ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გვეგონა, რომ დედიკოს ეძინა, ვეფერებოდით, ის კი სულ უფრო ცივი ხდებოდა!

calendar იანვარი 16, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ეს ბავშვები, ყოველ საღამოს, მუხლზე დაჩოქილები ლოცულობენ, არა ხატებთან, არამედ დედას სურათთან. უყვებიან მას, როგორ იქცეოდნენ, რა გაკეთეს… ხანდახან დახმარებასაც სთხოვენ. მათი დედიკო ორი წლის წინ, საშინელ სენს, კიბოს ემსხვერპლა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
გვეგონა, რომ დედიკოს ეძინა, ვეფერებოდით, ის კი სულ უფრო ცივი ხდებოდა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!

 „დღეს კარგად ვიქცეოდით, ბებო სულ არ გაგვიბრაზებია. გოჩა კი – მხოლოდ ერთხელ, სულ ეს არის“
ეს ბავშვები, ყოველ საღამოს, მუხლზე დაჩოქილები ლოცულობენ, არა ხატებთან, არამედ დედას სურათთან. უყვებიან მას, როგორ იქცეოდნენ, რა გაკეთეს… ხანდახან დახმარებასაც სთხოვენ. მათი დედიკო ორი წლის წინ, საშინელ სენს, კიბოს ემსხვერპლა!

 „დედიკო, ნიკა და ანდრია არ მეთამაშებიან… მიშველე, რა“
 „იცით როგორი იყო ჩვენი დედიკო? ყველაზე კარგი! წამო, განახო! ყოველდღე სანთელს ვუნთებ! ბებო ამბობს, რომ დედა ასე უფრო კარგად ხედავს, როგორ ვიქცევით. ერთხელ, როდესაც უკვე ძალიან ავად იყო და ტკივილისგან სულ ტიროდა, გვთხოვა ლეიბები ძირს დაგვეფინა. დავწექით და ყველას ერთად გვეძინა. სამივეს ერთად გვიკრავდა გულში და გვეფერებოდა. დილით კი საბანზე დაწვა და მთელ სახლში ვასრიალეთ. მაგარი იყო…
მერე, რომ დავიღლებოდით, ისევ ლეიბებზე ვწვებოდით და ვეხუტებოდით… მერე კი დედა მოკვდა. თვალები დახუჭა და მორჩა. ვკოცნიდით, ძალიან დიდხანს ვეხვეოდით, გვეგონა, რომ ეძინა, მაგრამ არა. მერე სულ გაცივდა. ეგ დღეები ძალიან კარგად გვახსოვს ყველას. ახლაც, ხანდახან მელანდება დედიკოს სიცილის ხმა. მაგრამ არა… დედიკო დარჩა მხოლოდ სურათებზე და ჩვენს გულებში“.

 „ბებოს დედიკოს სურნელი აქვს და ძალიან ჰგავს. ისიც გვეხუტება“
            ბავშვები საყვარელ დედიკოზე წარსულში ყვებიან, რა უნდა იყოს ამაზე სევდიანი… ათი წლის ნიკა, ცხრა წლის ანდრია და ხუთი წლის გოჩა 2019 წლის ნოემბერში დაობლდნენ. მას შემდეგ, რაც კიბომ სამ ბიჭუნას მსოფლიოში ყველაზე საყვარელი დედიკო წაართვა, სულ რაღაც ორი წელია გასული. ბავშვებს ყველაფერი ახსოვთ და ყოველდღე ხატავენ, რათა გააცოცხლონ მოგონებები მის სილამაზესა და ალერსზე.

 „ანდრიას დედიკო ასეთი ახსოვს. ბოლო დღეს, დედიკოს ყვითელი კაბა ეცვა, და ყოველთვის ამ ტანისამოსით ხატავს“

 „ნიკა დედას პორტრეტებს ხატავს ხშირად. მის ლამაზ და სევდიან თვალებს, როგორ ცდილობს, ცრემლი რომ შეიკავოს“
        როდესაც დედა, ნინო ავად გახდა, სვეტლანა ბებომ ძალიან ბევრი იტირა. შვილი კი ამშვიდებდა: „ღმერთი არ გამწირავს, მე ხომ ჩემი შვილები მყავს დასაყენებელი“. როდესაც ტკივილს ვეღარ უმკლავდებოდა, დედამისს სთხოვდა, ძლიერი ყოფილიყო, სთხოვდა, მისი ბიჭებისთვის დედობა გაეწია. სვეტლანამ პირობა შეასრულა. ახლა, ის ბიჭებისთვის  ერთადერთი ახლობელი ადამიანია. მამამაც მიატოვა ისინი. უფრო სწორად, ისინი კი არა, ავადმყოფი მეუღლე მიატოვა. ბავშვები კი დედასთან დარჩნენ, როგორ დატოვებდნენ.

ისინი არიან ძმები, საუკეთესო მეგობრები და ერთმანეთის დამცველები! ხანდახან ვჩხუბობთ კიდეც, განსაკუთრებით გოჩასთან. მაგრამ არავის მივცემთ ჩვენი წყენინების უფლებას. მაგრად ვუდგავართ ერთმანეთს მხარში!“
         „ყველაზე უბედური დედა და ყველაზე ბედნიერი ბებია ვარ“, – ამბობს სვეტლანა ობოლაშვილი, 50 წლის ქალბატონი, ნიკას, ანდრიას და გოჩას ბებია. 
– სვეტლანა, მოგვიყევით თქვენი ისტორია. ვიცი, მძიმეა თქვენთვის გახსენება…
სვეტლანა: სამი წელიწადში ორი შვილი დავკარგე. ჯერ ჩემი ბიჭი გარდაიცვალა, 26 წლის ასაკში. თირკმელების პრობლემა ჰქონდა. დიალიზზე იყო მთელი 16 წელი. სისხლი ყოველ მეორე დღეს იწმინდებოდა. მერე ორგანიზმმა ვერ გაუძლო, და გარდაიცვალა. ერთ წელიწადში ნინოს საშინელი დიაგნოზის შესახებ შევიტყვეთ. როდესაც ცუდად გახდა, მესამე შვილს ელოდებოდა. რთული ორსულობა გვეგონა და ლიმფური კვანძების კიბო აღმოჩნდა. თუ რამ გაგვაჩნდა, ყველაფერი გავყიდეთ. სამი წელი ვუმკურნალეთ, მაგრამ ამაოდ…

 „დედა ამ საწოლზე იწვა. აქ ხშირად ვსხედვართ და ვთამაშობთ… ის კი გვიყურებს და უხარია“ 
         – ნინო ძალიან იტანჯებოდა?
         სვეტლანა: პირველი წელი, მაგრად იდგა და ჩვენც გვამხნევებდა. ეგონა, ავადმყოფობას დაძლევდა და ბავშვებს მარტოს არ დატოვებდა. მერე კი ტკივილები დაეწყო. ჯერ სიარული გაუჭირდა, მერე საწოლზე წამოჯდომასაც ვერ ახერხებდა, ვეღარ იკავებდა ცრემლებს. ბოლო დღემდე უმალავდა ბავშვებს თავის შიშსა და ტკივილს. ეთამაშებოდა. საწოლში იწვა და სხვადასხვა თამაშს იგონებდა. როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა და ცრემლები თავისით მოსდიოდა, ბიჭები ეკითხებოდნენ: „დედა, რატომ ტირი, გტკივა?“, ის კი უხსნიდა, რომ თვალში რაღაც მოხვდა და მალე გაუვლის. ღმერთო, როგორ უყვარდა სიცოცხლე და თვისი შვილები.

„იღებავდა თვალებს და ტუჩებსაც, თავი ჯანმრთელად რომ მოეჩვენებინა! ბავშვებს ეუბნებოდა: „რამე სერიოზული რომ მჭირდეს, როგორ ფიქრობთ, თვალებს შევიღებავდი?“ თვითონ კი სიცოცხლის ბოლო საათებს ითვლიდა“
          – შვილს და შვილიშვილებს თქვენ უვლიდით?
         სვეტლანა: კი, მეტი ვინ მოუვლიდა. ბავშვები ხანდახან დედას მეძახდნენ. ნინოს თან უხაროდა, თან სწყინდა. უხაროდა, რომ ბავშვები უფრო იოლად შეეგუებოდნენ მის სიკვდილს, რომ დედას მე შევუცვლიდი. მაგრამ გულის სიღრმეში დარდობდა, რომ მათ კარგ დედობას ვერ გაუწევდა… ჩემი საბრალო გოგონა, ჩემი საბრალო შვილიშვილები… მათ ხომ არავინ დარჩათ, ჩემს გარდა.
– მათი მამა?
სვეტლანა: ჩემი შვილი ორსულად იყო, როდესაც ავადმყოფობის შესახებ შეიტყო. მეუღლესთან კარგი ურთიერთობა მანამდეც არ ჰქონია, ამის მერე კი გამწვავდა მდგომარეობა. მას ავადმყოფი ცოლი არ უნდოდა. ერთ დღესაც ჩემმა გოგომ დამირეკა და სახლში წაყვანა მთხოვა. მითხრა, რომ ქმარმა სცემა. ტიროდა. მეც ჩავედი და წამოვიყვანე ისიც, და შვილიშვილებიც. აღარ გვინდა ამაზე საუბარი. ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ბავშვებს ხანდახან ურეკავს. მათ გასაგონად, მასზე ცუდის თქმა არ მინდა. გაიზრდებიან და თავად მიხვდებიან ყველაფერს.

 „ამ სათამაშოს, ხელები და ფეხები „არ უკეთდება“… მაგრამ სხვა არ გვაქვს“
          – ალბათ, რთულია სამი ბიჭის აღზრდა? ხანდახან ეს ორ მშობელსაც ერთად უჭირს, თქვენ კი მარტო ხართ!
          სვეტლანა: ჩემი ცხოვრების ყოველი წამი, მათთვის მაქვს მიძღვნილი. ერთია საჭმელი აწამო, აღზრდა კი, როგორც აღნიშნეთ, სხვა არის. მართალია მათი შენახვაც რთულია, როდესაც ერთადერთი შემოსავალი, ინვალიდობისა და ობლობის პენსია და სოციალური დახმარებაა. არ ვშიმშილობთ, მაგრამ ბავშვები ყველაფერს არიან მოკლებული. არ აქვთ სათამაშოები, ველოსიპედებსა და ტელეფონებზე ოცნებობენ. მე კი ყიდვის საშუალება არ მაქვს, ბინის ქირაში 300 ლარს ვიხდი, სოციალურ დახმარებას კი 600 ლარს ვიღებ. იძულებული ვარ, ყველაფერზე ეკონომია გავაკეთო.
          მაგრამ ბავშვებს არასდროს არ შიათ და არ სცივათ. უფალი ობლებს არ მიატოვებს, ყველაზე რთულ მომენტებში სრულიად უცნობ კეთილ ადამიანებს გვიგზავნის. თქვენც ხომ მან გამოგგზავნათ?
– თქვენ ინვალიდობის პენსია ახსენეთ? ვინ იღებს?
სვეტლანა: ანდრია ავადმყოფობს. ექვსთვიანი დაიბადა, სულ რაღაც 1,2  კგ-ს იწონიდა. დაბადებიდან ხან ერთი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის, ხან მეორის. სულ წამლებზე. ახლა ეპილეფსია აქვს. ადრე შეტევები ხშირად ჰქონდა. მაგრამ, რაც წამლების მიღება დაიწყო, თავს უკეთესად გრძნობს.
         ანდრია (9 წლის): წამლებმა კი არა, დედიკომ მიშველა. ცაში ანგელოზს სთხოვა ჩემთვის ეზრუნა… შენ ხომ ასე მითხარი, ბებო?!
         – კიდევ რა გითხრა ბებომ?
         ანდრია: კიდევ მითხრა, რომ დედიკო ჩვენთან თოვლის ბაბუას გამოგზავნის და ის საჩუქრებს მოგვიტანს. თქვენ თოვლის ბაბუამ გამოგგზავნათ? გეხვეწებით, გე-ხვე-წე-ე-ბით, გეხვეწებით მითხარით, რომ კი!
         – რა თქმა უნდა, ხომ ხედავ, ვიწერ თქვენს სიტყვებს. ყველაფერს გადავცემ: როგორ იქცევით, როგორ სწავლობთ, ბებოსაც როგორ უვლით.
          ანდრია: და სურვილები? სურვილებიც?!
– თავისთავად! ჯერ ყველაზე პატარას მოვუსმინოთ!
ნიკა (10 წლის): არ უყვარს ლაპარაკი, მე ვიტყვი მის ნაცვლად. მას კანფეტები უნდა და სათამაშოები. მე პლანშეტი მჭირდება, ან უფრო ტელეფონი ონლაინ-გაკვეთილებს რომ დავესწრო, ანდრია კი თვითონ გეტყვით.
ანდრია: აი, თოვლის ბაბუს კიდევ რაღაც დავუხატე! და მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს… არა, ორი! არა, სამი… მაგრამ თოვლის ბაბუა ამას ვერ შეძლებს. ტელეფონი მინდა, ველოსიპედი და… დედა მინდა.

* * *
         ანდრიას დედა უნდა, ნიკასაც და გოჩასაც. მაგრამ ბიჭებს დედიკოს ვერც დავუბრუნებთ და ვერც შევუცვლით. მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ სითბო ვაჩუქოთ და გავულამაზოთ შობის დღესასწაული. ისინი ხომ სასწაულის მოლოდინში არიან!
ამ ოჯახს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება. ობლებისთვის ხომ ყველაფერი მნიშვნელოვანია. ყველაფრისთვის მადლობას გეტყვიან. მათ ითხოვეს ველოსიპედი, სკეიტბორდი, ტელეფონები და სათამაშოები. ბებოს ერთადერთი ოცნება კი, გაზქურაა, რომელშიც შეძლებს, რომ ბავშვებს ხანდახან მაინც, რამე ტკბილი გამოუცხოს. ბავშვებს ასევე სჭირდებათ თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კომოდი, რომელშიც ამ ყველაფერს ლამაზად ჩააწყობენ. თქვენი იმედი გვაქვს! ობლებს ხომ ვერ მივატოვებთ! ჩვენ უნდა გავხდეთ მათი გმირები!
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ, და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება, მისამართზე: გურჯაანი, სარაჯიშვილის ქ. 1
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ობლად დარჩენილ ბიჭებს, რომ სასწაულები ხდება! რომ შესაძლებელია, მათაც ჰქონდეს ისეთივე ლამაზი ბავშვობა, როგორიც სხვებს აქვთ! მათ ჩვენი სჯერათ! იმედს ნუ გავუცრუებთ. ვაჩვენოთ, რამდენი  კეთილი ადამინი ცხოვრობს საქართველოში!
          გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ობოლაშვილების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით 
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
          სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

ობოლი ბავშვების ახდელინი ოცნება
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
         „ბოლო წლების განმავლობაში, შვილო, ბედნიერი და გაღიმებული არ ვყოფილვარ. ეს შავებში ჩაცმული, შვილებმკვდარი ქალი გამაბედნიერეთ, სიცოცხლისა და არსებობის ხალისი შემმატეთ.  ჩემი ერთადერთი ბედნიერი წერტილი, ჩემი შვილიშვილებია და ისინი რომ არიან ბედნიერები, ჩემთვის ეგ ყველაფერია. დღეს, ჩემს საფიცარ შვილიშვილებს,  სხვა ბავშვებივით კარგი სათამაშოები აქვთ.“
         „ვიცოდი და მჯეროდა, რომ კიდევ უამრავი კეთილი ადამიანი არსებობს და ისინი უანგაროდ აკეთებენ სიკეთეს.  ჩემთვის, მათი არსებობა,  სიცოცხლის გახანგძლივებას, ცხოვრებას და სიმშვიდეს ნიშნავს. მადლობა ყველას, მადლობა ადამიანობისთვის.“ 
        – ქალბატონო სვეტლანა, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ? 
        სვეტლანა: გავიღვიძე და სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, იქ, სადაც უფრო მეტი სიმშვიდე, შესაძლებლობა და რაც მთავარია, დიდი სიკეთეა. ჩვენი სოციალური დახმარება 600 ლარია, აქედან ქირას ვიხდი და ჩემი ანდრიასთვის წამლებს ვყიდულობ, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდება. ყოველთვის ვცდილობდი, ბავშვებს არ ეშიმშილათ და უფლის წყალობით, გამომდიოდა კიდეც. მაგრამ, სულ გული მიკვდებოდა, როცა სათამაშოებს, კარგ ტანსაცმელს, მობილურსა და სხვა ნივთებს მთხოვდნენ, მე კი, ამის ყიდვა არ შემეძლო. არ შემეძლო მათი ოცნების ახდენა. დღეს კი, როგორც ანდრია ამბობს, თოვლის ბაბუამ მათ ორი ახალი მობილური, „სკეიტბორდი“, ველოსიპედი და ძალიან ბერი ნივთი მოუტანა. დიახ, ანდრია მართალია, მას ერთი კი არა, უამრავი თოვლის ბაბუა ჰყავს და ერთობლივად აუხდინეს ოცნება. 
        ჩემთვის, ძალიან ძნელი იყო მათთვის ტკბილეულისა და ლამაზი ტანსაცმლის შეძენა. დღეს, ბაღში გამოპრანჭულები დადიან, სახლშიც სიხარულით მოიჩქარიან რადგან იციან, რომ ბევრი ტკბილეული აქვთ და შეუძლიათ გემრიელად მიირთვან. დედას, ჩემს შვილს, უყვებიან კეთილი ადამიანების შესახებ და მადლობას ეუბნებიან, იციან რომ დედა იქიდან ანგელოზივით ეხმარება. 

„ახდენილი ოცნება და ახალი ველოსიპედები.“

         – სვეტლანა, იქნებ მითხრათ, ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით? 
        სვეტლანა: ღმერთო, ნეტა იცოდეთ, როგორი მადლობელი ვარ ყველა ადამიანის. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ისინი, სულ ვლოცულობ, რომ არაფერი გაუჭირდეთ, ჩემი ოჯახის, ჩემი ობოლი შვილიშვილების მადლი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ . 
           ყველა მახსოვს და ყველა ძვირფასია ჩემთვის. ნიკოლოზმა და თიკომ ბავშვებს მობილურები და ველოსიპედი უყიდეს. მე კი, საცხობი ღუმელი, ჩაის ფინჯნებისა და დანა-ჩანგლის ნაკრები. ამ ადამიანებმა ბავშებს ოცნება აუხდინე მე კი, საქმე შემიმსუბუქეს, მომცეს საშუალება, რომ გემრიელობები გამომეცხო შვილიშვილებს. 
          ადგილობრივმა მოსახლეობამ, ბატონმა გელამ და ბატონმა ზვიადმა პროდუქტი მოგვიტანეს, მრავალფეროვანი გახადეს ჩვენი მენიუ და გაგვახსენეს ბევრი ნანატრი გემო. ქალბატონმა მაიკომ „სკეიტბორდები“ აჩუქა ბიჭებს.  დათომ კი, ოცნება აუსრულა და ველოსიპედები მოუტანა. ქალბატონმა ნანამ ლამაზი ტანსაცმელი, ტკბილეული და პულტიანი მანქანა გვაჩუქა. ბაღის მშობლებმა კი, ტანსაცმელი გვიყიდეს.  უფალმა დალოცოს, სიცოცხლე გაუხანგრძლივოს და შთამომავლობა დაულოცოს თითოეული მათგანს, ვინც დაგვეხმარა, ან უბრალოდ გულისტკივილი გამოხატა. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, იცოდეთ, სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები მადლობელი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა შვილიშვილებმა გაიღიმეს. 

“მათი საყვარელი ტკბილეული, უკვე ძალიან ბევრი აქვთ .“

        – ძალიან გვიხარია, რომ ამდენი კეთილი ადამიანი არსებობს და ასევე სასიხარულოა, რომ მათ შეძლეს თქვენი დახმარება და გახარება. ახლა კი, მოგვიყევით ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს, ან რაიმე სახის რეაგირება თუ მოჰყვა? 
      სვეტლანა: შვილო არანაირი, საერთოდ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. სიმართლე რომ გითხრათ, არც ველოდებოდი, ჩემი ცხოვრების ყველა მძიმე მომენტში, მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს და მხოლოდ ისინი მეხმარებიან. სახელმწიფოსგან, მხოლოდ სოციალურ დახმარებას ვიღებ, რომელიც დღევანდელ პირობებთან შედარებით, ნამდვილად მიზერულია . 

„ბედნიერი ბებია და შვილიშვილები“

“უკვე შეუძლია, საკუთარი ნივთები კომოდშიც რომ ჩაალაგოს“

        – სვეტლანა, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის ? 
         სვეტლანა: შვილო, ჩვენ ნაქირავებ სახლში ვცხოვრობთ, სადაც არასდროს გვქონია წესიერი ლოგინები, ავეჯი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ახლა კი, ლამაზ და თბილ საწოლებში გვძინავს. სულ ხელით ვრეცხავდი სარეცხს, ცივ წყალში, ხელები გადატყავებული მქონდა. დღეს კი, როდესაც სარეცხი მანქანა არის ჩართული, არ მჯერა რომ ჩემია. დიდ ფერად ტელევიზორს ვუყურებთ და გვიხარია. გვიხარია, რომ ჩვენც ვიგებთ სიახლეებს ისე, როგორც ნორმალური ადამიანები . 
        ჩემთვის, როგორც ქალისთვის, შვილმკვდარი დედისა და მარტოხელა ბებიისთვის, ეს უანგარო სიკეთე, ცხოვრების გაგრძელებასა და ბედნიერებას ნიშნავს. ყველა თბილი სიტყვა, ყველა ნაჩუქარი ნივთი, პირადად ჩემთვის, უფლის საჩუქარია. მისი ყველაზე დიდი საჩუქარი კი, კეთილი ადამიანების არმიაა. 

„არ მჯერა, რომ ეს სარეცხი მანქანა ჩემია“

„ჩვენთვის ეს ახალი სათამაშოც არის და საჭირო ნივთიც.“

      – მინდა ანდრიას გავესაუბრო… ანდრია, იქნებ მითხრა, შენ რომელი საჩუქარი გაგიხარდა ყველაზე მეტად ? 
       ანდრია: მე, მე ტელეფონი ძალიან მომწონს. სულ მინდოდა, საკუთარი მობილური მქონოდა, რომელშიც ვითამაშებდი. ჩემმა ანგელოზმა დედიკომ, კეთილი ადამიანის დახმარებით გამომიგზავნა. ველოსიპედიც ძალიან მომწონს, ვისწავლე როგორ უნდა „ვიკატავო“ და დავდივარ ნელ-ნელა. ბებოს ეშინია, არაფერი ვიტკინო, მაგრამ მასაც ძალიან უხარია, რომ მე მომწონს. ტელეფონიც და ველოსიპედიც ძალიან მომეწონა, სხვებს რომ ჰქონდათ, მინდოდა და მეც მაქვს ახლა. 
        სვეტლანა: როდესაც ტელეფონები დაინახეს, გაგიჟდნენ სიხარულისგან, სიხარულის ცრემლები სდიოდათ და მეც ლამის ამატირეს. ველოსიპედი კი, მათი ოცნება იყო, ნამდვილი ოცნება და ისიც აქვთ უკვე. კიდევ და კიდევ მადლობა, ამ სიხარულისთვის, მადლობა, კეთილო ადამიანებო, ჩვენო მეგობრებო!

„ლამაზი, ფერადი ტელევიზორი უკვე ჩემია.“

       – ქალბატონო სვეტლანა, კიდევ თუ გაქვთ რაიმე პრობლემა, იქნებ გვითხრათ და შევძლოთ თქვენი დახმარება. 
       სვეტლანა: შვილო, ჩვენ არ გვაქვს საკუთარი სახლი, ქირას ემიგრანტების დახმარებით, ან კიდევ, წვალებით ვიხდით. მე და ჩემმა მეუღლემ, ყველაფერი ჩვენი შვილების მკურნალობისთვის გავყიდეთ და ასე აღმოვჩნდით ქუჩაში. სულ, სულ ვნატრობ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ საკუთარი ჭერი, სადაც ნამდვილად შეძლებენ მოსვენებას და ექნებათ განცდა, რომ მათია. ახლაც, ძილის წინ, სულ მეკითხებიან: „გვექნება ჩვენი სახლი?..“ ვპირდები, რომ ისევ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და ამ ოცნებასაც აუსრულებენ. ღმერთმა ქნას, ჩემი სიტყვები გამართლდეს და რეალობად იქცეს ეს ნატვრაც. 
***
       მეგობრებო, ძალიან კარგად იცით, რომ ადამიანისთვის საკუთარი სახლი და სიმშვიდე, ყველაზე მნიშვნელოვანია. გთხოვთ, კვლავ გამოვიჩინოთ კეთილგონიერება და ობოლ, მშობლების სითბოს მონატრებულ ბავშვებს, ავუსრულოთ სურვილი და ყველაზე დიდი ოცნება, ვეცადოთ გავუკეთოთ სიკეთე და ანგელოზი დედის სახელით, ერთი საკუთარი ოთახი ვაჩუქოთ.
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, შედარებით მათთან, ვისაც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ. 
        მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ ხართ უბედნიერესი ადამიანი! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
         სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. 
         ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში
         ბედნიერი რომ იყოთ! მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ობოლაშვილების ოჯახი ).
         ასევე, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით : 
 https://chernovetskyifund.ge/ge/projects/819-obolashvili/
         თანხის ჩარიცხვა, ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება- მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
          არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ: ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
          სპეციალურ ნომერზე, თქვენს მიერ განხორციელებულ
მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
0901 200 270
         ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 თებ 17
ავეჯი
1640.00₾
2022 თებ 21
სარეცხი მანქანა
619.00₾
2022 მარ 18
ტელევიზორი
650.00₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
915.00₾
2022 აპრ 11
პროდუქტები
399.99₾
2022 აპრ 14
ხორცსაკეპი მანქანა
260.00₾
2022 აპრ 29
პროდუქტები
270.97₾
2022 ივლ 08
პროდუქტები
79.50₾
2022 ივლ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
60.00₾

სულ ხარჯები:

4894.46₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.07.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.07.2022 20:00:00
₾21.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.07.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.07.2022 05:36:32
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.07.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾4,894.21

312 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,894.21

312 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება