ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ზღაპარი ნამდვილი მწუხარების შესახებ

calendar ივლისი 12, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

აი, წაიკითხეთ! ეს არის ზღაპარი ნამდვილი მწუხარების შესახებ, რომელშიც სულ სამი გმირია: 6 წლის ნიკოლოზი, მისი დედა – ნანა და ბებია – ირმა.
მას შემდეგ, რაც ნიკოლოზს მანქანა დაეჯახა, მან მეტყველების უნარი დაკარგა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

აი, წაიკითხეთ! ეს არის ზღაპარი ნამდვილი მწუხარებისშესახებ, რომელშიც სულ სამი გმირია: 6 წლის ნიკოლოზი, მისი დედა – ნანა და ბებია – ირმა.

მას შემდეგ, რაც ნიკოლოზს მანქანა დაეჯახა, მან მეტყველების უნარი დაკარგა.

ოჯახში პირველი შვილი გაჩნდა. ლამაზი ბიჭუნა. „ნამდვილი ანგელოზია“, – ამბობდნენ ექიმები. თოვლივით თეთრი კანი, დიდი თვალები, ოქროსფერი თმები… სახელი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის პატივსაცემად დაარქვეს. ნიკა ჯანმრთელი და გონიერი ბიჭი გაიზარდა; ლაპარაკი, კითხვა ისწავლა და თანატოლებთან შედარებით ბევრად განვითარებული იყო; ლექსებსაც ჰყვებოდა და ნამდვილი ანგელოზის ხასიათი ჰქონდა. ბიჭი თითქმის არასდროს ტიროდა და კეთილი, მოსიყვარულე და დამჯერი ბავშვი იყო.

დედას მეტი რა უნდა უნდოდეს? მით უმეტეს, დედას, რომელმაც რთული ცხოვრება გამოიარა და ნიკოლოზს ღვთისგან ბოძებულ საჩუქრად მიიჩნევდა იმ ტანჯვისთვის, რაც მან გადაიტანა. ყველაფერი რომ მოვყვეთ, მაშინ ადრეული ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. გაინტერესებთ? რა თქმა უნდა! როდესაც ვიგებთ, ადამიანს ღრმად, სულში რა უდევს, როდესაც ის გულს გვიშლის და თავის გულისტკივილს გვიზიარებს, ეს ადამიანი ჩვენთვის ახლობელი ხდება. ასე არ არის, მეგობრებო? ჩვენზე უკეთ ვინ იცის, რომ სხვების ტანჯვის გაზიარებით ჩვენ უფალს ვუახლოვდებით, რადგან ჩვენს თანაგრძნობით ანთებულ გულებს ღმერთი მხოლოდ ამის შემდეგ ხედავს.

ეს ინტერვიუ ბებიასთან ჩავწერეთ, რადგან დედას ყველაფრის გახსენება და მოყოლა ძალიან გაუჭირდა. გასაგებიცაა. რთულია იმის გახსენება, როგორ დაეჯახა შენს ერთადერთ შვილს მანქანა და არ იცი, ეს დასასრულია თუ იმედი ჯერ კიდევ არსებობს.

„ჩუმად ნუ ხარ, პატარავ, თქვი: „დე-და“.

ირმა, მოდი ამ ამბის მოყოლა ტრაგედიით დავიწყოთ. ნიკოლოზს მანქანა როგორ დაეჯახა?

ირმა: სიცოცხლე გვიხაროდა, ვიცინოდით და ვსეირნობდით: ნიკა, დედამისი და მე – მისი ბებია. ნიკოლოზის ხელი მე მეჭირა და გზაზე გადავდიოდით. ქუჩაში ყოველთვის გადატვირთული მოძრაობაა, ამიტომ მისი ხელი მაგრად მეჭირა. გზა პირველებმა გადავკვეთეთ, დედამისი კი მეორე მხარეს დარჩა. როგორც კი გადავედით, ბავშვმა დედა დაინახა, ხელიდან დამისხლტა და მისკენ გაიქცა. უზარმაზარმა ჯიპმა, რომელიც დიდი სიჩქარით მოდიოდა, გვერდი მკვეთრად აუარა, მაგრამ მის უკან მომავალმა მანქანამ დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო… ყველაფერი წამებში მოხდა. დარტყმამ ბავშვი ჰაერში აისროლა… (ტირის.) თვალყური ვერ მივადევნე… ღმერთო, ხელიდან როგორ დამისხლტა? გამართლება არ მაქვს!

ნამდვილი სასწაულია, რომ ცოცხალი გადარჩა…

ირმა: როცა დარტყმის ტალღამ ნიკოლოზი ჰაერში აისროლა, ის გზის მეორე მხარეს გადაფრინდა… და წარმოიდგინეთ, ასფალტზე კი არ დაეცა, დედამისმა დაიჭირა! განა სასწაული არაა? დედამისს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა! ვინც ეს დაინახა, ყველა შოკში იყო! ხომ გესმით, გზაზე რომ დაცემულიყო, შეიძლება სხვა მანქანას გადაევლო ზედ და ის ახლა ჩვენთან აღარ იქნებოდა. ბავშვი უფლის ანგელოზებმა დაიჭირეს და მას მეორე სიცოცხლე აჩუქეს!

„ძალიან მაგრად მიჭირავს, რომ აღარ გამექცეს.“

მძღოლი, რომელიც დაეჯახა, მიიმალა?

ირმა: არა, რას ამბობთ?! საჭესთან ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. მანქანიდან ძლივს გადმოვიდა, გაფითრებული იყო და ტიროდა… მისი ბრალი ნამდვილად არ იყო. მუხლებზე დაეცა და ღმერთს ნიკოლოზის გადარჩენას სთხოვდა. მძღოლს ვერაფერში დავადანაშაულებ, ამის უფლება არ მაქვს. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე მოხდა! ის ბიჭი ხანდახან გვირეკავს და გვეკითხება, ბავშვი თავს როგორ გრძნობს.

წარმომიდგენია, რა გადაიტანეთ…

ირმა: იცით,ამაში მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ! ბავშვი ვერ გავაჩერე.  ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონია, არაფერი უტკენია. განა სასწაული არაა? მაგრამ მას შემდეგ ლაპარაკი შეწყვიტა. ღმერთმა მას სიცოცხლე აჩუქა, მაგრამ მეტყველების უნარი წაართვა… ნიკოლოზს ქცევები ძალიან შეეცვალა და უკვე სამი წელია ვცდილობთ შოკური მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. მას რეაბილიტაცია, ფსიქოლოგის და ლოგოპედის დახმარება სჭირდება. მკურნალობის ერთი წელი სახელმწიფომ დაგვიფინანსა, ახლა კი ჩვენი ძალებით ვცდილობთ, მაგრამ არ გამოგვდის. სანამ მუშაობა შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო, მაგრამ მერე ამ დაწყევლილი ხიდან ჩამოვვარდი და მეც სასწაულებრივად გადავრჩი…

„დამარტყი, დამარტყი, პატარავ! მაგრად, უფრო მაგრად! მაპატიე, რომ ვერ გაგიფრთხილდი.“

ეგ როგორ?

ირმა: ნიკოლოზისთვის ალუბლის მოსაკრეფად ავძვერი. ხეზე ხშირად ავდიოდი, რადგან ხილის ყიდვის შესაძლებლობა არ გვაქვს… და ჩამოვვარდი! ახლა მუშაობა აღარ შემიძლია და ერთადერთი, რაზეც ახლა ვცხოვრობთ, სოციალური დახმარებაა.

ირმა ამ ხიდან ჩამოვარდა და სასწაულებრივად გადარჩა

რა საშინელებაა, რომ ერთმა უბედურმა შემთხვევამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს!

ირმა: ვერ ვიტყვი, რომ უბედურ შემთხვევამდე დალხენილად ვცხოვრობდით. მარტოხელა დედა ვარ და ისეთი მძიმე ცხოვრება მაქვს გამოვლილი, რომ მტერს არ ვუსურვებ.

შეგიძლიათ მოგვიყვეთ?

ირმა: მართლა გაინტერესებთ? ჩემი ცხოვრება ტკივილითა და ტანჯვით არის სავსე. გახსენება არ მიყვარს, მაგრამ თქვენ მოგიყვებით.

„ჩემი ლამაზი ცხოვრება მხოლოდ სურათებზე დარჩა.“

მშობლებს ვუყვარდი; უფრო სწორად, მეგონა, რომ ვუყვარდი… უარს არაფერზე მეუბნებოდნენ, მაგრამ როცა, 14 წლის ასაკში, ქმარმა მომიტაცა, მითხრეს: „ახლა შენი ოჯახი ეგ არის, ჩვენ შენზე პასუხისმგებლები აღარ ვართ.“ წარმოგიდგენიათ? მხოლოდ 14 წლის ვიყავი, ქმარი კი ჩემზე 14 წლით უფროსი! ნამდვილი მხეცი იყო. მე ჯერ კიდევ თოჯინებით თამაში მინდოდა და უცებ ვიღაცის ცოლი გავხდი…

ლამაზი ვიყავი და ჩემზე საშინლად ეჭვიანობდა. ყველაზე, ყველაფერზე… როცა ერთად მივდიოდით, ვინმე რომ მომსალმებოდა, იმ დღეს ცემა-ტყეპა გამოწერილი მქონდა. მასთან ოთხი წელი ვიცხოვრე. პირველი ნანა მეყოლა, ნიკოლოზის დედა. ჩემი ცემა და ნერვიულობა მის ჯანმრთელობაზეც აისახა – თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. თერთმეტი წელი საავადმყოფოდან არ გამოვმძვრალვართ; ქმარი კი უმოწყალოდ მცემდა. მშობლებს ვეხვეწებოდი, აქედან წამიყვანეთ-მეთქი, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ. ამბობდნენ: „შენი ქმარი შენი პატრონია, მოითმინე. თუ გცემს, ესე იგი, მიზეზი აქვს.“ ვიცი, თქვენს სტატიებს ბევრი ადამიანი კითხულობს. შეიძლება, მათ მივმართო? გოგონებო, არასოდეს მოითმინოთ! ღმერთმა სიცოცხლე იმიტომ არ მოგცათ, რომ ვინმე ასე მოგექცეთ! თქვენ კი, მშობლებო, შვილებს ზურგი არასოდეს შეაქციოთ!

„აი, ასეთი ლამაზი ვიყავი ოდესღაც.“

დიდხანს ითმენდით?

ირმა: ოთხი წელი… მაგრამ მერე, ბავშვებთან ერთად, წამოვედი. მშობლებმა ვერ მიმიღეს და 28 წელი ნაქირავებ ბინებში დავხეტიალობდი. ვმუშაობდი, მაგრამ შვილები ფეხზე მაინც დავაყენე… და არც ჩემი გოგო დავაჩაგვრინე ვინმეს!

სწორედ ამის შესახებ მინდოდა მეკითხა. ნიკოლოზის დედის და თქვენი შვილის – ნანას შესახებ მოგვიყევით, თუ შეიძლება.

ირმა: ძალიან უბედური შვილი მყავს. არც ჯანმრთელობაში გაუმართლა და არც პირად ცხოვრებაში. მეც მარტოხელა დედა ვარ და ისიც. სამი თვის ორსული იყო, როცა მოვიდა და მითხრა, რომ იქ ცხოვრება აღარ შეეძლო, რომ გული სტკიოდა და უნდოდა თავისი შვილით უფრო დიდხანს დამტკბარიყო და არ უნდოდა ნერვიულობის მსხვერპლი გამხდარიყო. მაშინვე ჩემთან წამოვიყვანე. დეტალები არც კი მიკითხავს. ჩემი შვილი იქ არასოდეს იცხოვრებს, სადაც არ მოსწონს და თავს ცუდად გრძნობს!

და მარტო რა მიზეზით დარჩა?

ირმა: მოდი ასე ვიტყვი – ხასიათებით ვერ შეეწყვნენ. როცა მისმა ოჯახმა ჩემი შვილის დაავადების შესახებ შეიტყო, მასზე და ბავშვზე უარი თქვა. ნიკოლოზი დედის გვარზეა. ჩემი შვილი, ოფიციალურად, მარტოხელა დედაა, მაგრამ მათ მე ვყავარ! მე მათ არავის დავაჩაგვრინებ!

ბავშვის მამა თუ აქცევს შვილს ყურადღებას?

ირმა: არა. არც იმ უბედურ შემთხვევამდე და არც მას შემდეგ…

ვინმე თუ გეხმარებოდათ, როდესაც მარტო დარჩით?

ირმა: არა, ყველაფერს მარტო ვაკეთებდი. ვმუშაობდი: ვალაგებდი, მძიმედ ავადმყოფებს ვუვლიდი, ბოსტანში და მინდორში ვმუშაობდი, მაგრამ ჩემს შვილებს არაფერი აკლდათ. არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია და დახმარებისთვის არც ახლა მოგმართავდით, მაგრამ ჯერჯერობით მუშაობა არ შემიძლია, ამიტომ თხოვნა მიწევს. საკუთარი არაფერი გამაჩნია. არც ეს შენობა გვეკუთვნის და როდის გაგვაგდებენ აქედან, არ ვიცი.

ეს რა შენობაა?

ირმა: ყოფილი პოლიციის შენობაა, რომელიც თვითნებურად დავიკავეთ. სულ არაფერს კი სჯობს. სოციალური დახმარება მხოლოდ სურსათზე გვყოფნის და ისიც ძლივძლივობით. ქირის გადახდას კი ვერანაირად ვერ შევძლებთ.

ირმა, ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, თავზე ჭერი გაქვთ. ამჟამად ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ირმა: დიახ, მართალია. ჭერი გვაქვს და ეს უკვე დიდი პლუსია, მაგრამ იცით, სოციალურ დახმარებაზე ცხოვრება ძალიან რთულია, როცა არანაირი დახმარება არ გაქვს. როცა მუშაობა შემეძლო, ბავშვს ყველაფერი ჰქონდა: ექიმებიც და მკურნალობაც, ახლა კი, ელემენტარულად, ქალაქში ვეღარ მიგვყავს ლოგოპედთან. იცით, ერთი შეხედვით არ ჩანს, რომ ავადაა, მაგრამ მას სპეციალისტის დახმარება სჭირდება. მასთან ახლა თუ არ იმუშავე, ვეღარასდროს ალაპარაკდება. ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ, ხომ გესმით?

ანგელოზივით ბავშვი ზოგჯერ ცხოველს ემსგავსება

მისი შეუძლოდ ყოფნა რაში გამოიხატება?

ირმა: ვერ ლაპარაკობს, ამიტომ ემოციებს ზმუილით გამოხატავს. მოუსვენარია, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. ხშირად ყვირის და ტირის, ზოგჯერ აგრესიულიც ხდება. მისი ერთადერთი ნუგეში ტელევიზორია, რომელიც განვადებით შევიძინე. მულტფილმების სამყარო ერთადერთი სამყაროა, სადაც ის თავს კარგად გრძნობს.

კარგი, გვითხარით, რა გჭირდებათ პირველ რიგში?

ირმა: ჩემი ერთადერთი თხოვნაა, – ნიკოლოზის მკურნალობაში დაგვეხმარეთ. შეხედეთ, რა კარგი და საყვარელი ბიჭია! ღმერთმა მას მეორე სიცოცხლე აჩუქა, მე კი გთხოვთ, რომ მას მეტყველების უნარი აჩუქოთ. მე, თქვენ გარეშე, ვერ გავუმკლავდები… და თუ თავხედობაში არ ჩამომართმევთ, შეიძლება გთხოვოთ, რომ სარეცხი მანქანა გვიყიდოთ? სულ ესაა! ღვთის წყალობით, მალე ჩემი ორგანიზმიც მოძლიერდება და მუშაობას, ფულის მძიმე შრომით შოვნას ისევ შევძლებ, მაგრამ მანამდე გთხოვთ – მარტო არ დამტოვოთ!

***

მეგობრებო, ამ ოჯახის ცხოვრება დაუსრულებელ კოშმარს ჰგავს. ირმა ბებიას ტკივილი არ ცხრება. ის ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს, მაგრამ უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა. მთავარია, რომ ნიკოლოზი ცოცხალია, დანარჩენი კი ჩვენ ხელშია. ჩვენ შეგვიძლია მას სრულფასოვანი სიცოცხლე ვაჩუქოთ. ასე არ არის? შეუძლებელია უბედური ხალხის სიტყვებს გულით მოუსმინო და გულგრილი დარჩე.

შეგიძლიათ ოჯახს ესტუმროთ მისამართზე: ხაშური, ლომოურის ქ. №21.

მეგობრებო, ნიკოლოზ ტონოიანის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას, რათა მან მკურნალობის გაგრძელება შეძლოს.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნიკოლოზ ტონოიანი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აგვ 16
პროცედურები
300.00₾
2021 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
165.00₾
2021 ნოე 10
პამპერსი, ბავშთა კვება
49.34₾
2021 ნოე 17
პროდუქტები
149.72₾
2022 თებ 24
მედიკამენტები
351.72₾
2022 მარ 28
პროდუქტები
152.00₾

სულ ხარჯები:

1167.78₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.03.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.02.2022 10:27:05
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2022 15:20:50
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2022 21:11:45
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.01.2022 09:56:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.01.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.01.2022 05:12:04
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.12.2021 20:02:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.12.2021 19:10:33
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.12.2021 08:15:34
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.11.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.08.2021 20:00:00
₾1.84
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.08.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2021 20:00:00
₾3.41
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.07.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,167.75

81 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,167.75

81 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება