ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ქალი, რომელიც ცოცხლად ლპება

calendar დეკემბერი 24, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„მთელი ძალებით ვცდილობ, გადავრჩე!“ – ამბობს 58 წლის მადონა. ის უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს… საბრალო ქალს სიცივე, შიმშილი და ჯოჯოხეთური ტკივილები ტანჯავს და მოსვენებას არ აძლევს.
9 ნაბიჯის სიგრძე, ნესტიანი, ცივი სენაკი გატანჯული ქალის თავშესაფრად იქცა. აქ მხოლოდ ერთი საწოლი ეტევა. ჩვენ, ფონდის მრავლისმნახველი თანამშრომლებიც კი უბრალოდ შევძრწუნდით, როდესაც მისი სახლის – პატარა, ნესტიანი, ცივი ოთახის ზღურბლს გადავაბიჯეთ, სადაც ის იძულებით არის შეყუჭული.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

a„შიმშილმა შემაწუხა… ნახევარი პური – სულ ეს არის ჩემი დღევანდელი საზრდო, – სლუკუნებს საბრალო მადონა. – ტკივილები კი ზოგჯერ ისეთი აუტანელია, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ. მაგრამ რა ვქნა? უკანასკნელი ძალებით ვცდილობ, მოვითმინო“.

საწყალი ქალი სიცოცხლეს ძლივს ეჭიდება და გვთხოვს, რომ საშინელი ყოფა შევუმსუბუქოთ.

სახელმწიფომ მადონას სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი მიანიჭა. ქალი სიღატაკეში ცხოვრობს, აღიარებს, რომ ზოგჯერ მთელი დღე მშიერია. ფული არც წამლებზე ჰყოფნის, არც საკვებზე; არადა, მადონა უამრავი დაავადებით იტანჯება. მას სითბო, საკვები და წამლები ისე სჭირდება, როგორც სხვას არავის.

მადონას სახლში ვესტუმრეთ. როგორც კი დაგვინახა, ქალი მაშინვე ატირდა, ხელი მოგვკიდა და ტირილით წარმოსთქვა: „როგორ მიხარია, რომ უფალი გასაჭირში არ მტოვებს… აი, თქვენც მოხვედით! ახლა, იმედი მაქვს. ხომ დამეხმარებით?“

შეუძლებელია, მადონას ვედრების მიმართ გულგრილი დარჩე. ჩვენ მას ვესაუბრეთ. ქალმა შეძლო, ჩვენთვის მოეყოლა, თუ რა აწუხებს, რა ხდის მის ცხოვრებას აუტანელს. „ცხოვრებას არა,  – შეგვისწორა მან, – არსებობას. განა შეიძლება, ამას ცხოვრება უწოდო?“ – ხელები შემოატარა პატარა ოთახს დამპალი შპალერით.  

– მადონა, რა პრობლემებს შეეჯახეთ და რა სახის დახმარება გჭირდებათ?

მადონა: არ მეგონა, თუკი ოდესმე ასეთ რამეს მოვესწრებოდი: სრულ სიღარიბეს საკვების, საკუთარი სახლისა და წამლის ყიდვის შესაძლებლობის გარეშე. ვიტანჯები დაავადებებით, რომლებიც ამ მომკლავენ, ან, – კიდევ უფრო უარესი, – ხეიბრად და უძლურ ადამიანად მაქცევენ. ღმერთმა ამ დღეს ნუ მომასწროს! ყოველდღე ხერხემლის ტკივილი მაწუხებს, რის გამოც მოძრაობა მიჭირს. ტკივილი მთელ სხეულში გადამეცემა. ყველა ძვალი მტკივა. ხელ-ფეხი მიბუჟდება. ზოგჯერ, განძრევაც კი არ შემიძლია, რადგან კუნთები თითქოს მიქვავდება. ეს ყველაფერი ვარიკოზის და რევმატიზმის გამოა. ამას გარდა, მკერდი მილპება. ყოველთვე, ექიმთან უნდა ვიარო, რომ მან ჩირქის ამოღება შეძლოს, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს. მუდამდღე მხოლოდ ტანჯვაა…

– თქვენი მკერდის სნეულება რას უკავშირდება? ონკოლოგიური დაავადებაა?

მადონა:ერთხელ, ჩემი გარდაცვლილი მეუღლე მეგობრებს ეჩხუბა. მე მათ შორის ჩავდექი და მკერდზე მომხვდა. ერთი-ორი დღე მტკიოდა და გამიარა, მაგრამ 14 წლის წინ, გულმკერდის არეში საშინელი ტკივილები დამეწყო. ექიმების თქმით, იმ დარტყმის გამო მთავარი არტერია დაზიანდა. შედეგად, დაავადება განვითარდა და ონკოლოგიაში გადაიზარდა. ახლა მკერდი მილპება. მუდმივად წამლები და პროცედურები მჭირდება. ამას გარდა, საჭიროა სერიოზული ოპერაცია. მაგრამ ჯერ ერთი, ამის საშუალება არ მაქვს და მეორეც – შევძლებ კი მის გადატანას? ექიმი ამბობს, რომ რადგან ოპერაციისთვის ფული არ არის, თვეში ერთხელ ჩირქი მაინც უნდა ამოიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები სავალალო იქნება.

რამდენი ხანია, რაც არ მუშაობთ?

მადონა:ბოლო ორი წელია. მანამდე, 17 წელზე მეტი ვიმუშავე. დასუფთავებით ვიყავი დაკავებული. თავდაუზოგავად ვშრომობდი, რომ შვილების ცხოვრება უზრუნველმეყო, მაგრამ როდესაც ტკივილი აუტანელი გახდა,  სამსახურისთვის თავის დანებება მომიწია.

– სხვათა შორის, თქვენს შვილებთან და ოჯახთან დაკავშირებით – როგორც ვიცით, ორი შვილი გყავთ: ვაჟი, გია (40 წლის) და ქალიშვილი, ნინო (39 წლის). თქვენი მეუღლე კი გარდაცვლილია. თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ გაიცანით მეუღლე? როგორ შექმენით ოჯახი?

მადონა: ეს არ იყო სიყვარულის ისტორია. მე 18 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემი მეუღლე მაშინ უკვე 25 წლის იყო. ეს არ იყო სასიყვარულო კავშირი. ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილება ჩვენმა მშობლებმა მიიღეს და ჩვენც დავქორწინდით. როგორც აღმოჩნდა, ჩემი ქმარი ნარკომანი იყო და ამასთან, სვამდა კიდეც. მასთან 13 წელი ვიცხოვრე, მაგრამ მისი შეყვარება ვერ შევძელი. ის არ იყო ოჯახისთვის, შვილებისთვის შექმნილი; საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა. მეგობრებთან ერთად, სულ სადღაც მიდიოდა დასასვენებლად. ძალიან უსაქმური ადამიანი იყო. სამაგიეროდ, ჩემი დედამთილი იყო საოცარი ქალი! ყოველთვის ყველაფერში გვერდით მედგა. მეუღლესთან ერთად ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მაგალითად, სახლში მთვრალი, სეირნობით გულნაჯერები მოვიდოდა; იყვირებდა, იღრიალებდა, ყველაფერს დალეწავდა, რასაც შეეხებოდა. მე კი ბავშვებს თბილ საბანს ვაფარებდი და ჩვენი სახლის ქვეშ მდებარე სარდაფში ჩამყავდა.

– მადონა, გთხოვთ, გვაპატიოთ, იმ მოვლენების გახსენება რომ გიწევთ, მაგრამ ბავშვები სარდაფში რატომ ჩაგყავდათ?

მადონა: იმიტომ, რომ ბავშვები ცუდად ხდებოდნენ. წარმოგიდგენიათ ბავშვების ფსიქიკა? ის ხომ ასეთი მყიფეა. ღამეა, ბავშვებს სძინავთ. უცებ მათი მამა მოდის და მთელ სახლს ანგრევს. ბავშვები ისტერიულ ტირილს იწყებდნენ, პანიკაში ვარდებოდნენ, მთელი სხეულით კანკალებდნენ; ამიტომ, მათ თბილად ვფუთავდი და სარდაფში ჩამყავდა, რომ ჩემი ქმრის სიგიჟისგან გადამერჩინა. იქ სიმშვიდე და სიწყნარე იყო. ასე ვისხედით სარდაფში და ველოდებოდით, როდის დაიძინებდა ან დამშვიდდებოდა ჩემი ქმარი.

როდესაც პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, გავიგე, რომ ჩემს მეუღლეს ჰეპატიტი ჰქონდა, რადგან სულ სვამდა. ექიმებმა მუცლის მოშლა მირჩიეს, მაგრამ მე უარი ვთქვი. ექიმებს ვუთხარი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, შვილს მაინც გავაჩენდი. და იცით, უფალმა შეგვიწყალა და ჩემი ბიჭი ჯანმრთელი დაიბადა. მეორედ, უკვე გოგონაზე რომ დავფეხმძიმდი, ძლიერმა შიშმა შემიპყრო: როგორი შეიძლება ბავშვი დაიბადოს, თუ მისი მამა ნარკომანია? ჩემი ქმარი მუდმივად ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა; მაგრამ მადლობა უფალს, ჩემი ნინო ჯანმრთელი დაიბადა. ღმერთმა დაგვიფარა!

ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი ქმარი შინნახადი არყით მოიწამლა. გვიან საღამოს თავი ცუდად იგრძნო, გამთენიისას კი ძალიან მძიმედ შეიქნა. დახმარება ვცადე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ის ხელებში ჩამაკვდა.

– როგორი გახდა თქვენი ცხოვრება თქვენი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ?

მადონა: უსაშინლესი. თითქოს, ყოველდღე ჯვარზე მაკრავდნენ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მე და ჩემი დედამთილი ერთმანეთს დავშორდით. ყოველ ჩვენგანს ჩვენი სადარდებელი გვქონდა. მშობლებთან გადასვლა გადავწყვიტე. დედა და მამა ღარიბულად ცხოვრობდნენ, ასე რომ ყველას ძალიან გაგვიჭირდა. ხან სად ვმუშაობდი, ხან სად. ბავშვების შესანახად, სესხის აღება მომიწია. ამ დროს, ჩემმა ბიჭმა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა, ფასიანზე. მისი სწავლის საფასურის გადახდა არ შემეძლო, ამიტომ მან უნივერსიტეტი მიატოვა და სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრა. რემონტს აკეთებდა; მაგრამ ცხრა წლის წინ, იძულებით გადმოასახლეს და მას საქართველოში დაბრუნება მოუწია. სესხის დაფარვა ვერ შევძელით და ქუთაისში სახლის გაყიდვა მოგვიწია. ასე აღმოვჩნდით თბილისში. აქ გადმოვსახლდით, ბინას ვქირაობდით. ორიოდე წლის წინ, იქ ხანძარი გაჩნდა და მთელი ჩვენი მცირე ქონება დაიწვა. მე აღარაფერი დამრჩა! ამ პატარა ოთახში გადმოვბარგდი, რომელშიც ახლა ვცხოვრობ. მას შემდეგ, ჩემს უბადრუკ ცხოვრებას ვეწევი.

და თქვენი შვილები? გეხმარებიან?

მადონა:ჩემი გოგონა კახეთში გათხოვდა. არც ისინი ცხოვრობენ დალხენით, ღარიბები არიან. ჩემი ბიჭი კი მეგობართან ცხოვრობს, იქ ბინას ქირაობს. ახლა, მას მუდმივი შემოსავალი არ აქვს. ცდილობს, გადარჩეს, როგორც ჩვენ, ყველანი. ჩემი დახმარება რით შეუძლია? ძალიან მებრალებიან ჩემი შვილები!

ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და ვხედავთ, რამდენად გიჭირთ. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის?

მადონა:დიახ და არა ერთხელ! ვის აღარ მივწერე! მერია 200 ლარს მიხდის, რომლითაც ამ ბუნაგის ქირაში იხარჯება, რომელშიც მე ვცხოვრობ. ჯანდაცვა დახმარებას მაძლევს, 60 ლარის ოდენობით. წარმოგიდგენიათ? 60 ლარი დამინიშნეს! ამ ფულით როგორ უნდა იცხოვრო, როდესაც საჭმელი, წამალი, ექიმის კონსულტაციები გჭირდება? ელემენტარული ჰიგიენური საშუალებების ყიდვაც კი არ შემიძლია! სოციალურ სასადილოშიც დავდივარ. იქიდან, ყოველდღე, ნახევარი პური მომაქვს. აი, ახლაც, სახლში მხოლოდ ამ პურის ნახევარი და ერთი ვაშლი მაქვს. განა ეს საკმარისია, რომ შიმშილით არ მოკვდე? უბრალოდ ჭამა მინდა, მართლა! მაგრამ საკვები არ მაქვს და მთელი დღე მშიერი დავდივარ. არადა, მე ხომ ასე მოვკვდები?! დიდხანს ვერ გავსტან.

– მადონა, რისი გჯერათ? რაში ხედავთ ხსნას? ღმერთის თუ გწამთ?

მადონა:მე ღმერთის მწამს და ხალხის სიკეთის მჯერა! რადგან სწორედ სიკეთე გვაახლოებს უფალთან. უცხო ადამიანები არაერთხელ დამხმარებიან. ვინ საჭმლით, ვინ ფულით… ყველა მათგანის დიდად მადლობელი ვარ! 

ჩვენს ფონდთან დაკავშირება რატომ გადაწყვიტეთ?

მადონა:თქვენი ფონდის შესახებ იმდენი კარგი მსმენია, იმდენი ადამიანია თქვენი მადლიერი! მჯერა, რომ დამეხმარებით და ჩემს ძახილს კეთილი, გულისხმიერი ხალხი აუცილებლად გამოეხმაურება! თქვენი ფონდი ხვალინდელი დღის იმედს იძლევა. ამისთვის, დიდი მადლობა!

რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

მადონა:როდესაც მუდმივად სრულ სიბნელეში ხარ და ამ გვირაბიდან ვერაფრით გამოდიხარ, რაზე უნდა იოცნებო? ერთადერთი, რაზეც მაინც ვოცნებობ – მინდა, თუნდაც ცოტა ხნით კიდევ ვიცოცხლო. მჯერა, რომ ჩემი ხსნა თქვენი ფონდი და კეთილი ხალხია.

პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?

მადონა:სახლში მხოლოდ ერთი ქვაბი და სამი თეფში მაქვს. არანაირი საყოფაცხოვრებო ტექნიკა არ მაქვს, ძველი ტელევიზორის გარდა. თვითნაკეთი გაზქურით ვთბები. სამზარეულო კი მხოლოდ ერთი პატარა კარადისგან შედგება, რომელიც პირდაპირ ქუჩაში დგას. სხვა არაფერია. სანიტარული კვანძი ეზოშია. საწოლები ჩემი არ არის, საბნებიც უცნობებმა მომცეს. ყველაზე მთავარი – მე საჭმელი და წამლები მჭირდება!

რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?

მადონა: იწამეთ ღმერთისდა გქონდეთ ხალხისსიკეთის იმედი!ალბათ, ყველას სწორედ ეს გადაგვარჩენს. ერთმანეთისთვის საყრდენი იყავით! მე ადამიანთასიკეთის მჯერა.მჯერადა თქვენი ფონდის იმედი მაქვს!

***

მეგობრებო, ჩვენ არ შეგვიძლია, გულგრილები დარჩეთ და ამ ხელმოკლე, საბრალო ქალს არ დავეხმაროთ! ილოცეთმადონასთვის! თითოეულმა ჩვენგანმა წარმოვიდგინოთ, რომ ის შეიძლება ჩვენი დედა ყოფილიყო, რომლის ცხოვრება არც ისე სახარბიელოდ წარიმართა. ახლა კი, სიბერეში, ის შიმშილობს. მას საჭმელად არაფერი აქვს.

მოდით, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და მხარი დავუჭიროთ, დავეხმაროთ საბრალო ქალს. შეგიძლიათ მადონას პირადად ეწვიოთ და დაეხმაროთ. გვერწმუნეთ, მას ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ მადონას, გაიგეთ მისი საჭიროებების შესახებ, გაამხნევეთ, მხარი დაუჭირეთ და უთხარით, რომ ის მარტო არ არის და ჩვენ მას გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მისი მისამართია: თბილისი, ჭყონდიდელის ქ. 7ა. დაურეკეთ მას და გაამხნევეთ! ტელ.: 558 23 54 36.

მეგობრებო, მადონა ლომიძის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკისფონდისაჯაროდიწყებსთანხებისშეგროვებას! როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არ არის. დაეხმარეთ მას გადარჩენაში! ჩაწერეთ იგი თქვენი „ნათესავების“ სიაში და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ თავად უფალი დაგლოცავთ!

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება,გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:მადონა ლომიძე).

თანხისგადმორიცხვაშეგიძლიათჩვენივებ-გვერდისმეშვეობითაც.

თანხისჩარიცხვაასევეშესაძლებელიაNovaTechnology, TBCpay, ExpressPayტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთჩვენიფონდი (ფონდისდამატებითუფლება-მოვალეობებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზეhttps://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით,მადონა ლომიძესაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 თებ 17
მედიკამენტები
248.86₾
2021 თებ 24
პროდუქტები
149.82₾
2021 თებ 26
ფონდის ზედნადები ხარჯები
670.00₾
2021 მარ 01
საწოლი
300.00₾
2021 მარ 04
მედიკამენტები
177.30₾
2021 მარ 15
მედიკამენტები
150.74₾
2021 მარ 17
კომოდი
200.00₾
2021 მარ 19
საბანი
70.00₾
2021 მარ 25
მედიკამენტები
145.32₾
2021 აპრ 20
მედიკამენტები
147.57₾
2021 მაი 05
პროდუქტები
250.57₾
2021 ივნ 16
პროდუქტები
199.96₾
2021 ივლ 08
ვენტილიატორი
85.00₾
2021 ივლ 27
პროდუქტები
199.68₾
2021 აგვ 16
პროდუქტები
199.92₾
2021 აგვ 16
მედიკამენტები
150.01₾
2021 აგვ 27
პროდუქტები
199.06₾

სულ ხარჯები:

3543.81₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2021 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾3,543.25

292 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,543.25

292 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება