ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

კორესპონდენტი: “მეშინია ვკითხო, რამდენი დღეა მშიერი”

calendar ივნისი 21, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

„ნუთუ ასე ხდება: რომ მშია – მუცელი მტკივა, რომ შევჭამ, მაინც მტკივა? – მეკითხება ნიკა და გულის ტკივილით ამატებს: – ალბათ იმიტომ, რომ ყოველდღე არ მაქვს საჭმელი.“ მეშინია, ვკითხო ბიჭუნას, მერამდენე დღეა, არაფერი უჭამია. ისევ ნიკამ დაარღვია მძიმე სიჩუმე: „ბოლოს როდის ვჭამე კანფეტი, აღარც კი მახსოვს.“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
კორესპონდენტი: “მეშინია ვკითხო, რამდენი დღეა მშიერი”
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

          „ნუთუ ასე ხდება: რომ მშია – მუცელი მტკივა, რომ შევჭამ, მაინც მტკივა? – მეკითხება ნიკა და გულის ტკივილით ამატებს: – ალბათ იმიტომ, რომ ყოველდღე არ მაქვს საჭმელი.“ მეშინია, ვკითხო ბიჭუნას, მერამდენე დღეა, არაფერი უჭამია. ისევ ნიკამ დაარღვია მძიმე სიჩუმე: „ბოლოს როდის ვჭამე კანფეტი, აღარც კი მახსოვს.“
როგორი უნდა გაიზარდოს ბიჭუნა, რომელიც ასეთ სიღატაკეში ცხოვრობს და შიმშილობს? რომელსაც არ აქვს სათამაშოები და არ ახსოვს, საჭმელი ბოლოს როდის აქვს ნაჭამი. ბიჭუნა, რომელსაც მხოლოდ სხვის სახლში აქვს ნანახი ლამაზი ცხოვრება, და მასაც უნდა, რომ სხვის ცხოვრებით იცხოვროს.

რთულია,  ასეთ სახლში იცხოვრო, და არ იოცნებო სხვანაირ ცხოვრებაზე

ფანჯრებზე ცელოფნებია გაკრული, ერთი ფანჯარა კი, უბრალოდ ამოქოლილია

         – მაია, სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ამ სახლში ვინმე თუ ცხოვრობდა.
         მაია: კი, აქ ნამდვილად შეუძლებელია ცხოვრება. სახურავიდან წყალი ჩამოდის, ფანჯრებში არ არის შუშები, კარი კი, ქარის ყოველ  წამობერვაზე ვარდება. ერთ მშვენიერ დღეს, ეს სახლი უბრალოდ დაინგრევა. გათბობა შეუძლებელია. ზამთარში, მე და ნიკოლოზი ძალიან ვწვალობთ. ღვთის მადლით, გადავაგორეთ… პატარა ფიჩხები მოგვქონდა ტყიდან და ისე ვთბებოდით.

 „ნახე, რამდენი ფიჩხები მოვიტანე. ღამით აღარ შეგვცივდება“

 „აი ასე, შევუჩიჩხინებ და უფრო დათბება…“

         – აქ როგორ აღმოჩნდით?
         მაია: ეს ჩემი დედამთილის სახლია. ყოველთვის გვიჭირდა: მაშინაც, როდესაც ბევრნი ვიყავით, და ახლაც, როდესაც სრულიად მარტონი დავრჩით. მივეჩვიე, არ ვჭამო და შვილებს დავუთმო ჩემი წილი.
         – ნიკას გარდა, არ მინახავს აქ ბავშვები. სად არიან?
         მაია: შვიდი შვილის დედა ვარ. უფროსები – 30 წლის მარი და 24 წლის ქრისტინე – დაოჯახებულები არიან. ბიჭი – გიორგი (28 წლისაა) არ ცხოვრობს ჩვენთან ერთად, იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. ჩემი 16 წლის ვანო, მამიდასთან ცხოვრობს. 19 წლის ქეთი და 10 წლის მიხეილი კი, მინდობით აღზრდაში არიან. ამ საშინელ სახლში, დედასთან ერთად, მხოლოდ ნიკა დარჩა. სოციალურმა სამსახურმა ისიც რომ წაიყვანოს, ჩემი ცხოვრება დაკარგავს აზრს…
– თქვენი მეუღლე?
მაია: ციხიდან ახლახან გამოვიდა. ორი წელი იჯდა ხულიგნობისთვის. მაგრამ, ის ავად არის, მძიმე სამუშაოს ვეღარ შეასრულებს, როგორც ადრე.
– რა არის თქვენი საარსებო წყარო? 
         მაია: სოციალური დახმარება, 450 ლარის ოდენობით. კომუნალურ გადასახადებს რომ დავფარავ, ფქვილს ვყიდულობ, დანარჩენზე კი, ძლივს გვყოფნის. ახლა, ყველაფერი ისეთი გაძვირებულია.

ნიკოლოზის ერთადერთი ოცნებაა – სხვა ბავშვებივით ცხოვრობდეს

ნიკოლოზი (7 წლის): დედიკო ვერასდროს მყიდულობს კანფეტს. სათამაშოებს ხომ საერთოდ.
         – რომელ სათამაშოებს ისურვებდი?
         ნიკოლოზი: მეზობლის ბიჭებს როგორიც აქვთ – მანქანებს, მაგალითად, ან ბურთს. კიდევ, ველოსიპედი აქვთ, მაგრამ, არ მთხოვნიან. მეუბნებიან, შენი უნდა გქონდესო.
         – ესე იგი, ველოსიპედზე ოცნებობ?
        ნიკოლოზი: არა! მხოლოდ საჭმელზე ვოცნებობ. მხოლოდ გემრიელი საჭმელი მინდა. მარტო პური კი არა, სხვა რამეც რომ ვჭამო
        – ალბათ ფიქრობ, დიდი რომ  გაიზრდები, იმუშავებ, ბევრი ფული გექნება და ყველაფერს იყიდი, რაც გინდა?
         ნიკოლოზი: არა. ამაზე არ ვფიქრობ. არ ვიცი, ეს „დიდობა“ საერთოდ კარგია თუ არა.
ნიკოლოზს არა აქვს სათამაშოები. მეზობლის ბავშვები კი არ ათამაშებენ. ისღა დარჩენია, შორიდან უყუროს და ცრემლები შეიკავოს…
         – შენი აზრით, დიდების ცხოვრება უფრო რთულია?
         ნიკოლოზ: ყველა დიდი რაღაცნაირი უბედურია. დედა სულ ტირის, მამაც…
         – რატომ მოგვმართეთ, მაია? 
         მაია: სასოწარკვეთილი ვარ… ბავშვი მშიერი მყავს. მინდოდა მთელი საქართველოსთვის მეთხოვა: გვიშველეთ, ვშიმშილობთ! მე ნანახი მაქვს, წაკითხული მაქვს – თქვენ ეს შეგიძლიათ.
         – რა გჭირდებათ პროდუქტის გარდა?
         მაია: არც კი ვიცი. იქნებ თქვენ თვითონ ნახოთ და მირჩიოთ? მე კი სახლს გაჩვენებთ.

აი ამ საწოლზე სძინავთ დედა-შვილს

სახლში წყალი არ მოდის, ნიკოლოზს მისი შორიდან მოტანა უწევს

არის მაცივარი, მაგრამ არ ყინავს, კარადის ფუნქციას ასრულებს

ფანჯარასა და კარზე ზედმეტია ლაპარაკი – უბრალოდ არ აქვთ!

ეს არის შემოსასვლელი კარები… უნდა ეცადო დახურო ისე, რომ საერთოდ კარის გარეშე არ დარჩე

***
        მეგობრებო, ახლა თქვენ ყველაფერი ნახეთ! ამ გაჭირვების  სიტყვებით, ან სურათებით გადმოცემა, შეუძლებელი – გულით უნდა შეიგრძნო. უნდა შეიგრძნო ამ საბრალო ადამიანების ტკივილი, მერე კი, გული თვითონ მოგთხოვს, მათ დაეხმარო.
         პირველ რიგში სჭირდებათ პროდუქტი. დედა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, შვილს რა აჭამოს. სხვა არაფერზე შეუძლია ფიქრი. მაგრამ, ჩვენ ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ამ ოჯახს სჭირდება ყველაფერი! მათ სჭირდებათ საწოლები, საწოლის თეთრეული, შემოსასვლელი კარები და ფანჯრები. აუცილებლად მოსაგვარებელია წყლის პრობლემა – შემოიყვანონ  წყალი სახლამდე და ერთი ონკანი მაინც დააყენონ. ოჯახს ასევე გაუხარდება პატარა მაცივარი და ტელევიზორი. და თუკი გსურთ, ნიკოლოზი მართლა რომ გაახაროთ, აჩუქეთ ველოსიპედი და სათამაშოები. მისთვის ეს დაუვიწყარი საჩუქრები იქნება!
თუკი ვინმეს აქვს სურვილი, საკუთარი თვალით ნახოს ეს საშინელება, ეს არის მათი მისამართი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბადიაური.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მაია და ნიკოლოზი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

ნუთუ, ახლა სითბო გვექნება სახლში? ღმერთო, როგორ ვოცნებობდით მე და ჩემი პატარა თბილ სახლზე…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        „ფიჩხის მოსაგროვებლად აღარ წავალთ და აღარ დაგვეჩხვლიტება ხელები. დედა აღარ მოიგდებს  ტომრებს ზურგზე და  ყოველ საღამოს, წელი აღარ ეტკინება ამის გამო…“ – გვეუბნება პატარა ნიკა. ძალიან უხარია დედა-შვილს ახალი გამათბობელი. 

„განა შეშის ღუმელივით რთული ასანთებია?! „წკაპ“ და მზადაა!“

„იფ, იფ, რა კარგად ათბობს. მოდი, მოდი, მიეფიცხე, არ შეგცივდეს!“

        ჩვენი ფონდის კეთილი მეგობრების წყალობით, მარტო გამათბობელი კი არა,  ნიკასთვის საწოლი და ტელევიზორიც შევიძინეთ, ხოლო მისი დედიკო – მაია სარეცხი მანქანით და ახალი მაცივრით გავახარეთ.

„მადლობა ჩემი დედიკოს გახარებისთვის, ყველას მაგრად ჩაგეხუტებით…“

„რამდენი ხანია, მაცივარი არ ამუშავებულა ამ ოჯახში. როგორ გამახარეთ!“

       ავაგიმოვების ოჯახი სოფელ ბადიაურში ცხოვრობს, ძალიან უჭირთ. მხოლოდ სოციალურ შემწეობის იმედად  დარჩენილი დედა-შვილი ხშირად მშიერია, რადგან ძნელია თვიდან თვემდე, პროდუქტის ფასების კოლოსალური ზრდის პირობებში, ადამიანმა ამ შემოსავლით ირჩინოს თავი. მათი სახლიც  ავარიულია,  არ აქვთ ნორმალური ცხოვრებისათვის  შესაბამისი პირობები. ჩვენმა ფონდმა ავაგიმოვების ოჯახის შესახებ პოსტი, 26 ივნისს გამოაქვეყნა. 
         – მაია, გვითხარით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენი გაჭირვების შესახებ თავის ერთგულ მეგობრებს ამცნო?
         მაია: ნეტავ, სათითაოდ ყველასთან შემეძლოს მისვლა და მადლობის გადახდა. ეს ადამიანები მათი სიკეთის შუქით ანათებენ სამყაროს. ჩვენი პატარა ქვეყანაც რა იქნებოდა, მათ გარეშე? რა იქნებოდა კეთილი ადამიანების გარეშე? იცით, როგორ გვენატრებოდა სითბო – სითბო სულიერი და სითბო ფიზიკური…  თქვენ ორივე მოგვიტანეთ! ორივენაირად გაგვათბეთ! 
         – საჩუქრებიდან რა გაგიხარდათ ყველაზე მეტად? გამათბობელი?
        მაია (46 წლის): დიახ, უზომოდ გაგვიხარდა… შეშის მოსაგროვებლად ყოველდღე გვიწევდა ტყეში სიარული. ეს ისეთი რთული იყო… 
        ნიკა (7 წლის): მეც ვეხმარებოდი დედას. მარტოს ხომ არ გავუშვებდი? ბოლო-ბოლო, კაცი მე ვარ ოჯახში. იქ, ტყეში მგელი რომ შეხვედროდა? 
        – შენ არ გეშინია მგლების?
       ნიკა: ცოტა მეშინია, მაგრამ ეგენი ვერ შემამჩნევენ… მოთმენა შემიძლია ყველაფრის. აი, რომ მშია, მაგასაც ვითმენ. მუცელი რომ მტკივა, მაგასაც… ვერავინ მამჩნევს…
          – ხანდახან, არ შეიძლება ყველაფრის მოთმენა, ზოგი რამ უნდა გვითხრა…
         ნიკა: კარგი, გეტყვით. ტელევიზორი მომეწონა, კარგ მულტფილმებს აჩვენებს. ვერთობი ხოლმე. აბა, სათამაშოები მე არ მაქვს და… რამით ხომ უნდა გავერთო. მხოლოდ სწავლა და წყლის მოზიდვაში დედის დახმარება დამღლელია.
          – წყალს შორიდან ეზიდებით?
         მაია: დიახ, ვეზიდებით. მაგრამ ახლა, უკვე გვიკეთებენ გაყვანილობას. მალე თქვენს მოტანილ სარეცხ მანქანასაც შევაერთებთ და ხელით რეცხვაც აღარ მომიწევს. ძალიან მიხარია. ერთი სული მაქვს, როდის დაასრულებენ.
          – რა მულტფილმებს უყურებ, ნიკა?

„ეს ტელევიზორი ჭკვიანიაო, ასე მითხრეს. ნეტა თუ გამოიცნობს, რომელი მულტფილმი მიყვარს?“

         ნიკა: რობოტებზე მიყვარს მულტფილმები, საინტერესოა. სათამაშო რობოტები და პულტიანი მოწყობილობები ძალიან მომწონს, მაგრამ არასდროს მქონია. ვიცი, არც არასდროს მექნება. როცა ვუყურებ, თითქოს, მეც  ვთამაშობ… 
         მაია: ნიკას ძალიან გაუხარდა საწოლი. ახლა, ტკბილად სძინავს  ჩემს ბიჭს. ხომ ასეა, ნიკა?
         ნიკა: ასეა! ხტუნვაც შეიძლება საწოლზე, ხანდახან… დედა მიშლის ხოლმე, უნდა გავუფრთხილდეთო. ყველაფერს გავუფრთხილდები, რაც გვაჩუქეთ! დიდი მადლობა! 

„ამ საწოლში დავიძინებ, მოკუნტული აღარ ვიქნები და დიდი ბიჭიც გავიზრდები.“

        – მაია, სოციალურ ქსელში ბევრმა ადამიანმა ნახა სტატია თქვენს შესახებ. დიდი იყო გამოხმაურებაც. ალბათ, დაგირეკეს უცხო ადამიანებმა დახმარების მიზნით.
        მაია: ჩვენ ვერ ვსარგებლობთ სოციალური ქსელებით, არც ინტერნეტი გვაქვს და არც შესაბამისი მოწყობილობები. დამირეკეს, დიახ, მითხრეს, რომ „ფეისბუქზე“ წაიკითხეს ჩვენი ამბავი. იყო მოსული ორი ბიჭი. უამრავი პროდუქტი მოგვიტანეს. ძალიან გაგვახარეს. ისეთი თბილი დღე იყო… ნიკაც ისეთი გახარებული იყო…

„ალო, ალო, გესმით ჩემი ხმა? სანამ ნამდვილი ტელეფონი მექნება, ჯადოსნური ტელეფონით დაგირეკავთ და გეტყვით „ცამდე დიდ მადლობას!“

        – ადგილობრივი ხელისუფლებისგან თუ გქონდათ გამოხმაურება?
        მაია: მოვიდა გამგებელი, ნახა ჩვენი სახლი. ჯერჯერობით, რაიმე რეალური ნაბიჯები, მოქმედება სახლის გადახურვის კუთხით არ ყოფილა, მაგრამ დაველოდოთ. იმედია დაგვეხმარებიან.
        – მაია, ვიცი, კიდევ უამრავი პრობლემა დაგრჩათ…
        მაია:  ღატაკი ადამიანის პრობლემებს რა გამოლევს? უკვე მერიდება თხოვნა. ისედაც, ამდენი ადამიანი შევაწუხეთ. სახურავიდან წყალი რომ არ ჩამოგვდიოდეს, ყველაზე მეტად ეგ მინდა. ზამთარი მოდის –  წვიმების, თოვლის სეზონი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გველოდება?..
***
        მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საბრალო დედა-შვილის დასახმარებლად წამოწყებულ პროექტს. იქნებ, ერთად შევძლოთ და დავიცვათ ისინი მკაცრი ზამთრისაგან. ამ ეტაპზე, სახლის სახურავის შეკეთება ყველაზე მნიშვნელოვანია!  მათ ასევე ესაჭიროებათ   თბილი ტანსაცმელი და საკვები. 
         თუ შენ კითხულობ ამას, ნუ აუვლი გულგრილად გვერდს სხვის გაჭირვებას! შეეცადე გააკეთო კეთილი საქმე! შეძელი და  პური მაინც უწილადე გაჭირვებულს! მერწმუნე, ისინი არასდროს დაივიწყებენ შენს სიკეთეს! უფალი კი, დაგლოცავს და გაგაძლიერებს! 
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! 
    ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ავაგიმოვების ოჯახი)
      თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund 
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund. 
       სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270
        ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივლ 08
მაცივარი
710.00₾
2022 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
715.00₾
2022 ოქტ 06
გაზის გამათბობელი
610.00₾
2022 ოქტ 24
საწოლი
600.00₾
2022 ოქტ 31
ტელევიზორი, სარეცხი მანქანა
1195.00₾
2022 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
100.00₾
2023 იან 24
პროდუქტები
147.00₾

სულ ხარჯები:

4077.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.11.2022 13:59:46
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.09.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾4,077.00

295 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,077.00

295 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება