ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ვიცი, სად ცხოვრობს ღმერთი!

calendar ივლისი 29, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მარიამს ძალიან უჭირს. ის ავადაა. ის სხვებს არ ჰგავს. თანატოლების მსგავსად, წერა-კითხვა და ოცნება მასაც შეუძლია, სიარული კი არა. ბავშვობიდან! წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, როგორია ამ ტანჯვის ყურება მისი ოჯახისთვის, თანაც – სრულ სიღარიბეში?! ისინი იმდენად ღარიბები არიან, რომ მას ვერაფრით ეხმარებიან.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მარიამს ძალიან უჭირს. ის ავადაა. ის სხვებს არ ჰგავს. თანატოლების მსგავსად, წერა-კითხვა და ოცნება მასაც შეუძლია, სიარული კი არა. ბავშვობიდან! წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, როგორია ამ ტანჯვის ყურება მისი ოჯახისთვის, თანაც – სრულ სიღარიბეში?! ისინი იმდენად ღარიბები არიან, რომ მას ვერაფრით ეხმარებიან.

ის 20 წლისაა და 20 წელია მისი ფეხები დამხმარე ეტლის ბორბლებია.

ქუჩაში ისევ ხმამაღალი საუბრები და სიცილი ისმის. აი, ისევ ვიღაცას ეძახიან სასეირნოდ! შეიძლება ნანას, ან ლელას, ან თამარს… მაგრამ არა მარიამს.

„ელისო დეიდა, მარი ჩვენთან სასეირნოდ გამოუშვით, რა. გპირდებით, გვიანობამდე არ გავჩერდებით“, – როგორ უნდა ამ სიტყვების მოსმენა…

ოჰ, როგორ უნდა, რომ დედა დაითანხმოს და ლამაზი ტანსაცმელი ჩაიცვას, ვარცხნილობა გაიკეთოს, სწრაფად ჩაირბინოს სამსართულიანი კიბეები, ქუჩაში გავარდეს და მეგობრებს ჩაეხუტოს! მერე ერთად დიდხანს ისეირნებდნენ, ახალ სერიალებს ან მეზობლის ბიჭებს განიხილავდნენ. მის ასაკში ხომ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა! ალბათ ვიღაცას შეუყვარდებოდა კიდეც, რადგან მარიამი ძალიან მომხიბვლელი, კეთილი და ჭკვიანი გოგოა. ალბათ, საღამოობით, ერთმანეთს ხელს ჩაკიდებდნენ და გვიანობამდე ისეირნებდნენ, დედა კი საათში ორასჯერ მაინც დაურეკავდა და ინერვიულებდა, რომ მისი შვილი ასე შეყოვნდა. ალბათ, სახლში გვიან დაბრუნებულს, კარგადაც დატუქსავდნენ და ეჩხუბებოდნენ; მერე ინერვიულებდნენ, იტირებდნენ… მაგრამ სწორედ ეს იქნებოდა ცხოვრება – მოზარდი ადამიანის ნამდვილი ცხოვრება! ახლა კი მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ დედის დახმარებით ძლივს მივიდეს თავის ეტლამდე, ფანჯარასთან მიგორდეს და ცაში იყუროს.

„იცი, იქ ღმერთი ცხოვრობს და მას ჩემი ესმის. იცის, რომ მინდა სიარული შევძლო… და ვიცი, რომ ის აუცილებლად დამეხმარება. უბრალოდ, ყოველდღე უნდა ვთხოვო…“

გაიცანით, მეგობრებო, ეს მარიამია – ერთი ჩვეულებრივი გოგონა, რომელსაც მხოლოდ ერთი ოცნება აქვს – სიარული!

ნუთუ დავუშვებთ, რომ მისი ოცნება ოცნებად დარჩეს?

ნაბიჯ-ნაბიჯ – ასე სწავლობს მარიამი სიარულს დედის დახმარებით!

ელისო, ცერებრული დამბლა რომ არ იკურნება?..

ელისო: მართალია, მაგრამ სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ უწყვეტმა თერაპიამ, წამლებმა და რეაბილიტაციის კურსებმა შეიძლება მისი მდგომარეობა ბევრად გააუმჯობესოს. ცერებრული დამბლის შედეგების დაყვანა მინიმუმამდე შეიძლება, რაც მარიამს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. მე სხვა არაფერზე ვოცნებობ გარდა იმისა, რომ დავინახო, ჩემი შვილი დამოუკიდებლად როგორ დადის.

გულს ნუ გაიტეხთ, ელისო! დარწმუნებულები ვართ, ქართველები არ დაუშვებენ იმას, რომ თქვენი მშვენიერი გოგონას ოცნება ოცნებად დარჩეს. ორსულობის დროს გართულებები ხომ არ გქონიათ?

ელისო: არა. ორსულობამაც და მშობიარობამაც ნორმალურად ჩაიარა. მარიამი დიდი ხნის ნანატრი შვილი იყო. როცა მეორედ დავფეხმძიმდი, ერთი ბიჭი უკვე მყავდა. მე და ჩემი ქმარი გოგონაზე ვოცნებობდით და როცა მარიამი გაჩნდა, ისეთი ბედნიერები ვიყავით!.. ჩვეულებრივი ბავშვი იყო… მერე კი შევამჩნიე, რომ რაღაც ისე არ იყო. ვერაფრით ვხსნიდი, ასე რამ დამძაბა. ალბათ დედის გულმა იგრძნო რაღაც. ექიმთან წავედით და მთელი რიგი გამოკვლევების შემდეგ მითხრეს, რომ უჩვეულო შვილი მყავდა: ღმერთმა პატარა ანგელოზი გამომიგზავნა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება.

20 წლის ასაკში მარიამს დედის დახმარების გარეშე არ შეუძლია

ელისო, რას ურჩევდით დედებს, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ?

ელისო: ყველაზე მთავარი რეალობის მიღებაა. ბევრი ამას ვერ ხვდება და ეწინააღმდეგება, მაგრამ დამიჯერეთ, ეს გულს უფრო მეტად გატკენთ. დიახ, იქნება ტკივილიც, წყენაც, ცრემლებიც… მაგრამ დაიმახსოვრეთ, – ეს თქვენი შვილია და მას თქვენგან მეტი სიყვარული, მეტი ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. აჩვენეთ მას, თუ როგორ გიყვართ! თქვენ ის უფალმა გაჩუქათ, ამიტომ დააფასეთ ღმერთის საჩუქარი!

რა ნიშნებით ვლინდება ცერებრული დამბლა მარიამის შემთხვევაში?

ელისო: ჩემი შვილი თანატოლებს განვითარებაში დიდად არ ჩამორჩება. სკოლაც დაამთავრა, წერა-კითხვაც იცის და წიგნებიც ძალიან უყვარს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ვერ დადის, ფეხები ვერ იჭერს – სუსტი კუნთები აქვს… მაგრამ ოთხი წლის წინ კიდევ ერთი პრობლემა გამოუვლინდა – ეპილეფსია. ერთ ღამეს შევამჩნიე, რომ მარიამი რაღაც უცნაურად იწვა: თავი ძალიან უკან ჰქონდა გადაგდებული, თვალები – ზემოთ ატრიალებული და კრუნჩხვებისგან მთელი სხეული უკანკალებდა. ეპილეფსია აღმოჩნდა.

ექიმებმა მითხრეს, რომ ხშირად ცერებრული დამბლის სიმპტომებს თან ეპილეფსია ახლავს; მაგრამ ამ უბედურებას გადავრჩით: ბევრს შეტევები ადრეულ ასაკში ეწყება, რაც შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს. მარიამს კი ეპილეფსია 16 წლის მერე გამოუვლინდა, ამიტომ თუ წამლებს ყოველდღე დავლევთ და სათანადო სიფრთხილეს გამოვიჩენთ, შეტევების თავიდან აცილება შეიძლება და ისინი არც ტვინის მუშაობაზე და განვითარებაზე მოახდენენ რამე ზეგავლენას.

„მიდი, ჩემო კარგო, მიდი… ჩვენ ყველაფერი გამოგვივა!“

„რა ყოჩაღი ხარ! ჩვენ ამას შევძლებთ! მიდი, დაეხმარე დედას! საკუთარ თავს დაეხმარე!“

„ვოცნებობ, რომ ერთ დღეს მარიამს ეტლი აღარ დასჭირდება და ის დამოუკიდებლად სიარულს შეძლებს“

მარიამი სახლში როგორ გადაადგილდება?

ელისო: დამხმარე ეტლით, რომელიც მაშინ გვაჩუქეს, როცა ის ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში იყო. ახლა კი ეტლი მისთვის უკვე ძალიან პატარაა – ის 14 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი; მაგრამ ეგ კიდევ არაფერი! სანამ ეტლში ჩაჯდები, ჯერ მასთან უნდა მიხვიდე; ამიტომ მარიამი ხელში ამყავს, წელზე ხელებს მაგრად ვხვევ და ეტლამდე მისვლაში ვეხმარები. დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ამიტომ მისი ფეხები მე ვარ. ჩემს ქმარს ამის გაკეთება არ შეუძლია – მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. დედამთილი მეხმარება, მაგრამ უკვე მოხუცია და ასეთი სიმძიმის აწევა ძალიან უჭირს, ამიტომ ჩემს შვილს, ძირითადად, მარტო ვუვლი.

„ერთი, ორი და – წამოვჯექით!“

„ერთი, ორი და – დამოუკიდებლად ავწიეთ ხელი!“

„ნახეთ, თითქოს ვცეკვავ!“

„ყოჩაღ, დედის სიხარულო! ძალიან მიხარია, რომ ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეძლო!“

ელისო, თქვენს მეუღლეს რა სჭირს?

ელისო: ბავშვები ძალიან პატარები იყვნენ, როცა ჩემი მეუღლე ავად გახდა. ერთ დილას თავი ძალიან ცუდად იგრძნო: ძლიერმა თავის ტკივილებმა ყვირილამდე მიიყვანა, წნევამ მკვეთრად აუწია. ექიმებმა თავის ტვინში კისტა აღმოუჩინეს. სამი ოპერაცია გადაიტანა, თავის ქალა სამჯერ ახადეს. მკურნალობის ფული რომ გადაგვეხადა, სახლი დავაგირავეთ, უკან გამოსყიდვა კი ვეღარ შევძელით და დავკარგეთ. მას შემდეგ ნაქირავებ ბინებში დავხეტიალობთ… მაგრამ ამაზე უკვე აღარ ფიქრობ. მთავარია, საყვარელი ადამიანი გვერდით ცოცხალი გყავდეს!

მეუღლე როგორ გაიცანით?

ელისო: ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით. ჩვენი ბინები ერთმანეთს უყურებდა. როგორც აღმოჩნდა, ჩემმა ზვიადმა შემამჩნია, მოვეწონე, მე კი ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი. ერთ დღესაც მომიტაცა. აი, ასე – ადგა და მომიტაცა! (იცინის.) ჩემმა დედამთილმა, – ასე არ გამოვაო და იმავე დღეს მიმაბრუნა ოჯახში; მაგრამ ზვიადმა უკან არ დაიხია, არშიყობა დამიწყო, მოსვენებას არ მაძლევდა… ჰოდა, მეც დავუთმე. აი, ასე შევქმენით ჩვენი პატარა ოჯახი!

ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება დაგატყდებოდათ თავს?

ელისო: არა, მსგავსს ვერასოდეს წარმოვიდგენდი! როცა ახალგაზრდა ხარ და ოჯახი ახალი შექმნილი გაქვს, ფიქრობ, რომ კი, პრობლემები გექნებათ, მაგრამ უმნიშვნელო და ეს ცხოვრებას ვერ გაგიფუჭებს, რადგან ორივეს ერთად არაფრის გეშინიათ.

თქვენი მეუღლე ახლა როგორ არის?

ელისო: ჯერ ბოლომდე ვერ გამოკეთდა. ავადმყოფობამ ცოტა ხნით უკან დაიხია და ისევ თავი რომ არ შეგვახსენოს, სხვადასხვა წამლები უნდა სვას, ექიმებთან უნდა იაროს და გამოკვლევები იტაროს; მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ძვირია, ხომ გესმით? ჩემი ქმარი მეორე ჯგუფის ინვალიდია. ნებისმიერი დატვირთვა და ნერვიულობა აკრძალული აქვს. ცალი თვალით საერთოდ ვერ ხედავს, მეორე თვალით – ბუნდოვნად. ჯანმრთელი არც მე ვარ – ორივე მკერდში კისტები აღმომიჩინეს. ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გაქრა. მეც მკურნალობა მჭირდება, – ექიმებმა უამრავი წამალი დამინიშნეს, მაგრამ ამ ყველაფრის ფული უბრალოდ არ მაქვს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი მარიამის ჯანმრთელობაა! მთელი ჩვენი ოჯახი მხოლოდ ჩვენს ანგელოზზე ფიქრობს და იმ დღეზე ვოცნებობთ, როცა ის დამოუკიდებლად სიარულს შეძლებს.

როგორია ექიმების პროგნოზი მარიამთან დაკავშირებით?

ელისო: ამბობენ, რომ ახლა მთავარია დრო არ დავკარგოთ. გვითხრეს, რომ თუ 22 წლამდე ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა და რეაბილიტაციის კურსები გაიარა, დიდი შანსია, რომ დამოუკიდებლად გაიაროს! ამიტომ, რაც მალე დაიწყებს მკურნალობას, მით მეტი შანსია, რომ გამოჯანმრთელდეს. მაგრამ ექიმების მომსახურება ძალიან ძვირია, ჩვენ კი ამდენი ფული არ გვაქვს…

„მთავარია, არ დავიზაროთ და ყველაფერი გამოგვივა!“

„რეაბილიტაცია შედეგებს მოგვცემს…“

„დე, გპირდები, რომ ჩემით სიარულს შევძლებ!“

რა სახის დახმარება სჭირდება ახლა თქვენს გოგონას?

ელისო: თქვენც კარგად ხედავთ, რა საშინელ პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენთვის მარიამის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია! ოღონდ გამოჯანმრთელდეს და სხვა არაფერი გვინდა! ამიტომ თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება! ჩემს გოგონას სპეციალური წამლები, სარეაბილიტაციო კურსები და სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება. ჩვენ ამ ყველაფრის ფული არ გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ და ფონდის მეგობრები დაგვეხმარებით. თქვენ ჩვენი უკანასკნელი იმედი ხართ… (ტირის.)

ყველა პრობლემის მიუხედავად, მარიამი მაინც იღიმის! მას სჯერა, რომ ერთ დღეს ისიც ისეთივე იქნება, როგორიც სხვები. დავეხმაროთ, მეგობრებო? შევუმსუბუქოთ ტანჯვა ამ გოგონას?

ელისო, ძალიან გთხოვთ, ნუ ტირით… ყველანი თქვენ გვერდით ვართ და მხარს გიჭერთ! რა სახსრებით ცხოვრობთ?

ელისო: სუპერმარკეტში ვმუშაობ და 650 ლარს ვიღებ. ჩემი ბიჭიც მუშაობს – ხელფასი 450 ლარი აქვს. მარიამის და ჩემი ქმრის ინვალიდობის პენსია, დედამთილის პენსია და სოციალური დახმარება დიდი ხანია თვალით არ გვინახავს. მთელი ეს ფული წინასწარ ავიღეთ ბანკიდან, რომ მარიამის, ჩემი მეუღლის და ჩემი მკურნალობის ფული გადაგვეხადა, როცა მკერდიდან კისტა ამომაჭრეს. მას შემდეგ ვალებში ვართ… კი არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ…

სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

ელისო: დიახ, თან არაერთხელ! მაგრამ აზრი? მათგან შველას ხომ ვერ ეღირსები! რეაბილიტაციის კურსები ძალიან ძვირია, სახელმწიფო კი მათ არ აფინანსებს.

არავინ გეხმარებათ? მეგობრები, ნათესავები…

ელისო: ნათესავები საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ. როცა ავადმყოფი შვილი და ქმარი გყავს და შენც ავად ხარ, უცებ ხედავ, რომ ნათესავები და მეგობრები უკვალოდ ქრებიან. სანამ ჯანმრთელი ხარ და შეგიძლია ვინმეს რამეში გამოადგე, ყველას უყვარხარ, მაგრამ როცა პრობლემები გაქვს – აღარავის სჭირდები! თუმცა, როცა საავადმყოფოში აღმოვჩნდი, ჩემი თანამშრომლები ძალიან დამეხმარნენ. ცოტაოდენი ფული შემიგროვეს, რისთვისაც მათი უზომოდ მადლიერი ვარ!

ეს სახლი ნაქირავებია?

ელისო: დიახ, მაგრამ ძნელია მას სახლი უწოდო. როგორც ხედავთ, ძველი შენობის მესამე სართულზე ვცხოვრობთ. აქ ამოსასვლელად არაერთი საფეხური უნდა ამოიარო გარედან. მარტო ამოსვლა ძალიან მეშინია და თუ ბავშვთან ერთად ვარ ხომ საერთოდ… მარიამს გასეირნება სჭირდება, მაგრამ როგორ? შვილი ხელში ამყავს და ქვემოთ, მასთან ერთად, ასე ჩავდივარ. აი, უკან ამოსვლა კი დიდი პრობლემაა! ძალიან მარტივად შეიძლება ჩავარდე… მაგრამ ახლა სხვა ბინის ფული არ გვაქვს. პანდემიის დრო გადასახადებს ნორმალურად ვერ ვიხდიდით, ამიტომ ვალები დაგვიგროვდა. როგორ გადავიხადოთ და წამლები ან საჭმელი როგორ ვიყიდოთ, არ ვიცი… ეჰ… უკვე არაფერი ვიცი…

„ეს სახლი მარიამისთვის ციხეა – აივნის იქით ვერ გადის!“

არადა, მას სამყაროს ნახვა ისე უნდა…

სახლში ყველა საჭირო ტექნიკა გაქვთ?

ელისო: მაცივარი არ გვაქვს. საჭმელს ცოტ-ცოტას ვამზადებ, რომ არ გაფუჭდეს, ამიტომ დღეში რამდენჯერმე მიწევს კეთება, რაც ძალიან რთულია. გაზქურაც გაფუჭებულია – გაზი გამოდის და ძალიან საშიშია… მაგრამ იცით, ამ ყველაფრის გარეშე როგორმე ვიცოცხლებთ, ყველაფერს ავიტანთ, – თქვენ მარიამის მკურნალობაში დაგვეხმარეთ და მეტი არაფერი გვინდა!

ელისო, წეღან ახსენეთ, რომ მარიამი სკოლაში დადიოდა…

ელისო: დიახ, ჩვეულებრივ სკოლაში, რადგან განვითარებაში თანატოლებს არ ჩამორჩება. სკოლაში მე დამყავდა. დილას ადრე ვდგებოდი, მარიამი სკოლაში მიმყავდა და მერე სამსახურში მივდიოდი; დღისით კი ან მე მომყავდა სკოლიდან, ან ჩემს დედამთილს… ხოლო თუ დრო მქონდა, მთელი დღის განმავლობაში, შვილთან ერთად, სკოლაში ვრჩებოდი და მის გვერდით ვიჯექი. შეიძლება ითქვას, – სკოლა ერთად დავამთავრეთ.

„დედა, ხელი არ გამიშვა, მეშინია!“

თანაკლასელებს მის მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?

ელისო: რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მშვენიერი! ყოველთვის და ყველაფერში მხარს უჭერდნენ. ერთხელ სკოლაში პროექტი „ნატვრის ხე“ ჩატარდა. ბავშვებს თავიანთი სურვილი ფურცელზე უნდა დაეწერათ და ტოტზე ჩამოეკიდათ… (ტირის.) არ დაიჯერებთ, მაგრამ როცა მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობდა, ვინ რა დაწერა, მთელი კლასს ის უნდოდა, რომ მარიამს სიარული ესწავლა.

ელისო, შეიძლება მარიამს გავესაუბრო?

ელისო: ძალიან მორცხვია! სტუმრები ყოველთვის უხარია, მაგრამ საუბარი ერიდება…

სანამ ელისოს ვესაუბრებოდი, მარიამი ბიბლიას კითხულობდა, რომელიც მის წინ პატარა მაგიდაზე იდო; მაგრამ გოგონა პერიოდულად მიყურებდა და თბილად მიღიმოდა. როცა ელისოს მასთან საუბრის ნებართვა ვთხოვე, მარიამი დედას მიეკრა და სახე მის მხარში ჩარგო.

„მჯერა, რომ უფალი ჩემს გოგონას არ მიატოვებს, რადგან მას ღმერთის ძალიან სწამს!“

ელისო: აი, ხომ ხედავთ? შერცხვა… ჩემი ანგელოზი!.. სულ ბიბლიას კითხულობს და ხშირად ლოცულობს. ქუჩაში ვერ სეირნობს, ამიტომ ხშირად აივანზე ზის. მერე ხელს ცისკენ იშვერს და მეუბნება: „დე, შეხედე, იქ ღმერთი ცხოვრობს… და ის ახლა მხედავს, ხომ ასეა?“

მარიამმა მითხრა, რომ როცა სიარულს შეძლებს, მთელი დღე ისეირნებს და ისეირნებს; რომ ცხოვრებაში სხვა არაფერი სჭირდება, გარდა იმისა, რომ ფეხქვეშ მოძრაობა იგრძნოს.

ელისო, ღმერთთან საუბრის შესაძლებლობა რომ მოგეცეთ, რას ჰკითხავდით? ან რას სთხოვდით?

ელისო: პირველ რიგში, მადლობას ვეტყოდი ანგელოზისთვის, რომელიც მაჩუქა. მერე კი ჩემი შვილისთვის ჯანმრთელობას ვთხოვდი და თუ საჭირო იქნება, შეუძლია ფეხები მე წამართვას და ჩემს შვილს მისცეს.

„ღმერთო, მადლობა ამ ანგელოზისთვის!“

ელისო, ყველაზე მეტად რაზე ოცნებობთ?

ელისო: პირველ რიგში, ჩემი ოჯახის კეთილდღეობაზე, რა თქმა უნდა; ჩემი შვილის და მეუღლის ჯანმრთელობაზე… მაგრამ იცით, ვისურვებდი, რომ საქართველოში რეაბილიტაციის კურსები ისეთი ბავშვებისთვის, როგორიც ჩემი მარიამია, უფასო იყოს! ცერებრული დამბლა ძალიან ბევრ ბავშვს აქვს, სახელმწიფო კი მათ მკურნალობას საერთოდ არ აფინანსებს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენი ერის მომავალი ჩვენი შვილები არიან, მაგრამ იმისთვის, რომ ისინი ჯანმრთელები იყვნენ, სახელმწიფომ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს!

***

მეგობრებო, 20 წლის მარიამმა სიარული ხელახლა უნდა ისწავლოს. ექიმები ირწმუნებიან, რომ მას ამის შანსი აქვს, მაგრამ ამისთვის საჭიროა ფიზიკური დატვირთვა, სპეციალურ ტრენაჟორზე ვარჯიში, რეაბილიტაციის კურსი და მკურნალობა წამლებით. ეს ყველაფერი მას კუნთების გაძლიერებაში, მოძრაობის კოორდინაციისა და წონასწორობის განვითარებაში დაეხმარება და სისხლის მიმოქცევასაც გაუუმჯობესებს. ექიმები შეძლებენ მარიამს ცხოვრება ბევრად გაუმარტივონ… მაგრამ ოჯახს ამ პროცედურების ფული არ აქვს. მარიამი ოცნებობს ფეხზე დადგეს, სიარული ისწავლოს და იმ ცხოვრებით იცხოვროს, რომელიც ახლა წართმეული აქვს.

მარიამის მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი №22.

არ დაგავიწყდეთ ჩვენი პოსტის გაზიარება, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მარიამ გუმბერიძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მივხვდი, რომ ღმერთი კეთილი ქართველების გულებში ცხოვრობს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „ღმერთო, გთხოვ, გთხოვ, გთხოვ! გვანახე მე და ყველა კეთილ ადამიანს საქართველოში, როგორ გაივლის მარიამი“
რა ბედნიერებაა, უბრალოდ ფეხზე მყარად დგომა. დამოუკიდებლად, დედის დახმარების გარეშე დგომა. მარის ეს უკვე გამოსდის. დღითი დღე, ცოტათი მეტხანს. კიდევ ცოტაც, სულ ცოტაც…
– ყოჩაღ, მარი, მაგარი ხარ! – მისი დედა, ელისო უზომოდ გახარებულია.
– დე, ნახე, რამდენ ხანს შევძელი  მარტომ? იქნებ, სიარულიც შევძლო? რა მალე შეისმინა ღმერთმა ჩემი ვედრება!
თქვენ უკვე იცნობთ ჩვენს მარიამ გუმბერიძეს. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/760-gumberidze/description/#content
ის ძალიან კეთილი, მორიდებული და თბილი გოგონაა. მაგრამ ბევრი რამ, რის შესაძლებლობაც გააჩნიათ მის თანატოლებს, მისთვის არ არის ხელმისაწვდომი: გაიქცეს მეგობრების შესახვედრად, წავიდეს პაემანზე, კაფეში ან კინოში. მისთვის ნამდვილი სასწაული იქნებოდა სახლიდან უბრალოდ გარეთ გასვლაც კი!
პროექტის დაწყების მომენტიდან, ამ საყვარელი გოგონას ოჯახმა, უსაზღვრო სიხარული განიცადა! „გული სავსე მაქვს იმედით და ძალიან ბედნიერი ვარ! – ამბობს ელისო, მარის დედა. – კეთილი ადამიანების დამსახურებით, მათი დახმარებით, ჩემმა გოგონამ გაიარა რეაბილიტაციისა და მასაჟის რამდენიმე კურსი. რამდენი კარგი სიახლე გავიგეთ! წარმოგიდგენიათ? ჩემს გოგონას ფეხზე მყარად დგომა შეუძლია? ხელსაც შლის…“ რა ცოტა ყოფილა საჭირო, ყოველი ახალი დღე, დღესასწაულად რომ იქცეს!
მთავარია, ახლა არ გავჩერდეთ! ექიმების თქმით, მარიამს დიდი შანსი აქვს, რომ გაიაროს. მის შემთხვევაში, ცერებრალური დამბლა არ არის განაჩენი. მაგრამ ახლა, მას ეს შანსი ჩვენ უნდა მივცეთ. ჩვენი დახმარების გარეშე, არაფერი არ გამოვა. ოჯახი მკურნალობის ახალ კურსს, ვარჯიშებს მარტო ვერ გაუმკლავდება. მწარეა და გულსაკლავი, როდესაც აცნობიერებ, რომ ძალიან ახლოს ხარ ოცნების ახდენასთან, მაგრამ იძულებული ხდები, მასზე უარი რომ თქვა! მარი იმედიანი განწყობა აქვს, მთელი ოჯახი არის  იმედის ტალღაზე. ჩვენ შეგვიძლია, გავუკეთოთ მას ეს უდიდესი საჩუქარი, რასაც სიარულის უნარი ჰქვია! უფალმა ჩვენ აგვირჩია, რათა დავეხმაროთ მარის.
       – ელისო, ვიცით, რომ თქვენს ოჯახში სასიხარულო ცვლილებებია. უფრო მეტად კი, გულს ის გვიხარებს, რომ ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი.  გვიმბეთ, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
ელისო: ძალიან ბედნიერი ვარ! აქამდე სულ მეტირებოდა, ახლა კი ვიღიმი, ვიცინი. და არა მხოლოდ იმისთვის, ჩემი შვილები რომ გავამხნევო, არამედ გულწრფელი სიხარულისგან. მარიამს არაჩვეულებრივი შედეგი აქვს. უკეთესობა შესამჩნევია. მას შეუძლია უფრო მყარად, უფრო დიდხანს დგომა. ხელსაც კარგად შლის, ავარჯიშებენ, სიარულს ასწავლიან.
           – იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
          ელისო: რა თქმა უნდა! ჩვენს შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ერთი ღვთისნიერი გოგონა, დაგვიკავშირდა – ნატა. სამწუხაროდ მისი გვარი არ მახსოვს. ყველამ იცის, რა ძვირი ჯდება თითოეული მასაჟი. ჩვენს ოჯახს ამის საშუალება არასდროს არ ექნებოდა. ღმერთი გაახარებს ჩვენს კეთილ ანგელოზს! ჯერ ნატამ გაუკეთა რამდენიმე მასაჟი, მერე კი, მისი რჩევით მივმართე რეფერალურ სამსახურსა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს. სწორედ მათ დაუფინანსეს ყველა მასაჟი მარიამს. ჩემს გოგონას განსაკუთრებით მოუხდა თბილისის ბალნელოგიურ კურორტზე ჩატარებული კურსი, რომელიც შედგებოდა 9 მასაჟისგან გოგირდოვან წყლებში. (ეს მოხდა რეფერალური ცენტრის ხელშეწყობით). 20 სარეაბილიტაციო მასაჟი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გვაჩუქა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა!
       მარიამის მოტორიკა ძალიან შეიცვალა – ხელებსაც შლის, კარგად ვარჯიშობს, დგომაც უფრო მყარად შეუძლია. ახლა იმედით ვცოცხლობთ, განწყობაც სულ სხვაა. ეს ბედნიერება არ მექნებოდა, თქვენი პოსტი რომ არა.
იცით, რომ ჩვენ მაღალ სართულზე ვცხოვრობთ, ავადმყოფ ბავშვთან ერთად გადაადგილება, ფიზიკურად ძალიან რთულია. მაგრამ, ყოველდღიურად ისეთ კარგ სიახლეებს ვიგებდით, რომ დავფრინავდი ამ კიბეზე მარიამთან ერთად! ეს ცვლილებები და ახალი მოვლენები ჩემს გოგონას იმხელა სიხარულს ანიჭებდა, რომ საკუთარი თავი აღარც კი მახსოვდა.
– ახლა თქვენ ძალიან გაახარეთ ფონდის ყველა მეგობარი. ბედნიერებაა, მარიამის მდგომარეობა უკეთესობისკენ რომ შეიცვალა!
ელისო: მინდა, ყველაზე თბილი და გულიდან წამოსული სიტყვები გითხრათ. გული სავსე მაქვს მადლიერებით! თქვენ ყველაზე კეთილი და გულისხმიერი ადამიანები ხართ! თქვენ გაიზიარეთ ჩვენი დარდი და ძალიან მნიშვნელოვან საქმეში დაგვეხმარეთ. ყურადღებასა და საჩუქრებზე, აღარაფერს ვამბობ. დიდი მადლობა სიყვარულისთვის!
პირველ რიგში, დავდგით მაცივარი. დაქანცული ვიყავი, საჭმლის მომზადება დღეში რამდენიმეჯერ მიწევდა, განსაკუთრებით ზაფხულში. მარიამს ძალიან გაუხარდა ტელევიზორი, ყველაფერი აინტერესებს. ჩემი გოგონა სულ სახლშია, ყურადღების გადატანა სჭირდება, რომ არ მოიწყინოს. მართალია, გაზქურა დღემდე ვერ დავდგით, გარკვეულ თანხებს მოითხოვს, მაგრამ, იმედი მაქვს, მალე გამოვიყენებთ საჭმლის მოსამზადებლად.
ზვიადი, მარიამის მამა: ჩვენი გოგონასთვის, ტელევიზორი განსაკუთრებული საჩუქარია. სიმღერებს უსმენს და ყვება. მარის კარგი ხმა აქვს, და სმენაც. მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, სიმღერაზე არ დაგვთანხმდება, ერიდება.

ელისო: „მარის უხარია, რომ მისთვის არის ყველა ეს საჩუქარი. მადლობა სიყვარულისთვის!“

 „როგორც იქნა, ადამიანურად შევძლებთ პროდუქტის შენახვას“
         -ელისო, ახალი მეგობრებიდან, განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
         ელისო: აუცილებლად დაწერეთ რეაბიტოლოგის შესახებ, რომელმაც, ჩემს შვილს ბედნიერებისკენ გაუხსნა გზა.
ცოტა ხნის წინ, ერთი ბიჭი დამიკავშირდა, ტიკ-ტოკერია და მითხრა, რომ ძალიან უნდა მარიამის გახარება. ასეთი კეთილი, არაჩვეულებრივი ადამიანი ბევრი მირეკავს, ბევრი გვკითხულობს. დიდი მადლობა, ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასებო! ამხელა სიკეთის დაბრუნება ნამდვილად ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ უფალი აუცილებლად დაგაჯილდოვებთ.

მარიამის კარჩაკეტილი ცხოვრება ბევრად საინტერესო გახდა – ახლა, მას ტელევიზორი აქვს

მხარდაჭერას დიდხანს ვეძებდი, და მხოლოდ თქვენთან ვიპოე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად სწორი ვიყავი, ბოლომდე რომ ვიბრძოლე ჩემი შვილისთვის. იგივეს ვეტყვი დედებს, ვინც ჩემნაირად იბრძვის საკუთარი შვილის ცხოვრების შესაცვლელად: „არასოდეს დაყაროთ ფარ-ხმალი და ნუ დაკარგავთ იმედს. სიკეთე სასწაულებს ახდენს“. თქვენი ტელეფონის ნომერი მივეცი ძალიან ბევრ ადამიანს. იმხელა სიკეთეს, რაც დამანახეს თქვენმა კეთილმა მეგობრებმა ვერსად ვერ ვნახავდი. მინდა ვუთხრა სასოწარკვეთილ დედიკოებს: „ერთი წუთითაც არ იყოყმანოთ, დარეკეთ და შეცვალეთ თქვენი შვილების ცხოვრება“.
– მოგეხსენებათ,  ჩვენი ფონდის მეგობრებთან საუბარი გულახდილად შეგიძლიათ. ალბათ, კიდევ დაგრჩათ რაიმე პრობლემები?
ზვიადი (ამოიოხრა): სახსრების არქონის გამო, ბევრი პრობლემა გვაქვს. რომ ამოდიოდით, ალბათ შეამჩნევდით, როგორი დაქანებული, ლითონის კიბეა. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ოჯახი, ასეთი ბავშვით, რომელსაც  გადაადგილების პრობლემა აქვს, ასეთ სიმაღლეზე არ უნდა ცხოვრობდეს. მაგრამ ყველაფრის მიზეზი, ისევ და ისევ წყეული უსახსრობაა – უბრალოდ შედარებით იაფია ეს საცხოვრებელი. სადმე, პირველ სართულზე უნდა ვიქირაოთ ბინა, მაშინ მარისაც უფრო მალე ექნებოდა წინსვლა. დამატებით სირთულეებს თავიდან ავიცილებდით და აღარ გავწვალდებოდით ასე.
– უნდა ვანახოთ ჩვენს მკითხველებს ეს კიბე. იქნებ შეგიწყონ ხელი სხვა ბინის ქირის გადახდაში? პირველ ეტაპზე მაინც.

ცერებრალური დამბლის მქონე გოგონასთვის, ეს კიბე დიდი დაბრკოლებაა თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე
ელისო: ვაიმე, ამ საკითხის მოგვარება, ჩვენთვის გადარჩენის ტოლფასი იქნებოდა!
– განვაგრძოთ საუბარი თქვენს პრობლემებზე. დღევანდელი მდგომარეობით, კიდევ რა გჭირდებათ, რა დაგეხმარებოდათ?
ზვიადი: მე და ჩემს მეუღლეს, მხოლოდ მარის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაინტერესებს. უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენი გოგონასთვის, მნიშვნელოვანია ყოველი წუთი. ყოველდღიური, ინტენსიური ვარჯიში სჭირდება. ერთი კვირის გაცდენაც კი, ნოლზე დაიყვანს შედეგს. ვარჯიში ძალიან ძვირი ღირს, დაფინანსება კი ჯერ არ მიგვიღია. ველოდებით, მაგრამ ჯერ არ ვიცით პასუხი. ახლა, ისევ მივმართეთ პოლ ვოლკერის სარეაბილიტაციო ცენტრს, რომელიც თემქაზეა. იქ ფასები შედარებით დაბალია, კარგი მომსახურებაა და მარისაც კარგად იცნობენ. მაგრამ სახსრების გარეშე, მკურნალობას ვერ განვაგრძობთ. ჩვენი გოგონა ფეხზე რომ დადგეს, საჭიროა ინტენსიური ვარჯიში წელიწადნახევრის განმავლობაში. სულ ცოტა დარჩა. ამჟამად,  ჩვენთვის მთავარი საკითხი ეს არის.
 ელისო: ჩემი ერთადერთი სურვილია, ჩემმა შვილმა, ფეხზე გავლა რომ შეძლოს. ვოცნებობ დავინახო, როგორ დადის ჩემი მარიამი! ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, სიცოცხლესაც კი დავთმობ.
           უბრალოდ გაგიზიარებთ, იქნებ შეძლოს ვინმემ ჩვენი დახმარება. მესმის, რომ მარტივი არ არის. გვითხრეს, რომ საუკეთესო სარეაბილიტაციო კლინიკა, სადაც ცერებრალური დამბლით დაავადებულებს მკურნალობენ, არის საფრანგეთში. იქ, მარიამს აუცილებლად დააყენებდნენ ფეხზე. არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოხერხდეს, მაგრამ დღე და ღამე ამაზე ვფიქრობ. თუკი ვინმემ იცის, ჩვენი დახმარება როგორ შეიძლება, თუ კეთილ ადამიანებს რამის გაკეთება შეუძლიათ, სიცოცხლის ბოლომდე, ყოველდღე ვილოცებ მათთვის!

ღმერთო ნუ მომკლავ ისე, ჩემი შვილი ფეხზე გავლილი რომ არ დამანახო! 
მარის ცხოვრებაში ცვლილებები, ჩვენზეა დამოკიდებული. მთელი გულით ელის და სჯერა
                               
***
იმდენი გეგმა გვაქვს 20 წლის ასაკში! გაიხსენეთ, რამდენი ოცნება, რამდენი სურვილი, რამდენი ლამაზი დღე გქონდათ და გაქვთ, თუ 20 წლის ხართ. მარიამსაც აქვს ოცნებები. მაგრამ, ძალიან უბრალო. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობს, პირველად რომ წავა მეგობრებთან შეხვედრაზე თავისი ფეხით. წარმოიდგინეთ, გული როგორი ბედნიერებით აევსება, დამოუკიდებლად რომ შეძლებს მოირგოს ლამაზი კაბა და სარკის წინ დაბზრიალდეს? რომ შეძლებს თავისი საპყრობილედან, სახლიდან გამოსვლას…
რამხელა ბედნიერება იქნება ჩვენთვის, ამ ყველაფრის გაკეთებას თავად თუ შეძლებს! მაგრამ, ერთხელაც რომ დადგეს ასეთი დღე, შეგვიძლია წვლილი ჩვენც შევიტანოთ. ან დავტოვოთ მარიამი აუხდენელი ოცნებებით… მაგრამ, ჩვენ ხომ ასე არ ვიქცევით. გულს ერთხელ რომ გავუხსნით, მუდამ ვუდგავართ მხარში…
შეგიძლიათ მოინახულოთ მარიამი და გაუწიოთ მას დახმარება. მისამართი: თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი, ბინა 22
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მარიამ გუმბერიძე).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია საიტის მეშვეობით:
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
465.00₾
2021 ოქტ 11
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1370.00₾
2021 ნოე 12
გაზქურა
455.00₾
2022 ივნ 20
სამედიცინო მომსახურება
910.00₾

სულ ხარჯები:

3200.00₾

დარჩა:

42.50₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2023 17:44:13
₾41.73
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.04.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2022 13:06:54
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2022 20:00:00
₾1.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2022 20:00:00
₾0.20
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.04.2022 07:43:25
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2022 20:00:00
₾2.06

შემოწირულია:

₾3,242.50

229 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,242.50

229 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება