ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სოფელში, საქონელიც კი, ჩვენზე უკეთეს პირობებში ცხოვრობს!

calendar ივნისი 29, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ეს ცქვიტიშვილების ოჯახის სახლია. და აქ, ადამიანები ცხოვრობენ: მამა ოთარი, დედა ნათია და მათი ორი პატარა ბიჭუნა – სამი წლის გაბრიელი და ერთი წლის ოთარი. აგვისტოში კი, ოჯახის ახალი წევრი, ნანატრი გოგონა გაჩნდება. სად უნდა დააწვინონ? რა უნდა ჩააცვან? რა უნდა აჭამონ? დედამ, ნათიამ, ჯერჯერობით ამ ელემენტარულ კითხვებზე პასუხი არ იცის. „ორი ხომ გამოვკვებე, მესამე შვილსაც გამაზრდევინებს უფალი,“ – ამბობს ის.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
სოფელში, საქონელიც კი, ჩვენზე უკეთეს პირობებში ცხოვრობს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

        მოდით, „გამოცნობანა“ ვითამაშოთ. მე სურათებს გაჩვენებთ, თქვენ კი, შეეცდებით გამოიცნოთ, რა არის ეს. გპირდებით, თამაში მარტივი იქნება. დაგეხმარებით და გიკარნახებთ.
         რას ხედავთ ამ სურათზე? საქონლის სადგომს? ბოსელს? საკუჭნაოს? იქნებ წინაპრების სახლს, სადაც აღარავინ ცხოვრობს? იქნებ, ეს მაწანწალა ძაღლების თავშესაფარია?
ეს ცქვიტიშვილების ოჯახის სახლია. და აქ, ადამიანები ცხოვრობენ: მამა ოთარი, დედა ნათია და მათი ორი პატარა ბიჭუნა – სამი წლის გაბრიელი და ერთი წლის ოთარი. აგვისტოში კი, ოჯახის ახალი წევრი, ნანატრი გოგონა გაჩნდება. სად უნდა დააწვინონ? რა უნდა ჩააცვან? რა უნდა აჭამონ? დედამ, ნათიამ, ჯერჯერობით ამ ელემენტარულ კითხვებზე პასუხი არ იცის. „ორი ხომ გამოვკვებე, მესამე შვილსაც გამაზრდევინებს უფალი,“ – ამბობს ის.
 

„ჩემი შვილების გამოკვებაში, უფალი დამეხმარება“

– ნათია, თქვენი სახლი რომ დავინახე, მეტყველების უნარი დავკარგე… აქ როგორ ცხოვრობთ? იმედია, ქირას მაინც არ იხდით?
ნათია: არა, რას ამბობთ. ეს ჩემი მეუღლის წინაპრების სახლია. აქ, ორი წლის წინ გადმოვედით საცხოვრებლად.
         – მანამდე სად ცხოვრობდით?
        ნათია: ადრე, ზუგდიდში, ჩემი მშობლების სახლში. მაგრამ, დედა რაც დამეღუპა, იქიდან წამოსვლა მოგვიწია. სამსახური არ იშოვნებოდა, სახლიც საშინელ მდგომარეობაში იყო.

„ბავშვები დადიან და ხოხავენ პირდაპირ ბეტონის იატაკზე… ისინი ხომ, უბრალოდ გაცივდებიან“

         – ამაზე უფრო საშინელ მდგომარეობაში?
        ნათია: როგორ გითხრათ… აქ ჯობია! მაგრამ, სამსახურის შოვნა, აქაც არ არის მარტივი. მეუღლემ ფეხი დაიზიანა და ვეღარ მუშაობს. ხანდახან, საცხობში გადის დროებით, მაგრამ, ყოველთვის – ვერა. ფეხზე დგომაც კი უჭირს. ძალიან მეხმარება ბავშვების მოვლაში. ინტერნეტით გავიცანით ერთმანეთი და მალევე დავქორწინდით. ამის მერე, სულ ასე ვართ. ვწვალობთ, გვიჭირს. დედმამიშვილები კი გვეხმარებიან, მაგრამ ძალიან იშვიათად.

„მაუგლი“-ბავშვები 21-ე საუკუნეში“

– კი, ახლა ყველას ძალიან უჭირს. სანამ ოჯახს შექმნიდით, როგორ წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება?
ნათია: არც კი ვიცი. სკოლა დავამთავრე. არსად არ მიმუშავია. სულ სახლში ვიყავი. სახლის საქმეს ვაკეთებდი. ახლა კი, ვეღარც ვიმუშავებ, ბავშვების გამო.
– შეგიძლიათ, თქვენი სახლი რომ მაჩვენოთ? აქ როგორ ცხოვრობთ? რა გჭირდებათ?
ნათია: რა თქმა უნდა! აი, ნახეთ. ასე ცხოვრებას მტერსაც არ ვუსურვებ.

სახურავი ფაქტობრივად არ არის. სახლში წვიმს. დიახ, დიახ, ეს გუბეები სახლში წვიმის მერეა დარჩენილი

ფანჯრებში არ არის შუშები, ამიტომ, ხან ფანერას, ხან ცელოფნებს აკრავენ

სახურავის დამპალი ფიცრები, შეიძლება ნებისმიერ წამს ჩამოცვივდეს

        – საშიშია ამ სახლში ცხოვრება, განსაკუთრებით, პატარა ბავშვებთან ერთად.
         ნათია: კი, მაგრამ ქუჩაში, ან ქირით ცხოვრებას ჯობია. თქვენ ჯერ არ გინახავთ ჩვენი ავეჯი. საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. ვინმეს რამე რომ გაუფუჭდება, ჩვენ გვაძლევენ. გეგონება, ნაგავსაყრელის ფილიალი გვაქვს. როგორ შეიძლება ასეთ სკამებზე დაჯდომა?

მოხერხებულობა უნდა, ასეთ სკამზე რომ დაჯდე და არ გადმოვარდე

          – ნათია, რა არის უმთავრესი პრობლემა?
          ნათია: სახლის მდგომარეობა. საკუთარი სახსრებით, მის მოწესრიგებას ვერასდროს შევძლებთ. სახელმწიფოს მივმართეთ დახმარებისთვის, მაგრამ, პასუხიც არ მიგვიღია. თქვენ რომ მოგწერეთ, მართლა არ ველოდით ამხელა ყურადღებას! ჩვენ ხომ, უფლის გარდა, არავის ვჭირდებით.

ნათიას მხოლოდ იმის სწამს, რომ უფალი მის შვილებს არ მიატოვებს

          – ჩამომითვალეთ თქვენი მთავარი პრობლემები.
          ნათია: სახურავი, საწოლებისა და სკამების არქონა. არაფერი გაგვაჩნია. ძალიან მინდა, მქონდეს სარეცხი მანქანა, მაგრამ ძვირი ღირს. ამიტომაც, არ გთხოვთ. ხელით როგორც ვრეცხავდი, ისევ ისე გავრეცხავ.

ხელით რეცხვა, ცივ წყალში, თანაც ასეთ მდგომარეობაში – ნამდვილი კოშმარია

          – მალე პატარა გაჩნდება. იქნებ მისთვის გჭირდებათ რაიმე ნივთები?
           ნათია: ჯერ ვერ ვფიქრობ ამაზე. ღმერთს ვევედრები, რძე მქონდეს. თორემ ვერ გამოვკვებავ. პატარასთვის ხელოვნური კვება რომ ვიყიდო, ბიჭები მშივრები დარჩებიან. მაგრამ, ალბათ, ეტლი და პამპერსი დაგვჭირდება. ხომ გეუბნებით, ჯერ ვერ ვფიქრობ ამაზე.

 „ამ მანეჟში გავზარდე ორი შვილი, მესამესაც ასე გავზრდი. მთავარია, ღმერთმა ჯანმრთელი შვილი გვაჩუქოს“

– რამდენადაც ვიცი, სოციალური სასადილოთი არ სარგებლობთ. რაზე გყოფნით სოციალური დახმარების თანხა, 400 ლარი?
ნათია: ძირითადად წვნიანებსა და პურზე. აი, ხახვს მოვხრაკავ, დავასხამ წყალს, რაც მექნება, იმას ჩავყრი: მაკარონს, ან კარტოფილს, ან ლობიოს. ბავშვები ყველაფერს ჭამენ. გოგონა გაჩნდება, წამოიზრდება და ისიც იმას შეჭამს, რაც გვექნება. როდესაც არჩევანი არ გაქვს, აზრი არ აქვს ჭირვეულობას. შიმშილს, ისევ ამ წვნიანის გემო ჯობია…

ამ მოხრაკული ხახვით, დედა მოამზადებს ორი დღის წვნიანს 

***
         აი, კიდევ ერთი ქართული ოჯახის ისტორია. ისტორია ბავშვებზე, რომლებიც ცხოვრობენ საქონელსა და მაწანწალა ძაღლებზე უარეს პირობებში. ისინი ვერ ლაპარაკობენ, ვერ ხსნიან, რა ცუდად არიან, ჯერ არ გამოსდით. მაგრამ, ამ სიტუაციაში, ეს უსიტყვოდაც გასაგებია.

„ვილოცოთ, რათა უფალმა ნათიას ჯანმრთელი შვილი აჩუქოს“

მათთვის რის გაკეთება შეგვიძლია? რის გაკეთება შეგვიძლია პატარა გოგონასთვის, რომელიც ჯერ არ დაბადებულა? პასუხი ძალიან მარტივია: იმის, რასაც გვიკარნახებს გული.
თქვენ ერთადერთი იმედი ხართ. ბავშვები უნდა გადავარჩინოთ! შეხედეთ, რა კარგები არიან! ისინი მხოლოდ საწოლებს, სამშენებლო მასალას პროდუქტსა და მაცივარს ითხოვენ. ასევე, უნდა ჩავაცვათ ბავშვებს, სათამაშოები და ტკბილეული ვაჩუქოთ, ამის გარეშე ხომ, ისინი ბავშვობის გემოს ვერ გაიგებენ.
         თუკი ვინმეს სურვილი ექნება, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართი ეს არის: კასპი, ხეთაგუროვის ქ. 40.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ცქვიტიშვილების ოჯახი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივლ 27
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1450.00₾
2022 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
525.00₾
2022 ნოე 02
სარეცხი მანქანა
655.00₾
2023 თებ 14
ლამინატი
400.00₾

სულ ხარჯები:

3030.00₾

დარჩა:

0.31₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾2.70
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾11.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾0.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾3,030.31

197 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,030.31

197 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება