრიალებს. ისეთი, ნამდვილ პრინცესებს რომ აქვთ!

– თავს
როდის გრძნობ ბედნიერად? გვიამბე, შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე, როგორი იყო?

მარიამი(9
წლის): ბედნიერი ვარ, როცა მამა და ბებია ტკივილსგან არ ტირიან. მერე რა, რომ კაბა
არ მაქვს!.. როდესმე ხომ მექნება? არა? – ფართოდ გაახილა თვალები და თითქოს სულში ჩამხედა!

ჩემს
ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე მაშინ იყო, როდესაც დაბადების დღეზე „დახეული ჯინსი“
მაჩუქეს! იცით როგორ ვოცნებობდი, რომ მქონოდა! მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ვიყავიროცა
მაჩუქეს! ის დაბადების დღე, არასოდეს დამავიწყდება!

– მარიამ,
შენმა დედიკომ გვითხრა, რომ ლამაზი ვარცხნილობები გამოსდის. შენ გიკეთებს ხოლმე ვარცხნილობებს?

მარიამი(9
წლის): კი, კი! მიკეთებს! ლამაზ კულულებს მიკეთებს, როგორც პრინცესებს აქვთ ან პატარძლებს,
ქორწილში. კიდევ ლამაზ ნაწნავებს მიწნის და ვარდივით მიკრავს. ჩემს მეგობრებსაც უკეთებს
ვარცხნილობებს.

– ბევრი
მეგობარი გყავს?

მარიამი(9
წლის): კი ბევრი, მაგრამ ნამდვილი მეგობარი ერთი მყავს, ლიზი. ხანდახან ერთ მერხთან
ვზივართ. ჩემი საუკეთესო მეგობარია, ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით და საიდუმლოებს ვანდობთ…
მაგრამ ახლა, კორონავირუსის გამო ვეღარ ვნახულობ. შორს ცხოვრობს და ჩემთან ვერ მოდის.
ტელეფონი რომ მქონდეს, დავურეკავდი, ან კომპიუტერით ვნახავდი. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს
კომპიუტერი, მხოლოდ სკოლის ბუქი…

– მარიამ,
თოჯინებით ისევ თამაშობ?

მარიამი(9
წლის): რომ მქონოდა, ვითამაშებდი. არ მაქვს სათამაშოები. მინდა რომ ბარბის თოჯინები
მქონდეს, ელზა და ანაც, თავიანთი ლამაზი სასახლით. კიდევ ველოსიპედი მინდა.

– კიდევ
რას ისურვებდი?

მარიამი(9
წლის): კიდევ ტელეფონი მინდა და ჩანთა, სკოლისთვის, ლამაზი, ისეთი, დიდ გოგოებს რომ
აქვთ.

– გჯერა,
რომ ეს ყველაფერი შეიძლება გქონდეს?

მარიამი(9
წლის): დედიკო და მამიკო მეუბნებიან, რომ უფალი ყოვლისშემძლეა! ესე იგი მექნება…
დეიდა, თქვენ ხომ გწამთ უფალი?

– კი,
რა თქმა უნდა! დედიკოსთან მეგობრობ?

მარიამი(9
წლის): დიახ, ვმეგობრობთ… ყოველთვის ვუყვები, დღემ როგორ ჩაიარა, ის კი თავის ბავშვობაზე
მიამბობს. თავის დებს და ძმებს როგორ ეთამაშებოდა. როგორ მეგობრობდნენ და მხიარულობდენენ
ერთად.

 – შენ მეგობრობ შენს დებთან და ძმებთან?

მარიამი(9
წლის): კი, ვმეგობრობთ და არასოდეს არ ვჩხუბობთ.

– მარიამ,
რომ გაიზრდები, რა პროფესიას აირჩევ?

მარიამი(9
წლის): მოცეკვავე მინდა ვიყო, ქართულ ცეკვას ვისწავლი კარგად და რომელიმე ანსამბლში
აუცილებლად ამიყვანენ.

– ახლა
ტარიელს(8 წლის) გავესაუბრები. გამარჯობა ტარიელ, მინდა ცოტა გავისაუბროთ. მზად ხარ?

ტატო(8
წლის): მე ბიჭებიდან ყველაზე უფროსი ვარ. კაცი ყოველთვის და ყველაფრისთვის მზად უნდა
იყოს! მე ხომ ქართველი ვარ!

– მაშინ
გვიამბე როგორ ცხოვრობ?

ტატო(8
წლის): კარგად. ოღონდ სკოლა ძალიან მენატრება. ახლა კომპიუტერით გვიტარდება გაკვეთილები
და ბევრ დავალებებს გვაძლევენ.

– კომპიუტერი
გაქვს?

ტატო(8
წლის): მხოლოდ სკოლის ბუქი, ნამდვილი კომპიუტერი არ გვაქვს.

– სკოლას
დავუბრუნდეთ. მოგწონს სკოლაში სიარული?

ტატო(8
წლის): კი, სწავლაც მიყვარს, და დასვენებებზე მეგობრებთან თამაშიც. ეხლა ჩემს მეგობრებს
თითქმის ვეღარ ვნახულობ. მხოლოდ ლუკას, ჩვენი მეზობელია. ლუკა ჩემი საუკეთესო მეგობარია,
ერთ კლასში ვსწავლობთ… ის ნამდვილი მეგობარია, ერთად გვიჩხუბია კიდეც, ასე რომ, უკვე
გამოვცადეთ ერთმანეთი.

– ჩხუბი
რატომ მოგივიდათ? ვინმემ ხომ არ დაგცინა, იმის გამო, რომ შენი ოჯახი ასეთ გაჭირვებაში
ცხოვრობს?

ტატო(8
წლის): არა, რას ამბობთ! მაგის გამო ჩემთვის არასდროს არავის უწყენინებია. პირიქით.
ერთხელ სკოლაში ფულიც კი შეაგროვეს ჩვენთვის. ბავშვებმა ნახატები დახატეს და ხელნაკეთობები
გააკეთეს. მერე გამოფენა მოაწყვეს, ხალხმა ეს ნივთები იყიდა, ფული კი ჩვენ გადმოგვცეს.

– მართლაც,
ძალიან კარგი მეგობრები გყოლია. რას თამაშობთ ხოლმე მეგობრებთან ერთად?

ტატო(8
წლის): ფეხბურთს, და კიდევ ველოსიპედით ვსეირნობთ ხოლმე. მაგრამ ახლა ველოსიპედზე საბურავები
დამისკდა და ვეღარ დავდივარ.

– შენი
ძმები თამაშობენ ხოლმე თქვენთნ ერთად?

ტატო(8
წლის): დავითი თამაშობს, რა თქმა უნდა. გაბრიელი კი ჯერ ძალიან პატარაა! ხედავთ? კიდევ
მეზობელი ბიჭები მოდიან ჩვენთან ფეხბურთის სათამაშოდ. კარში დგომა არ მიყვარს, მოსაწყენია.
გოლების გატანა მიყვარს. მესის ფორმა მაქვს, მაგრამ ეზოში არ ვიცმევ ხოლმე, ვინახავ.
თუ გამოვიდა, ფეხბურთზე რომ ვიარო, იქ დამჭირდება.

– რა
გიყვარს ფეხბურთის გარდა?

ტატო(8
წლის): (დიდი ხნით ჩაფიქრდა) – კიდევ ვხატავ.

-რას
ხატავ ხოლმე?

ტატო(8
წლის): ზღვას, არასდროს არ მინახავს. მაგრამ წარმოვიდგენ ხოლმე, როგორი შეიძლება რომ
იყოს – დიდი და ლურჯი. და ისე ვხატავ.

– გვაჩვენებ
შენს ნახატებს?

ტატო(8
წლის): არ ვინახავ. მაგრამ აუცილებლად დაგიხატავთ ახალს.

– ზღვაზე
წასვლა გინდა?

ტატო(8
წლის): რა თქმა უნდა! ჯერ ცურვა არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ ყვინთვა კარგად გამომივა.
ფერად ქვებს შევაგროვებდი და მერე სახლში, ბოთლში ჩავყრიდი.

– სათამაშოებით
თამაშობ?

ტატო(8
წლის): არაა, ეგ ხომ პატარებისთვისაა. ბურთით მიყვარს თამაში და ადრე ველოსიპედით ვსეირნობდი.
მულტფილმების ყურება მიყვარს – „მაშა და დათვი“, „მიკი მაუსი“, და კიდევ ხალკზე. ძალიან
მომწონს, მაგარია და ისეთი ძლიერი. მეც მინდა ეგეთი ვიყო.

 – ტატო წიგნებს კითხულობ?

ტატო(8
წლის): კი, მასწავლებელი როცა დავალებას გვაძლევს, მაშინ. ისე ფეხბურთის თამაში უფრო
მიყვარს.

– როგორ
სწავლობ?

ტატო(8
წლის): სულ ათიანები მყავს. ძალიან მიყვარს მათემატიკა. ჩვენი მასწავლებელი, ანა სანიკიძე
სულაც არ არის მკაცრი. ყველას ძალიან გვიყვარს. და კიდევ ძალიან ლამაზია.

– კლასში
ლამაზი გოგოები გყავთ?

ტატო(8
წლის): არ ვიცი…

– კარგი,
მაშინ გვითხარი, მშობლებს ეხმარები?

ტატო(8
წლის): კი, რა თქმა უნდა, მე ხომ უფროსი ვარ. მამიკოს შეშის დაწყობაში ვეხმარები და
სახლში შემოტანაში. კიდევ დედიკოს ვეხმარები პატარების მოვლაში, ფატიმა ხელში აყვანილი
დამყავს და ეზოშიც ყურადღებას ვაქცევ.

– ტატო,
რომ გაიზრდები, რა პროფესიას აირჩევ?

ტატო(8
წლის): სპორტსმენი მინდა გავხდე, ფეხბურთელი. ყველამ რომ იამაყოს ჩემით. სიზმარშიც
კი ვხედავ, დიდ სტადიონზე როგორ ვთამაშობ და გოლები როგორ გამაქვს.

– ტატო,
გვითხარი, ყველაზე ძალიან რას ისურვებდი, რომ გქონდეს?

ტატო(8
წლის): პლანშეტი ან ტელეფონი ინტერნეტით, კიდევ პულტიანი მანქანა და ნამდვილი ფეხბურთის
ბურთი.

– დავით,
შენ სკოლაში დადიხარ?

დავითი(6
წლის): არა, მე ბაღში დავდიოდი და სექტემბერში უნდა წავიდე სკოლაში.

– გინდა
სკოლაში სიარული?

დავითი(6
წლის): ჯერ არ ვიცი, გეტყვით, როცა წავალ.

– ვინ
გახდები როდესაც გაიზრდები?

დავითი(6
წლის): მინდა ფეხბურთელი გავხდე. მეც მაქვს ფეხბურთელის ფორმა. მაგრამ მე რონალდუს
ფორმა მაქვს. მე ბუცებიც არ მაქვს. შეგიძლიათ ბუცები რომ მაჩუქოთ?

– რა
თქმა უნდა, ნამდვილი ფეხბურთელისთვის ბუცები ხომ აუცილებელია… კიდევ რას ისურვებდი?

დავითი(6
წლის): მეც მინდა პლანშეტი და ტელეფონი, და კიდევ ბურთი.

– შენი
აზრით, გაბრიელს რა უნდა?

 დავითი(6 წლის): გაბრიელს სპაიდერმენის ფორმას თუ
უყიდით, სიხარულისგან გაგიჟდება! თვითონ თქვა. კიდევ ბევრი სნიკერსის შოკოლადი უნდა!
ერთხელ დედამ ორი სნიკერსი გვიყიდა და ყველამ თანაბრად გავიყავით! მაგის მერე გაბრიელს
სულ სნიკერსი უნდა. და მეც არ ვიტყოდი უარს… ისეთი გემრიელი თხილი აქვს შიგნით…

– გაბრიელს
გადაეცი, რომ აუცილებლად მიიღებს „ბეეეეევრ“ სნიკერსის შოკოლადს და სპაიდერმენის ფორმას,
ვპირდები! ახლა დედიკოსთან განვაგრძობ საუბარს. ლალი, გვითხარით, რით შეგვიძლია რომ
დაგეხმაროთ, კონკრეტულად რა სჭირდება თქვენს ოჯახს?

ლალი:
უპირველეს ყოვლისა, პროდუქტი და ბავშვების ტანსაცმელი. ასევე 2 წლის ფატიმასთვის, პამპერსი
და ჰიგიენური საშაულებები გვჭირდება. თეთრეულით თუ დაგვეხმარებიან, ძალიან გაგვიხარდება.
ძალიან ცოტა გვაქვს. მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ მართლა, ნებისმიერი სახის დახმარება
გვჭირდება…

– ლალი,
გსურთ გაიცნოთ ფონდის მეგობრები და ახალი მეგობრები რომ შეიძინოთ?

ლალი:
ნამდვილად ძალიან გამიხარდება.

———- 

  მეგობრებო, როგორც ხედავთ, მრავალშვილიანი
ოჯახი დიდ გასაჭირშია. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები, პამპერსი, ავეჯი,
საოჯახო ტექნიკა, საბავშვო ტანსცმელი და ფეხსაცმელი!

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ
მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა
ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს
ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ ლალის, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ
გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: გორის რაიონი, სოფელი ფხვენისი. ტელ: 579352957

  მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო
აქციას  ლალი ციცქიშვილისა და მისი  ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის
დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ
მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში
და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

  აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა
თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ
ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება.
გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ
ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ
კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს
დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ
მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა
შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:
მინდიაშვილების
ოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი
ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ფონდის
დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901
200 270

ვაშა-ა-ა, ტორტი მოვიდა!..

ჩემსდანახვაზეყვირისბავშვებიდანერთერთიმანქანიდანტორტირომგადმოვიღე

„რა კარგია, რომ მოხვედით! ისე გვინდოდა ყველა თქვენგანისთვის მადლობის თქმა!“ – ზღურბლიდანვე შესძახა ლალიმ, ხუთი არაჩვეულებრივი შვილის: 2 წლის ფატიმას, 4 წლის გაბრიელის, 6 წლის დავითის, 8 წლის ტარიელისა და 10 წლის მარიამის დედამ. 

ამ პატარა ანგელოზების არასასიხარულო ცხოვრების შესახებ სულ ახლახან მოგიყევით პოსტში: „რა საშინელებაა, როცა უცოდველ ანგელოზებს შიმშილსა და სიცივეში უწევთ ყოფნა…“

მათ ახლა უბრალოდ ვეღარ იცნობთ! თვალები უბრწყინავთ, სახიდან კი ბედნიერი ღიმილი არ შორდებათ! და ეს თქვენი დამსახურებაა, მეგობრებო! 

„წამოდით, დეიდა, მე თქვენ ყველაფერს გაჩვენებთ!“ – ხელზე მექაჩება გაბრიელი (4 წლის). – ახლა, საუზმეზე ყოველთვის გვაქვს ტოსტი და ხილის წვენი! ისეთი გემრიელია! გინდათ, გასინჯოთ?“ – არ ჩერდება ბავშვი… 

”თქვენ ჩემს შვილებს იმდენი სიხარული მოუტანეთ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი მადლიერები ვართ ყველა თქვენგანის!“ – მადლობის თქმით არ იღლება ლალი. – „თქვენ და თქვენი ფონდის მეგობრები ძალიან რთულ მომენტში მოხვედით ჩვენს დასახმარებლად! თქვენი წყალობით, ჩვენ კვლავ ვირწმუნეთ სიკეთის, სიკეთის იმ უწყვეტი ჯაჭვის, რომელიც უფალმა გვიბოძა!“

მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ? 

ლალი: ჩვენ გარშემო სამყარო სასწაულებრივად შეიცვალა. თქვენი წყალობით დავიჯერეთ: ოცნებები ხდება! ისე გვიჭირდა… ბავშვები მშივრები იყვნენ. მათი გულის გასახარი საერთოდ არაფერი მქონდა. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად მაცივარმა გამახარა. ისე ვოცნებობდი მასზე! აი, ბავშვები კი, არც კი ვიცი, რა ვთქვა…

 თქვენს თანამშრომლებს ისე უყურებდნენ, როგორც ჯადოქრებს! დაჭყეტილი თვალებით, თითქოს არ სჯეროდათ, რომ ეს ყველაფერი ცხადად ხდებოდა და მათ ამდენი საჩუქარი მოუტანეს. პლანშეტი ხომ მათთვის საერთოდ ფანტასტიკის სფეროდანაა. თავდაპირველად, მასთან შეხებისაც კი ეშინოდათ. ახლა, ხელიდან აღარ აგდებენ! ინტერნეტში იქექებიან, მულტფილმებს უყურებენ, მუსიკას უსმენენ, თამაშობენ. მეგონა, მის გამო იჩხუბებდნენ, მაგრამ არა! მეგობრულად თამაშობენ, რიგ-რიგობით.

 და ტოსტერი? ბლენდერი? იცით, რა მდიდარია ხილით ჩვენი მხარე? ზაფხულში მათ ყოველდღე ნატურალურ წვენებს ვუკეთებდი. მათთვის ეს ნამდვილი ნუგბარია! თქვენ მე შესაძლებლობა მაჩუქეთ, რომ ბავშვები მუდმივად გამეხარებინა გემრიელი კერძებით – თუნდაც, სახლში ყველაზე უბრალო პროდუქტები იყოს. ისინი უბრალოდ გიჟდებიან ტოსტებზე და წვენებზე. 

 ამდენ საჩუქარს მართლა არ ველოდი – უთოს, ელექტროჩაიდანს! თქვენ მნიშვნელოვნად გაგვიმარტივეთ ყოფაცხოვრება და ამისთვის თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ! 

 – იმ ადამიანების სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ? 

ლალი: ახალგაზრდა კაცმა დამირეკა მესენჯერში და ჩვენს ანგარიშზე 100 ლარი გადმორიცხა. სამწუხაროდ, სახელი არ უთქვამს, მაგრამ მინდა, იცოდეს, რომ მე ის მახსოვს და მთელი მსოფლიოსთვის ასეთ რთულ პერიოდში გამოცხადებული თანადგომისთვის, მისი მადლიერი ვარ… 

ყველას მადლობელი ვარ, ვინც საკუთარი პრობლემები დაივიწყა, ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და დაგვეხმარა. შეიძლება, უკანასკნელიც კი გაიღო, რადგან ახლა ყველას უჭირს… კიდევ, ერთმა ადამიანმა დარეკა, დეპუტატი სოფო კილაძის სახელით და ასევე, 100 ლარი გადმოგვირიცხა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოახდინა რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე ?

ლალი: იცით, წუწუნი ჩემი მხრიდან უმადურობა იქნებოდა, რადგან გორის საკრებულოს დეპუტატი, ზურაბ ყაჯრიშვილი, შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდა როგორც მანამდე, ისე თქვენი პოსტის შემდეგ. პროდუქტებს, შეშას გვიგზავნიდა. დიდი მადლობა მას, ასევე, სოფო კილაძეს იმისთვის, რომ უყურადღებოდ არ დაგვტოვა! ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეთ!

– ლალი, თუ შეიძლება, თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით. 

ლალი: მოკრძალებულად ცხოვრებას მიჩვეულები ვართ, მაგრამ როდესაც თქვენს ფონდს მივმართე, ნამდვილად გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ჩემს გულში გაუბედავი იმედი ბჟუტავდა, რომ ვინმე ყურადღებას მოგვაქცევდა და დახმარების ხელს გამოგვიწვდიდა. და უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება! თვალებს არ ვუჯერებდი, ჩვენი სახლის ზღურბლზე რომ დაგინახეთ! გული მიგრძნობდა, რომ აუცილებლად მოხდებოდა რაღაც კარგი…

და თქვენ იმედები არ გაგვიცრუეთ! იმდენი საჩუქარი! იმდენი სიხარული! ჩემი შვილების ბედნიერი თვალები! სიტყვებით ვერ აღგიწერთ, რა ვიგრძენი იმ მომენტში, ეს ყველაფერი რომ მოგვიტანეთ… ალბათ, მოგვიანებით გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი მართლაც, ჩვენია. ახლა, მათ ყოველდღე ვიყენებ და თქვენ და თქვენი ფონდის ყველა მეგობარს გლოცავთ. დარწმუნებული ვარ, უფალი ჩემს მთელი გულით ნათქვამ ლოცვებს აუცილებლად შეისმენს და ასჯერ მეტად მიუზღავს მათ, ვინც ჩვენ დაგვეხმარა! რადგან სიკეთე ყოველთვის ასმაგად ბრუნდება… 

უდიდესი მადლობა თქვენ და თქვენს ფონდს! უფალმა დაგლოცოთ კეთილი საქმეებისთვის! რადგან ჩემს დახმარების ძახილზე პირველები სწორედ თქვენ მოხვედით და თქვენი წყალობით შეიტყო ჩვენი გასაჭირის შესახებ ამდენმა ხალხმა!

– პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

 ლალი: ძალიან მიჭირს შესაბამისი სიტყვების პოვნა… იცით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მხარდაჭერას გრძნობ. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მორალურადაც დაგვეხმარა. თქვენი პოსტის ქვეშ უამრავ კომენტარს ვკითხულობდი და ბავშვივით მიხაროდა! მიხაროდა, რომ ამქვეყნად ამდენი კეთილი ადამიანია, რომ ჩვენი გასაჭირი მათთვის სულ ერთი არ არის. ამ ყველაფერმა გამამხნევა, თავდაჯერება შემმატა და საშუალება მომცა, მომავლისთვის კვლავ იმედით შემეხედა. მინდა ყველას უდიდესი მადლობა ვუთხრა, ვინც ჩვენთვის კეთილი სიტყვები იპოვა! 

 – თუ შეიძლება, ბავშვებსაც გავესაუბრები. გაბრიელ, ესე იგი, ძალიან მოგწონს გემრიელი საუზმე, არა?

გაბრიელი (4 წლის):დიახ, დეიდა! ტოსტერი უბრალო პურსაც კი გემრიელს ხდის! ზემოდან კარაქს ან მურაბას თუ წაუსვამ, ხომ… მ-მ-მ… უგემრიელესია! კიდევ, ახლა, პლანშეტიც გვაქვს!

დავითი (6 წლის): დიახ, ის ჩვენი, საერთოა! ყველანი ერთად ვუყურებთ მულტფილმებს, ვუსმენთ მუსიკას ან რიგ-რიგობით ვთამაშობთ! პატარა ფატიმაც კი ჩვენთან ერთად უყურებს მულტფილმებს!

– არ ჩხუბობთ?

მარიამი (10 წლის):რა თქმა უნდა, არა. ის ხომ ყველას გვაჩუქეს?! კიდევ… (ხმას უწევს) იცით, დედას ისე უხარია მაცივარი… ყველაფერს მასში აწყობს, ხანდახან, პურსაც კი… (ხითხითებს).

ტარიელი (8 წლის):დედა ახლა ხშირად იღიმის, არადა, მანამდე სულ სევდიანი იყო. ჩვენ კი ისე გვიხარია, ისე გვიხარია, დეიდა! პლანშეტი – განსაკუთრებით! ეს მსოფლიოში საუკეთესო საჩუქარია! 

– ლალი, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ? 

ლალი: თქვენ ჩვენთვის ისედაც ბევრი გააკეთეთ… ყველამ ერთად, ბედნიერები გაგვხადეთ… როგორ შეიძლება, კიდევ რამე რომ ვითხოვო?! თქვენ რომ მოგმართეთ, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მაცივარი იყო და თქვენ ამაში დაგვეხმარეთ! 

მხოლოდ ერთია… ზამთარი ახლოვდება და რადგან იატაკი ბეტონის გვაქვს, კედლები კი მოშიშვლებული, ძალიან გვიჭირს შენობის გათბობა. შეშის მუდმივი პრობლემა გვაქვს. გაზის გამათბობელი რომ იყოს, ბევრად მარტივი იქნებოდა…

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს ფონდს და თქვენს ყველა მეგობარს! თქვენი წყალობით, ჩემს შვილებს თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავთ, მე კი მეტი არაფერი მინდა… უფალი დაგლოცავთ ყველა თქვენი კეთილი საქმისთვის!

***

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას! 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

 #GE15TB7194336080100003

 #GE42LB0115113036665000

 #GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მინდიაშვილების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/580-mindiashvili/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივლ 14
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1250.00₾
2020 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
320.00₾

სულ ხარჯები:

1570.00₾

დარჩა:

0.22₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
Anthony Melchett
01.12.2020 10:12:54
₾20.00
კეთილი გული
28.11.2020 20:31:13
₾20.00
კეთილი გული
21.11.2020 07:24:12
₾10.00
ნიკოლოზ წირღვავა
18.11.2020 18:14:53
₾5.00
კეთილი გული
05.11.2020 07:35:52
₾15.00
კეთილი გული
26.10.2020 10:40:08
₾5.00
კეთილი გული
24.10.2020 08:49:37
₾10.00
ქებურია კახაბერ
22.10.2020 20:00:00
₾7.00
კეთილი გული
02.09.2020 10:25:24
₾100.00
მელიქიშვილი ხვიჩა
08.07.2020 20:00:00
₾5.00
სინაურიძე მარიამი
30.06.2020 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
29.06.2020 11:47:38
₾10.00
ლევან ახობაძე
26.06.2020 20:00:00
₾5.00
კაპანაძე ლევან
25.06.2020 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
25.06.2020 08:57:49
₾10.00
სიყმაშვილი გიორგი
23.06.2020 20:00:00
₾2.91
თამარი ვასილის ას
22.06.2020 20:00:00
₾5.00
საამიშვილი თამარ
22.06.2020 20:00:00
₾1.00
უნგიაძე გია
21.06.2020 20:00:00
₾5.00
ირაკლი გეწაძე
19.06.2020 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,570.22

138 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,570.22

138 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება