ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედიკო, რომ ვერ გავიღვიძო?..

calendar მაისი 14, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

– პატარა ანჟელას, რიგით მეოთხე ოპერაცია ელის, და ძალიან ეშინია. პატარას ყველაფერი ესმის, სადღაც გაუგია, რომ ვიღაც ბიჭმა მეორე ნარკოზის შემდეგ, ვეღარ გაიღვიძა და ახლა დედიკოს სულის შემძვრელ შეკითხვებს უსვამს… მან უკვე სამი ოპერაცია გადაიტანა… სამი ოპერაცია და სამი ნარკოზი, გოგონა კი მხოლოდ 7 წლისაა, მეგობრებო! – ნეტავ რამდენი ტანჯვის ატანა მოგიხდა, პატარავ? – პასუხი იცის მხოლოდ ღმერთმა…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

– პატარა ანჟელას, რიგით მეოთხე ოპერაცია ელის, და ძალიან ეშინია. პატარას ყველაფერი ესმის, სადღაც გაუგია, რომ ვიღაც ბიჭმა მეორე ნარკოზის შემდეგ, ვეღარ გაიღვიძა და ახლა დედიკოს სულის შემძვრელ შეკითხვებს უსვამს… მან უკვე სამი ოპერაცია გადაიტანა… სამი ოპერაცია და სამი ნარკოზი, გოგონა კი მხოლოდ 7 წლისაა, მეგობრებო! – ნეტავ რამდენი ტანჯვის ატანა მოგიხდა, პატარავ? – პასუხი იცის მხოლოდ ღმერთმა…

ანჟელა(7 წლის): ძალიან
მინდა ვიყო სხვა გოგონებივით: ლამაზი და გამოპრაჭული. კიდევ, დეიდა – (ლამაზი ბავშვური
თვალებით ამომხედა), – არავინ რომ არ დამცინოს. ოღონდ ჩშშშ… – ყურში ჩამჩურჩულა ბავშვმა,
– დედიკოს არ უთხრათ, თორემ ძალიან იტირებს! ძალიან მეცოდება… ისეთი კეთილი მყავს!

 – და კიდევ, სიმართლე რომ გითხრათ, მინდა მქონდეს
საკუთარი ოთახი, ლამაზი, ოღონდ თაგვები რომ არ იყვნენ! იცით, როგორ მეშინია, – ისევ
ცუმად ჩურჩულებს ბავშვი! შენ არ გეშინია? და კიდევ… – დაფიქრდა, ეთქვა, თუ არა,
– გეხვეწებით, ექიმებთან აღარ წამიყვანოთ. ტკივილს მაყენებენ! აღარ მინდა საავადმყოფოში,
ექიმებთან  სიარული!

მარგარიტა(დედა):
– გულამოსკვნილი ტირის!..

– იქნებ ჩემი ბრალია?
რა გამომრჩა? – ცხარე ცრემლით ტირის უნუგეშო დედა. – და მართლაც, მისი ბრალი არაფერია,
პირიქით, მთელი შვიდი წლის მანძილზე, ცხოვრების უმძმესი პირობებისა და უკიდურესი გაჭირვების
მიუხედავად, ანჟელას დედა, მარგარიტა, სრულიად მარტო იბრძვის საყვარელი შილის ჯნმრთელობისა
და კეთილდღეობისთვის. მედგრად დგას და  უვლის
თავის გოგონას, ცდილობს ყველაფრით უზრუნველყოს, რაც აუცილებელია, ყველა კარზე აკაკუნებს,
დახმარებას ითხოვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, პატარა ანჟელა ჯანმრთელი და ბედნიერი
რომ იყოს… საბრალო ქალი სასოწარკვეთილია, მაგრამ თავის გოგონაზე ფიქრი არ აძლევს
წაქცევის უფლებას. მეგობრებო, ჩვენ, როგორც ნამდვილი, მართლმადიდებელი ქართველები უბრალოდ
ვალდებულები ვართ მხარში ამოვუდგეთ, მივახვედროთ, რომ მარტო არ არის საშინელ ავადმყოფობასთან
უთანასწორო ბრძოლაში და გავუწოდოთ ხელი! გვერწმუნეთ, ავადმყოფი გოგონა, დანგრეულ ქოხში,
საშინელი სანახავია…

თურქი ექიმები ბოლომდე
ეცადნენ გოგონასთვის თვალი შეენარჩუნებინათ, მაგრამ მათი ძალისხმევა, უშედეგო აღმოჩნდა.
ამ ეტაპზე, ანჟელას სჭირდება ხელოვნური, ბროლის თვალის ჩასმის ოპერაცია.

და რა საშინელ პირობებში
უწევს მარგარიტას მისი გოგონას აღზრდა? პატარა ოთახი, სადაც თაგვები დარბიან, პაწაწინა
სამზარეულო, საპირფარეშო ეზოში, ბავშვის დაბანა კი, ოთახში უწევს, ტაშტში! ნეტავ ამ
პატარა ოჯახს, ამდენი უბედურება რისთვის დაატყდა თავს?

– გთხოვთ, არ იტიროთ,
მარგარიტა. უფრო დაწვრილებით გვიამბეთ, ამ ეტაპზე, რა სახის სამედიცინო დახმარება სჭირდება
ანჟელას და რატომ?

მარგარიტა: დაბადებინ
შევამჩნიე, რომ ჩემს გოგონას თვალზე პრობლემა ჰქონდა. ცოტათი აელმებდა თვალს, ექიმმა
კი მითხრა, რომ ეს ხშირი მოვლენაა და თავისით გაუვლის. მაგრამ არ გაუარა! ანჟელა
1,6 წლის იყო, როდესაც მეუღლესთან დაშორება მომიწია, და მშობლიურ ქალაქ ბათუმში დავბრუნდი.
სიელმე გაუარესდა და უამრავ ექიმს მივმართე. ეჭვი სიმსივნეზე ჰქონდათ, ისიც კი მითრეს,
რომ ანჟელას მდგომარეობა უიმედოა და სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება შემომთავაზეს.
რა თქმა უნდა, უარი ვთქვი, და დავიწყე მისი თურქეთში წასაყვანად სახსრების ძებნა. მაშინ
ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი, თამუნა. საკუთარ თავზე აიღო მთელი ხარჯები. აღმოჩნდა,
რომ გოგონას არანაირი სიმსივნე არ აქვს, თვალის კაკალი ორბიტიდან ამოვარდა, და უკანა
მხარეს გაჩნდა შეხორცებები, რომელიც ჩვენს ექიმებს სიმსივნე ეგონათ. მხოლოდ ერთ წელიწადში
2017 წლის დეკემბრიდან, 2018 წლის დეკემრამდე, გოგონამ სამი ოპერაცია გადაიტანა! სამჯერ
მოგვიწია თურქეთში წასვლა! სად არ ვეძებდი ამ თანხებს. დამეხმარნენ ნათესავები, მეგობრები,
თბილისისა და ბათუმის მერია, ჯანდაცვის სამინისტროც… ყველამ შემოიტანა საკუთარი წვლილი…
მაგრამ სამწუხაროდ თვალის გადარჩენა ვერ მოხეხდა. ამ ეტაპზე გვჭირდება ბროლის პროტეზი,
ამიტომაც მოგმართეთ თქვენ, დიდი იმედით, რომ დამეხმარებით.

– შექმნილ ვითარებაში,
რა გეჩვენებათ ყველაზე რთულად?

მარგარიტა: იცით,
ანჟელა ძალიან გონიერი ბავშვია, სულ მეკითხება, რატომ არ აქვს ყველაფერი ის, რაც სხვა
ბავშვებს, ეს მხოლოდ თვალს არ ეხება, მატერიალურ მდგომარეობასაც, იმასაც, რომ არ ჰყავს
მამა. მე კი ხანდახან არც კი ვიცი რა ვუპასუხო და ცრემლებს ძლივს ვიკავებ. მაგალითად,
ძალიან ეშინია ოპერაციის, გაუგია, რომ ნარკოზის შემდეგ, ვიღაცამ ვერ გაიღვიძა… მეკითხება:
დედიკო, რომ ვერ გავიღვიძო? აი, რა ვუპასუხო? მითხარით?(მწარედ ტირის)

– რა რჩევებს მისცემდით
დედებს, ვინც თქვენსავით, საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა?

მარგარიტა: იცით,
ჩემი ანჟელასთვის, შეუძლებელი  შევძელი. ჩვენს
უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, უბრალო ექიმთან ვიზიტიც კი არაა ხელმისაწვდომი,
თურქეთში წასვლაზე კი, საუბარიც ზედმეტია. ყველას ვთხოვდი, ვემუდარებოდი, მუხლის ჩოქა
ვიდექი, მოვითხოვდი, ბოლოსდაბოლოს ვემუქრებოდი! არასოდეს დანებდეთ, ბოლო ამოსუნთვამდე
იბრძოლეთ თქვენი შვილების ბედნიერებისთვის და ჯანმრთელობისთვის!

– ამ მომენტში, რაში
მდგომარეობს თქვენი მთავარი პრობლემა?

მარგარიტა: ბოლო გამოკვლევის
შემდეგ, ექიმმა გვითხრა, რომ კიდევ ერთი ოპერაცია არის საჭირო, თვალის პროტეზირება.
უბრალოდ აღარ ვიცი, ვის მივმართო დახმარებისთვის. ამჯერად სახელმწიფომ, უარი გვითხრა
დახმარებაზე. ახლა კი, ყველას მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ჩვენი ახლობლებიდან
და ნათესავებიდან, ჩვენი დახმარება არავის შეუძლია. ყველას იმის დარდი აქვს საკუთარი
ოჯახი და შვილები როგორ შეინახოს.

–  მარგარიტა, ალბათ თემა, რომელსაც იძულებული ვარ
ახლა შევეხო, თქვენთვის უსიამოვნოა, მაგრამ, იქნებ გვიამბოთ, როგორ გაიცანით თქვენი
მეუღლე და რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?

მარგარიტა: ერთმანეთი
რესტორან „ჭადრებში“ გავიცანით, იქ მუშაობდა მიმტანად და ბარმენად. მე კი დახმარება
მთხოვეს, დიდ სუფრაზე, რომელიც ქორწილისთვის და ბანკეტისთვის უნდა გაშლილიყო. მაშინვე
მოგვეწონა ერთმანეთი, ძალიან ყურადღებიანი იყო, გამაცნო მისი და და მშობლები. სამ თვეში
დავქორწინდით, და საცხოვრებლად მასთან, რუსთავში გადავედი. გოგონა გაგვიჩნდა, მაგრამ
უცებ, ჩემი მეუღლე რადიკალურად შეიცვალა… უბრალოდ ვეღარ ვცნობდით. ვითმენდი, მინდოდა
მამა ჰყოლოდა ბავშვს… მაგრამ მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა, სახლში საერთოდ აღარ
მოდიოდა, ვფიქრობ, ჩვენს შორის ვიღაცა ჩადგა… იძულებული გავხდი, ბათუმში დავბრუნებულიყავი.

– ვინმე გეხმარებათ?
მშობლები, ან ნათესავები? გსურთ ვინმეს, მადლობა გადაუხადოთ დახმარებისთვის?

 მარგარიტა: იცით, ყველას ძალიან მადლობელი ვარ, ვინც
მხარში ამომიდგა და ახლაც მეხმარება. ჩემს მშობლებს თავადაც დახმარება სჭირდებათ, მამას
თიაქარი აქვს და ოპერაცია უნდა გაიკეთოს, დედას კი წნევა აწუხებს. მაგრამ მიუხედავად
ამისა, მამა მაინც ყველანაირად ცდილობს, რომ დამეხმაროს, პროდუქტი მოაქვს, ხანდახან
ტკბილეულსაც ყიდულობს ანჟელასთვის. ჩემი ძმა, სურენი, ოთხი წლის მანძილზე, მხოლოდ ჩვენზე
ზრუნავდა. ახლა უკვე თვითონაც ოთხი შვილი ჰყავს, თავადაც ხვდებით, რამდენი სჭირდებათ.
მაინც ყოველთვის  ცდილობს, უყურადღებოდ არ დაგვტოვოს
მე და ჩემი შვილი. რა თქმა უნდა, უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების და ნათესავების,
ვინც ჩვენთვის თურქეთში წასავლელი თანხავ შეაგროვა. განსაკუთრებით კი თამუნასი, ანჟელა
თურქეთში პირველად სწორედ მან წაიყვანა.

 – როდესმე გიფიქრიათ, რომ შეიძლება ასეთი  უბედურება შეგემთხვეთ?

მარგარიტა:  ვინ წარმოიდგენს ასეთ რამეს? უფალმა ყველას აშოროს!
მე ცოლად მორიდებულ, პატიოსან და მშრომელ ბიჭს გავყევი. რა თქმა უნდა ბედნიერ ოჯახსა
და ჯანმრთელ შვილებზე ვოცნებობდი… ყველაფერი კი ასე მოხდა… სხვა აირჩია, მაგრამ
ამას ნაკლებად ვდარდობ, ოღონდ შვილი გამომიჯანმრთელდეს. ისე დაიტანჯა… ჩემი ანგელოზი…

–  ძალიან გითანაგრძნობთ, ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის?
მაგალითად ადგილობრივ მმართველობას?

მარგარიტა: რა თქმა
უნდა, თავადაც ხედავთ, რა პირობებში ვცხოვრობთ, ელემნტარული კომფორტიც არ გვაქვს…
თურქეთში წასვლა და ოპერაციები კი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული… უფალი მოწყალეა…
დამეხმარა ბათუმისა და თბილისის მერია, ჯანდაცვის სამინისტროც. როდესაც კარანტინი გამოცხადდა
დახმარებისთვის მერიას მივმართე, ვინაიდან სახლების დალაგებით ვირჩენდი თავს და სრულიად
უსახსროდ დავრჩი. დიდხანს არ გვალოდინეს, მესამე დღეს მოგვიტანეს პირველადი აუცილებლობის
პროდუქტი, მაკარონი, ბურღულეული და ა.შ. მათი ძალიან მადლობელი ვარ, ანჟელასაც ძალიან
გაუხარდა. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ადრე ერთჯერადი ფულადი დახმარება გადმოგვცა
300 ლარის ოდენობით. ვერ დავიწუწუნებ, მთავრობა არა ერთხელ გამოეხმაურა ჩვენს დახმარების
თხოვნას… ახლა უარი გვითხრეს… მძიმე მდგომარეობა და ალბათ ბიუჯეტში არ არის საკმარისი
თანხები, დახმარება კი ყველას სჭირდება…

– უცხო ადამიანების
სიკეთის გჯერათ?

მარგარიტა: რა თქმა
უნდა! როგორ არ უნდა მჯეროდეს?! სწორედ უცხო ადამიანები დაგვეხმარნენ ბევრჯერ, თურქეთში
წასასვლელი და ძვირადღირებული ოპერაციების თანხები შეაგროვეს. უზომოდ მადლობელი ვარ
ყველასი! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უცხო ადამიანებს ახლაც შეეცოდებათ ჩემი საბრალო
გოგო და დაგვეხმარებიან…

– ქირით ცხოვრობთ
ამ ამ სახლში?

მარგარიტა: სახლში?
თუ შეიძლება ასე დავარქვათ, კი… თავადაც ხედავთ… მაგრამ მე და ჩემი გოგო უკვე მივეჩვიეთ.
არ გვაქვს პირობები და 7 წლის გოგონას დაბანა ტაშტში მიწევს. ეგ არაფერი! ერთხელ ანჟელას
ძილში თაგვმა უკბინა და აცრების გაკეთება მოგვწია!.. ახლა კი, ჩემს გოგონას, რომელიც
ისედაც ემოციურია და ნერვები ცუდ მდგომარეობაში აქვს ამდენი ნარკოზის შემდეგ, უშუქოდ
ძილის ეშინია. 7 წლის ბავშვს ოცნებად აქვს ქცეული, რომ ისეთ ოთახში დაიძინოს, სადაც
არაფერი უკბენს!

– ანჟელა სკოლაში
დადის? მოსწონს?

მარგარიტა: კი, რა
თქმა უნდა. სწავლა ძალიან უყვარს და კიდევ ბავშვებთან ურთიერთობა. უყვარს წერა და ხატვა.
კითხვა ცოტა ეზარება, უჭირს… მაგრამ ყველას უკვირს, ბავშვი ცალი თვალით, ასე ლამაზად
როგორ ახერხებს წერას. ყველაფერი გულთან ძალიან ახლოს მიაქვს. განიცდის, როდესაც დავალებას
სრულყოფილად ვერ ასრულებს, იმხელა პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. მასწავლებელი ხომ
მთელ კლასს აძლევს დავალებას, არ შეუძლია, რომ მას ცალკე მისცეს და გამოარჩიოს სხვა
ბავშვებიდან. მაგრამ როდესაც ის ყველაფერს ვერ აკეთებს, ძალიან დარდობს… ძალიან უნდა
ცეკვაზე სიარული, დამყავდა კიდეც, უფასო წრეში. მაგრამ იქ კიდევ უამრავი ხარჯია, ფორმა,
სავალდებულო გასვლები, მე კი არ მაქვს ამის საშუალება… მოგვიწია თავის დანებება.
თავის ასაკთან შედარებით, ანჟელა ძალიან განვითარებული და გონიერი გოგოა. ასე იმიტომ
არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია. შეგიძლიათ გაესაუბროთ და თავად დარწმუნდეთ ამაში.

– დიახ, ანჟელას რამდენიმე
შეკითხვას დავუსვამ, თუ ნებას მომცემთ. ანჟელა, სკოლაში დადიხარ?

ანჟელა(7 წლის): ძალიან
მიყვარს სკოლა, განსაკუთრებით მათემატიკა და ინგლისური… ძალიან მიყვარს თვლა. ყოველთვის
ვცდილობ სრულყოფილად შევასრულო დავალება, მაგრამ მასწავლებელი ძალიან ბევრს გვაძლევს.
როდესაც დიდხანს ვწერ ან ვკითხულობ, ძალიან მტკივდება თვალი…

– კიდევ რა მოგწონს,
სკოლის საგნების გარდა?

ანჟელა(7 წლის):  ძალიან მიყვარს ცეკვა… დედიკოს დავყავდი ცეკვაზე,
მაგრამ იქ იმდენი რამეა საჭირო. ფორმა, სპეციალური ფეხსაცმელი და კიდევ ბაკურიანში
წასვლა ვერ შევძლი მაგათთან ერთად, ძალიან ძვირი ჯდებოდა…

– სკოლაში საუკეთესო
მეგობარი გყავს?

ანჟელა(7 წლის): მე
ყველა გოგოსთან ვმეგობრობ, ყველანი კარგები არიან. გვიყვარს დასვენებაზე დამალობანას
და დაჭერობანას ერთად თამაში…

– ანჟელა, დედიკოს
ეხმარები?

ანჟელა(7 წლის): რა
თქმა უნდა! წვნიანს ერთად ვამზადებთ ხოლმე, და კიდევ ჩვენი ოთახის დალაგებაში ვეხმარები.
დედიკოს ბევრი სარეცხი აქვს და ეზოში რეცხავს, ამიტომ ძალიან იღლება.

– საყვარელი სათამაშო
გაქვს?

ანჟელა(7 წლის):  კი, ეს ჩემი საყვარელი თოჯინაა, ანა, ძალიან მომწონს
ეს სახელი. და დედიკო ზრაპრებს რომ გვიყვება, გვიყვარს მოსმენა და ერთად ვიძინებთ ხოლმე.

– რომელია შენი საყვარელი
ზღაპარი?

ანჟელა(7 წლის):  წითელქუდაზე! მეც მინდა, ისეთივე ლამაზი კაბა და
წითელი ქუდი რომ მქონდეს!

– რომ გაიზრდები,
ვინ გახდები?

ანჟელა(7 წლის):  ცეკვის მასწავლებელი! ვოცნებობ, ცეკვა ვისწავლო,
ისეთი ლამაზია. ყველა მოცეკვავეს ბევრი ლამაზი კაბა აქვს და მეც მინდა! თვითონაც კარგად
ვიცეკვებ და ბავშვებსაც ვასწავლი.

– რა არის აუცილებელი,
თავს ბედნიერად რომ გრძნობდე?

ანჟელა(7 წლის):  ძალიან მინდა, ჩემი საკუთარი, ლამაზი ოთახი რომ
მქონდეს, ოღონდ თაგვები რომ არ იყოს! ისე კი დიდი სახლი მინდა, და მე და დედიკო კარგად
რომ ვიყოთ! აღარ მინდა საავადმყოფოში, ექიმებთან სიარული!

– მთელი საქართველოს
ბავშვებს რას უსურვებდი?

ანჟელა(7 წლის): მინდა
ვუსურვო, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ და ჩემსავით ცუდად არასდროს იყვნენ.

– საოცრება ხარ ანჟელა!
მარგარიტა, დავუბრუნდეთ ჩვენს საუბარს. რას აჭმევთ ხოლმე ბავშვს, როგორია მისი ყოველდღიური
რაციონი?

მარგარიტა: იშვიათად
ვახერხებ ხორცისა და ხილის ყიდვას, ვცდილობ ტკბილეული არ ვიყიდო. ჩვენი მდგომარეობიდან
გამომდინარე, იძულებული ვარ პატარას საყვარელი სასუსნავები მოვაკლო… მაკარონს, ბურღულეულს,
უბრალო წვნიანს ვაკეთებ ხოლმე… სულ ესაა ჩვენი მენიუ.

– რა შემოსავალი გაქვთ?
რაზე გყოფნით?

მარგარიტა: ანჟელას
მოვლა სჭირდება, თვალში საათობრივად ჩაწვეთება, მარტოს ვერ დავტოვებ და ვერ ვნახულობ
მუდმივ სამსახურს. სოციალური დახმარება – 140 ლარი და ბავშვის პროდუქტის 10 ლარიანი
ბარათი, სულ ესაა ჩვენი შემოსავალი. ადრე სახლებს მაინც ვალაგებდი, ახლა კი, ვირუსის
გამო, ესეც შეუძლებელია… ამ ქოხში 100 ლარს ვიხდით… დანარჩენში კი კეთილი ხალხის
იმედზე ვართ.

– რა არის თქვენი
ყველაზე დიდი ოცნება?

მარგარიტა: მხოლოდ
იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი გოგონა ჯანმრთელი იყოს. ნახევარი ცხოვრება ექიმებთან სიარულსა
და საავადმყოფოებში აქვს გატარებული… ისე დაიტანჯა, საბრალო…

კიდევ, ორივე ვოცნებობთ
იმაზე, ერთი, სულ პატარა მაინც, მაგრამ ჩვენი კუთხე რომ გვქონდეს… ერთი პატარა, სუფთა
ოთახი…

– თქვენი აზრით, სახლში
რა გჭირდებათ ამჟამად ყველაზე მეტად?

მარგარიტა: ამ ეტაპზე,
ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია ანჟელას ოპერაცია… და თქვენ, ჩვენი უკანასკნელი
იმედი ხართ…

თავადაც ხედავთ, როგორ
ვცხოვრობთ, არაფერი არ გაგვაჩნია, ეს ძველი ავეჯიც კი სახლის მეპატრონეს ეკუთვნის,
არანაირი ტექნიკა, ძველი ტელევიზორი. არ გავქვს ინტერნეტი, მხოლოდ მეზობლის ვაიფაი,
ისიც ყოველთვის არ იჭერს, ანჟელა კი უზომოდ განიცდის, როდესაც გაკვეთილს აცდენს…
ტირის კიდეც… ძალიან გვჭირდება მაცივარი, პროდუქტი რომ შევინახოთ და სარეცხი მანქანა,
ძალიან რთულია ეზოში რეცხვა.

– რატომ გადაწყვიტეთ,
ჩვენთვის რომ მოგემართათ?

მარგარიტა: სოციალურ
ქსელში თქვენს სტატიებს ვკითხულობ, ბევრჯერ დიდი სურვილი გამჩენია, თავადაც დავხმარებოდი
ვინმეს. ვიფიქრე, რომ ამდენ ადამიანს დაეხმარეთ და ჩემს გოგონასაც არ დატოვებდით უყურადღებოდ…
თქვენს ფონდს იმდენი კარგი მეგობარი ჰყავს, დიდი იმედი მაქვს, რომ შევებრალებით ხალხს,
ხელს გამოგვიწვდიან, და ისურვებენ ჩემი ლამაზი და ჭკვიანი ანჟელას გაცნობას.

———– 

 

  მეგობრებო, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ,
ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება არ დავეხმაროთ ამ საბრალო ოჯახს! ყველამ ერთად ვევედროთ
უფალს, რომ ანჟელა ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს!

  გოგონას სასწარაფო გამოკვლევა  სჭირდება. ირიციანების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ
სჭირდებათ ფინანსური დახმარება, პროდუქტი, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში,
ჩათვალეთ, რომ თქვენი ახლობლები არიან.

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ
მათ და დავეხმაროთ საბრალო დედას. შეგიძლიათ თავადაც ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება.
მერწმუნეთ, ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ მარგარიტას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ
და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის
ქ. 49 (დასავლეთი საქართველო) ტელეფონის ნომერი: 595 49 74 55

  მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს
საქველმოქმედო აქციას  ანჟელა ჩიკაშუას დასახმარებლად.
როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას
არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“
ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

  აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია,
რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ
იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება.
გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ
ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი
შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება
სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ
მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ანჟელა
ჩიკაშუა)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი ჩარიცხვის
ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

ერთი ზარი გადაარჩენს
სიცოცხლეს – 0901 200 270

ჰა-ჰა! – იცინის მზეთუნახავი!

მე ახლა ლამაზი თვალი მაქვს!..

პატარა ანჟელა სიხარულისგან დახტის… – თქვენ ყველაზე კეთილი ადამიანები ხართ მსოფლიოში – ფონდის სულ ყველა მეგობარი! – დაუღალავად რატრატებს 7 წლის პატარა და სახლში მექაჩება. – დეიდა, ნახეთ, რა ლამაზი თვალი მაქვს!.. მოგწონთ? ახლა ლამაზი ვარ, არა? აი, ეს ტელეფონიც ფონდმა მაჩუქა! ისეთი მაგარიააა! მე მასზე ისე ვოცნებობდი!..

სიხარულისგან სუნთქვა ეკვრის პატარა, ქართველ მზეთუნახავს, ანჟელას.

ახლა ეს პატარა ანგელოზი ბედნიერია და ეს მხოლოდ თქვენი მოწყალების და გულისხმიერების დამსახურებაა, ფონდის მეგობრებო! 

ჩვენ, სულ ახლახან, სტატიაში „დედიკო, რომ ვერ გავიღვიძო?“მოგიყევით 7 წლის ანჟელა ჩიკაშუას ისტორია, რომლის წაკითხვაც ცრემლების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იყო: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/582-chikashua/

პატარა ანჟელას და მის დედას საშინლად ეშინოდათ მეოთხე ოპერაციის… მეოთხე ზოგადი ანესთეზიის… ექიმების დანახვაზე, 7 წლის პატარა ანჟელა ტიროდა და იმალებოდა…

მაგრამ დღეს, – შეხედეთ, როგორი დიდია უფალი! ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პატარა ანჟელასა და დედამისის ტანჯვა წარსულს ჩაბარდა. ანჟელა სარკეში სიხარულით იხედება და მომავალს იმედით შესცქერის! მან იცის, მეგობრებო, რომ თქვენ და ჩვენ – ყველა კეთილი ქართველი, მის გვერდით ვართ! 

– მარგარიტა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ და თქვენი შვილის შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ? 

მარგარიტა: იცით, მე უკვე იმედი მქონდა დაკარგული, რომ ვინმე ყურადღებას მოგვაქცევდა… ჩემმა საბრალო გოგონამ იმდენი ტანჯვა გადაიტანა… (ტირის). ამის გახსენებაც კი მაშინებს! მაგრამ მოულოდნელად, სასწაული მოხდა! ჩვენ უფალმა თქვენი თავი გამოგვიგზავნა! 

ჩემს პატარას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თვალის პროთეზირება. ოპერაციის გაკეთება თურქეთში გვინდოდა, მაგრამ აგერ, თითქოს ჩვენს ჯიბრზე, ეს კორონავირუსი დაიწყო…

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ეს მარტოხელა დედისთვის, რომელიც შეჩვეულია ათასი ზღურბლის ტკეპნას, დახმარების თხოვნა-ვედრებას და შეუძლებელს აკეთებს ერთადერთი შვილს გადასარჩენად! 

ხელისუფლებამ დახმარებაზე უარი გვითხრა, ჩვენ კი ყველა რესურსი ამოვწურეთ და უკვე აღარ ვიცოდი, სად და ვისთან გავქცეულიყავი! მაგრამ თქვენ ჩვენთვის სასწაული მოახდინეთ! ნამდვილი სასწაული! არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩვენი თქვენდამი მადლიერება. გულწრფელად ვამბობ, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი, მით უმეტეს ახლა, როდესაც კაცობრიობა, პირდაპირი მნიშვნელობით, გადარჩენისთვის იბრძვის და ყველას ასე უჭირს.

სწორედ ფონდის წყალობით დავადგინეთ, რომ ამ ოპერაციას საქართველოშიც წარმატებით აკეთებენ. ბათუმიდან თბილისში ჩამოსვლა, ექიმებთან კონსულტაცია, ოპერაციის თარიღის დანიშვნა და სახლში დაბრუნება ერთ დღეში მოვასწარით! 

ყველაფერი თქვენ მოაგვარეთ – საუკეთესო ექიმებთან კონსულტაციის, მთლიანი ოპერაციის, პროთეზის და სახლში დასაბრუნებელი გზის ფულიც კი თქვენ გადაგვიხადეთ! ღმერთო ჩემო!.. არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა! მე მუდამ თქვენთვის ვილოცებ, ფონდის მეგობრებო! 

– მოგვიყევით, ოპერაციამ როგორ ჩაიარა. ყველაფერი რიგზეა? ანჟელა როგორ გრძნობს თავს? 

მარგარიტა:რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდით… ეს უკვე მეოთხე ოპერაცია და მეოთხე ზოგადი ანესთეზია იყო! ჩემი გოგონა კი სულ რაღაც 7 წლისაა… უფლის წყალობითა და თქვენი დახმარებით, ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდით! თითოეული ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც ამ რთულ პერიოდში გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი და შესაძლოა, უკანასკნელიც კი გაიღო ჩემი გოგონას ჯანმრთელობისთვის! ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ თქვენც და თქვენს შვილებსაც!  

ჩემი ანჟელა? ღმერთო, ის ისე განიცდიდა, ისე ეშინოდა! 

ოპერაციის ეშინოდა და კიდევ იმის, რომ იმპლანტის ჩასმას სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ მოასწრებდნენ და სკოლაში… (სლუკუნებს)… თვალის გარეშე მოუწევდა წასვლა… მაგრამ მადლობა უფალს, ახლა ყველაფერი კარგად არის. პროთეზირებამ წარმატებით ჩაიარა, ორგანიზმმა იმპლანტი არ უარყო და ჩემი გოგონა ბედნიერია! არ დაიჯერებთ, მაგრამ სარკეს არ შორდება და ახალი, ლამაზი თვალის ცქერით ვერ ძღება! 

ყველა სადარდებელი დაავიწყდა, როდესაც თქვენი ფონდის თანამშრომელმა მას მობილური ტელეფონი აჩუქა! ანჟელას ბედნიერებას უბრალოდ საზღვარი არ ჰქონდა! ეს მისი სანუკვარი ოცნება იყო და თქვენ ის აუხდინეთ! ეს ჩვენთვის სრული მოულოდნელობა იყო. ჩემი გოგონა ტელეფონს ხელიდან აღარ უშვებს და სელფებს იღებს, ყვავილებს უღებს სურათებს… ამ საჩუქარმა ყველა ის საშინელება გადაავიწყა, რისი გავლაც ჩვენ მოგვიწია! 

– თქვენი სიხარული ჩვენც ძალიან გვიხარია, მარგარიტა! ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მხარდასაჭერად ვინმემ დაგირეკათ, ან მოგინახულათ?

მარგარიტა: რამდენჯერმე დაგვირეკეს, თანაგრძნობა და დახმარების მზაობა გამოთქვეს. ბიჭები მოვიდნენ, სამხედროები, 265 ლარი მოგვიტანეს და თან ბოდიშს იხდიდნენ, – ასე ცოტა რომ არისო. არადა, ჩვენთვის ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია! ისე გაგვახარეს! სამწუხაროდ, მათი სახელები ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ერთ-ერთს ნამდვილად გიორგი ერქვა. მან ანჟელასთან სურათიც კი გადაიღო. ჩემ გოგონას ისე გაუხარდა! მისთვის ყურადღება და სითბო ძალიან მნიშვნელოვანია! 

თქვენი პოსტი ანჟელას თანაკლასელებმაც წაიკითხეს და მათაც შეაგროვეს არც თუ ისე უმნიშვნელო თანხა – 275 ლარი! ჩვენ მათი უზომოდ მადლიერები ვართ! 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს – ელისოს და ნინოს. მათი უზომოდ მადლიერი ვარ სითბოსა და ყურადღებისთვის. ადრე, ექიმების დანახვაზე, ანჟელა ტირილს იწყებდა, ახლა კი ისინი ოჯახის წევრებივით შეუყვარდა! 

– ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოახდინა რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე?თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და თუ დაგეხმარნენ რამით? 

მარგარიტა: ჩვენ ყოველთვის გვიჭერდა მხარსაჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი თორნიკე რიჟვაძე. მინდა, მთელი სულით და გულით გადავუხადო მას მადლობა. სამწუხაროდ, მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობა ანჟელას ოპერაციაში ვერ დაგვეხმარა, მაგრამ არ მინდა, უმადური გამოვჩნდე, რადგან თბილისისა და ბათუმის მერიაც არაერთხელ დამხმარებია, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროც…

– მარგარიტა, თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით. პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და თანადგომა?

მარგარიტა:უბრალოდ, სიტყვებით ვერ აღგიწერთ, რას ნიშნავდა ჩემთვის ეს თანადგომა. სწორედ თქვენი სტატიის წყალობით გაიგეს ჩვენმა თანამემამულეებმა, რომ ანჟელას დახმარება სჭირდებოდა და ჩვენ მხარდასაჭერად ყველა გაერთიანდა. 

ანჟელა თვალის გამო ძალიან განიცდიდა და კომპლექსდებოდა. მეც, მასთან ერთად… ბავშვის ცრემლები კი დედის გულში მახვილის ტოლფასია… მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა! ახლა, მე და ჩემი გოგონა, თქვენი და ფონდის კეთილი მეგობრების წყალობით, ბედნიერები ვართ! 

ანჟელა (7 წლის):დედა, დედიკო, შეიძლება, მეც ვთქვა? 

– რა თქმა უნდა, ანჟელა, სწორად ახლა მინდოდა შენთან საუბარი! 

ანჟელა (7 წლის):დეიდა, მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მე ახლა ასეთი ლამაზი თვალი მაქვს! მე ხომ ლამაზი გოგონა ვარ, არა? ნახეთ, რამდენი სურათი მაქვს! ჩემი ახალი ტელეფონი მოგწონთ?

– რა თქმა უნდა! ბედნიერებასა და ჯანმრთელობაში მოიხმარე! შენ თვითონ თუ მოგწონს? 

ანჟელა (7 წლის):აბა, რა! ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ვიცი, რომ თქვენ მაჩუქეთ! ყველას ვანახებ ხოლმე და ვეუბნები, რომ ის მე ფონდმა მაჩუქა! 

– რა ჭკვიანი გოგო ხარ, ყველაფერი იცი! ახლა ბედნიერი ხარ, ანელა?

ანჟელა (7 წლის): დიახ, დიახ! ძალიან ბედნიერი ვარ! ახლა აღარ მრცხვენია და ქუჩაში თვალზე აღარავინ მიყურებს ხოლმე! ისეთი საწყენია, ყველა შენ რომ გიყურებს და ჩურჩულებს… ტელეფონი კი საერთოდ, სუუუუუპერ საჩუქარია! მოულოდნელი საჩუქარი! თქვენ მე ოცნება ამიხდინეთ! დიდი მადლობა! 

– კიდევ რაზე ოცნებობ?

ანჟელა (7 წლის):მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა – ძალიან მინდა, ჩემი ოთახი და საწოლი მქონდეს! მეტი არაფერზე ვოცნებობ! თორემ, აქ ძალიან მეშინია. ერთხელ თაგვმაც კი მიკბინა; ახლახან კი რაღაც საშინელება დავინახე – დედამ მითხრა, მაგას მორიელი ჰქვიაო…

– მარგარიტა, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?

მარგარიტა: თქვენ ჩემი გოგონას ოცნებებს შეასხით ფრთები, მაშასადამე – ჩემს ოცნებებსაც! როგორ შეიძლება, კიდევ რამე გთხოვოთ? ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია – დიდი მადლობა ფონდის ყველა მეგობარს, ვინც ჩვენი გასაჭირი უყურადღებოდ არ დატოვა! 

არის კიდევ ერთი პრობლემა, მაგრამ არც კი ვიცი, ვის მივმართო. უკვე რამდენი ხანია, ათასი ზღურბლი გადავტკეპნე იმ იმედით, რომ როგორმე, იქნებ, საცხოვრებელი გამოგვიყონ… თუნდაც პაწაწინა! ამჟამად, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, რომელშიც უბრალოდ საშინელი პირობებია. ანჟელამ მართლაც ნახა მორიელი, თავისი საწოლის გვერდით და მას სურათიც კი გადაუღო! წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ბავშვისთვის რომ ეკბინა! 

 ყველა დანარჩენს როგორმე თავად გავართმევ თავს. ანჟელა უკვე წამოიზარდა და მეც მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, სამსახური ვიშოვო.

დარწმუნებულები იყავით, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენთვის გააკეთეთ! უფალმა დალოცოს თქვენი ფონდი! ფონდის ყველა მეგობარს კი ღმერთმა ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს! ყველასი უზომოდ მადლიერი ვარ! 

—-

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე;ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთანშედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთანშედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

დაურეკეთ მარგარიტას, გაამხნევეთ და მხარში დაუდექით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტელ.: 595 49 74 55; მისამართი:ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა 49 (დასავლეთ საქართველო)

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო! 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ანჟელა ჩიკაშუა) 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.https://chernovetskyifund.ge/ge/projects/582-chikashua/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 მაი 26
ოპერაცია
1850.00₾
2020 მაი 26
გამოკვლევა
65.00₾
2020 ივლ 23
ხელოვნური თვალი
2145.57₾
2020 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1180.00₾
2020 სექ 10
მობილური ტელეფონი
790.00₾

სულ ხარჯები:

6030.57₾

დარჩა:

0.31₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.10.2020 10:57:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.09.2020 17:21:45
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.09.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2020 17:59:21
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.09.2020 09:24:19
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.09.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.08.2020 20:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.08.2020 13:16:26
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.08.2020 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.08.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.08.2020 22:06:18
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2020 09:36:35
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.07.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.07.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2020 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.07.2020 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾6,030.88

464 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾6,030.88

464 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება