ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ეს ღუმელი თუ ჩაქრება, ყველა გავიყინებით და მოვკვდებით!

calendar იანვარი 10, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

„იცით, რომ მალე შობაა? შვილები გყავთ? მათთან თოვლის ბაბუა მოვა? კარგად იქცეოდნენ? თქვენც აჩუქებთ რამეს? თოჯინებსაც? კანფეტებსაც? ისეთ კაბებსაც, პრინცესა ელზას რომ აქვს?“ –მოგვაყარა უამრავი დამაბნეველი შეკითხვა 6 წლის ბარბარემ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ეს ღუმელი თუ ჩაქრება, ყველა გავიყინებით და მოვკვდებით!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!
 „იცით, რომ მალე შობაა? შვილები გყავთ? მათთან  თოვლის ბაბუა მოვა? კარგად იქცეოდნენ? თქვენც აჩუქებთ რამეს? თოჯინებსაც? კანფეტებსაც? ისეთ კაბებსაც, პრინცესა ელზას რომ აქვს?“ –მოგვაყარა უამრავი დამაბნეველი შეკითხვა 6 წლის ბარბარემ.

 „მეუბნებიან, რომ შობის დღესასწაული ყველასთვის არ არის…“
         კარგად იქცეოდა, სახლშიც და სკოლაშიც. მაგრამ, ალბათ, ისევ დარჩება საახალწლო საჩუქრების გარეშე. შარშანაც არაფერი მიუღია… არც შობას, არც დაბადების დღეზე… ალბათ, ახლა, აღარც დაელოდება. ეცდება ადრე დაიძინოს, მეზობლის ბავშვების მხიარულ ჟრიამულს რომ არ უსმინოს. მასაც ხომ ისე ძალიან უნდა, პირველ იანვარს ეზოში გავიდეს და მეგობრებს აჩვენოს, რა აჩუქეს. დედიკო და მამიკო, სულ ეუბნებიან, რომ კარგი გოგოა. ნანა მასწავლებელიც კი სულ აქებს. ლექსიც ზეპირად ისწავლა. მაგრამ ბარბარემ იცის, რომ არც თოჯინა, არც საწოლის ლამაზი თეთრეული, მისი საყვარელი პრინცესებით, კანფეტიც კი არ ექნება.

ნუთუ, პატარა ბარბარესთვის, დღესასწაული არასდროს დადგება?
– რატომ ფიქრობ ასე, ბარბარე? თოვლის ბაბუას ხომ საჩუქარი, ყველა ბავშვისთვის მოაქვს? 
ბარბარე (6 წლის): არ ვიცი. დედა ამბობს რომ ის ერთია, ბავშვები კი ბევრი. მაგრამ მე ხომ კარგად ვიქცეოდი. ერთი-ორჯერ თუ გავაბრაზე დედიკო, და მორჩა! მაგრამ, სხვა ბავშვებიც ხომ აბრაზებენ?
– მომიყევი, როგორ იქცეოდი, მე თვითონ გადავცემ ყველაფერს თოვლის ბაბუას!

ბარბარე: „ეს ჩემი ძამიკოა, რეზი. წლინახევრისაა. შემიძლია ჩავაცვა. პამპერსის გამოცვლა კი, ჯერ არ გამომდის. მაგრამ, გპირდებით, ვისწავლი.  როდესაც ტირის, შემიძლია დავამშვიდო,“

 „ვუმღერი, ზღაპრებს ვუკითხავ. ის კი „პაჩის“ მეუბნება – ეგ ნიშნავს: „მოდი გაკოცო“

 „კიდევ თოჯინა მყავს, ვითომ ჩემი შვილია. რეზისავით მტირალა კი არ არის, მიჯერებს და არ შია“

 „კიდევ შემიძლია, ღუმელს შეშა რომ შევუკეთო. რომ ჩაქრეს, ყველა გავიყინებით და მოვკვდებით“
– დამარწმუნე, რომ ნამდვილად ძალიან ყოჩაღი სუპერგოგო ხარ! თოვლის ბაბუას შენზე აუცილებლად მოვუყვები.
ბარბარე: ოღონდ მარტო ჩემზე კი არა, ჩემს დედიკოზეც და მამიკოზეც. ისინიც კარგად იქცევიან. რეზიზეც. მშვენიერი ბიჭია, როცა არ ტირის.
 – ბევრი ფული რომ გქონდეს, რას აჩუქებდი მათ?
ბარბარე: დედას საღებავებს ვაჩუქებდი, აი, სახეზე რომ წაისვას და გაიპრანჭოს. ძალიან უხდება, როცა იპრანჭება. მამას ახალ ფეხსაცმელს ვაჩუქებდი. ვნახე, დაეხა. ახალს კი ვერ ყიდულობს, ამბობს, რომ მაგისთვის არ სცალია. „ჯობია, შენ გიყიდო კანფეტი“ – ასე მეუბნება. იცით, როგორ მიყვარს მამიკო? (ჩურჩულით მეუბნება) უფრო მეტად, ვიდრე დედიკო! ერთხელ ბანანი მომიტანა. ხანდახან ჩემთვის კანფეტიც მოაქვს. თავისთვის კი ფეხსაცმელს ვერ ყიდულობს. ჩემს ძამიკოს კი, მანქანას ვაჩუქებდი. სამი ცალი აქვს, მაგრამ ყველა გაფუჭებულია. და კიდევ გიოს გავუკეთებდი რამე საჩუქარს.
– გიო ვინ არის?
ბარბარე: ჩემი „შეყვარებულია“. ძალიან კარგი ბიჭია! ყველასგან გამორჩეული, ვმეგობრობთ. მე გულებს ვუხატავ და ვჩუქნი. ფული რომ მქონდეს, საახალწლოდ საათს ვაჩუქებდი. ვიცი, რომ საათი უნდა.
– მასაც უყვარხარ?
ბარბარე: არ ვიცი, მეუბნება, რომ კარგი გოგო ვარ და ორცხობილას მინაწილებს. ის საუკეთესოა!

 „ბევრი, ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, საჩუქრებს ყველას გავუკეთებდი. დედიკოსაც, მამიკოსაც, რეზისაც და გიოსაც!“
– საქართველოში ყველაზე კეთილი გოგონა ხარ! იცი?
ბარბარე: კი! ვიცი! რომ გავიზრდები, კიდევ უფრო კეთილი გავხდები. ექიმი გამოვალ და ყველას ვუმკურნალებ. კიდევ პრინცესა გავხდები და „მხატველი“.
         – ოჰ! მოასწრებ მერე ამდენ რამეს?
         ბარბარე: რა თქმა უნდა. დილაობით „ვიექიმებ“, მერე დავხატავ. პრინცესა კი სულ ვიქნები!
– პრინცესა-ექიმო, შეიძლება, ახლა შენს დედიკოსაც რომ გავესაუბრო? იქნებ მანაც გაგვიმხილოს სურვილები?
ბარბარე: მისი სურვილი ვიცი. სარეცხი მანქანა უნდა.
          – მადონა, ბარბარე ნამდვილი საოცრებაა! ვფიქრობ, საახალწლოდ, საჩუქრები აუცილებლად უნდა მიიღოს!
          მადონა: ეჰ, მართლაც საოცარი მყავს. მე კი, ძალიან განვიცდი, რომ რასაც იმსახურებს, მისთვის იმის ნახევარსაც ვერ ვაკეთებ. სამწუხაროდ, მხოლოდ ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარული,  ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენი ერთადერთი სტაბილური შემოსავალი, სოციალური დახმარებაა, 300 ლარის ოდენობით. მეუღლე ყველანაირ სამუშაოს ეჭიდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კაპიკები არაფერში არ გვყოფნის. საკვებშიც კი. რეზი უკვე წლინახევრისაა, და ჯერ კიდევ ბუნებრივ კვებაზე მყავს. არ ჰყოფნის, რა თქმა უნდა.

 „როდესაც შია, ისე მწარედ ტირის, რომ მასთან ერთად მეც მეტირება“
         მადონა: ღმერთმა ნუ ქნას, ავად გახდნენ ბავშვები. წამლებს თუ ვიყიდით, შიმშილობა მოგვიწევს მთელი თვე. ამიტომაც, კეთილ ადამიანებს მხოლოდ საჭმელს ვთხოვ. პროდუქტი გვჭირდება ყველაზე მეტად. ვაიმე, ნეტავ იცოდეთ, რა ბედნიერი ვიქნებოდი, ბავშვებმა, ზამთარში მაინც, სრულფასოვნად რომ იკვებონ.
– მადონა, თქვენ ხომ, საწოლებიც კი არ გაქვთ. არანაირი ტექნიკა არ გაგაჩნიათ!
მადონა: კი, სამწუხაროდ ასეა. სარეცხ მანქანასა და მაცივარზე ვოცნებობ. საწოლებიც აღარ ვარგა. არც არის ჩვენი. ამ სახლში ნაცნობმა შეგვიშვა, დროებით. როდესაც ქირა ვერ გადავიხადეთ,  ბინის პატრონმა გამოგვყარა, და ბავშვებით დავრჩით ქუჩაში. კეთილმა ადამიანმა, აქ ცხოვრების უფლება მოგვცა, სანამ ფეხზე დავდგებით. მაგრამ ჯერჯერობით, არაფერი გამოგვდის. ჩემი მეუღლე, დღე და ღამე ეძებს სამსახურს, ნებისმიერ შემოთავაზებაზე თანახმაა, მაგრამ… ახლა კი, ყველაფერი ისე გაძვირდა, რომ საკვების თანხის გადადებაც კი ვერ მოვახერხეთ

 „ამ საწოლებზე ყველას ერთად გვძინავს. მაგრამ, საკუთარი ჭერი რომ გვქონდეს, მზად ვარ, იატაკზეც კი დავიძინო“
ბარბარე: მე კი ვოცნებობ, საკუთარი საწოლი მქონდეს, „ელზა და ანას“ ბალიში და საბანი. დედა მეუბნება, რომ ასეთები მხოლოდ მულტფილმში არსებობს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ აქვთ სხვა გოგონებს.
მადონა: გეყოფა ბარბარე, დეიდას ნუ აწუხებ.
– შევაჯამოთ, როგორც მივხვდი, თქვენ გჭირდებათ სარეცხი მანქანა, მაცივარი და საწოლები.
მადონა: პირველ რიგში პამპერსი და საკვები გვჭირდება. დანარჩენი კი, როგორც გამოვა.
– გამათბობელი თუ გაქვთ?
მადონა: შეშის ღუმელი. ის გვათბობს და საჭმელსაც ზედ ვამზადებთ. გაზი გვაქვს, შემოყვანილია. მაგრამ ოჯახმა, ვინც აქ ჩვენამდე ცხოვრობდა, ვერ გადაიხადა და გათიშეს. იმხელა დავალიანებაა, ცხოვრების ბოლომდე ვერ დავფარავთ. 400 ლარი! წარმოგიდგენიათ?! არასდროს მინახავს ამხელა თანხა! თქვენ თუ შეგიძლიათ, გაზის დავალიანების დაფარვა? გაზი და გაზქურა რომ გვქონდეს, ჩვენი ცხოვრება ბევრად მარტივი იქნებოდა.

 „შეშის გარეშე, ბავშვები გაიყინებიან და მშივრები დარჩებიან“
***
მეგობარო, ბარბარე საშობაო სასწაულს ელის! ელის სწორედ შენგან, ვინც ამ სიტყვებს კითხულობ. მან იცის, რომ ჩერნოვეცკის ფონდიდან მოსულ დეიდას, მისი სურვილები უბრალოდ არ ჩაუწერია. იცის, რომ ჩერნოვეცკის ფონდიდან მოსული დეიდას, დაპირებები ტყუილი არ არის, რომ ასეთ კარგ გოგონას, ყველა ნატვრა უნდა აუხდეს. დეიდამ იცის, რომ ჩერნოვეცკის ფონდს ყველაზე მაგარი მეგობრები ჰყავს, რომ უფრო მაგრები არიან, ვიდრე თოვლის ბაბუა. მათ ხომ, მხოლოდ საახალწლოდ კი არა, არამედ, წლიწადის ნებისმიერ დროს შეუძლიათ საჩუქრების ჩუქება! შეუძლიათ, მოაკლონ საკუთარ შვილებს, მაგრამ აუცილებლად დაეხმარონ ბარბარეს და მის ძამიკოს! 

ხომ შეგვიძლია, ამ მშვენიერი ბავშვებისთვის პატარა სასწაული რომ მოვახდინოთ?
         სარდალაშვილების ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება. ძალიან მადლობელი იქნებიან ყველაფრისთვის. პირველ რიგში კი, სჭირდებათ პროდუქტი, პამპერსი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, საწოლები. და, რა თქმა უნდა, საჩუქრები ბარბარესთვის და პატარა რეზისთვის – სათამაშოები და ტკბილეული. თქვენი აზრით, მათი სურვილები არარეალურია?
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეს ოჯახი და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მათი მისამართია: ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ბარბარეს, რომ სასწაულები ხდება! რომ შესაძლებელია, მასაც ჰქონდეს ისეთივე ლამაზი დღესასწაული, როგორიც სხვებს აქვთ! მას ჩვენი სჯერა! იმედს ნუ გავუცრუებთ. აჩვენეთ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
          გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სარდალაშვილების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით 
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270
დალოცვილები ყოფილიყავით!

„როგორ მინდა, ძალიან მაგრად რომ ჩაგეხუტოთ!“ –
გვთხოვა, აუცილებლად  გვეთქვა კეთილი ადამიანებისთვის, ფონდის მეგობრებისთვის ბარბარემ, რომელიც დღეს ბედნიერია, ჯერ კიდევ გუშინ კი, ისეთი მოწყენილი იყო
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        „პირველად დავპატიჟე ჩემი მეგობარი სახლში.“ – გვითხრა შვიდი წლის ბარბარემ  – „მართალია, ჯერ ყველაზე ახლო და საუკეთესო მეგობარი, მაგრამ მერე, ალბათ, სხვების დაპატიჟებისაც არ შემრცხვება… სახლი რომ მექნება… ან ლამაზი საწოლი… ან ლამაზი ოთახი… უკვე მჯერა, რომ ნამდვილად მექნება!“
         პატარა გოგონა ფონდის მეგობრების წყალობით დღეს მხიარული დაგვხდა. ტიტინებდა და გვიყვებოდა, როგორ გაუხარდა საჩუქრები და იმაზე, რომ უკვე სჯერა თოვლის ბაბუის, მაგრამ ის ლაპლანდიაში კი არა, ჩვენს ფონდში ცხოვრობს. 
        ჩვენო მკითხველებო, გამომწერებო, ქველმოქმედებო, იცით თუ არა, რომ უზარმაზარ საქმეს აკეთებთ? დახმარება დახმარებად იყოს, მაგრამ იმედი? იმედის და რწმენის გაღვიძება ასეთ პატარა, მოწყენილ ადამიანებში, ყველა სიმდიდრეს გადაწონის! შეუფასებელია! მადლობა თქვენ, თითოეული ბავშვის ღიმილისთვის, თითოეული ბავშვის გახარებისთვის და იმ რწმენისთვის, რომელიც მათ თვალებში ვარსკვლავებივით აანთეთ! 

„როგორ მინდა, მაგრად ჩაგეხუტოთ!“

      დღეს, ჩვენ იმის შესახებ გიამბობთ, თუ რის გაკეთება შევძელით სარდალაშვილების ოჯახისთვის, როგორ დავეხმარეთ მათ. თუმცა, ამით ჩვენი თანადგომა და სიკეთე არ დასრულებულა. კიდევ ბევრის გაკეთებას შევძლებთ, ჩვენ ამის გვჯერა!  პოსტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. გაზიარება არ დაგავიწყდეთ! 
„ყველაზე მეტად მომეწონა ჩვენი ქათქათა მაცივარი!“
         – მადონა, ვხედავ, გახარებულები ხართ. მოგეწონათ ჩვენი საჩუქრები?
         მადონა (32 წლის): სიმართლე გითხრათ, ასეთ სარეცხ მანქანასა და მაცივარზე, ოცნებასაც კი ვერ ვბედავდი. რომ დავინახე, ბავშვივით ხმამაღლა შევყვირე სიხარულისგან: „ვაშა“ – რაღაც საკუთარი უკვე ჩვენც გაგვაჩნია! ხომ იცით, ამ სახლში დროებით ვართ, ყველაფერი, რაც აქ დგას, სახლის მეპატრონისაა. არაფერია ჩვენი. ეს  საწოლები, ავეჯი, მართალია, ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენიც არაა. დროებით ვართ შემოხიზნულები. არაფერი გაგვაჩნია. თუმცა, როგორ არაფერი? ახლა, უკვე მაცივარი და სარეცხი მანქანა ხომ გვაქვს? მადლობა ამისთვის თქვენს მხარდამჭერებს – ფონდის მეგობრებს.

„დედიკო, შენ მასწავლე და მეც შევძლებ დაგეხმარო!“

დედიკო რომ იღიმის, შვილებსაც უხარიათ!

         ბარბარე (7 წლის): ხედავთ, დედიკო რა გახარებულია? არადა, ისეთი მოწყენილი იყო… თან სულ… მეც გახარებული ვარ. აი, ჩემი პატარა ძამიკო – რეზიც გახარებულია. არა, იმან ჯერ არ იცის, რისთვის გამოიყენება სარეცხი მანქანა და მაცივარი, ჯერ მხოლოდ ორი წლისაა, მაგრამ როდესაც დედიკო კარგ ხასიათზეა, შვილებიც იცინიან!  სამაგიეროდ იცის, რისთვის  გამოიყენება ტკბილეული და ეს ნუგბარი ძალიან გაეხარდა! (ხითხითებს.)
         აჰა, შენ, რეზი, კიდევ ერთი „პეჩენია“… (ძმას აწვდის ტკბილეულს.) 

მთელი მისი პატარა ცხოვრების მანძილზე, რეზიკო ორცხობილას პირველად მიირთმევს: „ვაიმე, რა გემრიელია! კიდევ მინდა, კიდევ!“

„ახლა, უკვე შემიძლია, ტკბილეულზე მეგობარიც დავპატიჟო!“

         – შენ, შენ რა გაგიხარდა ყველაზე მეტად, ბარბარე?
         ბარბარე: მე დიდი გოგო ვარ უკვე. რა თქმა უნდა, ტკბილეული გამიხარდა, იმიტომ, რომ არც იმდენად დიდი ვარ… (იცინის.) მაგრამ ყველაზე მეტად მაცივარი გამიხარდა. ყველა ჩემს მეგობარს აქვს სახლში მაცივარი და სარეცხი მანქანა. ჩვენ კი, არ გვქონდა. საერთოდ არაფერი გვქონდა. ეს სახლიც ისეთი ულამაზოა. ცუდი საწოლები დგას. მე ყოველთვის მრცხვენოდა ამ სახლში მეგობრების მოყვანის. ახლა, რაკი რაღაც მაინც გაგვიჩნდა ახალი და ლამაზი, ჩემი საუკეთესო მეგობარი მოვიყვანე. ცო-ო-ო-ოტათი აღარ მრცხვენია.
          – შენ მართლაც დიდი გოგო ყოფილხარ! ალბათ, სკოლაშიც დადიხარ. მოგწონს სკოლა?
           ბარბარე: დავდივარ და ძალიანაც მომწონს. კარგადაც ვსწავლობ.
           – ათებზე?
           ბარბარე: ჯერ ნიშნებს არ გვიწერენ, ხომ გითხარით, არც ისეთი დიდი ვარ-მეთქი-ი-ი. მაგრამ „ყოჩაღებს“ გვიწერენ და კიდევ, ვარსკვლავებს. ახლა, მე ამ ვარსკვლავებს ვაგროვებ, რომ თქვენ გამოგიგზავნოთ. ამდენი საჩუქრები მოგვიტანეთ, მე კი, მადლობის გადახდა ამ ვარსკვლავებით შემიძლია. ხომ გინდათ, ბევრი, ბევრი ვარსკვლავები რომ გამოგიგზავნოთ?
          – რასაკვირველია. დარწმუნებული ვარ, შენ იმდენ ვარსკვლავებს  დააგროვებ და გამოგვიგზავნი, რომ ჩვენ ცის განათებასაც კი შევძლებთ.
          მადონა: მადლობელი ვარ იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენი ოჯახისთვის უცნობმა ადამიანებმა გააკეთეს. გარდა ამ საჩუქრებისა, რამდენიმეჯერ მედიკამენტები და პროდუქტიც მივიღეთ, ზუსტად საჭირო დროს! როდესაც სახლში ერთი ნაჭერი პურიც არ გვქონდა, როდესაც რეზიკო ორმოცამდე გრადუსი სიცხით გვყავდა, როდესაც ერთი თეთრიც  კი არ გაგვაჩნდა, სიცხის დამწევი წამალი რომ გვეყიდა მისთვის. სწორედ ამ დროს, იყავით ჩვენი მხსნელები. მადლობა ყველაფრისთვის. 
          – მადონა, თქვენს შესახებ ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? იქნებ, კიდევ ვინმე დაგიკავშირდათ?
          მადონა: დიახ, იყო ერთი კარგი ადამიანი, სახელად აბუ. ის უცხოელია. ზუსტად არ ვიცი, რომელი ქვეყნიდან. რა ბედნიერებაა, რომ უცხოელებიც კითხულობენ და იზიარებენ თქვენს ინფორმაციას. აბუმ მოგვიტანა უამრავი პროდუქტი, თითქმის ყველაფერი. მოგვიტანა პამპერსები რეზიკოსთვის. აბუ სახლის თაობაზეც დაგვპირდა დახმარებას. აქ შემოხიზნულები, დიდი ხნით ხომ ვერ ვიქნებით?!
          – ადგილობრივი ხელისუფლება თუ შეწუხდა თქვენი მდგომარეობით?
           მადონა: უცხოელი შეწუხდა, ადგილობრივი ხელისუფლება კი, არა! არც არაფერი არ გაუკეთებიათ! არასდროს!  ახლა, ეს დასაქმების პროგრამა რომ არის, ხომ იცით? აი, ამ პროგრამაში ჩართეს ჩემი მეუღლე. ტყის მცველის თანაშემწედ მუშაობს. ხელფასი 300 ლარი აქვს. პურზე გვყოფნის. არ დავიხოცებით. 
          – კარგია, სასიკეთოდ თუ შეიცვალა რამე თქვენს ცხოვრებაში. თუმცა, საჭიროებები კიდევ ბევრი დაგრჩათ. ამ ეტაპზე უმთავრესი რა არის თქვენთვის?
           მადონა: უმთავრესი საკუთარი ჭერია. ვოცნებობ, 20 კვადრატული მეტრი მაინც მქონდეს, ერთი ციცქნა ოთახი, რომელშიც თვალს მშვიდად გავახელ და არ მექნება იმის შიში, რომ მეპატრონე მოვა და მეტყვის: „დაცალეთ!“ დიდი მადლობა მას, ვინც აქ შემოგვიშვა! ქირას არ გვახდევინებს, არც გვაჩქარებს, მაგრამ მალე თავადაც დასჭირდება… მერე? მერე სად უნდა წავიდეთ? კიდევ საკვები პროდუქტი არის ჩვენი საჭიროება, მუდმივად! ბავშვებს მარტო პურზე ვერ გადაატარებ, თორემ ჩვენი თავი ჯანდაბას…
          ბარბარე: მე მჭირდება რაღაც… თან ძალიან… შეიძლება, გითხრათ?
          – რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა მითხრა. 

„მე მჯერა, რომ თოვლის ბაბუებს იცნობთ!“

„მეც მიდა ეთი პიპია… რურჯი!“

            ბარბარე: ლამაზი საწოლი მინდა… ფუმფულა… რბილი… აი, ძალიან ტკბილად რომ დავიძინო. დილით გაღვიძებისას, მისი დანახვა რომ გამიხარდეს, ისეთი! ელზას და ანას საბანი და ბალიშიც რომ მოჰყვებოდეს, ხომ შეიძლება?
           – კი, რა თქმა უნდა, შეიძლება! მე ამ სურვილებს ბარათზე დავწერ და თოვლის ბაბუას გავუგზავნი, კარგი?
          ბარბარე: ოღონდ ლაპლანდიაში არ გააგზავნოთ, ფონდში წაიღეთ. იქ ცხოვრობენ თოვლის ბაბუები.
***
      ბარბარეს ბოლო სიტყვებზე დავფიქრდი. თქვენ, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, სწორედ, ის თოვლის ბაბუები ხართ, ვინც მარტო საახალწლოდ კი არა, მთელი წლის განმავლობაში ასე ახარებთ პატარა ანგელოზების გულებს. დარწმუნებული ვარ ბარბარეს ეს გზავნილიც ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ. ვარსკვლავები ხომ უნდა დავიმსახუროთ?  მე მჯერა, რომ საქართველოში ყველა პატარას გავაბედნიერებთ! საქართველოში ყველა გაჭირვებულ ოჯახს მივუტანთ სიკეთით სავსე კალათებს!
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
           მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სარდალაშვილების ოჯახი).
      თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)   
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund     
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
       სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
        ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
     
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 თებ 04
მედიკამენტები,პამპერსები
99.99₾
2022 თებ 04
პროდუქტები
148.85₾
2022 თებ 21
სარეცხი მანქანა
635.00₾
2022 მარ 07
პროდუქტები
134.24₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
255.00₾
2022 ნოე 03
მაცივარი
635.00₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
125.00₾

სულ ხარჯები:

2033.08₾

დარჩა:

0.23₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2023 20:00:00
₾13.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2023 20:00:00
₾6.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2023 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2023 20:00:00
₾3.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2023 20:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2023 20:00:00
₾10.28
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.01.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.01.2023 20:00:00
₾33.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.01.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.12.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.12.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.12.2022 08:29:51
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.12.2022 20:00:00
₾50.00

შემოწირულია:

₾2,033.31

159 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,033.31

159 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება