ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედა, ძალიან მტკივა… მაგრამ მაინც სიცოცხლე მინდა! ნუ დაუშვებთ, რომ მოვკვდე!

calendar აპრილი 19, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„დე, მიშველე! ვკვდები, დე!“ – ოდნავ გასაგონი ხმით კბილებში სცრის ეკა. მას უკვე ყვირილს თავიც კი აღარ აქვს… – „უკვე მოვკვდი, დე? ჯოჯოხეთში ვარ? ღმერთო, ასე ძალიან რატომ მტკივა?“ – საბრალო გოგონა ტუჩს დასისხლიანებამდე იკვნეტს და დედას ხელს უფრო და უფრო მაგრად უჭერს, ცრემლები კი ღაპაღუპით სდის თვალებიდან.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„დე, მიშველე! ვკვდები, დე!“ – ოდნავ გასაგონი ხმით კბილებში სცრის ეკა. მას უკვე ყვირილს თავიც კი აღარ აქვს… – „უკვე მოვკვდი, დე? ჯოჯოხეთში ვარ? ღმერთო, ასე ძალიან რატომ მტკივა?“ – საბრალო გოგონა ტუჩს დასისხლიანებამდე იკვნეტს და დედას ხელს უფრო და უფრო მაგრად უჭერს, ცრემლები კი ღაპაღუპით სდის თვალებიდან.

ეკა 14 წლისაა; მხოლოდ 25 კილოგრამს იწონის; „გაუმართლა“ და შარდის ბუშტის გარეშე დაიბადა; მთელი ორგანიზმი მოწამლული აქვს და ახლა თუ არ დავეხმარეთ, ყველაფერი ძალიან სევდიანად დასრულდება… მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჯოჯოხეთური ტანჯვისა და არაადამიანური ტკივილის გარდა მას არაფერი ახსოვს. საბრალო, პატარა, სუსტმა გოგონამ რამდენიმე ოპერაცია და ნარკოზი გადაიტანა, საავადმყოფოს კედლები კი მისთვის მშობლიურ სახლად იქცა.

„როცა ეკა ტკივილისგან ყვირის, ყურებზე ხელს ვიფარებ და სახლიდან გავრბივარ. ამ ყველაფრის ყურება და მოსმენა უკვე აღარ შემიძლია!“ – 12 წლის ვასო შეშინებული თვალებით გვიყურებს და უჭირს სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რას განიცდის, როდესაც დის ტანჯვა-წამებას ხედავს. – „მაგრამ ცუდი არაფერი იფიქროთ, – ყველანაირად ვცდილობ დავეხმარო! ჯართს ვაბარებ, ფულს ვაგროვებ და დედას ვაძლევ, როცა წამალი აქვს საყიდელი… უბრალოდ მის ტკივილს ვეღარ ვუყურებ… აღარ შემიძლია!“

„თავს დიდი ხნის წინ მოვიკლავდი, მაგრამ მერე ჩემს საბრალო გოგონას ვინ მიხედავს?“ – გულამომჯდარი ტირის საწყალი დედა და ხელებს ცისკენ აპყრობს. – „ამ მრავალწლიანი ტანჯვის პერიოდში ყველა რესურსი ამოვწურეთ, ყველაფერი გავყიდეთ, ყველანაირი სესხი ავიღეთ და უამრავი ვალი დავიდეთ. არადა, მხოლოდ ერთი და იმედია, უკანასკნელი ოპერაციაღა დაგვრჩა და როგორც იქნა, ეკაც გაიგებს, რა არის ნორმალური ცხოვრება… მჯერა, რომ უფალი არ დაგვტოვებს!“

ნინო, მესმის, რომ შვილის დაავადებაზე საუბარი ძალიან გიჭირთ, მაგრამ მოდი გავიხსენოთ, როგორ მიხვდით, რომ ეკატერინეს დახმარება სჭირდებოდა?

ნინო: ეკა სუსტი ბავშვი იყო, წონაში ძალიან რთულად იმატებდა. ექვსი წლის ასაკში მხოლოდ 15 კილოგრამს იწონიდა! ადგილობრივი ექიმები გვეუბნებოდნენ, საშიში არაფერიაო და ვიტამინებს უნიშნავდნენ… მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა. როცა ჩემი გოგონა ექვსი წლის გახდა, ხელში ავიყვანე და თბილისში ჩამოვედი. მეგონა დედაქალაქის ექიმები ეკას უფრო საფუძვლიანად შეამოწმებდნენ… და ასეც მოხდა! აღმოჩნდა, რომ ერთი პრობლემა კი არა, უამრავი დაავადება გვქონდა, რომლებსაც გამოვლენა და მკურნალობა სჭირდებოდა. ერთ კვირაში მე და ეკამ ქალაქის თითქმის ყველა საავადმყოფო შემოვიარეთ, ათობით ექიმი ვინახულეთ და ასობით ანალიზი გავიკეთეთ… 

ღმერთო ჩემო! ალბათ ამ დღეების განმავლობაში რა აღარ გადაიტანეთ…

ნინო: რა მექნა, არ ვიცოდი… ექიმები ისეთებს ამბობდნენ, ტირილი მინდოდა. ბავშვს თურმე შარდის ბუშტი დაბადებიდან არ ჰქონია და მთელი ორგანიზმი ეწამლებოდა… თირკმლებთან, ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემებიც ჰქონდა… არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გადავიტანეთ… აღარაფერს ვამბობ ფინანსებზე – იმ დღეებში ყველა ჩვენ გვეხმარებოდა: დედამ ბანკიდან სესხი გამოიტანა, რომელსაც უკვე მე-8 წელია ვერ ვიხდით… ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში 50,000 ლარზე მეტი დავხარჯეთ, ახლა კი უკაპიკოდ დავრჩით; საკვების და წამლების საყიდელი ფულიც კი აღარ გვაქვს.

რაზე ცხოვრობთ, ნინო? რა შემოსავალი და ხარჯები გაქვთ?

ნინო:ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა – 280 ლარი და ჩემი გოგონას ინვალიდობის პენსია – 200 ლარი. მისი პენსია წამლებზე და საფენებზეც კი ძლივს გვყოფნის. ახლა ანტიბიოტიკის ხუთი აბი მაქვს საყიდელი, რომ ორგანიზმში ანთება ჩავაცხროთ – მაღალი სიცხე აქვს – 40°C! „ნექსიუმის“ ხუთი აბიც საყიდელია – კუჭისთვის. თქვენი აზრით, რა ღირს? 80 ლარი! წარმოგიდგენიათ? რომ ვიყიდო, აღარც საფენების ფული დამრჩება, აღარც საჭმლის და აღარც სხვა წამლების, რომლებიც ეკამ ყოველდღიურად უნდა სვას. არადა, კიდევ ორი შვილი მყავს: 12 წლის ვასო და 16 წლის ეთერი. ჩემმა მეუღლემ პანდემიის გამო სამსახური დაკარგა – კომპანია დახურეს, სადაც მუშაობდა. ჩვენი რეგიონი მდიდარი არაა. ვისაც შეუძლია, მაღაროში მუშაობს, მაგრამ არსენს ამის საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს. მითხარით, რა ვქნათ? როგორ ვიცხოვროთ? იმას ვუყუროთ, როგორ კვდება ერთი შვილი ტკივილისგან და დანარჩენები – შიმშილისგან? (ტირის.)

ვასო (12 წლის):შეიძლება, მეც გითხრათ? არ გეგონოთ, რომ დედას არ ვეხმარები! ჯართს ვაგროვებ და ვაბარებ. ყულაბა მაქვს და როცა ჩემს დას წამლები აღარ აქვს, მაშინ ვტეხავ. ბოლოს მისთვის მთელი 20 ლარი ვიშოვე! ვიცი, ბევრი არაა, მაგრამ მისთვის ეს ყველაფერია!

და შენთვის რის ყიდვას ისურვებდი? ფულს რისთვის აგროვებდი?

ვასო: ჩემი დებისთვის საწოლების ყიდვა მინდოდა. არ გვაქვს… მზად ვარ იატაკზე დავიძინო, ოღონდ გოგონები იყვნენ კარგად.

ნამდვილი რაინდი ყოფილხარ!

ვასო: არა მგონია. ჩვეულებრივი კაცი ვარ. ყველა ასე მოიქცეოდა.

ნინო: ხედავთ? სახლში ყველანი მხოლოდ ეკატერინეზე ვფიქრობთ; ოღონდაც მას შევუმსუბუქოთ ტანჯვა… როცა ყვირილს იწყებს, ვასო სახლიდან გარბის; ეკას ტანჯვას ვეღარ უყურებს.

ნინო, მოდი ჩვენს მკითხველებს ვუამბოთ რა ოპერაციები გაკეთდა და ყველაზე მეტად ამ ეტაპზე რა გჭირდებათ?

ნინო:შარდის ბუშტის აღდგენის მიზნით სამი ურთულესი ოპერაცია გაკეთდა; შემდეგ ორ-ორი თვე საავადმყოფოებში ვიწექით, რადგან აღდგენა მძიმედ მიმდინარეობდა. პირველი ოპერაცია ეკას 6 წლის ასაკში გაუკეთეს; იმ წელს სკოლაში მივდიოდით. ოპერაციის შემდეგ ჩემი საბრალო გოგო სკოლის ჩანთაზე ნაკლებს იწონიდა…

ახლა კიდევ ერთი და იმედი მაქვს, უკანასკნელი ოპერაცია გვჭირდება, ამის შემდეგ კი რთული აღდგენითი პროცესი დაიწყება, უამრავი წამალი და სარეაბილიტაციო კურსი დაგვჭირდება. თუ ამ ყველაფრისთვის ფულის მოგროვება ვერ შევძელით, ოპერაციის გაკეთებას უბრალოდ აზრი აღარ ექნება. ბავშვი შეიძლება ინფექციისგან მოკვდეს…

წამლებისა და რეაბილიტაციის გარდა კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათ?

ნინო: გვჭირდება, რა თქმა უნდა! ხომ ვამბობ, თავი ძლივს გაგვაქვს. არც საწოლები გვაქვს, არც საკვები… მაგრამ მთავარია ეკა იყოს ჯანმრთელი!

თქვენს ტკივილს ჩვენს მკითხველებამდე აუცილებლად მივიტანთ! მათი გულის კარი ღიაა უფლისა და სიკეთისთვის!

ნინო: მჯერა, რომ გაგვიგონებენ! მჯერა, რომ გვერდში დაგვიდგებიან, მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინეს უკვე აღარაფრის სჯერა… შეხედეთ, ჯერ კიდევ ტირის!.. მჯერა, რომ შეძლებთ მისთვის საპირისპიროს დამტკიცებას!

***

  მეგობრებო, ეკატერინე ჩუბინიძის და მისი ოჯახის ცხოვრება დაუსრულებელ კოშმარს ჰგავს. ტკივილი არ ცხრება, არ არსებობს სრულფასოვანი მკურნალობა. ოჯახს ძალიან უჭირს და დახმარებას ითხოვს! შეუძლებელია უბედური ბავშვის სიტყვები გულით მოისმინო და გულგრილი დარჩე!

შეგიძლიათ ეკატერინეს თავად ეწვიოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ. მათი მისამართია: ჭიათურა, სოფ. მღვიმევი.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ეკატერინე ჩუბინიძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ეკატერინეს და მის ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

ჩემი გოგონა ისევ იღიმის! მინდა, მისი ღიმილი ყველა ჩვენს ახალ მეგობარს ვაჩუქო. უფალმა დაგლოცოთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!
 „ცოდვაა, მაგრამ უნდა ვაღიარო, ბევრჯერ თავის მოკვლაც კი მიფიქრია, – ამბობს ეკა ჩუბინიძის დედა, ნინო. – მაგრამ როდესაც ამდენ ხალხს შენი დარდი და ტკივილი გულთან ახლოს მიაქვს და მხარში გიდგანან, ეს ძალას გმატებს, იცოცხლო და განაგრძო ბრძოლა. იმ აზრების გამო, ძალიან მრცხვენია, თქვენ მე იმედის სხივი მაჩუქეთ.“
მოგეხსენებათ, რამდენად მძიმე იყო ჩემი შვილის, ეკას მდგომარეობა – გოგონა შარდის ბუშტის გარეშე დაიბადა.  (ჩვენმა ფონდმა მისი ტრაგიკული ისტორია აპრილში გამოაქვეყნა:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/720-chubinidze/description/ ).
ამჯერად, სიკვდილს ბეწვზე გადავურჩით. ერთი კვირით დაგვიანებაც კი ეკასთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, ჩემი გოგონა ახლა ცოცხალი რომ არის, და მის ღიმილს ვხედავთ! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ თქვენთვის, უფალმა დაგლოცოთ!
ჩემს გოგონას, ოპერაცია მინსკის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში ჩაუტარდა, სადაც უმაღლესი დონის მომსახურებაა. იქ, სრულიად შემთხვევით, ეკა თავად ბელორუსიის პრეზიდენტმა – ალექსანდრე ლუკაშენკომ მოინახულა და უხვად დაგვასაჩუქრა“.

მეგობრებო, წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერებაა?!  როგორც იქნა, დამშვიდდა დედის ნატანჯი გული! შეგვიძლია ამოვისუნთქოთ, ეკა თავს უკეთესად გრძნობს, რამხელა სიხარულია! უკეთესად არის ჩვენი გოგონა!
ვასოსაც აუხდა ოცნება  – მისი დაიკოები ლამაზ საწოლში დაიძინებენ, დედა უამრავ სარეცხს ხელით აღარ დარეცხავს და სადილსაც ლამაზ სამზარეულოში მოამზადებს.

შვილო, ნეტავ, ტანჯვას ბოლო მოეღოს შენს ცხოვრებაში!
– ნინო, ბევრი სიახლე გაქვთ. გვინდა, რაც შეიძლება მალე მოგვიყვეთ ყველაფერი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეკას ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაინტერესებს. ახლა როგორ გრძნობს თავს?
ნინო: ღმერთო, იმდენი ხალხი გამოგვეხმაურა! რა ამბავი იყო! რეკავდნენ, მამხნევებდნენ, მთხოვდნენ რწმენა არ დამეკარგა. დახმარება თქვენი ფონდის მეშვეობით გაგვიწიეს. ფონდის თანამშრომლებმაც, არა ერთხელ, ეკასთვის წამლები და პროდუქტი მოგვიტანეს. დღემდე შინაგანად ვღელავ, ამას რომ ვყვები. მაგრამ ეს უკვე სიხარულის მღელვარებაა, კარგად რომ დასრულდა ყველაფერი.
თქვენს პოსტს ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, არჩილ მამაცაშვილი გამოეხმაურა. ყველა საბუთის მომზადებაში ის დაგვეხმარა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გვიშუამდგომლა. როცა ადამიანი ისე განიცდის, რომ ვეღარ აზროვნებს, ყველაზე მეტად სჭირდება ასეთი დახმარება და რჩევა. აღარ გავაგრძელებ და მოკლედ გეტყვით, რომ ეკას ოპერაცია დააფინანსეს. დღე, როდესაც ეს ამბავი შეგვატყობინეს, ნამდვილ დღესასწაულად იქცა! ვერც კი წარმოიდგენთ, რა ბედნიერები ვიყავით ყველა! ღმერთო, სახლში რა ხდებოდა! მზად ვიყავით გვეხტუნავა სიხარულისგან, გულში ჩაგიკრავდით და ჩაგკოცნიდით თითოეულ თქვენთაგანს! ჩემს უსაზღვრო მადლიერებას, სიტყვებით ვერ გამოვხატავ! თქვენ შვილი გადამირჩინეთ!

„გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეკას დაბადების დღე მეორედ ავღნიშნეთ. ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა!“
ექიმების თქმით, ერთი კვირაც, და ეკას ვეღარ გადაარჩენდნენ. გესმით?! ღმერთო, წარმოდგენაც მზარავს, რა მოხდებოდა. (ნინო პირზე ხელს იფარებს და ჩუმდება). მდგომარეობა ბევრად უარესი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ორგანიზმი მოწამლული იყო.  რა თქმა უნდა, ახლა, ეკა ბევრად უკეთესად გრძნობს თავს. ბევრად! ახლა კათეტერის პარკის დაცლა სამჯერ გვიწევს და არა თორმეტჯერ. ტკივილიც შეუმსუბუქდა. დიდება უფალს!
მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. იანვარში კიდევ ერთი ოპერაცია დაგვინიშნეს. უკან დახევას არ ვაპირებთ, მაგრამ სახსრები საერთოდ არ გაგვაჩნია. ეკას მედიკამენტები სჭირდება, სოციალური დახმარების თანხა მთლიანად წამლებში იხარჯება, ხშირად საკვების ფულიც კი არ გვრჩება. მაგრამ, მე მჯერა, ჩემო ძვირფასებო, რომ ყველაფერს გავუმკლავდებით ერთად. ხომ ასეა? გემუდარებით. მრცხვენია საკუთარი უსუსურობის აღიარება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.
– ასე ნუ განიცდით, გთხოვთ. ყველას შეგვტკივა გული ეკას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ვიცით, როგორ გჭირდებათ დახმარება. ჩვენ ხომ ყველაზე ერთგული მკითხველები გვყავს.
ნინო: ვაიმე, არც კი ვიცი რა მეშველებოდა უთქვენოდ? მინსკში მომხდარი ამბის მოყოლა არ დამისრულებია 
– გულისყურით გისმენთ! როგორ მოხდა, ეკამ ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რომ გაიცნო?
ნინო: იცით, რაშია საქმე? კლინიკა, რომელშიც ეკას ოპერაცია ჩაუტარდა 70 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ამ სადღესასწაულო მოვლენასთან დაკავშირებით მას ბელორუსიის პრეზიდენტი ა. ლუკაშენკო სტუმრობდა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მოულოდნელობა იყო. მან კლინიკის დირექტორისგან შეიტყო, რომ იქ ქართველი პაციენტი მკურნალობდა, დაინტერესდა მისი ავადმყოფობის ისტორიით და ბრძანა, რომ მაქსიმალური ფასდაკლება გაეკეთებინათ ქართველი გოგონასათვის.
წარმოგიდგენიათ, ქვეყნის პირველი პირი დაინტერესდა ეკას ჯანმრთელობის მდგომარეობით?! მან ძალიან დიდი საჩუქარი გაგვიკეთა, საბოლოოდ, ამ ფასდაკლებამ 2298 ამერიკული დოლარი შეადგინა. ბელორუსი ექიმებიც უსაზღვრო ყურადღებით გამოირჩეოდნენ. ჩემს გოგონას თავს ევლებოდნენ, საჩუქრებს ჩუქნიდნენ… უამრავი ტკბილეული, სამაგიდო თამაშები მივიღეთ. ეკას სულ აღარ ეშინოდა, იმედი მიეცა… ძალიან გვიხარია, უცხო ქვეყანაშიც ამდენი კეთილი ადამიანი რომ გავიცანით.

 „საჩუქრები ჩვენი ბელორუსი მეგობრებისგან. დიდი მადლობა თანადგომისთვის!“
– იმდენი ახალი მეგობარი გყავთ! ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა!
ნინო: იმხელა ბედნიერებაა! ამდენი ადამიანი რომ გეხმარება, თუნდაც მცირედი თანხით, თან ამ პანდემიის დროს, როდესაც მთელი საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია! ყველამ ვიცით, დღეს როგორ უჭირს ყველას. თქვენი თავი უფალმა გამოგვიგზავნა. ფონდი კი ჩვენი განსაკუთრებული მეგობარია. არჩილ მამაცაშვილიც… ვერასდროს დაგივიწყებთ, ბატონო არჩილ.
 (ეკა უსმენს ჩვენს საუბარს დედიკოსთან და მორიდებით იღიმის. სასიამოვნო შესახედავია მის გამხდარ, ნატანჯ სახეზე, უშველებელ თვალებში, ტკივილი და სასოწარკვეთილება სიხარულმა როგორ შეცვალა. დროა პირადად გავესაუბროთ.)
– ეკუნა, საყვარელო, როგორ გრძნობ თავს? როგორი განწყობა გაქვს?
ეკა (14 წლის): გმადლობთ, უკეთესად. როდესაც აღარ გტკივა, განწყობაც კარგია, რა თქმა უნდა. როდესაც მტკიოდა, საერთოდ არაფერი არ მინდოდა. სახლშიც ყველა მოწყენილი იყო. ძალიან მიხარია, ჩემი ოპერაცია რომ დააფინანსეს. თავიდან კი, ძალიან მეშინოდა
საქართველოშიც და ბელორუსიაშიც, ძალიან, ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს. ბედნიერი ვარ, რომ ყველამ ასე იზრუნა ჩემზე. ასევე,  ყველას ძალიან დიდი მადლობა საჩუქრებისთვის.
ვასო (12 წლის): ცოტა დავმშვიდდი. ჩემი დაიკო, უკეთესად არის, მადლობა ღმერთს. ყოველ წამს, მისი განწირული კივილი აღარ მესმის: „დედა, მიშველე, ძალიან მტკივა! დედა!“ და აღარ გავრბივარ სახლიდან ყურებზე ხელაფარებული. ეკას გამო ძალიან მტკიოდა გული. გახსენებაც არ მინდა.

 „ჩემი დაიკოსთვის არაფერი არ მენანება, ჩემი სიცოცხლეა და სიხარული“
 (ეკამ სიყვარულით შეხედა ძმას და გაიღიმა)
– წამოდით, ჩემი დების ახალი საწოლი უნდა გაჩვენოთ! – გაახსენდა ვასოს და ოთახისკენ გაგვიძღვა – ეს ჩემი ოცნება იყო, მათ ხომ აქამდე იატაკზე ეძინათ. რამდენჯერ ვცადე ფული შემეგროვებინა, რომ მათ ნორმალურ საწოლში დაეძინათ, ჯართს ვაგროვებდი, ვაბარებდი… მაგრამ მერე ეკას წამლებისთვის ვხარჯავდით. იძულებული ვხდებოდი ყულაბა გამეტეხა. ახლა კი ჩემი დები აქ დაიძინებენ! (ვასოს თვალები უბრწყინავს)
– მაგარია, ბავშვებო!
ეკა: ახლა ჩვენს ახალ სამზარეულოში წამოდით. აბა, როგორია? ისე მომწონს, აქედან გასვლა არ მინდა.

„ასე მგონია, ასეთ სამზარეულოში მომზადებული კარტოფილის წვნიანიც კი გემრიელი იქნება“, – ამბობს ეკა. ჩვენ კი გვიხარია, რომ კარგ განწყობაზეა და ვტკბებით მისი ღიმილის ცქერით
ეთო (16 წლის, ეკას და): სარეცხი მანქანა არასდროს გვქონია, საჩუქრებიდან, სარეცხი მანქანა გამიხარდა ყველაზე მეტად. 
ეკა: მეც ძალიან მომწონს. სანამ ჩვენს შესახებ დაწერდით, საერთოდ არფერი არ გვქონდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც იზრუნა, ნორმალურად რომ გვეცხოვრა.

 „ასეთი ნივთებისთვის არასდროს არ გვქონდა ფული. ოჯახში ყველა მხოლოდ ჩემს ავადმყოფობაზე და წამლებზე ფიქრობდა. დედა და ეთო უკვე რეცხავენ მანქანაში, მეც მალე ვისწავლი“
– ქალბატონო ეთერი, როგორც ვხედავ, განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ ბავშვებს, ერთმანეთზე ძალიან ზრუნავენ.
ეთერი (ბებია): დიახ, ძვირფასო. ბავშვებს იმდენი რამ აჩუქეს: სამაგიდო თამაშებიც, სათამაშო თავსატეხიც, ტკბილეული – შოკოლადი, კანფეტები. არ კამათობენ, ერთმანეთს უნაწილებენ, მუდამ მზად არიან ერთმანეთს დაუთმონ, ასეა… 
დავალებების მომზადებაშიც ეხმარებიან ეკას. სკოლის გაცდენა ხშირად უწევს. კარგი და-ძმობა აქვთ. კარგი ბავშვები გაიზრდებიან, მთავარია ჯანმრთელნი იყვნენ. (თვალებს ცხვირსახოცით იმშრალებს.)
ნინო: მინსკში კიდევ ერთხელ ჩასვლა აუცილებლად დაგვჭირდება. ექიმმა ვიზიტი იანვრისთვის ჩანიშნა. ჩირქი ისევ გამოდის, შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს. მაგრამ ვხედავ, რომ მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდა. უწინდელს ვერც შევადარებ. მორიგი პრობლემის წინაშე დავდექით – ფული საერთოდ არ გვაქვს! ერთი თეთრიც კი… თუ ვერ წავედით, წყალში ჩაგვეყრება ამდენი ძალისხმევა. ჩვენი ახალი მეგობრების იმედი ისევ მაქვს. და მინდა ყველას მოგმართოთ თხოვნით: „ყოველი თეთრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია  და ნუ მიგვატოვებთ შუაგზაზე. უფალი სიკეთეს ასმაგად დაგიბრუნებთ, თქვენ რომ არა, რა მეშველებოდა?“
პრობლემა ვასოსაც აქვს – ასთმა. შეტევებიც ჰქონია. მაგრამ ეკას ავადმყოფობამ ყველა თავის სადარდებელი დაავიწყა. ჩვენ კი აღარც ვიცით, რომელი ერთი შემოგჩივლოთ. პანდემიამ მსოფლიო მოიცვა,  და კიდევ ჩვენი პრობლემები. არ მინდა ვინმეს თავს მოვახვიო, მაგრამ არ მაქვს სხვა გამოსავალი…
 ***
ძვირფასო მეგობრებო! თქვენმა გვერდში დგომამ, ამ ოჯახის ცხოვრება ნამდვილად შეცვალა. მაგრამ ეკას ჯანმრთელობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა: იანვარში, გოგონას აუცილებლად სჭირდება ექიმთან ვიზიტი, მინსკის კლინიკაში. ჩებინიძეების ოჯახს კი სახსრები არ გააჩნია. გარდა ამისა, ნინოს თარჯიმანი სჭირდება. ისევ ჩვენებურად მოვახდინოთ მობილიზება, და დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია, შუა გზაში ნუ მივატოვებთ! ყოველი ლარი მნიშვნელოვანია, იანვრამდე სულ ცოტა დრო რჩება…
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჩუბინიძეების ოჯახი)
                ვებგვერდიდან:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/720-chubinidze/description/
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 
           შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
        სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – 0901 200 270 
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
         
   
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
1290.00₾
2021 ივლ 15
მედიკამენტები
272.26₾
2021 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
125.00₾
2021 აგვ 04
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1145.00₾
2021 აგვ 04
პროდუქტები
199.36₾
2021 აგვ 10
ავეჯი
1050.00₾
2021 აგვ 24
სამზარეულოს ავეჯი
1600.00₾
2021 აგვ 24
მედიკამენტები
39.70₾
2021 აგვ 31
მედიკამენტები
45.08₾
2021 აგვ 31
მედიკამენტები
64.65₾
2021 სექ 09
პროდუქტები
199.76₾
2021 სექ 30
მედიკამენტები
60.97₾
2021 სექ 30
პროდუქტები
149.95₾
2022 მარ 28
პროდუქტები
294.93₾
2022 მარ 28
მედიკამენტები
140.00₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
310.00₾
2022 აპრ 20
ტელევიზორი
772.00₾
2023 ნოე 13
პროდუქტები
599.99₾

სულ ხარჯები:

8358.65₾

დარჩა:

434.80₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.05.2022 16:39:30
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2022 12:40:01
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2022 09:46:28
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2022 15:45:03
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.04.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2022 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾8,793.45

600 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾8,793.45

600 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება