ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სულ ვოცნებობ კაბასა და თოჯინაზე… ოღონდ ჯერ… ძალიან, ძალიან გთხოვთ, წამლები მოუტანეთ ჩემს დას, რომ აღარ ეტკინოს და აღარ მიკბინოს ამის გამო!

calendar ივლისი 5, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ნინო დედიკოს რომ ეჯდა მუცელში, მეც პატარა ვიყავი, სულ ვეძახდი: „გამოდი, გამოდი!!!“ და დედიკოს მუცელზე ვუტყაპუნებდი ხელს. იქნებ, ამიტომ არის ავად ჩემი დაიკო და აღარ იკურნება? ეჰ, ისე ძალიან მინდოდა მყოლოდა და, თოჯინებით და რაღაცეებით, ერთად რომ გვეთამაშა“, – დარდობს შვიდი წლის ლიკა და სევდიანი თვალებით შესცქერის ნინოს, რომელიც კივის და თავში ირტყამს ხელს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
სულ ვოცნებობ კაბასა და თოჯინაზე… ოღონდ ჯერ… ძალიან, ძალიან გთხოვთ, წამლები მოუტანეთ ჩემს დას, რომ აღარ ეტკინოს და აღარ მიკბინოს ამის გამო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ნინომ შეიძლება სისხლის წამოსვლამდე უკბინოს საკუთარ თავს

         „ნინო დედიკოს რომ ეჯდა მუცელში, მეც პატარა ვიყავი, სულ ვეძახდი: „გამოდი, გამოდი!!!“ და დედიკოს მუცელზე ვუტყაპუნებდი ხელს. იქნებ, ამიტომ არის ავად ჩემი დაიკო და აღარ იკურნება? ეჰ, ისე ძალიან მინდოდა მყოლოდა და, თოჯინებით და რაღაცეებით, ერთად რომ გვეთამაშა“, – დარდობს შვიდი წლის ლიკა და სევდიანი თვალებით შესცქერის ნინოს, რომელიც კივის და თავში ირტყამს ხელს.

 „ნინო მეზობლის ძაღლზე უფრო მწარედ იკბინება“

         – როგორი და გინდოდა, ლიკა?
        ლიკა (7 წლის): ნინო მინდოდა, სახელიც კი მე მოვუფიქრე. მაგრამ, მე მინდოდა, რომ ელაპარაკა ჩემთან, ერთად გვესეირნა. ის კი, მხოლოდ ტირის, კივის და იკბინება.
         – ნუთუ, სულ ასეა?
         ლიკა: ხანდახან წყნარდება. მაშინვე მივირბენ ხოლმე და ვეთამაშები, ხელში თოჯინას ვაძლევ, მაგრამ ვერ იჭერს. მერე ბრაზდება და იკბინება. იცით, რა მწარედ? მეზობლის ძაღლისნაირი კბილები აქვს! და იმაზე მწარედ იკბინება! ძალიან მეშინია. სისხლიც კი მომდის.
         – შენთვის უკბენია?
         ლიკა: უფრო ხშირად დედიკოსთვის. ალბათ, მე უგემური ვარ.

 „შვილს ხომ ვერ დავაბამ…“

– ქეთი, ლიკა სიმართლეს ამბობს? თუ ეს უბრალოდ ბავშვური ფანტაზიაა?
ქეთი: ვაიმე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვაც არ მოუგონია! ნინოს მდგომარეობა, მართლაც, ძალიან მძიმეა. დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს. დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. სულ ღრიალებს და ხელებს იჭამს. არ ვიცი, როგორ ვებრძოლო ამას. ხომ ვერ დავაბამ ჩემს გოგონას? აი, ხომ გესმით, როგორ ყვირის. წამლები ამშვიდებს, მაგრამ ყოველთვის ვერა. არის დღეები, როდესაც ერთი წამითაც არ ჩუმდება. ძალიან რთულია.
– ალბათ, ძალიან გიჭირთ? თქვენ ხომ ისეთი ახალგაზრდა ხართ, ჯერ თავად ბავშვი!
ქეთი: კი, 23 წლის ვარ. ადრე გავთხოვდი. ბავშვების აღზრდაც თოჯინებით თამაში მეგონა. მაგრამ, ვაი!.. ნინო რომ გაჩნდა, უბრალოდ არ ვიცოდი, რა მექნა. ღმერთმა გაახაროს დედაჩემი! გვერდში დამიდგა და დღემდე მეხმარება გოგონების მოვლაში.

 „ხელებს ნუ იჭამ, საყვარელო. აჰა, მე მიკბინე, ჯობია“

        – ქეთი, ასეთ ნორჩ ასაკში, ამდენად სერიოზული ნაბიჯი როგორ გადადგით? სწავლის, ან მუშაობის სურვილი არასდროს გქონიათ?
         ქეთი: სიმართლე რომ გითხრათ, სწავლა არ მიყვარდა, სულ სახლში ვიჯექი. მიჭირდა სწავლა. გულახდილად გეტყვით, არც კითხვა გამომდიოდა, არც მიმატება. როლანდი ტელეფონით გავიცანი. ერთი წელი ისე ვილაპარაკეთ, ერთმანეთი არც გვინახავს. მერე, შეხვედრა გადავწყვიტეთ. მითხრა, რომ უნდოდა, ეზრუნა ჩემზე და დავდნი. მალევე დავთანხმდი ცოლობაზე და აი, უკვე რვა წელია, ერთად ვართ. როლანდი არაჩვეულებრივი მამაა, ბავშვებსაც სიგიჟემდე უყვართ. ნეტა განახათ, ნინოს როგორ უვლის. ჩემზე უკეთესად გამოსდის!     
– ქეთი, თქვენი სახლი საშინელ მდგომარეობაშია! აქ როგორ ცხოვრობთ?
ქეთი: ეს ჩემი მშობლების სახლია. კი, უკვე დანგრეულია. მაგრამ, რა ვქნათ? ქუჩაში ხომ ვერ ვიცხოვრებთ.
ლიკა: ეს საშინელი სახლია. მეშინია ხოლმე, ხანდახან. სოფელში ყველაზე ულამაზო სახლი ჩვენ გვაქვს. აქ, თაგვებიც შემოდიან და ვირთხებიც კი!

ყველაზე ულამაზო სახლში, ყველაზე ლამაზი გოგონები ცხოვრობენ

სახურავიდან წვიმა ჩამოდის, ჩალეწილი ფანჯრებიდან ქარი უბერავს, კედლების ხვრელებიდან კი, ვირთხები შემოდიან

         – მე კი, ვიტყოდი, რომ ამ სახლში ყველაზე ლამაზი გოგონა ცხოვრობს! მეთანხმები?
          ლიკა: კიი! გეთანხმები! მადლობაა! ეს კაბა სპეციალურად შენთვის ჩავიცვი, ყველაზე ლამაზია, რაც მაქვს! მაგრამ დედიკო, არ მიშვებს ამ კაბით სკოლაში. აი, რომ გავიზრდები, „ბევრებს“ ვიყიდი ასეთს!
 

„მართლა ფიქრობ, რომ ლამაზი ვარ?“

         – ვინ გინდა გამოხვიდე?
         ლიკა: ექიმი, რა თქმა უნდა! ექიმი გამოვალ, ვუმკურნალებ ჩემს დაიკოს და მერე, ნორმალურად ვითამაშებთ. თორემ, თოჯინასაც კი ვერ იჭერს ხელში. მაგრამ, სწავლა არ მიყვარს. ამისთვის კი, კითხვა კარგად უნდა იცოდე, არა?
– კი, სწავლა აუცილებელია! შენ ყველაფერი გამოგივა, მჯერა.
ლიკა: კაი, მიდი, დაელაპარაკე დედას, მე კი, მანამდე მათემატიკას ვიმეცადინებ.

 „კარგად უნდა ვისწავლო, ექიმი რომ გამოვიდე და ნინო გადავარჩინო“

– რა არის თქვენი საარსებო წყარო, ქეთი?
ქეთი: სამწუხაროდ, არცერთი არ ვმუშაობთ. ჩემი მშობლები პენსიას იღებენ, ნინოსაც პენსია აქვს, კიდევ, დახმარებას ვიღებთ. ჩემი მეუღლე ვერ მუშაობს, მუცელი სტკივა სულ. თავისთვის წამლებს არ ყიდულობს, ამბობს, რომ ყველაფერი ნინოსთვის არის. მთელი ფული პამპერსში, წამლებში და საჭმელში მიდის. უბრალოდ, აღარც ვფიქრობთ, ზედმეტად რამე რომ ვიყიდოთ   (ზედმეტად რა, მაგალითად ტანსაცმელი, ან ფეხსაცმელი). აი, იცით, რა რთულია ნინოს თეთრეულის ყოველდღე ხელით რეცხვა? აღარ შემიძლია!

 „ყველაფერი ძველი გვაქვს. ნებისმიერი წვრილმანი გაგვახარებს და შეგვიმსუბუქებს ყოფას“

– ცხოვრებას რა შეგიმსუბუქებდათ?
ქეთი: პირველ რიგში გვჭირდება პამპერსი, წამლები და ფაფები ნინოსთვის. ეს მას სჭირდება, როგორც ჩვენ ყველას ჰაერი. მისთვის რთულია, ჩვეულებრივი საკვების ჭამა. ჩვენ წვნიანებით ვიკვებებით. ნინომ კი, შეიძლება ნებისმიერ წამს მოიქნიოს ხელი და ცხელი საჭმელი ზედ გადაისხას! კიდევ, თუ საშუალება იქნება, გემუდარებით, დამეხმარეთ სარეცხი მანქანით. დანარჩენი, არც ვიცი. ალბათ ტანსაცმელი, ლიკასთვის.

„ძალიან რთულია ნინოს აჭამო. ნებისმიერ წამს შეიძლება გადმოაყირავოს ცხელი საჭმელი“

ლიკა: მოდი, ჩემზე მე თვითონ გეტყვი! აი, ძალიან მინდა ნამდვილი თოჯინა, რომელიც „იფსამს“ და რომელიც ტირის, ზუსტად ისე, როგორც ჩემი და! ჩემი ოცნებაა! კიდევ, სათამაშო სამზარეულო მინდა და ჭურჭელი, თორემ, ნახე, რა საშინელია ჩვენი სამზარეულო!
– სწავლისთვის და სკოლისთვის არაფერი გინდა?
ლიკა: მოდი, მე ჯერ სათამაშოებით ვითამაშებ, მერე კი, სკოლაზე ვიფიქრებ, კაი? და კიდევ, რამე წამალი თუ იცი, ნინო რომ აღარ იკბინებოდეს, ისიც მოიტანე! მართლა, მთელი გულით მინდა, რომ ვეთამაშო. და კიდევ, ძეხვი და ერთი ცალი სოსისი მომიტანე.
***
        მეგობრებო, ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, უბრალოდ არ გვაქვს უფლება, „ჩავსქროლოთ“, გვერდი ავუაროთ, დავივიწყოთ, რომ ჩვენს გვერდით ეს ავადმყოფი გოგონაა და მისი შვიდი წლის და, ლიკა, რომელიც ოცნებაა, ისე მივიდეს მასთან, არ ეშინოდეს, რომ კბენის. ვილოცოთ ნინოსთვის, ერთად ვევედროთ უფალს, რომ ამ არაჩვეულებრივი გოგონას ცხოვრება იყოს ნაკლებად მტკივნეული და გაუსაძლისი! ერთადერთი იმედი თქვენ ხართ. ბავშვები უნდა გადავარჩინოთ! შეხედეთ, რა კარგები არიან! პამპერსი, წამლები და სპეციალური საკვები – ერთადერთია, რასაც ითხოვენ. კიდევ, ბავშვებს უნდა ჩავაცვათ, ლიკა სათამაშოებითა და ტკბილეულით დავასაჩუქროთ, მას ხომ, ამის გარეშე ძალიან უჭირს.
თუკი ვინმეს სურვილი ექნება, პირადად მოინახულოს და დახმარება გაუწიოს ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო არცევი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, ისინი გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გორგაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივლ 27
მედიკამენტები
108.75₾
2022 აგვ 22
კომოდი
400.00₾
2022 სექ 04
ტელევიზორი
480.00₾
2022 სექ 04
მედიკამენტები
357.94₾
2022 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
635.00₾
2022 ოქტ 18
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1200.00₾
2023 იან 04
პროდუქტები
199.99₾
2023 თებ 14
მედიკამენტები
166.76₾
2023 თებ 14
მედიკამენტები
64.98₾

სულ ხარჯები:

3613.42₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.01.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2022 11:23:40
₾5.51
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2022 08:37:15
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.10.2022 14:57:44
₾81.26
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.10.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.10.2022 17:54:44
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.10.2022 17:53:02
₾16.58
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.10.2022 12:48:35
₾16.59
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.10.2022 20:00:00
₾58.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2022 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.09.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾3,613.38

289 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,613.38

289 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება