ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ღმერთო… მხოლოდ ჩემი გოგონასთვის ვითხოვ…!

calendar აგვისტო 21, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დედა – მძიმედ არის ავად, მაგრამ ყველა საშინელ ტკივილს, გულყრას და სხეულის დაზიანებას ივიწყებს და მხოლოდ თავისი პატარა გოგონასთვის ლოცულობს

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
დედა  – მძიმედ არის ავად, მაგრამ ყველა საშინელ ტკივილს, გულყრას და სხეულის დაზიანებას ივიწყებს და მხოლოდ თავისი პატარა გოგონასთვის ლოცულობს:

„ღმერთო, გევედრებით, ჩემი ხათუნა გადამირჩინეთ… 7 წლის ანგელოზი – მას ძალიან სჭირდება წამლები… უზომოდ სტკივა და ისე მწარედ ტირის… გულამოსკვნილი… დარდით, სული მეფლითება! 

მე დედა ვარ და ყველა ქართველ დედას და მამას მივმართავ – ილოცეთ ჩემი შვილისთვის და დამეხმარეთ მის გადარჩენაში. მას მხოლოდ უფლისა და თქვენი კეთილი გულების წყალობით ექნება გადარჩენის შესაძლებლობა. ფონდის მეგობრებო, თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ!“ – ხათუნას დედა

სოციალურად დაუცველ, ბანეთიშვილების მრავალშვილიან ოჯახში 4 ბავშვი იზრდება, რომელთა შორის ორი – ხათუნა (7 წლის) და მერაბი (14 წლის), მძიმედ ავადმყოფია. 
ბავშვებს იატაკზე სძინავთ, უკიდურეს სიღარიბესა და საშინელ პირობებში. ისინი მოკლებულნი არიან ბავშვობას და ყველაზე ძირითადს: საწოლებს, საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საფენებს, წამლებს… ერთად დავეხმაროთ მათ, ფონდის მეგობრებო!
«თქვენ ჩემი გოგონას გადარჩენის უკანასკნელი იმედი ხართ!“ – ამ სიტყვებით მიმართავს 4 შვილის დედა, 38 წლის ზინაიდა, ყველა თანამემამულეს და ჩვენი კეთილი, მზიანი საქართველოს დიდსულოვან მოსახლეობას. 
ჩვენს მთელ საუბარს ექოდ 7 წლის ხათუნას ტირილი დაჰყვებოდა… გოგონა მძიმედ არის ავად: ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, მიკროცეფალია! საბრალო, პატარა, დატანჯული ანგელოზი… მას არც სიარული შეუძლია, არც საუბარი, არც დამოუკიდებლად წყლის სმა! მხოლოდ ტირის… გამუდმებით ტირის… საბრალო დედა კი ღამეებს თეთრად ათენებს იმის შიშით, რომ ეპილეფსიის მორიგმა შეტევამ შესაძლოა, მისი შვილი უბრალოდ მოკლას! 

რა უნდა ქნას საბრალო ქალმა, როდესაც ის მთელი ძალებით ცდილობს საყვარელი შვილის გადარჩენას – დაუღალავად აკაკუნებს ყველა კარზე – მაგრამ ხელისუფლება მას კარს ცხვირწინ უმოწყალოდ უჯახუნებს?! ვისთან გაიქცეს? ვის შესთხოვოს დახმარება? მისი იმედი მხოლოდ ის ხალხია, ვინც სხვისი უბედურების მიმართ გულგრილი არ რჩება!
არადა, საბრალო ხათუნას გარდა, მას ხომ კიდევ სამი შვილის – 3 წლის როინის, 14 წლის მერაბისა და 16 წლის ნინოს აღზრდა და გამოკვება უწევს?! 
უმცროსი გოგონას გამო, მუდმივად შეშინებულს, საბრალო ქალს არც უფროს ვაჟზე ფიქრის თავი აქვს – რომელსაც ასევე ესაჭიროება სამედიცინო დახმარება და მით უმეტეს – არც საკუთარ თავზე. არადა, ის თავადაც მძიმედ არის ავად! 
დიდსულოვანი და კეთილშობილი ქართველები თანამემამულეს გასაჭირში არასოდეს დატოვებენ! საერთო ძალებით, ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით მათ, ვინც გასაჭირში აღმოჩნდა. უფალი მოწყალეა! ამ პატარა გოგონას ბედი მან ჩვენ გვანდო იმიტომ, რომ იცის – ჩვენ არ დავუშვებთ ბავშვის სიკვდილს! 


– ზინაიდა, თუ შეიძლება, გვითხარით, რა მიზეზით მოგვმართეთ ჩვენ? 

ზინაიდა: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო… ჩემი უმცროსი გოგონა, ხათუნა, მძიმედ არის ავად. ის უკვე 7 წლისაა, მაგრამ არც სიარული შეუძლია, არც საუბარი, არც დამოუკიდებლად ჭამა-სმა! ეს უბრალოდ საშინელებაა! რომ დაიბადა, მითხრეს, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო… მაგრამ უბედურება მოულოდნელად გვეწვია. ჩემი უმცროსი შვილები – ხათუნა (7 წლის) და როინი (3 წლის), გერმანიაში გაჩნდნენ. 1,6 წლის ასაკში, ჩემს გოგონას გეგმიური აცრა გაუკეთეს.
სწორედ მაგ წუთიდან დაიწყო ეს საშინელი სიზმარი… ჩემს გოგონას, დიდი ხნის მანძილზე, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ღამღამობით არ ეძინა, გამუდმებით ტიროდა… დიაგნოზმა განაჩენივით გაიჟღერა: ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, მიკროცეფალია!
ჩვენ უცხო ქვეყანაში ვიყავით და სრულიად არავინ მყავდა, ვისთვისაც შემეძლო, დახმარებისთვის მიმემართა. ექიმები კი ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ ჩვენს მდგომარეობას და ეჭვიც მაქვს, რომ ხათუნას არასწორად მკურნალობდნენ.  
იმ იმედით, რომ სამშობლოში მაინც გვიშველიდნენ – ჩვენ საქართველოში დავბრუნდით. აქ დაგვეხმარებიან, რომ ჩემი გოგონა ფეხზე დავაყენოთ!
ყველაზე მეტად ის მტკივა, რომ მისი დახმარება ნამდვილად შესაძლებელია! ამისთვის ფულია საჭირო, მაგრამ საიდან მოვიტანო?  

– ავადმყოფი ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთული რა არის?

ზინაიდა: ყველაფერი რთულია, ყველაფერი! მას მუდმივი თვალყურის დევნა სჭირდება! ჩემი გოგონა გამუდმებით ტირის, მე კი მიზეზს ყოველთვის ვერ ვხვდები… მას ეპილეფსიის მწვავე შეტევები აქვს და მე უწყვეტ შიშში ვცხოვრობ! შესაძლოა, შეტევა ღამით დაემართოს და მე მუდმივად ეკლებზე ვზივარ, ღამეები არ მძინავს, ჩემი პატარას სუნთქვას ვუსმენ…
– რა რჩევას მისცემდით დედებს, რომლებიც ისეთივე საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან, როგორც თქვენ? 

ზინაიდა: მინდა მათ მოთმინება და ძალა ვუსურვო! და არასოდეს დაკარგოთ უფლის რწმენა და იმედი! სხვა ვინ შეძლებს ჩვენი ბავშვების ფეხზე დაყენებას, თუ არა ჩვენ?!
– ამ წუთას, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება? 

ზინაიდა: თბილისში, ასეთი ბავშვებისათვის, სარეაბილიტაციო პროგრამები არსებობს. მაგალითად, ვოიტა-თერაპია, ცხენზე ჯირითის სპეციალური პროგრამები, სამკურნალო წყლის პროცედურები უჯარმაში… და მე დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ყველაფერი მუშაობს. ჩემი გოგონას დასახმარებლად უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ ჩვენ ფული არ გვაქვს. საერთოდ არ გვაქვს! ხანდახან ბავშვებს მხოლოდ პურს ვუწვავ, იმიტომ რომ სახლში უბრალოდ სხვა არაფერია! ერთი მასაჟი 60 ლარი ღირს – სახელმწიფო არ გვაფინანსებს, ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვაქვს… მარტო ხათუნასთვის, ყოველთვიურად, წამლებზე დაახლოებით 500 ლარი გვჭირდება. აღარაფერს ვამბობ ჩემზე და ჩემ უფროს ბიჭზე, მერაბზე…

– თქვენ და მერაბსაც გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები? 

ზინაიდა: მერაბს (14 წლის) აუტიზმი და ტვინის იშემია აქვს. სკოლის პროგრამას ორი კლასით ჩამორჩება; მას ფსიქოლოგის დახმარებაც ესაჭიროება, რომელიც სადღაც 600 ლარამდე ჯდება – ჩვენთვის ეს უბრალოდ წარმოუდგენელი თანხაა… 
საკუთარ თავზე, დიდი ხანია, ხელი ჩავიქნიე, მაგრამ დაავადებების მთელი თაიგული მაქვს: სქოლიოზი, გასტრიტი, კოლიტი, წნევა, მესაჭიროება ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია… ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. მარტო ის მაშინებს, რომ ბოლო დროს ხშირად ვკარგავ ცნობიერებას, მე კი ჩემ შვილებს ისე ვჭირდები… საჭიროა კვლევების ჩატარება, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია… ამის თაობაზე, მერიასა და ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართე, მაგრამ დაფინანსებაზე უარი მითხრეს…

 – ზინაიდა, თუ შეიძლება, თქვენი მეუღლის შესახებ მოგვიყევით. როგორ გაიცანით ერთმანეთი? 

ზინაიდა: მე ხუთი წელი რუსეთში ვცხოვრობდი და როდესაც თბილისში დავბრუნდი, მალევე გავიცანი თემური… ის ჩემ მეზობლად ცხოვრობდა. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა. იმ წუთას, მსგავს გეგმებს საერთოდ არ ვაწყობდი,  მაგრამ ჩვენ მალევე დავქორწინდით. ამას ერთი წამითაც არ ვნანობ. მეუღლე აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარება, მაგრამ ერთი ისაა – რაც არ უნდა ცდილობდეს, მაინც ვერ ახერხებს მუდმივი სამსახურის შოვნას. ნებისმიერ შემოთავაზებას თანხმდება, შეძლებისდაგვარად გამოიმუშავებს ფულს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია…

– არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ახლობლები? 

ზინაიდა: დედაჩემი ძალიან ცდილობს, დაგვეხმაროს, მაგრამ ის თავადაც ავადაა. ფარისებრი ჯირკვლის დაავადება მისგან მერგო მემკვიდრეობით. ის სკოლაში დამლაგებლად მუშაობს და თვითონაც ხვდებით, რა შემოსავალი აქვს. ამის მიუხედავად, ის ძალიან ცდილობს ჩვენს მხარდაჭერას. ხან პროდუქტები მოაქვს, ხან ბავშვებს ყიდულობს რამეს… ჩვენი მშობლები ძალიან მოხუცები არიან, მათ თავად ესაჭიროებათ დახმარება. 

– ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება დაგატყდებოდათ თავს? 

ზინაიდა: ყოველი გოგონა ოცნებობს, თავის უფლისწულს შეხვდეს და ბედნიერად იცხოვროს… უფლისწულს კი შევხვდი, მაგრამ აი, შვილების ავადმყოფობა… ასეთ რამეს ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი! ჩვენ გერმანიაში წავედით სამსახურის საშოვნელად და იქ არც ისე ცუდად მოვეწყვეთ, მაგრამ ჩვენი გოგონას გამო, სამშობლოში დავბრუნდით. ვგეგმავდით, გარკვეული თანხა მოგვეგროვებინა და საქართველოში დაბრუნებულები – ფეხზე დავმდგარიყავით, მაგრამ, როგორც ხედავთ, ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა. 
– ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას! დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის?

ზინაიდა: მაშ, როგორ?! მხოლოდ იმას ვაკეთებ, რომ დავრბივარ და განცხადებებს ვწერ სხვადასხვა ორგანოში, მაგრამ წარუმატებლად! სამმართველო, 4 თვეში ერთხელ, წამლებს გვიფინანსებს, მერია – 3 თვეში ერთხელ. კიდევ რამეზე რომ მივმართოთ მათ, აზრი არ აქვს – უარი მოდის.  

– რისი გწამთ? ხსნას რაში ხედავთ?

ზინაიდა: ჩემი ხსნა ქრისტიანულ სარწმუნოებაშია! მე, მედიცინაზე მეტად, უფლის მწამს. იცით, უფროსი შვილი ნაადრევად დაიბადა, სულ რაღაც 1.700კგ-ს იწონიდა და რეანიმაციაში იწვა სამი თვე. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ის ვერასდროს შეძლებდა სიარულს, საუბარს, მაგრამ – როგორც ხედავთ, მათი წინასწარმეტყველება არ გამართლდა… მადლობა ღმერთს! მე მჯერა, რომ უფალი ყველაფერს ლოცვით აძლევს ადამიანს, ამიტომ ჩვენი პატარა ხათუნა დაუღალავად დამყავს საქართველოს ყველა წმინდა ადგილას.  

– უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ? 

ზინაიდა: რა თქმა უნდა! სასოწარკვეთის წუთები ხომ ყველას აქვს?! და აი, როგორც კი გავიფიქრებ, რომ მდგომარეობა სრულიად გამოუვალია, ვიღაც აუცილებლად შემოგვირბენს ხოლმე – ხან პროდუქტები მოაქვს, ხან საფენები…  

– თქვენი შვილები სკოლაში, საბავშვო ბაღში თუ დადიან? 

ზინაიდა: უმცროსი, როინი (3 წლის) ვერაფრით მოვაწყვე საბავშვო ბაღში, დღემდე რიგს ველოდებით. ადგილი არ იყო და დარეგისტრირება ვერ მოვახერხეთ; მაგრამ ის ძალიან საზრიანი ბავშვია – უფალმა ყველა ტანჯვისთვის დაგვაჯილდოვა.  უფროსი – ნინოც (16 წლის) ძალიან მიხარებს გულს! ნიჭიერი გოგოა, 5 ენა იცის: ქართული, რუსული, გერმანული, ინგლისური და ქურთული; კარგად ხატავს და დიდ იმედებს იძლევა. მერაბი (14 წლის), ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ნორმალურად ვერ სწავლობს. როგორც უკვე გითხარით, განვითარებაში ჩამორჩება, მაგრამ კალათბურთის თამაშზე ოცნებობს. აი, ხათუნა კი… ჩემი ტკივილია… დამოუკიდებლად საერთოდ არაფრის გაკეთება შეუძლია… წყალსაც კი ვერ სვავს. 

– აი, მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება? 
ზინაიდა: ისინი უკვე დასანახად ვეღარ იტანენ მაკარონს და შვრიის ფაფას… მაგრამ სხვა რა გზაა?! სოციალურ სასადილოში მარტო პურს გვაძლევენ. კვების ბარათები ჯერ კიდევ არ მიგვიღია. ხანდახან, მათ პურს ვუწვავ ხოლმე და ესაა ჩვენი საკვები მთელი დღის მანძილზე!  
– თუ შეიძლება, მითხარით, ეს ბინა თქვენია? 

ზინაიდა: დიახ. კიდევ კარგი, ქირის გადახდა მაინც არ გვიწევს! მადლობა უფალს! ნამდვილად ქუჩაში აღმოვჩნდებოდით! 1 ½ ოთახიანი ბინაა – 47 კვადრატული მეტრი. თავადაც ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ – იატაკზე გვძინავს, ადგილი საშინლად არ გვყოფნის… ახალი სარეცხი მანქანა გვჭირდება – ძველი საერთოდ აღარ ვარგა, ხშირად მიწევს ხელით რეცხვა. თვითონაც გესმით, 4 ბავშვი…  

– თუ შეიძლება, ბავშვებთან მინდა გასაუბრება. ნინო, შენ ყველაზე უფროსი ხარ, ამიტომ მოდი, შენგან დავიწყოთ! ცოტა რამ მოგვიყევი შენზე, თუ შეიძლება. შენი ყველაზე საყვარელი საგანი რომელია სკოლაში? რითი ხარ გატაცებული? მომავალი პროფესია თუ გაქვს შერჩეული?

ნინო (16 წლის): სწავლა ძალიან მიყვარს. საყვარელი საგნებია: მუსიკა, ხელოვნებათმცოდნეობა, ინგლისური, სპორტი და ბიოლოგია. 
მინდა, მსახიობი ან ტელეწამყვანი გავხდე. თუ არ გამომივა – ფსიქოლოგი! ესეც საინტერესო პროფესიაა და ვთვლი, რომ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება კარგად გამომდის. ყველაფერს უცებ ვხვდები. ძალიან მიყვარს კითხვა და ფილმების ყურება. ჩემი საყვარელი ნაწარმოებია – ჰარი პოტერი და მისი ეკრანიზაცია.

– შენი მომავალი ოჯახი როგორ წარმოგიდგენია? როგორი უნდა იყოს შენი მომავალი მეუღლე? ბევრი შვილი გეყოლება? 

ნინო (16 წლის): ვფიქრობ, ოჯახში მთავარი ნდობა და ურთიერთგაგებაა. ადრეა ამაზე ფიქრი. მინდა, ჯერ განათლება მივიღო და პროფესია შევიძინო. საერთოდ კი, ბავშვთა სახლიდან მინდა ვიშვილო ბავშვი და მასზე ვიზრუნო. ისე კი, ძალიან კი იქნებოდა ტყუპების – ბიჭის და გოგოს გაზრდა!
– ბევრი მეგობარი გყავს? 

ნინო (16 წლის): დიახ, მაგრამ დედა, დიდი ხნით, სტუმრად არ მიშვებს ხოლმე. მე ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით ვერავის გამოვყოფ. 

– შენ რას იტყვი, მერაბ? შენ გყავს საუკეთესო მეგობარი? 

მერაბი (14 წლის): დიახ, მყავს! დანიელი – ის ჩემი კლასელია. ორივეს გვიყვარს კალათბურთი და პიცა, ერთ კლასში ვსწავლობთ… 
– კალათბურთი გიყვარს? პროფესიონალი მოთამაშე ხომ არ გინდა, გახდე? 

მერაბი (14 წლის): დიახ, მე ამაზე ვოცნებობ! მაგრამ სექცია ჩვენგან შორია და გაკვეთილებიც ძვირი ღირს. დედას ფული საერთოდ არ აქვს. მე და ჩემი და – ნინო, ველოსიპედზე ვოცნებობთ, თუნდაც ერთი რომ გვქონდეს – საზიაროდ…
 
– შენ რაზე ოცნებობ, როინ? 

როინი (3 წლის): ტრაქტორზე, დეიდა! და თვითმფრინავზე! მქონდა, მაგრამ გამიტყდა. ძალიან მიყვარს ტრაქტორები, თვითმფრინავები და მანქანები… ხომ ძალიან მაგარია?! ვჟჟჟ… 

 – მულტფილმები და ზღაპრები თუ გიყვარს? 

როინი (3 წლის): მისტერ ბინის ყურება მიყვარს იუთუბზე… ის ისეთი სასაცილოა! 
– როინ, ყველაზე მეტად ვინ გიყვარს? 

როინი (3 წლის): დედა… და და… ორივე და! და ძმა და მამაც. ყველა მიყვარს! 

– არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ! დედათქვენთან კიდევ რამდენიმე შეკითხვა მაქვს. 

ზინაიდა, თუ შეიძლება, მითხარით, რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს? რაზე გყოფნით? 

ზინაიდა: ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი ჯამში დაახლოებით 600 ლარია. სოციალური დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება და ხათუნას პენსია… მაგრამ ეს წამლებსა და საფენებზეც კი არ გვყოფნის! კვებაზე – უბრალოდ გავჩუმდები…

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება? 

ზინაიდა: ჩემი გოგონა რომ ფეხზე დავაყენო! ვხედავდე, როგორ დადის და საუბრობს! მე მის გამო ვცხოვრობ, უფალს მხოლოდ ამას ვევედრები. ჩემი შვილების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო. ალბათ ისევე, როგორც ნებისმიერი დედა… 
– ამ წუთას, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხათუნას რეაბილიტაციაში დახმარებაა, ხომ ასეა? 

ზინაიდა: რა თქმა უნდა! შეხედეთ, როგორი ლამაზი მყავს – ნამდვილი ანგელოზი! გულის ტკივილი არ წყდება… მე ყველაფერზე მზად ვარ, ოღონდაც ჩემი პაწაწინა ფეხზე დავაყენო. იმაზე ფიქრი, რომ მისი დახმარების საშუალება არსებობს, მაგრამ მე უბრალოდ ფული არ მაქვს – მანადგურებს!  
– რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის მოგემართათ? 

ზინაიდა: დახმარებისთვის რამდენიმე წლის წინ მოგმართეთ. მაშინ საფენებით, პროდუქტებით და წამლებით დაგვეხმარეთ… თქვენი ძალიან მადლიერი ვარ! ახლა, მე ისევ მჭირდება თქვენი დახმარება. ძალიან მჭირდება! გევედრებით, დამეხმარეთ, ფეხზე დავაყენო ჩემი გოგონა. თქვენ და თქვენი ფონდის დიდსულოვანი მეგობრები ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ! 
——- 
მეგობრებო, მრავალშვილიანი დედა, ზინაიდა, ძალიან საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას. მის ვაჟს – მერაბს (14 წლის) და ქალიშვილს – ხათუნას (7 წლის) სასწრაფოდ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება! ამ პატარა ანგელოზის ბედი ჩვენს ხელშია; ის ჩვენ უნდა გადავარჩინოთ საშინელი ხვედრისგან – მთელი ცხოვრება ხეიბარი დარჩეს! ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, ის ფეხზე ვერ დადგება! 
7 წლის ხათუნასთვის, ოჯახს ძალიან ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტები, წამლები და ყველაზე მთავარი – პატარას მკურნალობა! ნუთუ ჩვენ მათ ბედის ანაბარა მივატოვებთ? არავინ იცის, როდის მოგვიკაკუნებს სახლის კარზე უბედურება. ხვალ, შესაძლოა, ჩვენ თვითონ დაგვჭირდეს უცხო ადამიანების დახმარება! 
 თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს და ვიცით, რომ საქართველო – ეს არის ქვეყანა, დიდი გულით! მოდით, ეს ყველას დავუმტკიცოთ!
და კიდევ – დაურეკეთ ზინაიდას, გაამხნევეთ ის და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ტელ.: 579 35 05 88 

ოჯახი შეგიძლიათ მოინახულოთ მისამართზე: თბილისი, ლილოს დასახლება, II მკრ/რ-ნი, კორპ. 4, ბინა 113.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. გაჭირვებული ადამიანები ღვთისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ, ჩვენი რწმენა მას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კეთილი საქმითაც დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ბანეთიშვილების ოჯახი). 
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობით.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ). 
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, პატარა ხათუნას, მის საბრალო მშობლებს, ძმებსა და დებსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა?! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 სექ 24
პროდუქტები
299.92₾
2020 სექ 30
გამოკვლევა
140.00₾
2020 ოქტ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
260.00₾
2020 დეკ 16
ღუმელი
185.00₾
2020 დეკ 25
პროდუქტები
299.92₾
2020 დეკ 25
გამოკვლევა
160.00₾
2021 სექ 30
საკანცელარიო ნივთები
97.30₾

სულ ხარჯები:

1442.14₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.09.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.09.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.09.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.09.2021 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.12.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.09.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.09.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.09.2020 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.09.2020 20:00:00
₾1.90

შემოწირულია:

₾1,442.04

121 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,442.04

121 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება