ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბავშვები „დანაღმულ ველზე“

calendar ივლისი 19, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ფრთხილად! გაჩერდი! გაჩერდი, თორემ შეიძლება სასიკვდილოდ დაშავდე!“ – ალბათ დანაღმულ ველზე სიარული უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ამ სახლში. რამდენი წელია ფონდში ვმუშაობთ, პირველყოფილი საცხოვრებელი პირობებიც ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ზოგჯერ გვგონია, რომ მსგავსი სახლების დანახვას უკვე შეჩვეულები ვართ, მაგრამ ვაი, რომ ამასთან შეჩვევა უბრალოდ შეუძლებელია!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ფრთხილად! გაჩერდი! გაჩერდი, თორემ შეიძლება სასიკვდილოდ დაშავდე!“ – ალბათ დანაღმულ ველზე სიარული უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ამ სახლში. რამდენი წელია ფონდში ვმუშაობთ, პირველყოფილი საცხოვრებელი პირობებიც ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ზოგჯერ გვგონია, რომ მსგავსი სახლების დანახვას უკვე შეჩვეულები ვართ, მაგრამ ვაი, რომ ამასთან შეჩვევა უბრალოდ შეუძლებელია!

ამ „დანაღმულ ველზე“ ოთხი პატარა ანგელოზი ცხოვრობს: ლიზი, ლიკა, ლუკა და ლილე… თუმცა საკითხავია, ცხოვრობენ, არსებობენ თუ გადარჩენას ცდილობენ?

მათი ერთადერთი სიხარული დაჟანგული, გაფუჭებული ველოსიპედი, ცალთვალა თოჯინა და ტელევიზორია, რომელიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და მხოლოდ მაშინ ირთვება, როცა მოეპრიანება.

ამ საბრალო ბავშვებს არაფერი აქვთ… და თქვენ მოგმართავთ, მეგობრებო – ეს უკვე ოჯახის ტრაგედია კი არა, ერის ტრაგედიაა! ისედაც ცოტანი დავრჩით და აი, ასე სათითაოდ იღუპება მთელი ქვეყანა!

ეს არ არის მრავალშვილიანი დედის ძახილი – ეს საქართველოს ღრიალია! ნუ იქნებით ყრუ და ბრმა, თორემ ხვალ შეიძლება არც ჩვენი ხმა გაიგონონ…

„ზოგჯერ სახლში ერთი ნაჭერი პურიც კი არ გვიგდია. უფროსი ბავშვები შიმშილს როგორღაც იტანენ, მაგრამ პატარას არ შეუძლია და ტირის.“

სახლში ხუთი ოთახია, მაგრამ აქედან მხოლოდ ორია საცხოვრებლად ვარგისი; დანარჩენებს იატაკი არ აქვს, კედლები კი დაბზარულია

მონიკა: ეს სიცოცხლე კი არა, გადარჩენისთვის ბრძოლაა! ჩვენს არსებობას სხვას ვერაფერს ვუწოდებ. უბრალოდ შეხედეთ ამ სახლს: იატაკი მთლიანად დამპალია, როცა წვიმს, სახურავიდან წყალი ჟონავს… სახლში სულ ხუთი ოთახია, მაგრამ აქედან მხოლოდ ორია საცხოვრებლად ვარგისი, დანარჩენებში გაჩერება კი საერთოდ შეუძლებელია: ყველაფერი დიდი ხნის წინ ჩამოინგრა, იატაკი არაა, კედლები დაბზარულია… აი, ასე ვცხოვრობთ! ზამთარში ძალიან ცივა და როგორც არ უნდა ვათბობდეთ აქაურობას, მუდმივად ორპირი ქარია.

მართლა საშინელი პირობებია… სახლში წყალი ან გაზი მაინც თუ გაქვთ?

მონიკა: სახლი ჩვენი არაა, ნაქირავებია. პირველად რომ გადმოვედით, აქ საერთოდ არაფერი იყო, ავეჯიც კი. ჩვენ თვითონ ვიყიდეთ რაღაცები. ავეჯი ძველი ვიყიდეთ, რადგან ახლის ყიდვის ფული არ გვქონდა. სახლში არც წყალი იყო და ჩემმა ქმარმა მილები საკუთარი ხელით გაიყვანა. საპირფარეშო ეზოშია, აბაზანა კი არ გვაქვს, ამიტომ ტაშტებში ვბანაობთ. აი, გაზი კი არა და არ გვეღირსა! მეპატრონეს ვთხოვეთ ამ საკითხში დაგვხმარებოდა, მაგრამ უარი გვითხრა. ამბობს, რომ სახლის გაყიდვას აპირებს და გაზის გასაყვანად ზედმეტი ხარჯები ნამდვილად არ სჭირდება.

ანუ, შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდეთ?

მონიკა: დიახ და ისიც კი არ ვიცით, მერე სად უნდა წავიდეთ! საცხოვრებელი სხვაგან არსად გვაქვს. არც ფული გვაქვს, რომ სხვა სახლი მოვძებნოთ. სულ ამაზე ვფიქრობ და მეშინია, რომ დღე-დღეზე ყველაფერს დავკარგავთ.

სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

მონიკა: იცით, დახმარების თხოვნა რატომღაც მეშინია. მაგალითად, ადრე სოციალური დახმარება ბევრად მეტი გვქონდა, მაგრამ როცა კვების ბარათი მოგვცეს, სოციალური დახმარება შეგვიმცირეს. დახმარება რომ ვითხოვო, ვაითუ, კიდევ შეგვიმცირონ…

მონიკა, რა სახსრებით ცხოვრობთ?

მონიკა: სოციალური დახმარება გვაქვს – 380 ლარი და კვების ბარათი – 120 ლარი. როგორც მრავალშვილიან დედას, 150 ლარსაც მიხდიან, მაგრამ ეს მანამ, სანამ ჩემი უმცროსი გოგონა, ლილე, 2 წლის არ გახდება. მერე აღარც ეს შემოსავალი მექნება.

ძველი, გაფუჭებული ტელევიზორი, რომელიც მაშინ ირთვება, როცა მოეპრიანება

ეს თანხა რაზე გყოფნით?

მონიკა: ფაქტობრივად, არაფერზე! მშობლები, დროდადრო, სურსათით რომ არ გვეხმარებოდნენ, დიდ გასაჭირში ვიქნებოდით. 100 ლარს ბინის ქირაში ვიხდით, კომუნალურებიც გადასახდელია… საერთოდ არაფერი გვრჩება.

თქვენი მეუღლე არ მუშაობს?

მონიკა: პანდემიამდე მუშაობდა, კანალიზაცია გაჰყავდა, ახლა კი სამსახური აღარ იშოვება. თავი პატარ-პატარა საქმეებით გააქვს: მინდორს ხნავს, შეშას ჩეხავს, ხალხს საოჯახო საქმეებში ეხმარება…

მონიკა, თქვენი ოჯახის დახმარება რით შეგვიძლია?

მონიკა: ასეთ პირობებში ცხოვრება ძალიან რთულია, მით უმეტეს, როცა პატარა შვილები გყავს. იცით, ჩვენ არც მაცივარი გვაქვს და არც სარეცხი მანქანა. საჭმელს ყოველდღე ცოტას ვაკეთებ, რომ არ გაფუჭდეს. ზოგჯერ სურსათს მეზობელთან ვინახავ – მითხრა, შეგიძლია ჩვენი მაცივარი გამოიყენოო, მაგრამ წამდაუწუმ მისი შეწუხება ძალიან მერიდება… ამიტომ თუ მაცივრით დაგვეხმარებით, ეს ჩვენთვის ნამდვილი ხსნა იქნებოდა.

სარეცხი მანქანაც ძალიან გვჭირდება! ახლა ყველაფერს ხელით ვრეცხავ. ზოგჯერ იმდენი ტანსაცმელი გროვდება, რეცხვას დილით რომ ვიწყებ, გვიანობამდე მიგრძელდება. ღამით ყველა რომ იძინებს, მე ისევ ვრეცხავ. როცა სახლში ოთხი ბავშვია, რეცხვას ბოლო არ უჩანს. ხშირად, ამის გამო, ხელები მტკივა, კანი მიწითლდება და მეწვის. აი, ასე ვიტანჯები!

რა არის თქვენთვის ბედნიერება?

მონიკა: იმისცოდნა, რომ შენს შვილს არ შია და არაფერი სტკივა; რომ შენი შვილები ღირსეულ ქართველებად გაიზარდნენ. მე და ჩემი მეუღლე ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა სათანადო აღზრდა-განათლება მიიღონ.

კარგი და კეთილი ადამიანი – როგორი ადამიანია? შეგიძლიათ, ფრაზა გააგრძელოთ?

მონიკა: კარგი და კეთილი ადამიანიმორწმუნე ადამიანია, რომელიც სინდისით ხელმძღვანელობს. ღმერთმა მცნებები დაგვიტოვა, რომლებიც უნდა დავიცვათ. რა თქმა უნდა, უცოდველი არავინაა, მაგრამ უფალი მოწყალეა. ის კარგად ხედავს იმ სიკეთეს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და რაც უფრო მეტ სიკეთეს ვაკეთებთ, მით უფრო ვუახლოვდებით უფალს.

მონიკა, თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით… და მათთან საუბარიც მინდა, თუ შეიძლება…

მონიკა: ოჰ, ისეთი მორცხვები არიან… მაგრამ უფროსებთან – ლიზისთან და ლიკასთან საუბარს კი შეძლებთ. ადამიანს რომ მიეჩვევიან, მერე თავისუფლად ელაპარაკებიან. აი, ლუკა კი ძალიან მორცხვია. არა მგონია, მასთან საუბარი შეძლოთ.

ლიკა და ლიზი სკოლაში დადიან. ისე გავაკეთე, რომ ერთად, ერთ კლასში ესწავლათ. ყოველთვის მეხმარებიან. მართალია, ვცდილობ, ჩემი შვილები საოჯახო საქმეებით არ დავტვირთო, მაგრამ ძალიან აქტიური გოგონები მყავს და დედის და მამის დახმარებას ყოველთვის ლამობენ. დების შემხედვარე კი დასახმარებლად ლუკაც იწევს.

სხვათა შორის, ლიზი ძალიან მგრძნობიარე ბავშვია, ყველაფერი ძალიან ახლოს მიაქვს გულთან, ამიტომ, თუ მე და ჩემი ქმარი რაღაც პრობლემებს განვიხილავთ, ვცდილობთ ბავშვებმა არ გაიგონ; განსაკუთრებით – ლიზიმ, თორემ მერე ნერვიულობას დაიწყებს.

პატარა ლუკას ერთადერთი სიხარული გაფუჭებული ველოსიპედია

ბავშვებო, რა სათამაშოებს ისურვებდით?

ლიკა: მე უ-უ-უზარმაზარი ფუმფულა სათამაშო მინდა, რომ ჩემზე მაღალი იყოს. რბილი სათამაშოები ძალიან მიყვარს, მაგრამ მხოლოდ ეს ძველი მაქვს.

ლიზი: მე კიდე ტელეფონი მინდა, რომ მულტფილმებს ვუყურო. ტელევიზორი კი გვაქვს, მაგრამ ძველია და ხშირად ფუჭდება. მასში მულტფილმებს ვერ უყურებ.

გოგოებო, იქნებ გამიზიაროთ, რაზე ოცნებობთ? ვინ გინდათ გამოხვიდეთ?

ლიზი და ლიკა (ერთად): ექიმი!

ლიზი: ოღონდ მე სტომატოლოგი ვიქნები და ხალხს კბილებზე ვუმკურნალებ. ბავშვებსაც! ბავშვებს ექიმების ეშინიათ, მაგრამ ჩემი არ შეეშინდებათ.

ლიკა: მე კი მკურნალი ექიმი ვიქნები. არ ვიცი, სწორად როგორ ვთქვა… მოკლედ, ექიმი ვიქნები, რა! აი, ვინმე ავად რომ გახდება, ჩემთან მოვა ხოლმე. მე კი ისე კარგად ვუმკურნალებ, რომ ავად აღარასდროს გახდეს!

ასეთი რთული და საპასუხისმგებლო პროფესია რატომ აარჩიეთ?

ლიკა: დედა ამბობს, რომ ექიმი ღმერთის მოციქულია, მე კი მინდა რაღაც კარგი ვაკეთო, რომ ღმერთმა ეს დაინახოს.

ლიზი: სტომატოლოგობა იმიტომ მინდა, რომ ხალხს ლამაზი კბილები ვაჩუქო და მერე ისინი უფრო ხშირად გაიღიმებენ.

ლიკა, ღმერთის გწამს?

ლიკა: რა თქმა უნდა! მშობლებმა გვასწავლეს, როგორ ვილოცოთ და როგორ მივმართოთ უფალს…

მას რას სთხოვდი?

ლიკა: მმმ… (დაფიქრდა.) რომ ყველაფერი კარგად გვქონდეს!

ლიზი: და რომ დედა არასდროს ტიროდეს, რადგან როცა უჭირს, სულ ტირის. არ მინდა დედის ტირილს ვხედავდე…

***

ძვირფასო მეგობრებო, ამ კეთილ და საყვარელ ოჯახს ხომ დავეხმარებით? ამ მშვენიერ ხალხს გასაჭირში ხომ არ მივატოვებთ? მოდი ჯიქიების ოჯახს ერთად დავეხმაროთ! მათ ესაჭიროებათ: სურსათი, სარეცხი მანქანა და მაცივარი, მაგრამ ყველაზე მეტად მათ თქვენი ყურადღება და კეთილი გულები სჭირდებათ!

ოჯახის გაცნობა და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ზუგდიდი, ვახტანგ გორგასლის ქ. №32

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ჯიქიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 სექ 30
სარეცხი მანქანა
599.00₾
2021 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
215.00₾
2021 ოქტ 15
პროდუქტები
253.00₾

სულ ხარჯები:

1067.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.08.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.08.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.08.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.08.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.07.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.07.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.07.2021 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾1,067.00

49 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,067.00

49 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება