ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ცოცხლად დამარხული!

calendar თებერვალი 11, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

“საინტერესოა, რას იტყვიან მეზობლები, როდესაც დაინახავენ, რომ ჩემი სახლი დანგრეულია, მე კი მისი ნანგრევების ქვეშ ვარ მოყოლილი? ალბათ იტყვიან: „საწყალი ქალი, როგორ მეცოდება… ღმერთმა ასეთი ბედი არავის არგუნოს!“ ან იქნებ, არც არავინ გამიხსენოს? იქნებ თქვან: „საბრალო, იმქვეყნად მაინც დაისვენებს… მას აქ ძალიან უჭირდა!“
62 წლის ეთერი ძლივს დადის და ქოშინით გვესაუბრება. „წამოდით, ჩემს მამულს გიჩვენებთ, – ცდილობს იხუმროს. – აი, შეხედეთ! დიახ, დიახ, მე აქ ვცხოვრობ. უფრო სწორედ, კი არ ვცხოვრობ, არამედ ველოდები როდის წამიყვანს სიკვდილი.“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

საშიშია! სახიფათოა! შემზარავია! ეს არის პირველი შთაბეჭდილება, როდესაც სახლს უახლოვდები. როგორც საშინელებათა ფილმებში, ის მალე ხახას დააღებს და უფსკრულში ჩაგითრევს…

როგორ აღმოჩნდა ქალი აქ, როგორ დარჩა მარტო, რით იკვებება და რა სწამს, – ამ ყველაფერს ჩვენი ნაწერიდან შეიტყობთ.

ეთერ, თქვენ მოგვწერეთ, რომ დახმარება ძალიან გჭირდებათ. თუ შეიძლება, თქვენი გასაჭირის შესახებ გვიამბეთ.

ეთერი: ღამღამობით აღარ მძინავს, ყოველ გაფაჩუნებას და ჭრიალს ვუყურადებ. სულ მეჩვენება, რომ ეს ნანგრევები მალე თავზე ჩამომექცევა… უბრალოდ შეხედეთ როგორ ვცხოვრობ! კედლებზე ამ უზარმაზარ ნაპრალებს შეხედეთ! პირველად მაშინ შეგვაზანზარა, როდესაც სპიტაკში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაშინ სომხეთში რამდენიმე სოფელი განადგურდა… რამდენიმე წლის შემდეგ – ისევ… შედარებით სუსტი ბიძგები იყო, მაგრამ ბზარები გაიზარდა.

ეს სახლი ახლა ძლივსღა დგას. აქ ცხოვრება ძალიან სახიფათოა, მაგრამ სხვა რა გზაა? ჩვენ წასასვლელი არსად გვაქვს, არც მისი შეკეთების ფული გვაქვს. რა შეკეთებაზეა საუბარი, როდესაც დახმარება სურსათზე ძლივს გვყოფნის. აქ არც გაზია, არც წყალი. პირველყოფილი ადამიანებით ვცხოვრობთ, წყალს მეზობლებისგან ვეზიდებით. მე კი ფეხები ისეთ მდგომარეობაში მაქვს, რომ ძლივს დავდივარ… სისხლძარღვები, წნევები, უკვე მე თვითონაც ნანგრევებად ვიქეცი. ერთ ფეხზე ოპერაცია ორი წლის წინ გამიკეთეს, მეორისთვის კი ფული არ მაქვს…

ეს თქვენი სახლია?

ეთერი:ის ჩემი მეუღლის მშობლებს ეკუთვნის. მე თვითონ სხვა რაიონიდან ვარ. 18 წლის ასაკში გავთხოვდი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. დედამთილ-მამამთილი დიდი ხნის წინ გარდამეცვალა, ჩემი მეუღლეც ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა.  დავქვრივდი და სამ შვილთან ერთად მარტო დავრჩი… თავი როგორღაც გამქონდა. მე თვითონ ძალიან ღარიბი ოჯახიდან ვარ, მშობლები მაშინ გარდამეცვალნენ, როდესაც ჩემი შვილები ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ. საერთოდ არავინ მყავს, ვისაც დახმარებისთვის მივმართავდი.

თუ შეიძლება, თქვენი მოგონებები გაგვიზიარეთ. სიყვარულით დაქორწინდით?

ეთერი:ჩემი მეუღლე ჩემი დის დედამთილმა გამაცნო. რა სიყვარული? ორმოცი წლის წინ, ჯერ კიდევ მშობლების შეთანხმებით თხოვდებოდნენ. მე ის მხოლოდ რამდენჯერმე მყავდა ნანახი, მაგრამ ძალიან გამიმართლა, კარგ ოჯახში მოვხვდი, ქმართან ერთად სიამტკბილობით ვცხოვრობდი, ერთად ვშრომობდით, შვილებს სიყვარულში ვზრდიდით. ყველაფერი ნორმალურად გვქონდა, როგორც ადამიანებს. სიმდიდრეს არასოდეს გავკიდებივართ… ღმერთო, რა ადრე დავკარგე! საბრალომ ხუთი მიკროინფარქტი ფეხზე გადაიტანა ისე, რომ არც კი იცოდა; მოულოდნელად ცუდად გახდა, ტახტზე დაეშვა, ამოიოხრა და… გათავდა. სასწრაფომ ვეღარ მიუსწრო. შვილებს მარტო ვზრდიდი, ვმუშაობდი… სად აღარ მიმუშავია! სოფლის მეურნეობაშიც, სასადილოშიც და ქარხანაშიც, სადაც ქათმებს პტკვნიდნენ. ძალიან რთული იყო, მაგრამ გავზარდე, ღვთის შეწევნით…

ეთერ, მათი ბედი როგორ წარიმართა?

ეთერი:ჩემი უფროსი გოგო მარტოხელაა, მომვლელად მუშაობს, რითიც შეუძლია, გვეხმარება. აქ ხომ სამსახურს ვერ იშოვი… მეორე დაოჯახებულია, მეუღლესთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ორ შვილს ზრდის. მისი ქმარი ადრე ტაქსის მძღოლი იყო, მაგრამ ახლა კანონები შეიცვალადა სახელმწიფომ მას ასეთი დაშლილი მანქანით ხალხის გადაყვანა აუკრძალა. ჩემი გოგო ხშირად მნახულობს, მაგრამ ბავშვთან ერთად ღამის გასათევად არასდროს რჩება. ეშინია, ეს სახლი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს! ჩემი ვაჟი აქეთ-იქით დახეტიალობს, ნებისმიერ საქმეს ეჭიდება…

ნათესავები თუ გყავთ?

ეთერი:ჩვენ ხუთი და ვართ, ყველანი გავთხოვდით და სხვადასხვა სოფლებში დავიფანტეთ. ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ… ყველას შვილები ჰყავს, შვილიშვილები. ერთი თბილისში ცხოვრობს, ისიც ადრე დაქვრივდა და ბავშვებთან ერთად მარტო დარჩა. მეორე ავად არის, მას და მის მეუღლეს დიაბეტი აქვთ. მესამე დას ახლახან ახალგაზრდა გოგო გარდაეცვალა. ის 7 იანვარს, შობას დაკრძალეს… ყველას უჭირს, ყველას თავისი გასაჭირი აქვს. ერთმანეთს მარტო კეთილი სიტყვებით თუ დავუდგებით გვერდში…

– დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?

ეთერი: მაშ, როგორ?! რამდენი წელია კარდაკარ დავდივარ და გაუთავებლად განცხადებებს ვწერ…  მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ როგორც იქნა, მცირეოდენი თანხა გამოგვიყვეს, რაც მხოლოდ ქვის ბლოკების საყიდლად გვეყო. სხვა დანარჩენი? ქვიშა, ცემენტი, სახურავი, მუშახელი? სამშენებლო მასალა რომ იყოს, მეზობლები დახმარებას დაგვპირდნენ, მაგრამ საიდან მოვიტანო?

– უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

ეთერი:რა თქმა უნდა, მჯერა! ჩვენს სოფელში ხალხი ღარიბულად კი ცხოვრობს, მაგრამ ყველა ერთ მუშტად არის შეკრული. ყველა ცდილობს, ერთმანეთს გვერდში დაუდგეს. ეს სახლი თავდაპირველად თიხით აშენდა და 1941 წელს, ომის დროს დაინგრა. მაშინ ჩემი მამამთილი ფრონტზე იყო, სახლი კი კოლმეურნეობამ ერთად ააშენა… მაგრამ როგორც ხედავთ, დროს თავისი მიაქვს, ახლა ის ისევ ნანგრევებად იქცა…

რა გეხმარებათ, რომ იმედი არ დაკარგოთ და გული არ გაიტეხოთ?

ეთერი:ეკლესიაში ხშირად დავდივარ, თითქმის ყოველ კვირას. მართალია, სნეული ფეხებით ძალიან მიჭირს, მაგრამ ტაძარი საკმაოდ ახლოს არის. იქ ჩემი სული დროებით მაინც პოულობს შვებას და შიში მიქრება… სანთლებს ვანთებ და უფალს ვევედრები, რომ ჩემი შვილები ჯანმრთელად იყვნენ და ყველაფერი კარგად ჰქონდეთ. 

– ეთერ, რაზე ცხოვრობ? რა არის თქვენი შემოსავალი?

ეთერი:ჩემი პენსია – 250 ლარი და სოციალური დახმარება – 70 ლარი. როგორც ჩანს ჩათვალეს, რომ ძალიან მდიდრულად ვცხოვრობ. ეს ფული რაზე უნდა მეყოს? თანხის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გადასახადზე მიდის, რადგან ჩვენ გაზი არ გვაქვს. ეს ცხოვრება კი არა, საცოდავი არსებობაა. (ცრემლებს იწმენდს საბრალო ქალი.)

ეთერ, პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც… იქნებ გვითხრათ, რაზე ოცნებობთ?

ეთერი: ვოცნებობ, რომ ამ სახლის შეკეთებას მაინც შევძლებ და შევძლებ, ნორმალური ადამიანივით ვიცხოვრო… ღამეში ათჯერ ფეხზე არ წამოვხტები იმის შიშით, რომ კედლები ჩამოინგრევა, ქვეშ მომიყოლებს და ვეღარ გამოვაღწევ. მუდმივად ამ საშინელ სიზმარში ვცხოვრობ და ღამით თვალს ვერ ვხუჭავ.

– ეთერ, თქვენ შესახებ თითქმის მთელი საქართველო შეიტყობს. ჩვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს და თქვენი გასაჭირი მათ გულგრილს არ დატოვებს. ამ წუთისთვის თქვენი მდგომარეობის შემსუბუქება რით შეგვიძლია?

ეთერი: ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელი ვიქნები… ძალიან მჭირდება სურსათი, რადგან საკვებისთვის ფული არასდროს მყოფნის. რამის თხოვნა ძალიან მეუხერხულება… სარეცხ მანქანაზე ვოცნებობ, რადგან ცივ წყალში ხელით რეცხვა უკვე აღარ შემიძლია. წყლის მილები ეზომდეა მოყვანილი. თუ მოხერხდა, ონკანი მალე სახლშიც გვექნება. ეჰ, ოცნებებს შევყევი… თქვენი მადლობელი უკვე იმისთვის ვარ, რომ მოხვედით, მომისმინეთ და თანამიგრძნეთ. ესეც ბევრს ნიშნავს! უფალმა დაგლოცოთ!

***

  ჩვენი თანამემამულის, ეთერ კენჭაძის მდგომარეობა უბრალოდ საშინელია. მან მძიმე ცხოვრება განვლო, ადრე დაქვრივდა. მას ამ ცხოვრებაში ყველაფერი მეტად მძიმე შრომით ეძლეოდა. ახლა კი საბრალო ქალი უბადრუკი ცხოვრებით ცხოვრობს, სიცივესა და შიმშილში, ღამღამობით კი ის საკუთარი სახლის ნანგრევებში ცოცხლად დამარხვის სულისგამყინავი შიშისგან ვეღარ იძინებს. მისთვის არავის სცალია. მას დამხმარე საერთოდ არავინ ჰყავს! ჩვენ ვართ მისი უკანასკნელი იმედი!

  ამ საბრალო ქალს ნებისმიერი დახმარება ესაჭიროება, განსაკუთრებით საკვებით. შეგიძლიათ დაურეკოთ ეთერ კენჭაძეს და კეთილი სიტყვებით გაამხნეოთ იგი! ტელეფონის ნომერი: 577 92 40 45.

ან შეგიძლიათ მას თავად ეწვიოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ. მისი მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. წალასყური, მე-5 შესახვევი, სახლი №6.

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ეთერ კენჭაძე). 

თანხისგადმორიცხვაშეგიძლიათჩვენივებ-გვერდისმეშვეობითაც.

  თანხისჩარიცხვაასევეშესაძლებელიაNovaTechnology, TBCpay, ExpressPayტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთჩვენიფონდი (ფონდისდამატებითუფლება-მოვალეობებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზეhttps://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ეთერსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
260.00₾
2021 მაი 14
სარეცხი მანქანა
675.00₾
2021 ივნ 01
მედიკამენტები
114.93₾
2021 ივნ 03
პროდუქტები
249.71₾

სულ ხარჯები:

1299.64₾

დარჩა:

0.03₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.03.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2021 20:22:37
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2021 18:40:23
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2021 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2021 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.02.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.02.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.02.2021 20:00:00
₾15.00

შემოწირულია:

₾1,299.67

86 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,299.67

86 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება