რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„ღმერთო, რა საშინელებაა!“ – ეს არის პირველი, რაც ამ საცხოვრებლის დანახვაზე აზრად გებადება. ბავშვი საფლავებს შორის ცხოვრობს! ამ მწუხარებისა და სასოწარკვეთილების დანახვით, ადგილზე იყინები! მუდმივად ხრწნადი გვამებისგან წარმოქმნილ გაზებს ხომ საშინელი დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ… ღმერთო, ნუ მიატოვებ ამ საბრალოებს!
„თვალების გახელის მეშინია, გარშემო მხოლოდ ჯვრები და საფლავებია… ყოველდღე, უფალს მხოლოდ ერთს შევთხოვ: მსურს, ცოცხალთა შორის ვიცხოვრო და მეგობრები ვიპოვო… მჯერა, რომ ჩემს ლოცვებზე პასუხი თქვენ ხართ!“ – იმედიანად ამბობს მარიამი. მისი შეშინებული, პატარა გული გამალებით ძგერს.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270დედა – ლარისა (56 წლის) ქვრივია, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს, შვილი შიმშილისგან იხსნას და ამისათვის, იგი ყოველდღე საფლავებს ასუფთავებს თბილისის გარეუბანში. ისინი იქვე ცხოვრობენ, სხვა საცხოვრებელი არსად აქვთ. მათ არც ნათესავი ჰყავთ, არც სხვა ვინმე სულიერი…
„მე ის შემემთხვა, რისიც ყველა დედას ეშინია. ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელი დღე ტკივილისა და ტანჯვის წლებად გაგრძელდა… ჩვენ სიკვდილის გვერდით ვცხოვრობთ, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ… ჩემი მარიამი – ერთადერთი ცოცხალი სული და სიხარული მყავს, მაგრამ ის ისე იტანჯება… დახმარებას მხოლოდ მის გამო ვითხოვ და ფონდის ყველა კეთილ მეგობარს მივმართავ: დაგვეხმარეთ!“
უფლის წყალობას მინდობილმა ლარისა სიხარულიძემ ჩვენს ფონდს ადამიანთა სიკეთის იმედით მომართა… რადგან მათი – მისი და მარიამის სევდიანი ამბავი ჩვენს კეთილ თანამემამულეებს გულგრილს ვერ დატოვებს.
– თუ შეიძლება, თქვენ შესახებ მოგივყევით.
ლარისა:მე სოფელ ცხემლისხიდში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის დამთავრებისთანავე, მუშაობა დავიწყე, მშობლებს ვეხმარებოდი. იცით, რა სახის სამუშაოა სოფელში? ან ჩაის პლანტაციებზე, ან მინდორში… შემდეგ, გავთხოვდი და აქ, დედაქალაქში გადმოვსახლდით. აქაც განუწყვეტლივ სამსახურს ვეძებდით… შვილები დიდხანს არ გვყავდა, ჩემი გოგონა რომ დაიბადა, უკვე 40 წლის ვიყავი. მალე, მეუღლე გარდამეცვალა. სანამ ცოცხალი იყო, თავი როგორღაც გაგვქონდა, ოთახს ვქირაობდით, ის მეეზოვედ მუშაობდა… მას ავადმყოფი გული ჰქონდა და როდესაც გარდაიცვალა, მე ბავშვით ხელში დავრჩი. ოთახის ფულს ვერაფრით გადავიხდიდი და არც ვიცოდი, სად წავსულიყავი…
გარკვეული დროით, კეთილმა ადამიანებმა შემიფარეს დურგლის საამქროში. მე და ჩემი ქალიშვილი ბოთლებს, ჯართს ვაგროვებდით; ხანდახან დამლაგებლად ვმუშაობ… მე აქ ყველა მეზობელი მიცნობს და ყველა ძალიან კარგად გვექცევა. ვის საჭმელი მოაქვს, ვინ ტანსაცმელს გვჩუქნის…
– და აქ როგორ აღმოჩნდით?
ლარისა: მე და მარიამი ამქვეყნად სრულიად მარტო ვართ… მადლობა ღმერთს, სამყარო კეთილი ადამიანების გარეშე არ არის და აი, მათ აქ შეგვიფარეს, სასაფლაოზე…
სასაფლაო, ზოგადად, დიდია, ეს შემოღობილი ტერიტორია კი კერძო ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელიც საფლავის ქვებს ამზადებს. სწორედ მისმა დირექტორმა შეგვიბრალა და ამ ოთახით უზრუნველგვყო. ამის გამო, მე და ჩემი გოგონა მისი უზომოდ მადლიერები ვართ.
ამბობენ, კომუნისტების დროს, აქ რაღაც სახელოსნოები იყო. ოთახი პატარაა, მხოლოდ ღუმელი და ტახტი ეტევა, მაგრამ დამეთანხმებით, ეს უკეთესია, ვიდრე ქუჩაში ყოფნა. ადრე, რკინის საწოლი გვედგა. შემდეგ, ჩემი გოგონა გაიზარდა, ორ საწოლს ვერანაირად დავატევდით, ამიტომ ტახტის მოზიდვა მოგვიწია. მართალია, ის იშლება, მაგრამმე მას საყრდენად აგურები დავუდე. ტანსაცმელიც ქუჩაში მიწყვია, ცელოფნებში გახვეული, რომ ცუდ ამინდში არ დასველდეს.
– ლარისა, რა შემოსავალზე ცხოვრობთ?
ლარისა:ოჰ! (ხელი აიქნია), ვცდილობთ, გადავრჩეთ, როგორც შეგვიძლია. ადრე, ქუჩებს ვხვეტდი, ბოთლებს და ჯართს ვაგროვებდი… ზოგჯერ, მეზობლები მეძახდნენ ბინების დასასუფთავებლად, საფლავებსაც ვალაგებთ. რამდენიმე თვის წინ გამიმართლა, სკოლაში დამლაგებლად მოვეწყვე და 200 ლარამდე ხელფასს ვიღებდი. ახლა აღარც სკოლაა, არც კერძო სახლების დასუფთავება, მხოლოდ სოციალური დახმარება დაგვრჩა – 120 ლარი და მარიამისთვის – 30 ლარიანი კვების ტალონი. გაზაფხულზე მას 16 წელი შეუსრულდება და ამ ტალონსაც წაგვართმევენ. წარმოდგენა არ მაქვს, რას უნდა ვქნათ… ნეტავ, ეს პანდემია მალე დასრულდეს…
– რით იკვებებით?
ლარისა:როდესაც დახმარებას ვიღებ, მაკარონს, კარტოფილს, მზესუმზისირის ზეთს, შაქარს და ჩაის ვყიდულობ მარაგად. სულ ეს არის! სხვა არაფრისთვის გვყოფნის. ხელფასს რომ ვიღებდი, წვნიანებს ვაკეთებდი, ახლა კი…
– თუ შეიძლება, თქვენი მეუღლის შესახებ გვიამბეთ. როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ლარისა:ქალაქში ვიყავი წასული, ბაზარში, საყიდლებზე. ერთმანეთს იქ შევხვდით, სრულიად შემთხვევით. აღმოჩნდა, რომ ის მეზობელი სოფლიდან იყო. ძალიან მალე დავქორწინდით და საცხოვრებლად, თბილისში გადმოვედით. ცოცხალი რომ ყოფილიყო, უფრო ადვილი იქნებოდა და მარიამსაც მამა ეყოლებოდა… (ლარისას თვალებზე ცრემლები მოადგა).
– ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება შეგემთხვეოდათ?
ლარისა: ასეთ რამეს ვინ იფიქრებს? მე და ჩემს მეუღლეს მუშაობა და ნორმალური ადამიანებივით ცხოვრება გვინდოდა. გვსურდა, საკუთარი სახლი გვქონოდა… მაგრამ როგორც ხედავთ, ბედმა სხვაგვარად ინება…
– არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?
ლარისა:და-ძმები არ მყავს, მშობლები დიდი ხნის წინ, 20 წლის წინ გარდამეცვალნენ. მამაჩემს კუჭის წყლული გაეხსნა, ოთხი ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ ვერ გადარჩა. მალე დედასაც გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ნათესავებთან ყველანაირი კონტაქტი დავკარგე. სოფლიდან რომ წამოვედი, აღარც დავბრუნდებულვარ. არავინ მყავს.
– ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას, მაგრამ დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის?
ლარისა: ღმერთო, რამდენჯერ მივედი მერიაში, რამდენი წერილი და განცხადება დავწერე! ყველაფერი უშედეგოდ! საბინაო რიგში ჩაწერას დამპირდნენ, მაგრამ არავინ დამკავშირებია.
– უფლის თუ გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?
ლარისა:რომ არა ჩემი რწმენა ღვთისა, ალბათ აქამდე ცოცხალიც არ ვიქნებოდი… უფალი ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და გვიცავს. და თუ ის გამოცდას გვიგზავნის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მედგრად უნდა გავუძლოთ. „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ!“ ადრე ეკლესიაში ხშირად დავდიოდი, მაგრამ ის შორს არის, ფეხით მისვლა შეუძლებელია, ტრანსპორტი კი არ მუშაობს… სახლში ვლოცულობ, ჩემი სიტყვებით…
– უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გწამთ?
ლარისა:რა თქმა უნდა! მეზობლები ძალიან მეხმარებიან! ზუსტად ვიცი, ისინი შიმშილით სიკვდილის საშუალებას არ მოგვცემენ. მიუხედავად იმისა, რომ არც თავად ცხოვრობენ მდიდრულად, ისინი ყოველთვის ცდილობენ, თუნდაც საკვებით ან ტანსაცმლით დაგვეხმარონ. სწორედ ამ კეთილმა ხალხმა მირჩია, თქვენს ფონდს დავკავშირებოდი. მითხრეს, რომ თქვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს და თქვენ ყველას ეხმარებით. ხედავთ? უფალმა ჩემი ლოცვები შეისმინა და თქვენ აქ ხართ!
– თუ შეიძლება, მარიამის შესახებ გვიამბეთ. სკოლაში დადის?
ლარისა: მარიამი – უფლის საჩუქარია… მშვიდი, წყნარი, გონიერი გოგონაა. ყველაფერში მეხმარება და არასდროს წუწუნებს… ისე მებრალება… წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც იღვიძებ, გარშემო კი საფლავებია და ძილის წინაც, მხოლოდ საფლავებს ხედავ. მე კი მივეჩვიე, მაგრამ ის ჯერ კიდევ ბავშვია. რა თქმა უნდა, უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობს, მაგრამ აბა, მე მისთვის რისი მიცემა შემიძლია? გული სისხლით მევსება…
– თუ შეიძლება, თქვენს გოგონას გავესაუბრები. მარიამ, შენ შესახებ მოგვიყევი. კარგად სწავლობ? რომელია შენი საყვარელი საგანი?
მარიამი (15 წლის): ადრე ფრიადოსანი ვიყავი, ახლა აღარ გამომდის. მთელი წინა სემესტრი გამოვტოვე და გაკვეთილებს ვერც ახლა ვესწრები. ნორმალური მობილურიც კი არ გვაქვს, თანაკლასელების ხშირად შეწუხება კი არ მინდა, მრცხვენია. ვცდილობ, დავალებები გავარკვიო და ჩემით ვიმეცადინო სახლში… მაგრამ კარგად არ გამომდის… ყველაზე მეტად მათემატიკა და ხელოვნებათმცოდნეობა მიყვარს. ხატვაზე ვგიჟდები!
– მომავალი პროფესია უკვე აირჩიე?
მარიამი: მინდა, მსახიობი გავხდე. ეს ჩემი ოცნებაა!
– რომელია შენი საყვარელი ფილმი? საყვარელი მსახიობი?
მარიამი: ყველაზე საყვარელი ფილმია “ციდან სამ მეტრზე”. მსახიობებიდან ყველაზე მეტად ჯონი დეპი მიყვარს, განსაკუთრებით “კარიბის ზღვის მეკობრეებში” მომწონს…
– საყვარელი წიგნი თუ გაქვს?
მარიამი: დიახ, „სამი მუშკეტერი“. მე წიგნები არ მაქვს… მაგრამ რომც მქონდეს, ვერსად დავდებდი. აქ,მე და დედაც ძნელად ვეტევით…მაგრამ მეგობრებისგან ვთხოულობ ხოლმე, ადრე სკოლის ბიბლიოთეკიდან გამომქონდა.
– დედას ეხმარები?
მარიამი: აბა, როგორ?ვგვი, მაკარონს ვხარშავ, შემიძლია, კარტოფილი შევწვა… საფლავებსაც ერთად ვალაგებთ…
– გულწრფელად მითხარი, არ გეშინია?
მარიამი: არ მეშინია… უბრალოდრაღაცნაირადარასასიამოვნოა… პატარა რომ ვიყავი, მეშინოდა, მაგრამ დედა ყოველთვის ამბობდა, მკვდრების არ უნდა გეშინოდეს, ცუდს არაფერს გიზამენო… საღამოობით, ჩვენი ეზოს გალავნის მიღმა მაინც არ გავდივარ. თითქოს მესმის, რომ არავინ არაფერს დამიშავებს, მაგრამ მაინც… ჩვენი ოთახის ფანჯრიდან მხოლოდ საფლავები და კარგ ამინდში, შორს, მთაზე, ფუნიკულიორის ანძა მოსჩანს.
– რაზე ოცნებობ, მარიამ?
მარიამი: ყველაზე მეტად ის მინდა, რომ მე და დედას საკუთარი სახლი გვქონდეს. თუნდაც პატარა, მაგრამ საკუთარი… და აქედან შორს. აქ ცხოვრება არ მინდა. ასევე, ძალიან მინდა, სწავლისთვის მობილური ტელეფონი მქონდეს…
– ტელეფონი? იქნებ კომპიუტერი?
მარიამი: არა, ტელეფონი. ჩვენ ადგილი არ გვაქვს, ტელეფონს კი, სადაც არ უნდა წახვიდე, თან წაიღებ. ასე უფრო მოსახერხებელია.
– თქვენ რაზე ოცნებობთ, ლარისა?
ლარისა: იმაზე, რომ ჩემს გოგონას თავზე ჭერი ჰქონდეს. მოულოდნელად რამე თუ დამემართა, ის რომ ქუჩაში არ დარჩეს… მე სხვა არაფერი მინდა. უფალს მხოლოდ იმას ვევედრები, რომ მარიამს ყველაფერი კარგად ჰქონდეს და ადამიანურად ცხოვრობდეს.
– თქვენი აზრით, ახლა, პირველ რიგში,რა სახის დახმარება გჭირდებათ?
ლარისა:თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს… ჩვენ საერთოდ არაფერი გვაქვს. ჩვენი სახლი ეს 10 კვადრატული მეტრია. ისიც – ჩვენი არ არის. ძალიან გვჭირდება საკვები… მაცივარი, რომ საჭმლის შესანახი ადგილი გვქონდეს, როდესაც პანდემია საბოლოოდ დასრულდება და მე მუშაობას დავუბრუნდები. ჩემი გოგონა ვერ სწავლობს, არც კომპიუტერი გვაქვს, არც ინტერნეტი, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ტელევიზორის ქონაც არაჩვეულებრივი იქნებოდა, რადგან ახლა მეზობლებთან დავდივართ საყურებლად…
ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელები ვიქნებით! დიდი მადლობა თანაგრძნობისთვის, რომ მოხვედით და მოგვისმინეთ!
***
ლარისა და მარიამ სიხარულიძეები საშინელ პირობებში ცხოვრობენ. ეს ადამიანები სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი! მათი თავშესაფარი – 10კვ.მ-იანი პატარა ოთახია, რომელიც საფლავებითაა გარშემორტყმული… დედა-შვილი უკვე მრავალი წელია კი არ ცხოვრობს, არამედ გადარჩენას ცდილობს და ლუკმაპურის საშოვნელად, ნებისმიერ შესაძლებლობას ეჭიდება.
16 წლის მარიამს არც ნორმალური ტანსაცმელი აქვს, არც საჭმელი, არც კომპიუტერი, არც საკუთარი საწოლი! გოგონა, ადრეული ასაკიდანვე, დედასთან ერთად, საფლავებს ასუფთავებს… მაგრამ ის ხომ ასეთი ლამაზი და ჭკვიანია?! მან დაიმსახურა, რომ ისწავლოს, განვითარდეს და ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს!
სიხარულიძეების ოჯახს მწვავედ ესაჭიროება ნებისმიერი დახმარება: საკვები პროდუქტები, ტექნიკა, ნორმალური საწოლები და შეშა.
შეგიძლიათ, ეს ოჯახი თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მათ. მათი მისამართია: თბილისი, სოფელი გლდანი, გაზის დასახლება (პატარა ოთახი სასაფლაოს ტერიტორიაზე)
ან დაურეკეთ ლარისას და კეთილი სიტყვებით გაამხნევეთ იგი! ტელეფონის ნომერი: 555 73 83 25.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის პრობლემების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:სიხარულიძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
თქვენთან ერთად,ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ლარისა სიხარულიძესაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
საიქიოდან დაბრუნებულები
„საფლავებს შორის ცხოვრებისას თითქოს საკუთარ თავებსაც ცოცხლად ვმარხავდით… დიახ, ასეც იყო, სანამ ჩვენი ამბავი არ გამოაქვეყნეთ, რომელმაც ასობით ადამიანის გულამდე მიაღწია! სიტყვები არ მყოფნის“, – ლარისა მორცხვად იწმენდს ცრემლებს და თავის შვილს, მარიამს ეხუტება.
რა შიშის მომგვრელი გარემოა! სიცივე ძვლებამდე ატანს და არ გასვენებს ფიქრი, რომ დედა-შვილი ყოველდღე ამ არაადამიანურ პირობებში ცდილობს გადარჩენას. ხომ გახსოვთ ახლახან გამოქვეყნებული სიხარულიძეების ამბავი? https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/661-sikharulidze/კიდევ უფრო გასაოცარია, რომ ეს ხალხი ახლა ასეთი ბედნიერია!
„დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ბოლო დროს დედაჩემი აღარ ტირის. დიდი ხანია, ასეთი ბედნიერი და კმაყოფილი არ მინახავს. მისი ცრემლების დანახვა აუტანელ ტკივილს მაყენებდა, მაგრამ ის ახლა იღიმის, როგორც წლების წინ, როცა პატარა ვიყავი!“ – გვიზიარებს მარიამი.
– ძალიან გვიხარია, რომ თქვენი ამაღელვებელი ამბის გამოქვეყნების შემდეგ თქვენი ოჯახის ცხოვრება შეიცვალა. ლარისა, თუ შეიძლება, ამის შესახებ დაწვრილებით მოგვიყევით.
ლარისა:ალბათ გახსოვთ, როცა საფლავებს შორის ჩვენი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრების შესახებ გიყვებოდით, ემოციურად იმდენად ვიყავი დაცლილი, რომ სიცოცხლის აზრს ფაქტობრივად ვეღარ ვხედავდი. კეთილ ხალხს ვთხოვდით ჩვენთვის ლუკმაპური გაეყოთ. ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ნებისმიერი დახმარება უდიდესი საჩუქარი იყო, მაგრამ ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი. მიმოიხედეთ გარშემო! სახლში, სადაც არანაირი ტექნიკა არ გვქონდა, ტელევიზორი გაჩნდა, რომელიც მღვდელმა მოგვიტანა. ახლა, მარიამთან ერთად, მარტოობის ცივი საღამოების გადაგორება ბევრად იოლია. გვიყვარს ფილმების ყურება და იმაზე ფიქრი, რომ ოდესმე საფლავებს მოვშორდებით და ცოცხალ და კეთილ ადამიანებს შორის ვიცხოვრებთ! სარეცხი მანქანა უბრალოდ შეუცვლელი აღმოჩნდა; ნივთებს ნესტის სუნი აღარ ასდის და მალე შრება! როგორც იქნა, მაცივარიც გვეღირსა! ნახეთ, რა ლამაზია!
ასევე, ერთმა გულკეთილმა ადამიანმა, დავითმა, საჩუქრად ახალი საწოლი მოგვიტანა, რაზეც ჩემს შვილს სძინავს და კომპიუტერი! მე ამ შენაძენისთვის ფულს ვერასდროს შევაგროვებდი, მათზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო! თქვენ ხალხს ოცნებას უსრულებთ! ჩვენს ცხოვრებას იმედი და აზრი ისევ მიეცა! უფალი გფარავდეთ!
– ლარისა, მადლობას გიხდით კეთილი სიტყვებისთვის. გვითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მათი სახელები გახსოვთ, ვინც დახმარების ხელი გამოგიწოდათ?
ლარისა:როგორ შეიძლება იმ ხალხის დავიწყება, ვინც შენი შვილი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა? ათობით სრულიად უცხო ადამიანი მირეკავდა და მეკითხებოდა, რა გვჭირდებოდა; სხვები გვწერდნენ, რომ ჩვენი დახმარების შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მაგრამ სიტყვებით გვამხნევებდნენ, გვთხოვდნენ იმედი არ დაგვეკარგა და გვქონოდა რწმენა, რომ უფალი არ მიგვატოვებდა. ასეც მოხდა და ძალიან სიმბოლურია, რომ ყველაზე პირველი ჩვენთან მღვდელი მოვიდა, რომელმაც ტელევიზორი გვაჩუქა და გვითხრა, რომ ჩვენზე ილოცებდა. განა სასწაული არ არის? მახსოვს, კიდევ ვიღაც გოგოები მოვიდნენ, რომლებიც რომელიღაც მაღაზიაში მუშაობენ. ჩვენი ამბავი რომ წაიკითხეს, შეწუხდნენ; შეგროვილი თანხით ხორცი, მაკარონი, კარაქი გვიყიდეს… ახლახან ერთი კაციც იყო მოსული, თავის პატარა შვილთან ერთად, – მათი სახელები აღარ მახსოვს; სურსათი, საყოფაცხოვრებო ქიმია და ტანსაცმელი მოგვიტანეს, მარიამს კი 30 ლარი აჩუქეს. ჩემი გოგო თვალებს ვერ უჯერებდა. ამდენი საჭმელი ცხოვრებაში არ უნახავს! ბედის უზომოდ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდით!
– ლარისა, ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? მათთვის კიდევ ხომ არ მიგიმართავთ?
ლარისა:არც გამოხმაურებიან და არც მე მიმიმართავს, აზრი არ აქვს…
–მოდი სევდიან თემებზე ნუღარ ვისაუბრებთ, ლარისა. ფონდის მეგობრებისგან ასეთ მხარდაჭერას თუ ელოდით? რა განცდა გქონდათ?
ლარისა:ჩემი რწმენა ურყევია და კეთილი, ყურადღებიანი და გულისხმიერი ხალხის იმედი, რა თქმა უნდა, მქონდა. შვილთან ერთად დღევანდელ დღემდე როგორ მოვატანდი, რომ არა მათი დახმარება? მით უმეტეს, ფონდის შესახებ ბევრი მსმენია და ვიცოდი, გაჭირვებულებს მხარში როგორ უდგახართ; მაგრამ იმის წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ამდენი თანაგრძნობის ზარი შემოვიდოდა, ამდენი უცხო ადამიანი მესტუმრებოდა, რომლებიც საჭმელს და ტანსაცმელს გაგვიზიარებდნენ. მე და მარიამი შოკში ვიყავით, ახლა კი ჩვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს. ყველას მადლობელი ვარ, ვინც პანდემიის ჟამს, ასეთ მძიმე დროს, ჩვენ მიმართ თანაგრძნობა გამოიჩინა!
– ლარისა, რას ნიშნავს თქვენთვის ეს დახმარება?
ლარისა: რას წარმოადგენდა ჩემი ცხოვრება თქვენ გამოჩენამდე? მისი მთავარი აზრი ის იყო, რომ შვილისთვის მეორე დღის საჭმელი მეშოვა, რომ ბავშვი შიმშილით ან სიცივით არ მომკვდარიყო. გადარჩენისთვის ამ ყოველდღიურ ბრძოლაში, მე, – საფლავებით გარშემორტყმულ, მარტოხელა ქალს, – საერთოდ დამავიწყდა როგორია, როცა შენზე ზრუნავენ. როცა მზრუნველმა ხალხმა რეკვა და მოსვლა დაიწყო, თავი ისევ ბავშვად ვიგრძენი, რომელიც უყვართ. ამ გრძნობების გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია! ათობით წელიწადის შემდეგ, თითქოს ისევ უდარდელ ბავშვობაში დავბრუნდი, სადაც სასოწარკვეთის ადგილი არ არის… თქვენ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ახლობელ ადამიანებად იქეცით და უკეთესი მომავლის იმედი გვაჩუქეთ! დიდი მადლობა თქვენ!
– ლარისა, გვინდა თქვენს შვილსაც გავესაუბროთ, რომლის შესახებაც ასე ემოციურად საუბრობთ. მარიამ, მოგვიყევი, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში თქვენი ამბის გამოქვეყნების შემდეგ?
მარიამი:თქვენი წყალობით, ჩვენ ახლა ტექნიკა გვაქვს, რომელმაც ცხოვრება გაგვიმარტივა და გაგვიხალისა. მე ბევრი ლამაზი ტანსაცმელი მაჩუქეს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ახლა კომპიუტერი მაქვს და ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება, საყვარელი ფილმების, სერიალების ყურება და საჭირო ინფორმაციის მოძიება შემიძლია. ძალიან მინდა, ჩემი და დედას ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო და იმედი მაქვს გამომივა; ვისწავლი და ძალიან ვეცდები… მინდა ტკბილეულისთვისაც მადლობა გადაგიხადოთ; დიდი ხანია ამდენი შოკოლადი არ მიჭამია! ძალიან მსიამოვნებს, რომ ამდენი უცხო ადამიანი მხარში ასე ამოგვიდგა!
– ძვირფასო მარიამ, დიდ წარმატებას გისურვებთ! ლარისა, ჩვენს საუბარს დავუბრუნდეთ. კიდევ თუ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ლარისა:ქვეყანაში არსებულ კრიზისს თუ გავითვალისწინებთ, უნამუსობა იქნება კიდევ რამე ვითხოვო; თანაც, ჩვენ გარდა, დახმარება კიდევ ბევრს სჭირდება. რა თქმა უნდა, პრობლემები ისევ გვაქვს და სანამ მუშაობას არ დავიწყებ, ძალიან გაგვიჭირდება… ყველაზე მეტად მარიამის ჯანმრთელობაზე ვდარდობ; კბილები აქვს გაფუჭებული და ხშირად აწუხებს… რამდენიმე დასაპლომბი აქვს, მაგრამ მე ამის ფული არ მაქვს. თუ ვინმეს შეუძლია, რომ დაგვეხმაროს, დიდად მადლობელი ვიქნები.
ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა მარიამთან ერთად აქედან რაც შეიძლება შორს წავიდე! მქონდეს საკუთარი კუთხე, მყუდრო და ლამაზი, როგორც ნორმალურ ხალხს! ერთი სიტყვით, ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით, იქნება ეს საკვები, ტანსაცმელი თუ მატერიალური დახმარება. თქვენი ზარი და მხარდაჭერის კეთილი სიტყვებიც გამახარებს! მადლობას გიხდით ყველაფრისთვის!
***
ძვირფასო მეგობრებო, ეს საბრალო ადამიანები, ათობით საფლავს შორის, 10 კვადრატულ მეტრს აფარებენ თავს… ისინი სულ მარტო არიან და ჩვენი დახმარება სჭირდებათ, რადგან ჩვენ მათი გადარჩენის უკანასკნელი იმედი ვართ! ძალიან გთხოვთ, კვლავ გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ! ლარისას და მარიამის შიმშილით სიკვდილისგან გადარჩენა ჩვენ შეგვიძლია!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, ყურადღებარამდენიმე წამითჩვენს FB პოსტებზეგადაიტანეთ; ანდაურეკეთჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი გაჭირვებულიადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, გააგრძლეთამ ოჯახების დახმარება!სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:სიხარულიძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/661-sikharulidze/.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებითვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
1794.94₾დარჩა:
0₾