ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„როდესაც კანფეტს ვთხოვ, დედიკო ასე აკეთებს „ე-ე-ე-ე-ე“ და თვალებზე ხელს იფარებს, ჰგონია პატარა ვარ და ვერ ვხვდები, რომ ტირის“

calendar იანვარი 10, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მარიამი (5 წლის): დედიკო ტირილს იწყებს სიტყვა „კანფეტის“ გაგონებაზე. შენ გეშინია? კანფეტი, კანფეტი! არა, არ გეშინია! მაშინ, „ორი ფული“ მაჩუქე, კანფეტს ვიყიდი. დედიკოსაც ვუყიდი და შენც. გინდა? ან „პეჩენიას“.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
 „როდესაც კანფეტს ვთხოვ, დედიკო ასე აკეთებს „ე-ე-ე-ე-ე“ და თვალებზე ხელს იფარებს, ჰგონია პატარა ვარ და ვერ ვხვდები, რომ ტირის“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!

 „დედიკო თვალებზე ხელს იფარებს და „ე-ე-ე-ე“, ასე აკეთებს. ტირის. ჰგონია, რომ ვერ ვხედავ“
          მარიამი (5 წლის): დედიკო ტირილს იწყებს სიტყვა „კანფეტის“ გაგონებაზე. შენ გეშინია? კანფეტი, კანფეტი! არა, არ გეშინია! მაშინ, „ორი ფული“ მაჩუქე, კანფეტს ვიყიდი.  დედიკოსაც ვუყიდი და შენც. გინდა? ან „პეჩენიას“.
– მე რომ მოგიტანო კანფეტი?
მარიამი: არჩევა იცი? ბევრი კანფეტი გაქვს გასინჯული? იცი, ყველაზე გემრიელი რომელია? ერთს მარწყვი ახატია, მეორეს ძროხა. ჯობია მე თვითონ ავარჩიო!
          – რა გინდა კიდევ, კანფეტის გარდა?
          მარიამი: ნათიამ, მთელი დღე, რომ არ იტიროს და არ იღრიალოს. მე და ჩემი და ვთამაშობთ, ის კი ხელს გვიშლის. წამო, „პეჩენიების“ გაკეთებას გასწავლით. და კიდევ, დედიკომ რომ არ იტიროს. ჩუმად ტირის: „ე-ე-ე-ე-ე“, ნათიასავით ხმამაღლა კი არა.

 „ტალახისგან „პეჩენიები“ გამოდის, მაგრამ ვერ შეჭამ, უგემურია!“
ბავშვები, ვისაც მთელი ცხოვრების მანძილზე დედის ტირილის გარდა არაფერი აქვთ ნანახი, როგორები გაიზრდებიან, ნეტავ? ნუთუ, განწირულები არიან ტანჯვისთვის? სხვა რეალობა ხომ ნანახიც არ აქვთ.
          ნათია 20 წლის ასაკში გათხოვდა. ეგონა, რომ ყველა მის პრობლემას მოეღო ბოლო, მეუღლე კი, ხელის გულზე ატარებდა. ხომ შეპირდა: „ერთად ყველა სირთულის დაძლევას შევძლებთო“. ხატიას არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა, თავის „უფლისწულში“ კი ხსნა დაინახა. მართლაც, ზღაპარს ჰგავდა თავიდან ყველაფერი, მაგრამ პატარა მარიამის გაჩენის შემდეგ, რაღაც შეიცვალა.
           მეუღლემ დალევა დაიწყო, აგრესიული გახდა, სულ ჩხუბის მიზეზს ეძებდა. „ალბათ, ბიჭი უნდოდა“ – ფიქრობდა ხატია. ერთ წელიწადში კი, ანანო დაიბადა. აი, მაშინ დაიწყო… ერთხელ ხელი ჰკრა, მერე დაარტყა, ძლიერად, მერე კიდევ უფრო ძლიერად… მერე ისე სცემა, რომ ტვინის შერყევა ჰქონდა. ითმენდა. ფიქრობდა, რომ უკეთესი ცხოვრების ღირსი არ იყო. მაგრამ, როდესაც ხატია მესამე შვილს, ნათიას ელოდებოდა, ქმარმა ორსული სცემა. აი, მაშინ კი მიხვდა, რომ ის ბავშვებსაც არ დაინდობს. წავიდა. ორი თვე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იცხოვრა. მერე კი, პატიების სათხოვნელად დედამისს მიაკითხა. უთანხმოების მიუხედავად, მიიღეს.

 „შეხედეეე! იქიდან შეიძება რაღაცა ჩამოვარდეს“
          მშობლების სახლის გარდა, არ აქვთ სხვა თავშესაფარი. „კარგია, ქირის გადახდა მაინც რომ არ გვიწევს“, – ამბობს ხატია. მათი ერთადერთი შემოსავალი, სოციალური დახმარებაა, რომელიც პამპერსსა და საკვებში ძლივს ჰყოფნით. ძნელია, აუხსნა პატარებს, რომ სახლში საჭმელი, პურისა და ჩაის გარდა არაფერი აქვთ. სულ შიათ, რამე გემრიელი უნდათ. თვითონაც არ იციან, რა.

 „აი, დედიკო ასე რეცხავს, ჩვენ კი გვიკრძალავს“
– ხატია, ბავშვები ამბობენ, რომ კანფეტების გეშინიათ.
ხატია: კი, კანფეტს რომ ითხოვენ, ცრემლები თავისით მომდის… აღარც მახსოვს, ბავშვებს ტკბილეული ბოლოს როდის ვუყიდე. თუ ვინმე აჩუქებს სიხარულისგან კივილს იწყებენ, მე კი თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. ტკბილეულზე გიჟდებიან. ყველაფერს მოკლებულები არიან. სოციალური დახმარების თანხა არაფერში არ მყოფნის. ვერც ვმუშაობ. პატარას ვერავისთან ვტოვებ. ძალიან რთული ხასიათი აქვს. ალბათ, ჩემი მძიმე ორსულობის გამო. აშკარად შია… ხელოვნური კვება კი ძალიან ძვირი ღირს. ვერანაირად ვერ ვანაწილებ თანხას ისე, რომ პამპერსის, საკვების და ტანსაცმლის საყიდლად მეყოს. ფეხსაცმელი არ აქვთ ბავშვებს.

 „პრინცესული“ ფეხსაცმელი თუ გვექნება, არასდროს გავიხდით, გპირდებით“
– ბავშვების მამა არ გეხმარებათ?
ხატია: ალიმენტსაც კი არ იხდის. რომელ დახმარებაზეა ლაპარაკი?
– საერთოდ არავინ არ გეხმარებათ?
ხატია: დედა, როცა შეუძლია. მასაც უამრავი პრობლემა აქვს. მიჩვეული ვარ უკვე, რომ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია და არავის იმედი არ უნდა მქონდეს. საჩუქარი საერთოდ არ ვიცი, რა არის..
         – რა საჩუქარს ისურვებდით საახალწლოდ?
          ხატია: არ ვიცი… აი, მართლა. ჩემთვის არასდროს არავის არაფერი უჩუქებია. ჩემი ერთადერთი ოცნება, სარეცხი მანქანაა! მშვენივრად ვიცი, რომ ამხელა თანხას ვერასდროს შევაგროვებ, ჩემნაირ ქალებს კი, ასეთ ძვირფას საჩუქრებს არავინ ჩუქნის. ამიტომაც, ისევ ხელით გავრეცხავ, როგორც აქამდე ვრეცხავდი.
          – ვფიქრობ, ჩვენი ფონდის მეგობრებისთვის და მკითხველებისთვის, აუხდენელი ოცნებები არ არსებობს! ბევრი ფული რომ გქონდეთ, რას გააკეთებდით უპირველეს ყოვლისა?
           ხატია: ბევრი?.. პირველ რიგში, ნათიას ექიმთან წავიყვანდი. თითების თანდაყოლილი დეფექტი აქვს. მითხრეს, რომ კოსმეტიკური ოპერაცია დასჭირდება, თითები რომ განაცალკევონ. მე კი, იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ უბრალოდ ჩამოვიდე კახეთიდან თბილისში და ექიმთან ვიზიტის საფასური გადავიხადო.

 „ნებისმიერ დროს შეიძლება ამ ნაკლის გამოსწორება. მაგრამ ძალიან მინდა, რომ ლამაზი თითები ჰქონდეს მანამ, სანამ გაიგებს, რომ სხვებს არა ჰგავს. ფიზიკური ნაკლი, გოგონასთვის, ტრაგედიაა“
         – ექიმთან მისვლა რა ჯდება?
         ხატია: ალბათ, 100 ლარი, მგზავრობისა და ექიმის კონსულტაციის საფასურიც რომ ჩავთვალოთ. იქ შეიძლება მითხრან, რომ ჯერ ადრეა. მე კი, ფულის უაზროდ დახარჯვის საშუალება არ მაქვს. ასი ლარი ხომ, მთელი თვის პურის ფულია! არაფერი არ სტკივა, რაც მთავარია, ეს მას არ უქმნის დისკომფორტს. ყველაზე მეტად, ნათიას შიმშილი აწუხებს! როცა შია, პურის ქერქსაც კი ვერ ვაძლევ – საშინელება ეს არის! ანანო კი, როცა შია ნათიაზე უფრო ხმამაღლა ტირის!

 „მშია, დედიკო, მშია!!!“
         – შევაჯამოთ. ასე ვთქვათ, ჩამოვწეროთ სურვილების სია.
         ხატია: სარეცხი მანქანა, პამპერსი, პროდუქტი, ფეხსაცმელი და კანფეტი. სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.
         მარიამი: ძროხიანი და მარწყვიანი კანფეტი, არ დაგავიწყდეს! ყველას რომ გვეყოს. როდის მოგვიტან ამ ყველაფერს? და კიდევ „პრინცსეული“ ფეხსაცმელი მინდა!
– ვფიქრობ, ბევრ ადამიანს მოუნდება, ჩემს გარდა, კანფეტები რომ მოგიტანონ. იცი, საქართველოში რამდენი კეთილი დეიდა და ბიძია ცხოვრობს?
მარიამი: ასი ცალი?
– მეტიც! აი ნახავ! მერე შენ თვითონ დაითვალე.

 „შენს დეიდებს უთხარი, რომ „ბაიკოც“ მომიტანონ“
***
        შიში… დედიკოს შიშით ევსება გული. შიშით, პატარების ჯანმრთელობის და გაურკვეველი მომავლის გამო. ფული საიდან უნდა მოიტანოს? რა ქნას? კეთილი ადამიანები და მათი დახმარება – მისი უკანასკნელი იმედია. იმ ადამიანების იმედი, ვინც არ განიკითხავს, ვინც მიიღებს! სწორედ ისინი არიან უფლის შვილები. იყიდეთ ერთი ცალი კანფეტით მეტი და აჩუქეთ ნამდვილი დღესასწაული 5 წლის მარიამს, 4 წლის ანანოს და ერთი წლის ნათიას. როდესაც გაიზრდებიან, კარგი მოგონება დარჩებათ და საკუთარ შვილებსაც მოუყვებიან.
ხატია ხატიაშვილს და მის პატარებს სჭირდებათ ნებისმიერი სახის დახმარება: ბავშვის კვება და პამპერსი, პროდუქტი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
         შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ ოჯახს დახმარება. მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვაკირი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარა მარიამს, ანანოს და ნათიას, რომ სასწაულები ხდება! რომ შესაძლებელია, მათაც ჰქონდეს ისეთივე ლამაზი ბავშვობა, როგორიც აქვთ სხვა გოგონებს! მათ ჩვენი სჯერათ! იმედს ნუ გავუცრუებთ. აჩვენეთ, თუ რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
        გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით 
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
          სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

ფეხშიშველი აღარ დავდივართ, ფეხსაცმელი გვაქვს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

      საწოვარა მოიცდის

ნათია  ძალიან პატარაა, ჯერ არ აძლევენ კანფეტებს. მაგრამ, მთელი მისი ოჯახი მხიარულობს და მასაც უნდა! საწოვარა გვერდზე გადადო და კანფეტისკენ იწევს. ისინი ხომ, უფრო გემრიელია! მისი დები, მარი და ანანო, მაგიდას სწორედ ამიტომ არ შორდებიან. „მორჩა, გეყოფა! ხომ გასინჯე, აღარ ჩაკბიჩო!“ – ეუბნება მარი.
მაშინ ნათია საბავშვო მალამოებთან მიდის და თითით, თავის საჩუქრებს გვაჩვენებს. (ჯერ არ იცის ლაპარაკი.) ეს მას მოუტანეს, მას უნდა წაუსვან.
 „კი, ეს შენია“, – დაეთანხმა მარი. ცოტათი ნანობს, ნათია კანფეტის გარეშე რომ დატოვა. უმცროს დას ხელი ჩაჰკიდა და ტელევიზორთან მიიყვანა: „აი, ეს „სუყველასია“. მერე, სარეცხ მანქანასთანაც მიიყვანა: „ესეც „სუყველასია“, შენიც“
ახლა, ხატიაშვილების ოჯახის წევრებს პირადი საჩუქრებიც აქვთ და საერთოც. ადრე კი, საერთოდ არ ჰქონდათ. სამი გოგონა და მათი დედიკო ხატია, რომელიც შვილებს მარტო ზრდის, საშინელ, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/816-khatiashvili/ 
 „სიყვარულს დიდი ძალა აქვს, – ამბობს ხატია. – სასოწარკვეთილი ვიყავი და გადამარჩინეთ. დამიბრუნეთ საკუთარი თავისა და ადამიანების რწმენა“.

 „ბავშვებს მეტ დროს ვუთმობ. ხელით რეცხვა აღარ მიწევს“

– ხატია, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ხატია: აღარ ვტირი! ადრე სულ მოწყენილი ვიყავი, და ბავშვებიც გრძნობდნენ, რომ ვდარდობდი. მოდიოდნენ, მიყურებდნენ და თავადაც ცრემლით ევსებოდათ თვალები. როდესაც თქვენ ჩვენს შესახებ შეიტყვეთ და დაწერეთ, დახმარება გაგვიწიეთ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ახალი ოჯახი შევიძინე. მეც და ჩემმა შვილებმაც ვისწავლეთ გახარება. ნეტავ განახათ, როგორ უბრწყინავთ თვალები, როდესაც ხედავენ, რომ კარგ განწყობაზე ვარ. თქვენმა მზრუნველობამ, ძალიან გააბედნიერა ისინი!
ღმერთო, რამდენი წელი ვრეცხავდი ხელით და ამის გამო, გადატყავული მქონდა ხელები! თქვენი დამსახურებით, ეს მუდმივი პრობლემა მოგვარებულია, და ოცნებაც ამიხდა. სარეცხი მანქანის წყალობით, დროც მეზოგება, და ენერგიაც. ბავშვებს ყურადღებას ვაკლებდი. ვერ ველაპარაკებოდი, ვერ ვეთამაშებოდი, იმასაც კი ვერ ვახერხებდი, ყურადღება მიმექცია, არ დაეშავებინათ რამე. თქვენი საჩუქრის დამსახურებით, ახლა, მათ მეტ დროს ვუთმობ, შემიძლია ვესაუბრო, წიგნი წავუკითხო, ან ერთად გავაკეთოთ რამე, მუდამ „ნერვებზე“ აღარ ვარ. მოსწონთ, რომ ახლა, სულ ყურადღების ცენტრში არიან.
მიხარია, რომ საქართველოში ამდენი გულისხმიერი და მზრუნველი ადამიანია, რომლებმაც იციან, რას გრძნობს მშობელი, როდესაც შვილები მშიერი ჰყავს. რამე ტკბილეულს გთხოვენ, ან სათამაშო უნდათ, შენ კი, მათ ამ ელემენტარულ თხოვნასაც ვერ უსრულებ. დიახ, თქვენ ზუსტად დაინახეთ ჩემი ტკივილი და ზუსტად მიიტანეთ ის ადამიანების გულამდე. ჩემი დახმარება ძალიან გინდოდათ და უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი!
– რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ხატია: სიკეთე ახლოდან დავინახე. თავს ისე აღარ ვგრძნობ, თითქოს ყველამ მიმატოვა, ყველამ დამივიწყა და არავის ვჭირდები. ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც მეგონა. უაზრო არ არის ჩემი ცხოვრება, მეც ვარ მნიშვნელოვანი. მაგრამ, ეს მხოლოდ მას შემდეგ ვიგრძენი, რაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, გულთბილი ადამიანები დამიდგნენ მხარში. რა სასიამოვნოა, რა კარგია, როდესაც ვინმეს უყვარხარ. ეს თავდაჯერებულობას გმატებს. აღარ ხარ ცხოვრებაზე გაბრაზებული და ნაწყენი. გულს გითბობს სიკეთე. ბავშვებს სწორედ ასეთი დედა უნდოდათ – კმაყოფილი და მშვიდი. (იღიმის.) ისეთი კი არა, რომელიც მუდამ ჩაფლულია დარდიან ფიქრებში.
ჩემს შვილებს, ცხოვრებაში ბევრი რამ აკლიათ. ფონდმა და კეთილმა ადამიანებმა, აუსრულეს მათ სურვილები. თითქოს უეცრად, ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა, რომელიც აქამდე არ გვღირსებია და არ უნახავთ ჩემს შვილებს. მაგალითად, ტელევიზორი, რომელიც ყველასთვის ჩვეულებრივი ნივთია – ჩვენ კი, საერთოდ არ გვქონია. თავადაც ნახეთ, რა გვქონდა: მოწყენილობისგან ბავშვები ტალახში იქექებოდნენ. ახლა, როდესაც აქვთ ახალი, კარგი ტანსაცმელი, ტკბილეული და მულტფილმების ყურების საშუალება, ეს უკვე თვითონაც აღარ უნდათ. ახლა, სხვა გასართობი აქვთ. მე ვერ მოვახერხე, თქვენ კი დაანახეთ მათ ნამდვილი ბავშვობა. ღმერთი გაგახარებთ ჩემი შვილების გახარებისთვის.
დიდი ყურადღება ვიგრძენით, მეც და ბავშვებმაც. თქვენ გაგვამხნევეთ და იმის იმედი გვაჩუქეთ, რომ ბევრ რამეს დავძლევთ.

 „ამ ტელევიზორში ცხოვრებენ ელზა და ალისა, კიდევ, „სპანჯ ბობი“ და „სმეშარიკები“. ჯერ, ყველა ვერ გავიცანით“

– ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ?
ხატია: ყველაზე მეტად ერთი ქალბატონი დამამახსოვრდა. თბილისიდან დამირეკა. მოგვიკითხა დიდი სითბოთი და პატივისცემით. გვითანაგრძნო, ჩვენი გაჭირვებული მდგომარეობის გამო. ამ შესანიშნავმა ქალბატონმა, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი გამოგვიგზავნა. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ გაახარა, დააპურა, ჩააცვა და დაახურა ჩემს შვილებს. ის არ გვიცნობდა. უბრალოდ ადგა, და დაგვეხმარა. ამიტომაც, ის ნამდვილი მეგობარი და მოყვარეა. დიდხანს მემახსოვრება მისი ზარი და ყურადღება. ჩემთვის, ეს მაგალითი იქნება.

 „აი, ჩემთვის ეს შეიძლება. ჩემია ეს ყველაფერი!“

         – ადგილობრივი მთავრობა თუ დაინტერესდა, თუ გამოეხმაურა ჩვენს დახმარების პოსტს?
ხატია: მთავრობიდან არავინ შემხმიანებია. არავინ დაინტერესდა. ვიცი, რომ საქართველოში ბევრია შეჭირვებული, ჩემს რეგიონშიც, უამრავია ასეთი ადამიანი, მაგრამ მაინც არ მეგონა, ასე გულგრილი თუ დარჩებოდნენ. დაინტერესდნენ კი არა, ბევრად უარესი რამ დაგვემართა! დღეს, იმ სოციალურ დახმარებასაც ვეღარ ვიღებ, რაც გვქონდა. სააგენტოში მითხრეს, რომ ჩვენი მონაცემები უნდა გადაამოწმონ. ამას კი, დრო დასჭირდება. ჯერ აგენტი უნდა მოვიდეს. როდის ჩაგვირიცხავენ თანხას? მოკლედ არც ვიცი, გადავრჩებით, თუ ვერა, სანამ ეს პრობლემა მოგვარდება.
– მარიამ, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
მარიამი: ყველაზე მეტად, ტელევიზორი. იქ ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ანიმაციებს ვუყურებ და კიდევ, ელზას. იცი, ელზა? ძალიან მინდა ელზას „ტუფლები“. ხომ გამომიგზავნი?! ძალიან მინდა, რომ ის ძია, რომელმაც ტელევიზორი მოგვიტანა, ჩვენთან სტუმრად ისევ მოვიდეს. კარგი ძიაა, გაგვახარა მე, ჩემი დები და დედიკო. კიდევ, კანფეტები მომეწონა და ტანსაცმელი. შენც კარგი ხარ. შენც ხომ იქიდან მოხვედი, სადაც გვეხმარებიან, არა? ყველანი ძალიან მიყვარხართ. ელზას „ტუფლები“ თუ მექნება, უფრო გახარებული ვიქნები.
– ჩვენც გვიყვარხარ, მარი. და შენ, ანანო, რა მოგეწონა ყველაზე მეტად?
ანანო: მეც ტელევიზორი მომეწონა, მაგრამ მარიმ ეგ უკვე  თქვა. მე და ჩემი დები ხშირად ვუყურებთ ალისას, სხვადასხვა ფილმებს. თმა შეგვჭრეს! ხომ ლამაზია!
– ძალიან გიხდებათ!
ანანო: ჩემი ახალი ჩუსტები ნახე? ეს ზედაც ახალია. შენ რა, ვერ შეამჩნიე? ეზოში ფეხშიშველი აღარ დავდივარ. ჩუსტითაც არ დავდივარ, ოთახის არის. ეზოსთვის სხვა ფეხსაცმელი მაქვს – ეს. (მოაქვს, რომ მაჩვენოს და შექებას ელის.)
– მშვიდობაში მოიხმარე! რა ლამაზია. მარისაც აჩუქეს?
ანანო: კი, ზუსტად ასეთ ჩუსტი. ფეხსაცმელი კი – სხვანაირი. იქნებ, კიდევ რამე ვისურვო? (პასუხს არ ელის, აგრძელებს.) კიდევ რაღაც მინდა. (იშმუშნება.) კარგი იქნებოდა, პლანშეტი რომ მქონდეს. იქ ინტერნეტს „ვნახავდი“ და ჩემს მეგობრებსაც ვაჩვენებდი. (ხატია ხელით გვანიშნებს, ზედმეტიაო.) კიდევ, თოჯინა მინდა, რომელიც ხოხავს, ძალიან კარგი თოჯინაა და, მე და მარიამს ძალიან გვინდა.

 „ამით როგორ ვითამაშო?“

– ხატია, ჩვენი ფონდის მეგობრებს კიდევ რას სთხოვდით? კიდევ რამე მოუგვარებელი პრობლემა ხომ არ გაქვთ?
ხატია: არ ვიცი, დახმარება ისევ როგორ ვითხოვო იმის შემდეგ, რაც თქვენმა ფონდმა და კეთილმა ადამიანებმა ჩვენთვის გააკეთეს. ზუსტად ისე გაიგეთ ჩემი ტკივილი, როგორც მტკიოდა. ზუსტად გაიგეთ ჩემი შვილების დარდი და ჩემი განცდები. როდესაც პოსტი იწერებოდა, ვთქვი, რომ უმცროს გოგონას ხელზე ოპერაცია სჭირდება. ბავშვს არანაირი სხვა ნაკლი არ აქვს, და არ მინდა, ცხოვრება ამ უბრალო პრობლემამ გაუფუჭოს. სულ მცირედი თანხაც კი არ მაქვს, კონსულტაციაზე რომ წავიყვანო. ის მაინც გავიგო, რამდენად რთულია ეს ოპერაცია? თუ შეიძლება მისი გადადება, იმ დრომდე, როდესაც მეტი სახსრები და  საშუალება მექნება. ტელეფონით ვესაუბრე იაშვილის კლინიკის ექიმს. თურმე, მანდაც არიან ბავშვთა ქირურგები. კონსულტაციისთვის 50 ლარი მჭირდება, გავიგებდი მაინც, როგორია ჩვენი მდგომარეობა. სამწუხაროდ ახლა, არ მაქვს ეს თანხა.
                                           
***
ადამიანი მაშინ იგებს სიყვარულის ფასს, გაჭირვების ჟამს ხელს რომ გაუწვდიან. მეგობრებო, ხომ ვხედავთ, რა შეუძლია ჩვენს თანადგომას. პატარა გოგონების ცხოვრება შეიცვალა, მზიანი დღეებით, სიხარულითა და სიცილით აივსო. იმიტომ, რომ უხვად გაუზიარეთ სითბო და სიყვარული ხატიაშვილების ოჯახს. ერთად, ჩვენ მოვახერხეთ ოჯახის რამდენიმე პრობლემის მოგვარება.
მაგრამ, დარჩა ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც აუცილებელია და გადაუდებელი. მათ თქვენი ყურადღება ჯერ კიდევ სჭირდებათ. ხატიას უმცროს შვილს, ნათიას ძალიან სჭირდება ექიმის კონსულტაცია. გოგონას დაბადებიდან შეწებებული აქვს ხელის თითები. დედა კონსულტაციის, ან მითუმეტეს ოპერაციის საფასურს ვერ გადაიხდის. ბავშვი კი, იზრდება… იზრდება ამ პრობლემით, რომლის მოგვარებაც, შეიძლება ხვალ უკვე გვიანი იყოს.
ასევე, გადაუჭრელია ბავშვების კვების საკითხი. ხატია ამ ორი პრობლემის წინაშე რჩება. რას ვიზამთ, კაცის და ქალის ტვირთი, გაჭირვებამ ერთად აჰკიდა მხრებზე. გავაკეთოთ ხატიასთვის და მისი შვილებისთვის, ვისაც რა შეგვიძლია. გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც გვიკარნახებს ჩვენი თბილი და კეთილი გული.
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
         სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
           მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/816-khatiashvili/ 
        ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
        თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე 0901 200 270, განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
         ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 იან 26
პროდუქტები
200.07₾
2022 იან 26
მედიკამენტები,ბავშთა კვება
140.00₾
2022 თებ 21
სარეცხი მანქანა
649.00₾
2022 მარ 29
პამპერსები
73.21₾
2022 მარ 29
პროდუქტები
326.44₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
345.00₾
2022 აგვ 12
თოჯინა
90.00₾
2022 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
110.00₾
2022 ოქტ 31
მაცივარი
660.00₾

სულ ხარჯები:

2593.72₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2022 10:19:57
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾3.12
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾9.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾9.36
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾2,593.41

193 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,593.41

193 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება