ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„ამ ხვრელს ჩემი შეჭმა უნდოდა. ახლოს არ მიხვიდე!“

calendar ოქტომბერი 18, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„წამო, ხვრელებს გაჩვენებ! იქ კინაღამ მოვკვდი, იცი? ფეხზე ხელი რომ მტაცა, დავიყვირე: „ა-ა-ა!“ დედამ მოასწრო და დამიჭირა, თორემ ჩემი შეჭმა უნდოდა!“ – ხელით მიმათრევს პატარა ნინიკო, რომელსაც ჩემთვის რაღაც ბოროტი ხვრელის ჩვენება უნდა. – „ოღონდ ფრთხილად იყავი, თორემ შეიძლება შენც შეგახრამუნოს!“ – მაფრთხილებს ბავშვი.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ამ ხვრელს ჩემი შეჭმა უნდოდა. ახლოს არ მიხვიდე!“

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„წამო, ხვრელებს გაჩვენებ! იქ კინაღამ მოვკვდი, იცი? ფეხზე ხელი რომ მტაცა, დავიყვირე: „ა-ა-ა!“ დედამ მოასწრო და დამიჭირა, თორემ ჩემი შეჭმა უნდოდა!“ – ხელით მიმათრევს პატარა ნინიკო, რომელსაც ჩემთვის რაღაც ბოროტი ხვრელის ჩვენება უნდა. – „ოღონდ ფრთხილად იყავი, თორემ შეიძლება შენც შეგახრამუნოს!“ – მაფრთხილებს ბავშვი.

და აი, აივნის ქვეშ ვდგავარ და ვხედავ იმას, რაც ორიოდე წუთის წინ პატარა მეზღაპრის ფანტაზიის ნაყოფი მეგონა.

ხვრელი მართლაც იმხელაა, რომ შეიძლება მეც კი „შემახრამუნოს“!

იქიდან ბიჭი მიყურებს – ეს ნინიკოს ძმაა. თერთმეტი წლის ნოდარს ლაპარაკი ნაკლებად უყვარს, მაგრამ მაფრთხილებს, რომ ფეხქვეშ ვიყურო. სახლი კი არა, დანაღმული ველია! აქ ყოფნა უბრალოდ საშიშია; მაგრამ კაციშვილს არ აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ ეს ბავშვები… და როგორც ყოველთვის, ისევ მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს, მეგობრებო, – კეთილი გულის მქონე უცხო ადამიანების იმედი!

ნატალია, ნინიკომ გზაში ჩემი დაშინება უკვე მოასწრო. მეგონა მოიგონა, რომ თითქოს რაღაც ხვრელში ჩავარდა, მაგრამ როგორც ჩანს, მართალია…

ნატალია: უჰ, სასწაულებრივად გადარჩა! ძლივს ამოვიყვანე. საშინელებაა! თავისი პატარა ხელებით ხის ნაჭრებს რომ არ ჩასჭიდებოდა… ახლა რამე ფიცრები გვინდა მოვძებნოთ, რომ დავაჭედოთ, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბით თავი. როცა იმაზე ფიქრობ, შვილებს რა აჭამო, ამ საშინელებას უკვე ვეღარც კი ამჩნევ.  

ამ სახლში საფრთხის შესაქმნელად ყველა პირობაა: კიბე შეიძლება ჩამოინგრეს, კედელი შეიძლება ჩამოიშალოს, ჭერი – ჩამოვარდეს. ფხიზლად ყოფნაა საჭირო, რომ სახლმა მაცხოვრებლები ცოცხლად არ დამარხოს.

 – და რაზე ცხოვრობთ?

  ნატალია: მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე. ზოგჯერ, თუ ვინმემ დაგვიძახა, მე და ჩემი ქმარი სამუშაოდ მინდორში გავდივართ… მაგრამ ახლა უკვე აღარ შემიძლია, – ორსულად ვარ. ვიღაცისთვის ორსულობა ბედნიერებაა, მე კი ყოველდღე ვნერვიულობ. რძე თუ არ მექნა, ბავშვს რა ვაჭამო?

მესმის, ეს ხომ დიდი პასუხისმგებლობაა…

ნატალია: ალბათ ვინმე იმასაც იტყვის, რომ ჩვენი შვილების მომავალზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ასე არაა. საკუთარ შვილს ხომ არ მოვკლავ, არა? რადგან ღმერთმა მოგვცა, მის გამოკვებაშიც დაგვეხმარება. მე ამის მჯერა! და ბევრს სჯერა ამის! ბავშვებს მხოლოდ მდიდრები რომ აჩენდნენ, საქართველოში ორასი ადამიანიღა დარჩებოდა. თუ საკმარისად მდიდარი არ ხარ, ორსულობა სასჯელია.

„საქართველოში ორსულობა ყველაზე დიდი სასჯელია.“

   – სოციალური დახმარება რაზე გყოფნით?

ნატალია: ფქვილზე, შაქარზე და ლობიოზე… და სარეცხ ფხვნილსაც ვყიდულობ. რადგან მდიდრები არ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვები ჭუჭყიანი ტანსაცმლით უნდა დადიოდნენ.

ხელისუფლებისთვის დახმარება არ გითხოვიათ?

ნატალია: ნეტავ არ მეთხოვა. თავი ქუჩაში გაგდებული მათხოვარი მგონია, კაპიკებს რომ ითხოვს. სახლის შეკეთება ვთხოვეთ, მაგრამ არაო!

თქვენი სახლის ნახვა შეიძლება?

ნატალია: ჩვენება მრცხვენია. მაწანწალებივით ვცხოვრობთ. სახლში მთელი არაფერია. როგორც მოგვიხერხდება, ისე გვძინავს.

ნინო (4 წლის): წამო, გაჩვენებ! ოღონდ ფრთხილად იარე, თორემ ჩავარდები და ვერ ამოგიყვანთ! ნახე, რამხელა ხარ!  

„აი, ამ ხვრელში ჩავვარდი! ნახე, რა საშინელია!“

„მამამ იატაკის ხვრელები ასე ამოავსო.“

სახურავი ამ ძველ ტაფებს უჭირავს…

ამ საშინელი კედლის გვერდით კი ბავშვებს სძინავთ… მათ კეთილი სიზმრების შესახებ არაფერი იციან…

ნინიკო, როგორი სახლი გინდა, რომ გქონდეს?

ნინო: პატარა, მაგრამ ლამაზი, – როგორიც ჩვენს მეზობლებს აქვთ. იქ თეთრი კედლები და ჭერია და აივანზე სირბილი შეიძლება, აქ კი არ შეიძლება.

   – კიდევ რას ისურვებდი?

  ნინო: რომ ყველაფერი გვქონდეს. კარადას გამოვაღებ და – ვაფლი დევს, ისევ გამოვაღებ და – ისევ დევს… და სათამაშოებიც რომ მქონდეს.

   – სათამაშოები არ გაქვს?

  ნინო: მაქვს! გინდა განახო? იჯექი, ახლავე მოვათრევ.

   – მოიცა, მოთრევა არ გინდა, მე თვითონ მოვალ და მაჩვენე.

  ნინო: მთელი ყუთი მაქვს… აი, ჩემი სათამაშოები!

ოთხი წლის ნინიკოსთვის ეს სათამაშოებით სავსე, გაცვეთილი მუყაოს ყუთი მთელი სამყაროა! ყველა სათამაშო გატეხილი და ძველია, მაგრამ საწყალ ბავშვს დიდი არჩევანი არც აქვს.

   – შენი ძმა ასეთი ჩუმი რატომაა?

  ნინო: ჰო, ეგეთია… მე კი მხიარული ვარ! მაგრამ ჩვენ ყოველთვის ერთად ვთამაშობთ.

„ჩემს ძმას არ ვაბრაზებ, იშვიათად… მაგრამ ყოველდღე.“

ნოდარ, მინდა შენი სურვილებიც ვიცოდე. მოგვიყვები?

ნოდარი (11 წლის): არა, სურვილები არ მაქვს!

ნატალია: ნინიკოსგან განსხვავებით, ჩუმი ბიჭია. მეხსიერების პრობლემები აქვს, მაგრამ ვერ ვხვდებით, რატომ. სკოლაში ლექსს სწავლობს, სწავლობს და… მერე აღარ ახსოვს. არც ის ახსოვს, რომ რაღაც ასწავლეს. მითხრეს, თბილისში ექიმთან უნდა წაიყვანოო, მაგრამ როგორ? იქ უნდა ჩახვიდე, დარჩე… ქალაქის ექიმები კი ძალიან ძვირია.

დედა ვერ ხვდება, მისი შვილი ავადაა თუ უბრალოდ სწავლა არ უნდა.

ანუ მკურნალობა სჭირდება?

ნატალია: არ ვიცი, იქნებ არცაა საჭირო? იქნებ უბრალოდ ნორმალური კვება სჭირდება? ხომ გეუბნებით, ბავშვები პურის და ლობიოს გარდა სხვას არაფერს ჭამენ. ზოგჯერ მეზობლები თუ დაუძახებენ და აჭმევენ…

   – დღეს სადილად რა გაქვთ?

ნატალია: პური… სოციალური დახმარების ჩარიცხვამდე რამდენიმე დღე დარჩა, ამიტომ ეს დღეები მხოლოდ პურზე ვიქნებით.

რა უნდა მოხდეს, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს?

ნატალია: არც კი ვიცი… ალბათ ჩემმა ქმარმა ნორმალური სამსახური უნდა იშოვოს, – ისეთი არა, როგორიც ახლა აქვს. კვირაში ერთხელ დადის და დღეში 10 ლარს უხდიან… ამ სახლის შეკეთებაშიც თუ დაგვეხმარებიან და ხელს ოდნავ მაინც თუ წაგვკრავენ, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ…

„ლამაზ სახლს და შიგნით უამრავ ვაფლს დავხატავ, – ნოდო დამეხმარება.“

„თოჯინასაც დავხატავ – ეგ მეც შემიძლია!“

ნატალია, მოდი ჩვენი საუბარი შევაჯამოთ – რა გჭირდებათ ყველაზე მეტად იმისთვის, რომ ცხოვრება გაგიმარტივდეთ?

ნატალია: სამშენებლო მასალები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ხვრელები მაინც ამოვავსოთ. პროდუქტებიც ძალიან გვჭირდება, თუნდაც ისეთი, რომ ზამთარი გადავაგოროთ. მომავალ შვილზეც ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ამაზე წინასწარ ფიქრი არ მინდა. იქნებ ღმერთმა შეგვიწყალოს და რძე მქონდეს… ჰიგიენური საშუალებებიც გვჭირდება, საწოლები, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი…

  ნინო: ჰო-ო-ო! ტელევიზორი ყველზე მეტად გვჭირდება! გადააკეთე, – დაწერე ტელევიზორი და მიაწერე „ნომერი ერთი“.

   – კარგი, ეგრე ვიზამ! მოდი შენი სურვილების სია ცალკე ჩამოვწეროთ!

  ნინო: დაწერე: ვაფლი, ტელევიზორი, ლამაზი კაბა, ლამაზი თოჯინა, ლამაზი საწოლი, ლამაზი ბალიში, ლამაზი სახლი – ყველაფერი ლამაზი! და ნოდოსთვის ველოსიპედი ან პლანშეტი დაწერე! მორჩა!

   – მალე ყველა სურვილი აგიხდებათ, ჩემო პრინცესა!

  ნინო: დედაც ასე მეძახის!

ეს პატარა ლამაზმანი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს. მან თავი პრინცესად უნდა იგრძნოს, – როგორც ყველა გოგომ!

***

  მეგობრებო, ყორშიების ოჯახს სხვა არავინ ჰყავს, ვისაც დასახმარებლად მიმართავდა. მათი უკანასკნელი იმედი სრულიად უცხო ადამიანები არიან. დედა შვილებზე დარდობს, რადგან არასათანადო კვებამ შეიძლება მათ ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ქალი ჯერ არშობილი შვილის გამოც ძალიან ნერვიულობს, რადგან იცის, რომ იმ ტანჯვისთვის იმეტებს, რომელიც მას არ დაუმსახურებია. აბა, რა ქნას? როგორ მოიქცეს? არ გააჩინოს? თუ ჩვენ მაინც დავუდგებით გვერდში და დავანახებთ, რომ საქართველოში დაბადება არც ისე დიდი საშინელებაა?!

ყორშიების ოჯახს ნებისმიერი დახმარება სჭირდება: საკვები პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებით, სამშენებლო მასალებით, საწოლებით, სარეცხი მანქანით, ტელევიზორით… ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ უბედური ოჯახის დახმარებასაც შევძლებთ, როგორც მანამდე სხვა ათასობით ქართულ ოჯახს დავეხმარეთ, რომლებიც სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე იყვნენ.  

მათი მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. პირველი მაისი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ, ამიტომ ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ყორშიების ოჯახი).

  თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

  უკეთესი მომავლის იმედი რწმენამ შეცვალა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ყორშიების ოჯახი ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავიცანით. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/794-korshia/ 
საშინელი სახლი, შიმშილი, უიმედობა… იმედიც არ ჰქონდათ, რომ მათი ცხოვრება შეიცვლებოდა. მაგრამ, თქვენ მათ სიხარული აჩუქეთ! 
„სიტყვებით ჩემს მადლიერებას ვერ გამოვხატავ. იმხელა სიკეთე დაანახეთ ჩვენს ოჯახს! პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, პლანშეტი. თქვენმა დახმარებამ სიცოცხლე შეგვინარჩუნა!“ – ბედნიერი ღიმილით ყვება ოჯახის დიასახლისი ნატალია. თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, ახდა ნოდიკოს სწორედ ის ოცნება, რომლის ხმამაღლა თქმასაც ვერ ბედავდა!

 „ყოველთვის მარტოსულად გრძნობდა თავს. მეგობრები სკოლის მერე გასწრობანას თამაშობენ ველოსიპედებით, ის კი, მარტო იდგა მოშორებით და უყურებდა… და ეს სიცარიელე მის თავლებში… არასდროს არ წუწუნებდა და არფერს ითხოვდა. მაგრამ, მე ხომ ყველაფერს ვხედავდი. თქვენ კი, ნამდვილი ბავშვობა აჩუქეთ მას!“

ახლახან, ყორშიების ოჯახში პატარა დაიბადა. ეს უდიდესი ბედნიერებაა! და ამასთანავე, ძალიან დიდი პრობლემა… რა პირობებში გაიზრდება? ეს სახლი ხომ უბრალოდ უზარმაზარ დანაღმულ ველს ჰგავს!  წამში შეიძლება ფეხი აგიცურდეს და ჩავარდე…
ღამით კი, ძილშიც, შეიძლება ქარის წუილი გაიგოთ, რომელიც აღწევს კედლების ღრიჭოებში… მეგობრებო, ამ ოჯახს ისევ სჭირდება ჩვენი დახმარება. ყველაზე უბრალო საკვებიც კი, ფუფუნებაა მათთვის. მოდით, დავუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს, რომ სიკეთეს საზღვარი არ აქვს! ერთად ვაჩუქოთ ამ პატარებს ბედნიერი ბავშვობა.

,,პლანშეტი რომ გვაჩუქეს, ძალიან გაგვიხარდა. უამრავ თამაშს გადმოვწერთ და ვითამაშებთ“

          -ნატალია, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
          ნატალია: მხოლოდ უკეთესობისკენ. ჩვენს შესახებ შეიტყო უამრავმა ადამიანმა და გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი გასაჭირი. ბევრი გამოგვეხმაურა, ამ ადამიანების წყალობით მივიღეთ პროდუქტი, თავის მოვლის საშუალებები, ფულადი თანხა და განსაკუთრებულად საჭირო საჩუქარი – მაცივარი. დამირეკა უამრავმა ადამიანმა, ისინი მამხნევებდნენ და მითანაგრძნობდნენ.
ერთი სიტყვით, უზომოდ მადლობელი ვარ. არც კი ვიცი,  ამ დახმარების გარეშე რა გვეშველებოდა.

,,ახალი ტექნიკა დიასახლისის განკარგულებაშია’’

        -ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
       ნატალია:  უკლებლივ ყველას მადლობელი ვარ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ერთ-ერთი არის ლტოლვილი აფხაზეთიდან, რომელიც ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს. ხშირად მოდიოდა ჩვენთან, მოჰქონდა პროდუქტი და სხვა საჭირო ნივთები, მორალურადაც ყოველთვის გვერდში გვედგა და ცდილობდა ჩვენს გამხნევებას. რა თქმა უნდა, იყვნენ სხვებიც, ვინც მოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ თანხა ჩაგვირიცხეს. 
უზომოდ მადლობელი ვარ ყველას.

,,ბავშვის ჰიგიენური საშუალებები ძალიან გამოადგება პატარას. “
           -რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა თქვენი ოჯახისთვის და პირადად თქვენთვის?
          ნატალია: ფაქტობრივად, ამ დახმარებამ სიცოცხლე შეგვინარჩუნა. რომ არა ეს პროდუქტი და თანხა, რომლითაც დაგვეხმარეთ, ნამდვილად აღმოვჩნდებოდით შიმშილის ზღვარზე. ბავშვებისთვისაც ბევრი რამ შეიცვალა. პლანშეტმა და ველოსიპედმა, რომელიც აჩუქეთ მათი ბავშვობა ფერადი და მხიარული გახადეს. გარდა ამისა, ისინი ხშირად ლაპარაკობენ სიკეთისა და დახმარების ძალაზე. სხვისი დახმარებამ გული გაუთბო და მზად არიან, როდესაც საჭირო გახდება, გვერდში ამოუდგნენ ნებისმიერ ადამიანს. თქვენ მათ კარგი ადამიანობის საუკეთესო მაგალითი დაანახეთ.

,,ტკბილეული საუკეთესო განწყობისთვის’’

,,დედამ თქვა: ბევრ ტკბილეულს თუ შეჭამ კბილები გაგიფუჭდებაო. მაგრამ, ისეთი გემრიელია, მაინც ვჭამ ხოლმე“

        -ბავშვებსაც მინდა გავესაუბრო, რომელი საჩუქარი მოგეწონათ ყველაზე მეტად? ახლა როგორ ითამაშებთ?
        ნინიკო(4 წლის): ყველაზე მეტად პლანშეტი მომწონს, იქ იმდენი თამაში და გასართობია. მე და ნოდიკო ხშირად ვეჯიბრებით ერთმანეთს ქულების დაგროვებაში. ის დიდია და მჯობნის, მაგრამ, ხანდახან მეც ვუგებ ხოლმე. ტკბილეულიც ძალიან მომეწონა. დედა მეუბნება: „ბევრს თუ შეჭამ, კბილები  გაგიფუჭდებაო“. მაგრამ, ისეთი გემრიელია მაინც ვჭამ ხოლმე. 
         ნოდიკო (11 წლის): მე ყველაზე მეტად ველოსიპედი მომეწონა. ძალიან კარგია და სწრაფი. სკოლის შემდეგ, ჩემი თანაკლასელები ერთმანეთს სისწრაფეში ეჯიბრებოდნენ. ახლა, მეც შევძლებ შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას და ყველას გავასწრებ.

,,ახლა, ველოსიპედით შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება მეც შემიძლია’’

         – ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? პოსტზე რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
       ნატალია: კი, ჰქონდათ რეაქცია. ხობის გამგეობიდან მოვიდნენ და შეგვპირდნენ, რომ მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ, სახლის გადასახური მასალით მოგვამარაგებენ.
       – როგორც ვხედავ, უკეთესობისკენ იცვლება თქვენი ცხოვრება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამით არ შემოიფარგლება პრობლემები და კიდევ უამრავი რამ გჭირდებათ. შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენი ფონდის მეგობრებს.
ნატალია: ძალიან მადლობელი ვარ თქვენი ფონდის და მისი მეგობრების. მართლაც მოახერხეთ და დიდი ხნის შემდეგ, დაგვიბრუნეთ მომავლის იმედი. თუმცა, სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენი პრობლემები ჯერ ბოლომდე არ არის მოგვარებული. შვილის გაჩენის სიხარულს, თან მოჰყვა ახალი პრობლემებიც. ოჯახს  ბავშვისთვის ხელოვნური კვების ყიდვის საშუალება არ აქვს. ღმერთის და კეთილი ადამიანების იმედად ვრჩებით. 
იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენთვის გააკეთეთ ძალიან მერიდება კიდევ რაიმეს თხოვნა, მაგრამ არ მაქვს სხვა გამოსავალი და მადლობელი ვიქნებით ნებისმიერი დახმარებისთვის. უფალი გფარავდეთ ჩემო კარგებო, ყველაფერი კარგად იქნება.
***
        მეგობრებო, ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 
          გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ამ, და კიდევ უამრავი  სხვა ოჯახის გაჭირვება და ერთად განვაგრძოთ მათი დახმარება. მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია. ის, თუნდაც მცირედი, რის გაცემაც შეგვიძლია სიკეთის სახელით,  ამ ადამიანებისთვის, ხშირად სიკვდილ-სიცოცხლის საკითია.
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
         თქვენი სიკეთე, არის შანსი, თავადაც ყოველთვის, ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ! 
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ყორშიების ოჯახი).
       თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/794-korshia/ 
       ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
         სპეციალურ ტელეფონის ნომერზე განხორციელებეულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ნოე 26
პროდუქტები
100.00₾
2021 დეკ 03
მაცივარი
645.00₾
2021 დეკ 07
პლანშეტი
300.00₾
2021 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
370.00₾
2021 დეკ 31
პროდუქტები
440.00₾
2022 იან 13
ველოსიპედი
400.00₾
2022 თებ 17
მედიკამენტები
234.99₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
210.00₾
2022 აპრ 20
მედიკამენტები
212.43₾
2022 აპრ 29
პროდუქტები
392.27₾

სულ ხარჯები:

3304.69₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2022 20:00:00
₾2.75
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.04.2022 20:00:00
₾2.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.04.2022 20:00:00
₾4.75
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.04.2022 20:00:00
₾1.75
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2022 20:00:00
₾2.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2022 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.04.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.04.2022 20:00:00
₾2.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.04.2022 20:00:00
₾2.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.04.2022 20:00:00
₾2.55
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.04.2022 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.04.2022 20:00:00
₾2.25
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2022 20:00:00
₾2.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.04.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.04.2022 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾3,304.32

277 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,304.32

277 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება