ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ისე ტიროდა!.. და სულ იმეორებდა: ”დედა, დედა, მომხსენი სახვევები!.. ხელებს ვერ ვამოძრავებ…” ჩემი საბრალო ბიჭი ჯერ ვერ ხვდებოდა, რომ ხელები აღარ ჰქონდა!

calendar აგვისტო 24, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

დედამ, მარი ხახალაშვილმა, გოგას სიცოცხლე ორჯერ აჩუქა: პირველად – როცა გააჩინა, მეორედ კი მაშინ, როცა, მწუხარებისგან გონების დაკარგვამდე მისულმა, საკუთარ თავში იპოვა იმის ძალა, რომ შვილის სიცოცხლე გადაერჩინა, სანამ ის საოპერაციო მაგიდაზე კვდებოდა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დედამ, მარი ხახალაშვილმა, გოგას სიცოცხლე ორჯერ აჩუქა: პირველად – როცა გააჩინა, მეორედ კი მაშინ, როცა, მწუხარებისგან გონების დაკარგვამდე მისულმა, საკუთარ თავში იპოვა იმის ძალა, რომ შვილის სიცოცხლე გადაერჩინა, სანამ ის საოპერაციო მაგიდაზე კვდებოდა!

მეგობრებო, ჩვენ ახლა უიშვიათესი შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ამ ქართველ ბიჭუნას მესამედ ვაჩუქოთ სიცოცხლე, – თუ საკმარისი თანხა მოვაგროვეთ იმისთვის, რომ მისი ხელები „გავაცოცხლოთ“!

გოგა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მაგრამ ბიჭმა ხელები დაკარგა

ეს ამბავი ასე მოხდა: 9 წლის გოგა ჩირაღდანივით აბრიალდა. ბავშვი იწვოდა და ყვიროდა… ავმა სულმა ის 16 მეტრიან ელექტრო ბოძზე აიყვანა, მაგრამ მფარველი ანგელოზები მის გვერდით იყვნენ. ალმოდებული და საშინელ კრუნჩხვებში ჩავარდნილი ბიჭი, მედიცინის ყველა კანონის თანახმად, უნდა მომკვდარიყო…

„ბავშვი მაღალი ძაბვის სადენებს მიეკრო და როცა, როგორც იქნა, ელექტროენერგიის გათიშვა მოვახერხეთ, მიწაზე ქვასავით დაეშვა… მაგრამ უფალმა შეგვიწყალა და ბიძამისმა ის ჰაერშივე დაიჭირა. წარმოგიდგენიათ? ასეთი სიმაღლიდან! როგორ შეიძლება, სასწაულის არ მჯეროდეს, როცა იქ ვიყავი და ყველაფერს საკუთარი თვალით ვხედავდი?!“ – ამბობს დედამისი. – „ჩემი ბიჭი ანგელოზებმა აიტაცეს და ბიძამისს ხელებში ნაზად ჩაუწვინეს, მან კი ბავშვი მე მომაწოდა…“

  შემდეგ ბიჭს 13 ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს და მან თვე-ნახევარი კომაში გაატარა. „როცა ექიმები ოპერაციას უკეთებდნენ, მე მამა გაბრიელის საფლავს ცრემლებით ვრწყავდი… გოგა იბრძოდა და უკანასკნელი ძალებით ეჭიდებოდა სიცოცხლეს“, – ქალი ძალ-ღონეს იკრებს და მოყოლას აგრძელებს. – „ექიმებმა საშინელი არჩევანის წინაშე დამაყენეს, – ხელებს თუ არ მოვაჭრით, ბიჭი მოკვდებაო! „ოღონდ გადარჩეს და როგორც საჭიროდ ჩათვლით, ისე მოიქეცით“, – ვუპასუხე მე. – „მისი ხელები მისი დები და ძმები იქნებიან!“ ექიმი ჩამეხუტა და მითხრა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ბევრ დედას გაუჭირდებოდა…“

გოგა უკვე 16 წლისაა; ერთი ყური არ აქვს, მთელ სხეულზე დამწვრობა და ნაწიბურები აქვს, უთმო ადგილებს კი გრძელი ვარცხნილობით იფარავს… რასაც დამოუკიდებლად ვერ აკეთებს, იმის გაკეთებაში მისი ოთხი და-ძმა ეხმარება: აჭმევენ, ასმევენ და აცმევენ… უკვე რვა წელია ბიჭი ცდილობს, რომ ხელების გარეშე იცხოვროს. ისინი მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა!

– გოგა, პირველად რას გააკეთებ, როცა ხელები გექნება? – ვეკითხები.

– ჩემებს მაგრად ჩავეხუტები! მათ იმდენი ხანია არ ჩავხუტებივარ!.. – მორიდებული ღიმილით მპასუხობს გოგა.

ცრემლებს ვერ ვიკავებ… დედამისიც ტირის.

გოგას დიდი ოჯახი ჰყავს, რომელიც მას ყოველთვის გვერდში უდგას: დედა – 38 წლის მარი ხახალაშვილი და მისი და-ძმები: 19 წლის გიორგი, 18 წლის მანანა, 14 წლის ანა და 13 წლის იოსები. ამ საბრალოებს აქვთ სიყვარული და მხარდაჭერა, მაგრამ არ აქვთ ფული, რომ გიორგის ოცნება რეალობად აქციონ; ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ გოგას მისი ოცნების ასრულებაში დავეხმაროთ!

მარი: კარგად მახსოვს ის დღე, როცა ჩემი შვილი კომიდან გამოვიდა. მითხრა: „დე, ეს სახვევები მომხსენი, რა… ხელების მოძრაობაში ხელს მიშლიან.“ ღმერთო!.. მთელი ძალით ვცდილობდი არ მეტირა. მისი შეშინება არ მინდოდა. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რა მოხდა, ამიტომ მოვიმიზეზე, ექიმს დავუძახებ მეთქი და პალატიდან გავედი. გარკვეული დროის შემდეგ, როცა პალატაში შევბრუნდი, მკითხა: „დე, ხელები აღარ მაქვს, არა?.. მაგრამ ძალიან გთხოვ, დე, არ იტირო, კარგი?“ გოგა ისეთი მგრძნობიარე ბიჭია… ასეთ ვითარებაშიც კი, საკუთარ თავზე კი არ ფიქრობდა, ჩემზე დარდობდა.. (ტირის.)

ზოგჯერ გოგა საჭმელს დამოუკიდებლად, პირით იდებს თეფშზე, მაგრამ დახმარების გარეშე ჭამა არ შეუძლია

– მარი, მესმის, რა რთულია იმ მოვლენების გახსენება, მაგრამ იქნებ მოგვიყვეთ, რა მოხდა?

მარი: ბავშვები მინდორში, სახლთან ახლოს თამაშობდნენ, იქ კი ელექტროგადამცემი ანძა იდგა. ზუსტად არ ვიცი, გოგა ზედ რატომ აძვრა… (მარი ცოტა ხნით ჩუმდება და ცდილობს ძალები მოიკრიბოს.) დენმა დაარტყა! მთელ სხეულზე ცეცხლი მოეკიდა, კრუნჩხვებში ჩავარდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს და სიმწრისგან ყმუოდა. სასწრაფო გამოვიძახეთ. ექიმები შოკში იყვნენ, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მათი თქმით, 380 ვოლტიან დარტყმას ზრდასრული ადამიანიც კი ვერ გადაურჩებოდა, აქ კი საქმე პატარა ბავშვთან გვქონდა. გოგა პირველი ოპერაციის შემდეგ გონს ვერ მოდიოდა, ამიტომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს. ამ დღიდან დაიწყო ჩვენი წამება. არავინ იცოდა, გადარჩებოდა თუ არა… დღეებს და წუთებს ვითვლიდით…

გოგამ ხელები როგორ დაკარგა?

მარი: ოპერაციის დროს ექიმი გარეთ გამოვიდა და მითხრა, რომ ბავშვს ხელები ძალიან ჰქონდა დაზიანებული, – ინფექციამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოსო. მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი ამპუტაცია იყო. ჩემი საწყალი ბიჭი… (ტირის.) ჩემს შვილს ჯამში 13 ოპერაცია გაუკეთეს. დენმა რომ დაარტყა, დარტყმის ძალამ ბავშვი 16 მეტრის სიმაღლეზე აისროლა. ძალიან ძლიერი განმუხტვა იყო! მთელი სხეული საშინლად ჰქონდა დამწვარი… ეგ კი არა, კანი აღარც მუცელზე ჰქონდა და აღარც მხრებზე, ამიტომ ფეხებიდან გადაუნერგეს.

გარდა იმისა, რომ გოგამ ხელები დაკარგა, ის ახლა ეპილეფსიის შეტევებითაც იტანჯება

გოგა თავს ახლა როგორ გრძნობს?

მარი: დენის დარტყმამ ჩემს შვილს მხოლოდ ხელები კი არა, მშვიდი ცხოვრებაც წაართვა. ეპილეფსიის წამლების სმა ყოველდღე უწევს. ერთხელ წამლის დალევა დაავიწყდა და მაშინვე შეტევა დაემართა. იმ დროს მის გვერდით რომ არ ვყოფილიყავი… ღმერთო! ამაზე ფიქრიც კი არ მინდა!

მარი, ჩვენს ფონდს რატომ მიმართეთ? რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

მარი (ოხრავს): გოგას ძალიან უჭირს. რაც არ უნდა მამაცობდეს, დედა ვარ და ვხედავ, როგორ უჭირს. კიდევ იმიტომაც უჭირს, რომ იცის, რას ნიშნავს სრულფასოვანი ცხოვრება, ახლა კი მომხდარის შედეგებით უწევს ცხოვრება… მაგრამ ექიმებმა გვითხრეს, რომ არსებობს თანამედროვე პროთეზები, რომლებსაც შეუძლიათ ხელების მაგივრობა გაუწიონ, მაგრამ ისინი ძალიან ძვირია. ჩვენი ოჯახისთვის ეს უზარმაზარი თანხაა, ამიტომ დახმარების იმედი გვაქვს.

იცით, როცა ექიმებმა გვითხრეს, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მას სრული პროთეზირება გაუკეთდეს, უნდა გენახათ, გოგას თვალები როგორ გაუბრწყინდა. ახლა სულ ამაზე ლაპარაკობს. იმ დღეს მეუბნება, – დე, როცა ხელები მექნება, აუცილებლად დაგეხმარებიო. ვუპასუხე, – შვილო, მთავარია ბედნიერი და ჯანმრთელი იყო-მეთქი.

ხახალაშვილების ოჯახი ყოფილი კოლეჯის შენობის ორ ოთახში ცხოვრობს

მარი, რა შემოსავალზე ცხოვრობთ?

მარი: სოციალური დახმარება გვაქვს – 460 ლარი და ინვალიდობის პენსია – 250 ლარი. ზოგჯერ მეც ვმუშაობ. სადაც საქმე გამოჩნდება, იქ მივდივარ. ცოტა ხნის წინ კახეთიდან დავბრუნდი. ორი კვირით ვენახში სამუშაოდ ვიყავი წასული. ოღონდ შესაძლებლობა მქონდეს და ორიოდე გროშის საშოვნელად ნებისმიერ საქმეს ვეჭიდები.

სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

მარი: კი და არაერთხელ! ახლახან ადგილობრივ ადმინისტრაციაში ვიყავი, ადმინისტრაციის უფროსსაც შევხვდი და ვუთხარი, რომ საკუთარი სახლი არ გვაქვს, შვილს ხელები არ აქვს და ინვალიდია და დახმარება გვჭირდება… იცით, რა მიპასუხა? მე რა შუაში ვარ? სახლი აგიშენო თუ შენ შვილს ხელები გამოვაბაო? ისე მეწყინა… გამოვტრიალდი და წამოვედი. ასეთ ადამიანს საერთოდ რაზე უნდა ელაპარაკო?

მარი, შვილებს მარტო ზრდით…

მარი: ჩემს ყოფილ ქმარს დიდი ხნის წინ დავშორდი. გამიგეთ რა, რაც ცუდი გამიკეთა, იმ ყველაფრის გახსენებაც კი არ მინდა… ამაზე საუბარი არ მინდა, იმიტომ რომ ისედაც საკმარისად ვიტანჯებით. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არც მუშაობდა და არც მუშაობის სურვილი კლავდა, გაუთავებლად სვამდა და მცემდა. დიდხანს ვითმინე, მერე კი ნივთები ჩავალაგე და შვილებთან ერთად მივატოვე.

არ გეხმარებათ?

მარი: რას ამბობთ?! ჯერ ერთი, არც მეხმარება და არც ფულს მიგზავნის, მეორეც, როგორ დამეხმარება, როცა არ მუშაობს? ზაფხულში ბავშვები რამდენიმე კვირით მიჰყავს ხოლმე თავისთან… სულ ესაა.

ამ შენობას ქირაობთ?

მარი: ეს ყოფილი კოლეჯის შენობაა. ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. აქ, ჩვენ გარდა, კიდევ 27 ოჯახი ცხოვრობს. მე, ბავშვებთან ერთად, ორ ოთახში ვცხოვრობ. თქვენც კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაშია შენობა – არც რემონტი, არც პირობები; კედლები ჩამოშლილია, ზამთარში ცივა და სინესტეა. არც სარეცხი მანქანა გვაქვს, ყველაფრის რეცხვა ხელით მიწევს. წყალს ეზოდან ვეზიდები, ვაცხელებ და ისე ვრეცხავ. ძალიან მიჭირს, მაგრამ ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი გოგას ჯანმრთელობაა.

დები, ძმები და დედა გოგას ხელებად იქცნენ

(ჩვენს საუბარს მანანას უფროსი ქალიშვილი შემოუერთდა.)

მანანა: ადრე მეც ვმუშაობდი, საკონდიტრო მაღაზიაში ვიყავი დასაქმებული. იქ მუშაობა ძალიან მომწონდა, თან ოჯახსაც ვეხმარებოდი, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ სამსახურს თავი დავანებე, რადგან ზოგჯერ დედა მუშაობს და სახლში არაა. ახლახან კახეთში იყო ორი კვირით. ჩემი უფროსი ძმა, გიორგი, ახლა ჯარშია, ამიტომ დედას ბავშვების დამტოვებელი სხვა არავინ ჰყავს. სამსახურიდან წამოსვლა მომიწია, რომ ჩემი და-ძმებისთვის მიმეხედა.

გოგას ალბათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, არა?

მანანა (იღიმის): რაღაცით მუდმივად მაოცებს! მაგალითად, დილას ყველაზე ადრე დგება და ლოგინსაც თვითონ ალაგებს…

მოიცა, კი მაგრამ, როგორ?

მანანა: არ დაიჯერებთ – კბილებით! მეც ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს. დედა ამის გამო სულ ტუქსავს, ეუბნება, რომ ასე შეიძლება კბილები მოიტეხოს.

გოგა: უბრალოდ მინდა დამოუკიდებელი ვიყო. მეც მინდა, რომ რამე ვაკეთო.

დედა დაბანაში გოგას ყოველ დილით ეხმარება

გოგა, როცა ხელები დაკარგე… ამ რთულ ვითარებას როგორ გაუმკლავდი?

გოგა: ცოტა განვიცდიდი… მერე ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ მეც ისეთივე ვარ, როგორიც ყველა; უბრალოდ ხელები არ მაქვს, მაგრამ ჩვეულებრივი ვარ.

მანანა: გოგა სკოლაშიც კი დადიოდა და დაამთავრა კიდეც. მეცხრე კლასიდან გამოვიდა.

გოგა, როგორ სწავლობდი?

მარი: მოდი, მე გიპასუხებთ! როგორც ხედავთ, გოგა ცოტა მორცხვია. უცხო ხალხთან ურთიერთობა ცოტა უჭირს. გოგა ყველა გაკვეთილზე დადიოდა, მასწავლებლებს უსმენდა და მასალასაც კარგად იმახსოვრებდა. თანაკლასელებიც ძალიან ეხმარებოდნენ. წიგნებს ხმამაღლა უკითხავდნენ, გოგა კი იმახსოვრებდა. ძალიან ჭკვიანი ბიჭია!

მარი, მაპატიეთ, რომ ამ კითხვას გისვამთ, მაგრამ ბავშვები როგორ შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ გოგა მათგან ოდნავ განსხვავდება?

მარი: უჩვეულო გაგებით! შეურაცხყოფას არავინ აყენებდა, არავინ დასცინოდა. პირიქით, ყველანაირად ცდილობდნენ დახმარებოდნენ. თუ ვინმეს დაბადების დღე ჰქონდა ან ბავშვები სადმე მიდიოდნენ, გოგას ყოველთვის ეპატიჟებოდნენ. რა თქმა უნდა, ამან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გოგამ ხელების დაკარგვა შედარებით მარტივად გადაიტანა.

(ამ დროს ხახალაშვილების უმცროსი შვილები – ანა და იოსები სკოლიდან დაბრუნდნენ და ჩვენს საუბარს შემოუერთდნენ.)

ბავშვებო, აბა, როგორ ჩაიარა თქვენმა დღემ?

იოსები: დღეს მასწავლებელმა შემაქო. მითხრა, რომ მათემატიკის საშინაო დავალება კარგად შევასრულე… მაგრამ გოგა დამეხმარა. (იღიმის.)

რომელ კლასში ხართ?

ანა: მე მეცხრეში, იოსები კი მერვეში.

ანუ, სკოლას მალე დაამთავრებთ?

იოსები: სწავლას მაინც გავაგრძელებთ, რადგან მე-12 კლასის დასრულების შემდეგ, მე და ანას გვინდა სამხედრო პირები გავხდეთ; ამიტომ სწავლისთვის თავის დანებება ჯერ ადრეა.

ესე იგი, სამშობლოს დაცვაზე ოცნებობთ, არა?

ანა: დიახ, გვინდა ჩვენი საქართველო და ჩვენი ოჯახი დავიცვათ!

იოსები: იცით, ქალბატონო, გოგა საუკეთესო ძმაა! ის ისეთი კეთილია, ისეთი კეთილია… ახალი ხელები ხომ ექნება? გვპირდებით?

„შემიძლია ჩემს ძმას ფეხბურთი ვეთამაშო. ამისთვის ხელები არ მჭირდება…“

***

მეგობრებო, შეგვიძლია გოგას დავპირდეთ, რომ დავეხმარებით ოცნების ასრულებაში, – ხელები ჰქონდეს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, – თუ ამ საბრალო ბიჭს დაეხმარებით, რომლის ბედნიერებაც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!

გოგას ძალიან სჭირდება ძვირადღირებული გამოკვლევები, წამლები და პროთეზირება. ბიჭი ოცნებობს, რომ ხელები ჰქონდეს და იმ ცხოვრებით იცხოვროს, რომელსაც ახლა მოკლებულია.

გოგას და მისი ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: მარნეული, ერეკლე II-ის ქ. №21

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: გოგა ხახალაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

      თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901200270.

მოემზადე, შენ ჩემპიონის დედა გახდები!     
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
   

ბედნიერი ვარ და მთელი გულით ვგრძნობ ამას
           შეხედეთ ამ სიმპატიურ ბიჭს, სპორტული მედალით. (ფოტოზე მარჯვნივ.) ვერ იცანით, არა? მაგრამ, თქვენ მას ნამდვილად, ასი პროცენტით იცნობთ! ალბათ, თქვენც სახტად დარჩით, როდესაც მიხვდით ვინ არის, ასეა? ეს ხომ, ჩვენი გოგა ხახალაშვილია! ბიჭი, რომლის ისტორიამაც, ჩვენი ყველა მკითხველის გულები შეძრა. შეძრა მთელი ქართული ინტერნეტსივრცე.
მან, ცხრა წლის ასაკში, საზარელი უბედური შემთხვევის გამო, დაკარგა ორივე ხელი. იქცა ხეიბრად, რომელსაც არ შეუძლია არც დამოუკიდებლად ჭამა, არც თავის მოვლა. მრავალშვილიან ოჯახს არ აქვს ხელის პროტეზების შეძენის საშუალება. გოგას შესახებ, ჩვენმა ფონდმა დაწერა წინა წლის აგვისტოში.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/769-khakhalashvili/description/
მაგრამ, შეხედეთ, როგორ შეძლო მან გამკლავება ამ გასაჭირთან! თქვენმა სიყვარულმა და თანადგომამ, მას უძლიერესი სტიმული მისცა! ხედავთ, თქვენს სიკეთეს რა შეუძლია? ნუთუ ეს სასწაული არ არის?! მოემზადეთ, თქვენთვის სუპერ ახალი ამბავი გვაქვს! ტაეკვონდოს შეჯიბრზე, თურქეთში, ჩვენმა გოგამ მესამე ადგილი დაიკავა! საკუთარი თავის რწმენა კი, სწორედ თქვენ აჩუქეთ მას. დიახ, მას არ აქვს ხელები. მაგრამ, თქვენ მას შეასხით  ფრთები, გამარჯვების მოსაპოვებლად.
– გოგა, ძალიან გვიხარია და აღფრთოვანებულები ვართ შენი წარმატებით. გვიამბე, რა მოხდა შენს ცხოვრებაში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ.
გოგა: ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მჯერა, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. ამაში თქვენ დამარწმუნეთ. იცით, რას ვფიქრობ? თავიდან, საშინელი გამოცდა მომიწყო ცხოვრებამ, ახლა კი, გადაწყვიტა, თავისი მზიანი მხარე რომ დამანახოს. (იღიმის.) იმედი მაქვს, აღარ გამომცდის. ახლა, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ოცნებები ამიხდა.
თქვენი პოსტის შემდეგ, დამიკავშირდა შოთა გოჩიაშვილი – ტაეკვონდოს მწვრთნელი, სპორტზე სიარული შემომთავაზა. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი. უკვე სამი თვეა, ამ სპორტით ვარ დაკავებული, ძალიან გამიტაცა. ახლა, მას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი უკავია.
მინდა, ჩემპიონი გავხდე. ახლა მჯერა, რომ ამას ნამდვილად შევძლებ. უკვე მესამე ადგილი ავიღე. ჯერ, ბაკურიანში ვიყავით სავარჯიშო შეკრებაზე, შოთა მასწავლებელთან ერთად. მერე კი, სტამბულში წავედით, სადაც ტაეკვონდოს შეჯიბრი გაიმართა.
– ჯერ დამწყები ხარ, და უკვე იმარჯვებ. და მერე რა იქნება?! გოგა, ეს ხომ, საზღვარგარეთ, შენი პირველი მოგზაურობა იყო. წარმომიდგენია, რამდენი ახალი შთაბეჭდილება მიიღე.
გოგა: დასანანია, რომ კოვიდსიტუაციის გამო, ქალაქის დათვალიერება ვერ მოვახერხე. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროდან მხოლოდ სავარჯიშოდ, შემდეგ კი, შეჯიბრზე ვიყავი გასული, რომ დავბრუნდი, ჩემი და-ძმისთვის ბევრი რამ მქონდა მოსაყოლი. დიდი ბედნიერების შეგრძნება მქონდა იმიტომ, რომ საქართველოს წარმოვადგენდი. ასეთ მომენტში, საკუთარი ძალების გჯერა, და იმის, რომ რაღაც შეგიძლია.
– და როგორ იბრძვიან ტაეკვონდოში?
გოგა: მთავარი არის ფეხები. ტაეკვონდოში მონაწილეობას იღებენ სპორტსმენები, ვისაც საერთოდ არ აქვს, ან ნაწილობრივ აქვს ამპუტირებული ხელები. აკრძალულია თავში დარტყმა.
შოთას თქვენი ფონდის შესახებ ვუყვები. ამ დროს, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მომენტებში მავიწყდება კიდეც, რომ ხელები არ მაქვს. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი ყველასი! მხოლოდ მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახის ცხოვრება შეიცვალა. ჩემი და ქარგვაზე დადის, ახლა, ყველა ვართ რაღაც საქმით დაკავებული. დედაც ბედნიერია, როდესაც ხედავს, როგორ გვიხარია.

 „სხვადასხვა რეჟიმი აქვს, შვილო. მე დავატრიალებ, შენ კი შეხედე, თითოეული რამდენ ხანს გრძელდება“

– დარწმუნებული ვარ, ახალი მეგობრებიც გამოჩნდნენ შენს ცხოვრებაში…
გოგა: ახლა, ბევრი მეგობარი მყავს. ძირითადად ისინი, ვისთანაც ერთად დავდივარ ტაეკვონდოზე. საერთო ინტერესები და ერთნაირი პრობლემები გვაქვს, კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ხალხმა ჩემი ამბავი შეიტყო, ბევრი მესაუბრება, მისმენს, მიღიმის და ესმით ჩემი. ეს ძალიან სასიამოვნოა. მივხვდი, რომ ფარ-ხმალი არასდროს არ უნდა დაყარო. უბრალოდ, უნდა დაელოდო შენს მომენტს. მინდა, რომ ყველამ, ვისაც აწუხებს მსგავსი პრობლემა, ბოლომდე იბრძოლოს. არ შეეგუოთ ცუდად ყოფნას და ხელი არ ჩაიქნიოთ. მძიმე ცხოვრების დაძლევა შესაძლებელია. კარგ ადამიანებს კი, შეუძლიათ, ამაში დაგეხმარონ. თქვენმა პოსტმა მაჩუქა ეს ბედნიერება.  მინდა, ყველა კეთილ ადამიანს რომ ვაჩუქო, ჩემი პირველი გამარჯვება.
– ეს საუკეთესო საჩუქარია. და ძალიან გულის ამაჩუყებელი, ცრემლის მომგვრელი. მარი დედიკო, თქვენ რას იტყვით?
მარი: ჩემი შვილი ბედნიერია – თქვენ ეს შეძელით! ამდენი ხნის შემდეგ, უფალმა შეისმინა ჩვენი ვედრება და გამოგვიგზავნა კეთილი ადამიანები – ჩვენი მფარველი ანგელოზები. აუტანელ გაჭირვებაში ვცხოვრობდით. არ ვიცოდი, როგორ გამომესწორებინა ჩვენი მდგომარეობა, როგორ დავხმარებოდი ჩემს შვილს. მხოლოდ ცრემლს ვღვრიდი და იმედს ვკარგავდი. მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ ასეა. ხშირად მესიზმრებოდა, რომ ჩემს შვილს კვლავ შეუძლია, რომ ჩამეხუტოს, რომ ბავშვებს აღარ შიათ, სახლში სითბოა და პრობლემებიც ნელ-ნელა გვარდება. მაგრამ, ყველაფერი კარგად, მხოლოდ სიზმარში იყო.
ახლა კი, ცხადშიც ამოვისუნთქეთ. ხანდახან, ვერც კი ვიჯერებ ამას. (იღიმის.) რამდენმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა მოისურვა ჩემი შვილის დახმარება! მათაც ხომ ძალიან უჭირთ, ახლა, ძალიან რთულია ფულის გამომუშავება. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ადამიანმა მოაკლო საკუთარ თავს და დაეხმარა ჩემს ოჯახს. უზომოდ დიდსულოვანი საქციელია. ღმერთმა მხოლოდ სიკეთე მოგცეთ, ასეთი კეთილი გულისთვის.
– რამდენად შეგიმსუბუქეს ყოველდღიური ცხოვრება ჩვენი მკითხველების საჩუქრებმა?
მარი: ხალხი ძალიან დამეხმარა. ცრემლი მდის, როდესაც მახსენდება, რა წამებაში ვცხოვრობდი. ჩვენი ძველი სარეცხი მანქანა, ნამდვილი სატანჯველი იყო. გარეცხვის შემდეგ, ტანსაცმელი ისევ ჭუჭყიანი იყო, და ხელახლა, ხელით მიწევდა მისი გარეცხვა. სულ ასე, არ ჰქონდა მნიშვნელობა, გარეთ მზე იყო, წვიმა, თუ ქარი. მერე კი, საერთოდ გაფუჭდა. ბავშვებს ვეცოდებოდი. გული სტკიოდათ, მათ თვალებში ვხედავდი ამას. ახლა კი, ჩემზე არანაკლებ კმაყოფილები არიან. ხომ იცით, შვილები ყოველთვის დედის განწყობას უყურებენ, და თავსაც შესაბამისად გრძნობენ.
ძალიან დაგვეხმარეთ. გაზის გამათბობლის წყალობით, ზამთარში აღარ გვციოდა. გაზის წყლის გამაცხელებელიც მოგვიტანეთ და მედიკამენტებიც. ყველაფრისთვის უდიდეს მადლობას გიხდით და გლოცავთ! უფალი გფარავდეთ!
 

„ვერ ვიჯერებ, რომ ახლა, ადამიანურად ვიცხოვრებთ, ცხელი წყალი კი, ონკანიდან რომ წამოვა“

– იქნებ გსურთ, რომ ჩვენი მკითხველებიდან განსაკუთრებით აღნიშნოთ ვინმე?
მარი: ადგილობრივი ჟურნალისტების ჯგუფმა, დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩვენს მიმართ. ერთობლივი ძალისხმევით დაეხმარნენ ჩვენს ოჯახს.
ასევე, დაგვიკავშირდნენ სკოლიდან, და წრეებში მოგვიწვიეს. ახლა, ჩემი შვილები ქარგავენ, კერავენ, უვლიან ყვავილებს.
ორი ემიგრანტი ქალბატონი გავიცანი – ნინო და ლია. ისინი, ამჟამად, იტალიაში ცხოვრობენ. თავადაც არ აქვთ სახარბიელო მდგომარეობა. მათ წაიკითხეს ჩემი გოგას ისტორია და ჩვენს დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს.
გულში მინდა ჩავიკრა ყველა, ვინც შეიყვარა ჩემი გოგა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოიჩინა გულისხმიერება და ჩემს ოჯახს აჩუქა სითბო, ყურადღება და მზრუნველობა. ძალას სწორედ თქვენ მმატებთ. გოგა ამბობს, რომ ძლიერი უნდა ვიყო. „მოემზადე, ჩემპიონის დედა გახდები!“ – ასე მეუბნება. მე კი, ცრემლით მევსება თვალები, როდესაც ვფიქრობ ამ ყველაფერზე.

გოგას მეზობლის ცუგა ესტუმრა. ახალ გამათბობელთან, სითბო და სიმყუდროვეა

– გიორგი, შენი აზრით, უკეთესობისკენ იცვლება თქვენი ცხოვრება?
გიორგი, ძმა: მომწონს ის, რომ კარგი სიახლეები, თურმე ჩვენთვისაც ყოფილა შესაძლებელი. (იღიმის.) ნეტა განახათ, რა ამაყად მიდის გოგა ვარჯიშზე. და იქიდან დაბრუნებული, როგორი აღფრთოვანებით გვიყვება ყველაფერს. როდესაც ჩვენი ძმა ასეთი ბედნიერია, ხალისიანი განწყობა გვაქვს ოჯახში ყველას.
მას შემდეგ, რაც თქვენ გაგიცანით, ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდა. ჩემგანაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იზრუნა ჩვენს საცხოვრებელ პირობებზე და ამდენი აუცილებელი ტექნიკა გვაჩუქა.

 „ამ ხალიჩამ, მისაღებ ოთახს სულ სხვა იერი შესძინა, არა?“
– მარი, ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება გამოგეხმაურათ?
მარი: არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. მთავრობის დახმარება გამოიხატება სოციალურ შემწეობაში – 460 ლარი, და გოგას შშმ პირის პენსიაში – 250 ლარი. ეს კი, არაფერში არ გვყოფნის. თავადაც იცით, ხუთი შვილის აღზრდას რამდენი სჭირდება.
მხოლოდ ერთხელ გაგვიმართლა: ადგილობრივ გამგეობაში განცხადება დავწერე და საკმაოდ მსხვილი თანხა მივიღეთ. ეს ძალიან მოულოდნელი, და, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო.

 „რაო ცუგო, ჩემი ახალი საწოლიც მოგწონს?“
– მარი, მთავარი პრობლემა გადაუჭრელი რჩება – გოგას სჭირდება პროტეზი. სწორედ ამაში გჭირდებათ ჩვენი ფონდის მეგობრების დახმარება, ხომ ასეა? კიდევ რა გაწუხებთ?
მარი: კი, რა თქმა უნდა. რათა ჩემმა გოგამ სრულფასოვანი ცხოვრება შეძლოს, მას სჭირება ხელების პროტეზი. ჩვენთვის ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ ოცნება არის. (დადარდიანდა)
გოგას ეპილეფსია აქვს, და ალბათ, ეს პრობლემა მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. ღმერთის წყალობით, ჯერჯერობით გვაქვს იმის საშუალება, რომ წამალი ვუყიდოთ. მთავარია, მდგომარეობა არ გართულდეს. ვერ ვუმკლავდებით ხარჯებს და არ ვიცით, რა ვქნათ, როდესაც მას სჭირდება გამოკვლევები, ან მკურნალობა. გოგა დადის, აქვს სმენა და მხედველობა, გონებაგახსნილი ბიჭია, ჩემთვის კი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ჩვენი ოჯახი ყველაფრისთვის იქნება მადლობელი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თბილი სიტყვაც და ნებისმიერი დახმარებაც.
სიხარულით მივიღებთ ნებისმიერი სახის დახმარებას, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ოჯახს.

 „დარჩი, ჩვენი კიდევ ერთი ახალი მეგობარი იქნები“
                                                   ***
მეგობრებო, ხახალაშვილების ოჯახს ძალიან უჭირს, 16 წლის გოგას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დედა ოცნებობს მხოლოდ იმაზე, რომ მისმა შვილმა, დამოუკიდებლად, წყლის დალევა მაინც შეძლოს. ხახალაშვილების ოჯახს ბევრი რამ აკლია. მათი საარსებო წყარო, არის მხოლოდ სოციალური დახმარება და გოგას პენსია. მათ ჩვენი იმედი აქვთ.
განვაგრძოთ მათი დახმარება და სითბოთი ავუვსოთ გულები. ერთხელ, ამ ოჯახის დახმარება უკვე შევძელით, და მჯერა, რომ ამას კიდევ შევძლებთ. ისინი მუდმივად არიან ჩვენი დახმარების მოლოდინში. მათთვის ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობის მიცემა, ნიშნავს საკუთარ ბედნიერების მოპოვებას. გოგას გამარჯვება და მისი ახალი ცხოვრება, გახდება თქვენი შთაგონება. ვიცით, რომ ძალიან გაგახარათ ამ ახალმა ამბავმა. სიკეთე ყოვლისშემძლეა! მოდით, ვაკეთოთ სიკეთე და დავრწმუნდეთ ამაში ყოველდღე.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის  პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან გადახედოთ ჩვენს ვებგვერდზე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს . ყოველ ჯერზე როდესაც ფონდის გვერდზე, გაეცნობით ახალ-ახალი ოჯახების ტრაგედიებს და მათ დახმარების ხელს გაუწვდით, თქვენც იგრძნობთ უფლის ხელს, რადგან ეს არის, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვთისმსახურება.
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
        სიკეთე არის თითოეული ჩვენგანის მზე, რომელიც უნდა  გავუზიაროთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება. სიკეთე და სიყვარული არასდროს არ იკარგება, ეს კურთხევაა მათთვის ვინც გასცა, და მათთვის, ვინც მიიღო. უფალი გფარავდეთ.
         ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გოგა ხახალაშვილი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/769-khakhalashvili/description/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!
   
   

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ოქტ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
1100.00₾
2021 დეკ 08
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
2130.00₾
2021 დეკ 08
საწოლი
1000.00₾
2022 იან 13
მედიკამენტები
149.59₾
2022 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
400.00₾
2022 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
200.00₾
2022 ივნ 09
სამშენებლო მასალა
1913.50₾
2022 დეკ 16
პროდუქტები
298.43₾
2022 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
575.00₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
610.00₾
2023 აპრ 19
პროდუქტები
499.74₾
2023 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
120.00₾
2024 აპრ 02
მაცივარი
1069.00₾
2024 აპრ 04
სამზარეულოს ავეჯი
3800.00₾
2024 მაი 15
პროდუქტები
399.87₾
2024 მაი 15
თეთრეული
670.00₾
12.07.2024
მაცივარი-დამატება
280.00₾

სულ ხარჯები:

15215.13₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2024 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.09.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.05.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2023 22:17:10
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.05.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2023 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.05.2023 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.05.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.05.2023 04:54:59
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2023 11:43:19
₾50.00

შემოწირულია:

₾15,171.07

918 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾15,171.07

918 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება