ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

შვილის გამო ვაპირებ ჩემი ნებით მეშვიდედ ჩავხედო სიკვდილს თვალებში!

calendar მარტი 11, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„მეშვიდედ მივდივარ ოპერაციაზე, რომელიც ფაქტობრივად გარდაუვალი სიკვდილით მემუქრება! კლინიკური სიკვდილი ოთხჯერ გადავიტანე… დიახ, მზად ვარ მოვკვდე, ოღონდ ჩემმა შვილმა იცოცხლოს; მაგრამ კეთილო ხალხო, ჩემ გარეშე ის როგორ იქნება?!
ასე ნაზად მას ვინ აკოცებს? მშობელი დედასავით გულში ვინ ჩაიკრავს?
სიცოცხლე შემინარჩუნე, ღმერთო!“ – უფალს ევედრება ქალი.
„ღმერთმა ქნას, ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს“, – მეუბნება გმირი ქალი, სახელად ლელა.
აი, ვინ დაიმსახურა გმირობის ორდენი საქართველოში!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ჩვენ საკუთარ თავს ან ვისაცოდავებთ, ან ვაძლიერებთ“, – აგრძელებს ლელა. – „ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში მივხვდი, რომ ჯანმრთელობისთვის ბრძოლა მთელი ცხოვრება მომიწევდა და უცებ… სასწაული! შვილი გამიჩნდა და ახლა ვიცი, რომ მზად ვარ იმდენი ვიტანჯო, რამდენიც საჭიროა, ოღონდაც მან იცხოვროს.“

ლელა სულ რაღაც სამი წლის იყო, როდესაც გაირკვა, რომ მას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ხუთი წელი საწოლს იყო მიჯაჭვული. საბრალო, სულ პატარა იყო, როცა ოთხი ოპერაცია და ერთი კლინიკური სიკვდილი გადაიტანა! მოგვიანებით – კიდევ ორი, მაგრამ ამდენი ტანჯვისა და რისკის მიუხედავად, მისი ოცნება ოცნებად დარჩა. ახლა საწყალ ქალს სიარული თითქმის აღარ შეუძლია და დღედაღამ ჯოჯოხეთურ ტკივილებს უძლებს; მაგრამ მისთვის მთავარი ეს არ არის. მისი მთავარი მიზანი შვილის აღზრდაა! ის ხომ მას ძალიან ძვირად დაუჯდა! „ექვსი ოპერაცია, ხელოვნური სახსრები, ინვალიდობა… ექიმებმა ბავშვის გაჩენა მკაცრად ამიკრძალეს. სულ მცირე, ფეხის დაკარგვისა და თრომბოზის საშიშროება მქონდა, – თვალცრემლიანი იხსენებს ლელა. – მაგრამ მედიცინის კანონების მიუხედავად, ღმერთმა სრულიად ჯანმრთელი შვილი მაჩუქა!“

„ჩემი ერთადერთი მიზანია გადავრჩე და რადაც არ უნდა დამიჯდეს, ფეხზე დავდგე, რომ ჩემს ბიჭზე მე ვიზრუნო და არა პირიქით… ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა! მას დედა ძალიან სჭირდება…“

ლელა, ყველაფერი თანმიმდევრობით მოგვიყევით…

ლელა: მე 40 წლის წინ, 31 აგვისტოს დავიბადე. საყვარელი და მშვიდი ბავშვი ვიყავი, მთელი დღეები ვიჯექი და არავის ვაწუხებდი, წიგნებში ნახატებს ვათვალიერებდი. დედას უხაროდა, რა წყნარი ბავშვია, რა კარგიაო. მე კი უბრალოდ სიარული არ შემეძლო. ფეხზე დგომა ტკივილს მაყენებდა, ამიტომ დავხოხავდი. როცა სამი წლის ასაკშიც აღარ გავიარე, ექიმთან მიმიყვანეს… და მაშინ გაიგეს სიმართლე.

„თქვენი შვილი ინვალიდია“, – უთხრა ექიმმა დედაჩემს, რაზეც დედას გული წაუვიდა. სახსრები საერთოდ არ მიმუშავებდა. პირველი ოპერაცია მარჯვენა ფეხზე გამიკეთეს, რის შედეგადაც ფეხი დამიგრძელდა… ხეიბარი გავხდი, საწოლში ექვსი თვე გავატარე. ექვსი წლის ასაკში მეორე ოპერაცია გამიკეთეს. ისევ ექვსი თვე საწოლში… ყველაზე მეტად რეაბილიტაცია გამიჭირდა და ეგეც ჩემით მოვახერხე…

დედ-მამა?

ლელა:დედა ძალიან ცუდად იყო, მომხდარის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო. მოვლა თავად მას სჭირდებოდა. მერე უმცროსი ძმა შემეძინა და მთელ ყურადღებას მათ უთმობდნენ… არ მწყინს… უბრალოდ მარტომ ბევრი რამ გადავიტანე.

თავს მარტო როგორ ართმევდით?

ლელა:ოთხი წელი საწოლში გავატარე… საწოლი ჩემი სახლი იყო. იქვე ვკითხულობდი, ვწერდი, ვქარგავდი… ვმეცადინეობდი კიდეც… მასწავლებლები სკოლიდან მოდიოდნენ და გაკვეთილებს მიტარებდნენ. ნიჭიერი გოგო ვიყავი. სოფელ თვალადის სკოლის დირექტორს, ნატალია ცალქალამანიძეს მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის. მან ცხოვრება მასწავლა. მითხრა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რომ ჩვენს გონებას სასწაულების მოხდენა შეუძლია; რომ ფეხბურთს ყველა ვერ თამაშობს, ზოგი ლამაზად წერს ან ყველაზე უკეთ სწავლობს! იცით, როცა დედას შენი მხარდაჭერა არ შეუძლია, ყველაფერს, თითოეულ სიტყვას ეჭიდები, რომელმაც შეიძლება გაგამხნევოს…

გაგიმართლათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი გამოჩნდა.

ლელა:დიახ, ჩემს ცხოვრებაში ასეთი ხალხი ხშირად ჩნდება. ღმერთს ესმის ჩემი ლოცვები და ჩემს მცდელობებსაც ხედავს…

მორწმუნე ადამიანი ხართ?

ლელა:როგორ ფიქრობთ, დღემდე ცოცხალი რატომ ვარ? აქამდე თავი რატომ არ მოვიკალი? უფალი მეხმარება. ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტები, როდესაც სიკვდილზე ვოცნებობდი… მე ჯოჯოხეთი გამოვიარე! 

თუ არ გიმძიმთ, იქნებ თქვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთები გაიხსენოთ?

ლელა:ოოო, ჩემ მოსასმენად დრო არ გეყოფათ… სანამ პატარა და სულიერად არც თუ ძლიერი ვიყავი, დაცინვისა და შეურაცხყოფის ატანა ძალიან მიჭირდა. წარმოიდგინეთ 10 წლის გოგონა, რომელსაც უნდა პრინცესა იყოს, მას კი ეუბნებიან, რომ ის ხეიბარი და ინვალიდია. წარმოიდგინეთ? თან როცა მას გამომქომაგებელიც არავინ ჰყავდა.

რა გაძლიერებდათ?

ლელა:შიში! შიშმა გამაძლიერა. მასხარად აგდების შიშმა,  ფიზიკური კი არა, მორალური უძლურების შიშმა… საკუთარ თავს ვუთხარი: „ლელა, შენ ლიდერი იქნები! არავინ დაგჩაგრავს!“

როცა რვა წლის ასაკში მორიგი ოპერაცია გამიკეთეს, ჩემი მდგომარეობა კრიტიკული იყო. დედამ ჩემი მოვლა ვერ შეძლო, მამა მუშაობდა, ამიტომ პანსიონში დამაწვინეს… 23 თვით!  ეს ყველაზე საშინელი იყო, რაც კი ოდესმე გადამხდენია!

შეგიძლიათ მოყვეთ?

ლელა:წარმოიდგინეთ 8 წლის გოგონა, რომელსაც ორივე ფეხი თაბაშირში აქვს, რომელსაც დამოუკიდებლად განძრევაც კი არ შეუძლია… და გვერდით ახლობელი არავინაა. სანიტარი ზედმეტად რომ შეაწუხო და უთხრა, რომ მოუხერხებლად წევხარ ან ზურგი დაგიბუჟდა… ნამდვილი კოშმარი იყო! და ღმერთმა ნუ ქნას, ატირდე… საშინელი სასჯელი გელოდა! გოგოებს მთლიანად აშიშვლებდნენ და ბიჭების პალატაში შეჰყავდათ, – ასე უნდოდათ ჩვენი გატეხვა! ასე გვამცირებდნენ… ასე გვანადგურებდნენ… წარმოგიდგენიათ?! უბრალოდ წარმოუდგენელია, რა სასტიკი შეიძლება იყოს ადამიანი! არა მტრის ან სხვა ადამიანის, არამედ სნეული, უმწეო ბავშვის მიმართ… სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ძლიერი ვიქნებოდი და თავს არავის დავაჩაგვრინებდი!

ჟრუანტელმა დამიარა… ნამდვილი საშინელება გადაგიტანიათ! მერე რა მოხდა, მას შემდეგ, რაც ეს „ციხე“ დატოვეთ?

ლელა:სახლში დავბრუნდი, სკოლაში სიარული დავიწყე, მაგრამ ეგეც ძალიან გამიჭირდა. დილის შვიდ საათზე ვდგებოდი, ცომს ვზელდი, სკოლაში მივდიოდი და უკან დაბრუნებისას, ცომი პურის გამოსაცხობად უკვე მზად იყო. როცა მშობლებს შევატყობინე, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ვაპირებდი ჩაბარებას, როგორც გიჟს, ისე შემომხედეს. მითხრეს „ვერ შეძლებ! პატარა, უფულო, სოფლელი ხეიბარი იქ ვის რაში სჭირდები? ისევ უკან გამოიქცევიო.“

ეს სიტყვები ჩემთვის ყველაზე დიდ მოტივაციად იქცა! „მაგასაც ვნახავთ“, – ვთქვი და თბილისში წამოვედი. პირველ ცდაზე ვერ ჩავაბარე, რადგან ყველა ადგილი ნაყიდი იყო, მაგრამ მეორე წელს ჩემსას მაინც მივაღწიე და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე!

უცხო ქალაქში მარტო როგორ ცხოვრობდით?

ლელა:დილაობით ლექციებზე დავდიოდი, საღამოობით ან მაღაზიაში ვმუშაობდი, ან ბინებს ვალაგებდი. 100-150 ლარს ვიღებდი. 50 ლარად ერთ პატარა ოთახს ვქირაობდი, 10 ლარს ტრანსპორტისთვის ვინახავდი, 20 ლარს – წიგნებისთვის. დანარჩენს საჭმელზე ვხარჯავდი. აი, ასე! ასეთი გაკვირვებული თვალებით ნუ მიყურებთ!

ამას როგორ ახერხებდით?

ლელა:მესმის, რომ ასე ბევრი ჯანმრთელი ადამიანიც კი ვერ იცხოვრებს, მაგრამ მე მიზანი მქონდა! მქონდა ოცნება! ძლივს დავდიოდი, მაგრამ არაფერი მტკიოდა. ერთი ფეხი თუ მოკლე მაქვს, დიდი ამბავი! ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ძალიან ძლიერები ვართ! ბრძოლის ძალას ყოველთვის ვპოულობთ და ვიცით, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ!

და თქვენ იურისტი გახდით!

ლელა:დიახ! ადვოკატი გავხდი! ვმუშაობდი კიდეც, პრაქტიკებიც გავიარე. შემდეგ ოჯახი შევქმენი. ბედმა გიორგისთან შემახვედრა. ის საუკეთესო ადამიანია მათ შორის, ვისაც ვიცნობ. ჯერ მიმოწერა გვქონდა, შემდეგ შეხვედრა გადავწყვიტეთ და ძალიან მალე დავქორწინდით; მერე დავფეხმძიმდი. ექიმები ბავშვის გაჩენის უფლებას არ მაძლევდნენ. ექვსი ოპერაცია გავიკეთე, ხელოვნური სახსრები მაქვს, ინვალიდობა, მიუხედავად ამისა, ღმერთმა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი მაჩუქა. ნეტავ განახათ, როგორი მზრუნველია! კნუტივით სულ ჩემ გვერდით ზის, ყველაფერში მეხმარება. სარეცხი მანქანიდან თეთრეულსაც კი იღებს; ჩემთვის წყალი მოაქვს. ჩემი ყავარჯნები არ მოსწონს. როცა ჰგონია, რომ ვერ ვხედავ, მიმალავს… ან ტილოს აფარებს, ან საწოლის ქვეშ მალავს. ნამდვილი სასწაული მყავს! კეთილი ბიჭია! მეშვიდე ოპერაციას მხოლოდ მის გამო დავთანხმდი. ეს ოპერაცია „გიორგისთვისაა“.

გეშინიათ?

ლელა:ახლა მართლა მეშინია. რა მოხდება, ოპერაციის გაკეთება თუ ვერ შევძელი? საჭირო თანხა თუ ვერ მოვაგროვე და შვილზე ვერ ვიზრუნე… მას ხომ ძალიან ვჭირდები! ვიცი, როგორია, როცა დედას შენზე ზრუნვა არ შეუძლია! ახლა ძალიან, ძალიან მიჭირს და თქვენ ამიტომაც მოგმართეთ!

რის შემდეგ გაუარესდა თქვენი მდგომარეობა?

ლელა: 10 წლის წინ სახსრები ხელოვნურით შემიცვალეს. ეს 10 წელი კარგად მემსახურნენ, მაგრამ უკვე ნახევარი წელიწადია, რაც ერთი მათგანი გატყდა და ჯოჯოხეთური ტკივილები დამეწყო. აღარც დგომა შემიძლია და აღარც ჯდომა… მაშინაც კი, როდესაც ვწევარ, ტკივილისგან ცრემლები თავისით მდის. სახსრების შეცვლის ოპერაცია ძალიან ძვირი ჯდება, მე კი ფული არ მაქვს. ჩვენი შემოსავალი 140 ლარია. ჩემმა მეუღლემ, მხატვარმა-კერამიკოსმა, სამსახური პანდემიის დროს დაკარგა. შვილის გამოკვება ძალიან გვიჭირს, ოპერაციაზე აღარაფერს ვამბობ. გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა, რადგან მე თქვენ გენდობით! არაერთხელ მინახავს, რა სასწაულებს ახდენთ!

ლელა, შეგიძლიათ ჩვენს მკითხველებს მიმართოთ. ვფიქრობ თქვენი ამბავი ბევრისთვის სამაგალითო იქნება.

ლელა: შიშს ნუ დაემონებით! კომპლექსებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ! თქვენ განუმეორებელი ხართ! და თქვენ ყოველთვის გაქვთ შინაგანი ძალა საბრძოლველად. ნუ დაეცემით სულიერად და უფალი ყოველთვის დაგეხმარებათ!

***

ძვირფასო მეგობრებო, იმის თქმა, რომ ლელას დახმარება სჭირდება, არაფრის თქმის ტოლფასია! მისი ხალისიანი ხმისა და ოპტიმიზმის მიღმა ისეთი ტკივილი იმალება, რომლის სიტყვებით გადმოცემაც უბრალოდ შეუძლებელია.

ლელას ძალიან გაახარებთ, თუ მას მოინახულებთ და კეთილი სიტყვებით გაამხნევებთ! მისი მისამართია: თბილისი, ლილოს დასახლება, სტურუას ქ. 16

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახისგასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთებათავად არ შეუძლიათ. გაჭირვებულიადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთღვთისადმისიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:ლელა გიგოლაშვილი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ლელა გიგოლაშვილსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

ერთი წლის წინ, შვილი დედიკოს გადარჩენას გვევედრებოდა. ახლა კი, დედა ჩვენ და უფალს, მისი შვილის გადარჩენას გვთხოვს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ეს სიმპატიური ბიჭუნა შეგვპირდა, რომ ბოლომდე შეჭამს ამ გემრიელობებს
დედიკო გიორგის გვერდით არის და გემრიელ ფაფას აჭმევს. ტელევიზორში კი, გადის გიორგის საყვარელი მულტფილმი – „ჟირაფი ჟოზე“. „დედა, ჟოზესთან ერთად იმღერე რა!“ – სთხოვს ბიჭუნა. და უცებ, მისი დედიკო ლელა, გადაიქცევა პატარა მხიარულ გოგონად, განასახიერებს ხან კატას, ხან ბეკეკას, მერე ბაჭიას… გიორგი გულიანად ერთობა და ფეხებს აქანავებს. მას ზუსტად ასე უნდოდა, ზუსტად ასე მოსწონს.
ოღონდ ადრე, ასე არ გამოდიოდა. არც ფაფა ჰქონდათ, არც ტელევიზორი, არც სახატავი საღებავები. დედიკო კი, მუდამ მოწყენილი იყო. ახლა, გიორგის უკვე აქვს ეს ყველაფერი. ესე იგი, დედას დარდის მიზეზი აღარ აქვს?
ერთი წლის წინ, დავწერეთ საოცარი დედიკოს, ლელა გიგოლაშვილის და მისი შვილის, გიორგის ისტორია. ამ ისტორიას რა დაგვავიწყებს?
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/701-gigolashvili/
ლელამ ექვსი ოპერაცია და ოთხი კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. მაგრამ, მაინც ეყო გამბედაობა, ნანატრი ვაჟი რომ გაეჩინა. თავადაც დაინახეთ, რა ცუდად ცხოვრობენ, გულთან ახლოს მიიტანეთ, გაიზიარეთ მათი ტკივილი, და მათთვის ბევრი რამ გააკეთეთ. საუკეთესოები ხართ და მადლობას გიხდით ამისთვის!
ნეტა, ლელა დედიკოს მართლა აღარ აქვს დარდის მიზეზი? თუ, გიორგიმ ყველაფერი არ იცის?
– გამარჯობა ლელა, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ლელა: პირველ რიგში, მივესალმები თქვენი ფონდის ყველა მკითხველს და მეგობარს. მთელი გულით ვუხდი მათ მადლობას. თქვენ დამანახეთ სინათლე გვირაბის ბოლოს და მაგრძნობინეთ, რომ მარტო არ ვარ. რამხელა ძალა აქვს სიკეთეს! ყავარჯნებზე დაყრდნობილი დავდივარ. მაგრამ, ცხოვრებაში, ყველაზე დიდი საყრდენი, არიან კეთილი ადამიანები! ფაქტობრივად, მათ გამაცოცხლეს. ახლაც,  როგორც არასდროს, ისე მჭირდება თქვენი დახმარება! ძალიან ვღელავ. ცოტა დრო მჭირდება, ძალა რომ მოვიკრიბო და ყველაფერს მოგიყვებით.
         – კარგი ლელა. რას ნიშნავს ჩვენი ფონდის მეგობრების დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
         ლელა: იმედს, შვებას და ცოტა ხნით, მშვიდად ძილს ნიშნავს.  როდესაც ვიცი, რომ მაქვს რამდენიმე თვის საჭმლის და მედიკამენტების მარაგი, შინაგანად ვმშვიდდები. გარდა ამისა, ყოველთვის ვკითხულობ თქვენს პოსტებს, ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავ. მათ, ვისაც  აღარაფრის იმედი არ ჰქონდა და თქვენ დაუბრუნეთ. ვხედავ, როგორ წამოაყენეთ ისინი ფეხზე, მიეცით ამოსუნთქვის საშუალება. კითხვაც  კი  მახარებს, როდესაც ვიცი, რომ ამდენ გაჭირვებულს გაუმართეთ ხელი და მეც ვარ მათ შორის. თქვენი სიკეთე,  ჰგავს კამკამა წყაროს წყალს. გმადლობთ, რომ არსებობთ! და იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს აგრძელებთ თქვენი კეთილი საქმის კეთებას.
ლელა: „ამ ასოთი იწყება სიტყვა „ლომი“ და ჩემი სახელიც“
         – ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ და  ვის გამოარჩევდით ყველაზე მეტად?
ლელა: ძალიან დავუახლოვდით ჩემი შვილის საბავშვო ბაღის  მასწავლებელს – ნინო მინდიკაურს. ის უანგაროდ ამეცადინებს ჩემს გიორგის, ასწავლის, მასთან ერთად ატარებს  ბევრ დროს. მასაც ძალიან შეუყვარდა ნინო მასწავლებელი,  სახელიც კი შეარქვა, – „აკა ფაფა“.  ის ხომ მას ფაფას მაჭმევს და ზრუნავს მასზე. ჩემს ბიჭუნას კი, სწორედ ეს მოსწონს. (ლელა იღიმის.)
კიდევ, აუცილებლად მინდა ავღნიშნო გიორგის საბავშვო ბაღის ჯგუფელების   მშობლები. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მუდმივად მწერდნენ და გვკითხულობდნენ. უამრავმა ადამიანმა, გამოიჩინა ჩვენს მიმართ ყურადღება. ყველას სახელს ვერ ჩამოვთვლი. რა თქმა უნდა, უზომოდ მახარებს ასეთი მზრუნველობა. გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს, სითბო გვენატრება და განსაკუთრებულად გვამახსოვრდება თითოეული სიტყვა.
აქვე, აუცილებლად  უნდა ავღნიშნო ჩემი ბავშვობის მეგობარი ნათია შეშაბერიძე, რა თქმა უნდა, მას ადრეც ვიცნობდი, მაგრამ საჯაროდ მინდა გადავუხადო მას მადლობა  თანადგომისთვის და იმისთვის, რომ ბოლომდე ჩემს გვერდით არის. კიდევ, დიდ მადლობას ვუხდი  სითბოსთვის და ყურადღებისთვის თეონა ბაშარულს.
 „გიორგი, ჩვენი მეგობრები მოსულან. შემოიპატიჟე სახლში“
– გვიამბეთ, გიორგის საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოეწონა და რამ გაახარა? 
         ლელა: ყველა  თქვენმა საჩუქარმა ძალიან გაგვახარა. მაგრამ,  ყველაზე მეტად, გიორგის ყურადღება ახალმა ტელევიზორმა მიიპყრო. ძალიან უყვარს მულტფილმი „ჟირაფი ჟოზე“.  ზოგჯერ, შვილის დამშვიდებაში, ტელევიზორი ძალიან მეხმარება. ძალიან მოსწონს ახალი გასართობი, ჩემთვის პულტი სულ მოაქვს: „ჩამირთე, ჩამირთეო!“ (იღიმის.)
          თუ სიმღერის ხმა გვესმის, ჩვენც ერთად ვმღერით. ასეთი განტვირთვის წუთებიც გვაქვს. სანამ მე საჭმელს ვამზადებ, გიორგი ტელევიზორს უყურებს. სხვათა შორის, ძალიან დავუმეგობრდი გაზქურას. ძალიან გამიმარტივა სამზარეულოში საქმე. მადლობა, ყველაზე მცირედია, რაც შემიძლია გითხრათ. ჩემს მადლიერებას საზღვარი არ აქვს!
ლელა: „ერთად ვამზადებთ საჭმელს, თუ დამჭირდა, გიორგიც მეხმარება“
– ლელა, თქვენი ღიმილის უკან, დიდი მღელვარება იგრძნობა. ვერ ბედავთ რაღაცის თქმას. გვითხარით, გთხოვთ, გვსურს ყველაფერი ვიცოდეთ.
          ლელა: არ ვიცი, საიდან დავიწყო. ამაზე საუბარიც კი, ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს, მაგრამ ახლა, თქვენი დახმარება, იმაზე  მეტად მჭირდება, ვიდრე ოდესმე… თქვენი წინა სტუმრობის დროს, ჩემს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობდით და  ვდარდობდი, რომ ჩემს შვილს ჰყოლოდა ჯანმრთელი და ძლიერი დედა. რას ვიფიქრებდი, რომ ყველაზე დიდი საშინელება წინ მელოდებოდა… (ტირის)
ერთი თვის წინ, შვილი ექიმთან მივიყვანე, იმის გამო, რომ ეჭვი მტანჯავდა. გიორგი უკვე ხუთი წლის ხდება და თავის ასაკთან შედარებით, სათანადოდ განვითარებული არ არის. მანამდე ექიმები მამშვიდებდნენ,  მეუბნებოდნენ, რომ მისი უცნაური ქცევა, ამ ასაკისთვის ნორმალურია. ახლა კი, ექიმისგან საშინელი დიაგნოზით წამოვედით – აუტიზმი!
ეხლაც გაქვავებული ვარ და ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან.  ახლა, იმის გარდა, რომ მე თვითონ უნდა გადავრჩე და ჩემს შვილს მივხედო, უნდა ვიფიქრო გიორგის გადარჩენაზეც.  არ ვიცი, საიდან მოვიკრიბო ამდენი ძალა?! მაგრამ ახლა, ვერ მივცემ თავს სისუსტის უფლებას, მისთვის უნდა ვიყო ძლიერი. გიორგისთან ერთად, მეც უნდა ვისწავლო და გავიზარდო, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება მომეცა. თქვენი დახმარებით, რამდენიმე თვე გავიტანეთ თავი. ახლა, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო?
გიორგის მუდმივად სჭირდება ფსიქოლოგიური თერაპია, ვიტამინები, ვარჯიშები. გონებრივი ჩამორჩენის გარდა, ის ფიზიკურადაც ვერ ვითარდება, ძალიან სუსტი სახსრები აქვს. ამჟამად, ჩვენი თვიური შემოსავალი, 350 ლარს შეადგენს. ვეღარ ვხვდები, ეს თანხა საჭმელს მოვახმარო, თუ მკურნალობას. 350 ლარი იმდენად ცოტაა, რომ ამ თანხით, ვერც ერთს ვერ გააკეთებ, და ვერც მეორეს.
დაფინანსებაზე დავწერე განცხადება. არის ასეთი პროგრამა ბავშვებისთვის, ვისაც აუტიზმი აქვს. მითხრეს, რომ ამ თერაპიას მცირე ნაწილს დამიფინანსებენ, სრულად ვერა. პასუხი იქნება 9 თვის ვადაში.  რა დამრჩენია ლოდინის გარდა? სახლში ძალიან დაძაბული და სტრესული ფონი გვაქვს, უძილო ღამეები, ქაოტური მდგომარეობა, მომავალზე ფიქრი. მეშინია, რომ ერთ დღესაც, უბრალოდ ვეღარ შევძლებ წამოდგომას და გიორგის დახმარებას. გარდა ამისა, მეც მჭირდება ოპერაცია ფეხებზე, მომავალში, სიარული რომ შევძლო. ხეიბრის ეტლში თუ აღმოვჩნდი, როგორ დავეხმარები ჩემს შვილს? აღარაფერს ვამბობ ჩემს დანარჩენ დაავადებებზე – ჩიყვსა და ტაქიკარდიაზე, აღარ ვთვლი დაავადებად.
გიორგიმ დახატა დაავადებები. ცუდია, და შავი ფერის იმიტომ არის.  და კიდევ ნაჯღაბნები
ახლა მხოლოდ ორი მთავარი პრობლემა მაქვს. პირველი – გიორგის იმ ასაკამდე  მიყვანა, რომ დედის გარეშეც შეძლოს დამოუკიდებლად ჭამა, სიარული და თავის მოვლა, რაც, ხანგრძლივი თერაპიის დახმარებით, რეალურია. და მეორე – ჩემი ოპერაცია, რომ გავხდე სრულფასოვანი და ჩემი შვილის გვერდით ყოფნა, შევძლო კიდევ 15 წელი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენი მდგომარეობა? რა დღეში ვართ და როგორ ვუძლებთ ყოველი ახალი დღის გათენებას? მაგრამ, გიორგისთვის სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, დამეხმაროთ ამაში! მე ღრმად მწამს, რომ თქვენისთანა ადამიანების დახმარებით, ყველაფერი შესაძლებელია. თქვენ ჩემს გვერდით ხართ.
– ლელა, ამ სამწუხარო ამბავმა ძალიან დაგვწყვიტა გული. მაგრამ, სწორად იქცევით, რომ იმედს არ კარგავთ. მკურნალობა რეალურ შანსებს იძლევა. ჩვენი ფონდის მეგობრები, გულგრილნი არასდროს რჩებიან, როდესაც საქმე ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებას  ეხება.
          ლელა: ჩემი უკანასკნელი იმედი თქვენ ხართ. ფაქტობრივად, ბეწვის ხედზე ვდგავართ, რომელიც სადაცაა ჩატყდება და ჩაგვიყოლებს. მთელი გულით მინდოდა პოზიტიურად დაგხვედროდით, მხოლოდ დადებითი და სასიამოვნო სიტყვები მეთქვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ბედი მხვდა წილად.  დამიდგა ისეთი დრო, როდესაც ფიზიკურად, ყავარჯნებზე დაყრდნობილი  ვებრძვი  გაჭირვებას და  არაფერი  არ გამომდის.
წყალი ფაფის მოსამზადებლად უკვე მზად არის
          – ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება მოახდინეს?
          ლელა: ახლახან, მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას როგორც წერილობით, ასევე პირადად, ვითხოვე ერთჯერადი დახმარება – 150 ლარი. მაგრამ, ცივი უარით გამომისტუმრეს. კვარტალური ბიუჯეტის ამოწურვის გამო, ვერ გამიწევდნენ ამ ერთჯერად დახმარებასაც კი, ასეთი იყო მათი პასუხი. ვაჩვენე იმის დამადასტურებელი ყველა საბუთი, რომ ინვალიდი ვარ, მაგრამ უშედეგოდ. 
ასევე, ველოდები  ოპერაციის დაფინანსებას. ახალი ფასების გათვალისწინებით, ჯდება ათი ათასი ლარი. აქედან, სამი ათასი ლარის დაფინანსებას შემპირდნენ. ვნახოთ. მაგრამ, დანარჩენი საიდან მოვიტანო, როდესაც არაფერი არ გამაჩნია …
 „უკვე მორჩა? აღარ არის?“
– ლელა, თქვენ დაასახელეთ მთავარი პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც დახმარება გჭირდებათ. იქნებ, ვინმემ საყოფაცხოვრებო საკითხებშიც ისურვოს თქვენი დახმარება. გვითხარით, თუ შეიძლება.
         ლელა: თუკი შესაძლებელი იქნება, ძალიან მჭირდება ჭურჭელი, ემალის ქვაბები. საკვები, კარგად და დიდხანს რომ შევინახო. ჩვენ ხომ საჭმელს იშვიათად ვამზადებთ და ვცდილობთ, დიდხანს რომ გვეყოს. ამიტომ, მჭირდება ასეთი მასალისგან დამზადებული ქვაბები. ან, იქნებ ვინმეს სახლში ჰქონდეს და არ ხმარობდეს?
არ მაქვს სხვა თხოვნა. ისედაც, თითოეული გაღებული თეთრისთვის მადლობელი ვარ და თქვენს სიკეთეს არასდროს დავივიწყებ. 
             
 „შენს გვერდით მინდა ყოფნა, შვილო. მიშველე, ღმერთო! მომეცი ძალა!“
                                                           
                                                           ***
ძვირფასო მეგობრებო! ძნელია რამის დამატება, ძნელია იმის გააზრებაც კი, რომ ფინანსური პრობლემები წყვეტს შენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხს. ლელას და გიორგის მწარე რეალობაში უწევთ ცხოვრება. ისინი, სახელმწიფოს ინტერესებში არ შედიან. თუ ჩვენ მათ არ დავეხმარებით, ისინი გახდებიან მარტოსული მგზავრები ცარიელი მატარებლისა, რომელიც მიჰქრის უბედურების შესახვედრად და ვერავინ შეაჩერებს.
თუ ამან შეძრა შენი გული და გსურს დახმარება, ნუ გადადებ. შენი გული არ ცდება, ის ტკივილით ტყუილად არ შეიკუმშა. მათი მომავლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შესაძლებელია! შენ შეგიძლია ყველაფრის შეცვლა.
       მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
        ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
         (დანიშნულება: ლელა გიგოლაშვილი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/701-gigolashvili/
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, გავუმართოთ ხელი ლელა გიგოლაშვილსაც და შევუმსუბუქოთ ტანჯვა პატარა გიორგის! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
         შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
     

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 მარ 25
მედიკამენტები
567.88₾
2021 აპრ 06
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1000.00₾
2021 აპრ 12
მედიკამენტები
143.40₾
2021 მაი 06
პროდუქტები
250.00₾
2021 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
700.00₾
2021 ივნ 16
პროდუქტები
199.99₾
2021 ივლ 03
პროდუქტები
200.00₾
2021 სექ 09
პროდუქტები
250.00₾
2021 სექ 30
პროდუქტები
171.99₾
2022 აპრ 29
პროდუქტები
199.96₾
2022 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
135.00₾
2022 ივნ 01
პროდუქტები
250.00₾
2022 ივლ 28
პროდუქტები
109.98₾

სულ ხარჯები:

4178.20₾

დარჩა:

0.24₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2022 20:00:00
₾65.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.05.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2022 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2022 20:00:00
₾0.02
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.05.2022 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾4,178.44

309 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,178.44

309 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება