რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„ხანდახან მშიერი ვიძინებ, ჩემს პატარა გოგონებს საჭმელი რომ ეყოთ…“

calendar ივნისი 8, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

რას ნიშნავს თქვენთვის ნამდვილად დიდი ოჯახი? 4 – 5 ადამიანი? იქნებ 6? ალბათ გაგიკვირდებათ, რომ გიამბოთ 8-სულიანი ოჯახის შესახებ, რომელიც ცხოვრობს დანგრევის პირას მისული შენობის მხოლოდ ერთ ოთახში?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ჩვენ მოგიყვებით, დიდი, ნამდვილი, ქართული ოჯახის შესახებ, რომელიც ცხოვრობს თბილისიდან ნახევარი საათის სავალ მანძილზე, სართიჭალის დასახლებაში და ძალიან სჭირდება კეთილი ადამიანების დახმარება!
„მაინც ჩამოხვედით, ხო?!“ – შემომეგება ეზოს ძველ კართან ლალი, ოჯახის დიასახლისი.
„არ მეგონა, რომ ჩამოხვიდოდით! იცით, თქვენს პასუხს როგორ ველოდი! თქვენ, ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ, საყვარელო!“ – არ ჩერდებოდა ქალი.
გაიცანით, ლალი სუხაშვილი(63 წლის) – მოსიყვარულე დედა, დედამთილი, 4 მშვენიერი გოგონას ბებია და ყველაზე სევდიანი თვალების მქონე ქალბატონი. ერთი უბედური შემთხვევის გამო, მან ყველაფერი დაკარგა: სამსახური, სახლი, ჯანმრთელობა, ოჯახთან ერთად გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდა და შიმშილისა და სიცივის ატანა უწევს. მაგრამ საშინელ სიდუხჭირეშიც კი, მას არ დაუკარგავს იმედი, და სწორედ ესაა მთავარი. მას ხომ დიდი ოჯახი ჰყავს: შვილი, ლევანი(31 წლის), რძალი, სოფი(33 წლის), ძმა, ირაკლი(61 წლის) და ოთხი ულამაზესი შვილიშვილი მარი(12 წლის), ნინა(10 წლის), ანა(7 წლის) და ელენე(5 წლის). ძალიან გაჭირვებული, მაგრამ სულით მდიდარი, მოსიყვარულე ოჯახი, რომელსაც სჭირდება დახმარება.
დანგრეულ შენობას, რომელშიც სუხაშვილების ოჯახი ცხოვრობს, ძნელია ვუწოდოთ „სახლი“. ეს ნანგრევებია. შიგნითაც და გარედანაც, მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, სავალალოა. ჭერი იმდენად არის ჩამოწეული, რომ შეიძლება თავით შეეხოთ. მართლაც საშინელება იყო ყოფნა ამ ჭერქვეშ, როდესაც ქარის ხმაური ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ ჭერი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს და საბოლოოდ ჩამოვარდება. სახურავი სულ ნახვრეტებშია. ზამთარს კი ოჯახი სარდაფში ატარებს, წვიმის დროსაც, თავს იქ აფარებენ. ლალიმ იქ რამდენიმე ლეიბი ჩაიტანა და ფიცრებისგან საწოლები ააწყო. საჭმლის მომზადება კი ბევრად რთულია. ოთახში ყოფნა, დაწეული ჭერის გამო, ძალიან საშიშია, სარდაფში კი ისეთი სივიწროვეა, თაგვი კუდს რომ ვერ მოიქნევს, ამიტომაც, სამზარეულოს მოწყობა გარეთ მოუწიათ. აქ, ლალი შვილიშვილებთან ერთად ამზადებს სადილს.
       – მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში? 
      ლალი: წლებია, ასეთ მდგომარეობაში ვართ… 20 წლის წინ, სახლი დაგვეწვა, ასე ავღმოჩნდი ქუჩაში ჩემს ძმასთან და შვილთან ერთად. კიდევ კარგი, ნათესავებმა შეგვიფარეს, უფალს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ ზოგიერთი ადამიანი ამდენად კეთილია. ახალ სახლს ვერ ავაშენებდით, ამიტომაც გავყიდეთ ჩვენი ნაკვეთი, და ეს ვიყიდეთ… – ლალიმ დაწეულ ჭერს ახედა, რომელიც სადაცაა თავზე დაგვეცემოდა. – კი არ იფიქრო, საყვარელო, ბედს არ ვუჩივი და მადლობელი ვარ, რომ ცოცხლები გადავრჩით. უბრალოდ გული მეწვება, ამ ნესტიან და გაქუცულ კედლებს, ჩავარდნილ იატაკს, ჩამონგრეულ ჭერსა და დახვრეტილ სახურავს რომ ვუყურებ… ორი წლის წინ აივანი ჩამოინგრა, და მას შემდეგ, კედლებიც ნელ-ნელა იშლება. აღარ შემიძლია, გესმით?! მთელი ცხოვრება პატიოსნად ვშრომობდი, საბოლოო ჯამში კი, სიკვდილის შემდეგ არაფერს დავტოვებ ამ ქვეყანაზე – ძლივს იკავებდა ცრემლებს ლალი.
        – სახელმწიფო არ გეხმარებათ?
        ლალი: სოციალურ დახმარებასა და პენსიას ვიღებთ, მაგრამ ეს თანხა მხოლოდ ყველაზე აუცილებელ საკვებსა და კომუნალურ გადასახადებზე გვყოფნის, ისიც, ყოველთვის არა. ოთხი ბავშვი გვყავს, ყველაზე უმცროსი 5 წლისაა და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ხანდახან მშიერიც ვიძინებ, რომ ჩემს პატარა პრინცესებს საჭმელი ეყოთ. ისინი გულს მიხარებენ, ყოველდღიურად მაძლევენ ძალას, რათა ვიცოცხლო, ვებრძოლო ჩვენს მდგომარეობას და შევინარჩუნო მომავლის იმედი…
     – უმცროს გოგონას რა პრობლემები აქვს? რა სჭირს?
     ლალი: გვეგონა, რომ არაფერი სერიოზული… ელენიკოს(5 წლის), თანდაყოლილი პაპილომა და კისტა აქვს, ცალ თვალზე. პაპილომები ბავშვს, ხელს არაფერში უშლის, უბრალოდ გარეგნული ნაკლია, მაგრამ თავადაც ხვდებით – ის ხომ გოგოა! უნდა, ლამაზი  რომ იყოს, და უცებ, ასეთი რამ!..
     რაც შეეხება თვალზე კისტას, – ადრე ექიმმა გვითხრა, რომ ეს, ხელს არაფერში არ შეუშლიდა. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, კისტამ, ჩემს პატარა გოგონას დისკომფორტი შეუქმნა. ბოლო თვეების განმავლობაში, სტკივა კიდევაც, როდესაც თვალს ახელს. ახლახანს, ფერების აღქმის პრობლემაც დაემატა.
     ფული გვქონდა გადადებული, ექიმთან რომ წაგვეყვანა – მაგრამ ეს თანხა, მისი თბილისში მხოლოდ ერთხელ ჩამოსაყვანად აღმოჩნდა საკმარისი… კონსულტაციაზე ექიმმა გვითხრა, რომ ოპერაცია სჭირდება. ოპერაციას სახელმწიფო კი აფინანსებს, მაგრამ ექიმთან ვიზიტებისა და წამლებისთვის, ძალიან დიდი თანხაა საჭირო. ერთი კონსულტაციის საფასური 60 ლარია. – ჩვენი საუბარი ბავშვის ხმამ გაწყვიტა: 
      – ბეეეებოოოო! – ყვიროდა გოგონა, რომელიც სირბილით შემოვიდა ოთახში და ბებიას კალთაში ჩაუხტა.
     ლალი: ელენიკო(5 წლის)! აი, ჩემი ელენიკოც (5 წლის), იგრძნო, რომ მასზე ვლაპარაკობდი! – სიხარულით მიეგება ბებია შვილიშვილს – სად იყავი, ბებიას სიხარულო? 
      ელენიკო(5 წლის): მეზობელთან, მულტფილმებს ვუყურებდი, მეგონა, რომ აქ მარტო ხარ! მოვედი იმიტომ, რომ არ მოგეწყინა, ჩვენ კი, თურმე სტუმრები გვყოლია! გამარჯობა! – მითხრა პატარა ელენიკომ(5 წლის) და ხელი ჩაავლო ფუმფულა დათუნიას, რომელიც საწოლზე მარტოსულად იჯდა. 
    – რა საყვარელი დათუნია გყავს! შენი საყვარელი სათამაშოა?
    ელენიკო(5 წლის): დიახ, მას ტედი ჰქვია. მე და ჩემმა დებმა დავარქვით ასე! ჯერ მარისი(12 წლის), მერე ნინასი(10 წლის), მერე კი ანასი(7 წლის) იყო, გინდათ თქვენც გათხოვოთ? შემიძლია მოგცეთ ცოტა ხნით, რომ ითამაშოთ, ოღონდ მერე დამიბრუნეთ, კარგი? – გოგონამ მთელს სახლში ერთადერთი სათამაშო გამომიწოდა.
    – მადლობა! შენს დებსაც თხოვნი ხოლმე სათამაშოებს?
     ელენიკო(5 წლის): მხოლოდ ტედი მყავს… და ვეთამაშები ხოლმე, რომ არ მოიწყინოს. 
    – სად არიან შენი დები? რატომ არ არიან სახლში?
      ელენიკო(5 წლის): მეორე ბებიასთან არიან. მალე ჩამოვლენ, ძალიან მენატრებიან, ისინიც და მათთან თამაშიც. ყველაზე მეტად, მარისთან(12 წლის) მიყვარს თამაში, ხელში ავყავარ და მაბზრიალებს ხოლმე!
      – კიდევ რის კეთება გიყვარს?
      ელენიკო(5 წლის): პრინცესებზე მულტფილმების ყურება მიყვარს. რომ გავიზრდები, მეც ეგეთივე ლამაზი ვიქნები და ძალიან, ძალიან ბევრი კაბა მექნება! ისეთივე გრძელი, ლამაზი და ბრჭყვიალა! კიდევ იცით, ტურნიკი მაქვს! მამიკომ გამიკეთა! ტანმოვარჯიშე მინდა გამოვიდე! ნახეთ, როგორ შემიძლია! ჩემით ვისწავლე!
       – ძალიან კარგად გამოგდის! წიგნების კითხვა გიყვარს?
        ელენიკო(5 წლის): კიიიი! „ წითელქუდა“ ზეპირად ვიცი. ბებია მიკითხავს ხოლმე. გინდათ, თქვენც მოგიყვეთ? გოგონა ბებიასთან სტუმრად, რომ მიდის და გემრიელობა მიაქვს! მეც მინდა ვისწავლო გემრიელობების გაკეთება და ბებიას გავუმზადო! ის სულ მიკეთებს ხოლმე, და მეც მინდა რომ გავახარო! 
        – რა საყვარელი ხარ ელენიკო(5 წლის)! რას გიმზადებს ხოლმე ბებია?
        ელენიკო(5 წლის): ფაფას… კიდევ, კამფეტებს მყიდულობს, ხანდახან. შოკოლადის. ოთხ ცალ კამფეტს ყიდულობს ხოლმე, ჩემთვის და ჩემი დებისთვის. მინდა, სულ რომ მიყიდოს კამფეტები! 
    – სათამაშოები არ გინდა? შენ ხომ მხოლოდ ტედი გყავს! 
    ელენიკო(5 წლის): და ტედის არ ეწყინება? ჩვენი მეზობლის, ნანას თოჯინა ძალიან მომწონს. გრძელი თმა აქვს და ლამაზი კაბა აცვია! მაგრამ მეშინია, ტედი არ გამებუტოს, სხვა სათამაშოთი თუ ვითამაშებ…
      – „არა, პატარავ, ტედი არ გაიბუტება. ის ხომ შენი მეგობარია, მეგობრები კი ასეთი სისულელეების გამო, არ ებუტებიან ერთმანეთს.“ – ჩაერია ჩვენს საუბარში ელენიკოს(5 წლის) დედა, სოფი.
     – შემოხვედით და ოთახში ფართი საერთოდ აღარ დარჩა, ისეთი სივიწროვეა… მთელი ოჯახი, აქ რანაირად ეტევით ერთად?
     სოფი: ჩვენ არც ვიკრიბებით ერთად არასდროს. მაგიდა პატარაა, სკამებიც არ გვაქვს… 3-4 ადამიანს ერთად გვძინავს. კი, ძალიან ვიწროდ ვართ, გოგონები პატარები რომ იყვნენ, უფრო მარტივი იყო, ახლა კი გაიზარდნენ. მაგრამ არაუშავს, უფალს მადლობას ვწირავთ, რომ ცოცხლები ვართ და ერთმანეთი გვყავს… – თქვა ლალის რძალმა, სოფიმ.
    – სოფი, გვიამბეთ, თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით?
    სოფი: მმმმ… ბედისწერის გჯერათ? საიდუმლოდ გეტყვით, რომ სანამ ჩემს მეუღლეს გავიცნობდი, თავს დაკარგულად ვგრძნობდი, არ ვიცოდი ცხოვრებაში რა მინდოდა. მაგრამ როცა ის გავიცანი, მივხვდი, ჩემი ცხოვრების აზრს. კი, ახლა ძალიან მძიმე პერიოდი გვაქვს. მაგრამ მე ვიცოდი, რაზეც მივდიოდი. რა თქმა უნდა, ღამღამობით ხშირად ვტირი, იმიტომ, რომ არ მახსოვს, ბოლოს როდის ვუყიდე რამე ჩემს გოგონებს. ერთმანეთის დაპატარავებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აცვიათ. თანაც ისეთი გულთბილი და მომთმენები არიან. არაფერს ითხოვენ იმიტომ, რომ იციან, ფული რომ არ გვაქვს. მაგრამ მე ხომ ვხედავ… – სოფიმ თავი დახარა, ცრემლები ვეღარ შეიკავა და განაგრძო – ვხედავ, როგორ იმალებიან, მეგობრები, ან ნაცნობები ჩვენს სახლთან რომ ჩამოივლიან, გესმით? სცხვენიათ, რომ ასეთ დანგრეულ სახლში ცხოვრობენ. ჩვენ კი ძლივს გაგვაქვს თავი.
     – და სამსახური? არ მუშაობთ თქვენ, ან თქვენი მეუღლე? 
    სოფი: ეს ოცნებად მაქვს ქცეული! ვეძებ სამსახურს, სულ ვეკითხები ნაცნობებს, იქნებ სადმე რაიმე ვაკანსია იყოს, ყველაფერზე მზად ვარ! მეუღლე მშენებლობაზე მუშაობდა, მაგრამ მერე ზურგის ტკივილები დაეწყო, ექიმთან ვერ წავიდა, ვიზიტი ჩვენთვის ძალიან ძვირი ღირს. ეგონა, რომ თავისით გაუვლიდა. უკვე მეორე წელიწადია, არ გაუარა და წელის ტკივილებს უჩივის. სოფელში ძალიან ძნელია რაიმე სამსახურის შოვნა. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ფულს არ ართმევენ გაწეული დახმარებისთვის. აი, ახლაც, მეუღლე მეზობელთან არის, ღობის შეღებვაში ეხმარება. ერთად გაიზარდნენ, ფული როგორ უნდა გამოართვას?
     – ნათესავები არ გეხმარებიან?
     სოფი: ახლა ისეთი მძიმე დროა, მეც ღარიბი ოჯახიდან ვარ… ადრე ბევრად მარტივი იყო ცხოვრება, ახლა კი… ბავშვებს კომპიუტერები სჭირდებათ, ტელეფონები, იმისთვის, რომ სკოლის გაკვეთილებს დაესწრონ… ჩვენს სახლში კი, ტექნიკიდან, მხოლოდ მაცივარია, ისიც უდიდესი საჩუქარია ჩვენთვის! სულ ცოტა ხნის წინ, ეგეც არ გვქონდა. როგორც ხედავთ, ავეჯიც არ გვაქვს. ერთი მაგიდა და ორი საწოლი… რთულია, ძალიან რთულია, გოგონების ასეთ პირობებში აღზრდა… მაგრამ ვცდილობ, აღვზარდო ისე, რომ არ დაკარგონ რწმენა… რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს რომ არ დაკარგონ რწმენა და იმედი…
        – თქვენ რის გწამთ, სოფი?
        სოფი: რა თქმა უნდა, სიკეთის! მხოლოდ კეთილ ადამიანებს შეუძლიათ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა და გადარჩენა! მეზობლები ხშირად გვეხმარებიან, გოგონებს ნამცხვრებით უმასპინძლდებიან ხოლმე. იმაშიც მეზობლები დაგვეხმარნენ, თქვენთვის რომ მოგვემართა. სწორედ მათ მოგწერეს, ჩვენი მძიმე მდგომარეობის შესახებ, და ამისთვის, მათი ძალიან მადლობელი ვარ! ხომ ხედავთ, არინ ქვეყანაზე  კეთილი ადამიანებიც! ასეთი მომენტები, იმის დასტურია, რომ სასწაულები ხდება, უბრალოდ უნდა გწამდეს…
      – გვიამბეთ თქვენს გოგონებზე, რომლებიც ახლა სახლში არ არიან.
       სოფი: მარი(12 წლის), უკვე დიდი გოგო მყავს – 12 წლისაა. ძალიან ვამაყობ მისით. სახლში სულ მეხმარება და დებსაც უვლის. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და საიდუმლოებსაც ხშირად ვუყვებით ერთმანეთს. მას რომ ვესაუბრები, თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ. ნინა(10 წლის) და ანი(7 წლის) ფანტაზიორები მყვანან, სულ იგონებენ სასაცილო წარმოდგენებს და კონცერტებს აწყობენ, ვითომ მათ ტელევიზორში აჩვენებენ. სულ კარგ ხასიათზე მოვყავარ ხოლმე.
     ბავშვობა ისეთი მშვენიერია… კი, ჩემს გოგონებს ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ მე მჯერა, რომ უფალი შეგვიწყალებს, მოგვცემს მე და ჩემს მეუღლეს შესაძლებლობას, რომ ვიმუშაოთ და ამ გაჭირვებას, თავი რომ დავაღწიოთ. ჩვენი შვილებისთვის, ისინი, ამას ნამდვილად იმსახურებენ! 
     სოფიმ გაგვაოცა თავისი შეურყეველი იმედით უკეთესობისა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საშინელ, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მას მაინც უყვარს სიცოცხლე და სწორედ ამას ასწავლის თავის ოთხ გოგონას. ესაა მთავარი, სასოწარკვეთილებას რომ არ მიეცე. გწამდეს, მიუხედავად ყველაფრისა…
         მეგობრებო, მოდით, დავეხმაროთ სუხაშვილების ოჯახს, ასეთი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში! ბავშვებს მხოლოდ ის უნდათ, რომ უკეთესი პირობები ჰქონდეთ, რომ ჰქონდეთ ადგილი, სადაც შეჭამენ, დაიძინებენ და არ ექნებათ იმის შიში, რომ სახლი თავზე ჩამოენგრევათ! ასეთ პირობებში ძნელია,  გაიზარდონ და განვითარდნენ. ვაჩუქოთ ბავშვებს ბავშვობა, რომლის უფლებაც, აქვს თითოეულ ჩვენთაგანს.
         მარიამს(12 წლის), ნინის(10 წლის) და ანას(7 წლის), არ აქვთ ყველასთვის სრულიად ჩვეულებრივი გადჯეტებიც კი, ახალ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე კი საუბარიც ზედმეტია. ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება – პროდუქტი, საოჯახო ტექნიკა, კომპიუტერი, ბავშვებს არა აქვთ სათამაშოები, მშობლებს კი იმის საშუალება, რომ უყიდონ წიგნები და სასკოლო ინვენტარი… შეგიძლიათ დაურეკოთ ოჯახის დიასახლისს და ნებისმიერი სახის დახმარება შესთავაზოთ, ოჯახი მოკლებულია ყველაფერს! ერთად, ჩვენ შევძლებთ, ამ ოთხი გოგონასა და სუხაშვილების მთელი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ბავშვებს ხომ არაფერი დაუშავებიათ, და იმსახურებენ იმას, რომ გაიზარდონ ნორმალურ პირობებში.
       დაურეკეთ ლალის ნომერზე: 568 28 04 09 . ოჯახში მხოლოდ ერთი ტელეფონია, ცუდად იჭერს, და ცუდად ისმის.
      ან ეწვიეთ ოჯახს მისამართზე: სოფელი სართიჭალა. ლალი სუხაშვილი
      აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ სუხაშვილების ოჯახის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლალი სუხაშვილი)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.
        ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
       ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი სუხაშვილების ოჯახსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!
თითოეულ ზარს შეუძლია გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე  – 0901 200 270

მთელი საქართველო ჩვენი სანათესავო გახდა!

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩვენი დახმარება ვიღაცას სიცოცხლის გადარჩენაში ეხმარება. შეიძლება, ჩვენ ვერ ვაცნობიერებდეთ, მაგრამ ამას ბავშვების გულწრფელი სიტყვები და მათი თვალები გვახვედრებენ!

  „იცით, როდესაც მოხვედით და გვითხარით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ საქართველოში ბევრი კეთილი დეიდა და ბიძიაა, ჩვენ არ გვჯეროდა, მაგრამ მერე – მაშინვე დავიჯერეთ! მათ ხომ ასეთი საჩუქრები გაგვიკეთეს?! ნამდვილი ტელევიზორი! წარმოგიდგენიათ?! – გვეუბნება 7 წლის ანი და ხელებს შლის, რომ გვაჩვენოს, რამდენად დიდი ტელევიზორი აქვს. – მაგრამ იცით, ის ჯერ არ ჩაგვირთავს. უბრალოდ, სარდაფში დენცქვიტა არ არის და ბებიაც ანძის შესახებ რაღაცას ამბობდა; მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ, ჩვენთან დგას, ვუყურებ ხოლმე და დიდ შოუს წარმოვიდგენ, სადაც ვიცეკვებ“

მარის (12 წლის) უკვე ერთი სული აქვს, და-ძმისთვის და ბებოსთვის გემრიელი კერძების კეთება დაიწყოს: „ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ბევრი საჭმელი გვქონოდა და ნინასთვის, ელენესა და ანისთვის შემწვარი კარტოფილის გაკეთება შემძლებოდა. ხომ ვიცი, მე ყველაფერი გამომივა!“ – „რა თქმა უნდა, შენ ყველაფერი გამოგივა!“

– მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ? https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/592-sukhashvili/

ლალი: თქვენმა დახმარებამ ნამდვილად დროულად მოგვისწრო. თქვენ და თქვენი ფონდის დიდსულოვანი მეგობრები რომ არა, არც კი ვიცი, საერთოდ რას შევჭამდით. სოციალური დახმარება და პენსია ერთი თვეც გვყოფნის. ჩვენ ოთხი გოგონა გვყავს. განვითარებისთვის მათ კარგი კვება სჭირდებათ. თქვენ სწორედ ეს გვაჩუქეთ!  ხალხმა მოსვლა, საკვებით დახმარება დაიწყო. ზოგი რეკავდა და კეთილი სიტყვებით მამხნევებდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ საქართველოში ამდენი კარგი და კეთილი ადამიანი ცხოვრობდა. იმედი მაქვს, გაგვიმართლებს და ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს.

  – თქვენ თქვით, რომ თქვენთან მოდიოდნენ კიდეც. ვინ არის ეს ხალხი?

ლალი: დიახ, ისინი ჩვენთან თბილისიდან ჩამოვიდნენ. განა ოდესმე ვიფიქრებდი, რომ პანდემიის დროს ხალხი არ მიგვატოვებდა და საგანგებოდ ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდოდა? ახალგაზრდა წყვილი იყო, ძალიან ზრდილი და ჭკვიანი… კარგი ახალგაზრდობა მოდის! ისინი ჩვენ გამო ჩამოვიდნენ და რამდენიმე დღის სამყოფი საკვები მოგვიტანეს: წიწიბურა, ბევრი ტკბილეული, მაკარონი, პური, ხორციც კი იყო. არ მჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა! (თვალცრემლიანი ამბობს ლალი). ის დღე არასოდეს დამავიწყდება! მათ ჩემს გოგონებს 20-20 ლარიც კი აჩუქეს, არადა, მათ უკვე ძალიან დიდი ხანია, არავინ არაფერს ჩუქნის.

ვინმე ისეთი თუ იყო, ვინც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ? იქნებ, ჯერ კიდევ კავშირზე ხართ ერთმანეთთან?

ლალი: დიახ, ერთი ქალბატონია, ქეთი ჰქვია. მან თითქმის სტატიის გამოქვეყნებისთანავე დამირეკა. ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი გახდა, რადგან ჩვენ თითქმის მსგავსი ცხოვრებისეული ვითარება გვაქვს. ქეთი ძალიან კეთილია, მან მომისმინა და მორალურად დამიდგა გვერდში. ასეთი გაგება ძნელი მოსაძებნია. მაგრამ იცით, მე ყველას სახელი მახსოვს, ვინც დაგვირეკა ან დასახმარებლად მოვიდა. მათ ჩვენ ცხოვრება გაგვიფერადეს და იმედი მოგვცეს. განა შეიძლება ასეთი ადამიანების დავიწყება?

რას ნიშნავს თქვენთვის ეს მხარდაჭერა და დახმარება უცხო ადამიანებისგან?

ლალი: ძალიან დიდხანს ვერ ვიჯერებდი. დღეს ყველას საკუთარი პრობლემა აქვს და ყველა ცდილობს თავისი ოჯახი, თავისი შვილები გამოკვებოს. მაშინაც კი, როდესაც თქვენ მოგმართეთ, არ ვიცოდი, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა. სადილისთვის, უბრალო პროდუქტებიც კი გამახარებდა, აქ კი… თქვენ გაზქურაც გვაჩუქეთ და ტელევიზორიც. არ ვიცოდი, რომ საქართველოში ამდენი ადამიანია, ვისთვისაც სხვისი გასაჭირი სულ ერთი არ არის. ახლა ვიცი, რომ უანგარო ხალხი ბევრად მეტია, ვიდრე წარმომედგინა.

იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?

ლალი: არ ვიცი, როგორ ვთქვა… (ტირის.) არც კი მჯერა, მაგრამ თქვენ ალბათ გახსოვთ, როგორი იყო ჩვენი სახლი. უფრო სწორედ, სახლი კი არა, ნანგრევები. ამ დროის განმავლობაში ის მთლიანად ჩამოიშალა. საცხოვრებელი სხვაგან არსად გვაქვს, ასე რომ სარდაფში ვცხოვრობთ. ნესტიან კედლებში ვიძინებთ და ვიღვიძებთ, მაგრამ მეტი რა გზაა? სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს… მეტს ვერაფერს გთხოვთ, მაპატიეთ, უბრალოდ ტკივილს ვერ ვიკავებ. ძნელია, მთელი ცხოვრება იმისთვისიმუშაო, რომ სიბერეში სარდაფში, ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდე… მაგრამ მაგიდაზე საჭმელი გვაქვს, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სულ ერთი არ არის და ეს უკვე დიდი ბედნიერებაა!

ძალიან ვწუხვარ, ეს რომ მესმის. მაგრამ ყოველთვის არსებობს უკეთესი მომავლის იმედი, უბრალოდ არ დანებდეთ!

ლალი: დიახ, მართალი ხართ. თქვენ რომ არა, დიდი ალბათობით,  არც საჭმელი გვექნებოდასუფრაზე.ჩვენთვის დახმარება უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! მაგრამ ერთი თხოვნა მაინც მაქვს. თუ შესაძლებელია, იქნებ როგორღაც გვიშუამდგომლოთ, რომ თუნდაც პატარა, მაგრამ მაინც საკუთარი ბინა გამომიყონ… იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ? ან ის მაინც მითხრათ, სად ან ვის მივმართო? არ მინდა ყოველდღე იმის მეშინოდეს, რომ შეიძლება, ჩვენი სარდაფიც თავზე ჩამოექცეს ჩემს ოთხ გოგონას… 

მარი, ასე რატომ მოიწყინე? სად არის შენი ღიმილი?

მარი (12 წლის): ყველაფერი აქ არის, შინაგანად ვიღიმი. უბრალოდ ისე ვოცნებობდი, დებისთვის ახალ გაზქურაზე რამე გემრიელი მომემზადებინა, მაგრამ ახლა კიდევ უნდა ვიცადო. იმედი მაქვს, სახლს მალე შევაკეთებთ. ანი და ნინა კი სულ თქვენზე საუბრობენ. მათ ისე გაუხარდათ ის ხალხი, ვინც ჩვენთან მოვიდა და საჩუქრებისთვის 20 ლარი გვაჩუქა! მაგ ფულით საკვებიც ვიყიდეთ და თითოსთვის – კინდერ სიურპრიზიც. აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვჭამეთ.

ანი (7 წლის): ჰო, ისეთი გემრიელი იყო! (აღტაცებით ჩაერია ანი.) მე საჩუქრად პატარა დათუნია მივიღე და მასთან ერთად ვთამაშობ ხოლმე. კიდევ, ტელევიზორიც გვაჩუქეთ… ისე ვოცნებობ, ერთხელ მასში ვიყო! იქ მე და ნინა ვიცეკვებთ, მარი კი გვიყურებს ხოლმე. იმ დროისთვის, ელენეც ჩვენს გუნდში იქნება და ჩვენთან ერთად გამოვა ხოლმე!

ანი, როგორი მხიარული ყოფილხარ! ახლა რას უყურებ ტელევიზორში?

ანი: ჯერ არაფერს. ჩვენ ის ჯერ არ ჩაგვირთავს. უბრალოდ, სარდაფში დენცქვიტა არ არის და ბებიაც ანძის შესახებ რაღაცას ამბობდა; მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ, ჩვენთან დგას, ვუყურებ ხოლმე და დიდ შოუს წარმოვიდგენ, სადაც ვიცეკვებ.“

მახსოვს, ტელევიზორი ყველაზე მეტად ელენიკოს უნდოდა. ასე არ არის?

ელენიკო (5 წლის):დიახ! საიდან გახსოვთ? თქვენ ხომ ბევრი შვილი გყავთ?! ახლა დავდივარ და ტელევიზორს ვეფერები! როდესაც სახურავს შეგვიკეთებენ და შევძლებთ, ჩემი საყვარელი ტელევიზორი შეფუთვისგან გავათავისუფლოთ, აი მაშინ იქნება… ოჰ, რა იქნება?!

და რა იქნება?

ელენიკო:როგორ თუ რა? დიდი სიხარული იქნება! მე, ნინა, ანი, მერი და ჩემი დათუნია დავსხდებით და ვუყურებთ! ყველაფერს ვუყურებთ, რაც კი რამ არის!

ნინა, შენ რაზე ოცნებობ?

ნინა (10 წლის):მე ზედმეტად დიდი ოცნებები მაქვს. ძალიან მინდა, თბილ სახლში ვცხოვრობდე, სადაც ტელევიზორს ჩავრთავდით და ერთად ვუყურებდით ფილმებს. შემდეგ, ერთად შევჭამდით საჭმელს, რომელსაც მარი მოამზადებდა; მეც დავეხმარებოდი. და მინდა, რომ ჩვენს სახლს ფანჯრები ჰქონდეს, რომ მზე გვაღვიძებდეს, თორემ სარდაფში ბნელა…

ყველაფერი წინ არის, ჩემო ნინა, ვფიქრობ, შენ და შენს დებს ყველაფერი გექნებათ. კეთილი ხალხი არ დაგტოვებთ და ბებიაც ყოველთვის დაგიცავთ!

მადლობა თქვენ, ვინც ამ ოჯახის გვერდით იყავით, ვინც დაეხმარეთ, რომ ეს თვეები მათ ჩვეულზე ოდნავ მარტივად ეცხოვრათ. თქვენი ნებისმიერი დახმარება – მორალური თუ ფინანსური, ეს არის მხარდაჭერა, რომელიც სუხაშვილების ამ მშვენიერი ოჯახისათვის ძალიან საჭირო და აუცილებელია. მათ პრობლემებს თითქოს დასასრული არ აქვთ, მაგრამ სწორედ თქვენ შეგიძლიათ, ეს ოჯახი ბედნიერ მომავალთან დააახლოვოთ.

***

ხოლო თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ „ფეისბუქ“ პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სუხაშვილების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/592-sukhashvili/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 აგვ 25
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
900.00₾
2020 სექ 01
ფონდის ზედნადები ხარჯები
225.00₾
2021 იან 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
60.00₾
2021 იან 05
პროდუქტები
129.28₾
2021 იან 12
პროდუქტები
113.22₾

სულ ხარჯები:

1427.50₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
საბა ჭეღელიძე
24.12.2020 20:00:00
₾2.00
ჯოხაძე ნიკა
24.12.2020 20:00:00
₾10.00
ირაკლი ლომთაძე
23.12.2020 20:00:00
₾20.00
სანიკიძე მალხაზი
23.12.2020 20:00:00
₾10.00
სულაბერიძე აკაკი
20.12.2020 20:00:00
₾1.00
სალამაძე ილია
20.12.2020 20:00:00
₾3.00
ჭეღელიძე საბა
20.12.2020 20:00:00
₾1.00
ი/მ დავით ღლონტი
17.12.2020 20:00:00
₾5.00
გიორგი ნატრაძე
17.12.2020 20:00:00
₾10.00
ნინო ნანობაშვილი
14.12.2020 20:00:00
₾20.00
ლევან ახობაძე
14.12.2020 20:00:00
₾5.00
ქებურია კახაბერ
13.12.2020 20:00:00
₾7.00
შალვა გოგოლაძე
11.12.2020 20:00:00
₾20.00
სვანიშვილი ლაშა
10.12.2020 20:00:00
₾1.00
ქებურია კახაბერ
10.12.2020 20:00:00
₾7.00
მაია ჩაკვეტაძე
10.12.2020 20:00:00
₾10.00
ანი თვალაბეიშვილი
10.12.2020 20:00:00
₾5.00
სულაბერიძე აკაკი
09.12.2020 20:00:00
₾1.00
თუმანიშვილი შალვა
09.12.2020 20:00:00
₾1.00
ქებურია კახაბერ
09.12.2020 20:00:00
₾14.00

შემოწირულია:

₾1,427.00

85 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,427.00

85 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება