ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მე გატეხილი ვარ… მაგრამ ეს ანგელოზები ყველაფერია, რაც მაბადია…

calendar აგვისტო 24, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

6 წლის პატარა ამიკო ამ სიტყვებით შეგვეგება: „დედიკოს სტკივა, მუდმივად სტკივა… ტირის და ჰგონია, რომ ვერ ვხედავ… მე კი ყველაფერს ვხედავ… და სასწრაფოდ მომაქვს მისთვის წამლები…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

6 წლის პატარა ამიკო ამ სიტყვებით შეგვეგება: „დედიკოს სტკივა, მუდმივად სტკივა… ტირის და ჰგონია, რომ
ვერ ვხედავ… მე კი ყველაფერს ვხედავ… და სასწრაფოდ მომაქვს მისთვის წამლები…

იცით, ღმერთი ძალიან კეთილია! მან მე დედიკო დამიბრუნა საავადმყოფოდან…“

სამი მცირეწლოვანი ბავშვი, მძიმედ ავადმყოფი დედის ირგვლივ და მოხუცებული ბებია, რომელიც თავადაც ბავშვივითაა
სასოწარკვეთასა და სრულ სიღარიბეში იმყოფებიან… რა საშინელებაა!

„მე გატეხილი ვარ… მაგრამ ეს ანგელოზები ყველაფერია, რაც მაბადია… და მხოლოდ უფლისა და კეთილი ადამიანების
რწმენა მაძლევს სიცოცხლის ძალას. მე ისე ძალიან მიყვარს ისინი! ღმერთო, სამმა ანგელოზმა არც კი იცის, რა არის
ბავშვობა, მე კი სრულიად უძლური ვარ… დაგვეხმარეთ, ყველა კეთილ დედას და მამას ვევედრები!“ –
სამი პატარა ბავშვი
დედას ყვირილით ჩამოეკიდა კისერზე: „დედიკო, დედიკო, არ იტირო, რა! ჩვენ ძალიან გვიყვარხარ!“ 

ამ სახლში ბავშვები არ იცინიან… დამხმარე ეტლის ჭრიალის მიღმა, მათი მოგუდული ხმები ისმის: „დედიკო, წამლის დალევის
დროა“, „დედიკო, ისევ წვნიანი გვაქვს, შეჭამ?“, „დედიკო, დახმარება ხომ არ გჭირდება?“

ეს 11 წლის ნინოს და მისი ძმების – მათესა (9 წლის) და ამიკოს (6 წლის) ხმებია. ბავშვები ყველაფერს არიან მოკლებულნი:
მამას – რომელმაც ისინი სხვა ქალთან ახალ ცხოვრებაზე გაცვალა; ჯანმრთელ დედას – რომელმაც ღალატს ვერ გაუძლო და რაც
მთავარია – ბავშვობას… ახლა ისინი დიდები არიან…  

ეტლს მიჯაჭვული, 35 წლის დედა, რომელიც დახმარებას ითხოვს და მის ირგვლივ მყოფი სამი მშვენიერი ბავშვი – ამიკო (6
წლის), მათე (9 წლის) და ნინო (11 წლის) – აი, ასეთი სევდიანი სურათი დაგვხვდა დავაძეების ოჯახში.

ოდესღაც ბედნიერ მეუღლესა და დედას – ეკას, დღეს არც ფეხზე დადგომა შეუძლია, არც შვილების გამოკვება და ბანაობა,
ან მათთან ერთად თამაში. 

მაგრამ ღმერთმა არ მიატოვა ეს საბრალო ქალი – ის მან ჩვენთან გამოგზავნა, მეგობრებო. ეკამ გულწრფელად მოგვიყვა
საკუთრი უბედურების შესახებ… და მას წმინდად სწამს, რომ მის შვილებს გასაჭირში არ მივატოვებთ… 

– ღმერთო! თვალებს ვერ ვუჯერებ, – ჩვენ დანახვაზე ეკამ ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ მყისვე შეჩერდა და
ფეხების ტკივილისგან შუბლი შეჭმუხნა. 

– ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა! და ბავშვები?! ისინი მოუთმენლად ელოდნენ თქვენგან სიახლეებს!
მეკითხებოდნენ, როდისღა დარეკავენ ფონდიდანო. შემოდით, გთხოვთ, შემოდით! მაპატიეთ, ფეხზე ადგომა და თქვენი ჩახუტებაც
კი რომ არ შემიძლია!

– ყველაფერი რიგზეა, ეკა. მოგვიყევით, რა გასაჭირით მომართეთ ჩვენს ფონდს? 

– საყვარელო, არც კი ვიცი, რომელი ერთით დავიწყო… თავადაც ხედავთ, რა მდგომარეობაში ვიმყოფები – ფეხებმა და
სხეულმა მიღალატეს და არ მემორჩილებიან; დამხმარე ეტლში რომ მხედავთ, ეგეც კი დიდი მიღწევაა ჩემთვის.

მაგრამ მე ჩემ გამო არ შემიწუხებიხართ. მე შვილების გამო მტკივა გული… მიმოიხედეთ გარშემო! ბავშვები ასე არ უნდა
ცხოვრობდნენ…
 ისინი ვერ ხედავენ ბავშვობას, ბედნიერებას; მხოლოდ ავადმყოფ დედას და სიღარიბეს. ჩემი
შვილები სხვის სათამაშოებს მოწყენით შესცქერიან, ერთმანეთის გამონაცვალი ტანსაცმლით დადიან, არასრულფასოვნად
იკვებებიან… 

იმის ნაცვლად, რომ მეგობრებთან ერთად, ქუჩაში მხიარულად თამაშობდნენ, დიდებივით – ჩემზე ზრუნვა უწევთ… ჩემი ნინო
სულ რაღაც 11 წლისაა, მაგრამ უკვე ნამდვილი მომვლელია… იცის, როდის და რა წამალი უნდა მომიტანოს, როგორ დამეხმაროს,
რომ საწოლიდან ეტლში უფრო მოხერხებულად გადმოვჯდე…  

უმცროსები – ამიკო (6 წლის) და მათე (9 წლის) მუდმივად ჩემ გარშემო ტრიალებენ და მეკითხებიან: დედიკო, კიდევ რით
დაგეხმაროთ?

ჩემი შვილების ცხოვრება ნამდვილად არ წარმომედგინა ასეთი, მსგავსზე არასდროს მიოცნებია… არა… 

– ეკა, რა მოხდა, დამხმარე ეტლში რატომ ზიხართ?

– ჯანმრთელობის პრობლემები ყოველთვის მქონდა, უამრავი სხვადასხვა დიაგნოზი… ორი წლის წინ ძალიან ცუდად გავხდი,
თავბრუ მეხვეოდა, დგომა და სიარული არ შემეძლო – ფეხები არ მემორჩილებოდნენ… ცნობიერება დავკარგე და როდესაც გონს
მოვედი, მივხვდი, რომ საავადმყოფოში ვიმყოფებოდი… ორი თვე უძრავად ვიწექი პალატაში. როგორც მითხრეს, საავადმყოფოში
გაშეშების, პოლინეიროპათიისა და ენცეფალოპატიის დიაგნოზით მიმიყვანეს. საავადმყოფოდან უკვე დამხმარე ეტლით
გამოვედი… 

მაგრამ, არ გვინდა ამაზე საუბარი, აზრიც არ აქვს… მე ხომ ჩემთვის არ ვითხოვ რამეს, მე არაფერი მინდა. ჩემს შვილებს
დაეხმარეთ! მათ იმდენი უბედურება გადაიტანეს… 

მათეს – ჩემს 9 წლის ვაჟს – ეპილეფსია სჭირს. მუდმივად ექიმის დანიშნულ ანტიეპილეფსიურ წამალს სვავს, თუმცა ბოლო დროს
შეტევები გაუხშირდა… ალბათ ოდენობის გაზრდაა საჭირო, მაგრამ ნევროლოგთან წასვლა ჯერჯერობით არ შეგვიძლია…  

ეს სენი ჩემს ბიჭს ორი წლის წინ დაეწყო, როდესაც მამამისმა ბედის ანაბარა მიგვატოვა, მე კი საავადმყოფოში აღმოვჩნდი.
ექიმმა გვითხრა, რომ ამის მიზეზი გადატანილი სტრესია… 

მშობლებო, გთხოვთ, მომისმინეთ! არასოდეს მისცეთ ბავშვებს იმის საშუალება, რომ თქვენი ცრემლები დაინახონ და თქვენი
ტკივილი იგრძნონ! ისინი მშობლების მწუხარებას ძალიან
მძიმედ განიცდიან! ჩემი საბრალო ბიჭი ამის დასტურია… 

საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რაც მათესა და დანარჩენი ბავშვების თავს ხდება… როგორ უნდა იცხოვრო ამით
ადამიანმა? უკვე ძალიან დიდი ხანია, არ ვიცი, რა არის სიმშვიდე… 

– ნინოს და ამიკოსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ?

– ეჰ… ცხოვრება არ გვინდობს მე და ჩემს შვილებს… ამიკო (6 წლის) ჩამოშლილი თვალის ბადურით დაიბადა. ექიმებმა
გადაჭრით განაცხადეს – ბრმა იქნებაო, საბრალო დედა არც კი დაინდეს! მაგრამ, მადლობა ღმერთს, ისინი შეცდნენ! ქირურგიული
ჩარევის შემდგომ, ჩემი პატარა ამიკო ამ სამყაროს თავისი ლამაზი თვალებით მაინც ხედავს… 

ასევე, მას გულის პრობლემებიც აქვს – მშობიარობის შემდეგ, სარქველი არ დაიხურა… მითხრეს, რომ მის გულს და
თვალებს მუდმივი მეთვალყურეობა და შემოწმება სჭირდება… მაგრამ ამის გაკეთება ფიზიკურად არ შემიძლია!

ერთი წლის წინ კი უბედურება ნინოსაც (11 წლის) შეემთხვა. ჩემი გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა… სკოლაში
მიდიოდა, მანქანამ რომ გაიტანა… ნინო სასწაულებრივად გადარჩა! 

დამნაშავე მძღოლმა პირობა ჩამომართვა, რომ განცხადებას არ შევიტანდი, პროფესორთან გამოკვლევის თანხა გადაიხადა,
კისრის დამჭერი იყიდა… და გაქრა! მე ის ადამიანურად შემებრალა – მას თავად 4 შვილი ჰყავს, ის კი გაუჩინარდა!
 მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დასრულდა და ნინო ახლა კარგად არის. მაგრამ ნუთუ იმ მძღოლს გული არ აქვს? არ
აინტერესებს, როგორ არის გოგონა, რომელიც კინაღამ მოკლა?

– ეკა, მითხარით, როგორ ახერხებთ, ეტლზე მიჯაჭვული, ბავშვებთან გამკლავებას? ნუთუ, დამხმარე არავინ გყავთ?

– რას ამბობთ! მე და ბავშვები დიდი ხნის წინ დავიხოცებოდით შიმშილითა და სიცივით, რომ არა ჩემი დედამთილი – ჩემი
მხსნელი, 63 წლის დალი კილაძე! მიუხედავად იმისა, რომ ქმართან განქორწინებული ვარ, ის მაინც გვეხმარება. მის სახლში
ვცხოვრობთ და დედამთილი ზრუნავს ჩემზეც და თავის შვილიშვილებზეც. ბავშვებს ის აჭმევს, ბანს და აძინებს… არც კი ვიცი,
დალი ბებიას გარეშე როგორ გადავრჩებოდით…  

– რა სახსრებით ცხოვრობთ და რაზე გყოფნით? 

– ჩვენ სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი გვაქვს, რომლის თანახმადაც, 450 ლარს გვაძლევენ. ამ თანხიდან 300 ლარს
ხელზე ვიღებთ, ხოლო 150 ლარს კი სპეციალიზებულ ბარათზე რიცხავენ, რომლითაც ბავშვებისთვის საკვებს ვყიდულობ. თვეში 50
ლარამდე მათეს წამლებზე იხარჯება, 100 ლარი – ჩემზე. ბებიას პენსიაც გვაქვს, მაგრამ მასაც იმდენი წამალი სჭირდება…
ახალგაზრდა ხომ აღარაა?!
 ის ისედაც ყველაფერს შვილიშვილებზე ხარჯავს…  

კიდევ კარგი, რომ ბავშვები საერთოდ არ არიან ჭირვეულები. ისინი ზედმეტს არაფერს ითხოვენ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რამდენი
რამ აკლიათ… ხორცი, რძის პროდუქტები – ჩვენთვის ეს ნამდვილი ნუგბარია… ტკბილეულზე აღარაფერს ვამბობ… აქედან
ვერაფრის უფლებას ვაძლევთ თავს… 

– ნათესავები არ გყავთ, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლიათ? 

– დედა 19 წლის ასაკში გარდამეცვალა, მამა კი მის დარდს მალევე გადაჰყვა. მხოლოდ და დამრჩა – ნინო. ის ჩემზე
ერთი წლით უფროსია. თქვენ სწორედ მან მოგწერათ! იმიტომ, რომ თვითონ დახმარება არ შეუძლია. მას სამი მცირეწლოვანი
შვილი ჰყავს და ისიც სოციალურად დაუცველია. მირეკავს ხოლმე, საკუთარი უმწეობის გამო ყურმილში ტირის, ვებრალები… 

– ეკა, მაპატიეთ, მაგრამ მაინც გკითხავთ: თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის რა მოხდა? რატომ განქორწინდით?

– ერთმანეთი 13 წლის წინ გავიცანით. ტელეფონის ნომერი შეეშალა და ჩემთან მოხვდა. საუბარი გავაბით, შემდეგ – შევხვდით,
გრძნობები გაგვიჩნდა… მალე მან უბრალოდ თავის მშობლებთან წამიყვანა და ცოლი მიწოდა… მე კი წინააღმდეგი არ ვყოფილვარ
– ახალგაზრდები და შეყვარებულები ვიყავით…

გრანდიოზული გეგმები გვქონდა! დიდი ოჯახი, საკუთარი სახლი, ბევრი შვილი – თვალწინ უბედნიერესი სურათები მეხატებოდა…
6 წლის წინ, სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. თავიდან, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მერე კი… სხვა ქალი გაიცნო… 

უკვე ორი წელია, ის ჩვენით საერთოდ არ ინტერესდება, ბავშვებს არაფრით ეხმარება… არც კი რეკავს, რომ გაიგოს, როგორ
არიან მისი შვილები… 

უმცროს ვაჟს – ამიკოს, მამა არ ახსოვს, აი უფროსები კი – ნინო და მათე, მამის შესახებ ხშირად მეკითხებიან…

– ეკა, საკუთარ თავში ძალებს სად პოულობთ, რომ არ გატყდეთ? 

– მე უკვე გამტყდარი ვარ… ამის იქით აღარაფერია. მაგრამ უფალმა არ მიმატოვა! აქ რომ ხართ და მესაუბრებით, მისმენთ
და ჩემს ტრაგედიას თანაუგრძნობთ – ესე იგი, ასეთია უფლის ნება… ბავშვებიც მეხმარებიან… 

– შეიძლება, თქვენს შვილებს გავესაუბრო? 

– რა თქმა უნდა! ისინი სიამოვნებით გაგესაუბრებიან! აი, ჩვენი პატარა დიასახლისიც მორბის – ნინო, დედას სიამაყე! 

   

    – ნინო, მოგვიყევი, რისი გაკეთება გიყვარს თავისუფალ დროს?

ნინო (11 წლის): – ადრე, როდესაც თბილისში ვცხოვრობდით, ტორტების გამოცხობა მიყვარდა! და საერთოდაც, ყველაზე ცნობილი,
ქართველი კონდიტერი უნდა გავხდე, რომ გავიზრდები! ბავშვებისთვის დაბადების დღის ტორტებს გამოვაცხობ ხოლმე, ისინი კი ასე
იტყვიან – ეს ნინოს ტორტია, ყველაზე გემრიელი მსოფლიოში! 

– შენი გამომცხვარი ტორტების სურათები თუ გაქვს? შეგიძლია, გვანახო? 

ნინო (11 წლის): – ტელეფონში მქონდა, რომელიც გაგვიფუჭდა. გამოგიცხობდით, მაგრამ ჩვენ მხოლოდ შეშის ღუმელი გვაქვს,
მასში კი ტორტს ვერ გამოაცხობ. აი, როდესაც ჩემი საკონდიტრო მექნება, უსასყიდლოდ გაჩუქებთ, კარგი?

– რატომღაც გული მიგრძნობს, რომ უფრო ადრე დავაგემოვნებ შენს ტორტებს. მანამდე კი, მითხარი – ახლა ყველაზე მეტად
რას ისურვებდი?

ნინო (11 წლის): – დედიკო რომ გამოჯანმრთელდეს და სიარული შეძლოს. მე ის ისე მეცოდება… ვცდილობ, მასზე ვიზრუნო,
მისთვის წყალი, წამლები, საჭმელი მომაქვს ხოლმე… 

– შენ ძალიან კარგი შვილი ხარ, ნინო, დედას შეუძლია, შენით იამაყოს; მაგრამ მე გეკითხები, შენ რა გინდა საჩუქრად?
ყველაზე მეტად, რა გაგეხარდებოდა?

ნინო (11 წლის): – ტელეფონი! ძალიან მაინტერესებს, როგორია, როდესაც საკუთარი ტელეფონი გაქვს, რომლითაც შეგიძლია,
ინტერნეტში შეხვიდე და ვიდეოებში უყურო, როგორ აცხობენ ტორტებს. მე ალბათ დღედაღამ ამას ვიზამდი! იმდენი
ვიდეო-გაკვეთილებია ინტერნეტში! მათაც კი, ვინც ცხობა არ იცის, სწავლა მარტივად შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად!
მართალია, ამისთვის განსაკუთრებული პროდუქტებიც უნდა გქონდეს…  

– მეგობრები თუ გყავს? 

ნინო (11 წლის): – დიახ, ორი მეგობარი მყავს: ქეთო და მზეო. ახლახან დაბადების დღე მქონდა. ტორტის გამოცხობა და
მეგობრების სტუმრად დაპატიჟება მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა… იმედი მაქვს, შემდეგ დაბადების დღეს მაინც გადავიხდი
მეგობრებთან ერთად… 

– და მეგობრებთან ერთად რას აკეთებთ ხოლმე? სათამაშოებით თამაშობთ? 

ნინო (11 წლის): – მე სათამაშოები არ მაქვს. არც მჭირდება, უკვე დიდი ვარ! აი, ჩემს ძამიკოებს კი უნდათ ხოლმე
სათამაშოებით თამაში! ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან და ველოსიპედზე, მანქანებზე და ბურთზე ოცნებობენ.
გაესაუბრეთ მათ და თავადაც დარწმუნდებით ამაში! 

– ბიჭებო, ეს სიმართლეა? 

მათე (9 წლის): – დიახ, მე მანქანებით თამაში მიყვარს! 

ამიკო (6 წლის): – მე კი ველოსიპედი მინდა! მაგრამ დედიკომ თქვა, რომ ჯერ მისი ყიდვა არ შეგვიძლია… ველი, როდის
გამოჯანმრთელდება! 

– და თქვენ რაზე ოცნებობთ?

ამიკო (6 წლის): – მე იიიმდენი ოცნება მაქვს, ორივე ხელზე ვერ დავითვლი! მაგრამ ახლა ნაყინზე ვოცნებობ – რომ ცხელა!
და ველოსიპედიც არ დაგავიწყდეთ! ხედავთ, ჩემი როგორია? არ დადის… 

ამიკო (6 წლის): – მე კი ვოცნებობ, რომ დედიკომ კვლავ შეძლოს სიარული! ექიმიც კი მინდოდა გავმხდარიყავი, რომ
მომერჩინა; მაგრამ ჩემი ლოდინი მას ძალიან დიდხანს მოუწევს, ამიტომ ის სხვა ექიმთან წავა. მე კი, აჯობებს, პოლიციელი
გავხდე – დედიკოს, ბებიას, დაიკოს და ძმას დავიცავ! 

– სკოლაზე რას მეტყვი? საყვარელი საგნები გაქვს? 

ამიკო (6 წლის): მე მათემატიკა მიყვარს, ყველაზე მარტივად გამომდის; დანარჩენი – ზედმეტად ძნელია! ჩემი ნება რომ
იყოს, ყველა საგანს მოვაშორებდი და მხოლოდ მათემატიკას დავტოვებდი! და კარგი, ხატვაც იყოს – მიყვარს ხატვა. შეიძლება,
ფლომასტერებიც რომ გთხოვოთ? მათი საშუალებით უკეთეს ნახატებს დაგიხატავთ! 

– რა თქმა უნდა, მათე, ფლომასტერებიც გექნება… 

– ეკა, ასეთ შვილებთან ერთად, ნურაფრის შეგეშინდებათ! მითხარით, რითი შეგვიძლია თქვენი დახმარება, თქვენი
მდგომარეობის შემსუბუქება? 

– ბოდიშს ვიხდი, თხოვნა რომ მიწევს, მაგრამ ჩვენით, ვეღარ ვუმკლავდებით… თუ შესაძლებელია, სურსათით დაგვეხმარეთ…
ჩვენ ყველაზე ძირითადის ყიდვის საშუალებაც კი არ გვაქვს… ბავშვებს რძის პროდუქტები, ვიტამინები სჭირდებათ… ისინი ხომ
ზრდის პროცესში არიან! არაჩვეულებრივი იქნებოდა, ამაში დაგვხმარებოდით…

ნინო (11 წლის) საოცრად ბედნიერი იქნება, ვაფლის ტაფას და გაზქურას თუ გვაჩუქებთ, ღუმელით!  მისი ოცნება,
ვაფლები და ტორტები აცხოს, ამით ასრულდება. სარეცხი მანქანაც კარგი იქნებოდა –  თავადაც გესმით, მე სრულიად
უსარგებლო ვარ, დალი ბებია კი ხელით რეცხვით დაიტანჯა… 

დახმარებისთვის უფალი დაგლოცავთ!.. მე თითოეული თქვენგანისათვის ვილოცებ, ვინც ჩვენს უბედურებას
გამოეხმაურება… და მაპატიეთ, რომ დახმარების თხოვნა მიწევს… მართლა ძალიან მეუხერხულება.

– ეკა, ფონდის შესახებ როგორ შეიტყვეთ? 

– როგორც უკვე გითხარით, ჩერნოვეცკის ფონდს ჩემმა დამ, ნინომ მიმართა. ნინომ თქვენს ვებ-გვერდზე განთავსებული
თითოეული ამბავი ზეპირად იცის და ყველას ეხმარება – თუნდაც მცირედით. სხვის უბედურებას გვერდს ვერ უვლის… სწორედ
ნინომ მოგწერათ ჩემი მძიმე მდგომარეობის შესახებ… 

მართალი გითხრათ, ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი… არ მეგონა, თუ გამოგვეხმაურებოდით… დახმარება ხომ უამრავ ადამიანს
სჭირდება?! თქვენ კი არა მხოლოდ გვიპასუხეთ, არამედ დაგვიკავშირდით კიდეც, მოგვძებნეთ და მოგვინახულეთ. უფალმა დაგლოცოთ
თქვენი სიკეთისთვის! 

– ფონდის მეგობრების გაცნობას თუ ისურვებდით? თქვენს ამბავს რომ გაიგებენ, დარწმუნებული ვარ, ბევრს მოუნდება
თქვენი პირადად გაცნობა. 

– რა თქმა უნდა, გთხოვთ, მობრძანდით! ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან ერთფეროვანია, მხოლოდ შვილები მიხარებენ
გულს… მე და ბავშვები ნებისმიერს სიხარულით მივიღებთ! 

მეგობრებო, თქვენც კარგად ხედავთ, რომ დავაძეების ოჯახს ძალიან სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა! სამი მშვენიერი
ბავშვის დედა შვილებზე ზრუნვას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს. მან უფალს ანდო საკუთარი სიცოცხლე და შვილების ბედი; და
სწორედ უფალმა გამოგზავნა ის ჩვენთან! უფალი ხომ არასოდეს მიატოვებს მათ, ვისაც მისი დახმარება სჭირდება!

მოდით, დახმარების ხელი გავუწოდოთ მძიმედ გაჭირვებულ დავაძეების ოჯახს! ბავშვები არასრულფასოვნად იკვებებიან,
ოცნებობენ ტკბილეულზე, სათამაშოებზე, ახალ ტანსაცმელზე და ჩვენთვის ჩვეულ, ტექნიკურ მოწყობილობებზე. ეკას ოჯახი
დახმარებას სწორედ ამაში ითხოვს! გვერდს ნუ ჩაუვლით ამ საბრალო, არაქმედითუნარიან ქალს და მის შვილებს, რომლებსაც აღარ
ახსოვთ, რა არის მარტივი, ბავშვური ბედნიერება.

დაურეკეთ დავაძეების ოჯახს, გაამხნევეთ ისინი და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ეკას ტელეფონი:  598 43 70
60.

ოჯახი შეგიძლიათ მოინახულოთ მისამართზე:  საჩხერის რაიონი, სოფელი ცხამი, ხაჯალიევის დასახლება. 

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ დავაძეების ოჯახის პრობლემებისა და ოცნებების შესახებ შეიტყონ თქვენმა
მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. გაჭირვებული ადამიანები
ღვთისაგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ, ჩვენი რწმენა მას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კეთილი საქმითაც დავუმტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება
ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

GE15TB7194336080100003

GE42LB0115113036665000

GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დავაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“
მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ეკას და მის შვილებსაც გავუმართოთ ხელი,
უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა?! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

გმადლობთ, რომ ოცნება გვაჩუქეთ!

„დე, ნახე, პატარა ტორტი გამოგიცხვე!“ – ამბობს ფქვილში ამოგანგლული ნინო. – „ხედავ? გამომივიდა! გპირდები, კარგი კონდიტერი გავხდები, ბევრ ფულს ვიშოვი და შენ ისევ გაივლი! აუცილებლად განგკურნავ, უბრალოდ ცოტაც მოითმინე…“

„ღმერთო, ნებისმიერ სირთულეს გავუძლებ და ავიტან, რადგან როცა ჩემს ანგელოზებს სახეზე ღიმილი ეფინებათ, იმედი მეძლევა!“ – მადლიერებით გვეუბნება ეკა დავაძე.

დავაძეების ოჯახმა ბევრი გასაჭირი გადაიტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ დღემდე სწამთ, იმედი აქვთ და ერთმანეთს ყველანაირად უდგანან გვერდში. ამ ოჯახის პრობლემების შესახებ უკვე მოგიყევით სტატიაში: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/617-davadze/.

ერთ ჭერქვეშ სამი თაობა ცხოვრობს – ბავშვები, დედა და ბებია… თითქოს უბრალო ადამიანურ ბედნიერებას მხოლოდ ის სჭირდება, როცა დედა შვილებზე ზრუნავს და ბებიას უვლის, ბავშვები კი, უფროსების გულის გასახარად, ცელქობენ და ნავარდობენ, მაგრამ სამწუხაროდ…

ეკა დავაძის ბედი სხვაგვარად წარიმართა… შვილიშვილებზე ბებია ზრუნავს და პატარებთან ერთად ეტლს მიჯაჭვულ დედას – ეკას უვლის…

– ეკა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?

ეკა: მადლიერების გამოსახატად შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ. თქვენ იმედი გვაჩუქეთ! თქვენთან შეხვედრის შემდეგ ჩემმა შვილებმა, ჩემმა პატარა ანგელოზებმა, სამომავლო გეგმებზე დაიწყეს ფიქრი, ერთგვარი თავდაჯერება შეემატათ. უფალმა დაგლოცოთ თქვენც და ფონდის ყველა მეგობარიც! თქვენ ღვთისთვის სათნო საქმეს აკეთებთ!

როცა გაზქურა, კომპიუტერი და ტელევიზორი გთხოვეთ, ჩემს თავს დიდხანს ვკიცხავდი იმის გამო, რომ ამდენი სათხოვარი მოგაყარეთ. (თვალები დახარა და ატირდა.) მაგრამ თქვენ და თქვენმა მკითხველებმა შეუძლებელი შეძელით! ღმერთო! თქვენ ყველა ოცნება აგვისრულეთ! ლეპტოპიც გვაჩუქეთ, ტელევიზორიც და გაზქურაც!

დიდი მადლობა! თქვენ თავად უფალმა გამოგგზავნათ ჩვენთან!

– ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით? მათი სახელები თუ გახსოვთ?

ეკა: ერთმა ქალბატონმა დამირეკა, ჩვენი მისამართი დააზუსტა და რამდენიმე საათის შემდეგ, მეუღლესთან და თავის გოგონასთან ერთად გვეწვია სტუმრად. ტკბილეულით და სათამაშოებით სავსე ორი უზარმაზარი შეკვრა მოგვიტანეს, ჩემს პატარებსაც ეთამაშნენ. ჩვენი სახლი სიცილით და მხიარული აურზაურით აივსო… სამწუხაროდ მათი სახელები აღარ მახსოვს, მაგრამ მითხრეს, რომ მადლიერებას არ ელიან და ჩვენთან მთელი გულით მოვიდნენ… დიდი მადლობა მათ! მათთვის ყოველთვის ვილოცებ!

– თქვენს გასაჭირს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? პოსტზე რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?

ეკა: არა… მათთვის თითქოს არც კი ვარსებობთ. ბევრჯერ მივმართე თხოვნით, მათესთვის წამლები და გამოკვლევები დაეფინანსებინათ, მაგრამ ამაოდ… ახალ წელს მხოლოდ ჩვენი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გამოგვიგზავნა პროდუქტით სავსე შეკვრა და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო.

– რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

ეკა: იცით, ჩემთვის ყველაზე რთული ის კი არაა, რომ სიარული არ შემიძლია და რამდენიმეგვერდიანი დიაგნოზი მაქვს. არა! ყველაზე რთული იმის დანახვაა, რომ ჩემს შვილებს საერთოდ არაფერი გააჩნიათ, მათთვის ყველაზე უბრალო ბავშვური ბედნიერებაც კი მიუწვდომელია, მე კი მათთვის არაფრის მიცემა შემიძლია. თქვენ კი… თქვენ მათ სასწაული აჩუქეთ! ღმერთმა დაგლოცოთ! თქვენ და თქვენმა მკითხველებმა მათ ოცნებები აუსრულეთ! ახლა მათ საკუთარი ტელევიზორი და კომპიუტერი აქვთ. ნინო ახალი გაზქურით ისე ამაყობს!.. რაც მთავარია, ისინი გრძნობენ, რომ მარტონი აღარ არიან და გვერდით კეთილი და გულისხმიერი ხალხი ჰყავთ… ქედს ვიხრი თქვენ წინაშე! უღრმესი მადლობა!

– ბავშვებო, ყველაზე მეტად რომელი საჩუქარი მოგეწონათ?

ამიკო (6 წლის): მეყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ საკუთარი ტელევიზორი გვაქვს და ახლა შემიძლია იმდენ საყვარელ მულტფილმს ვუყურო, რამდენსაც მინდა! ისეთი მაგარია! დიდი მადლობა თქვენ!

მათე (10 წლის): მე კი ყველაზე მეტად ლეპტოპი მომწონს.

– კომპიუტერული თამაშები თუ გიყვარს?

მათე: დიახ, ძალიან!მაგრამ მთავარი ისაა, რომ სამეცადინოდ მეგობრებთან სირბილი აღარ მიწევს… ინტერნეტშიც იმდენი საინტერესო რამის სწავლა შეიძლება! ხატვის ვიდეო-გაკვეთილებიც დევს. დიდი მადლობა საჩუქრებისთვის! დედა ამბობს, რომ მისთვის საუკეთესო წამალი ისაა, როცა ჩვენ გვიხარია!

ნინო (11 წლის): დიდი მადლობა საჩუქრებისთვის! ყველაფერი მომეწონა! გახსოვთ, დაგპირდით, რომ გემრიელ ტორტს გამოგიცხობდით? თქვენი წყალობით, ინტერნეტში სხვადასხვა რეცეპტს ვეძებ, ვიდეოებს ვუყურებ, როგორ კეთდება და გაზქურაში რაღაცის გამოცხობა უკვე ვცადე… და გადავწყვიტე, როგორ ტორტს გამოგიცხობთ.

– ანუ კონდიტერობა ჯერ კიდევ გინდა?

ნინო: რა თქმა უნდა! ცნობილი კონდიტერი უნდა გავხდე, ბევრი ფული ვიშოვო და დედა განვკურნო.

– რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება?

ნინო: მინდა დედაჩემს სიარული შეეძლოს და არასდროს არავინ ხდებოდეს ავად.

– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც დახმარება ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ?

ეკა: თქვენჩვენთვის უკვე იმდენი გააკეთეთ… ვიცი, რომ დახმარება ჩვენ გარდა კიდევ ბევრ ოჯახს სჭირდება. ამაზე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ მათეს გადაუდებელი გამოკვლევა სჭირდება თბილისში; თუმცა ჯერჯერობით, პანდემიის გამო, ვერ მივდივართ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა, რომ არსებობთ და ხალხს მომავლის იმედს და რწმენას აძლევთ!..

***

      მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც დავაძეების ოჯახს დაეხმარა! იმედი მაქვს, ამ მშვენიერ ოჯახს კიდევ არაერთხელ დავუჭერთ მხარს, რადგან მათ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ.

ჩვენ ერთად ბევრი ღვთისთვის სათნო საქმის კეთებას ვახერხებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ ყველას: წაიკითხეთ ჩვენი პოსტები, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს; სხვების გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით, რადგან ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს და ეს არ არის „ხის დარგვა, სახლის აშენება და ბავშვის აღზრდა“. ეს არის: პირველი – იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე – იმის დაცვა, ვინც დაუცველია და ყველაზე მთავარი – იმედის მიცემა მისთვის, ვისაც ის დაკარგული აქვს!

ხოლო თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დავაძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/617-davadze.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 სექ 24
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
860.00₾
2020 ოქტ 29
ლეპტოპი
900.00₾
2020 ოქტ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
375.00₾
2021 ოქტ 29
პროდუქტები
160.72₾

სულ ხარჯები:

2295.72₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2021 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2021 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2021 20:00:00
₾11.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.11.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.11.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.11.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.11.2020 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,295.23

188 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,295.23

188 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება