რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
– ეკითხება მამას, 3 წლის მაია, მას არ ესმის, რატომ სტკივა მის დაიკოს მუცელი, რატომ გასივდა ასე და მძიმედ სუნთქავს… სულ რატომ ტირის და არ ეთამაშება მას?
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270– ჩემს
ლუიზასთან თამაში უფრო საინტერესოა(მაიას საყვარელი თოჯინა). მას ხომ მუცელი არასდროს
არ სტკივა. მაგრამ ჩემს დაიკოსთან თამაში, ბევრად, ბევრად უფრო საინტერესო
იქნებოდა! უზომოდ მიყვარს „დედა-შვილობანა“… მე ვიქნებოდი შვილი…
წარმოგიდგენიათ, დეიდა – მიმართავს ჟურნალისტს.- არ გინდათ, ვითამაშოთ?
…მისმა
დამ, 5 წლის მარიამმა, არ იცის, როგორია უდარდელად თამაში, მთელი დღის მანძილზე…
გოგონას თირკმლის უკმარისობა აქვს და საშინელი ტკივილები აწუხებს!
თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე – სულ რაღაც,
5 წლის არის – საბრალო ბავშვმა საავადმყოფოში მეტი დრო დაჰყო, ვიდრე სახლში…
ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი, უკვე მოკვდებოდა ტკივილებისგან, მაგრამ არა მარი!
ის მებრძოლია და არ აპირებს ფარ-ხმალის დაყრას.
ყველანაირი ავადმყოფობა, რაც კი რამ არსებობს,
ჩემს მარის ერგო: ავადმყოფი თირკმელი, სუსტი იმუნიტეტი, პრობლემური ფილტვები. ვერც
კი წარმოიდგენთ, საავადმყოფოში რამდენჯერ იწვა! – მარიამის მამა, გელა ვერ მალავს
გრძნობებს და ხმა უკანკალებს. – მიკვირს, საიდან აქვს ჩემს პატარა გოგონას ამხელა
ძალა და სიცოცხლის წყურვილი? ბევრი ზრდასრული ადამიანიც ვერ დაიკვეხნის ამას…
– გელა, გვიამბეთ, რა სჭირს გოგონას?
გელა: მარი ნეფროტული სინდრომით დაიბადა,
რომელიც ტანჯავს მას და ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. მარჯვენა
თირკმელი, როგორც საჭიროა, ისე არ მუშაობს… შეიძლება დაიკოსთან თამაშის დროს,
უცებ, ცუდად იგრძნოს თავი… უსივდება სახე, ხელები, ფეხები… მაშინვე ჩავავლებ ხოლმე
ხელს და საავადმყოფოში მიმყავს! იქ ვიტამინების ნემსებს უკეთებენ. ერთხელაც რომ
ვერ მოვასწრო, მაშინ რა მოხდება? ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს… –
და ოჯახის უფროსი ატირდა…
– მაინც რამდენადცუდად?
გელა: ამაზე, ფიქრიც კი არ მინდა! სჯობს არ
მკითხოთ… მარი უძლებს ყველა პროცედურას და ნემსებს… თავს, ცუდზე ფიქრის
უფლებას ვერ მივცემ…
– რამდენად ხშირად ემართება ასე, და
შესაძლებელი თუ არის, ამის თავიდან აცილება?
გელა: თითქმის ყოველ კვირაში ერთხელ… არ
ვიცი ამას რა მოვუხერხო… ექიმების რჩევებს ვითვალისწინებთ, მაგრამ მარი მაინც
ცუდად არის… არანაირი წამალი არ შველის… ბავშვს
გაუსაძლისი ტკივილების ატანა უწევს…
წარმოგიდგენიათ,
ეს როგორი სანახავია მამისთვის?
კოშმარულ
სიზმრებს ვხედავ, სადაც მარი იხრჩობა და ტირის, მე კი ვერაფერს ვშველი, უბრალოდ
ვუყურებ, ჩემი გოგონას ტანჯვას…
როგორც
ნებისმიერი მამა, ვგრძნობ, მარის მდგომარეობაზე
პასუხისმგებელი რომ ვარ, გული მტკივა, ჩემს გოგონას ასეთ მდგომარეობაში რომ
ვხედავ და ვაცნობიერებ საკუთარ უსუსურობას.
– ექიმები რას გეუბნებიან?
გელა: როდესაც მარის 12 წელი შეუსრულდება,
შესაძლებელი გახდება, თირკმლის გადანერგვა. რთული ოპერაციაა, სახიფათო, მაგრამ
სხვა გამოსავალი არ გვაქვს… ჩემი პატარა გოგონასთვის, ერთადერთი საშველი ეს
არის!..
– ბავშვს რა სახსრებით მკურნალობთ?
გელა: ყოველთვის ასე უმუშევარი არ
ვყოფილვარ… არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი – მშენებლობაზეც მიმუშავია,
მტვირთავადაც… ოღონდაც ჩემს ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა…
დიდი
ანაზღაურება არ მქონდა, მაგრამ გვყოფნიდა… ამჟამად, მხოლოდ მარის მკურნალობით
ვარ დაკავებული. ერთი ანალიზის გამოტოვებამაც კი, შეიძლება, ბავშვი ავადმყოფობის
მსხვერპლად აქციოს… მეუღლე არ მუშაობს, ბავშვებს უვლის – სამი გვყავს, ორი
გოგონა, და სანატრელი ვაჟკაცი, ნიკუშა.
ახლახან მოგვანიჭეს „სოციალურად
დაუცველი ოჯახის სტატუსი“ და ყოველთვიურად 300 ლარი გვერიცხება მაგრამ ექიმთან
მხოლოდ ერთი ვიზიტის საფასური, 70 ლარია, ანალიზებსა და წამლებზე რომ აღარაფერი
ვთქვათ. მკურნალობის 80%
სახელმწიფო აფინანსებს და დანარჩენისთვის, სახსრები საიდან მოვიტანო?
წამლებისთვის, მარის კვებისთვის, ანალიზების საზღვარგარეთ გასაგზავნად? და საავადმყოფოში
ყოველდღიური წასვლა-წამოსვლა რამდენი ჯდება?!
დახმარებისთვის, სახელმწიფოს ბევრჯერ
მივმართე, რაიონის გამგეობაში, ბევრჯერ მივიტანე ცნობები და საბუთები. აზრი არ
აქვს! ყველგან უარი გვითხრეს!…
სახელმწიფო
გვიხდის თანხას, რომელიც გოგონას, წამლების ერთი კვირის მარაგშიც არ ყოფნის!
ფინანსების არ ქონის გამო, შვილის მდგომარეობის გაკონტროლება ძალიან გვიჭირს…
ჩვენ კიდევ ორი შვილი გვყავს – მაია და ახალდაბადებული ნიკოლოზი, მათაც ხომ ბევრი
რამ სჭირდებათ…
– თქვენს ოჯახში, არავინ არ მუშაობს,
რა სახსრებით ცხოვრობთ?
გელა: თავადაც ხედავთ, რომ ვარსებობთ, კი არ
ვცხოვრობთ… ფული მხოლოდ ძალიან მოკრძალებულად კვებაზე გვყოფნის… მარისთვის კი,
სრულფასოვან კვებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს: სჭირდება ხორცი, ხაჭო, ყველი…
ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა… როდესაც
მარისთვის რაღაცა მომაქვს, ცალკე ვაჭმევ ხოლმე, მაიამ რომ არ დაინახოს… მასაც
ხომ უნდა…
ბიჭი
ბუნებრივ კვებაზეა, მაგრამ ჩემი მეუღლე ისეთ სტრესშია, მეშინია რომ რძე
გაუშრება და ხელოვნური კვების ყიდვაც მოგვიწევს. ეს კი, ჩვენთვის
წარმოუდგენლად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
– გელა, გვიამბეთ თქვენი ოჯახის
შექმნის ისტორია, ნანა სად გაიცანით?
გელა: გაგეცინებათ! – გელამ პირველად გაიღიმა,
ჩვენი საუბრის განმავლობაშ – ერთმანეთი „ოდნოკლასნიკებში“ გავიცანით! შემთხვევით
ვნახე ჩემი ნაცნობის სურათებში და მეგობრებში დავიმატე. წარმოგიდგენიათ, ამისთანა
კარგ ბიჭს, შეტყობინებებზე დიდხანს არ მპასუხობდა! მაგრამ მე არ ვნებდებოდი!
როდესაც ნანამ, ბოლოს და ბოლოს მიპასუხა, მაშინვე პაემანი დავუნიშნე.
შეხვედრამდე,
ნანიკო ძალიან მომწონდა, შეხვედრის შემდეგ კი შემიყვარდა… როგორც კი ჩვენი
თვალები შეხვდა ერთმანეთს, მაშინვე მივხვდი, რომ ის, ჩემი მომავალი მეუღლეა და შვილების
დედა. მანამდე, ადამიანისთვის ერთი შეხედვით, გულში ამხელა სითბო არასდროს
მიგრძვნია…
– ნანა, თქვენც
მაშინვე შეგიყვარდათ გელა?
ნანა: არა, რა თქმა უნდა! ჩემს მიმართ ძალიან
ყურადღებიანი იყო, დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს… მერე კი შემიყვარდა… მინდოდა
დარწმუნებული ვყოფილიყავი იმაში, რომ კარგი მეუღლე და მოსიყვარულე მამა იქნებოდა.
და მგონი, არ შევცდი. არაჩვეულებრივი შვილები მაჩუქა!
–
შეიძლება, მათაც რომ გავესაუბრო?
ნანა: რა თქმა უნდა, შეხედეთ, მარიამი როგორ
გიყურებთ! ერთი სული აქვს, როდის მოვა მისი ჯერიც, რომ გელაპარაკოთ.
– მარი(5
წლის), საყვარელო, მოგვიყევი, მეგობრები გყავს?
მარი(5
წლის): კი, ჩემი
და! ძალიან გვიყვარს დედა-შვილობანას თამაში! მხოლოდ ერთი თოჯინა გვყავს, ლუიზა.
ჩვენ კი ორნი ვართ. ამიტომ ხან მე ვარ დედა, ხან ჩემი დაიკო.
– გინდა, მეგობრები
კიდევ რომ გაიჩინო? ფონდში ბევრს მოუნდება, ამისთანა ლამაზი გოგონას გაცნობა!
მარი(5
წლის): კი!
ბევრი-ბევრი მეგობარი მინდა რომ მყავდეს! იმდენი, ამ ოთახში რომ ვერ დაეტიონ!
ერთად ვითამაშებთ!
– რამე
სურვილი თუ გაქვს? რაზე ოცნებობ, მარიამ?
მარი(5
წლის): ველოსიპედზე!
მინდა, რომ მამიკომ ველოსიპედი მიყიდოს და სიარული მასწავლოს. გარეთ ველოსიპედით,
ყველა ბავშვივით მინდა ვისეირნო.
– როგორი
ველოსიპედი გინდა?
მარი(5
წლის): დიდი!
წითელი! ხმამაღალი სიგნალით! რომ ვივლი, ყველამ რომ გაიგოს! ჩემი დისთვისაც მინდა ველოსიპედი,
ერთად რომ ვისეირნოთ…
– მაია(3
წლის), შენც გინდა ველოსიპედი?
მაია(3
წლის): კი, და
კამფეტებიც!
– რომელი
კამფეტები გიყვარს?
მაია(3
წლის): შოკოლადის!
მამიკო მყიდულობს, ოღონდ ისე, რომ მარიმ არ დაინახოს. მეუბნება, რომ მისთვის არ
შეიძლება! ერთხელ დავმალე, და ჩემს დაიკოსაც მივუტანე კამფეტი, მერე მამიკო
მეჩხუბა… მარი კი სადღაც წაიყვანეს… მერე ისევ მოიყვანეს! მაგრამ ასე,
აღარასდროს, აღარასდროს აღარ გავაკეთებ! აღარ მინდა, ჩემი დაიკო დიდმა, თეთრმა
მანქანამ ისევ რომ წაიყვანოს!
– იცი,
რატომ გეჩხუბა?
მაია(3
წლის): მამიკომ
მითხრა, რომ მარის მუცელი ასტკივდა. მე კი უბრალოდ მინდოდა მისთვის კამფეტი
გამეყო… – დამნაშავედ დახარა თავი მაიამ.
–
გოგონებო, ბაღში თუ დადიხართ?
მარი(5
წლის): მე არ
დავდივარ, პირდაპირ სკოლაში წავალ! ბაღში არ მიმიღეს… მამიკომ მითხრა, რომ მე
უკვე დიდი ვარ, იქ კი მხოლოდ პატარები დადიან.
მაია(3
წლის): მე
დავდივარ, მაგრამ მეც სკოლაში მინდა!
– ძალიან,
ძალიან მალე წახვალთ სკოლაში, ლამაზებო! რადგან ასეთი დიდები ხართ, მომიყევით, სახლში
დედიკოს როგორ ეხმარებით?
მაია(3
წლის): მე ნიკუშას
ვეთამაშები! ისეთი პატარა იყო, ახლა კი ისეთი მძიმეა! სიგიჟემდე მიყვარს!
მარი(5
წლის): კიიიი,
ძალიან, ძალიან გვიყვარს ჩვენი ნიკუშა! როდესაც გაიზრდება, დაგვიცავს მე და ჩემს
დაიკოს! ჯერ პატარაა, და არაფერი არ იცის… ლაპარაკიც კი არ შეუძლია, მაგრამ აუცილებლად
ვასწავლით!
– მადლობა
დიალოგისთვის, გოგონებო! ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ლაპარაკი, ლამაზებო!
გელა: ძალიან ბევრ ფონდს მივმართე
დახმარებისთვის. დიდხანს ვერ ვბედავდით, თქვენთან მოწერას… საქართველოში ხომ
უამრავი გაჭირვებული და უბედური ადამიანია. სანამ ძალიან არ გაგვიჭირდა და თავი როგორღაც
გაგვქონდა… მე ხომ ზრდასრული მამაკაცი ვარ, სამი შვილის მამა. უზრუნველი
ცხოვრება, სწორედ მე უნდა შემექმნა მათთვის! მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად აეწყო…
მეგობართან, საუბარში შემთხვევით გავიგე
ჩერნოვეცკის ფონდის შესახებ. მან მითხრა,
რომ ეხმარებით ყველას, ვინც გასაჭირში აღმოჩნდა. ინტერნეტში ვნახე გამოხმაურება,
და გულში იმედის სხივი ამენთო!
—
მეგობრებო ამ ძალიან პატარა,
სათუთ გოგონას, დიდრონი თვალებით, სჭირდება ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა!
მარიამი, ძალიან გახსნილი ბავშვია და სინათლეს აფრქვევს! მას აუტანელი ტკივილების
დაძლევა უწევს! ბავშვებში, ნეფროტულ სინდრომს, თან საშინელი სიმპტომები სდევს. გოგონას მშობლებმა არ იციან, ბავშვს რით
უშველონ. უფალმა ისინი ჩვენთან გამოაგზავნა!
ნუ დარჩებით გულგრილი, სხვის
გაჭირვება ხომ არ არსებობს! ყველანი უფლის შვილები ვართ და მან იმისთვის შეგვქმნა,
რათა ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ და დავეხმაროთ. ახლა, გელა მაკარიძის ოჯახს,
ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება. მათ
არ გააჩნიათ 5 წლის მარიამის კვებისა და მკურნალობისთვის საჭირო სახსრები.
ოჯახს, ნებისმიერი სახის დახმარება გაუხარდება! შეგიძლიათ დაურეკოთ გელას და
ჰკითხოთ მარიამის მდგომარეობის შესახებ, ნომერზე: 558
14 74 74.
ან შეგიძლიათ ეწვიოთ ოჯახს მისამართზე: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, წილუბნის
დასახლება, მშვიდობის ქ. 24 ბინა 6.
სულ ხარჯები:
დარჩა: