ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედიკო, არ იტირო რა, არ გინდა!..

calendar ოქტომბერი 9, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ცხოვრებაში აღარასოდეს არაფერს მოგთხოვ!“ – იყვირა პატარა მარიმ (6 წლის). მან თავისი სახელი ფონდის კორესპონდენტისა და დედის, თამუნას (38 წლის) საუბარშიგაიგონა, რომელმაც, მოულოდნელად ცხარედ ატირებულმა, იმის მოყოლა დაიწყო, რომ მის შვილს არ აქვს თოჯინა. პატარა გოგონა საყვარელ დედას მუხლებზე ააცოცდა, რომ თავისი პაწაწინა, თოჯინის მსგავსი, ნაზი ხელებით მზრუნველობით მოეწმინდა მისი სახიდანცრემლები…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ცხოვრებაში აღარასოდეს არაფერს მოგთხოვ!“ – იყვირა
პატარა მარიმ (6 წლის). მან თავისი სახელი ფონდის კორესპონდენტისა და დედის, თამუნას
(38 წლის) საუბარშიგაიგონა, რომელმაც,
მოულოდნელად ცხარედ ატირებულმა, იმის მოყოლა დაიწყო, რომ მის შვილს არ აქვს თოჯინა.
პატარა გოგონა საყვარელ დედას მუხლებზე ააცოცდა, რომ თავისი პაწაწინა, თოჯინის მსგავსი,
ნაზი ხელებით მზრუნველობით მოეწმინდა მისი სახიდანცრემლები…

იმის დანახვაზე, თუ
როგორ ცხოვრობს ხაფთანების ეს მშვენიერი, ქართული ოჯახი, ჩვენ, ფონდის თანამშრომლებიც
კი ძლივს ვიკავებდით ცრემლებს. არადა, ჩვენ იმდენნაირი გაჭირვება გვაქვს ნანახი…
ძნელია იმის დაჯერება, რომ აქ ადამიანები ცხოვრობენ!… ბავშვები! ბეტონზე, ნესტსა
და ჭუჭყში!..

მამა – ჯიმშერ ხაფთანი
(43 წლის) ტუბერკულოზით იტანჯება. დედა – თამუნა (38 წლის) – მეორე ჯგუფის შშმ პირია,
რომელმაც თვალზე სამი ოპერაცია გადაიტანა, ანუ სამი ზოგადი ანესთეზია, რომელიც სავალალოდ
აისახა მის ჯანმრთელობაზე… მოსიყვარულე მშობლებს არ აქვთ თავისი ორი ანგელოზის –
მარისა (6 წლის) და გიორგის (3 წლის) თუნდაც ყველაზე აუცილებელი საგნებით უზრუნველყოფის
შესაძლებლობა… ეს კი მშობლისთვის ყველაზე მტკივნეულია!

უფლის რწმენითა და იმედის უკანასკნელი ნაპერწკლით, ისინი
დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართავენ, მეგობრებო! საქართველო ხომ პატარა ქვეყანაა, დიდი
გულით და ჩვენ ახლობელს გაჭირვებაში არასოდეს მივატოვებთ!


თამუნა,
თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა გასაჭირმა
მოგიყვანათ ჩვენთან?

თამუნა: უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გასაჭირისა და უბედურების მთელმა რიგმა… ჩემი
შვილები შიმშილობენ… ჩვენ საცხოვრებელიც კი არსად გვაქვს! შვიდი წელია, ნაქირავებ
ბინებში დავყიალობთ, თუკი შეიძლება, მათ ასე ვუწოდოთ. მიმოიხედეთ გარშემო, ეს ხომ სახლი
კი არა, სოროა!

ისე მოხდა, რომ მე და ჩემი მეუღლე, ორივე ავად ვართ და მუშაობა
არ შეგვიძლია, რომ რაღაც თეთრები მაინც ვიშოვოთ, ჩვენი შვილები რომ არ შიმშილობდნენ.
ბინების მფლობელები მუდმივად სახლიდან გვყრიან ქირის გადაუხდელობის გამო. აღარ ვიცი,
რა გავაკეთო, სად წავიდეთ…

– ასეთ მდგომარეობაში
როგორ აღმოჩნდით?

თამუნა: ჩემს ქმარს ტუბერკულოზი აქვს. ძალიან დიდხანს მკურნალობდა
და ახლა, მუდმივად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისთვის დაძაბვა კატეგორიულად
იკრძალება. მაშინვე ხველება ეწყება და ტემპერატურა უწევს. მე მეორე ჯგუფის შშმ პირი
ვარ. 15 წლის ასაკში თვალში დანა მოვირტყი, როდესაც ლიმონათის ბოთლის გახსნას ვცდილობდი.
სამი ოპერაცია გადავიტანე. თვალი შემინარჩუნეს, მაგრამ მხედველობა სამუდამოდ დავკარგე.
ვცადე, მაღაზიაში მემუშავა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. როგორც ჩანს, გადატანილი ზოგადი
ანესთეზიის რაოდენობამ ცუდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს ჯანმრთელობაზე. არ მინდა დეტალებში
შესვლა, რადგან არც კი ვიცი, რა მჭირს. ექიმების და მკურნალობის ფული არ გვაქვს და
ჩემს თავზე მეც დიდი ხნის წინ ჩავიქნიე ხელი. თავბრუსხვევა, კუჭ-ნაწლავისა და ხერხემლის
პრობლემები… დიდხანს დგომა ან სიმძიმის აწევა არ შემიძლია… ჩვენი მომავალი ასე
ნამდვილად არ წარმომედგინა… (ტირის)

თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ შეხვდით თქვენს სიყვარულს?

თამუნა: მე დიღომში გავიზარდე, ჩვენს მეზობლად კი ჯიმშერის
ნათესავები ცხოვრობდნენ. ის მათ ხშირად სტუმრობდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვობიდან
ჩემზე ყოფილა შეყვარებული… იმის საბაბს ყოველთვის პოულობდა, რომ ჩემთვის მოეწერა
ან დაერეკა, მაგრამ გამოტყდომის ეშინოდა. ეშინოდა, რომ უარს ვეტყოდი. მერე კი, როდესაც
ფიცით პირობა ჩამომართვა, რომ თუკი საიდუმლოს გამიმხელდა, ხელს არ ვკრავდი, მაინც
გაბედა. 4 წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი დედაჩემი გარდაიცვალა. მასზე ძალიან
ვიყავი მიჯაჭვული და მისი სიკვდილი მძიმედ გადავიტანე. მაშინ, სწორედ ჯიმშერი
გახდა ჩემი საყრდენი და ტკივილის დაძლევაში ის დამეხმარა. მალევე დავქორწინდით.
მართალია, ერთად ძალიან ბედნიერები ვართ და არაჩვეულებრივი შვილები გვყავს… მაგრამ
ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ მათ გამოსაკვებად არაფერი გვექნებოდა… (სლუკუნებს.)

– აბა, როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი?

თამუნა:
ვფიქრობდი, რომ მეუღლესთან ერთად, მუშაობას და საკუთარი შვილების თუნდაც აუცილებელი საჭიროების საგნებით უზრუნველყოფას შევძლებდი…
მაგრამ ხედავთ, როგორ გამოვიდა? ჯანმრთელობამ გვიმტყუნა… მართლა არ ვიცი, როგორ
გავაგრძელოთ ცხოვრება. წასასვლელი არსად გვაქვს, ქირის ფული არ გვაქვს, ბავშვები
მუდმივად ნახევრად მშივრები არიან…

არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

თამუნა:
დამხმარე საერთოდ არავინ
გვყავს. დედის შემდეგ, მამაც მალევე გარდამეცვალა – ინსულტი. ჩემს ძმებსაც ძლივს გააქვთ
თავი. ერთს სამი შვილი ჰყავს, ქვეყანაში კი, ხომ იცით, უმუშევრობაა… ჩემს ქმარს რაც
შეეხება, მას რთული ბავშვობა ჰქონდა. სულ მთლად ბავშვი იყო, დედამისი რომ გარდაიცვალა.
მამამისი მეორედ დაქორწინდა, დედინაცვალმა კი გერი აითვალწუნა, ხშირად სცემდა და სჯიდა.
ბებიამ წაიყვანა თავისთან, მას მის გარდა სხვა არც არავინ ჰყავდა… ნათესავები? ჩვენთვის
არავის სცალია. ყველას თავისი პრობლემები აქვს, ოჯახი, შვილები… ვისაც როგორ შეეძლო,
უკვე დაგვეხმარა. მრავალი წელია, მათგან ვალს ვიღებ, მაგრამ დაბრუნება არ შემიძლია.
მთელი ოჯახის რჩენას საკუთარ თავზე ვინ აიღებს? ყველას თავისი საზრუნავი აქვს.

– ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის თუ მიგიმართავთ ვინმესთვის?
ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

თამუნა: რა თქმა უნდა, მიგვიმართავს. დროდადრო,
მცირე თანხას ე.წ. ერთჯერად დახმარებას გვიყოფენ ხოლმე. ეს მხოლოდ იმისთვის კმარა,
რომ შიმშილით არ დავიხოცოთ. ბინის ქირის გადახდის თაობაზე მერიას მივმართე. ჩემი თხოვნა
დააკმაყოფილეს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ახლა ქირის საფასური ძალიან გაიზარდა,
ვერაფერს ვპოულობთ. სახელმწიფო კი მხოლოდ 300 ლარს იხდის. ამ ბინიდან გვყრიან, რადგან
მეპატრონეებმა რემონტის გაკეთება გადაწყვიტეს. მეზობელი დაგვთანხმდა, რომ რამდენიმე
დღით შეგვიკედლოს, მაგრამ მასთან იჯარის ხელშეკრულებას ვერ ვაფორმებთ… დოკუმენტებთან
დაკავშირებით რაღაც სირთულეებია… ჩვენ უბრალოდ ქუჩაში ვრჩებით.. ორი ბავშვით, ქუჩაში..
გესმით?

როგორ მოხდა, რომ უსახლკაროდ დარჩით?

თამუნა: ჩემს მეუღლეს ის არც არასდროს ჰქონია. ის მუდამ
ნათესავებში დაეხეტებოდა. ჩემი მშობლების ერთი ბეწო ბინა კი ჩემს ძმებს ეკუთვნით. ერთი
მათგანი იქ ცხოვრობს, სამ შვილთან ერთად, მეორე კი დაქორწინებული არ არის და ისიც ნათესავებთან
არის შეყუჟული…

მე და ჩემი მეუღლე 4 წელია, რაც ამ სახლს ვქირაობთ, თუმცა სახლი კი არა… თქვენც
კარგად ხედავთ, სოროა! ბეტონის იატაკი, საშინელი ნესტი, არანაირი პირობა. ახლა კი აქედანაც
გამოგვყარეს…

– რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს? რაზე გყოფნით?

თამუნა: სოციალური დახმარება და ჩემი შშმ პირის პენსია
– ჯამში 380 ლარი. ისიც, რადგან ბინის ფულის გადახდა არ შეგვეძლო, პენსიის ხარჯზე კრედიტის
აღება მოგვიწია. კიდევ, კვების ვაუჩერი – 60 ლარი… მადლობა ღმერთს, ჩვენი რიგიც მოვიდა
და ახლა საკვების მიღება სოციალურ სასადილოში შეგვიძლია.

– რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება?

თამუნა:
(სევდიანად გაიღიმა.)
იმას ჭამენ, რასაც უფალი გვიგზავნის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ბურღულეული და მაკარონი – სულ ეს არის, რის უფლებასაც თავს ვაძლევთ. საკვები
სოციალური სასადილოდან… ზოგჯერ, ზედმეტი პურის ფულიც კი არ გვაქვს. უნდა გენახათ,
პანდემიასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღში საკვები პროდუქტები რომ დაგვირიგეს და
ბავშვებმა იქ ყველის ნაჭერი იპოვეს! მათთვის ეს ნამდვილი დღესასწაული იყო!

რისი გწამთ?რაში ხედავთ ხსნას?

თამუნა: მე მხოლოდ უფლის რწმენა მეხმარება.
იცით, ყოველთვის, როდესად მზად ვიყავი, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდნილიყავი და ყველაფერზე
ხელი ჩამექნია, რაღაც გამოსავალი მაინც გამოინახებოდა ხოლმე. უფალი მოწყალეა, ის ყოველთვის
ჩვენ გვერდითაა და ამის უნდა გვჯეროდეს.

უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

თამუნა: დიახ, რა თქმა უნდა! უნდა გვჯეროდეს!ღვთის წყალობა ამაშიც ვლინდება. ყოფილა, როდესაც
საერთოდ არაფერი გვქონია საჭმელად და დასახმარებლად რომელიმე მეზობელი მოსულა; ხანდახან,
ქვაბით, ცხელი სადილიც კი მოუტანიათ…

თამუნა, თუ შეიძლება, თქვენი შვილების
შესახებ მოგვიყევით
.

თამუნა: საოცრები მყვანან! უფროსი, მარიამი
(6 წლის) – ძალიან შეგნებული გოგონაა. ესმის, რომ ძალიან გვიჭირს. მაღაზიაში არ ჭირვეულობს,
ტკბილეულს არ ითხოვს, თუმცა ვხედავ, როგორ უნდა ყველაფერი… ვერ იტანს, როდესაც ხედავს,
როგორ ვტირი. მაშინვე მორბის, მამშვიდებს, მეუბნება: „დედიკო, მე არაფერს, საერთოდ
არაფერს მოგთხოვ, ოღონდ არ იტირო!“ წელს პირველ კლასში მივიდა. ვერც კი წარმოიდგენთ,
როგორი ბედნიერია! ნოუთბუქი აჩუქეს და თავი ზრდასრული ჰგონია. ჯერ კიდევ სულ პატარა
იყო, სახლებს რომ ხატავდა. ცუდად არ გამოსდის… და მეუბნებოდა, რომ ეს ჩვენი მომავალი
სახლია.

პატარა გიორგი 3 წლისაა,
მაგრამ ჯერ არ საუბრობს. საბავშვო ბაღები ჯერ დაკეტილია, ასე რომ სახლში ჯდომა და მოწყენა
უწევს…

თქვენი ნებართვით, თქვენს გოგონას
გავესაუბრები. გამარჯობა, მშვენიერო მარი! როგორ ხარ? დედა მეუბნება, რომ უკვე დიდი
გოგო ხარ და სკოლაში დადიხარ…

მარი (6 წლის): დიახ, დიახ! ახლა სკოლის მოსწავლე
ვარ და მე ნამდვილი კომპიუტერი – ნოუთბუქი მაჩუქეს. მხოლოდ გამაფრთხილეს, რომ ძააააალიან
გავუფრთხილდეთ, თორემ მალე გაფუჭდება… 

– სკოლაში სიარული მოგწონს? ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარს?

მარი: რა
თქმა უნდა, მომწონს. მე ძალიან, ძალიან ჭკვიანი გავიზრდები, სამსახური და ბევრი ფული
მექნება და აუცილებლად ვიყიდი ჩვენთვის დიდ და ლამაზ სახლს! ბანკში ვიმუშავებ! მათემატიკა
მომწონს და უკვე 200-მდე თვლაც ვიცი!

– რა ყოჩაღი ხარ! კიდევ რაზე ოცნებობ?

მარი: ბევრი ლამაზი თოჯინა მინდა…
თორემ ჩემები უკვე ყველა დაძველდა და გაფუჭდა… ჩემი ძმისთვის ველოსიპედიც მინდა,
ერთად რომ ვისეირნოთ. მართალია, ჩემი ძველია და ხშირად ტყდება ხოლმე, მაგრამ მამა მიკეთებს.
კიდევ იმაზე ვოცნებობ, რომ დედა არასოდეს ტიროდეს…

თამუნა, რა არის თქვენი ყველაზე
დიდი ოცნება
?

თამუნა: იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი შვილები არ შიმშილობდნენ,
რომ ელემენტარული პირობებით მაინც იყვნენ უზრუნველყოფილი… და კიდევ, ოდესმე
საკუთარი ჭერი რომ ჰქონდეთ…

თქვენი აზრით, სახლში პირველ რიგში
რა გჭირდებათ?

თამუნა: ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვიხარდება…
ჩემი შვილები მუდმივად უჭმელები არიან. უკვე ძალა აღარ მყოფნის, მათ მშიერ თვალებს
ვუყურო. ჩვენ არაფერი გვაქვს, საერთოდ არაფერი! არ ვიცით, რა არის ცხელი წყლით ბანაობა
– და არა ღუმელზე გაცხელებული სათლით! ჩემს შვილებს ტელევიზორი მხოლოდ მეზობლებთან
აქვთ ნანახი. ვის მოვუყვე? ვინ დაიჯერებს? ასევე, სასურველია საფენები გიორგისთვის,
რადგან მას ისინი ღამით სჭირდება…

მაინცდამაინც ჩვენთან დაკავშირება
რატომ გადაწყვიტეთ
?

თამუნა: კეთილმა ხალხმა მირჩია. მითხრეს, რომ თქვენ
მართლაც ბევრს ეხმარებით.მერწმუნეთ,
თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ! თქვენს ფონდს იმდენი კეთილი მეგობარი ჰყავს…
დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ჩემი შვილების ტკივილს გულთან ახლოს მიიტანენ და მათ დახმარების
ხელს გაუწვდიან. უფალმა დაგლოცოთ თქვენი ყველა კეთილი საქმისთვის!

  ***

მეგობრებო,
ხაფთანების ოჯახი – ისინი ჩვენი თანამემამულეები არიან, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში
აღმოჩნდნენ. ჯანმრთელობის მდგომარეობა მათ მუშაობისა და შვილების თუნდაც ელემენტარული
პირობებით უზრუნველყოფის საშუალებას არ აძლევს. მაგრამ უფალი მოწყალეა და მან მათ ჩვენი
ფონდისაკენ მომავალი გზა აჩვენა, თქვენს კეთილ და თანამგრძნობ გულებამდე მომავალი გზა!

ხაფთანების
ოჯახი სადაცაა ქუჩაში აღმოჩნდება. ისინი მოკლებულნი არიან თავშესაფარს და ყველაზე მინიმალურ
პირობებს. პატარა მარიამმა (6 წლის) და გიორგიმ (3 წლის) არ იციან ტკბილეულის გემო
და მხოლოდ სათამაშოებსა და ლამაზ ტანსაცმელზე ოცნებობენ. ამ უდანაშაულო ბავშვებს, უბრალოდ,
არ აქვთ ბავშვობა, მაგრამ მათი დახმარება ხომ ჩვენ შეგვიძლია?!

ხაფთანების
ოჯახს მწვავედ ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ტექნიკა და საფენები – პატარა გიორგისთვის.
ოჯახს ნებისმიერი დახმარება გაეხარდება!

ხაფთანების
ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი,
მუხიანი, ხრესილის ქ. ბინა 3

ან დაურეკეთ საბრალო თამუნას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი:555 601 165.

და აუცილებლად გააზიარეთ
ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან
მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ
ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები
– ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა
სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან
კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება
ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ
მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ხაფთანების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის
მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია
Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ
ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ
გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ხაფთანების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან
ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე
თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901
200 270.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ნოე 10
მაცივარი
575.00₾
2020 დეკ 01
პროდუქტები
160.00₾
2021 იან 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
380.00₾
2021 იან 12
სარეცხი მანქანა
645.00₾
2021 თებ 02
მედიკამენტები
144.98₾

სულ ხარჯები:

1904.98₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.01.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.12.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.12.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.12.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.12.2020 21:36:42
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.12.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.12.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.12.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.12.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.12.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.12.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.12.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2020 15:50:12
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.12.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.12.2020 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾1,904.70

136 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,904.70

136 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება